განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2019
საქმის ნომერი
080210119001397647
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210119001397647

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ-259-2019

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

აპელანტი - მ------- კ----–-–---–ი

წარმომადგენელი - ი--- კ---------------–---

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს----------–---------“

წარმომადგენელი - გ------- ც------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,ს----------–--------მა“, მოპასუხედ მ------- კ----–-–---–ი მიუთითა და მოპასუხისგან საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ითხოვა. (ს.ფ. 1-17)

მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის არსი მდგომარეობს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში, კერძოდ ეს არის საბანკო დავალიანება,რომელიც მოპასუხე მხარეს გააჩნია ბანკის მიმართ.

2015 წლის 11 მაისს განხორციელდა ს.ს. ''ს----------–---------''-ს და ს.ს.''პ-----------ი''-ს შერწყმა. შესაბამისად ს.ს. ''ს----------–---------'''წარმოადგენს ს.ს. ''პ-----------ი''-ს უფლებამონაცვლეს.

2013 წლის 01 აპრილს ს.ს. "პ-----------სა"'და მ------- კ----–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N---------------------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენს 8000.00 ლარს/5000.00 აშშ დოლარს, 12 თვის ვადით (განახლებადი), წლიური საპროცენტო სარგებლის 36%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს.

2014 წლის 19 მარტს მ------- კ----–-–---–ის მიერ ასევე საკრედიტო ბარათზე მიბმული განვადების ლიმიტი, დამატებით, გამოყენებული იქნა განვადებით ნივთის შესაძენად, კერძოდ გახარჯული იქნა 1400.00 ლარი, რომლის დაბრუნება უნდა მომხდარიყო 18 თვის ვადაში. გამოყენებულ თანხას არ ერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი, ხოლო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს.

2016 წლის 09 ივნისის მდგომარეობით მ------- კ----–-–---–ს ერიცხება შემდეგი დავალიანება: 1)საკრედიტო ბარათზე 8480.42 ლარი, კერძოდ: ძირი _ 4370.87 ლარი, სარგებელი - 2059.17 ლარი, ჯარიმა - 2050.38 ლარი; 2)2014 წლის 19 მარტის სესხზე 394.32 ლარი, კერძოდ: ძირი- 155.56 ლარი, პირგასამტეხლო-238.76 ლარი.

ს.ს. "პ-----------ი''-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად-მსესხებელზე გაიცა კრედიტები. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტებით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა.

მითითებული საკრედიტო დავალიანებების დაფარვის მოთხოვნით მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად მიეც ორი კვირის ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

2015 წლის 10 ნოემბერს ს.ს."ს----------–---------"-ს მიერ მ------- კ----–-–---–ის მიმართ, N------------------- სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპონდენტის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი, რაც ''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'''' საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს.

შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს: მ------- კ----–-–---–ს ს.ს. ''ს----------–---------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს: 1)საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების გადახდა 8480.42 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 4370.87 ლარი, სარგებელი - 2059.17 ლარი, ჯარიმა - 2050.38 ლარი; 2)2014 წლის 19 მარტის სესხზე 394.32 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა- 155.56 ლარი, პირგასამტეხლო-238.76 ლარი.

მოპასუხემ მ------- კ----–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ

2015 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლიც ითვალისწინებდა მხოლოდ 4370 ლარის გადახდას, გაკეთდა გადახდის გრაფიკიც, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდნენ ბანკიდან და უთხრეს რომ შეთანხმებულ თანხას დაემატა 900 ლარი(ბანკი იყენებდა დომინირებულ მდგომარეობას) ამდენად ზედმეტად მიწერილი თანხის გამო მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა.

2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 4370 ლარს, ამ თანხაზე არ უნდა დარიცხულიყო არც ჯარიმა და არც პირგასამტეხლო. სწორედ ამ თანხის 36 თვის ვადით განაწილვადებაზე მიმართა ბანკს, რაზედაც ბანკმა უარი განუცხადა.

მოპასუხემ მიუთითა, რომ მისი მხრიდან არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების და პირობების დარღვევა, პირიქით შეთანხმება 4370 ლარის განაწილვადებაზე მიღწეული იქნა 2015 წლის 1 ივნისს, თუმცა ეს პირობა რამოდენიმე დღეში თვითნებურად და მოულოდნელად შეცვალა თავად ბანკმა.

1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მ------- კ----–-–---–მა სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის - 4370.87 ლარის მოთხოვნის ნაწილში და განმარტა, რომ მას სესხის სარგებელის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, ხოლო პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. სესხი აღებული იქნა ჯანმრთლობის მძიმე მდგომარეობის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ,,ს----------–---------’’-ს სარჩელი მოპასუხე - მ------- კ----–-–---–ის მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხე- მ------- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–---------’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა ძირი - 4370.87 ლარის; სარგებელის - 2059.17 ლარის და ჯარიმა - 437.00 ლარის, მთლიანობაში -6867.04 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე-მ------- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–---------’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 74.89 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 150 ლარის და გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი 150 ლარის გადახდა.

4. სს ,,ს----------–--------ს“ დაუბრუნდა სახ. ბაჟი - 131.13 ლარი, რომელიც უნდა ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150. (საგადასახადო დავალება N002. 13.06.2016 წელი.)

5. სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 48.40 ლარი ჩაირიცხა სახ. ბიუჯეტში.

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება -ყადაღა დარჩა უცვლელი.

 

სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

_ დადგენილი იქნა, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ნაწილობრივ, ძირი თანხის - 4370.87 ლარის ნაწილში - ცნო სარჩელი.

_მხარეები არ დავობენ, რომ სს ,,პ-----------ის’’ აქტივები და პასივები გადაეცა სს ,,ს----------–--------ს“.

_სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 01 აპრილს სს ,,პ-----------ს“ და მ------- კ----–-–---–ს შორის გაფორმდა №S------------------ საბანკო მომსახურების ხელშეკრულება. რომლის თანახმად გაიცა სესხი 8000 ლარის ოდენობით,12 თვის ვადით, გათვალისწინებულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი 36%, ასევე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%.

_სასამართლომ დაადგინა, რომ მ------- კ----–-–---–ს 2016 წლის 06 ივნისის მდგომარეობით სს ,,ს----------–---------ს’’ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 8480.42 ლარი (ძირი- 4370.87 ლარი; სარგებელი - 2059.17 ლარი; ჯარიმა- 2050.38 ლარი).

სასამართლომ მიიჩნია, რომ 4370,87 ლარის დაკისრების ნაწილში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო-სარჩელი საფუძვლიანი იყო.

ასევე საფუძვლიანად იქნა მიჩნეული სარგებელი 2059,17 ლარის ნაწილში.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, რომელსაც მოსარჩელე განსაზღვრავდა 2050,38 ლარით, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია მისი შემცირება 437,0 ლარამდე-(ძირი თანხის 4370 ლარის 10%).

 

სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-ე, 417-418-ე, 891-ე მუხლებზე.

 

სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის მ------- კ----–-–---–ის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.

აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება, ითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის გარემოება რომ 2016 წლისათვის ბანკის მოთხოვნა შეადგენდა 6681 ლარს, ხოლო 2019 წლისათვის დაეკისრა 8480 ლარი. მისი გადასახდელი კი იყო 4370 ლარი.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ 2015 წლის 01 ივნისს მოხდა მხარეთ შორის შეთანხმება, 4370 ლარის განაწილვადების თაობაზე. და მოსარჩელის მიერ გაზრდილი თანხის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.

აპელანტი მიიჩნევს, რომ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილება მოხდა გაზრდილი თანხის ოდენობით მხოლოდ სს ,,ს----------–---------ს" მოსაზრების გათვალისწინებით, რისი დასაბუთებაც, ვერც იურიდიულად და ვერც სამართლებრივად მოსარჩელემ ვერ შეძლო.

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, სსკ 319-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 390-ე მუხლის ,,გ" პუნქტი, 398-ე მუხლი, 625-ე მუხლი, 868-ე მუხლი.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩაინიშნა საქმის არსებითი განხილვა.

 

პალატამ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მ------- კ----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც მ------- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა სარგებლის (პროცენტის) სახით 2059,17 ლარი; (მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება) ასევე გაუქმდეს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც მ------- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 74,88 ლარი და ამ ნაწილებში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; 3. სს ,,ს----------–---------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ; 4. უნდა დაეკისროს მ------- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სარგებლის, პროცენტის სახით 509,60 ლარი ნაცვლად 2059,17 ლარისა, ასევე 28,39 ლარი ნაცვლად 74,88 ლარისა. 5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა

 

პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

_დადგენილია, რომ 2013 წლის 01 აპრილს სს ,,პ-----------ს“ და მ------- კ----–-–---–ს შორის გაფორმდა №S------------------ 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის მქონე საგადახდო ბარათის ,,უნივერსალური Gold” გამოყენების შესახებ ხელშეკრულება. კრედიტის მაქსიმალური თანხაა 9000 ლარი, 5000 აშშ დოლარი(ხელშეკრულების 2.2. ,,ბ“ პუნქტი). (ს.ფ. 20)

ხელშეკრულება დაიდო 1 წლის ვადით (განახლებადი). (ხელშეკრულების 2.2. ,,ა“ პუნქტი)

ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი -ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში 36,9%.

 

_დადგენილია,რომ 2013 წლის 01 აპრილის №S------------------ 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის მქონე საგადახდო ბარათის ,,უნივერსალური Gold” გამოყენების შესახებ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2014 წლის 1 აპრილს.(რადგან ხელშეკრულება იყო 1 წლიანი თუმცა განახლებადი)

 

_საქმეში წარმოდგენილია სს ,,ს----------–---------ს“ ამონაწერი №2 (ს.ფ. 26-დან) მ------- კ----–-–---–ის მიერ თანხების გადახდისა, რომლის თანახმადაც ბოლო გადახდა მ------- კ----–-–---–მა აწარმოა 2015 წლის 27 მარტს 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 36).

 

_დადგენილია,რომ ერთი წლით დადებული ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2014 წლის 1 აპრილს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა სახელშეკრულებო ვადად 1 წელს განახლებადს (2.2. ,,ა“ პუნქტი), და გათვალისწინებით იმისა რომ მ------- კ----–-–---–ის მიერ 2015 წლის 27 მარტს გადახდილ იქნა 100 ლარი, დადგენილად უნდა მივიჩნიოთ, რომ ხელშეკრულება მხარეთა შორის გაგრძელდა კიდევ ერთი წლით. ე.ი. ერთწლიანი ვადა ხელშეკრულებისა ამოიწურა 2014 წლის 1 აპრილს, მაგრამ იმის გამო, რომ 2015 წლის 27 მარტს მ------- კ----–-–---–მა გადაიხადა 100 ლარი-ხელშეკრულება მხარეთა შორის გაგრძელებულად უნდა ჩაითვალოს კიდევ ერთი წლით ე.ი. 2015 წლის 1 აპრილამდე.

2015 წლის 1 აპრილის შემდეგ მ------- კ----–-–---–ს თანხა მოსარჩელისათვის არ გადაუდია, რაც ნიშნავს იმას, რომ 2015 წლის 1 აპრილის შემდეგ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა აღარ გაგრძელებულა.

ანუ ბანკს სახელშეკრულებო პროცენტის მოთხოვნის უფლება ეკუთვნის 2015 წლის 1 აპრილამდე.

 

_დადგენილია, რომ სს ,,ს----------–---------ს“ მიერ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 15 ივნისს.

 

_დადგენილია,რომ სს საქართველო ბანკი პროცენტს ითხოვს მოპასუხისგან არა სახელშეკრულებო პერიოდზე ანუ 2015 წლის 1 აპრილამდე, არამედ 2015 წლის აპრილიდან ანუ სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებიდან 2016 წლის 15 ივნისამდე ანუ (სარჩელის აღძვრამდე) 14 თვისას ყოველთვიური 36%-ის გათვალისწინებით.

 

_მოსარჩელეს სადაოდ არ გაუხდია, რომ 2015 წლის 14 ივლისს საკრედიტო ბარათი გადაიფარა ანუ ყველა ვალდებულება მოპასუხისა დაჯამდა და მოპასუხის ერთიანი სესხი 4368 ლარის ოდენობით-განისაზღვრა.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (სამოქალაქო კოდექსის მუხლი 319).

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილით უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე....

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის მქონე საგადახდო ბარათის ,,უნივერსალური Gold” გამოყენების შესახებ ხელშეკრულებიდან. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს უპირველესი მსჯელობის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრების მართლზომიერება. (რადგან გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობას აპელანტი სადაოდ არ ხდის, პირგასამტეხლოც პალატის მოსაზრებით გონივრულად იქნა შემცირებული და განსაზღვრული სასამართლოს მიერ.)

სააპელაციო საამართლო ეთანხმება აპელანტს, რომ საქალაქო სასამართლომ მის მიერ გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობა შეცდომით განსაზღვრა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტ მ------- კ----–-–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ (ე.ი. 2015 წლის აპრილის შემდგომ) პერიოდზე დაეკისრა სარგებლის თანხა, ყოველთვიური 36%-ის გათვალისწინებით, რაც ნიშნავს, რომ აპელანტმა სახელშეკრულებო პროცენტი უნდა გადაიხადოს იმ პერიოდისათვის, რა პერიოდშიც იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში აღარ იმყოფებოდა სს ,,ს----------–--------თან“.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პროცენტი შეიძლება გათვალისწინებულ იქნას სესხისათვის.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არა ერთ განჩინებაში არაერთგზის განმარტა, რომ სარგებელი სესხისათვის (პროცენტი სესხით სარგებლობისათვის)შეიძლება გადახდევინებულ იქნეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

დადგენილია,რომ ხელშეკრულება დადებული იყო ერთი წლით, რომლის ვადაც ამოიწურა 2014 წლის 1 აპრილს. რომც მივიჩნიოთ რომ მხარეთა შორის გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა იგი კვლავ ერთი წლით გაგრძელდებოდა და ამოიწურა 2015 წლის 1 აპრილს. რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკს სახელშეკრულებო პროცენტის მოთხოვნის უფლება 2015 წლის 1 აპრილამდე გააჩნია.

დადგენილია,რომ სარჩელით სს საქართველო ბანკი პროცენტს(თვიურ 36%) ითხოვს მოპასუხისგან არა ამ პერიოდზე (ანუ 2015 წლის 1 აპრილამდე), არამედ 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის 15 ივნისამდე (სარჩელის აღძვრამდე).

პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო პროცენტის 2015 წლის 1 აპრილიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდისთვის (14 თვის) უსაფუძვლოა, ამ პერიოდზე მოსარჩელეს ეკუთვნის ზიანი ყოველთვიური 10%-ის სახით, რაც 14 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 4368 X 10% : 12 X 14 = 509,60 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, აპელანტმა მოსარჩელეს (ს.ს. ,,ს----------–---------“) უნდა აუნაზღაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანი, ე.ი. ის თანხა-მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა აპელანტს ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა.

უნდა ითქვას, რომ მხარეთა სახელშეკრულებო დათქმას კანონშესაბამისი საფუძველი გააჩნია, სახელდობრ: სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მ------- კ----–-–---–ის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება(ამას აპელანტი არ უარყოფს). ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რასაც ჩვეულებრივ მიიღებდა საკრედიტო დაწესებულება, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო.

პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე კომერციული ბანკია და მისი საქმიანობის ძირითადი საგანი სესხად გაცემული თანხიდან სარგებლის მიღებაა. შესაბამისად, ყოველთვის ივარაუდება, რომ სესხად გაცემული თანხის დაუბრუნებლობით იგი ვერ იღებს შემოსავალს, ყოველ შემთხვევაში, სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ოდენობით მაინც.

შესაბამისად, მ------- კ----–-–---–ს უნდა დაეკისროს თანხის დროულად დაუბრუნებლობით დამდგარი ზიანი, რაც უნდა განისაზღვროს ყოველწლიური 10%-ით, სულ ე.ი. 509 ლარი და 60 თეთრი ნაცვლად სახელშეკრულებო წლიური 36%-სა 2059,17 ლარისა.

შესაბამისად დაკისრებული თანხის პროპორციულად(ანუ მ------- კ----–-–---–ის მიერ მოგებული თანხის ფარგლებში) უნდა შემცირდეს მასზე 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის თანხაც და ნაცვლად 74,88 ლარისა იგი უნდა განისაზღვროს 28,39 ლარით.

დადგენილია, რომ სესხის ძირი თანხა შეადგენს 4370.87 ლარს. შესაბამისად 1-ლი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში სწორია და არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველი.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ 420-ე მუხლის დისკრეციის ფარგლებში, 1-ლი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილში გონივრულად გადაწყვიტა დავა, მიიჩნია რა, რომ საბანკო პროდუქტზე დარიცხული პირგასამტეხლო 2050.38 ლარი, უნდა შემცირებულიყო და იგი სწორად განისაზღვრა - 437.00 ლარით, (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ 1. მ------- კ----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც მ------- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა სარგებლის (პროცენტის) სახით 2059,17 ლარი; (1-ლი პუნქტის მე-2 წინადადება) ასევე გაუქმდეს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც მ------- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 74,88 ლარი და ამ ნაწილებში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; 3. სს ,,ს----------–---------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ; 4. უნდა დაეკისროს მ------- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სარგებლის, პროცენტის სახით 509,60 ლარი ნაცვლად 2059,17 ლარისა, ასევე 28,39 ლარი ნაცვლად 74,88 ლარისა. 5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, მ------- კ----–-–---–მა წააგო 5314,60 ლარი, რომლის 4% არის 212,58 ლარი, რაც უნდა გადახდეს მას ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო 61,42 ლარი სს ,,ს----------–--------ს“ უნდა გადახდეს ბიუჯეტის სასარგებლოდ(დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. მ------- კ----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც მ------- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა სარგებლის (პროცენტის) სახით 2059,17 ლარი; (1-ლი პუნქტის მე-2 წინადადება) ასევე გაუქმდეს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც მ------- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 74,88 ლარი და ამ ნაწილებში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს ,,ს----------–---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;

4. დაეკისროს მ------- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სარგებლის, პროცენტის სახით 509,60 ლარი ნაცვლად 2059,17 ლარისა, ასევე 28,39 ლარი ნაცვლად 74,88 ლარისა.

5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

6. დაეკისროს მ------- კ----–-–---–ს გადავადებული სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის სასარგებლოდ 212,68 ლარი.

7. დაეკისროს სს ,,ს----------–--------ს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ 62 ლარი.

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7-8-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

9.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე ნა