განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2019
საქმის ნომერი
330100105002438492
ინსტანცია
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100105002438492

საქმე №1ბ/216-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - მ-------------–-–---–ის,დაზარალებულ - ა-----------ას,დაზარალებულის ადვოკატ - თ------------–---–ის,გამართლებულის ადვოკატ - ზ----------------–---–ის

გამართლებულ - ზ-------------ის მონაწილეობით,თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის, ასევე დაზარალებულ ა-----------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ზ----------–---------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–-------–---–----------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961-ე მუხლით (ძვ. რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ძვ. რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად:

 

ზ-------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენების გზით სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა და ტარება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ზ-------------ე მსახურობდა საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის „გაერთიანებული ქართული ბანკის“ დაცვის პოლიციის განყოფილების პოლიციელად. ზ-------------ე, საქართველოს შს მინისტრის 1994 წლის 13 ივნისის N3-- ბრძანების დარღვევით, ყაჩაღობის ჩადენის განზრახვით, არასამსახურებრივ დროს, სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა სამსახურებრივ ცეცხლსასროლ იარაღს - „მაკაროვის“ მოდელის, N1------ნ“ სერიის პისტოლეტს და საბრძოლო მასალას - 5 ერთეულ „მაკაროვის“ მოდელის პისტოლეტის ვაზნას. 1998 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ზ-------------ე მივიდა თბილისის რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ვალუტის გადასაცვლელ N- ჯიხურში, შეაღწია შიგნით და გაიტაცა ვალუტის გადამცვლელ ა-----------ას სამუშაო მაგიდის გვერდით მოთავსებული პოლიეთილენის პარკში შენახული, ამ უკანასკნელის კუთვნილი 14 000 ლარი, 12 230 რუსული რუბლი და 11 350 აშშ დოლარი, სულ 22 256 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა. ფულის გატაცების შემდეგ ზ-------------ე გაიქცა თბილისის „ბორჯომის“ ვაგზლის ბაქანზე რკინიგზის საავადმყოფოს მიმართულებით. მას დასაკავებლად დაედევნენ ა-----------ას მეუღლე - დ---------------–ია, მისი მეგობარი ი-–--------–---–ი და „ბორჯომის“ ვაგზლის ტერიტორიაზე მყოფი სატრანსპორტო პოლიციის თბილისის რეგიონალური განყოფილების პოლიციელები ბ-------------------–---–ი და ა---------–--------–--ლი, ასევე დანაშაულის შემსწრე მოქალაქეები. ბაქანზე სირბილისას ზ-------------ე შემოტრიალდა და დადევნებული პირების შესაშინებლად, სამსახურებრივი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან მოახდინა ერთჯერადი უმისამართო გასროლა, რის შემდეგაც გადახტა რკინიგზის საავადმყოფოს ღობეზე და მიიმალა. მანვე სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა საბრძოლო მასალა - 2 ცალი „მაკაროვის“ მოდელის პისტოლეტის ვაზნები, რომლებსაც ასევე უნებართვოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, თ---–--------–---–-------------------–ი. ვაზნები ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 1999 წლის 1 სექტემბერს ტრანსპორტის პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

 

ზ-------------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961-ე მუხლით (ძვ. რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ძვ. რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

სამოქალაქო მოსარჩელეების ა-----------ას და დ------ი მარხულიას სამოქალაქო სარჩელი სამოქალაქო მოპასუხე ზ----------–---------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-------------–-–---–მა, ასევე დაზარალებულ ა-----------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------------–---–მა. პროკურორმა მ-------------–-–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ-------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961-ე მუხლით (ძვ. რედაქცია), ასევე საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. დაზარალებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება, ზ-------------ის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ ქმედებებში და ასევე დაზარალებულების სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება.

 

პროკურორი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საქმეზე უტყუარად დასტურდება ზ-------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი. პირველ რიგში პროკურორი აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა-----------ასა და დ---------------–იას ჩვენებებით დგინდება, რომ თავდამსხმელს, რომელმაც მოულოდნელად დასტაცა ხელი პარკს, მასში მოთავსებული თანხით და გაიტაცა, გამოეკიდნენ დ---------------–ია და მისი მეგობარი ი-–--------–---–ი, ასევე ა-----------ა და სხვა უცნობი პირები. ამ დროს თავდამსხმელმა გაისროლა ერთხელ, ა-----------ას შეეშინდა, დ---------------–ია და მისი მეგობარი კი მაინც მისდევდნენ, თუმცა უშედეგოდ. დ---------------–ია დაუყოვნებლივ დაბრუნდა ბაქანზე იმ ადგილას, სადაც მოხდა გასროლა და ნამდვილად იპოვა გასროლილი მასრა. ვინაიდან დ---------------–ია და ა-----------ა ადრეც დაუყაჩაღებიათ, თუმცა დამნაშავის დადგენა ვერ მოხერხდა, მათ გადაწყვიტეს, არ მიემართათ პოლიციისთვის და საკუთარი ძალებით მოეძებნათ დამნაშავე. მათ მხოლოდ 1998 წელის 18 ნოემბერს მიმართეს ტრანსპორტის პოლიციას, სადაც ასევე წარადგინეს ნაპოვნი მასრა. დაზარალებულების ჩვენება დაადასტურეს ასევე ი-–--------–---–მა, ა---------–------------მ. თანხის გატაცებასთან, თავდამსხმელის მიმალვასა და გასროლასთან დაკავშირებით ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს ბ-------------------–---–მა და აა---------–--------–--ლმა. ა-----------ამ და დ---------------–იამ გამოძიებას უჩვენეს ის ადგილი, სადაც მისდევდნენ დამნაშავეს და იპოვნეს ტყვია. პროკურორი ასევე განმარტავს, რომ ა-----------ამ მონაწილეობა მიიღო ქურთუკის და ზ-------------ის ამოცნობაში, რომლის შედეგადაც ამოიცნო თავდამსხმელის ქურთუკი, ხოლო ზ-------------ეზე მიუთითა, რომ იყო მისი დამყაჩაღებელი პირი. მიუხედავად იმისა, რომ ამოცნობის ოქმში შეტანილი არ არის ზურგით ამოცნობის შესახებ, აღნიშნული დადასტურდა ასევე ამოცნობაში მონაწილე პირთა ჩვენებებით. ამასთანავე, საექსპერტო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაზარალებულების მიერ წარმოდგენილი მასრა გასროლილია მაკაროვის სისტემის N1--- პნ სერიის პისტოლეტიდან, რომელიც გაერთიანებული ქართული ბანკის ისნის N8-- ფილიალს ერიცხებოდა, კერძოდ ზ------------–---–--------–--------------------------–-------–-----------------------------------------------------–---–-ს ჩვენებით დადგინდა, რომ ყაჩაღობის ჩადენის დღეს ზ------------–---–ი არ იყო სამსახურში და მას არ ჰქონია აღნიშნული იარაღი. მოწმეთა ჩვენებებიდან დგინდება, რომ 1998 წლის 15 ოქტომბრიდან, 16 ოქტომბრამდე, 0--- კრ სერიისა და ზ------------–---–ზე რიცხული 1--- პნ სერიის პისტოლეტი ჰქონდა ზ-------------ეს.

 

ბრალდების მხარე აპელირებს იმ ფაქტზეც, რომ ზ-------------ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია ორი ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა, რომელიც 1999 წლის 8 სექტემბრის N28 დასკვნის თანახმად, განეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, განკუთვნილია 9მმ მაკაროვის სისტემის იარაღებისთვის და ვარგისია სროლისთვის, რაც კიდევ უფრო ამყარებს ზ-------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას. რაც შეეხება ბინის ჩხრეკის ოქმს, ფაქტია, რომ ჩხრეკას, ტყვიების მოძიებასა და ამოღებას ესწრებოდნენ ნეიტრალური პირები - ზ-------------ის ოჯახის წევრები, რომლებსაც ხელმოწერით აქვთ დადასტურებული ოქმის სისწორე და რომელთა მხრიდან ოქმს შენიშვნები არ ერთვის.

 

დაზარალებული და მისი ადვოკატი სააპელაციო საჩივრებში უთითებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური ანალიზიდან. სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ არის შეფასებული ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უდაოდ და უტყუარად დასტურდება ზ-------------ის მიერ ჩადენილი ბრალეული ქმედება; კერძოდ: საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ა-----------ამ ამოიცნო მისი დამყაჩაღებელი - ზ-------------ე. ზ-------------ის ამოცნობის ფაქტი, როგორც გამოძიების, ასევე სასამართლო პროცესებზე დაადასტურეს თვით ა-----------ამ და მოწმის სახით დაკითხულმა რ-----------–---მ. ასევე, ზ-------------ის ბინიდან ამოღებული ქურთუკი რომ ნამდვილად მას ეკუთვნოდა, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოზე მიცემული ჩვებნებებით დაადასტურეს მამამისმა კ----–------------მ, ყოფილმა მეუღლემ - მ----------მ და ზ-------------ის ყოფილმა თანამშრომლებმა ე-------მ და ა-----–---მ. დაზარალებულმა ამოიცნო ჯინსის ქურთუკი, რომელიც ზ-------------ეს ეცვა ფულის გატაცების დროს. ოქმის თანახმად, ამოცნობა მოხდა ქურთუკის ფერით, შეკვრის სტილით, საყელოთი, ჩამოძენძილი ძაფებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ექსპერტ-კრიმინალისტმა ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჯინსის ქურთუკზე, ნივთმტკიცება წარმოდგენილი იყო დალუქული სახით, ლუქის გახსნის შემდეგ პაკეტში იდო ჯინსის უსახელო ქურთუკი, ერთი მორღვეული სახელოთი. აპელანტის აღნიშნავს, რომ მათთვის გაუგებარია სასამართლოს პოზიცია მოწმეთა ჩვენებების შეფასებასთან დაკავშირებით და ხაზგასმა იმ გარემოებაზე, რომ თითქოს მოწმეების, მათ შორის ლ-------–-------------–---------------------------ის ჩვენებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რის გამოც სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია ისინი გამოყენებული იქნეს ზ-------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. დაზარალებული მხარე მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთანხვედრილი და დამაჯერებელია, ხოლო ზ-------------ეს ალიბი მოგონილია და განპირობებულია იმით, რომ თავიდან აიცილოს მასზე შერაცხული ბრალდება.

 

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ არასწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული ზ-------------ის მიერ ცეცხლასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შენახვის ფაქტს. კერძოდ, სასამართლო მიუთითებას, რომ ზ-------------ის იარაღის უკანონო ტარება-შენახვის ფაქტი თითქოს დადასტურებულია მხოლოდ ამოღების ოქმით და ამოღების ფაქტსაც კანონდარღვევად მიიჩნევს. საქმეზე ჩატარებული წ/გამოძიებით და მოწმეთა დაკითხვით კი დადასტურებულია, რომ ზ-------------ე სამსახურეობრივად განპირობებულ იარაღს სამუშაოს დამთავრების შემდეგ სისტემატურად არ აბარებდა იმ პირებს, რომელთაც ეს იარაღი უნდა შეენახათ.

 

ყოველივე აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაზარალებული მხარე ითხოვს, რომ გაუქმებული იქნეს პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი და ზ-------------ის მიმართ დადგენილი იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ, ასევე დაზარალებულმა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი ზ-------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც ბრალდების მხარის არგუმენტაციის გაზიარებისა და ზ-------------ის მიმართ უტყუარობის მაღალი სტანდარტის დაცვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა. სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი აღნიშნული დასკვნების დასაბუთებისას სასამართლო უპირველს ყოვლისა წარმოაჩენს ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს, შემდეგ კი იმსჯელებს მხარეთა მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა-----------ამ განმარტა, 1994 წლიდან მუშაობდა ბორჯომის სადგურის სავალუტო ჯიხურში. 1998 წლის 15 ოქტომბერს, საღამოს სეიფიდან გამოიღო ფულადი თანხა და ემზადებოდა სახლში წასასვლელად. მისი მეუღლე - დ------ი მარხულია ჯიხურიდან გავიდა და კარი დატოვა ღია. მალევე ჯიხურში ვიღაცამ შემოირბინა, რომელიც მეუღლე ეგონა, ამიტომ სეიფიდან გამოღებული თანხა პოლიეთილენის პაკეტით დადო მაგიდაზე, თუმცა შემობრუნებისას დაინახა, რომ ჯიხურში ფულისკენ უცნობი პიროვნება იყო დახრილი. ამ უკანასკნელმა აიღო პარკი და გარეთ გავარდა. იგი (ა-----------ა) გაეკიდა მას ბორჯომის სადგურისკენ, რა დროსაც დაინახა, რომ უცნობმა ფული მარცხენა ხელიდან მარჯვენა უბეში ჩაიდო. ამასთანავე მის ძახილზე, თავდამსხმელს მისი მეუღლეც დაედევნა. მოწმე ა-----------ას განმარტებით, იგი მივიდა სალაროს მორიგესთან და უთხრა, რომ ფული წაართვეს, რის შემდეგაც დაახლოებით 50 ადამიანი გაეკიდა პიროვნებას, რომელიც სალაროებიდან ავიდა კიბეზე. მის მეუღლეს მეორე თუ მესამე საფეხურზე ფეხი დაუცდა და ჯიბეში არსებული ფული დაუცვივდა. ამ დროისთვის პიროვნება უკვე ბოლო საფეხურზე იყო. მოწმემ განმარტა, რომ მან უცნობს დაუნახა იარაღი, რომელიც ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა. შემდეგ ბაქნის შუა ადგილთან გასროლის ხმა გაიგო, რა დროსაც მეუღლეს თხოვა გაჩერებულიყო, რადგან შეეშინდა, არ მოეკლათ. საბოლოოდ უცნობი ლიანდაგების მხარეს გადახტა, მათი მეგობარი ილო, რომელიც დ------ის უკან მირბოდა, ასევე გადახტა, თუმცა თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. ისინი უკან დაბრუნდნენ, რა დროსაც დ------იმ აჩვენა ადგილი, სადაც უცნობმა გაისროლა. მათ გადაწყვიტეს მასრა მოეძებნათ და მართლაც ლამპიონის შუქზე დ------იმ იპოვა მასრა, რის შემდეგაც მას უთხრა, არავისთვის ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დახოცავდნენ. შიშის გამო მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. 5-6 თვის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც წარუდგინეს სამი მოქალაქე. ამოცნობისას განმარტა, რომ არცერთ მათგანს არ იცნობდა და არ შეეძლო ამოცნობა. მანვე უთხრა, რომ ამოცნობას შეძლებდა ზურგით და გამომძიებელს თხოვა მათი შებრუნება, რის შემდეგაც მან მოხრილი მხრებით ამოიცნო ზ-------------ე. ვინაიდან თავდამსხმელს უკნიდან მისდევდა, კარგად დაიმახსოვრა მისი ტანი. მანვე მონაწილეობა მიიღო ქურთუკის ამოცნობაში და სამი ქურთუკიდან ამოიცნო ერთ-ერთი - საყელოზე ჩამოძენძილი ქურთუკი, თეთრ-ლურჯ ფერებში და განმარტა, რომ როდესაც დამყაჩაღებელი გარბოდა, საყელოზე ქონდა ჩამოძენძილი ძაფები. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ მის მიერ ამოცნობილი ქურთუკი ეცვა პირს, რომელმაც დააყაჩაღა. ა-----------ას განმარტებით, მისგან წაიღეს 22 256 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა. დაზარალებულმა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დ---------------–იამ განმარტა, რომ 1998 წელს მეუღლესთან ერთად მუშაობდა თბილისის რკინიგზის სადგურის ბორჯომის სადგურის წინა მხარეს N- სავალუტო ჯიხურში. დანაშულის დღეს ჯიხურში ქონდა 11 350 აშშ დოლარი, 12 350 რუსული რუბლი, 11 000 ლარი და 3000 ლარი ცალკე. დაახლოებით 18:00 საათზე, როდესაც აპირებდნენ სახლში წასვლას, გავიდა ა---------–------------სთან იმ დღეს ნასესხები 2000 ლარის გამოსართმევად. ფულის დათვლისას გაიგონა მეუღლის - აზას ხმა: „დ------ი, ყველაფერი წაიღეს“. იმავდროულად დაინახა, რომ უცნობი პიროვნება შედიოდა ბორჯომის სადგურის სალაროების კარებთან დარბაზში, შესაბამისად, დაედევნა მას. მათ შორის მანძილი დაახლოებით 3-7 მეტრი იქნებოდა, თუმცა კიბეზე წაიბორძიკა, ედიბერიძის მიერ მიცემული ფული დაუცვივდა ან დაყარა, ვერ იხსენებს და რაღაც დროით შეყოვნდა. როდესაც გააგრძელა დადევნება, გამტაცებელი გვერდულად შემობრუნდა და გაისმა გასროლის ხმა. შეეშინდა და წუთიერად შეჩერდა, შემდეგ ისევ განაგრძო სირბილი, თუმცა გამტაცებელი გადახტა საავადმყოფოსა და გორის ქუჩის მიმართულებით ღობეზე და მიიმალა. მასთან ერთად მირბოდნენ ა-----------ა, ი-–--------–---–ი და გიული თელია, რომელთაგან ი-–--------–---–ი ასევე გადახტა ღობეზე, თავად კი აზასთან ერთად უკან გამობრუნდა. გასროლის ადგილას იპოვა იარაღის მასრა, თუმცა აზა გააფრთხილა, არავისთვის ეთქვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოეკლათ. იმ დღეს მასრის შესახებ მართლაც არავის უთხრეს, მხოლოდ მე-3-4 დღეს გაიგეს ი-–--------–---–მა და ა---------–------------მ. თავდაპირველად მათ არ სურდათ პოლიციაში გაცხადება, რადგან 1996 წელს უკვე იყვნენ დაყაჩაღებულები და ქონდათ შიში. ამასთან, ეუბნებოდნენ, რომ დამნაშავე სავარაუდოდ პოლიციელი იქნებოდა და აზრი არ ქონდა, თუმცა იმის გამო, რომ ჰქონდა მასრა, გადაწყვიტეს მიემართათ პოლიციისათვის. დ---------------–იას განმარტებით, მათგან წაიღეს 22 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა. მან დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------–-ამ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ დაზარალებული ა-----------ა არის მისი რძალი. ჰქონდა დანაზოგი, რომელიც დააგროვა „ენგურჰესში“ მუშაობისას. აღნიშნული თანხა - 11 000 ლარი და 11 350 აშშ დოლარი შვილს და რძალს მისცა შემდგომში ქ.თბილისში ბინის შეძენის მიზნით, სადაც თავადაც უნდა ეცხოვრა. როგორც შემდეგ გაიგო, ისინი დააყაჩაღეს და მის მიერ გადაცემული თანხა წაართვეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------–---მ განმარტა, რომ განსასჯელი ზ-------------ე იყო მისი თანამშრომელი. 1998 წლის აგვისტოდან, იმავე წლის 13 ნოემბრამდე ორი ცალი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი - „პნ 1---“ და „კრ 0---“ განეკუთვნებოდა „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“ და მიმაგრებული ქონდათ პოლიციელებს. შექმნილი იყო სპეციალური მიღება-ჩაბარების ჟურნალი, რომელსაც აწარმოებდა პასუხისმგებელი პირი. 1998 წლის 13 ნოემბერს, შს დიდუბის რაიონის მომართვით შსს მე-2 ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილის ძამისტარაშვილის მიერ, „გ.ქ.ბ-ის“ ისნის რაიონის ფილიალის განყოფილებიდან ამოღებული იქნა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი - პნ N1---. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული იარაღები 1998 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მიმაგრებული ქონდა პოლიციელებს - ზ-------------ეს და ზ------------–---–ს. მან დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ------------ემ განმარტა, რომ 1998 წელს მუშაობდა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ დაცვის პოლიციის განყოფილების ოცმეთაურის პოზიციაზე. 1998 წლის სექტემბერ-ოქტომბერში „გ.ქ.ბ-ის“ ისნის 8-- განყოფილებაში მიმაგრებულები იყვნენ დაცვის პოლიციელები ზ-------------ე და დ----------------–---, ოქტომბერში ეს უკანასკნელი იყო შვებულებაში და მას ცვლიდა ზ------------–---–ი. პოლიციელები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 10:00-17:00 საათების შუალედში იღებდნენ „გ.ქ.ბ-ის“ 8-- განყოფილების დაცვის პოლიციელებზე მიმაგრებულ „მაკაროვის“ სისტემის 2 ცალ პისტოლეტს: კრ N0--- და პნ N1---. თანამშრომლებს იარაღის შენობიდან გატანის უფლება არ ქონდათ. 1998 წელს 15 ოქტომბერს ზ------------–---–ი გაეთავისუფლა სამსახურიდან და წავიდა. 1998 წლის ნოემბერში განყოფილების უფროსის გიორგი ბარკალაის მითითებით, დიდუბის პოლიციის თანამშრომელ ძამისტარაშვილს გაყვა ისანში მდებარე ბანკის ფილიალში და წარუდგინა N1--- პისტოლეტი, რომელიც ჟურნალის მიხედვით, უნდა ჰქონოდა და ქონდა პოლიციელ დარახველიძეს. იარაღის ამოღების შესახებ სად და რა დოკუმენტი შედგა, მისთვის უცნობია და მას რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. მოწმემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-------–ა ე--------ნ-–------მ განმარტა, რომ 1996 წლიდან მუშაობდა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ისნის ფილიალის პირველი განყოფილების სპეციალისტად. განყოფილების უფროს პ-------–--------------ან და სალაროს გამგე ნ-------------------ნ ერთად კეტავდა ბანკის საცავს. დამოუკიდებლად საცავის გახსნა არცერთ მათგანს არ შეეძლო, რადგან თითოეული მათგანი ინახავდა თითო გასაღებს. მათთან მუშაობდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები - დ----------------–-ძე და ზ-------------ე, რომლებსაც ერიცხებოდათ ორი ცალი პისტოლეტი. ისინი დღის ბოლოს, 17:00 საათზე აბარებდნენ იარაღს, რაც ფიქსირდებოდა იარაღის აღრიცხვის ჟურნალში. მოწმემ აღნიშნა, რომ 15 ოქტომბერს სამსახურიდან წავიდა ადრე, მეორე დღეს კი ნ-------------------ნ არ გადაუმოწმებია, ჩაიბარა თუ არა იარაღები. 1998 წლის 15 ოქტომბერს ჟურნალში მისი გვარის გასწვრივ გაკეთებული ჩანაწერი - პისტოლეტის გაცემაზე ეკუთვნის მას, იმავე დღეს პისტოლეტის მიღებაზე მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, ხოლო 1998 წლის 16 ოქტომბერს იარაღის გაცემაზე კვლავ მისი ხელმოწერაა. მოწმემ განმარტა, რომ ხშირად იყო შემთხვევა, როცა პოლიციელები თხოვდნენ ხელის მოწერას იარაღის გაცემაზე, მაშინ როცა იარაღი მასთან არ იმყოფებოდა. ისინი ეუბნებოდნენ, რომ დაცვის სამსახურის უფროსი უმოწმებდათ ჟურნალს და ის შევსებული უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, 1998 წლის 16 ოქტომბერს შესაძლებელია ხელი მოაწერა იარაღის გაცემაზე ისე, რომ პოლიციელებისათვის იარაღები არ მიუცია, რადგან წინა დღეს მას არ ჩაუბარებია. ასეთი შემთხვევები იყო მხოლოდ იარაღის გაცემის და არა ჩაბარების დროს. 1998 წლის 15 ოქტომბერს ორი პისტოლეტი მისცა ზ-------------ეს, იმავე დღეს არცერთი იარაღი არ მიუღია უკან, ამასთან 16 ოქტომბერს იარაღები არავისთვის გადაუცია. მოწმემ დაადასტურა, წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------------–---–მა განმარტა, რომ 1998 წლის 2 ოქტომბრიდან, 30 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა „გაერთიანებულ ქართულ ბანკის“ ისნის რაიონის ფილიალის პირველ განყოფილებაში ზ-------------ესთან ერთად. სამსახურში მისვლისას ზ-------------ემ გადასცა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი - „პნ N1---“, ხოლო თვითონ ქონდა „მაკაროვის“ სისტემის „კრ N0---“. როგორც წესი, იარაღს იღებდა ბანკის მოლარისაგან, თუმცა როცა აგვიანებდა სამსახურში, იარაღს აძლევდა ზ-------------ე. დღის ბოლოს იარაღს აბარებდა მოლარე ლ-------–ა ე-------ს, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა ზ-------------ეს უთქვამს, რომ იარაღებს თავად ჩააბარებდა და შესაბამისად, მას აძლევდა. ჟურნალს ავსებდა ზ-------------ე. 1998 წლის 15 ოქტომბერს იარაღის აღრიცხვის ჟურნალში გატარებულ ჩანაწერში მისი გვარის გასწვრივ შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, არც იარაღის მიღებაზე და არც იარაღის ჩაბარებაზე, რადგან ამ დღეს სამსახურში საერთოდ არ ყოფილა. მოწმემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ-------------------–---–მა განმარტა, რომ 1996 წლიდან მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო პოლიციის ადმინისტრაციულ პოლიციაში. მის მოვალეობაში შედიოდა ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. 1998 წლის 15 ოქტომბერს თანამშრომელ ა---------–--------–--ლთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 19:00-20:00 საათზე მეორე ბაქანზე ყოფნისას ვალუტის ჯიხურების მხრიდან მოესმათ ხმაური. ჯიხურებამდე სანამ მივიდნენ, შეხვდნენ მოქალაქეები, რომლებმაც უთხრეს, რომ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურიდან გაიტაცეს თანხა და გაიქცნენ რკინიგზის საავადმყოფოს მიმართულებით. ა---------–--------–--ლთან ერთად გაიქცა მითითებული მიმართულებით და ამ დროს გაისმა გასროლის ხმა. მოწმე აღნიშნავს, რომ ეს იყო „მაკაროვის“ სისტემის იარაღიდან განხორციელებული გასროლის ხმა. ისინი 20 წუთის ძებნის შემდეგ დაბრუნდნენ უკან, რადგან უიარაღოდ შეეშინდათ სიბნელეში დადევნება. მომხდარის შესახებ არ აცნობეს ხელმძღვანელობას, რადგან დაზარალებულს არ მიუმართავს. ყაჩაღობის შესახებ პოლიციის უფროს კობალაძეს მოახსენა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა განცხადება შეიტანა პოლიციაში. მოწმემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--------–---–მა განმარტა, რომ ლ-------------–------ან ერთად დაესწრო ზ-------------ის სახლის ჩხრეკას, თუმცა „ლოჯის“ ჩხრეკისას გავიდა ოთახიდან, რადგან საგამოძიებო მოქმედება დასრულებული ეგონა. შესაბამისად, ტყვიის ამოღების ფაქტი არ დაუნახავს, ტყვია დაინახა მხოლოდ თანამშრომლების ხელში. როგორც ლუნასგან იცის, ტყვია ამოიღეს კომოდის უჯრიდან. ახსოვს, რომ ამოღებული იქნა ტყვიები და ჯინსის ქურთუკის სახელო, ყუთს ვერ იხსენებს. მან დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ------------–---მ განმარტა, რომ წინა წლებში მომხდარი ამბავი ცუდად ახსოვს, რადგან დაავადებულია ინსულტით. ვერ გაიხსენა, თუ სად ჩატარდა ჩხრეკა, მასთან ერთად ესწრებოდა თუ არა მეორე პირი; არ ახსოვს ამოიღეს თუ არა რაიმე; არ დაუნახავს პოლიციის თანამშრომლების მიერ ტყვიების ყუთიდან ამოღება. მოწმემ ვერ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-----------–---მ განმარტა, რომ 1999 წლის მარტში იმყოფებოდა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა სთხოვა, დასწრებოდა პიროვნების ამოცნობას. წარმოდგენილი იყო სამი მსგავსი მამაკაცი. გამომძიებლის წინადადებით, ამოსაცნობმა პირებმა თავის სურვილით ამოირჩიეს ადგილები. ამომცნობმა ქალმა დაათვალიერა ამოსაცნობი პირები და ერთ-ერთ პირზე თქვა: „ეს პიროვნება გავს ჩემს დამყაჩაღებელს ბეჭებითა და ხელებით“, ერთ-ერთზე ასევე თქვა: „თავით ამასაც გავს“. ასევე მოწმემ დაადასტურა, რომ ამომცნობმა ქალმა ითხოვა ამოსაცნობი პირების მობრუნება, რადგან სახით ვერ ამოიცნო. რევაზ დვალაძე დაეთანხმა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------–---–მა განმარტა, რომ 1998 წელს მუშაობდა დიდუბის რაიონის პროკურატურაში სტაჟიორ-გამომძიებლად. 13 ნოემბერს ხულიგნობის ფაქტზე წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით მიიტანეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებსაც არ ახლდა ნივთმტკიცება - „პნ“ N1--- „მაკაროვის“ სისტემის იარაღი, რასთან დაკავშირებითაც გააკეთა შესაბამისი მინაწერი. მოწმემ განმარტა, რომ რადგან იარაღი 1998 წლის 13 ნოემბერს გვიან ღამით იქნა ამოღებული, მას გადაეცა 1998 წლის 16 ნოემბერს, რადგან 14-15 ნოემბერი იყო შაბათ-კვირა. 1998 წლის 3 დეკემბერს კი მისთვის წარდგენილი იარაღი გადააგზავნა ექსპერტიზაზე. ექსპერტიზიდან მიიღო დასკვნა და იარაღი დალუქული სახით, რაც 1999 წლის 12 ივლისს გადაგზავნა სატრანსპორტო-საგამოძიებო სამმართველოში. მოწმემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–-------------------ემ განმარტა, რომ 1999 წლის მარტში გამომძიებელ გოგა გვენეტაძის თხოვნით, სამუშაო ოთახში აიყვანა დაზარალებული ა-----------ა, ოთახში იმყოფებოდა რამდენიმე მისთვის უცნობი პიროვნება. მოწმემ განმარტა, რომ მას და მერაბ ახალაძეს ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მოწმემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე.

 

მოწმე დავით დარახველიძის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, 1998 წლის დასაწყისიდან მუშაობდა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ისნის განყოფილების ფილიალის N- განყოფილებაში ზ-------------ესთან ერთად. 1998 წლის 17 აგვისტოს დაცვის უფროსმა გ----------–---მ გადასცა „მაკაროვის“ მოდელის პისტოლეტი, რომლის მიღებაზეც თავად მოაწერა ხელი. აღნიშნული პისტოლეტი პოლიციელმა ზ-------------ემ ჩაწერა ბანკის იარაღის აღრიცხვის ჟურნალში და მე-2 იარაღთან ერთად ჩააბარეს ნ--------------ეს. გ----------–---ს მითითებით, სამუშაოს დასრულებისას იარაღებს აბარებდნენ ნ---------------ეს და ლ-------–ა ე-------ს, მეორე დილით კი ისევ მათგან იღებდნენ და შესაბამისად, აფიქსირებდნენ ჟურნალში. 1998 წლის ნოემბერში ბანკში მივიდნენ დიდუბის პოლიციის თანამშრომლები და თხოვეს მისი „მაკაროვის“ სისტემის იარაღის წაღება. პ-------–----------ემ მოაწერა იარაღის ამოღების შესახებ ოქმს ხელი, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მისგან ამოიღეს N1--- პისტოლეტი. მოწმემ შემდეგ დაკითხვაში დააზუსტა, რომ მას არ შეუძლია კონკრეტულად თქვას სად და ვის მიერ შედგა ოქმი, შესაძლებელია წინა ჩვენებაში უჩვენა, რომ ოქმი შედგა ბანკში, თუმცა ამის დადასტურება ამჯერად არ შეუძლია. იარაღის ამოღების დღეს დიდუბის პოლიციაში მასთან ერთად წაიყვანეს ზ-------------ე და პ-------–----------ე, იმავე საღამოს მიიყვანეს პოლიციელი იმნაიშვილიც; გამოკითხვის შემდეგ კი გაუშვეს, თუმცა რამდენიმე დღეში ბანკში მივიდნენ ტრანსპორტის პროკურატურის წარომადგენლები და ამოიღეს იარაღის აღრიცხვის ჟურნალი. ასევე, იგი (დ----------------–---), პ-------–----------ე, ლ-------–ა ე------- და ნ--------------ე წაიყვანეს რკინიგზის პროკურატურაში, სადაც კვლავ მიიყვანეს იმნაიშვილიც. პროკურატურაში გაიგეს, რომ რკინიგზის სადგურში მოხდა ყაჩაღობა. მოწმემ დაადასტურა, რომ იარაღის აღებისა და ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალს ავსებდა ზ-------------ე; არ ყოფილა შემთხვევა, სამუშაოს შემდეგ იარაღი თან წაეღოს.

 

ზ-------------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 1998 წლის 15 ოქტომბერს იარაღის მიღება-ჩაბარების ჟურნალში ხელი მოაწერა ზ-----------–---–-ს ნაცვლად, რადგან არ იყო ინფორმირებული, თუ ეს უკანასკნელი არ მივიდოდა სამსახურში. ნ--------------ეს საცავიდან გამოქონდა იარაღები და უდებდა მაგიდაზე. იყო ისეთი შემთხვევები, რომ დ----------------–-ძეს თავად ზ-------------ე ახვედრებდა იარაღს, თუმცა შემდეგ ბანკის მმართველის პ-------–----------ის უშუალო მითითებით, ზ-------------ეს გაქონდა მხოლოდ მასზე განპიროვნებული იარაღი. 15 ოქტომბერს ლ-------–ა ე-------ს იმიტომ არ ჩააბარა იარაღი, რომ ეს უკანასკნელი ადრე მიდიოდა. შესაბამისად, 15 ოქტომბერს იარაღი ჩააბარა ნ--------------ეს და ასევე 16 ოქტომბერს იარაღი N0--- მისცა ნ--------------ემ. N1--- იარაღი იყო ლ-------–ა ე-------სთან სეიფში, თუმცა ნ--------------ე ორივე გრაფაზე ერთიან ხელმოწერას აკეთებდა. მოწმეები ნ--------------ე და ლ-------–ა ე------- ცრუობენ, რადგან მას (ზ---- ჟღამაძეს) ორივე პოლიციელის ნაცვლად იარაღი არ აუღია. ჩუბინიძის ჩვენება, რომ თითქოს მას ჯ---------ან არ ჩაუბარებია არცერთი იარაღი, განპირობებულია პროკურატურის მხრიდან მუქარით, რადგან პირველ ჩვენებაში ე-------საც და ჩუბინიძესაც მიცემული აქვთ საპირისპირო ჩვენებები. ლ-------–ა ე------ის გვარი მითითებული ქონდა იმნაიშვილის იარაღზე. როდესაც ლ-------–ა ე-------მ იარაღი გადასცა, მან (ზ-------------ემ) თავის მხრივ გადასცა იმნაიშვილს, ე-------მ კი ორივე იარაღზე ერთდროულად გააკეთა ხელმოწერა. ზ-------------მ ასევე მიუთითა, რომ სამსახურში ყოველთვის ფორმით დადიოდა. შესაბამისად, 14 ოქტომბერსაც იმყოფებოდა ფორმით, საღამოს კი მცხეთობას აღნიშნავდა მაღაზია „შხელაში“, სადაც დალია მაღაზიის თანამშრომელ ვ-------თან ერთად. რაც შეეხება სახლში აღმოჩენილ ტყვიებს, განსასჯელმა განმარტა, რომ მას არც შეუძენია და არც შეუნახავს აღნიშნული ტყვიები, ისინი მას არ ეკუთვნის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ა---------–------------ს ჩვენებების თანახმად: 1998 წლის 15 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში - ბორჯომის ვაგზლის შესასვლელის მარჯვენა მხარეს მდებარე ვალუტის გადამცვლელ N3 ჯიხურში. დაახლოებით 20:00 საათზე მეზობელი ჯიხურიდან მასთან მივიდა დ---------------–ია, რომლისთვისაც უნდა დაებრუნებინა იმავე დღეს გამორთმეული 2000 ლარი. ჯიხურში ასევე იმყოფებოდა მისი (ა---------–------------ს) ნაცნობი ი-–--------–---–ი. დ---------------–იას მიერ ფულის დათვლისას გაიგეს შეძახილები: „დ------ი“, პაუზის შემდეგ: „დ------ი წაიღეს ყველაფერი“. გარეთ გასვლისას დაინახეს, რომ ა-----------ა მირბოდა ბორჯომის ვაგზლის შესასვლელი კარებისაკენ. დ------ი და ი-–------------ენ მას, თავად ა---------–------------ კი დარჩა ჯიხურთან, რადგან ორივე ჯიხური არ დარჩენილიყო მეთვალყურეობის გარეშე. მალევე ნაცნობ ი-----–-ს თხოვა ყურადღება მიექცია ჯიხურებისთვის, თავად კი რადგან დადევნებას აზრი აღარ ქონდა, ავტომანქანით წავიდა თ-----------------–ის ქუჩაზე, რკინიგზის საავადმყოფოსკენ. თავდაპირველად მისი ყურადღება მიიქცია სამმა ახალგაზრდამ, თუმცა ეჭვი მალევე გაუქრა და დაახლოებით 2 წუთის შედეგ დაბრუნდა უკან. ილოსგან, დ------ისგან და აზასგან გაიგო, რომ გამტაცებელმა პირველ ბაქანზე სირბილისას ისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და გადახტა რკინიგზის საავადმყოფოს ეზოში. მეორე დღეს დ------ი მარხულიასაგან შეიტყო, რომ შემთხვევის ადგილზე მან იპოვა მასრა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ი-–--------–---–ის ჩვენებების თანახმად: 1998 წლის 15 ოქტომბერს იმყოფებოდა ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე მდებარე N3 სავალუტო ჯიხურში ვალუტის გადამცვლელ ნაცნობ ა---------–------------სთან. დაახლოებით 20:00 საათზე ჯიხურში მისული იყო გვერდზე ჯიხურის გადამცვლელი დ------ი, რომელმაც ავთოსთან ერთად დაიწყო ფულის ანგარიშის გასწორება. მათ გაიგეს ქალის ხმა: „დ------ი“, „დ------ი ფული წამართვეს“, შესაბამისად, გავიდნენ გარეთ და დაედევნნენ ფულის გამტაცებელს, რომელიც უკვე შესული იყო სადგურის მოსაცდელ დარბაზში, არბოდა კიბეზე და მიდიოდა ბაქნისკენ. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 40-50 მეტრში დაინახა, რომ გამტაცებელს ხელში ეჭირა პოლიეთილენის პაკეტი და მირბოდა პირველ ბაქანზე. შუა ნაწილზე ყოფნისას, როცა დაახლოებით 50-60 მეტრით იყვნენ დაშორებულები, გამტაცებელი ნახევრად შებრუნდა უკან და ისე, რომ არ გაჩერებულა, გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. აღნიშნულის გამო მათ სირბილი შეანელეს, გამტაცებელი კი გადახტა ბაქნის ბოლოში კედელზე რკინიგზის საავადმყოფოს მხარეს. დ------იმ ვეღარ გაბედა სიბნელეში დადევნება, თავად კი გადახტა კედელზე, თუმცა დამნაშავე ვერ იპოვა. მეორე დღეს გაიგო, რომ დ------იმ შემთხვევის ადგილას იპოვა მასრა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ნ--------------ის ჩვენებების თანახმად: მუშაობდა „გაერთიანებული ქართულ ბანკის“ ისნის 8-- ფილიალში სპეციალისტის თანამდებობაზე და მის მოვალეობაში სხვა ფუნქციებთან ერთად შედიოდა იარაღის მიღება-ჩაბარების პროცესი. განყოფილებას ემსახურებოდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები: დ----------------–-ძე და ზ-------------ე. ერთ-ერთის არყოფნის შემთხვევაში მათ ცვლიდა ზ-----------–---–- და ხუსკივაძე. დაცვის პოლიციას ერიცხებოდა ორი პისტოლეტი: კრ 0--- და პნ 1---. დაცვის თანამშრომლების მიერ იარაღის აღება და დაბრუნება აღირიცხებოდა შესაბამის ჟურნალში, 10:00 და 17:00 საათებზე. პოლიციელი პისტოლეტს იღებდა იმ პირისგან, რომელსაც ჩააბარა წინა დღის 17:00 საათზე, რასაც ორივე მხარე ადასტურებდა შესაბამისი ხელმოწერით. მოწმემ განმარტა, რომ მას ჟურნალში ხელი არ მოუწერია ისე, რომ პოლიციელს შესაბამისი იარაღი არ ჩაებარებინოს, ყველა შემთხვევაში პოლიციელები პისტოლეტს უბრუნებდნენ. განყოფილების უფროსის სიტყვიერი მითითებით, რადგან პოლიციელებს იარაღები უნდა ქონოდათ 17:00 საათამდე, საცავი კი ილუქებოდა საბანკო ოპერაციების დასრულებისას - 15:00 საათზე, 1998 წლის 28 სექტემბრიდან, 1982 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში იარაღის მიღება-ჩაბარებას ახდენდა ლ-------–ა ე-------, რომელსაც პირად სარგებლობაში ქონდა ცეცხლგამძლე სეიფი. ამ პერიოდში ნ--------------ეს იარაღთან არანაირი შეხება არ ქონდა, შემდეგ კი გადაწყდა, რომ საცავის დალუქვა დამთხვეოდა იარაღის ჩაბარების დროს. 1998 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, მასთან მივიდა ზ-------------ე იარაღის აღრიცხვის ჟურნალით და თხოვა ხელის მოწერა იარაღის ჩაბარებაზე. მის პასუხზე, რომ იარაღებს აღარ იბარებდა და ხელი რატომ უნდა მოეწერა, ზ----მ უთხრა, რომ იარაღები ჩაიბარა ლ-------–ა ე-------მ, ადრე წავიდა და ხელის მოწერა დაავიწყდა, შემოწმების შემთხვევაში კი მას დასჯიდნენ. ამის გამო მოაწერა ხელი ისე, რომ არცერთი იარაღი არ ჩაუბარებია. ასევე, 16 ოქტომბერს მას ზ-------------ისათვის არცერთი აღნიშნული იარაღი არ გადაუცია, რადგან მისგან 15 ოქტომბერს არ ჩაუბარებია. მოწმის განმარტებით, ზ-------------ე ყოველთვის დადიოდა პოლიციის ფორმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული არ ახსოვს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე პ-------–----------ის ჩვენებების თანახმად: 1995 წლიდან იყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ისნის პირველი განყოფილების უფროსი. ბანკს ემსახურებოდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ხმარობდნენ „მაკაროვის“ სისტემის 2 ცალ პისტოლეტს. ძირითადად მათთან მუშაობდნენ ზ-------------ე და დ----------------–---. ამ უკანასკნელის ნაცვლად მცირე პერიოდით მოვალეობას ასრულებდა ზ-----------–---–-. მოწმის განმარტებით, უმეტეს შემთხვევაში იარაღის მიღება-გაცემას აწარმოებდა ნ--------------ე, ცალკეულ შემთხვევებში ლ-------–ა ე-------. დაცვის თანამშრომლები იარაღს იღებდნენ 10:00-17:00 საათების შუალედში, დარჩენილ დროს ინახებოდა ბანკის საცავში. მისთვის არ არის ცნობილი ისეთი ფაქტი, რომ დღის ბოლოს დაცვის თანამშრომლებს არ ჩაებარებინოთ იარაღი. ჟურნალს ავსებენ პოლიციელები. მოწმე ერთ ჩვენებაში განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ ახდენდა იარაღის მიღება-ჩაბარებას 1998 წლის 28 სექტემბრიდან, 11 ნოემბრამდე ლ-------–ა ე-------, მისთვის მითითება მას არ მიუცია. მომდევნო ჩვენებაში კი ადასტურებს, რომ 1998 წლის 28 სექტემბრიდან, 11 ნოემბრამდე იარაღის მიღება-ჩაბარებას ახდენდა ლ-------–ა ე------- მისი სიტყვიერი მითითებით, რადგან ნ--------------ე 15:00 საათზე ლუქავდა საცავს, ხოლო პოლიციელები მუშაობდნენ და იარაღი ჭირდებოდათ 17:00 საათამდე. 1998 წლის ნოემბერში მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და არკვევდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლების იარაღთან დაკავშირებულ საკითხს, რის შემდეგაც წაიყვანეს განყოფილებაში. იქ ხელი მოაწერინეს ოქმს, რომლის თანახმადაც ბანკის დაცვის პოლიციის თანამშრომლის - დ----------------–-----გან ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის N1--- იარაღი, რომლითაც დანაშაული ყოფილა ჩადენილი. მოწმემ განმარტა, რომ ოქმში არასწორადაა მითითებული, თითქოს მის მიერ მოხდა იარაღის წარდგენა ბანკის შენობაში. იარაღის წარდგენა მართლაც შეეძლო ბანკის შენობაში, მაგრამ ძიმისტარაშვილმა არჩია, რომ წარდგენა მომხდარიყო პოლიციის შენობაში. იარაღი მის თვალწინ არ დაულუქავთ. პოლიციიდან წამოსვლისას დ----------------–---მ უთხრა, რომ მან პნ N1--- „მაკაროვის“ პისტოლეტი გადასცა დიდუბის პოლიციის თანამშრომლებს. აღნიშნულის შემდეგ, 1998 წლის დეკემბერში კვლავ მივიდნენ ტრანსპორტის პროკურატურისა და ტრანსპორტის პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც განუცხადეს, რომ იარაღით, რომელიც ამოღებული იყო ბანკიდან, კვლავ მოხდა დანაშაულის ჩადენა, კერძოდ ჩადენილ იქნა ყაჩაღობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ფ--–---------------–---–-ს ჩვენებების თანახმად, 1997 წელს მუშაობდა თბილისის დიდუბის რაიონის სს ქვეგანყოფილებაში უფროსის მოადგილედ სისხლის სამართლის სამძებრო ხაზით. 1997 წლის 12 ოქტომბერს თ----------ეს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, 2-ჯერ იარაღიდან გასროლით. 1998 წლის 12 ნოემბერს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებული იქნა კ-------------ე, რომელიც მუშაობდა „გაერთიანებული ქართული ბანკში“. ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ აღნიშნული შემთხვევის დროს გამოიყენა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ისნის ფილიალის პირველი განყოფილებაზე რიცხული „მაკაროვის“ სისტემის იარაღი. შესაბამისად, იარაღის წარდგენის მიზნით ფ--–---------------–---–მა მიმართა „გაერთიანებულ ქართული ბანკის“ დაცვის სამსახურის უფროს გ----------–---ს. მოწმე ქვეგანყოფილების თანამშრომლებთან ერთად მივიდა ისნის ფილიალის უფროს პ-------–--------------ან. აღნიშნული ფილიალის დაცვის პოლიციის თანამშრომელმა წარუდგინა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი N1---. შედგა ნივთმტკიცების წარდგენის სათანადო ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა პ-------–----------ემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე თ-----------------–--ის ჩვენებების თანახმად: 1993-1999 წლებში მუშაობდა სატრანსპორტო პოლიციის თბილისის რეგიონალური განყოფილების უფროსად. 1998 წლის სავარაუდოდ ნოემბერში განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბორჯომის ვაგზალზე განლაგებული ვალუტის დასახურდავებელი ჯიხურის თანამშრომლების დ---------------–იას და ა-----------ას დაყაჩაღების ფაქტზე, რაც მომხდარი იყო 1998 წლის 15 ოქტომბერს. გამოძიება დაიწყო აღნიშნული პირების განცხადებისა და თანდართული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან გასროლილი მასრის საფუძველზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ა---------–--------–--ლის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: 1998 წლის 15 ოქტომბერს მუშაობდა თბილისის რკინიგზის სადგურის პოლიციის განყოფილებაში და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თბილისის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ბ-------------------–---–თან ერთად. საღამოს დაბნელებისას იმყოფებოდნენ ბორჯომის ვაგზლის მარჯვენა ბაქანზე, რა დროსაც ბაქანზე ასასვლელი კიბეებიდან გაიგეს ხმამაღალი ჩოჩქოლის ხმა, მარცხენა ბაქნის ჭიშკარში ბაქნის მიმართულებით სწრაფად გარბოდა საშუალო ტანის მამაკაცი, რომელსაც მისდევდა ხალხი და ყვიროდნენ „ფული წაიღო“. ა---------–--------–--ლი თავადაც გაეკიდა თავდამსხმელს, რომელმაც 7-8 მეტრით მიახლოებისას გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და ღობის დაზიანებული ადგილიდან გადახტა რკინიგზის საავადმყოფოს ეზოში. ა---------–--------–--ლმა შეწყვიტა დევნა, რადგან თავად უიარაღოდ იყო და შეეშინდა. უკან მობრუნებულს შეხვდა ოცმეთაური ავთო ცალხელაშვილი, რომელმაც უთხრა უფროსისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ. განყოფილებაში პოლიციის უფროს თ-----------------–--ესთან ავთო ცალხელაშვილი შევიდა მარტო, შემდეგ შეიყვანა ისიც (ა---------–--------–--ლი). იქ იმყოფებოდა ადმინისტრაციული პოლიციის უფროსი სადაღაშვილიც და მათ მოაყოლეს მომხდარის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ი--------------ს ჩვენებების თანახმად: 1998 წლის დასაწყისში გამყიდველად მუშაობა დაიწყო შპს „შხალდაში“, სადაც ასევე მუშაობდა მ---------–-ძე. მაიასთან იშვიათად მოდიოდა მეუღლე ზ-------------ე, რომელიც ჩაცმული იყო სამოქალაქო ტანსაცმელში. 1998 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, 21:20 საათზე მაღაზიაში მაიას წასაყვანად მივიდა ზ-------------ე, რომელმაც მაღაზიის თანამშრომელ ვ-------თან ერთად დაიწყო არყის სმა. ინგა მეტონიძე მაღაზიის დაკეტვამდე დაახლოებით 10-15 წუთით ადრე, 21:45-21:50 საათზე წავიდა სახლში. აღნიშნულის შემდეგ დაახლოებით ერთ კვირაში ზ---- კვლავ მივიდა მაღაზიაში და ინგა მეტონიძეს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კითხავდნენ, დაედასტურებინა მისი მაღაზიაში ყოფნის ფაქტი იმ დღეს, როდესაც ზ---- და ვ------ სვამდნენ. იგივე თხოვნით ზ----მ მიმართა ვ-------, რომელმაც ასევე თანხმობა განუცხადა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ლ---–---------–---ს მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად: 1998 წლიდან მუშაობს შპს „შხალდაში“, სასმელების სექციაში, ხოლო პურის სექციაში მუშაობდა მ---------–-ძე. ამ უკანასკნელის მეუღლე - ზ-------------ე ხშირად მიდიოდა მაღაზიაში, თუმცა 1998 წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ზ-------------ეს მაღაზიიდან აეღო სასმელი და მოწმის თანდასწრებით დაელია ვინმესთან ერთად. ჟურნალის თანახმად, ლეილა კანდელაკმა ცვლა ჩაიბარა 5 ოქტომბერს და მუშაობდა 20 ოქტომბრამდე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ე-–---------------ის ჩვენების თანახმად: 1998 წელს მუშაობდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს მე-2 ქვეგანყოფილების სსს ინსპექტორად. 1998 წლის 12 ნოემბერს, ოპერატიული მონაცემების საფუძველზე თბილისში, კაფე „პრინცში“ დააკავა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ დაცვის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი კ-------------ე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო 1997 წლის 12 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ბოროტი ხულიგნობის ჩადენაში. დაკავებისას მან აღიარა, რომ გამოიყენა „მაკაროვის“ სისტემის „პნ“ სერიის N1--- პისტოლეტი, რომელიც შემდგომ ჩააბარა დაცვის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელობას. 1998 წლის 13 ნოემბერს ე-–---------------ე, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე და რამდენიმე თანამშრომელი მივიდნენ „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ისნის განყოფილებაში ნივთმტკიცების N1--- „მაკაროვის“ პისტოლეტის ამოსაღებად. 1998 წლის 13 ნოემბერს, N1--- „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, ლომთათიძის მიერ წარმოდგენის შემდეგ, მათ მიერ დაილუქა და მონაკვლევ მასალებთან ერთად დალუქულ მდგომარეობაში წარედგინა გამომძიებელ ქადაგიშვილს 16 ნოემბერს, რადგან 13 ნოემბერს გვიან საღამოს იქნა ამოღებული, 14-15 ნოემბერი კი იყო შაბათი-კვირა. პისტოლეტი წარედგინათ მჭიდითა და 5 ვაზნით.

 

1998 წლის 13 ნოემბრის ნივთმტკიცების წარმოდგენის ოქმის თანახმად, ოქმი შეადგინა თბილისის დიდუბის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილე ფ-------------–---–მა, იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქე პ-------–----------ემ -„გაერთიანებული ქართული ბანკის“ ისნის ფილიალის N- განყოფილების უფროსმა, თბილისში, ბ------------–--–---------ში არსებულ ბანკში, წარუდგინა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი N1---, ერთი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით. ოქმი ხელმოწერილია პ---–-----------სა და ფ-------------–---–ის მიერ.

 

1998 წლის 18 ნოემბრის ა-----------ას განცხადების თანახმად, 1998 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 20:00 საათზე, ბ------------------–----- სავალუტო ჯიხურის N--ში მოულოდნელად შევიდა ახალგაზრდა უცნობი მამაკაცი და ძალის გამოყენებით გასტაცა ჩანთაში ჩალაგებული 14 000 ლარი, 11 350 აშშ დოლარი და 12230 რუბლი, საერთო თანხით 22 256 აშშ დოლარის ეკვივალენტი.

 

1998 წლის 18 ნოემბრის ნივთმტკიცების წარმოდგენის ოქმის თანახმად, სატრანსპორტო პოლიციის თბილისის რეგიონალური განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე დ---------------–ია და წარადგინა პისტოლეტ „მაკაროვის“ 1 ცალი გასროლილი მასრა. მანვე განაცხადა, რომ 1998 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 20:00 საათზე, მისდევდა უცნობ პიროვნებას, რომელმაც მის მეუღლეს ა-----------ას ჯიხურიდან გასტაცა სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა. აღნიშნულმა პიროვნებამ ბორჯომის ვაგზლის პირველ ბაქანზე სავარაუდოდ მისი შეშინების მიზნით მოახდინა გასროლა, რა დროსაც მასრა დავარდა ბაქანზე, მან კი ინსტინქტურად აიღო და ამ დრომდე ინახავდა.

 

1998 წლის 26 ნოემბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს გამოკვლევის შესახებ ცნობის თანახმად, მასრას შიდა ზედაპირზე აღენიშნება ჭვარტლი მუქი ფერის ნაფიფქის სახით, ამასთან გამოკვლევაზე წარმოდგენილი მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტში.

 

1998 წლის 26 ნოემბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს გამოკვლევის შესახებ ცნობის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილი 1 ცალი მასრის შედარებისას შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვიამასროთეკაში მოთავსებულ გაუხსნელი სისხლის სამართლის საქმეებზე ამოღებულ ობიექტებთან, დადგინდა, რომ წარმოდგენილი მასრა მარკირებით „38“ „37“ იდენტურია 1997 წელს დიდუბის რაიონში თ----------ის მ/ავტობუსის დაყაჩაღების ფაქტზე ამოღებული, ტყვიამასროთეკაში მოთავსებული სამი მასრიდან და ერთი ტყვიიდან სამი მასრის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მასრა და 1997 წელს დიდუბის რაიონში თ----------ის მ/ავტობუსის დაყაჩაღების ფაქტზე ამოღებული ტყვიამასროთეკაში მოთავსებული სამი მასრა გასროლილია „მაკაროვის“ კონსტრუქციის ერთი და იმავე პისტოლეტში.

 

1998 წლის 9 დეკემბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს გამოკვლევის შესახებ ცნობის თანახმად, 1997 წელს დიდუბის რაიონში თ----------ის მ/ავტობუსის დაყაჩაღების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის N0-----1 საქმეზე ამოღებული ტყვიამსაროთეკაში მოთავსებული სამი მასრა და 2 ტყვია და 1998 წლის 15 ოქტომბერს მოქალაქე ა-----------ას პირადი ქონების ძარცვის ფაქტზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 მასრა გასროლილია გაერთიანებული ქართული ბანკის ისნის რაიონის ფილიალის პირველი განყოფილებიდან ამოღებული „მაკაროვის“ კონსტრუქციის N ПН 1--- პისტოლეტში.

 

1998 წლის 21 დეკემბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს დასკვნის თანახმად, 1997 წელს დიდუბის რაიონში თ----------ის მ/ავტობუსის დაყაჩაღების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის N0-----1 საქმეზე ამოღებული ტყვიამასროთეკაში მოთავსებული სამი მასრა და 2 ტყვია და 1998 წლის 15 ოქტომბერს მოქალაქე ა-----------ას პირადი ქონების ძარცვის ფაქტზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 მასრა გასროლილია გაერთიანებული ქართული ბანკის ისნის რაიონის ფილიალის პირველი განყოფილებიდან ამოღებული „მაკაროვის“ კონსტრუქციის N ПН 1--- პისტოლეტში.

 

1999 წლის 3 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისის, ბორჯომის სადგურის ტერიტორიაზე მდებარე სავალუტო გადამცვლელი N- ჯიხურში. აზა ქაძანიას განმარტებით, 1998 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 20:00 საათზე სწორედ აღნიშნული ჯიხურიდან გასტაცა უცნობმა პიროვნებამ 22256 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა და გაიქცა მოსაცდელი დარბაზისკენ, საიდანაც აირბინა კიბეზე და გაიქცა პირველი ბაქნის მიმართულებით. მას უკან მისდევდა დაზარალებული, მისი მეუღლე დ---------------–ია და რამდენიმე მოქალაქე. დ---------------–ია ეწეოდა მძარცველს, რომელმაც გაისროლა ამ უკანასკნელის მიმართულებით ბაქნის შესასვლელი კიბეებიდან დაახლოებით 40-45 მეტრის დაშორებით. შემთხვევის ადგილიდან დ---------------–იას მიერ წარმოდგენილია ტყვიის მასრა, რომელიც ამ უკანასკნელმა იპოვა შემთხვევის შემდეგ.

 

1999 წლის 9 მარტის ამოსაცნობად წარდგენის ოქმის თანახმად, აზა ქაძანიამ განმარტა, რომ მის წინაშე წარდგენილი სამი პიროვნებიდან მას არ შეუძლია ამოიცნოს ის პიროვნება, რომელმაც სავალუტო ჯიხურიდან გასტაცა თანხა 1998 წლის 15 ოქტომბერს.

 

1999 წლის 26 ივლისის ა-----------ას განცხადების თანახმად, დაზარალებული განმარტავს, რომ ამოცნობაში მონაწილეობის მიღებისას წარდგენილი 3 მამაკაციდან სახეზე არავის იცნობდა, თუმცა მას შეეძლო ყაჩაღის ამოცნობა თავით და ზურგით და არა სახით, აღნიშნულის გამო მოითხოვა ზურგით შებრუნება, რის შემდეგაც ხელი დაადო მარჯვნიდან მესამე, მარცხნიდან პირველ ბიჭს. იმავდროულად განმარტა, რომ ამ პირს მისდევდა, როდესაც მან ბორჯომის ვაგზლის ჰოლში შეირბინა და კიბეზე აირბინა. გამომძიებელმა უთხრა, რომ ზურგით ამოცნობა არ იწერებოდა და შესაბამისად არ დააფიქსირა.

 

1999 წლის 5 აგვისტოს ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ნივთმტკიცებად იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღი - „მაკაროვის“ მოდელის ПН სერიის N1--- პისტოლეტი და 1998 წლის 15 ოქტომბერს თბილისის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მოქალაქე ა-----------ას დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიებით დაუდგენელი მძარცველის მიერ აღნიშნული პისტოლეტიდან გასროლილი მასრა.

 

1999 წლის 1 სექტემბრის სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური და ოპერატიული ტექნიკის განყოფილების გამოკვლევის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ორ ცალ ვაზნას გააჩნია შემდეგი ნიშნები და პარამეტრები: ვაზნების სიგრძე 24,9 მმ, მასა 10,0 გრ. მასრა: სიგრძე 17,9 მმ, მასა 3,6 გრ. კორპუსის დიამეტრი 9,9 მმ, ფლანეცი 9,9 მმ, მასრების ძირზე იკითხება საქარხნო ნიშან სადები აღნიშვნები: 38 85 და 38 78. ტყვია გარსიანი. სიგრძე 12 მმ, მასა 6,15 გრ, დიამეტრი 9,22. ზემოაღნიშნული მონაცემების შედარებისას სპეციალურ საცნობარო მონაცემებთან დადგინდა: ზემოაღნიშნული ვაზნები განკუთვნილია 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტისათვის. ვაზნების ვარგისიანობის დასადგენად მათგან ამორჩევით გასროლილ იქნა ერთი ცალი ვაზნა საშტატო ცეცხლსასროლ იარაღში. გასროლა მოხდა დაუყოვნებლივ ყოველგვარი შეფერხების გარეშე, რაც იმის მანიშნებელია, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვაზნები ვარგისია სროლისთვის.

 

1999 წლის 1 სექტემბერს ზ-------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის 2 ცალი გაუსროლელი ტყვია, პოლიციის სერჟანტის 2 ცალი სამხრე და ჯინსის ქურთუკის (თეთრი ღია ლურჯი) მარცხენა სახელო.

 

1999 წლის 2 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ჟანა ჯღამაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა უმკლავებო ჯინსის ქურთუკი, ღია ცისფერი.

 

1999 წლის 5 სექტემბრის ნივთების ამოსაცნობად წარდგენის შესახებ ოქმის თანახმად, დგინდება, რომ ჯინსის ქურთუკს საყელო აქვს მოძენძილი, ძაფებიანი. ქურთუკი არის გახუნებული, ღია ლურჯ ფერში გადასული. აღნიშნული ჯინსის ქურთუკის და სახელოს დათვალიერებისას, სახელო მორგებულ იქნა ქურთუკის მარჯვენა მხარეს, სადაც ჩანდა მორღვევის კვალი. ჩანდა, რომ სახელო ქურთუკიდან იყო მორღვეული, რაც დასტურდება მორღვევის კვალის მორგებით და ფირმის სახელწოდებით - ორივე სახელო და ქურთუკიც არის იმპორტული ნაწარმი „ლევი შტრაუსის“ ფირმის. ა-----------ას მონაწილეობით ამოცნობის დაწყებამდე აღნიშნულ ქურთუკს ისე მიედო სახელო, რომ არ გამოჩენილიყო ქურთუკი იყო თუ არა უსახელო, რის შემდეგაც 3 ქურთუკი დაწყობილი იქნა ისე, რომ ჩანდა უკანა ზურგის მხარე. ჯინსის ქურთუკი, რომელიც ამოღებული იქნა ბრალდებულ ზ-------------ის მშობლების სახლიდან, აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოდან, დაინომრა ნომრით - N2 და იდო შუაში ორ ქურთუკს შორის. დაზარალებულმა ა-----------ამ დათვალიერების შემდგომ განმარტა, რომ N2 ქურთუკი არის სწორედ ის ჯინსის ქურთუკი, რომელიც 1998 წლის 15 ოქტომბერს ეცვა მითვის უცნობ დამყაჩაღებელ ჯ-------ს. ქურთუკი ამოიცნო სიძველით, ფერით - ღია ლურჯი ფერით, შეკერვის სტილით და საყელოთი - ჩამოძონძილი ძაფებით.

 

1999 წლის 8 სექტემბრის საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური და ოპერატიული ტექნიკის განყოფილების დასკვნის თანახმად: ზ-------------ის ბინიდან ამოღებული ორი ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა განეკუთვნება საბრზოლო მასალათა კატეგორიას. ზ----------ის ბინიდან ამოღებული 2 ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილია 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის პისტოლეტებისათვის და ისინი ვარგისია სროლისათვის.

 

1999 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1 - № KP 2464 პისტოლეტი არის „მაკაროვის“ კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტი საშტატო ნიმუში (ПМ), მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის; №KP 0--- პისტოლეტი არის „მაკაროვის“ კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში (ПМ), მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.

 

1999 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი №ПН 1--- პისტოლეტი არის „მაკაროვის“ კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტი საშტატო ნიმუში ПМ, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. 1998 წლის 15 ოქტომბერს მოქ. ა-----------ას პირადი ქონების ძარცვის ფაქტზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ერთ მასრაზე და №ПН 1--- პისტოლეტში გასროლილ ექსპერიმენტალურ მასრებზე შეიმჩნევა განსხვავებები სასხლეტის ადგილმდებარეობით, ფორმით და ზომით; ასასხლეტის კვალში მიკრორელიეფის იდენტურობით, რაც შესაძლოა პისტოლეტის საცემელის (ნემსის) გამოცვლით ან მასზე მექანიკური ზემოქმედების/გაქლიბვის შედეგად. მიუხედავად ამისა, 1998 წლის 15 ოქტომბერს მოქ. ა-----------ას პირადი ქონების ძარცვის ფაქტზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი მასრა გასროლილია მაკაროვის კონსტრუქციის № ПН 1--- პისტოლეტში.

 

1999 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ჯინსის ქურთუკი და ჯინსის მარჯვენა სახელო შესაძლებელია ადრე (განცალკევებამდე) შეადგენდნენ ერთ მთლიან ნაწილის. ბრალდებულ ზ-------------ის ბინიდან ამოღებული ცისფერი, ჯინსის ქსოვილის სახელო (მორღვეული) და ზ-------------ის მშობლების ბინიდან ამოღებული ცისფერი ჯინსის ქსოვილის სახელოები მორღვეული ქურთუკი, ორივე არის ერთიდაიგივე ფერის, ბამბის ბოჭკოს ჯინსის ქსოვილის, შეკერილი ერთიდაიგივე ძაფებით. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ნ--------------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ მის წინაშე არ იქნა დასმული ქურთუკის საყელოსთან დაკავშირებით კითხვები, შესაბამისად, მან არ გაამახვილა ყურადღება.

 

1999 წლის 29 ოქტომბრის ნივთმტკიცებად ცნობისა და საქმეზე დართვის შესახებ დადგენილების თანახმად, საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად იქნა ცნობილი ბრალდებულ ზ-------------ის ბინიდან ამოღებული ცისფერი ჯინსის ქსოვილის მარჯვენა (მორღვეული) სახელო და ზ-------------ის მშობლების ბინიდან ამოღებული ცისფერი ჯინსის ქსოვილის სახელომორღვეული ქურთუკი.

 

1999 წლის 25 დეკემბრის ნივთმტკიცებად ცნობისა და საქმეზე დართვის შესახებ დადგენილების თანახმად, საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად იქნა ცნობილი „გაერთიანებული ქართული ბანკის“ დაცვის პოლიციის განყოფილების N-3 საგუშაგოს იარაღი და ინვენტარის აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც ასახულია 1998 წლის 15 ოქტომბერს ზ-------------ის მიერ „მაკაროვის“ მოდელის N1------ნ“ სერიის პისტოლეტის მიღება-ჩაბარება, 40 ფურცლად, დალუქული დაცვის პოლიციის განყოფილების ლუქით.

 

2000 წლის 24 იანვრის დაზარალებულის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ა-----------ა ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ.

 

2000 წლის 29 დეკემბრის თბილისი საოლქო სასამართლოს განაჩენით, ზ-------------ე გამართლედა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის 23 ივლისის კანონი) და 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი). ზ-------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ ნაწილზე (1999 წლის 23 ივლისის კანონი), ზ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

2001 წლის 19 ნოემბრის თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენით, ზ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის (1999 წლის რედაქცია) თანახმად საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

2002 წლის 19 თებერვლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 19 ნოემბრის განაჩენი ზ-------------ის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

 

2002 წლის 1 მარტის საგნის ნივთიერ მტკიცებულებად ცნობისა და საქმეზე დართვის შესახებ დადგენილების თანახმად, ა-----------ას მიერ წარდგენილი სავალუტო ჯიხურების სქემა ცნობილ იქნა ნივთიერ მტკიცებულებად.

 

2002 წლის 2 მარტის დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ა-----------ამ გამოძიებას უჩვენა „ბორჯომის“ ვაგზლის კიბეზე ის ადგილი, სადაც დამნაშავეს დადევნებულ მის მეუღლეს დაუსხლტა ფეხი; ბაქანზე დამნაშავის გაქცევის მიმართულება და ადგილი, საიდანაც გადახტა რკინიგზის საავადმყოფოში; ასევე მოაჯირი, რომელზეც გადავიდნენ დამნაშავეზე დადევნებული მოქალაქეები და ის ადგილი, სადაც მისმა მეუღლემ იპოვა მასრა.

 

2002 წლის 5 მარტის დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმის თანახმად, დაზარალებულმა დ---------------–იამ გამოძიებას ასევე უჩვენა თბილისის „ბორჯომის“ ვაგზალზე ვალუტის გადასაცვლელი ჯიხურები, სალაროების დარბაზში შესასვლელი კარი, საითაც გაიქცა დამნაშავე, ბაქანზე მიმავალი კიბეები, დამნაშავის მოძრაობის მიმართულებით, მასრის პოვნის ადგილი და მოაჯირის ის ადგილი, საიდანაც დამნაშავე გადახტა რკინიგზის საავადმყოფოს ეზოში.

 

2002 წლის 9 მარტის საგნის ნივთიერ მტკიცებულებად ცნობისა და საქმეზე დართვის შესახებ დადგენილების თანახმად, საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად იქნა ცნობილი ვ---------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ქსეროასლები: მიმართვა და კობახიძის წარმოდგენის ოქმი მასალების პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ.

 

2003 წლის 24 თებერვლის თბილსის საოლქო სასამართლოს განაჩენით, ზ-------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ჩაუდენლობის გამო.

 

2003 წლის 24 თებერვლის თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებით, საქმე ა-----------აზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს ტრანსპორტის პროკურატურას.

 

2003 წლის 11 ივნისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 თებერვლის განაჩენი ზ-------------ის მიმართ გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას. იმავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის განჩინება ა-----------აზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის საქართველოს ტრანსპორტის პროკურატურისათვის დაბრუნების შესახებ.

 

2004 წლის 17 მაისის თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებით, სისხლის სამართლის საქმე ზ-------------ის მიმართ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს ტრანსპორტის პროკურატურას.

 

2004 წლის 15 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 17 მაისის განჩინება ზ-------------ის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

 

2005 წლის 21 მარტის თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით, ზ-------------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებაში, ვინაიდან მის ქმედებაში არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები; ზ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

 

2005 წლის 26 ივლისისა და 26 სექტემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებით, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის განაჩენი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის (1998 წლის რედაქცია) პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ თითოეული მტკიცებულება შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება, მათი ერთობლიობით, საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. მეხუთე ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (1998 წლის რედაქცია), გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

პალატა აფასებს რა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს საქმესთან მათი დამოკიდებულების, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ყოველგვარ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ-------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

 

დაზარალებულმა ა-----------ას, როგორც გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებში, ასევე სასამართლო სხდომაზე, დეტალურად აქვს აღწერილი 1998 წლის 15 ოქტომბერს, საღამოს საათებში მისი სამუშაო ადგილიდან უცნობი პიროვნების მიერ ფულადი თანხის გატაცებისა და გაქცევის ფაქტი. ასევე, ა-----------ას, მისი მეუღლის - დ---------------–იას, მოწმეების - ა---------–------------ს და ი-–--------–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ დ---------------–ია და ი-–--------–---–ი დაედევნენ ჯუხურიდან გაქცეულ თავდამსხმელს, რომელიც გარბოდა ე.წ. ბორჯომის სადგურის მიმართულებით. მოწმეებმა ასევე განაცხადეს, რომ თანხის გამტაცებელმა ისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და შემდეგ გადახტა ღობეზე. ის გარემოება, რომ მოქალაქეები მისდევდნენ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურიდან თანხის გამტაცებელ პირს, რომელმაც სირბილისას ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა და შემდეგ მიიმალა, დადასტურებულია პოლიციის თანამშრომლების - ბ-------------------–---–ის და ა---------–--------–--ლის ჩვენებებითაც, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოქალაქეების დანახვისას გარკვეულ მანძილზე თავადაც დაედევნენ დამნაშავეს. სააპელაციო პალატას ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები მიაჩნია დადასტურებულად და ხსენებულ მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი მოწმეებიდან არცერთს არ შეუძლია მიუთითოს ზ-------------ეზე, როგორც პირზე, რომელმაც შემთხვევის დღეს ა-----------ას ჯიხურიდან გაიტაცა ფულადი თანხა და რომელზეც განახორციელეს დადევნება. თავდამსხმელის ამოცნობა ჩატარდა მხოლოდ დაზარალებულ ა-----------ასთან, სხვა პირებს თანხის გამტაცებლის სახე არ დაუნახავთ და შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეებთან არც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა დამნაშავის იდენტიფიცირების მიზნით.

 

რაც შეეხება დაზარალებულ ა-----------ასთან ჩატარებულ ამოცნობას, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებესთან დაკავშირებით პალატა განსაკუთრებით გაამახვილებს ყურადღებას, სააპელაციო საჩივრების არგუმენტაციიდან გამომდინარე, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - მოხდა თუ არა დაზარალებულის მიერ დამნაშავე პირის ამოცნობა. სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოთავსებული ამოსაცნობად წარდგენის ოქმის თანახმად, ა-----------ამ განმარტა, რომ მის წინაშე წარდგენილი სამი პიროვნებიდან არ შეუძლია ამოიცნოს ის პიროვნება, რომელმაც 1998 წლის 15 ოქტომბერს სავალუტო ჯიხურიდან გასტაცა თანხა. დაზარალებული წინასწარი გამოძიების ეტაპზეც აფიქსირებდა და სასამართლო სხდომაზეც განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ მან გამომძიებელს განუმარტა, თუ რა მდგომარეობაში დაამახსოვრდა თავდამსხმელი; აუხსნა, რომ ვინაიდან დამნაშავეს უკნიდან მისდევდა და დაამახსოვრდა ასეთ მდგომარეობაში, იგი ამოცნობას შეძლებდა ზურგით, რის გამოც გამომძიებელს თხოვა ამოსაცნობად წარდგენილი პირების შებრუნება. ამის შემდეგ კი მან ამოიცნო ზ-------------ე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის (ძვ. რედაქცია) თანახმად, პირის ამოსაცნობად წარდგენამდე გამომძიებელმა უნდა დაკითხოს მოწმე, დაზარალებული, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, ამ პირის გარეგნობისა და სხვა ნიშნების, აგრეთვე იმ გარემოების შესახებ, რომელშიც ამომცნობმა ნახა ეს პირი. მოცემულ შემთხვევაში ზ-------------ის ამოსაცნობად წარდგენის ოქმში მითითებულია მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ვითარება, ხოლო დაზარალებული არ აფიქსირებს, თუ რა ნიშან-თვისებებით შეეძლო ამოეცნო თავდამსხმელი პირი. ასევე სამი პირის ამოსაცნობად წარდგენის შემდეგაც მან ვერ შეძლო მიეთითებინა ზ---- ჯ---------ძე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. ამოცნობის ოქმით, რომელსაც ხელ აწერს და რომლის სისოწრესაც ადასტურებს თავად დაზარალებული ა-----------ა, არცერთ შემთხვევაში ფიქსირდება, რომ მან ამოიცნო 1998 წლის 15 ოქტომბერს მისი ვალუტის გადამცვლელი ჯიხურიდან თანხის გამტაცებელი პირი.

 

გამომძიებლისადმი ა-----------ა მითითება, რომ შებრუნებულ მდგომარეობაში შეეძლო ამოეცნო თავდამსხმელი, დასტურდება მოწმე რ-----------–--ის ჩვენებითაც, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თავის მხრივ ეჭვის ქვეშ აყენებს ა-----------ას მიერ ზ-------------ის ამოცნობას. მოწმე განმარტავს, რომ ამომცნობმა ქალმა დაათვალიერა ამოსაცნობი პირები და ერთ-ერთ პირზე თქვა: „ეს პიროვნება გავს ჩემს დამყაჩაღებელს ბეჭებითა და ხელებითო“, ხოლო მეორეზე თქვა: „თავით ამასაც გავსო“. ამდენად, მოწმემ ნათლად მიუთითა, რომ ამომცნობი ა-----------ა არ იყო დარწმუნებული მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ჩამდენი პირის გარეგნობაში და ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან, ორი მათგანი მიამსგავსა დამნაშავეს სხეულის სხვადასხვა ნაწილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის და დაზარალებულის არგუმენტაციას, რომ თითქოს ამ უკნანასკნელმა ამოიცნო ზ-------------ე, როგორ მის სავალუტო ჯიხურზე თავდამსხმელი პირი. სახეზეა მხოლოდ თავად დაზარალებულ ა-----------ას ჩვენებიდან გამომდინარე ვარაუდი, რომ თითქოსდა მან ზურგის მხრიდან შეძლო დამნაშავის ამოცნობა, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება და იგი უნდა გადაწყდეს ზ-------------ის სასარგებლოდ. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს და ასკვნის, რომ დაზარალებულმა ა-----------ამ ვერ ამოიცნო მის სავალუტო ჯიხურზე თავდამსხმელი და ფულადი თანხის გამტაცებელი პირი.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულების ა-----------ასა და დ---------------–ის ჩვენებების იმ ნაწილზეც, სადაც ისინი უთითებენ, რომ შემთხვევის ადგილთან ახლოს იპოვეს მასრა, რომელიც, მათი ვარაუდით, გაისროლა თავდამსხმელმა პირმა. დაზარალებულები განმარტავენ, რომ გასროლის შემდეგ შეშინდნენ და უკან დაბრუნებულებმა გადაწყვიტეს ეპოვათ მასრა, რაც მალევე ნახეს კიდეც ლამპიონის შუქზე. დანაშაულებრივი ფაქტიდან ერთი თვის შემდეგ - 1998 წლის 18 ნოემბერს დ---------------–იამ ერთი ცალი გასროლილი მასრა წარადგინა სატრანსპორტო პოლიციის თბილისის რეგიონალურ განყოფილებაში. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ვერც დაზარალებულების ჩვენებით და ვერც ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უარყოფილი გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ დ---------------–იას მიერ პოლიციაში წარდგენილი მასრა ნამდვილად იყო თუ არა დამნაშავე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ დარჩენილი მასრა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ თავდამსხმელმა განახორციელა ერთი გასროლა; დაზარალებულების განმარტებით, მათ მიერაც ნაპოვნი იქნა ერთი მასრა, მაგრამ შეუძლებელია იმის კატეგორიული მტკიცება, რომ იმ მომენტში შემთხვევის ადგილზე სხვა მასრები არ ფიქსირდებოდა, დაზარალებულებმა კი იპოვეს სწორედ მათი კუთვნილი ფულადი თანხის გამტაცებლის მიერ გასრილილი, და არა სხვა დროს, სხვა ვითარებაში და სხვა პირის მიერ შემთხვევის ადგილთან ახლოს გასროლილი ტყვიის მასრა. ბრალდების მხარე დაზარალებულების პოზიციის გამყარებას ცდილობს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მათ მიუთითეს ადგილები, სადაც მისდევდნენ დამნაშავეს და სადაც იპოვეს მასრა, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტზე აპელირებით ტყვიის მსროლელის ვინაობის და გასროლის დროის დადგენა შეუძლებელია.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ,,მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლის იარაღის „გაერთინებული ქართული ბანკიდან“ ამოღების პროცედურებზეც და მიიჩნევს, რომ იარაღის ამოღებაში მონაწილე პირების ჩვენებების ანალიზის შედეგად წამოიშვა გარკვეული ეჭვები, საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვის გარეშე იარაღის საპროცესო დამაგრებასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დგინდება შემდეგი: 1998 წლის 13 ნოემბრის ნივთმტკიცების წარმოდგენის ოქმის თანახმად, მოქალაქე პ-------–----------ემ ბ------------–--–---------ში არსებულ ბანკში, თბილისის დიდუბის რაიონის სს ქვეგანყოფილებაში უფროსის მოადგილეს ფელიქს ძამისტარაშვილს წარუდგინა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი N1---, ერთი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით. აღნიშნული ოქმის სისწორე დადასტურებულია თავად ფელიქს ძამისტარაშვილის ჩვენებით, თუმცა მოწმე პ-------–----------ემ განმარტა, რომ იგი დაცვის თანამშრომელთან ერთად წაიყვანეს განყოფილებაში, სადაც ხელი მოაწერინეს ოქმს და დ----------------–-----გან ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის N1--- იარაღი. მოწმე ადასტურებს, რომ ოქმში არასწორადაა მითითებული, თითქოს იარაღის მის მიერ წარდგენა მოხდა ბანკის შენობაში, იარაღის წარდგენა მართლაც შეეძლო ბანკის შენობაში, მაგრამ ფელიქს ძამისტარაშვილმა არჩია, რომ წარდგენა მომხდარიყო პოლიციის შენობაში. პ-------–----------ის ჩვენება საინტერესოა იმ თვალსაზრისთაც, რომ ამოღებული იარაღი, მიუხედავდად იმისა, რომ ოქმზე ხეწლომომწერი პირი არის თავად, მის თვალწინ არ დაულუქავთ. მოწმე დ----------------–---, განსხავებით პირველი ჩვენებისაგან, სადაც უთითებდა, რომ იარაღის ამოღებაც და ოქმის შედგენაც მოხდა ბანკში, მოგვინებით განმარტავს, რომ არ ახსოვს და არ შეუძლია აღნიშნული გარემოებების დადასტურება. მოწმე ე-–---------------ე, მსგავსად ფ--–---------------–---–-სა, უთითებს, რომ დავით დარახველიძისგან ამოღებული N1--- „მაკაროვის“ პისტოლეტი, 5 ვაზნასთან ერთად, დაილუქა სათანადო წესით და გამომძიებელ გ--------------–---–ს ჩაბარდა 16 ნოემბერს, რადგან 13 ნოემბერს გვიან საღამოს იქნა ამოღებული, 14-15 ნოემბერი კი იყო შაბათი-კვირა. აღნიშნული გარემოება დაადასტურა გამომძიებელმა გ--------------–---–მაც, რომელმაც 1998 წლის 16 ნოემბერს მიღებული იარაღი გადააგზავნა ექსპერტიზაზე. თუმცა იმ პირობებში, როდესაც იარაღის მათი თანდასწრებით დალუქვის ფაქტს არ ადასტურებენ „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლები პ-------–----------ე და დ----------------–---, გაურკვეველია, 13 ნოემბრიდან, 16 ნომბრამდე რა მდგომარეობაში ინახებოდა იარაღი და ვაზნები პოლიციის თანამშრომლებთან და როდის მოხდა მათი დალუქვა.

 

1998 წლის 9 დეკემბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს გამოკვლევის შესახებ ცნობის, ასევე 1998 წლის 21 დეკემბრის და 1999 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს დასკვნების თანახმად, 1998 წლის 15 ოქტომბერს მოქალაქე ა-----------ას პირადი ქონების ძარცვის ფაქტზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 მასრა გასროლილია გაერთიანებული ქართული ბანკის ისნის რაიონის ფილიალის პირველი განყოფილებიდან ამოღებული „მაკაროვის“ კონსტრუქციის N ПН 1--- პისტოლეტში. მოწმეებმა გ---------------–---მ, ლ------------ემ და პ-------–----------ემ დაადასტურეს, რომ 1998 წლის აგვისტოდან 2 ცალი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი - „პნ 1---“ და „კრ 0---“, განეკუთვნებოდა „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“ და მიმაგრებული ქონდათ პოლიციელებს, ძირითადად ზ-------------ეს და დ----------------–---ს, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, ზ------------–---–ს. აღნიშნული გარემოება დაადასტურეს თავად დ----------------–---მ, ზ------------–---–მა და ზ-------------ემაც. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ უშუალოდ ვის სარგებლობაში იყო 1998 წლის 15 ოქტომბერს ბანკზე რიცხული „მაკაროვის“ კონსტრუქციის N ПН 1--- პისტოლეტი, პალატა პირველ რიგში ყურადრებას გაამახვილებს მოწმეების - ლ------------ის და ზ------------–---–ის ჩვენებებზე, რომ სხენებულ დღეს დ----------------–--- იმყოფებოდა შვებულებაში, ხოლო ზ------------–---–ი გაეთავისუფლა ლ------------ეს და არ იმყოფებოდა სამსახურში.

 

ის გარემოება, რომ 1998 წლის 15 ოქტომბერს „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ზ-------------ე, არ უარყო თავად ამ უკანასკნელმაც, თუმცა იგი კატეგორიულად ადასტურებს, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, ვინაიდან ლ-------–ა ე------- უკვე წასული იყო, იარაღი ჩააბარა ნ--------------ეს და მომდევნო დღესაც სწორედ მისგან აიღო. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაიკითხა მოწმე ლ-------–ა ე--------ნ-–------, რომელმაც სრულად დაადასტურა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებების სისწორე, ასევე გამოქვეყნდა მოწმე ნ--------------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩენებები, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე პალატა უტყუარად დადასურებულად ვერ მიიჩნევს, რომ შემთხვევის საღამოს ზ---- ჯ------- მასზედ განპირვნებული იარაღი არ ჩაუბარებია ბანკის საცავში და მას პირადად ატარებდა სამსახურიდან გასვლისას.

 

ლ-------–ა ე--------ნ-–------მ აღნიშნა, რომ 1998 წლის 15 ოქტომბერს 2 პისტოლეტი მისცა ზ-------------ეს, იმავე დღეს არცერთი იარაღი არ მიუღია უკან, რადგან სამსახურიდან ადრე წავიდა; ამასთან, 16 ოქტომბერს იარაღები არავისთვის გადაუცია. მოწმემ განმარტა, რომ ხშირად იყო შემთხვევა, როცა პოლიციელები თხოვდნენ ხელის მოწერას იარაღის გაცემაზე მაშინ, როცა იარაღი მასთან არ იმყოფებოდა. ისინი ეუბნებოდნენ, რომ დაცვის სამსახურის უფროსი უმოწმებდათ ჟურნალს და ის შევსებული უნდა ყოფილიყო. კონკრეტულად 1998 წლის 16 ოქტომბერსაც შესაძლოა ხელი მოაწერა იარაღის გაცემაზე ისე, რომ ისინი პირადად მას არ გაუცია. თავის მხრივ მოწმე ნ--------------ემ დაადასტურა, რომ 1998 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე მასთან მივიდა ზ-------------ე იარაღის აღრიცხვის ჟურნალით და თხოვა ხელისმოწერა იარაღის ჩაბარებაზე. მოწმის პასუხზე, რომ ის იარაღებს აღარ იბარებდა და ხელი რატომ უნდა მოეწერა, ზ----მ უთხრა, რომ იარაღები ჩაიბარა ლ-------–ა ე-------მ, რომელიც ადრე წავიდა და ხელის მოწერა დაავიწყდა, შემოწმების შემთხვევაში კი მას დასჯიდნენ. ნ--------------ის განმარტებით, სწორედ ამის გამო მოაწერა ხელი ჟურნალში ისე, რომ არცერთი იარაღი არ ჩაუბარებია და შესაბამისად, მას ვერც 16 ოქტომბერს გასცემდა იარაღებს.

 

მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ თავდაპირველი დაკითხვისას ლ-------–ა ე--------ნ-–------მ და ნ--------------ემ გამორიცხეს შემთხვევა, რომ პოლიციის თანამშრომლებს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ იარაღი არ ჩაებარებინოთ. ლ-------–ა ე------ის განმარტებით, იარაღის გაცემა-ჩაბარების აღრიცხვის ღურნალში მისი გვარის გასწვრივ არსებული ყველა ხელმოწერა ეკუთვნის მას. ასევე ნ---------------ე ადასტურებდა, რომ მას იარღის ჩაბარებაზე ხელი ისე არასოდეს მოუწერია, რომ თავად იარაღი არ მიეღო. დამატებითი დაკითხვისას მოწმეები უკვე ცვლიან ჩვენებებს, კერძოდ ნ--------------ე იხსენებს, რომ 1998 წლის 15 ოქტომბერს ზ-------------ემ იარაღის ჩაბარების გარეშე მოაწერინა ხელი; ლ-------–ა ე--------ნ-–------მ კი განმარტა, რომ ზ---- ხშირად სთხოვდა იარაღის გაცემაზე მოეწერა ხელი იმ პირობებში, როდესაც იარაღი მასთან არ ინახებოდა და ანალოგიურად სთხოვა 1998 წლის 16 ოქტომბერსაც. აღნიშნულ პირთა ჩვენებების ანალიზისა და შეფასების შედეგად პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის უტყუარობის ისეთი მაღალი სტანდარტი, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მივიჩნიოთ ზ-------------ის მიერ 1998 წლის 15 ოქტომბერს, მასზე განპიროვნებული იარაღის პასუხისმგებელი პირისთვის ჩაუბარებლობის ფაქტი. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა იარაღის გაცემა-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალში შესაბამის პირთა ხელმოწერები; ასევე, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ დაცვის პოლიციის თანამშრომლებისაგან იარაღების მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელ პირთა ჩვენებებში ვლინდება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, ყოველგვარ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ვერ იქნება მიჩნეული, რომ ზ-------------ეს 1998 წლის 15 ოქტომბერს იარაღი არ ჩაუბარებია. თუკი მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰონდა ადგილი და როგორც ლ-------–ა ე--------ნ-–------ განმარტავს, ხშირი იყო შემთხვევა, რომ ზ-------------ე იარაღის ჩაუბარებლად სთხოვდახოლმე ხელის მოწერას, საინტერესოა, საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე აღნიშნული გარემოება რატომ პირველივე დაკითხვისთანავე არ ასახეს მოწმეებმა თავიანთ ჩვენებებში.

 

ამდენად, გარდა იმისა, რომ დაზარალებულებისა და მათ თანმხლებ პირთა ჩვენებებით ვერ იქნა დადასტურებული 1998 წლის 15 ოქტომბერს, საღამოს, შემთხვევის ადგილზე უშუალოდ ზ-------------ის ყოფნისა და მის მიერ ფულადი თნახის გატაცების ფაქტი, პალატამ ასევე ვერ მოისმინა უტყუარი და დამაჯერებელი არგუმენტები, რომ ზ-------------ე შემთხვევის დღეს, არასამუშაო საათებში, სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა მასზე განპიროვნებულ სამსახურებრივ იარაღს - N1--- „მაკაროვის“ პისტოლეტს, საბრძოლო მასალასთან ერთად, რომელთა გამოყენებითაც განახორციელა ა-----------ას და დ---------------–იას მიმართ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გატაცება.

 

ზ-------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულევრივი ქმედების ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად ბრალდების მხარე და დაზარალებული ასევე უთითებენ დაზარალებულ ა-----------ას მიერ ქურთუკის ამოცნობის ოქმზე. საქმის მასალების მიხედვით, ზ---- ჯაღამაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა ცისფერი ჯინსის ქსოვილის მარჯვენა (მორღვეული) სახელო და ზ-------------ის მშობლების ბინიდან ამოღებული იქნა ცისფერი ჯინსის ქსოვილის სახელომორღვეული ქურთუკი, რომლებიც ამოცნობისას წარდგენილი იქნა, როგორც ერთი მთლიანი. ამოცნობის დროს, წარდგენილი სამი ქურთუკის დათვალიერების შემდეგ დაზარალებულმა ა-----------ამ განმარტა, რომ N2 ქურთუკი (რომელიც ამოღებული იქნა ზ-------------ის მშობლების ბინიდან) არის სწორედ ის ჯინსის ქურთუკი, რომელიც 1998 წლის 15 ოქტომბერს ეცვა მითვის უცნობ დამყაჩაღებელ პირს. ამომცნობმა ქურთუკი ამოიცნო - სიძველით, ფერით - ღია ლურჯი ფერით, შეკერვის სტილით და საყელოთი - ჩამოძონძილი ძაფებით.

 

აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ჯინსის ქურთუკის სახელო ზ-------------ის სახლიდან ამოღებული იქნა 1999 წლის 1 სექტემბერს, ხოლო ჯინსის ქურთუკი მშობლების ბინიდან - 2 სეტქმბერს, რის შემდეგაც, 1999 წლის 5 სექტემბრის წარედგინა ისინი დაზარალებულ ა-----------ას და მოხდა მათი ამოცნობა. დაზარალებულმა მომხდარი დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებს შეტყობინებით მიმართა 1998 წლის 18 ნოემბერს, რა დროსაც მხოლოდ მის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებაში აფიქსირებს იმ ქურთუკის აღწერილობას, რაც ეცვა მათზე თავდამსხმელ პირს. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით ერთ წლის განმავლობაში დაზარალებულს არ გაუკეთებია აპელირება და მით უფრო, არ მიუთითებია ჩვენებებში, რომ შეეძლო თავდამსხმელი ამოეცნო მასზე ტანთმოსილი ქურთუკით. აღსანიშნავია ისიც, რომ ა-----------ას მიერ ახსნა-განმარტებაში მითითებული თავდამსხმელის ქურთუკის აღწერილობა არ შეიცავს ისეთ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, რომლებიც უტყუარად მიანიშნებდნენ, რომ ის იყო სწორედ ზ-------------ის მშობლებისაგან ამოღებული ქურთუკი. სიძველისაგან გახუნებულ და საყელოზე „ჩამოძენძილ“ ქურთუკს შესაძლოა ბევრი პირი ატარებდეს. მით უფრო, ქურთუკი ზ-------------ის მშობლების სახლიდან ამოღებული იქნა შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ. ამდენად, იგი შესაძლოა კიდევ ერთი წელი იმყოფებოდა ექსპლუატაციაში და როდის შეიძინა მსგავსი მაინდენტიფიცირებელი ნიშნები, დაუდგენელია. ამასთან, ქურთუკი, რომელიც ამოიცნო დაზარალებულმა ა-----------ამ, ამოღებული იქნა სახელოსაგან განცალკევებით და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდის მოხდა მისთვის სახელოს მოხსნა, 1998 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ, თუ მანამდე. ამდენად, ამოღებულ ქურთუკსა და სახელოსთან, ასევე ა-----------ას მიერ ქურთუკის ამოცნობასთან დაკავშირებით სახეზეა არაერთი საეჭვო გარემოება, რის გამოც ისინი ზ---- ჟღამაძის ბრალეულობის მადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად ვერ იქნებიან მიჩნეულნი.

 

ასევე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ზ-------------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით სათანადო ნებართვის გარეშე ორი ცალი „მაკაროვის“ მოდელის პისტოლეტის ვაზნების უნებართვოდ შენახვაში. ის გარემოება, რომ ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი ორი ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა ამოღებული იქნა უშუალოდ ზ-------------ის საცხოვრებელი სახლიდან, დასტურდება მხოლოდ ვაზნების ამოღების ოქმით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშორმლები, რომლებიც დაადასტურებდნენ ამოღების ოქმის სისწორესა და მის კანონიერებას, სასამართლოს წინაშე არ ყოფილან წარმოდგენილები. ამოღებაში მონაწილე მოწმეებმა - ნ--------–---–მა და ლუნა ჯანგველაძემ კი ვერ დაადასტურეს, თუ რა ვითარებაში და კონკრეტულად, ზ-------------ის საცხოვრებელი ბინის რომელი ოთახიდან, რა ადგილიდან იქნა ამოღებული ზემოთხსენებული საბრძოლო მასალა. ამდენად, განსახილველ ეპიზოდთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი ისეთი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

რაც შეეხება აპელანტი მხარის მითითებას ზ-------------ის ალიბი მოწმეების არასანდოობასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ მოცმეულ შემთხვევაში ზ-------------ის მეუღლის თანამშორმლების მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ 1998 წლის 15 ოქტომბერს ზ-------------ე ნამდვილად იმყოფებოდა მათთან მაღაზიაში და მიირთმევდა ალკოჰოლურ სასმელს, თუმცა ის გარემოება, რომ ზ-------------ის ალიბი არ არის უტყუარი, უპირობოდ არ მიუთითებს ამ უკანასკნელის ბრალეულობაზე. კანონის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, დაუშვებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ზ-------------ის მიერ როგორც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენების გზით სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებასთან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შენახვასა და ტარებასთან დაკავშირებით, ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, აშკარაა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების ერთობლიობის მოპოვება, რომლებიც დაადასტურებდა ზ-------------ის მონაწილეობას ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები სრულყოფილად ვერ პასუხობენ უტყუარობის იმ მაღალ სტანდარტს, რაც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა ისინი ურთიერთშესაბამისობის, სარწმუნოობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ-------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961-ე მუხლით (ძვ. რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ძვ. რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი. შესაბამისად, ვინაიდან არ დადასტურდა მისი ბრალეულობა ა-----------ასა და დ------ი მარხულიას მიმართ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენების გზით ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის გატაცებაში, სამოქალაქო მოსარჩელეებს ა-----------ას და დ------ი მარხულიას უარი უნდა ეთქვათ სამოქალაქო მოპასუხე ზ-------------ის მიმართ სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის, ასევე დაზარალებულ ა-----------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი ზ-------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 445-ე, 498-504-ე, 511-512-ე, 535-ე, 536-ე, 547-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ მ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

დაზარალებულ ა-----------ას და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი.

 

ზ---- ჯ------- ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლით (ძვ. რედაქცია), ასევე საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ძვ. რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

 

სამოქალაქო მოსარჩელეების ა-----------ას და დ------ი მარხულიას სამოქალაქო სარჩელი სამოქალაქო მოპასუხე ზ-------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

განემარტოს გამართლებულს, რომ მას უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ქონებრივი ან მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ცეცხლსასროლი იარაღი „მაკაროვის“ მოდელის „პნ“ სერიის N1--- პისტოლეტი და 1998 წლის 15 ოქტომბერს ქალაქ თბილისის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მოქალაქე ა-----------ასთან დაუდგენელი მძარცველის მიერ აღნიშნული პისტოლეტიდან გასროლილი მასრა, რომელიც ცნობილია ნივთმტკიცებად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გადაეცეს საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

- ჩიკვაიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ქსეროასლები: 1. მიმართვა, 2. კობახიძის წარმოდგენის ოქმი და 3. მასალების პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

- დაზარალებულ ა-----------ას მიერ წარმოდგენილი სავალუტო ჯიხურის სქემა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

- ბრალდებულ ზ----------ის ბინიდან ამოღებული ცისფერი ჯინსის ქსოვილის მარჯვენა (მორღვეული) სახელოთი და ზ-------------ის მშობლების ბინიდან ამოღებული ცისფერი ჯინსის ქსოვილის სახელომორღვეული ქურთუკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

- „გაერთიანებული ქართული ბანკის“ დაცვის პოლიციის განყოფილების N-3 საგუშაგოს იარაღის და ინვენტარის აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც ასახულია 1998 წლის 15 ოქტომბერს ბრალდებულ ზ-------------ის მიერ „მაკაროვის“ მოდელის N1------ნ“ სერიის პისტოლეტის მიღება-ჩაბარება 40 ფურცლად, დალუქული, „გ.ქ.ბ-ის“ დაცვის პოლიციის განყოფილების მიერ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი

 

ლ.თევზაძე