განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030100118002330832
საქმე №1/ბ-188-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მაკა გორგოძე
მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე
ლერი თედორაძე
პროკურორ - ე---–---- ბ-----ას,გამართლებულ - მ------ ჩ-------–---–ის,ადვოკატ - კ------- გ--–-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ჭ---–-ს ძე ჩ-------–---–ის მიმართ, დაბადებული 197- წლის 07 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ლანჩხუთი, ღ--------–-, წ---––------.
აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
მ------ ჩ-------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა 1. ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, როდესაც არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. 3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
რაც გამოიხატა შემდეგში:
1. 2017 წლის ივნისის თვეში ქ.ფოთში, ლ--- თ----------მ გაიცნო ლანჩხუთის რაიონში მცხოვრები მ------ ჩ-------–---–ი, რომელმაც შესთავაზა ერთად ცხოვრება და მცირეწლოვანი შვილების გაზრდაში დახმარება. ამ მიზნით, ისინი ქირით საცხოვრებლად გადავიდნენ ქ.ფოთში, გ------ ქ.N8/14-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. ვინაიდან ლ--- თ---------- რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, თანხის მისაღებად, მ------ ჩ-------–---–ის დახმარებით სს ,,ლიბერთი ბანკში“ დაამზადებინა პლასტიკური ბარათი, თუმცა ლ--- თ----------ს რაიმე თანხა არ მიუღია. ამ უკანასკნელის შეკითხვაზე, მ------ ჩ-------–---–ი პასუხობდა, რომ თანხა არ ირიცხებოდა. 2017 წლის დეკემბრის თვეში ლ--- თ----------სთვის ცნობილი გახდა, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან გატანილი იყო თანხა, რომელსაც მ------ ჩ-------–---–ი დაეუფლა მოტყუებით და ქონების მესაკუთრეს ლ--- თ----------ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 16 საათზე, მ------ ჩ-------–---–მა ქ.ფოთში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ოჯახის წევრი - წინასწარ შეცნობით მცირეწლოვანი ი-----–- შ------–--ე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ჩაკეტა სააბაზანო ოთახში, რითაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.
3. 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 16 საათზე, მ------ ჩ-------–---–ი მივიდა ქ.ფოთში, გ------ ქ.N8/14-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც იმყოფებოდა ლ--- თ---------- მცირეწლოვან შვილთან ერთად. მ------ ჩ-------–---–მა ლ--- თ----------ს მცირეწლოვანი შვილი ი-----–- შ------–--ე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ჩაკეტა სააბაზანო ოთახში, ხოლო ლ--- თ----------ს აუკრძალა მისვლა მასთან, დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, ორივე მაჯაზე მოუჭირა ხელი და აიძულა ტელეფონში ჩაეწერა, რომ მის მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა ლ--- თ----------მ მას გადასცა ნებაყოფლობით და ვალი არ ემართა. ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მ------ ჩ-------–---–მა დააზიანა ლ--- თ----------ს კუთვნილი 40 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და დატოვა საცხოვრებელი ბინა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ბრალდებული მ------ ჩ-------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ------ ჩ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულ--.
გამართლებულ მ------ ჩ-------–---–ს განემარტა, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ე---–---- ბ-----ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ------ ჩ-------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე სადაოდ მიჩნეულ და გამოკვლეულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მ------ ჩ-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულების ლ--- თ-----------ს და ი-----–- შ------–--ის გამოკითხვის ოქმები, ლ--- თ----------ს მობიულური ტელეფონი და საბანკო ანგარიშის ამონაწერი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების გ------- ლ-------ს და პ------ ფ-----–--ს გამოკითხვის ოქმები მცირეწლოვან დაზარალებულის ი-----–- შ------–--ის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები. ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ ექსპერტები და გამომძიებლები. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოებები, რომ მ------ ჩ-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი პირდაპირი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორს ე---–---- ბ-----ას, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ მ------ ჩ-------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს კ------- გ--–-----ეს, რომლებმაც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ------ ჩ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ლ--- თ----------ს ჩვენების თანახმად, მ------ ჩ-------–---–ი 2017 წლის ივნისში ქ.აბაშაში გაიცნო. ისინი ჯერ ქ.აბაშაში ცხოვრობდნენ და შემდეგ იმავე წელს სექტემბრის თვეში ქალაქ ფოთში იქირავეს ბინა, სადაც გადავიდნენ საცხოვრებლად. შემდეგ გარკვია, რომ მ------ ჩ-------–---–ს ოჯახი ჰყავდა და 2017 წლის დეკემბერში დაბრუნდა თავის სოფელში, ხოლო ის და მის შვილი ქ.ფოთში დატოვა. მოწმის განმარტებით 2017 წლის 18 დეკემბერს მ.ჩ-------–---–ი მივიდა მასთან ქ.ფოთში, ნაქირავებ ბინაში, ისაუბრეს, იკამათეს და შემდეგ მ------ ისევ წავიდა. 2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე მ.ჩ-------–---–ი მივიდა მასთან ქ.ფოთში, გაუბრაზდა და ეჩხუბა თუ რატომ ეძებდა თავის სოფელში. მოწმის ლ--- თ----------ს განმარტებით მისი არასრულწლოვანი შვილი ი-----–- შ------–--ე აბაზანაში ჩაკეტა, ამ დროს მ. ჩ-------–---–ს ის მეორე ხელში ეჭირა, რომ შვილთან არ მისულიყო, დაახლოებით ნახევარი საათი ბავშვი ჩაკეტილი იყო, რომელიც კიოდა და ტიროდა. მ.ჩ-------–---–მა მას მაჯებზე ხელი მოუჭირა და აიძულა ეღიარებინა, რომ თანხა მისი ნებართვით გამოიტანა. მას შეეშინდა და თქვა, რომ მ.ჩ-------–---–ს თანხა არ გაუტანია. მან არ იცის ჩაიწერა თუ არა ეს მ.ჩ-------–---–მა, მისთვის ცნობილ--, რომ მ------ ჩ-------–---–მა ორი ჩანაწერი გააკეთა 2017 წლის 18 დეკემბერს, როცა ისინი მანქანაში კამათობდნენ ინტერნეტის, ოჯახური მდგომარეობის და სესხის თაობაზე, რომელიც მ.ჩ-------–---–მა გამოიტანა. მ.ჩ-------–---–მა იმ საღამოსვე გადაუგზავნა მას ჩანაწერი. 2017 წლის 22 დეკემბრის ჩანაწერის შესახებ მისთვის უცნობია. 2017 წლის 22 დეკემბერს მ.ჩ-------–---–მა მისი ტელეფონი გატეხა, სადაც მის მიმართ გაგზავნილი შეტყობინებები ინახებოდა, ამ დროს მისი შვილი აბაზანაში ჩაკეტილი კიოდა. მ.ჩ-------–---–ის წასვლის შემდეგ, შვილი აბაზანიდან გამოიყვანა, როცა ბავშვი დამშვიდდა, დაშლილი ტელეფონი აკრიფა და დაახლოებით 7 საათზე დარეკა პოლიციაში. მათ გატეხილი მობილური ტელეფონი ამოიღეს, გადაიყვანეს ექსპერტიზაზე, მას სიწითლეები აღენიშნებოდა მაჯაზე, თუმცა განუმარტეს, რომ დასკვნაში მხოლოდ დალურჯებები იწერებოდა. მოწმის განმარტებით მ.ჩ-------–---–მა მისი ნებართვის გარეშე ორჯერ გაიტანა თანხა. ერთხელ 1490 ლარი აგვისტოს თვეში, მეორედ კი 450ლარი ნოემბერში. მას ამ თანხებიდან არაფერი მიუღია. სხვა თანხების გატანაც მ.ჩ-------–---–ს იმიტომ დააბრალა, რომ მასზე კანონის ძალით შურისძიება სურდა. მ.ჩ-------–---–ი მას წამებით სიკვდილით ემუქრებოდა, ჯერ მისი შვილის სიკვდილს ნახავდა და შემდეგ მასაც მოკლავდა. მოწმის განმარტებით მისი არასრულწლოვანი შვილი ი-----–- შ------–--ე შეშინებულ-- და იღებს აბებს. თავად მ.ჩ-------–---–ს ან მისი ოჯახის წევრებს არასოდეს დამუქრებია.
მოწმის სახით დაკითხული არასრულწლოვანი ი-----–- შ------–--ის ჩვენების თანახმად, დილა იყო, როდესაც მ.ჩ-------–---–ი მივიდა და კარებზე დააკაკუნა. დედამ ლ--- თ----------მ გაუღო კარები. მოწმის ი-----–- შ------–--ის განმარტებით მ------ ჩ-------–---–მა მას ხელი მოკიდა და ჩაკეტა აბაზანაში. ის ტიროდა და ეშინოდა. კარები გარედან ჩაუკეტა. ლ.თ----------ს ეჩხუბებოდა მ------ ჩ-------–---–ი, ხმა გაიგო ჩხუბის. საუბარი არ ესმოდა. ლ--- თ----------მ გაუღო კარები, შემდეგ პოლიცია გამოიძახა. თავდაპირველად, როდესაც მ------ ჩ-------–---–ი შევიდა სახლში ის ხატავდა, მაშინ დედამისს ლ--- თ----------ს არაფერს ეუბნებოდა, მერე ხატვას რომ მორჩა ხელი მოკიდა და აბანოში შეაგდო.
მოწმის სახით დაკითხული მ------ ლ----------ს ჩვენების თანახმად, გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო არასრულწლოვანი ი-----–- შ------–--ის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლა. არასრულწლოვანთან და მის მშობელთან ცალ-ცალკე. შედგა ორ-ორი ინდივიდუალური შეხვედრა და ერთი სატელეფონო საუბარი ი-----–-ს კლასის დამრიგებელთან. ი-----–-ს გადმოცემით ის და დედა იყვნენ სახლში, მათთან დედის მეგობარი მ------ მივიდა, ის ამ დროს მეცადინეობდა, მას მ------მ ხელი მოკიდა და აბაზანაში გაიყვანა. ის კარებთან იდგა, ყვიროდა, დედას დახმარებას თხოვდა, მაგრამ დედა მას შემდეგ მივიდა, როცა მ------ წასული იყო. დედამ მასთან საუბარში იგივე დააფიქსირა. გამოიკვეთა, რომ ი-----–-ს გაუჩნდა სახლში მარტო დარჩენის შიში. მიზეზი არის, რომ ისევ არ მოვიდეს და არ იჩხუბოს. ი-----–- ამბობს, რომ დედას ხელზე ჰქონდა მონაჭერი, სიწითლე. ის დროსა და სივრცეში კარგად ორიენტირებული არ არის, ანუ ამ ასაკის ბავშვები ზუსტად ვერ იხსენებენ როდის მოხდა, რამდენი ხანი გრძელდებოდა და ასე შემდეგ. არ იყო იმის მიმანიშნებელი გარემოება, რომ ეს ინფორმაცია იყო დასწავლილი. დადასტურებული ინფორმაცია ვერ მოიტანა, რადგან საკმაოდ შორს არის ფოთიდან ზუგდიდი, ბავშვი იღლებოდა გზაში, მათთან უსაფრთხო გარემოს ნახულობდა და ძილისკენ მიდიოდა, თვლემის მდგომარეობაში გადადიოდა, ორ შეხვედრაზე მეტი არ ჩატარებულა, ბავშვის მდგომარეობა არ იძლეოდა საშუალებას ეს შეხვედრები კვლავ გაგრძელებულიყო. ი.შ------–--ე საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვია, ის ადვილად კომუნიკაციაში არ შედის. მოწმის განმარტებით არ არის კმაყოფილი თავისი მუშაობით ი-----–-სთან, უნდოდა მეტი შეხვედრები, მაგრამ სიტუაცია არ იძლეოდა ამის საშუალებას, ბავშვს უფრო მეტ დისკომფორტს ვერ შეუქმნიდა.
მოწმის სახით დაკითხული ლ-- ღ--------–---–ის ჩვენების თანახმად, 1998 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ------ ჩ-------–---–თან. 2018 წლის 03 იანვარს გაიგო მომხდარი ფაქტის თაობაზე. სამსახურიდან, როდესაც ბრუნდებოდა მისი მეუღლე ყოველთვის ხვდებოდა, რადგან საღამოს ცვლაში მუშაობს, ღამის თორმეტ საათზე უმთავრდება სამუშაო და პირველის ნახევარზე გამოდის სამსახურიდან, ვინაიდან მოშორებით ცხოვრობს მისი მეუღლე მ------ ჩ-------–---–ი აკითხავდა სამსახურში და მიყავდა სახლში, როდესაც 2018 წლის 03 იანვარს არ მიაკითხა ურეკავდა ტელეფონზე, მაგრამ არავინ უპასუხა, შემდეგ დაურეკა თავის შვილს, რომელმაც უთხრა, რომ მამა მთვრალი იყო და ის დახვდებოდა. მოწმის განმარტებით, იმ დღეს დახვდა მისი შვილი და ბიძაშვილი. როდესაც სახლში მივიდნენ გაიგო, რომ მ.ჩ-------–---–ი დაკავებული იყო. უთხრეს, რომ ვიღაც ქალმა უჩივლა და ამის გამო დააკავეს. 2018 წლის 04 იანვარს უკვე წავიდა პოლიციის განყოფილებაში და შეხვდა ზ----- ე-–-------ს. როდესაც ფოთში ჩავიდა, ტელეფონში ნახა ეწერა ,,აბაშა ლ---“ დარეკა, რადგან აინტერესებდა ვინ იყო ეს პიროვნება, მან უთხრა, რომ ეს პიროვნება ცხოვრობს ფოთში, არ ყავს მშობლები, ჰყავს მხოლოდ ბებია, ძმა და მეუღლესთან არ ცხოვრობდა. მოწმის ლ-- ღ--------–---–ის განმარტებით ლ--- თ---------- პოლიციის განყოფილებაში ნახა, რომელმაც მას უთხრა, რომ იცნობდა და იცოდა რა დროს რა ეცვა, ესე იგი უთვალთვალებდა. ამის შემდეგ ხშირად ურეკავდა და თხოვდა თანხას. უთხრა, რომ ხალხს გამოაგზავნიდა და გაყიდიდა მანქანას, რომელიც იყო მის სახელზე. ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ ლ--- თ----------სთვის თანხა არ შეუთავაზებია. შემდეგ, როდესაც მ------ გათავისუფლდა პატიმრობიდან ჯერ ზარი შემოვიდა, როდესაც არავინ უპასუხა, შემდეგ გამოაგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება ,,ლ-- დალაპარაკება მინდა“. მან ეს ნომერი საერთოდ ამოღო ხმარებიდან რადგან არ უნდოდა ლ--- თ----------სთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა. მ------ს დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ლ--- თ---------- ჩამოსული იყო წ---––------ზე, სანამ მ------ ჩ-------–---–ის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარს შეიტანდა. აბაშაში მ------ წავიდა სამუშაოდ 04 ივნისს და აგვისტოს ბოლოს დაბრუნდა სახლში. შემდეგ 25 სექტემბერს წავიდა ბათუმში და 25 ოქტომბერს გადავიდა ოზურგეთში. მ.ჩ-------–---–ი შვილების მიმართ ძალიან თბილი იყო. ლ--- თ----------სთან მისი ოჯახის წევრები რაიმე მოლაპარაკებისათვის არ მისულან. მას მ------ ჩ-------–---–მა უთხრა, რომ ბავშვი არ ჩაუკეტავს.
მოწმის სახით დაკითხული ნ----------–- ძ----------–---–ის ჩვენების თანახმად, ის მ------ ჩ-------–---–ის თანასოფლელია. 2017 წლის 20 დეკემბერს მისი დაბადების დღე იყო მეორე დღეს ე.ი. 21 დეკემბერს, მის ჭიშკართან მანქანა გაჩერდა. გავიდა მისი შვილი გ------ი, რათა გაერკვია ვინ იყო მათთან მისული. გ------ს, რომ შეაგვიანდა თვითონაც გავიდა, ნახა ქალბატონი მოზრდილ ბავშვთან ერთად. ქალბატონი ლაპარაკობდა: მ------მ ოჯახი დაატოვებინა, ფოთში წამოიყვანა, დააბინავა, ისეთ დღეში ჩააგდო, ქმარი სახლში არ უშვებს, ამ ქალს უნდოდა მ------ს სახლში მისვლა. ქალბატონმა უთხრა, რომ ის იყო ლ--- თ----------ს ნათესავი. ის დაუკავშირდა მ------ ჩ-------–---–ს, ამ უკანასკნელმა მობილურზე აჩვენა ფოტო, რომელიც იყო იქ მისული ქალბატონის. მას შეუძლია ამ ქალბატონის ამოცნობა.
მოწმის სახით დაკითხული გ------ ძ----------–---–ის ჩვენების თანახმად, ის ბავშვობიდან იცნობს, მ------ ჩ-------–---–ს. მისთვის უცნობმა ქალბატონმა, ახლობლისგან ა-–---- ჯ--–-------ასაგან გაიგო მისი მობილური ტელეფონის ნომერი. ამ ქალბატონმა დაურეკა და კითხა თუ იცნობდა მ------ ჩ-------–---–ს, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, სთხოვა შეხვედრა. 2017 წლის 21 დეკემბერს დაურეკა და მივიდა ტაქსით, თან პატარა ბავშვი ახლდა. ეს ქალბატონი სხვისი სახელით მივიდა და ითხოვდა მ.ჩ-------–---–ის ნახვას. მერე გამოვიდა მისი დედა. ქალბატონი მასაც ესაუბრა და ნახევარ საათში წავიდა. მან დაურეკა მ.ჩ-------–---–ს და სთხოვა მისვლა. მ------ როდესაც მივიდა მასთან აჩვენა ფოტოსურათი, რომელზეც მათთან მისული ქალბატონი ამოიცნო. მეორე დღეს, მასთან მ------ ჩ-------–---–ი მივიდა და მოასმენინა ჩანაწერი, როცა მოისმინა ჩანაწერი იცნო იმ ქალბატონის ხმა, რომელიც მას 2017 წლის 21 დეკემბერს ესაუბრებოდა.
მოწმის სახით დაკითხული გ------- მ---–----ას ჩვენების თანახმად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2018 წლის 12 თებერვალს ქ. თბილისში ჭ-------ის გამზირზე მდებარე სს ,,ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისიდან ამ ბანკის იურისტის ნ---- შ-–------–--გან მის მიერ გამოთხოვილ იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მოთხოვილი ინფორმაცია. კერძოდ, მ------ ჩ-------–---–ის საბანკო ანგარიშის ამონაწერის ამსახველი ინფორმაცია და ერთი ცალი სიდი დისკი ბანკომატიდან ფოტო სურათების ამსახველი დოკუმენტაცია იყო მასში მოთავსებული. დისკი დაილუქა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, ალბათ შემდგომ დათვალიერება მოხდა და გამოთხოვილი მასალები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. აღნიშნულ საქმეზე ამის გარდა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ფოთის სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ამ განჩინების ვადებში მოხდა ამ ინფორმაციის გამოთხოვა 30 დღის ვადაში. ფოთის საქალაქო სამმართველოში დაწყებული იყო გამოძიება მ------ ჩ-------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის ფაქტზე და ამ საქმეში დამატებული იქნა და ამ განჩინებითაც დაევალა ინფორმაციის გამოთხოვა სს ,,ლიბერთი ბანკიდან“. ამონაწერი მ------ ჩ-------–---–ის საბანკო ანგარიშიდან და სულ სამი თაბახის ფურცლად იყო და დისკი. იქ არ დაუთვალიერებია ეს ინფორმაცია, დაილუქა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
მოწმის სახით დაკითხული ზ----- ე-–-------ს ჩვენების თანახმად, მ------ ჩ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები, მის მიერ ასევე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მობილური ტელეფონი, რომელიც ამოიღო მ------ ჩ-------–---–ისგან, ასევე, ლ--- თ----------სგან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და საბანკო ამონაწერი. მოწმის ზ----- ე-–-------ს განმარტებით დააკავა მ------ ჩ-------–---–ი. გ------- მ---–----ამ გამოითხოვა სს ,,ლიბერთი ბანკიდან“ ინფორმაცია, ხოლო დანარჩენი საგამოძიებო მოქმედებები მან ჩაატრა. ექსპერტიზები დანიშნა და მიიღო პასუხებიც. კანონის სრული დაცვით იქნა ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული, მობილურზე არსებული ინფორმაცია დისკზე იქნა გადატანილი. გამოკითხა ლ--- თ----------, რომელმაც თქვა, რომ ჩ-------–---–ი მივიდა მასთან ბინაში მიაყენა შეურაცხყოფა, დაახლოებით ნახევარი საათი ბავშვი ჩაკეტა აბაზანაში, შემდეგ დაუმტვრია ტელეფონი და წავიდა. ჩვენებაში ლ--- თ----------მ უთხრა, რომ მ.ჩ-------–---–ი ხელებზე უჭერდა და იმ საღამოსვე დანიშნა ექსპერტიზა, ახსოვს რომ ლ--- თ----------ს ხელებზე ემჩნეოდა რაღაც.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ გ------- გ-----–-–---–ის ჩვენების თანახმად, კონვერტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი ქაღალდი და მობილური ტელეფონი წარწერით ,,სამსუნგი“, მობილურს მოეხსნა ქვედა პანელი და ამოღებულ იქნა მასში მოთავსებული სიმი და მეხსიერების ბარათი. მობილური ტელეფონის ვიზუალური დათვალიერებისას დადგინდა, რომ მობილური შეესაბამება ,,სამსუნგის“ ფირმის S---------- მოდელის მობილურს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,სამსუნგის“ ფირმის ტელეფონი და მასში მოთავსებული მეხსიერების ბარათი დაკავშირებული იქნა სპეციალური საექსპერტო პროგრამულ-აპარატული კომპლექსის ,,XRY“-ს მეშვეობით, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო- ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილებაში მდებარე პერსონალურ კომპიუტერზე. კვლევის შედეგად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ხუთი აუდიო ფაილი. ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან ამოღებული აუდიო ფაილები დამუშავებულ იქნა სპეციალური პროგრამა ,,exiftool“-ის მეშვეობით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებულ აუდიო ფაილებს არ გააჩნიათ მეტი ინფორმაცია, შესაბამისად შეუძლებელია დადგინდეს თუ როდის იყო აუდიო ფაილები შექმნილი. შემდეგი კვლევებისათვის მოხდა მობილური ტელეფონის ჩართვა, დროის და თარიღის შეცვლა შემოწმების მიზნით, ხმის ჩამწერი აპლიკაციის მეშვეობით შეიქმნა ორი აუდიო ფაილი, ორივე აუდიო ფაილი შექმნილი იყო სხვადასხვა დროის მითითებით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ფაილები შექმნისას თარიღდება მობილურში ტელეფონის სისტემაში არსებული დროის მიხედვით და შექმნილ ფაილებს მეტი ინფორმაცია არ გააჩნიათ. სისხლის სამართლის N------------ საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,სამსუნგის“ ფირმის S---------- მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული გამოძიებისათვის საინტერესო აუდიო ფაილები შექმნისას თარიღდება მობილურში ტელეფონის სისტემაში არსებული დროის მიხედვით და შექმნილ ფაილებს მეტი ინფორმაცია არ გააჩნია.
დაცვის მხარის მიერ შპს ,,მაგთიკომიდან“ მოპოვებული ინფორმაცია მ------ ჩ-------–---–ის მობილურ ტელეფონში მოთავსებული სიმბარათების მეშვეობით განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, მომსახურე ანძების მითითებით, რომლებიც ცალსახად ადასტურებს, რომ მ------ ჩ-------–---–ის მიერ გაკეთებული ჩანაწერი ავთენტურია და მობილურ ტელეფონში დაფიქსირებული შემავალ-გამავალი ზარების წამოწყების დრო, აუდიო ჩანაწერის გაკეთების დრო, გამავალი ზარების გამო წყვეტა, მათი ხანგრძლივობა წამის სიზუსტით ემთხვევა შპს ,,მაგთიკომის“ მიერ გაცემულ დეტალურ ინფორმაციას.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეთა პოზიციებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულ ლ--- თ----------ს ჩვენების გარდა, არც ერთი მტკიცებულება პირდაპირი წესით არ ამტკიცებს მ------ ჩ-------–---–ის მხრიდან ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანებას მოტყუებით, როდესაც არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულებას, შეასრულოს მოქმედება და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ლ--- თ----------ს გარდა, სხვა პირებს სასამართლოსათვის არ მიუციათ ისეთი ჩვენება რაც საკმარისი იქნებოდა მ------ ჩ-------–---–ის დანაშავედ ცნობისათვის, ასევე აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ი-----–- შ------–--ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმდენად არასრულფასოვნადაა შესწავლილი, რომ მისი ჩვენების უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა დაუშვებელია. ასევე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ ვლინდება ის ფაქტი, რომ ი-----–- შ------–--ე ჩაკეტილი იყო ოთახში და ტიროდა, რაც აღნიშნა ლ--- თ----------მ ჩვენებაში. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მ------ ჩ-------–---–მა ლ--- თ----------ს ნებართვის გარეშე მოტყუებით გამოიტანა მისი საბანკო ანგარიშიდან ფულადი თანხა, სატელეფონო ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მ------ ჩ-------–---–მა სადავო თანხის რაოდენობა სესხად აიღო და დასაბრუნებელი ჰქონდა ლ--- თ----------სათვის, რასაც ადასტურებს თავადაც.
სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ მ------ ჩ-------–---–მა დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო მ------ ჩ-------–---–ი უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ-----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ ჩ-------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ------ ჩ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მ------ ჩ-------–---–ის (პ/ნ 2----------); ლ-- ღ--------–---–ი- ჩ-------–---–ის (პ/ნ 2----------), ნ----- ჩ-------–---–ის (პ/ნ 2----------- და ზ-------- ჩ-------–---–ის (პ/ნ 2----------), თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: მუნიციპალიტეტი ლანჩხუთი, ღ--------–-, წ---––------ ს.კ. 2------------ 25 000 ლარის ღირებულების წილს - ყადაღა მოეხსნას.
გამართლებულ მ------ ჩ-------–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
მ------ ჩ-------–---–ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე შსს საექსპერტო-კრიმინალურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
სს ,,ლიბერთი ბანკიდან“ გამოთხოვილი ფოტო და ვიდეო ჩანაწერები ერთ ცალ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მაკა გორგოძე
მოსამართლეები თეიმურაზ სვანიძე
ლერი თედორაძე