განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
200100118002740123
ინსტანცია
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002740123

საქმე №1/ბ-1075-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: მ---------–-–---–ის

ადვოკატ: რ------------------–---–ის

მსჯავრდებულ: რ---------–---–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ---------–---–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---------–---–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქის (პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: თ--–-----------–--------------------ში, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით რ---------–---–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის აგვისტოს თვის დასაწყისიდან 2018 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში რ---------–---–---–ი და ი-------–--–-–---–ი ხვდებოდნენ ერთმანეთს ქალაქ თ--–--ში, რა დროსაც რ----------–---–---–ი ი--------–--–-–---–ს ხშირად საყვედურობდა პოლიციაში საჩივრის შეტანისათვის, სისტემატიურდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ სახეზე სამართებლით მიაყენებდა დაზიანებებს და მოკლავდა. ამავე პერიოდში რ---------–---–---–მა ხელების და ფეხების გამოყენებით სამჯერ სცემა ი-------–--–-–---–ი. რ---------–---–---–ის მხრიდან სისტემატიური ძალადობის შედეგად, ი-------–--–-–---–ი განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2018 წლის 10 სექტემბერს, ქ. თ--–--ში, ა-–----------------------------------------–-------------–-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორზე, ურთიერთშელაპარაკებისას, რ---------–---–---–მა მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით ი-------–--–-–---–ს მიაყენა ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ტანისა და სახის არეში და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ქალა ღრუში სისხლჩაქცევის სახით. ი--------–--–-–---–ი 2018 წლის 16 სექტემბერს, ქ. თ--–--ში შ--------------–---------–---–ის კლინიკაში“ ქალას ღრუში, სისხჩაქცევის შედეგად თავის ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---------–---–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის ჯანზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა;

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 სექტემბერს, ქ. თ--–--ში, ა-–----------------------------------------–-------------–-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორზე, ურთიერთშელაპარაკებისას, რ---------–---–---–მა მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით ი-------–--–-–---–ს მიაყენა ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ტანისა და სახის არეში და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ქალა ღრუში სისხლჩაქცევის სახით. ი--------–--–-–---–ი

2018 წლის 16 სექტემბერს, ქ. თ--–--ში შ--------------–---------–---–ის კლინიკაში“ ქალას ღრუში, სისხჩაქცევის შედეგად თავის ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა.

 

2018 წლის აგვისტოს თვეში ქ. თ--–--ში ჟ--–------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, რ---------–---–---–მა ცემა ი-------–--–-–---–ი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით:

 

რ---------–---–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რ---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ---------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

რ---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 სექტემბრიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ---------–---–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ------------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა, რ---------–---–---–ის მიმართ გამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტები, აღნიშნულის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს რ---------–---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება რ---------–---–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტი.

 

საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ა-–--------–--–-–---–მა განმარტა, რომ ი--------–--–-–---–ი იყო მისი და, რომელთანაც არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 12 სექტემბერს დაურეკეს თ--–--ის პოლიციიდან და შეატყობინეს, რომ მისი და, - ი-------–--–-–---–ი მოთავსებული იყო ყა------–---–-ს კლინიკაში, როდესაც და მოინახულა იგი რეანიმაციაში იყო, როგორც ექიმმა უთხრა მისი და გონზე არ იყო. მოწმის განმარტებით, მისი და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა. შემდეგ გაიგო, რომ ი-------–--–-–---–ის დაზიანებები რ---------–---–---–მა მიაყენა. გარდაცვალების შემდეგ იგი დაუკავშირდა რ---------–---–---–ის მამას და უთხრა, რომ როგორც მოკლეს მისი და ისე მიეხედათ მისთვის, რაზეც პასუხად მიიღო, - თუ უნდოდა „ჟიგულს“ მისცემდა, სხვა საშუალება კი მას არ ქონდა. მოწმის განმარტებით, ცოტა ხნის შემდეგ მას გერმანიიდან დაურეკა რ---------–---–---–ის დამ, რომელმაც უთხრა რომ რ---------–---–---–ზე იყო გამწარებული და ამბობდა რატომ მოახდინა ასეთი რამეო. მოწმემ აღნიშნა, რომ რ---------–---–---–ის დამ გამოუგზავნა 500 ევრო ი-------–--–-–---–ის დაკრძალვის ხარჯების გასაწევად.

 

მოწმე თ--------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის შვილს რ---------–---–---–ს და ი-------–--–-–---–ს ორი-სამი თვის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა და იყვნენ ერთად. მოწმის განმარტებით, მას რ----------–---–---–მა გააცნო ი--------–--–-–---–ი, რომელზეც უთხრა, რომ სურდა მისი ცოლად შერთვა. მოწმის განმარტებით, რ---------–---–---–სა და ი-------–--–-–---–ს შორის ჩხუბი ან მსგავსი ფაქტი არ შეუმჩნევია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ი-------–--–-–---–ი იღებდა ბევრ ალკოჰოლურ სასმელს. 2018 წლის 10 სექტემბერს, მას ტელეფონით დაუკავშირდა მისი და, მ----------–---–--ლი, რომელმაც უთხრა, რ---------–---–---–ს სახლში მიყვანილი ჰყავდა ი-------–--–-–---–ი, რომელიც იყო ცუდად, რის გამოც მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ადგილზე მისვლისას ი-------–--–-–---–ი იყო გონზე, მაგრამ ლუღლუღებდა, იყო მთვრალი და პირიდან ღვინო ამოსდიოდა. მოწმის განმარტებით, მას რ---------–---–---–მა უთხრა, რომ ი---- იყო მთვრალი და ამიტომ მიიყვანა, გამოფხიზლდება და სახლში წავიყვანო. რადგან რ---------–---–---–ი ,,ყარაულად“ მუშაობდა წავიდა შუქის ჩასაქრობად. როდესაც ი-------–--–-–---–ი გარდაიცვალა დაურეკა ი----ს ძმამ და უთხრა თუ საშუალება ჰქონდა დახმარებოდა, რაზეც მან (თ--------–---–---–მა) უთხრა, რომ საშუალება არ ჰქონდა. მისთვის ცნობილია, რომ მისმა შვილმა, რ---------–---–---–ის დამ ი-------–--–-–---–ის ძმას დაკრძალვის თანხა გადაურიცხა, მაგრამ მისი შვილი ეკლსესიას სწირავს ხოლმე ფულს და ეს თანხაც ამიტომ გაიღო ეკლესიურად.

 

მოწმე მ---------–---–---–მა განმარტა, რომ რ---------–---–---–ი არის მისი ძმის შვილი. შემთხვევამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მასთან მისულები იყვნენ რ---------–---–---–ი და ი-------–--–-–---–ი, რომლებიც იყვნენ მთვრალ მდგომარეობაში, დალიეს ყავა და წავიდნენ. მოწმის განმარტებით, ადგილზე, რ---------–---–---–ი ი-------–--–-–---–ზე ამბობდა, რომ ეს იყო ის ქალი, რომელმაც მას უჩივლა პოლიციაში, ამასთან მასვე ეკითხებოდა თუ, როგორ გაიმეტა, რაზეც მან რ---------–---–---–ი გაიყვანა ცალკე და ცდილობდა მის დაწყნაერბას, ვინაიდან მას ჰქონდა ცუდი სიმთვრალე. ის (მოწმე გულისხმობს ი-------–--–-–---–ს) ბრიყვულ სიტყვებს ეუბნებოდა, რის გამოც ი----ს უთხრა, რომ მთვრალ რ---------–---–---–ს ნუ ,,ესპორებოდა“, რადგან რ------ს ჰქონდა ცუდი ხასიათი და არ დაუთმობდა. 2018 წლის 10 სექტემბერს, რ---------–---–---–ი მასთან მივიდა სახლში და სთხოვა დახმარება, კერძოდ, უთხრა, ი-------–--–-–---–ი იყო მთვრალი და წაიქცა, ამასთან სთხოვა, რომ შეიყვანდა სახლში, გამოფხიზლდებოდა და წაიყვანდა. ამის შემდეგ მან ი-------–--–-–---–ი შეიყვანა ფარდულში, ვინაიდან მთვრალი ქალის სახლში შეყვანა არ სურდა, რადგან სახლში ბავშვს არ შეშინებოდა. ფარდულში ი-------–--–-–---–ი დააწვინეს დივანზე. მისივე განმარტებით, ეჩხუბა რ----------–---–---–ს თუ რა საქმე ჰქონდა ი--------–--–-–---–თან, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა თუ რა ემართებოდა და სულ მასზე ფიქრობდა. ამის შემდეგ ფარდულში შეიტანა ადიელა და ი-------–--–-–---–ს დააფარა. ი-------–--–-–---–ს ხელები და ფეხები ჰქონდა ცივი, გააცხელა წყალი, რაშიც ჩააყოფინა ფეხები. ყოველივე აღნიშნულში მას ეხმარებოდა რ---------–---–---–ი. მოწმის განმარტებით ი-------–--–-–---–ს ფეხებზე ეტყობოდა ნაკაწრები, ასევე დაზიანებები ჰქონდა სახეზე, კერძოდ სახეზე ჰქონდა „გათქვლეფის- გამოთქვლებილები“, რაზეც რ------მ უთხრა, რომ აღნიშნული მიიღო წაქცევის შედეგად. მოწმის განმარტებით, მოვლის დროს ი-------–--–-–---–ს დაეწყო ღებინება, რაც არ უჩერდებოდა. რ---------–---–---–ს უთხრა, რომ წაეყვანა საავადმყოფოში, რაზეც რ------ იყო თანახმა, მაგრამ ამბობდა, რომ ჯერ გამოფხიზლდეს და მერე წავიყვანო. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ მან დაურეკა თ--------–---–---–ს და უთხრა მომხდარი, ასევე უთხრა, რომ გამოეძახებინა სასწრაფო დახმარება, რაც თ--------–---–---–მა არ გააკეთა და ისიც მივიდა მათთან სახლში. თ--------–---–---–ს და რ---------–---–---–ს ერთმანეთში მოუვიდათ უთანხმოება, რის შემდეგ რ------ წავიდა და უკან აღარ მობრუნებულა. ამის შემდეგ თ--------–---–---–მა გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელიც მივიდა ადგილზე და ი-------–--–-–---–ი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, სასწრაფოს მისვლამდე სახლში ასევე მივიდა ა-----–---–---–ი, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ მას უკავშირდებოდა რ---------–---–---–ი, რომელიც კითხულობდა ი-------–--–-–---–ის ამბავს, ხოლო თავად ეუბნებოდა, რომ ჩაბარებოდა პოლიციას, რაზეც რ---------–---–---–ი პასუხობდა, რომ მოწესრიგდებოდა და აუცილებლად ჩაბარდებოდა. მოწმის განმარტებით მას და ა-----–---–---–ს ეჩხუბა თ--------–---–---–ი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მისცეს ჩვენება პოლიციაში მომხდართან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, რ------ მას ეუბნებოდა რომ ი-------–--–-–---–ი არ უცემია და ი---- თვითონ წაიქცა. როდესაც ი-------–--–-–---–ს ხალათს აცმევდნენ ტანზე შეხედა და მას დაზიანება არ ჰქონია.

 

მოწმე ა-----–---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს დაახლოებით 20:30 საათზე სამუშაოდან დაბრუნდა მამიდასთან მ---------–---–---–თან, რადგან მასთან შვილი ჰყავდა დატოვებული. ეზოში არსებულ სარაიაში დაინახა შუქი ანთებული, ბიძამისი, - რ---------–---–---–ი და ბიძაშვილი, - თ--------–---–---–ი, იდგნენ გარეთ და კამათობდნენ. მოწმის განმარტებით, მან რ------ს და თ-----ს უთხრა, რომ ახლოს ვერ მოიკითხავდა, რაზეც თ--------–---–---–მა უთხრა „წადი წადი რა მოკითხვის დროაო“, რის შემდეგ შევიდა სახლში. სახლში შესვლისას მას მ---------–---–---–მა უთხრა, რომ რ---------–---–---–ს მიყვანილი ჰყავდა მეგობარი ქალი, რომელიც იყო ცუდად და გაუწია პირველადი დახმარება, რაზეც საპასუხოდ უთხრა, რომ გამოეძახებინათ სასწრაფო დახმარება.

მოწმის განმარტებით, გამოძიებელს რომ ჩვენება მისცა თ--------–---–---–მა ამის გამო უსაყვედურა, კონცერტი დაუდგა. თ--------–---–---–ი შეუვარდა ოთახში და დაემუქრა, რომ მის შვილს მოკლავდა, შემდეგ მისკენ გაიწია, მერე მამიდა ჩაუდგა შუაში და უთხრა უთხრა, რომ ბავშვს ეშინოდა, რაზეც თ-----იმ ძალიან უცენზურო სიტყვები თქვა.

მოწმე გ---------–---–ის განმარტებით, ა---------– ყა------–---–-ს კლინიკაში მუშაობს ნეიროქირურგად. კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ შეყვანილი იქნა ი-------–--–-–---–ი. პაციენტი იყო კომატოზურ მდგომარეობაში, არ შედიოდა კონტაქტში და არ რეაგირებდა ნერვულ გაღიზიანებაზე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ნანახი იქნა მარჯვენა შუბლ–თხემ–საფეთქლის მიდამოს სუბდურული სისხლჩაქცევა და შუამდებარე სტრუქტურების კვდომა, თავის ტვინის შეშუპება, შესაბამისად მოამზადა პაციენტი საოპერაციოდ და დაიწყეს ოპერაცია. ოპერაციის დროს იყო თავის ტვინის მძიმე დაზიანება, მოხდა თავის ქალის ორმხრივი დეკომპრესია, სტრუქტურული სისხლჩაქცევის ევაკუაცია. შემდგომში პაციენტი განაგრძობდა მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. მის მიერ ჩატარებული მოქმედებები იყო დროული, ადეკვატური, მაგრამ პაციენტი შეყვანისთანავე იყო ძალიან მძიმე, რის გამოც ვერ მოხდა მისი გადარჩენა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ---------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურში მუშაობს მორიგე ექიმად. 2018 წლის 10 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გამოძახებაზე იყო გასული თ--–--ის რაიონის ს------–-----------–ში. მოწმის განმარტებით ადგილზე მისვლისას ხანშიშესული მამაკაცი დახვდათ, რომელმაც მიანიშნა თუ სად უნდა მისულიყვნენ, - ეზოში არსებულ ერთ-ერთ შენობაში, სადაც მოთავსებული იყო ძველი ავეჯი, ტახტზე იწვა ქალბატონი, რომელიც იყო უგონო მდგომარეობაში. პაციენტს გაუზომეს შაქარი. ვინაიდან სხვა გამოსავალი არ იყო ქალბატონი გადაიყვანეს სტაციონარში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ავტომანქანაში დააკვირდა ქალბატონს, რომელსაც სახეზე ჰქონდა ნაკაწრები, ასევე თვალბუდის არეში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ადგილზე მისვლისას იქ მყოფები ეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ ის ქალბატონი ვინ იყო, იყო მთვრალი, დაკარგა გონება, ხოლო დაზიანებებზე ეუბნებოდნენ ალბათ წაიქცა და მაშინ მიიღოო. როგორც ოჯახში მყოფმა ქალბატონმა უთხრა პაციენტი მის ძმიშვილს გზაში უნახავს, შეეცოდა და ჩემთან მოიყვანაო. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში, პოლიციის მიერ გაკეთებული გამოძახების საფუძველზე, გამოცხადდა თ--–--ის შს რაიონულ სამმართველოში, სადაც შენობის კიბეზე იჯდა ნასვამი ქალბატონი, რომელიც უჩიოდა ტკივილებს გულ-მკერდი არეში და ამბობდა, რომ იყო ნაცემი. ამის შემდეგ ხსენებულ ქალბატონს აღმოუჩინეს დახმარება და გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ------–-–---–მა.

 

მოწმე გ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რ---------–---–---–თან ერთად მუშაობდა მშენებლობაზე მუშად. 2018 წლის 10-11 სექტემბერს იცოდა, რომ რ---------–---–---–ი არ იქნებოდა სამსახურში, რადგან მას ნათქვამი ჰქონდა, რომ მამიდას ეხმარებოდა რთველში. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში რ---------–---–---–ი გამოცხადდა ობიექტზე და თქვა, რომ ეძებდა პოლიცია და უნდა ჩაბარებულიყო, ხოლო თუ რატომ ეძებდა, ან რატომ უნდა ჩაბარებულიყო მისთვის ცნობილი არ არის.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------------–-–---–მა და განმარტა, რომ დილით დაურეკა რ------მ და უთხრა, რომ რთველში მივდივარ და ვერ მოვალო, რ------ მეორე დღესაც ვერ მივიდა. რ------ დარაჯი იყო და იმის გამო, რომ ის სამსახურში არ იყო იარაღის შენახვა მას მოუწია. როდესაც რ------ გამოცხადდა უთხრა, რომ პოლიციას უნდა ჩაბარებოდა, თუმცა რატომ მიზეზი არ უკითხავს.

 

მოწმე ლ-------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს დაკარგა „ბოჩოლები“, რომელთა ძებნის დროს მან ნახა რ---------–---–---–ი და ქალბატონი ისხდნენ გზის პირას ალაყაფის კართან და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. რ----------–---–---–მა იგიც მიიწვია სუფრაზე, მივიდა, დალია ორი ჭიქა ღვინო და მალევე წავიდა. მოწმემ განმარტა, რომ სუფრაზე რ---------–---–---–ისა და ქალბატონის გარდა არავინ არ ყოფილა, ამასთან როდესაც მან დატოვა სუფრა და წავიდა „ბოჩოლობის“ საძებნელად, უკან დაბრუნებისას რ---------–---–---–ი და ქალბატონი უკვე იქ აღარ იყვნენ.

 

მოწმე დ-------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს რ---------–---–---–თან ერთად ეხმარებოდა ჟ--–----ს, რომლის გვარიც არ ახსოვს შეშის დაჩეხვაში. სამუშაოს დასრულების შემდეგ დასხდნენ სუფრასთან, სადაც ასევე იყო ი-------–--–-–---–ი. მოწმის განმარტებით, სუფრაზე ი-------–--–-–---–ს რ---------–---–---–მა დაუწყო კამათი იმაზე, თუ რატომ უჩივლა მას პოლიციაში, რის შემდეგაც სახეში გაარტყა ხელი, რაზეც ი-------–--–-–---–ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და დაეცა. მოწმის განმარტებით მან და ჟ--–----მ გააშველეს რ---------–---–---–ი და ი-------–--–-–---–ი, ამასთან გაშველების დროს რ---------–---–---–მა მაინც მოახერხა ი-------–--–-–---–ისთვის რამდენჯერმე დაერტყმა. დ-------------ის თქმით, ერთი გარტყმის გარდა რ------მ ი----ს ხელი და ,,ყველაფერი“ დაარტყა.

 

მოწმე ლ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს, სასწრაფო ბრიგადის მიერ კლინიკაში შეყვანილი იქნა ი-------–--–-–---–ი, რომელიც იყო ნაცემი და უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში და აღნიშნავდა, რომ თავი ჰქონდა გატეხილი. მოწმის განმარტებით ქალბატონი აღნიშნავდა, რომ სამი დღით ადრე ცემა მისმა მეგობარმა სახელად რ------მ. სახელი, - რ------ იმიტომ დამახსოვრდა რომ არ არის გავრცელებული. რ------ს არ იცნობს, მაგრამ იმეორებს დაზარალებული ქალბატონის ნათქვამს. მისივე განმარტებით, პაციენტს გაეწია შესაბამისი დახმარება, რაზეც გაკეთდა სათანადო ჩანაწერი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, რომლის თანახმად: სამედიცინო საბუთებში არსებული

ჩანაწერის მიხედვით, ი-------–--–-–---–ი თ--–--ის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობას გადიოდა 16.08.2018 წლიდან 16.08.2018 წლამდე, შემდეგ კი თვითნებურად დატოვა კლინიკა. დაესვა დიაგნოზი მრავლობითი ზედაპირული ტრავმები. ტკივილი გულმკერდში დაუზუსტებელი. სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერის მიხედვით მას ასევე თავზე თხემის შუა ნაწილში მარჯვნივ, აღენიშნებოდა დაახლოებით 3 სმ. სიგრძის ფუფხით დაფარული ჭრილობა. აღნიშნული დაზიანების ხასიათის და ხარისხის დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო საბუთში ჭრილობის მორფოლოგიური სურათის არასრულფასოვანი აღწერილობის გამო.

 

სამედიცინო საბუთში არსებული ჩანაწერის მიხედვით ი-------–--–-–---–ი თ--–--ის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობას გადიოდა 16.08.2018 წლიდან 16.08.2018 წლამდე, შემდეგ კი თვითნებურად დატოვა კლინიკა. დაესვა დიაგნოზი მრავლობითი ზედაპირული ტრავმები. ტკივილი გულმკერდში დაუზუსტებელი. სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერის მიხედვით მას ასევე თავზე თხემის შუა ნაწილში მარჯვნივ, აღენიშნებოდა დაახლოებით 3 სმ. სიგრძის ფუფხით დაფარული ჭრილობა. მოწმის დაკითხვის ოქმიდან კი ირკვევა, რომ ი-------–--–-–---–ს 2018 წლის 16 აგვისტოს თ--–--ის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანის დროს თხემის მარჯვენა შუა ნახევარში აღენიშნებოდა

2,0x0,2 სმ. სიგრძის ფუფხით დაფარული ჭრილობა, რომლის სიღრმისა და კიდეების მდგომარებოს გარკვევა იყო შეუძლებელი. აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხასიათის (მიმყენებელი საგნის) დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო საბუთში ჭრილობის მორფოლოგიური სურათის არასრულფასოვანი აღწერის გამო.

 

ი-------–--–-–---–ის გვამს აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა თავის ტვინის რბილ გარსებში. სისხლნაჟღენთები თავის რბილი საფარის ქვეშ. მკერდის ძვლის მოტეხილობა. ნაჭდევები კისრის მარჯვენა ნახევარში, გარეთა და ნაწილობრივ უკანა ზედაპირებზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა წვივის შუა მესამედის წინა ზედაპირზე, მარჯვენა ქუსლის გარეთა ზედაპირზე, მარჯვენა ტერფის ზედა გარეთა ზედაპირზე, მარცხენა ტერფის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და შუბლის არეში. სისხლნაჟღენთები ორივე თვალბუდის არეში, მარცხენა ბარძაყის შუა მესამედის წინა ზედაპირზე და მარცხენა მხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე.

 

დაზიანება ქალას ღრუში სისხლჩაქცევის სახით, მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს. აღნიშნული დაზიანება სიცოცხლის დროინდელია და იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. თხემის არეში აღენიშნებოდა ექვსი მუქი წითელი ფერის სისხლნაჟღენთი, რაც მიუთითებს, რომ თავის არეში ადგილი ქონდა მრავალჯერად ფიზიკურ ზემოქმედებას.

 

დაზიანება მკერდის ძვლის მოტეხილობის სახით მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს. აღნიშნული დაზიანება სიცოცხლის დროინდელია და სიკვდილის დადგომასთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.

სხეულზე გარეგნულად არსებული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, განვითარებულია სიკვდილის დადგომის წინა ახლო პერიოდში

და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს.

ი-------–--–-–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ტვინის შეშუპება, ქალას ღრუში სისხლჩაქცევის შედეგად განვითარებული, რაც თავის მხრივ შედეგია სხეულის ბლაგვი ტრავმისა. პაციენტის სტაციონალური სამედიცინო ბარათში მითითებულია, რომ სიკვდილი დადგა 16.09.2018 წელი 14:30 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევის დროს ნანახ ნაადრევ გვამურ მოვლენებს. იმის დასადგენად თუ რამდენად სწორად იქნა ჩატარებული სტაციონარში ი-------–--–-–---–ის მკურნალობა საჭიროა დაინიშნოს კომისიური ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში.

მოწმის განმარტებით, მსგავსი სახის დაზიანებებს ი-------–--–-–---–ი ერთჯერადი დაზიანებით ვერ მიიღებდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ დაზიანებები იყო მრავლობითი და მეორეც, იყო სხვადასხვა სიბრტყეებში. ადვოკატის შეკითხვაზე: ი---- ნაცვლშვილი დაცემის შედეგად თუ მიიღებდა მსგავსი სახის დაზიანებას, ექსპერტმა განმარტა, რომ ი-------–--–-–---–ი თუ წაიქცეოდა, ადგებოდა და ისევ წაიქცეოდა, ხუთჯერ ან ათჯერ თუ წაიცეოდა შესაძლოა მიეღო მსგავსი სახის დაზიანებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ი-------–--–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმადაც 2018 წლის აგვისტოს თვეში მასთან მივიდა რ---------–---–---–ი, რომელმაც თხოვა შერიგება. ამის შემდეგ გამოყვა თ--–--ში და ერთად ცხოვრობდნენ ვარდისუბანში არსებული პარკეტის ცეხის სადარაჯო შენობაში. შემდეგ რ---------–---–---–ი მის მიმართ გახდა აგრესიული და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციაში ჩივილის გამო, ამასთან ცემდა და ეუბნებოდა თუ მისგან წავიდოდა სახეზე დაუსვამდა ბრიტვას. ყოველივე აღნიშნულზე კი ი-------–--–-–---–ი განიცდიდა სულიერ ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. ამის შემდეგ 2018 წლის 14 აგვისტოს ი-------–--–-–---–ი რ---------–---–---–ს, მის მეგობართან დავითთან ერთად გაყვა მათი საერთო მეგობრის ჟ--–----ს სახლში, სადაც სუფრაზე ყოფნის დროს რ----------–---–---–მა მიიღო ალკოჰოლი და ი-------–--–-–---–ს კვლავ დაუწყო ჩხუბი პოლიციაში ჩივილის გამო და ხელებითა და ფეხებით დაუწყო ცემა, რაზეც განიცადა ფიზიკური ტკივილი. გამოკითხვის ოქმის თანახმად ამის შემდეგ წავიდნენ რ---------–---–---–ის დედის ე-----------–---–ის სახლში, საიდანაც მოახერხა გამოპარვა და მივიდა პოლიციაში, სადაც მას გამოუძახეს სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს თ--–--ის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც ექიმებს განუცხადა, რომ იგი ცემა რ---------–---–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ----–----–--------–---–მა დაადასტურა მისი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ლ-–----------–---–--------------------------------------------------–---–---------------–---–--------–------------–-–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნასა და ძირითად არგუმენტებზე. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები რომლითაც დადგინდებოდა რ---------–---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის ხსენებულ არგუმენტს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის, - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მოცემული დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია ანუ მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. შესაბამისად, ობიექტური მხარე გამოიხატება: ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული მხოლოდ განზრახია.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, პალატა უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-------–--–-–---–ს სწორედ რ---------–---–---–მა მაიყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. სააპელაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას მიაპყრობს მოწმე ლ-------------------–---–ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ალაზნის გამზირზე ნახა რ---------–---–---–ი და ი-------–--–-–---–ი, რომლებიც ღებულობნენ ალკოჰოლურ სასმელს, მოწმემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რ---------–---–---–ის და ი---- ნ-–--–-–---–ის გარდა სხვა პიროვნება მათთან არ ყოფილა. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების - მ--------–---–---–ის, თ--------–---–---–ის და ა-----–---–---–ის ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის და რ---------–---–---–ის ავტომობილის დათვალიერების ოქმით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ სწორედ რ---------–---–---–მა მიიყვანა უკვე დაზიანებული და უგონო მდგომარეობაში მყოფი ი-------–--–-–---–ი მ--------–---–---–ის სახლში, - აღნიშნული გარემოება რეალურად არ უარყვია არც რ---------–---–---–ს. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების - ნ---------–---–---–ის და ლ------–-–---–ის ჩვენებებზე, რომელთა განმარტებით, 2018 წლის 10 სექტემბერს გამოძახებაზე იყვნენ გასული თ--–--ის რაიონის ს------–-----------–ში. ადგილზე მისვლისას ხანშიშესული მამაკაცი დახვდათ, რომელმაც მათ მიანიშნა თუ სად უნდა მისულიყვნენ, - ეზოში არსებულ ერთ-ერთ შენობაში, სადაც მოთავსებული იყო ძველი ავეჯი, ტახტზე იწვა ქალბატონი, რომელიც იყო უგონო მდგომარეობაში. ი-------–--–-–---–ის სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტ გ----------------–---–ის მიერ ჩატარებულ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ი-------–--–-–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ტვინის შეშუპება, ქალას ღრუში სისხლჩაქცევის შედეგად განვითარებული, რაც თავის მხრივ შედეგია სხეულის ბლაგვი ტრავმისა. დაცვის მხარე ავითარებდა ვერსიას, რომ თითქოს ი-------–--–-–---–მა აღნიშნული დაზიანებები მიიღო დაცემის შედეგად, რასაც პალატა ვერ გაიზირებს, რადგან მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–---–მა მისთვის არაერთხელ დასმულ შეკითხვაზე დამაჯერებლად განმარტა, რომ მსგავსი სახის დაზიანებებს ი-------–--–-–---–ი ერთჯერადი დაზიანებით, მაგალითად წაქცევით ვერ მიიღებდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ დაზიანებები იყო მრავლობითი და მეორეც, იყო სხვადასხვა სიბრტყეებში. მანვე აღნიშნა, რომ ი-------–--–-–---–ი თუ წაიქცეოდა, ადგებოდა და ისევ წაიქცეოდა, ხუთჯერ ან ათჯერ თუ წაიცეოდა შესაძლოა მიეღო მსგავსი სახის დაზიანებები. სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ასევე აღნიშნავდა სხვა ვერსიის შესახებ და უთითებდა, რომ ი-------–--–-–---–ის კლინიკაში ყოფნის ექვსი დღე დაცვის მხარისათვის ეჭვს ბადებს, კერძოდ მისი სიკვიდლის მიზეზი არის რ---------–---–---–ის გაუფრთხილებლობა თუ ოპერაციის არასწორი ჩატარება. სააპელაციო პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოიშველეიბს მოწმის სახით დაკითხული ა---------– ყა------–---–-ს კლინის ნეიროქირურგის - მოწმე გ---------–---–ის ჩვენებას, რომლის განმარტებით, როდესაც მან სასწაფო დამხარების ბრიგადის მიერ შეყვანილი პაციენტი ი-------–--–-–---–ი გასინჯა იგი იყო კომატოზურ მდგომარეობაში, ნევროლოგიური სტატუსი იყო მძიმე. პაციენტი კონტაქტში არ შედიოდა და მტკივნეულ გაღიზიანებებზე არ რეგირებდა. დროულად ჩატარდა ოპერაცია, ექიმების მიერ ყველაფერი გაკეთდა დროულად და ადეკვატურად, თუმცა პაციენტი შეყვანისთანავე იყო მძიმე მდგომარეობაში. ის გარემოება, რომ პაციენტი კლინაკში შეყვანამდეც უგონო მდგომარეობაში იყო დაადასტურეს სასწარფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ნ---------–---–---–მა და ლ------–-–---–მა. აღნშნული მტკიცებულებების ფონზე დაცვის მხარის ვერსიები რ---------–---–---–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული. რაც შეეხება დაცვის მხარის კიდევ ერთ ვერსიას იმის შესახებ, რომ თითქოს მინდორში ქეიფის დროს, რ---------–---–---–ი ცოტა ხნით სასმლის საყიდლად იყო გასული და უკან დაბრუნებულს ი-------–--–-–---–ი დაშავებული დახვდა. საპელაციო პალატისათვის გაუგებარია, თუკი ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქოდნა ადგილი და რ---------–---–---–მა ი-------–--–-–---–ი მართლაც ასეთი სახის დაზიანებებით ნახა დაუყოვნებლივ რატომ არ გამოიძახა სასაწრაფო სამედიცინო დახმარება ან/და საპატრულო პოლიცია და რატომ მიიყვანა მამიდის სახლში, სადაც ახლობლებს არწმუნებს, რომ ი----მ დაზიანებები დაცემით მიიღო. დაცვის მხარის აღნიშნული ვერსიაც რომ მოგონილია ადასტურებს ის ფაქტიც, რომ როდესაც მ--------–---–---–ის საცხოვრებელ სახლში მხოლოდ თ--------–---–---–ის მისვლის შემდეგ იძახებენ სასწაფო სამედიცინი დახმარებას, რ---------–---–---–ი დაუყოვნებლივ ტოვებს მ--------–---–---–ის საცხოვრებელ სახლს. ასევე, მომდევნო სამუშაო დღეების განმავლობაში არ ცხადდება სამსახურში, ხოლო სამსახურში მისული კი თანამშრომელბს უცხადებს, რომ უნდა ჩაბარდეს პოლიციას. ასევე, საგულისხმოა ის გარემოება რომ იგი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ი-------–--–-–---–ს არ აკითხავს კლინიკაში და მხოლოდ სატელეფონო საშუალებით კითხულობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ყოველი სატელეფონო კომუნიკაციის დროს კი მამიდას,- მ--------–---–---–ს პირდება რომ პოლიციას აუცილებლად ჩაბარდება. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ა-–---ი ნ-–--–-–---–ის ჩვენებაზეც, რომელმაც დაადასტურა რომ ი-------–--–-–---–ის დაკრძალვის ხარჯები გადაიხადა რ---------–---–---–ის დამ, რომელიც რ---------–---–---–ზე იყო გამწარებული და ამბობდა ეს ამბავი რატომ მოახდინაო. რაც შეეხება ამ საკითხთან დაკაშირებით მოწმე თ--------–---–---–ის განმარტებას, რომ თითქოს მისმა შვილმა, რ---------–---–---–ის დამ ი-------–--–-–---–ის დაკრძალვის ხარჯები მხოლოდ იმიტომ გაიღო რომ მან შესაწირი გააკეთა, არის სასამართლოს შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს, რ---------–---–---–ის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობის მიზნით მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გაჟღერებული არაერთი ვერსიის გარდა არ წარმოუდგენია თუნდაც ერთი სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ არ ჰქონია ადგილი მოვლენათა იმგვარ განვითარებას, რომელიც სასამართლომ დადგენილიად მიიჩნია

 

რაც შეეხება რ------ ბ-–---–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. მოწმე დ-------------ემ ჩვენების მიცემის დროს დეტალურად აღწერა 2018 წლის 16 აგვისტოს თვეში თუ როგორ გაუსწორდა ფიზიკურად რ---------–---–---–ი ი-------–--–-–---–ს. მოწმის განმარტებით, რ---------–---–---–მა ი-------–--–-–---–ს სახეში გაარტყა ხელი, რის გამოც ი-------–--–-–---–ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და დაეცა. დ-------------ის თქმით, ერთი გარტყმის გარდა რ------მ ი----ს ხელი და ,,ყველაფერი“ დაარტყა. გაშველების დროს თავად მიიღო დაზიანება, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ აქვს. სააპელაციო პალატა კვლავ უბრუნდება მოწმე ნ---------–---–---–ის ჩვენებას, რომლის განმარტებით, 2018 წლის აგვისტოს თვეში, პოლიციის მიერ გაკეთებული გამოძახების საფუძველზე, გამოცხადდა თ--–--ის შს რაიონულ სამმართველოში, სადაც შენობის კიბეზე იჯდა ნასვამი ქალბატონი, რომელიც უჩიოდა ტკივილებს გულ-მკერდის არეში და ამბობდა, რომ იყო ნაცემი. ამის შემდეგ ხსენებულ ქალბატონს აღმოუჩინეს დახმარება და გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში. მოწმე ლ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს, სასწრაფო ბრიგადის მიერ კლინიკაში შეყვანილი იქნა ი-------–--–-–---–ი, რომელიც იყო ნაცემი და უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში და აღნიშნავდა, რომ თავი ჰქონდა გატეხილი. მოწმის განმარტებით ქალბატონი აღნიშნავდა, რომ სამი დღით ადრე ცემა მისმა მეგობარმა სახელად რ------მ. სახელი, - რ------ იმიტომ დამახსოვრდა რომ არ არის გავრცელებული. რ------ს არ იცნობს, მაგრამ იმეორებს დაზარალებული ქალბატონის ნათქვამს. ლ----------–---–ის განმარტებით, პაციენტს გაეწია შესაბამისი დახმარება, რაზეც გაკეთდა სათანადო ჩანაწერი. ზემოაღნიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან სრულ შესაბამისობაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ი-------–--–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად, რ---------–---–---–ს, მის მეგობართან დავითთან ერთად გაყვა მათი საერთო მეგობრის ჟ--–----ს სახლში, სადაც სუფრასთან ყოფნის დროს რ----------–---–---–მა მიიღო ალკოჰოლი და ი-------–--–-–---–ს კვლავ დაუწყო ჩხუბი პოლიციაში ჩივილის გამო და ხელებითა და ფეხებით დაუწყო ცემა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. გამოკითხვის ოქმის თანახმად ამის შემდეგ წავიდნენ რ---------–---–---–ის დედის ე-----------–---–ის სახლში, საიდანაც მოახერხა გამოპარვა და მივიდა პოლიციაში, სადაც მას გამოუძახეს სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს თ--–--ის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც ექიმებს განუცხადა, რომ იგი ცემა რ---------–---–---–მა. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, სამედიცინო საბუთში არსებული ჩანაწერებს, რომლის მიხედვით ი-------–--–-–---–ი თ--–--ის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობას გადიოდა 16.08.2018 წლიდან 16.08.2018 წლამდე, შემდეგ კი თვითნებურად დატოვა კლინიკა. დაესვა დიაგნოზი მრავლობითი ზედაპირული ტრავმები. ტკივილი გულმკერდში დაუზუსტებელი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა რ---------–---–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს რ---------–---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს მსჯავრდებულ რ---------–---–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ამასთანავე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, მსჯავრდებულ რ---------–---–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი რ---------–---–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ---------–---–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი რ---------–---–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

რ---------–---–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რ---------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ---------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

რ---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 სექტემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თმის მაგვარი ბეწვი, შალითები, მოწითალო ფერის ლაქები, ტყავის ამონაჭერი, სიგარეტის ფილტრები, ქვა, პოლიეთილენის ნივთები, სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს. პლედი, ტანსაცმელი, რეზინის ნოხები, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, დანა, ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, მობილური ტელეფონი, სიმბარათები, წითელი ფერის ჩანთა, კოსმეტიკური ნივთები, პლასტიკური ბარათები და პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო CD დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი