განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-714-2019 წელი
№080100119003056767
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
15 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი-----–- ჭ--–--ისა და ლ--–- გ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართ-ლის საქმე.
ი-----–- ჭ--–--ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, განათლების არ მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქო-ნე, მცხოვრები ბ----------------------------–----------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქა-ლაქო სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დანა-შაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02(ორი) წლის გამოსაცდელ ვადით.
ლ--–- გ--------ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქვრივი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ბ----------------------------–----------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხ-ლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02(ორი) წლის გამოსაცდელ ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ი-----–- ჭ--–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფი-ზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არა-სრულწლოვნის მიმართ.
ლ--–- გ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რა-საც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მი-მართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზო-დი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბ----------------------------–-----------ში მდებარე სახლში, ი-----–- ჭ--–--ემ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდას-წრებით იძალადა ასევე არასრულწლოვან ოჯახის წევრზე მ---- ნ-–-----ეზე (სახეში გა-არტყა ხელი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბ----------------------------–-----------ში მდებარე სახლში, ი-----–- ჭ--–--ემ იძალადა არასრულწლოვან ოჯახის წევრზე მ---- ნ-–-----ეზე (ცემა ელექტრო სადენის გამოყენებით). დაზარალებულმა განიცადა ფიზი-კური ტკივილი.
2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 10:00 საათზე, ბ----------------------------–-----------ში მდებარე სახლში, ლ--–- გ--------ემ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდას-წრებით იძალადა ასევე არასრულწლოვან შვილიშვილზე მ---- ნ-–-----ეზე (ხელი რამო-დენიმეჯერ ჩაარტყა თავში). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბ----------------------------–-----------ში მდებარე სახლში, ლ--–- გ--------ემ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდას-წრებით იძალადა ასევე არასრულწლოვან შვილიშვილზე მ---- ნ-–-----ეზე (ფეხში ჩაარ-ტყა ფეხი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ---–- ტ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ი-----–- ჭ--–--ისა და ლ--–- გ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრე-ბას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ი-----–- ჭ--–--ისა და ლ--–- გ---------ის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები განხორციელებულია არაერთჯერადად, ასევე დაზარალებული არის არასრულწლოვანი. აღნიშნული გარემოებები მეტყველებს ი------–- ჭ--–--ესა და ლ--–- გ--------ეზე, როგორც მოძალადე პიროვნებებზე და მათ მი-მართ დანიშნული სასჯელები არ არის საკმარისად მკაცრი მათი პიროვნებების, მათ მიერ განხორციელებული ქმედებების ძალმომრეობითი ხასიათის, ინტენსივობისა და სიმძიმის გათვალისწინებით და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი-----–- ჭ--–--ისა და ლ--–- გ--------ის ქმედებებისათვის მიცე-მული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია, შესაბამისად ი-----–- ჭ--–--ის ქმედე-ბისათვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნა-წილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ლ--–- გ--------ის ქმედებისათვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულების ი-----–- ჭ--–--ისა და ლ--–- გ--------ის მიმართ და-ნიშნულ სასჯელებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ მიმართ სასჯელების დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხ-ლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მო-ტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწი-ნააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნა-შავის რესოციალიზაცია; აგრეთვე გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ი-----–- ჭ--–---ეს და ლ--–- გ--------ეს ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, აღიარებენ დანაშაულს, არ არიან ნასამართლევი, დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს მათ მიმართ პრეტენზიები არა აქვს, ამასთან, მათ აღენიშნებათ მსუ-ბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (შეზღუდული შერაცხადობა) და ი-----–- ჭ--–--ისა და ლ--–- გ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით მათ სასჯელად დაუნიშნა შესაბამი-სად: ი-----–- ჭ--–--ეს – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პი-რობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო ლ--–- გ--------ეს – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელები სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების სიმძი-მეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულების პიროვნებებს და არ არსებობს გასაჩივრე-ბული განაჩენით დანიშნული სასჯელების ნაწილში მსჯავრდებულთათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 აგ-ვისტოს განაჩენი ი-----–- ჭ--–--ისა და ლ--–- გ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვ-ლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ი-----–- ჭ--–--ისა და ლ--–- გ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუ-თაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-----–- ჭ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 29 იანვრის ეპიზო-დი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოდ ი-----–- ჭ--–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–- ჭ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 30 იანვრიდან 2019 წლის 27 აგვისტომდე.
ი-----–- ჭ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმე-ბულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმ-რო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის შესა-ბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
მსჯავრდებულ ი-----–- ჭ--–--ეს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი.
ი-----–- ჭ--–--ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
ლ--–- გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 24 იანვრის 10 სთ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღ-კვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვა-დით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 24 იანვრის 21 სთ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღ-კვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ლ--–- გ--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ლ--–- გ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 30 იანვრიდან 2019 წლის 08 თებერვლამდე.
ლ--–- გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ვ-----–- გ--------ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და „არასაპა-ტიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცე-ვაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდე-ბულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ლ--–- გ--------ეს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი;
ლ--–- გ--------ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili