განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002862922
საქმე №1ბ/982-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მერი ლაბარტყავას, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა-----------–---–ის
მსჯავრდებულის: ვ-–-----------------–---–ის
ადვოკატის: ა-----–-–---–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ვ-–-----------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: გ----------------------------–------––---–---------------–--–----------, ფაქტობრივად მცხოვრების: გ----------------------------–------------–---ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-–-----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, გ----------------------------–------------–---ში, ვ-–-----------------–---–ისა და გ---–-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, დედა-შვილმა, ვ-–-----------------–---–მა და გ---–-------------–---–მა იკამათეს, რის შემდეგაც ვ-–-----------------–---–მა დედას - გ---–-------------–---–ს დანით მარჯვენა ფერდში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო შემავალი ღია ჭრილობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენით:
ვ-–-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე.
ვ-–-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 15 იანვრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა მოცემულ საქმეზე დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 9 იანვრიდან 2019 წლის 11 იანვრის ჩათვლით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----------–---–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით. კერძოდ, ვ-–-----------------–---–მა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი სრულად მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ვ-–-----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ-–-----------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ გ---–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ლ-------------–---–ის, ა---------ის გამოკითხვის ოქმებით, ვ-–-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და მის მიერ დანაშაულის აღიარებით, ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სტაციონარული პაციენტის გ---–-------------–---–ის სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ-–-----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ვ-–-----------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო. აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაული და აქედან გამომდინარე თვლის, რომ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნით (სასჯელის დანიშვნა შემამსუბუქებელ გარემოებათა არსებობისას) და თავისუფლების აღკვეთის ნაწილი პირობითად ჩათვალოს იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ-–-----------------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამგვარი დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის დანაწესით, მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა კანონშესაბამისი სასჯელი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის (სასჯელის დანიშვნა შემამსუბუქებელ გარემოებათა არსებობისას) რეგულაციები სამართლებრივად შეეხება შესაბამისად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (ოჯახური დანაშაულის ჩადენისას) და შემამსუბუქებელი გარემოებების შემთხვევაში დანიშნული სასჯელის ვადას (ზომას), ხოლო საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის მოხდას, რაც სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის ან მისი ნაწილის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად: ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება, ზოგადად, სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ვ-–-----------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ვ-–-----------------–---–მა როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. მას დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეები არ ჰყოლია და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. ასევე სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ ვ-–-----------------–---–ი არის მცირეწლოვანი შვილების მამა და ოჯახის მარჩენალი, იგი ნებაყოფლობით, ბრალის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში და წარმოადგინა დანაშაულის ჩადენის იარაღი, აგრეთვე, ვ-–-----------------–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ-–-----------------–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ვ-–-----------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–-----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი ვ-–-----------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ვ-–-----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე;
მსჯავრდებულ ვ-–-----------------–---–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 15 იანვრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 9 იანვრიდან 2019 წლის 11 იანვრის ჩათვლით;
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ვ-–-----------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მსჯავრდებულ ვ-–-----------------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ-–-----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინების საფუძველზე გადახდილი გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
საქმეზე ამოღებული დანა, ვ-–-----------------–---–ისაგან აღებული სისხლის ნიმუში, ვ-–-----------------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ვ-–-----------------–---–ისაგან აღებული ხელის ანაწმენდები, შემთხვევის ადგილიდან აღებული სისხლის ლაქები, გ---–-------------–---–ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ტანსაცმელი, დაუბრუნდეს მის მფლობელს. (ინახება საქართველოს შს სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში);
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე