განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117001812373
საქმე № 1ბ/627-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
18 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ვ-------- ხ------–---–ი, ა-–--- დ---–-–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული:
გ------ გ-------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–--------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თბილისში, ზ. ბენდელიანის ქუჩა №4, ბინა №47-ში.
ადვოკატი: ლ--------ი ს----–---–ი
კვალიფიკაცია: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით გ------ გ-------–---–ი ცნობი-–-- დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სასჯელი: ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. მხარეთა პოზიცია
1.1. დაცვის მხარე
1.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------ გ-------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ--------ი ს----–---–მა. აპელანტმა ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ------ გ-------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
1.1.2. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოს განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა. კონკრეტულად დაცვის მხარე უთითებს შემდეგ გარემოებებზე:
1.1.3. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის ცრუ მოწმეების ჩვენებები, ამავე დროს ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ამ მოწმეთა ჩვენებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია. ამავე დროს მოსამართლემ რიგ შემთხვევებში მოახდინა ფაქტების არასწორი შეფასება.
1.1.4. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე უამრავი ვიდეოკამერეაა, ხოლო გამოძიებამ არ ამოიღო ჩანაწერები და არ დააფიქსირა როგორ, რა ხერხით გაიყვანა გ-------–---–მა ავტომანქანა სადგომიდან.
1.1.5. 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით სადავო ავტომანქანა არ ყოფილა სს "მი----------------------------–-ა ს---კ-------–ის“ მფლობელობაში. თებერვლის დასაწყისში ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ავტომანქანა დაუბრუნა გ-------–---–ს და ამის შემდეგ მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ვალის დაბრუნების, ასევე ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ირგვლივ. შესაბამისად, 26 თებერვალს ავტომობილი გ-------–---–ის კანონიერ მფლობელობაში იმყოფებოდა.
1.1.6. სს "მი----------------------------–-ა ს---კ-------–ის“ ინიციატივით ავტომობილის ამოღების შემდეგ ეს სატრანსპორტო საშუალება არაერთხელ დააზიანეს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გ------ გ-------–---–ს. ამ დაზიანების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა არცერთზე დამნაშავე პირი დადგენილი არ არის.
1.1.7. მოსამართლეს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე რ------– ნ-------ის ჩვენება, რადგანაც ის არ არის შპს. ჯ------------ს ოფიციალური თანამშრომელი, არ იღებს ხელფასს ამ ორგანიზაციიდან და წარმოადგენს თვითდასაქმებულ პირს. მისი ჩვენების თანახმად ავტომანქანა სადგომზე მიიყვანეს 19 თებერვალს, რაც წინააღმდეგობაშია სხვა მოწმეების ჩვენებებთან, ვინც მიყვანის თარითად 17 თებერვალს ასახელებს. გარდა ამისა, მოწმემ სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა, გამომძიებელმა კი თარჯიმნის გარეშე დაკითხა.
1.1.8. კერძო აღმასრულებელმა, ზ---– ფ---–---–--–---–მა აღსრულების პროცესში, როგორც საწყის, ისე დასკვნით ეტაპზე დაარღვია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად მის მიერ შედგენილი დოკუმენტები დაუშვებელი მტკიცებულებებია და არ უნდა გამოეყენებინა მოსამართლეს განაჩენის დადგენისას.
1.1.9. გამოძიებამ არ გაარკვია საქმეში მტკიცებულებად გამოყენებული მთელი რიგი დოკუმეტების წარმომავლობა, ანუ არ მოუპოვებია ისინი კანონით დადგენილი წესით. ეს დოკუმენტები პირდაპირ მოათავსა საქმეში, ისე, რომ არ შეუდგენია არანაირი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმდების შესახებ ოქმი. ასევე არ ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ამის შედეგად არ მოიპოვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. მათ შორის დროულად არ დაიწყო გამოძიება მ-------ი ნ--------ის მიერ გ-------–---–ის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე.
1.2. ბრალდების მხარე
1.2.1. ბრალდების მხარეს წერილობითი შესაგებელი არ შემოუტანია, თუმცა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას პროკურორმა განმარტა, რომ არ ეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს. მისივე განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და არ არსებობს დაცვის მხარის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სააპელაციო პალატამ დაადგინა
2.1. 2015 წლის 25 ნოემბერს, ერთი მხრივ სს "მი----------------------------–-ა ს--- კ-------–-ა“, ხოლო მეორე მხრივ მსესხებელ გ------ გ-------–---–სა და დამგირავებელ ფ-------- გ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 19 000 აშშ დოლარზე და სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ფ-------- გ-------–---–ის საკუთრებაში არსებული „Mercedes Benz“ მარკის „S----“ - მოდელის ავტომანქანა.
გ------ გ-------–---–მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2016 წლის 16 იანვარს სსიპ „საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა და 2016 წლის 22 იანვარს, აღმასრულებელმა ზ---– ფ---–---–-–---–მა განახორციელა ავტომანქანის გამოთხოვა და სსიპ „112“ ის ავტოსადგომზე გადაყვანა, რის შემდეგაც მანქანა ჩაბარდა სს "მი----------------------------–-ა ს--- კ-------–-" და განთავსდა თბილისი, გ--------–--------------- ეზოში მდებარე დაცულ ავტოსადგომზე.
2016 წლის 26 თებერვალს, გ------ გ-------–---–ი, მიუხედავად მისთვის ცნობილი გარემოებისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას კომპანია სს "მი----------------------------–-ა ს--- კ-------–-" გააჩნდა გირავნობით დატვირთული ნივთის საკუთარ სახელზე გადაფორმებისა და შემდგომ სესხის უზრუნველსაყოფად გასხვისების უფლება, სამართლებრივად დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის" სარგებლობაში არსებული, თბილისში, გ--------–--------------- ეზოში მდებარე დაცული ავტოსადგომიდან თვითნებურად დაეუფლა კომპანიის მიერ, 47194.1 ლარის (19 000 აშშ დოლარის) ოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად აღმასრულებლის მეშვეობით ამოღებულ ავტომანქანას, რითაც სს "მი----------------------------–-ა ს--- კ-------–-" ხელი შეუშალა მართლზომიერი უფლების განხორციელებაში და შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. კონკრეტული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეება წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
3.2. დაზარალებულის წარმომადგენლის ბ--- შ-----–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2014-2017 წლებში იგი მუშაობდა სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ში“ უფროს იურისტად. მისთვის ცნობი-–--, რომ გ------ გ-------–---–ს სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ მიმართ გააჩნდა სასესხო ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის საგანი იყო გ------ გ-------–---–ის მამის საკუთრებაში არსებული S კლასის ,,მერსედესი“. გ-------–---–ი ხშირად არღვევდა ვალდებულებას. 2015 წლის 25 ნოემბერს, გ------ გ-------–---–თან გაფორმდა ახალი, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება 19000 აშშ დოლარზე, რომლის უზრუნველყოფის საშუალებად განისაზღვრა ზემოხსენებული ავტომანქანა. ხელშეკრულების თანახმად, გ-------–---–ი ვალდებული იყო დადგენილი გრაფიკით გადაეხადა სესხი, ხოლო სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–-“ უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. ვინაიდან გ------ გ-------–---–ი არ ასრულებდა ვალდებულებას, ს--- კ-------–მა მიმართა იძულებით აღსრულების ღონისძიებას, რის თაობაზეც წინასწარ ეცნობა მსესხებელს. გ------ გ-------–---–თან არაერთი შეხვედრის, ზარის და ასევე წერილობითი შეტყობინების მიუხედავად, მას თანხა არ გადაუხდია. სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–მა“ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელმაც გასცა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე კრედიტორი უფლებამოსი-–-- ავტომობილი დასვას ძებნა-დაკავებაზე. კერძო აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო წარმოება, შეტყობინება გაეგზავნა გ------ გ-------–---–ს. ვინაიდან ამის შემდეგაც არ მოხდა ვალდებულების შესრულება, კერძო აღმასრულებელმა შეატყობინა საპატრულო პოლიციას, რათა დაეკავებინათ და ავტოსადგომზე გადაეყვანათ ძებნილი ავტომანაქანა. 2016 წლის 22 იანვარს, მოხდა ავტომანქანის დაკავება და საპატრულო პოლიციის მიერ გამოძახებული ევაკუატორით ავტოსადგომზე ტრანსპორტირება, რა დროსაც მოხდა მანქანის მცირედი დაზიანება. ზიანის ოდენობამ, მერსედესის ცენტრის მიერ შედგენილი დეფექტური აქტით, შეადგინა დაახლოებით 1383 ლარი. გ------ გ-------–---–მა წარმოადგინა დასკვნა, რომლითაც ზიანი შეადგენდა 10000 აშშ დოლარს. შეთანხმდნენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზას დაედგინა რეალური ზიანი, რასაც ორივე მხარე დაეთანხმებოდა. ექსპერტს ესაჭიროებოდა მანქანის გასაღები, რომელიც ჰქონდა გ------ გ-------–---–ს. თავდაპირველად მანქანა განთავსებული იყო დიღმის ავტოსადგომზე, სადაც გ------ გ-------–---–ის მითითებით, არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები. ამის გამო და ამ უკანასკნელთან შეთანხმებით, ავტომანქანა განთავსდა პ------------------- უკან (გ--------–-- ქუჩაზე) მდებარე ავტოსადგომზე, სადაც მათ კომპანიას აქვს გაფორმებული ხელშეკრულება შპს-სთან, რომელიც იღებს ვალდებულებას დაიცვას განთავსებული ავტომანქანების უსაფრთხოება. მათი თხოვნით გ------ გ-------–---–ი მივიდა გ--------–-- ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე, სადაც სამხარაულის ექსპერტმა ჩაატარა კვლევა. დაემშვიდობნენ ექსპერტს და 10-15 წუთი ელოდებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელს, რომელთანაც სურდა გასაუბრება გ------ გ-------–---–ს. ეს უკანასკნელი ამ დროს გავიდა მოსაწევად შენობის უკან, სადაც არის დაცული ავტოსადგომი. ავტოსადგომს ყავს დარაჯი, რომელიც ზის გასასვლელში და ახორციელებს ავტოსადგომის დაცვას. გ------ გ-------–---–მა, რომელიც იყო მეთვალყურეობის გარეშე, დაქოქა ავტომანქანა და ცდილობდა ავტოსადგომიდან მის გაყვანას. მას წინ გადაეღობა დარაჯი, რომელიც გაფრთხილებული იყო სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ მიერ განთავსებული ავტომანქანები მათი ნებართვის გარეშე ტერიტორიიდან არ გაეშვა. გ------ გ-------–---–მა სიჩქარეს უმატა და დარაჯი იძულებული გახდა გვერდით გაწეულიყო. მოგვიანებით, გ------ გ-------–---–მა დაუდასტურა, რომ მანქანა იყო მასთან, უბრალოდ გაისეირნა და მალე დაბრუნდებოდა. ბრალდებული მართლაც დაბრუნდა, თუმცა სხვა მანქანით, სადავო მანქანა კი გადამალა. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ მიმართა სამართალდამცავებს.
3.3. მოწმე რ------– ნ-------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ არის თბილისში, გ--------–-- ქ---------–- (პ----------------) მდებარე დაცული ავტოსადგომის დარაჯი და შპს ,,ჯ-----------სთან“ ზეპირი ხელშეკრულებით ევალება ავტოსადგომზე მანქანების შესვლა- გამოსვლის კონტროლი. ამ ავტოსადგომზე აჩერებენ სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ ავტომანქანებს, რომელთა გაყვანა ავტოსადგომიდან შესაძლებელია მხოლოდ მათივე თანამშრომლების ნებართვით. 2016 წლის თებერვალში გამოცხადდა სამსახურში, სადაც მეწყვილემ, რომელიც მის მისვლამდე იყო მორიგე, აჩვენა ,,S“ კლასის ,,მერსედესი“, რომელიც, ავტოსადგომზე ევაკუატორით იყო მიყვანილი და სთხოვა ამ მანქანისთვის მიექცია ყურადღება, რადგან სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ თანამშრომლებს არ ჰქონდათ მანქანის გასაღები და შიშობდნენ, არავის წაეყვანა. მისი მორიგეობის დროს, ავტოსადგომზე მივიდა გ------ გ-------–---–ი, რომელმაც დაქოქა მითითებული ,,S“ კლასის ,,მერსედესი“. აღნიშნულის გამო დაუძახა სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ თანამშრომელს, რათა გაერკვიათ გ------ გ-------–---–თან ურთიერთობა. მის დაძახილზე თანამშრომელი გამოვიდა, ისაუბრა გ-------–---–თან და საუბრის შემდეგ, ავტომანქანა ავტოსადგომზე დარჩა. 2016 წლის 26 თებერვალს, ისევ სამსახურში იყო და ავტოსადგომის კართან ყოფნისას ნახა, რომ ზემოაღნიშნული ,,S“ კლასის ,,მერსედესი“, რომლის საჭესთან იჯდა გ------ გ-------–---–ი, მოადგა კარებს და ავტოსადგომიდან გადიოდა. მის შეკითხვაზე, გ-------–---–მა უპასუხა, რომ სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ში“ ყველაფერი ჰქონდა გადახდილი და შეეძლო ავტომანქანის წაყვანა. მან რკინის ბარიერი დაუდო მანქანას წინ, გააფრთხილა გ------ გ-------–---–ი, რომ არსად წასულიყო, სანამ სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ თანამშრომლებთან არ გაარკვევდა სიტუაციას და წავიდა მათ ოფისში. როდესაც უკან მიბრუნდა, მანქანა წაყვანილი დახვდა, ხოლო სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ თანამშრომელმა უსაყვედურა მას თუ რატომ გაუშვა ავტომანქანა, მანვე დარეკა პოლიციაში.
3.4. მოწმე გ------- ს---–-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან იგი მუშაობს სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ში“, პრობლემური სესხების მართვის დეპარტამენტის უფროსად. იცნობს გ------ გ-------–---–ს, რომელსაც ჰქონდა სასესხო ვალდებულება და იყო პრობლემური გადამხდელი. ჰქონდა გადახდის გრაფიკი, რომლის მიხედვით ჯერ იხდიდა მხოლოდ სესხის სარგებელს, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ უნდა გადაეხადა ძირი თანხა. ვინაიდან გ------ გ-------–---–ი ვერ იხდიდა ძირ თანხას, 2015 წლის 25 ნოემბერს, სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–თან“ გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება 19000 აშშ დოლარზე, თუმცა გრაფიკით დადგენილი თანხა, დეკემბრის თვიდან არ გადაიხადა. 2016 წლის 16 იანვარს, იურიდიული დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, შსს-ს მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა, რომელიც დარეგისტრირდა კერძო აღმასრულებელთან - ზ---– ფ---–---–-–---–თან, რის შემდეგ ავტომანქანა საპატრულო პოლიციის მიერ აყვანილი იქნა ძებნა-დაკავებაზე. 2016 წლის 22 იანვარს, საპატრულო ეკიპაჟის მიერ, გ------ გ-------–---–ის სახლთან მოხდა გ------ გ-------–---–ის ავტომანქანის ჩამორთმევა და ,,112“-ის ევაკუატორით საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, რასაც ესწრებოდა კერძო აღმასრულებელი - ზ---– ფ---–---–-–---–ი, რომელმაც შეადგინა შესაბამისი ოქმი. ავტომობილი განთავსდა დაცულ ავტოსადგომზე, რომელიც მდებარეობს პ------ ქუჩა N----- უკანა ეზოში, სადაც კომპანია ,,ჯ----------“ აქვს ვალდებულება დაიცვას ავტოსადგომზე განთავსებული ავტომობილების უსაფრთხოება და სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ თანამშრომლების ნებართვის გარეშე, არავის გაატანოს ავტომანქანა. ,,112“-ის ევაკუატორით მანქანის ტრანსპორტირებისას, მოხდა მისი დაზიანება. ,,მერსედესის“ ცენტრში მან მიიყვანა ავტომანქანა ბ--- შ-----–-–---–თან ერთად. მათ თან ახლდათ გ------ გ-------–---–ი, რომელიც მანქანაში იჯდა მძღოლის გვერდით. მანქანას თავად მართავდა. მოხდა დაზიანების შეფასება 1300 ლარამდე თანხით, რასაც გ------ გ-------–---–ი არ დაეთანხმა. გ------ გ-------–---–მა წარადგინა დასკვნა, რომლითაც, მანქანის ღირებულება, დაზიანების შედეგად შემცირებული იყო გაცილებით მეტად, რასაც ისინი არ დაეთანხმნენ. შეთანხმდნენ, დანიშნულიყო სამხარაულის ექსპერტიზა, დაზიანების ხარისხის განსასაზღვრად. 2016 წლის 26 თებერვალს, დაცულ ავტოსადგომზე მივიდა ექსპერტი, გ------ გ-------–---–ის თანდასწრებით, დაათვალიერა ავტომანქანა და ექსპერტის წასვლის შემდეგ გ------ გ-------–---–მა დაძრა ავტომანქანა და გაიყვანა ავტოსადგომიდან. ამ დროს იგი იყო ოფისში, მასთან მივიდა ავტოსადგომის დარაჯი, რომელიც იყო განერვიულებული. მისგან შეიტყო, რომ გ------ გ-------–---–მა მანქანა გაიტაცა. ამის შემდეგ იგი დაუკავშირდა გ------ გ-------–---–ს და მოუწოდა ავტომანქანა დაებრუნებინა ავტოსადგომზე, ასევე მიმართეს სამართალდამცავებს. კომპანიას ჰქონდა უფლება, დავალიანების სრულად დაფარვამდე, არ გადაეცა ავტომანქანა გ-------–---–ისთვის, რომელსაც არ ჰქონდა ავტომანქანის, თუნდაც გასარეცხად, სადმე წაყვანის უფლება. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ავტომანქანა გადაფორმდებოდა კომპანიის სახელზე და მოხდებოდა მისი გასხვისება.
3.5. მოწმე ი-–-- პ---–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს სსიპ ,,112“-ის ევაკუატორებით დახმარების სერვისში მძღოლად. 2016 წლის 20 იანვარს, მ------- ნ--------თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 112-ის გამოძახების საფუძველზე იმყოფებოდა კ--------- ქუჩაზე, ავტომანქანის გადასაყვანად საჯარიმო სადგომზე. ადგილზე დახვდა საპატრულო ეკიპაჟი. პატრულის განმარტებით, ავტომანქანა S კლასის მერსედესი 350 იყო ძებნილი და უნდა გადაეყვანათ დიღმის ავტოსაჯარიმოზე ევაკუატორით. ავტომანქანა მოათავსეს ამწეზე და გადაიყვანეს დიღმის საჯარიმო სადგომზე. მ------- ნ--------ის დაუდევრობით, მანქანას მარცხენა მხარეს დაუზიანდა სახურავი ორივე კუთხესთან, რის თაობაზეც დაუყონებლივ შეატყობინეს ხელმძღვანელობას. მოხდა ავტომანქანის აღწერა. როგორც მოგვიანებით გაიგო, ავტომანქანა იყო სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ მიერ ძებნილი. მ------- ნ--------მა დაზიანების გამო გადაიხადა 1383 ლარი.
3.6. მოწმე მ------- ნ--------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს სსიპ ,,112“-ის ევაკუატორებით დახმარების სერვისში მძღოლად. 2016 წლის 20 იანვარს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც 112-ის გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა კ--------- ქუჩაზე, სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანა იყო კერძო აღმასრულებლის მიერ ძებნილი და უნდა გადაეყვანათ საჯარიმო ავტოსადგომზე. მანქანა იყო დაკეტილი. შემთხევის ადგილზე იყო მისული მანქანის მეპატრონეც, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო მანქანის გადაყვანის. პატრულთან გასაუბრების შემდეგ, მანქანა დასურათდა, ასწიეს და ევაკუატორით გადაიყვანეს დიღმის საჯარიმოზე, სადაც მისი დაუდევრობით, მანქანის სახურავი ორ ადგილზე დაზიანდა. მანქანა არც გაუნძრევია, ისე შეატყობინა ოპერატორს და მზადყოფნა გამოთქვა მანქანა შეეკეთებინა საკუთარი სახსრებით. ხელმძღვანელობისგან შეიტყო, რომ მანქანა ეკუთვნოდა სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–-“. ოპერატორი დაუკავშირდა კერძო აღმასრულებელს, რომელსაც შეატყობინეს მომხდარის თაობაზე. მოგვიანებით, მისი ხელმძღვანელისგან შეიტყო, რომ სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ი“ ითხოვდა ზიანის თანხას 1383 ლარს, რაც შეიტანა მითითებულ ანგარიშზე.
3.7. მოწმე ზ---– ფ---–---–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის იუსტიციის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული კერძო აღმასრულებელი და მის მოვალეობაში შედის სასამართლოს გადაწყვეტილებების და სხვა აქტების აღსრულება. 2016 წლის იანვარში დაიწყო წარმოება, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობაზე, რომელიც აღსასრულებლად წამოადგინა სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–მა“. გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო 20 იანვარს და ავტომანქანა გადაეცა ძებნაზე. 22 იანვარს, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, კრედიტორის წარმომადგენლის მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა და შეტყობინების საფუძველზე კრედიტორის მიერ მოთხოვნილი იქნა ავტომანქანის ამოღება და კრედიტორისთვის გადაცემა, რასაც ითვალისწინებდა გირავნობის მოწმობის შინაარს. იგი გამოცხადდა კ--------- ქუჩაზე, სადაც კრედიტორის წარმომადგენელმა მიუთითა ძებნილ ავტომანქანაზე და განუმარტა, რომ ავტომანქანის მესაკუთრე ცხოვრობდა ამავე კორპუსში. ის მივიდა მესაკუთრის - ფ-------- გ-------–---–ის ბინაში, რომელიც მდებარეობდა კ--------- 6-----ში, სადაც დახვდა მესაკუთრის შვილი გ------ გ-------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ გასაღები ჰქონდა მას, მაგრამ გადაცემაზე უარი უთხრა. მას განემარტა, რომ მანქანა ევაკუირებული იქნებოდა, ვინაიდან ამას ითხოვდა კანონი. გ------ გ-------–---–მა წინააღმდეგობა გაუწია სააღსრულებო წარმოებაში, კერძოდ, მეორე მანქანით ჩაუხერგა გზა. მან გამოიძახა ,,112“-ის ევაკუატორი და მანქანა გახსნის გარეშე გადაიტანეს 112-ის საჯარიმო სადგურზე. ადგილზე შეადგინა ოქმი, რომლის ხელმოწერაზე გ------ გ-------–---–მა უარი განაცხადა. კერძო აღმასრულებლის მიერ ავტომანქანის საბაზრო ღირებულების დადგენა არ მომხდარა, რადგან აღსრულება მიმდინარეობდა მხოლოდ გირავნობის მოწმობის აღსრულებაზე და არა გადასახდელი თანხის ამოღებაზე. ავტომანქანის ამოღების ოქმზე, რომელიც შედგა მისამართზე, მითითებული თარიღი 2015 წელი არის შეცდომა, უნდა იყოს 2016 წელი.
3.8. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას გ------ გ-------–---–მა აჩვენა, რომ 2014 წელს სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ში“ აიღო კრედიტი 19000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად დაალომბარდა მამის სახელზე გაფორმებული ავტომანქანა. მას ხელშეკრულება არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. მოგვიანებით, 2015 წლის 25 ნოემბერს, მას გაუფორმეს ახალი ხელშეკრულება და მოხდა მისი სესხის რეფინანსირება, პირობები იყო იგივე. მას არც ეს ხელშეკრულება წაუკითხავს. ხელშეკრულების თანახმად მას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 700-700 აშშ დოლარი. მას ჰქონდა დაგვიანებები გადახდისას, თუმცა 17000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი პროცენტის სახით. 2015 წლის 29 დეკემბერს, მეილზე მიიღო შეტყობინება, რომ ვადაგადაცილებული ჰქონდა სესხი. მას წინა სესხის პირობებშიც ჰქონდა ვადაგადაცილებები. 2016 წლის იანვარში, ახალი წლების შემდეგ, დილით, მასთან სახლში მივიდა ზ---– ფ---–---–-–---–ი, რომელსაც ახლდა სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ თანამშრომელი, აჩვენეს რაღაც დოკუმენტები და მოსთხოვეს მანქანის გასაღები და ტექნიკური პასპორტი. აუხსნეს, რადგან 700 აშშ დოლარი ჰქონდა გადასახდელი, მანქანა უნდა წაეყვანათ, ასევე განუმარტეს, რომ 700 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, პრობლემა ამოიწურებოდა. იგი ჩავიდა ეზოში, ჩაჯდა კუთვნილ მანქანაში, ათბობდა ძრავს და აპირებდა თანხის გადასახდელად წასვლას, რა დროსაც ზ---– ფ---–---–-–---–ი დაწვა მანქანის ,,კაპოტზე“. მათ შორის მოხდა შელაპარაკება. მან სხვა მანქანაში ჩაისვა სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ თანამშრომელი და სხვა მანქანით წავიდა თანხის გადასახდელად. გზაში დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ ზ---– ფ---–---–-–---–მა გამოიძახა პატრული და მისი მანქანა ევაკუატორით გადაყავდათ. მობრუნდა და ადგილზე მისულს პატრულის თანამშრომელმა უთხრა, რომ მდგომარეობა არ გაერთულებინა და მოგვიანებით გაერკვია ყველაფერი. ერთ კვირაში, იგი მივიდა 112-ის ავტოსადგომზე, სადაც მიუთითეს, რომ მისი ავტომანქანა იყო სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ დიღმის ავტოსადგომზე. ამ ავტოსადგომზე მისულმა შორიდანვე დაინახა, რომ ავტოსადგომი იყო დაუცველი, მისი მანქანა კი ჩაჭეჭყილი, რაც გადაიღო ვიდეოზე და შეატყობინა გ------- ს---–-------ეს. შეხვდა ასევე ბ--- შ-----–-–---–ს, რომელიც უმტკიცებდა, რომ ავტომანქანა ამოღებამდე იყო დაზიანებული. მან პრივატულად მოიპოვა 112-ის ჩანაწერი, სადაც ჩანდა, რა ვითარებაში დაზიანდა მისი ავტომანქანა, რაც აჩვენა ბ--- შ-----–-–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ 112-სთვის ერთობლივად მოეთხოვათ ზიანის ანაზღაურება. 2016 წლის იანვრის ბოლოს, დიღომის ავტოსადგომზე, სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ წარმომადგენლებმა, მათ შორის იყო გ------- ს---–-------ე, გაუღეს ავტოსადგომის კარი, მისი გასაღებით დაქოქა სადავო ავტომანქანა და წაიყვანა მერსედესის ცენტრში, სადაც დაზიანების აღდგენა შეუფასეს დაახლოებით 1383 ლარად. ამ შეფასებას არ დაეთანხმა, თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ 112-ის თანამშრომელს, ზიანის ასანაზღაურებლად გადაახდევინეს სწორედ ეს თანხა. ამის შემდეგ, სადავო მანქანა ყავდა მას და უპრობლემოდ სარგებლობდა. გ--------–-- ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე მისი მანქანის გადაყვანა არასდროს მომხდარა. მან, გადაიყვანა ავტომანქანა ექსპერტთან, რომელმაც დაადგინა ზიანი 10000 აშშ დოლარის ოდენობით. სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–თან“ ჰქონდა მოლაპარაკება, მანქანის დაზიანების გათვალისწინებით, სესხის თანხას გამოაკლდებოდა 7500 აშშ დოლარი და 11500 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, მოხდებოდა მანქანის გათავისუფლება. გ--------–-- ქ---------თან მდებარეობს მისი ოფისი, სადაც მანქანით უპრობლემოდ შედიოდა და გამოდიოდა. მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მანქანით სარგებლობის უფლება არ ჰქონდა, რადგან იანვრის ბოლოდან, სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ წარმომადგენლებთან შეთანხმებით, მანქანა იყო მასთან და თვითნებურად არსად წაუყვანია. 2018 წლის 26 თებერვალს, იგი რეცხავდა ავტომანქანას, რა დროსაც მას დაურეკა კ---- ხ-------–--ემ და დაიბარა პოლიციაში. მან თავად მიიყვანა პოლიციის შენობაში ავტომანქანა, სადაც აუხსნეს, რომ იგი უნდა დაელუქათ დაზიანების დასადგენად. მას ავტოსადგომიდან თვითნებურად ავტომანქანა არ წამოუყვანია.
3.9. №M----- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების (25.11.2015) მიხედვით, 2015 წლის 25 ნოემბერს, ერთი მხრივ გამსესხებელ/მოგირავნე სს ,,მიკრისაფინანსო ორგანიზაცია ს--- კ-------–-“ და მეორე მხრივ მსესხებელ გ------ გ-------–---–ს და დამგირავებელ ფ-------- გ-------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად გ------ გ-------–---–ზე გაიცა სესხი 19000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა ფ-------- გ-------–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი ,,მერსედეს ბენცი” S350, სახელმწიფო ნომრით F------ საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------. ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 5,5 %, სესხის ვადა 24 თვე. ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად გამსესხებლის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ ასრულებს გირავნობის საგნის გადაცემის ვალდებულებას ორი კვირის განმავლობაში, მაშინ გამსესხებელი მიმართავს მომსახურების საგენტოს გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რომლის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის საფუძველზე გამსესხებელი იძულების სახით მოითხოვს გირავნობის საგნის მის მფლობელობაში გადაცემას. ამავე ხელშეკრულების 3.8. პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, გამსესხებელი უფლებამოსი-–-- საკუთარი არჩევანით გამოიყენოს სანქციებიდან ერთ-ერთი: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის შესაბამისად მიიღოს საკუთრებაში გირავნობის საგანი (დაგირავებული ნივთი გადავიდა მოგირავნის საკუთრებაში), გამსესხებელს უფლება ეძლევა უპირობოდ განცხადებით მიმართოს მომსახურების სააგენტოს და გადაიფორმოს გირავნობის საგანი თავის საკუთრებაში. გამსესხებელს არ სჭირდება მსესხებლის თანხმობის (წერილობითი ან ზეპირი) წარდგენა მომსახურების სააგენტოში და ეს უკანასკნელი ვალდებულია, გამსესხებლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც დაერთვება ხელშეკრულების ასლი, გირავნობის საგნის მესაკუთრედ დაარეგისტრიროს გამსესხებელი. ბ) განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის საფუძველზე, უშუალოდ (გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით) ან სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით.
3.10. ელექტრონული წერილით (29.12.2016) ირკვევა, რომ ელექტრონული ფოსტიდან swisscapital@swisscapital.ge, 2015 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე Gguramishvili.gg@gmail.com, ფ-------- გ-------–---–ს სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–იდან“ აცნობეს, რომ 2015 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხებოდა დავალიანება, კომპანია იძულებულია მიმართოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს, მათ შორის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესახებ, ინფორმაცია გადაეცემა კომპანიის კერძო აღმასრულებელს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, კომპანიამ ითხოვა მაქსიმუმ 3 დღის ვადაში დავალიანების დაფარვა ან სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი გირავნობის საგნის წარდგენა - ,,მერსედეს ბენცი” S350, სახელმწიფო ნომრით F------ საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------.
3.11. №------ გირავნობის მოწმობით (16.01.2016), ირკვევა, რომ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა, რომლის მიხედვით მოგირავნე - სს მისო ,,ს--- კ-------–ი“, დამგირავებელი ფ-------- გ-------–---–ი, ხოლო გირავნობის საგანი - ავტომობილი ,,მერსედეს ბენცი” S350, სახელმწიფო ნომრით F------ საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, რომლის გირავნობის საფუძველია 2015 წლის 25 ნოემბრის №M----- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება.
3.12. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმის (22.01.2016) მიხედვით, კერძო აღმასრულებელი ზ---– ფ---–---–-–---–ი, მის წარმოებაში არსებული, საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ, 2016 წლის 16 იანვარს, გაცემული გირავნობის №------ მოწმობის საფუძველზე, კრედიტორისთვის გადაცემის მიზნით, მოვალე ფ-------- გ-------–---–ის მფლობელობიდან, ავტომობილ ,,მერსედეს ბენცი” S350, სახელმწიფო ნომრით F------ საიდენტიფიკაციო ნომერი W---------------- გამოსათხოვად გამოცხადდა თბილისში, კ--------- ქ------------ს ეზოში. აქ აღმოჩნდა დასახელებული ავტომანქანა, თუმცა დამსწრე პირმა - გ------ გ-------–---–მა (მოვალის შვილი), გაუწია წინააღმდეგობა და უარი განუცხადა მანქანის გასაღების გადაცემაზე, ასევე სხვა მანქანით ჩახერგა გამოსათხოვი ავტომანქანა, რათა არ მომხდარიყო მანქანის ევაკუირება. ამის გამო გამოიძახა საპატრულო პოლიცია და ავტომანქანა გადაიყვანა სსიპ 112-ის საჯარიმო ავტოსადგომზე. ოქმის შედგენის თარიღად მითითებულია 22.01.2015 წელი, თუმცა წერილობითი მტკიცებულებების, ოქმში აღწერილ პროცედურაში მონაწილე პირების ჩვენებების, მათ შორის თითონ გ------ გ-------–---–ის ჩვენებების გათვალისწინებით, უტყუარად არის დადასტურებული, რომ ეს სააღსრულებო მოქმედება, რომელსაც წინ უსწრებდა 2016 წლის 16 იანვარს გირავნობის მოწმობის გაცემა, განხორციელდა სწორედ 2016 წლის 22 იანვარს.
3.13. ოქმით ავტომანქანის გადაცემის შესახებ (26.01.2016) ირკვევა შემდეგი: კერძო აღმასრულებელმა - ზ---– ფ---–---–-–---–მა შეადგინა ოქმი მასზედ, რომ მის წარმოებაში არსებული, საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ, 2016 წლის 16 იანვარს, გაცემული აღსასრულებელი აქტის (გირავნობის მოწმობა) №------ აღსრულების მიზნით, მის მიერ კრედიტორზე სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ზე“ გადაცემული იქნა მოვალე ფ-------- გ-------–---–ის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი” S350, სახელმწიფო ნომრით F-----.
3.14. მომსახურების ხელშეკრულებით (01.09.2015) ირკვევა, რომ 2015 წლის 1 სექტემბერს, ერთი მხრივ სს ,,მიკროსაფინანსო ორგანზაცია ს--- კ-------–-“ (დამკვეთი) და მეორე მხრივ შპს ,,ჯ-----------ს“ (შემსრულებელი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანია შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის მომსახურების გაწევა. შემსრულებლის მომსახურეობა მოიცავს: თბილისში, გ-----------------------------ში/ა-–------------------------ში მდებარე ავტოსადგომზე უსაფრთხო და შეუფერხებელი პარკირებასა და გადაადგილებას. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის საფუძველზე, შემსრულებელი ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ავტოსადგომზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათი ნაწილების მოპარვა, დაკარგვა, დაზიანებაზე და ზემოაღნიშნული რომელიმე ფაქტის დადგომის შემთხვევაში აუნაზღაუროს დამკვეთს მიყენებული ზიანი. 3.3. პუნქტის თანახმად, არ დაუშვას არაუფლებამოსილი პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომიდან გაყვანა. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.
3.15. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (19.09.2016) ირკვევა, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს, 10:25-10:50 საათზე, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოწმე რ------– ნ-------ის ჩვენების შესამოწმებლად, რა დროსაც რ------– ნ-------მა გამომძიებელს მიუთითა თბილისში, გ--------–--------------- ეზოზე, რომელსაც ესაზღვრება პ------ გ------------. აქ განთავსებულია დაცული ავტოსადგომი, სადაც ,,ს--- კ-------–ი“ აჩერებს ჩამორთმეულ ავტომანქანებს, საიდანაც 2016 წლის 26 თებერვალს გ------ გ-------–---–მა თვითნებურად წაიყვანა სს მისო ,,ს--- კ-------–ის“ მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი“ სახელმწიფო ნომრით F-----.
3.16. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სა---------–---------------–------------–----–----–------------–--------------- პატაკით (22.01.2016) ირკვევა, რომ 2016 წლის 22 იანვარს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 10:30 საათზე, მიიღო გამოძახება რადიოსადგურის მეშვეობით, კ--------- ქუ---------, სადაც დახვდა კერძო აღმასრულებელი, ზ---– ფ---–---–-–---–ი. მან განაცხადა, რომ შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა N-------ის საფუძველზე, ავტომანქანა ,,მერსედესი” სახელმწიფო ნომრით F------ გადასაყვანი იყო 112-ის საჯარიმო ავტოსადგომზე. გამოიძახეს 112-ის ევაკუატორი და ავტომანქანა ,,მერსედესი”, სახელმწიფო ნომრით F------ გადაიყვანეს 112-ის საჯარიმო ავტოსადგომზე.
3.17. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სა---------–---------------–------------–----–----–------------–--------------- რეაგირების ოქმით (22.01.2016) ირკვევა, რომ იგი გამოცხადდა რეაგირების ადგილზე - თბილისში, კ--------- ქუ----------ში, სადაც ადგილზე მისვლისას დახვდათ ინიციატორი ზ---– ფ---–---–-–---–ი და განაცხადა, რომ იგი არის იუსტიციის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული კერძო აღმასრულებელი. მისი განმარტებით მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება ფ-------- გ-------–---–ის მიმართ, კერძოდ შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ გირავნობის მოწმობის N------, რომლის მიხედვით ავტომანქანა ,,მერსედესი” სახელმწიფო ნომრით F----- გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო მფლობელობიდან და უნდა გადასცემოდა სს მისო ,,ს--- კ-------–-“, რისი აღსრულების მიზნით ავტომანქანა გადაცემული იყო ძებნაზე და დღეის რიცხვით ნაპოვნი იქნა მოვალის საცხოვრებელ მისამართზე. ვინაიდან მსესხებელმა უარი განაცხადა ავტომანქანის ნებაყოფლობით გადაცემაზე, ავტომანქანის ევაკუირების მიზნით, ზ---– ფ---–---–-–---–მა გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი. ავტომაქნანა ,,მერსედესი” სახელმწიფო ნომრით F----- გადაყვანილი იქნა 112-ის ავტოსადგომზე.
3.18. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N4---- (01.04.2016) დასკვნით, ,,MERCEDES-BENZ S----“ სახელმწიფო ნომრით F------, ძარის სახურავით და მარჯვენა ზედა კარნიზით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 250 ლარს. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------ გ---------მ.
3.19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
3.20. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენი-–-- გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3.21. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.
3.22. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.
3.23. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.
3.24. პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი განმარტებულია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “. ამავე საკითხზე ევროსასამართლომ საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა შემდეგი: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.25. ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც განმარტავს იგივეს, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.26. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.27. კანონითა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილი, დასახელებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, პალატა შეაფასებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დაცვის მხარის არგუმენტებს, შედეგად კი დაადგენს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის სწორად გადაწყვეტისათვის. ამ კონტექსტში უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მთელი რიგი საკითხები, რაზეც დაცვის მხარე აპელირებს, სცდება ბრალდების ფარგლებს და არ წარმოადგენს პალატის განსახილვეკლ საკითხს. ასეთია მაგალითად ის ფაქტობრივი გარემოება, დაზიანდა თუ არა 2016 წლის 26 თებერვლის შემდეგ სადავო ავტომანქანა და რამდენია მიყენებული ზიანი.
3.28. სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში იხილება წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. შესაბამისად პალატა განმარტავს, რომ განსახილველი ბრალდებიდან გამომდინარე გადამწყვეტია შეფასება იმისა, 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, იმყოფებოდა თუ არა სადავო ავტომობილი სს "მი----------------------------–-ა ს---კ-------–ის“ კანონიერ მფლობელობაში და ამ დღეს დაეუფლა თუ არა მას გ------ გ-------–---–ი ნებართვის გარეშე. ამ საკითხის გადაწყვეტისას პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია სესხის და გირავნობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, სადავოდ არ გაუხდია ასევე ის გარემოება, რომ გ-------–---–ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება. თავის მხრივ ამ შეტყობინების ტექსტით დასტურდება ხელშეკრულების დარღვევის გამო გირავნობის საგნის მოთხოვნის ფაქტი. №------ გირავნობის მოწმობით, სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმით, 2016 წლის 26 იანვრის ოქმით ავტომანქანის გადაცემის შესახებ, სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, კერძო აღმასრულებლის - ზ---– ფ---–---–--–---–ის ჩვენებით, მოწმეების: ზ---– ფ----–--–--–---–ის, ბ--- შ-----–-–---–ის, გ------- ს---–-------ის, ი-–-- პ---–--–---–ის და მ------- ნ--------ის ჩვენებებით უდავოდ დადგენი-–--, რომ 2016 წლის 22 იანვარს, სადავო ავტომანქანა სს "მი----------------------------–-ა ს---კ-------–ის“ მოთხოვნით წაიღეს მესაკუთრის ეზოდან და 26 იანვარს გადაეცა სს "მი----------------------------–-ა ს---კ-------–-“.
3.28. პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმი და 2016 წლის 26 იანვრის ოქმი ავტომანქანის გადაცემის შესახებ შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. პირველ მათგანზე ნაცვლად 2016-ის, მითითებულია 2015 წელი, ხოლო მეორე ოქმში არ არის მითითებული მისი შედგენის საათი და იმ პირის ვინაობა, ვინც ჩაიბარა ავტომანქანა. მიუხედავად ამისა, პალატა თვლის, რომ ოქმის შემდგენის თანამდებობის (არ არის უშუალოდ საქმის გამომძიებელი) და დასახელებული უზუსტობების გათვალისწინებით დაშვებული დარღვევა არ წარმოდგენს არსებითს, რაც მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველია. დაშვებულ უზუსტობას არ გამოუწვევია რაიმე ეჭვი ხსენებული ოქმების შეცვლის, მათში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამახინჯების და არასწორი ინფორმაციის გადმოცემის კუთხით. პალატა, მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას მოიხმობს სტრასბურგის სასამართლოს პრეცენდენტული სამართალს, რომელიც ცხადყოფს, რომ სტრასბურგის სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის შემოწმებას და იმის გაანალიზებას, თუ რა გავლენა მოახდინა კონვენციით მინიჭებული უფლებების დარღვევით მოპოვებულმა მტკიცებულებამ საქმის შედეგზე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან, ევროსასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გარკვევა რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით, ხოლო სტრასბურგის სასამართლოა ამოცანაა გაარკვიოს არა ის, თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული მტკიცებულებები, არამედ ის, იყო თუ არა საქმის განხილვა მთლიანობაში სამართლიანი, მათ შორის მტკიცებულებების მიღებაც. ამ საკითხზე ევროსასამართლოს ნამსჯელი აქვს არაერთხელ. მაგალითად, 06.05.2003 წლის გადაწყვეტილებაში პერნა იტალიის წინააღმდეგ სასამართლომ განმარტა, რომ (პუნქტი 29) მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გარკვევა რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით. ევროკონვენციის შესაბამისად, ევროსასამართლოს ამოცანა მდგომარეობს არა იმაში, გაარკვიოს იყო თუ არა მოწმეთა ჩვენებები, როგორც მტკიცებულებები განხილული სათანადო წესით, არამედ იმაში იყო თუ არა საქმის განხილვა მთლიანობაში სამართლიანი, მათ შორის მტკიცებულებების მიღებაც. ავითარებს რა ამ მოსაზრებას, თავის მხრივ სტრასბურგის სასამართლო უთითებს, რომ ანალოგიური მას დადგენილი აქვს სხვა საქმეებშიც, მათ შორის საქმეში „ვან მეხელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ“. ხსენებულ ოქმებში დასახელებული გარემოებები დაკითხვისას დამაჯერებლად ახსნა და დააზუსტა ამ ოქმების შემდგენმა ზ---– ფ---–---–--–---–მა. ის გარემოება, რომ აღმასრულებელმა ავტომანქანა წაიღო სწორედ 2016 წლის 22 იანვარს, სადავოდ არ გაუხდია არც დაცვის მხარეს. ამასვე ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები. ასევე სადავო არაა 26 იანვარს სს "მი----------------------------–-ა ს---კ-------–ისთვის“ ავტომანქანის გადაცემის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს დასახელებული ორი ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველი, რამდენადაც მათი დაუშვებლად ცნობაზე უარი არანაირად არ გახდის პროცესს უსამართლოს. უფრო მეტიც, ამ ოქმებში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, სხვა მტკიცებულებების საფუძველზე მაინც იგივე შინაარსით დგინდება და ამას არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. შებამისად დადგენი-–--, რომ სს "მი----------------------------–-ა ს---კ-------–-“ გააჩნდა სურვილი, თანახმად 2015 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულებისა, გირავნობის საგანი მის მფლობელობაში გადასულიყო და ეს სურვილი განახორციელა იძულებითი აღსრულების გზით.
3.29. ამ დადგენილი გარემოების ფონზე პალატა ვერ გაიზიარებს გ------ გ-------–---–ის ჩვენებას, თითქოს 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, სს "მი----------------------------–-ა ს---კ-------–-“ მისთვის ნებაყოფლობით ჰქონდა ავტომობილი დაბრუნებული. საქმე ისაა, რომ ეს ჩვენება არ დასტურდება არცერთი სხვა მტკიცებულებით და ეს იმ ფონზე, როდესაც მოწმეები: ბ--- შ-----–-–---–ი, გ------- ს---–-------ე და რ------– ნ-------ი ადასტურებენ, რომ 2016 წლის 17 თებერვლიდან ავტომანქანა იდგა თბილისში, გ--------–--------------- ეზოში მდებარე ავტოსადგომზე და იმყოფებოდა სს "მი----------------------------–-ა ს---კ-------–ის“ კანონიერ მფლობელობაში. ამავე დროს გ-------–---–ს არ ჰქონდა მისი წაყვანის უფლება და დარაჯი ამის შესახებ სპეციალურადაც კი გააფრთხილეს.
3.30. ამ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის ცრუ მოწმეების ჩვენებები და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ამ მოწმეთა ჩვენებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობები, ამავე დროს მოსამართლემ რიგ შემთხვევებში მოახდინა ფაქტების არასწორი შეფასება. პალატა აღნიშნავს, რომ ეს დაცვის მხარის მოსაზრებაა და არა რეალობა. ასე მაგალითად: დაცვა უთითებს, თითქოს სხვა მოწმეები აჩვენებენ, რომ გ--------–--------------- ეზოში მდებარე ავტოსადგომზე ავტომანქანა გადაიყვანეს 17 თებერვალს. მოწმე ნ-------ის ჩვენება წინააღმდეგობაშია ამ ჩვენებებთან, რამდენადაც ის გადაყვანის თარიღად ასახელებს 19 თებერვალს. რეალურად, ნ-------ი ასეთ ჩვენებას არ იძლევა. ის არ ამბობს, რომ მანქანა 19-ში მიიყვანეს. მისი ჩვენების თანახმად, ორი დღე არ მუშაობდა და სამსახურში მივიდა 19 თებერვალს. ადგილზე მისულს დახვდა სადავო ავტომანქანა, რომლის თაობაზეც გააფრთხილეს, რომ იყო სს "მი----------------------------–-ა ს---კ-------–ის“ და ფრთხილად ყოფილიყო. კონკრეტულ შემთხვევაში ორი დღე არ მუშაობა ნიშნავს სამსახურში 17 და 18 თებერვალს არ ყოფნას. შესაბამისად, ამ ნაწილში მოწმეთა ჩვენებები სრულიად თავსებადია და ლოგიკურად ავსებს ერთმანეთს.
3.31. პალატას დადგენილად მიაჩნია ასევე ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ გ------ გ-------–---–მა, 2016 წლის 26 თებერვალს, თბილისში, გ--------–--------------- ეზოში მდებარე ავტოსადგომიდან წაიყვანა სადავო ავტომობილი. გარდა დასახელებული მოწმეთა ჩვენებებისა, ეს ფაქტობრივი გარემოება დგინდება ასევე პოლიციაში შეტყობინების ფაქტით. გონივრულ საფუძველს მოკლებულია ვარაუდი, რომ გ-------–---–ს ჯერ მისცეს ტრანსპორტის გაყვანის ნებართვა, ხოლო გაყვანისთანავე შეატყობინეს პოლიციას. ამ დღეს და ამ მისამართიდან ავტომანქანის წაყვანის ფაქტს ფაქტიურად ადასტურებს თვითონ გ-------–---–იც.
3.32. აპელანტმა მტკიცებულებების შეფასებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა შემთხვევის ადგილზე უამრავი ვიდეოკამერის არსებობის ფაქტი, მაშინ, როდესაც გამოძიებამ არ ამოიღო ჩანაწერები და არ დააფიქსირა როგორ, რა ხერხით გაიყვანა გ-------–---–მა ავტომანქანა სადგომიდან. ამ საკითხის შეფასებისას პალატა განმარტავს, რომ ის თუ რომელ და რამდენ მტკიცებულებას წარადგენს მხარე სასამართლოში, მისი პოზიციის დასადასტურებლად თვითონ მხარის გადასაწყვეტია. ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ჩამონათვალში არ შედის სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეზე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია.
3.33. უშუალოდ მოწმე რ------– ნ-------ის ჩვენების შეფასების კუთხით დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ არ შეიძლება ამ მოწმის ჩვენების გაზიარება, ვინაიდან ის არ არის შპს. ჯ------------ს (ავტოსადგომის) ოფიციალური თანამშრომელი, ამავე დროს სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა, გამომძიებელმა კი თარჯიმნის გარეშე დაკითხა. პალატა განმარტავს, რომ ის გარემოება, თუ სად და რა სამართლებრივ საფუძველზე მუშაობს ადამიანი არ შეიძლება გახდეს სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების უპირობოდ გაზიარების ან არ გაზიარების საფუძველი. რაც შეეხება ენის არცოდნას, ამის შესახებ თვითონ მოწმეს პრეტენზია არ აქვს. ნიშანდობლივა, რომ სასამართლოში ის დაიკითხა ქართულ ენაზე, მისი საუბარი სასამართლოსათვის ჩვეულებრივად გასაგებია, არც მოწმეს მოუთხოვია თარჯიმანი და არც დაცვის მხარეს ჰქონია პრეტენზია ამ საკითხზე.
3.34. დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზეც, თითქოს ავტოსადგომი სადაც ნ-------ი მუშაობდა არ იყო დაცული, რაც გამორიცხავს გ-------–---–ის მხრიდან დანაშაულის ჩადენას. პალატა განმარტავს, რომ აპელანტის ეს მოსაზრებაც საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც განსახილველი ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს თუ რა პირობებში ინახებოდა ავტომობილი. მხარეებს შორის სამოქალაქო სამართლის წესით დადებული ხელშეკრულების თანახმად, 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, სადავო ავტომობილი იმყოფებოდა სს "მი----------------------------–-ა ს---კ-------–ის“ კანონიერ მფლობელობაში. კანონი ამ ორგანიზაციას არ ავალდებულებდა ნივთის რაიმე მკაცრ რეჟიმში შენახვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2801-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრე ვალდებული იყო გამსესხებლისათვის კანონიერ მფლობელობაში გადაეცა ნივთი. რადგან მან ნებაყოფლობით არ შეასრულა ვალდებულება, გამსესხებელი ავტომობილს დაეფლა იძულებით, კანონით დადგენილი წესით. ამის შემდეგ რა ფორმით შეინახავს კანონიერი მფლობელი ნივთს, ეს მისი საქმეა. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თუ დაუდევრად შენახვის შედეგად ნივთი დაზიანდა ესეც მისი კანონიერი მფლობელის რისკია.
3.35. პალატა აფასებს ასევე აპელანტის მითითებას, თითქოს კერძო აღმასრულებელმა დაარღვია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ამის გამო მის მიერ შედგენილი დოკუმენტები დაუშვებელი მტკიცებულებებია. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ პალატამ უკვე იმსჯელა აღმასრულებლის მიერ შედგენილ ორი ოქმის შესახებ. ესაა - სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმი და 2016 წლის 26 იანვრის ოქმი ავტომანქანის გადაცემის შესახებ. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობდა „გირავნობის მოწმობის“ აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე და თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581-ე მუხლისა, აღმასრულებელი ვალდებული იყო შეედგინა მხოლოდ ეს ორი დოკუმენტი. ანუ ამოეღო ავტომანქანა (სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმი) და გადაეცა ის გამსესხებლიათვის (2016 წლის 26 იანვრის ოქმი ავტომანქანის გადაცემის შესახებ). სხვა დოკუმენტების თუ აღმასრულებლის რაიმე მოქმედებების შეფასება ამ საქმესთან არავითარ შემხებობაში არ არის.
3.36. ამრიგად, პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ არსებით ფაქტობრივ გარემოებებს: პირველი - სს ,,მიკრისაფინანსო ორგანიზაცია ს--- კ-------–-ა“ და გ------ გ-------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად გ------ გ-------–---–ზე გაიცა სესხი 19000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა გ------ გ-------–---–ის მამის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი ,,მერსედეს ბენცი” S350, სახელმწიფო ნომრით F------ საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------. მეორე - 2016 წლის 29 დეკემბერს გ------ გ-------–---–ს ელექტრონული წერილით აცნობეს, რომ დავალიანების გამო კომპანიამ ითხოვა მაქსიმუმ 3 დღის ვადაში დავალიანების დაფარვა ან გირავნობის საგნის წარდგენა. მესამე - მოთხოვნის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის გამო, 16.01.2016 წელს გაცემული იქნა №------ გირავნობის მოწმობა. 22.01.2016 წელს, კერძო აღმასრულებელმა ზ---– ფ---–---–-–---–მა, ამ მოწმობის საფუძველზე, კრედიტორისთვის გადაცემის მიზნით, მოვალე ფ-------- გ-------–---–ის მფლობელობიდან ამოიღო და ოთხ დღეში კრედიტორს გადასცა ავტომობილ ,,მერსედეს ბენცი” S350, სახელმწიფო ნომრით F-----. მეოთხე - ამოღების მომენტში ავტომანქანის ღირებულება იყო სოლიდური და შეადგენდა მინიმუმ 47 194.1 ლარს და მეხუთე - 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, ხსენებული ავტომანქანა იმყოფებოდა სს ,,მიკრისაფინანსო ორგანიზაცია ს--- კ-------–ის“ კანონიერ მფლობელობაში, განთავსებული იყო თბილისში, გ--------–--------------- ეზოში მდებარე ავტოსადგომზე საიდანაც მას უნებართვოდ დაეუფლა გ------ გ-------–---–ი.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ზემოაღნიშნული ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია სადავო უფლებათა განხორციელების დადგენილი წესი. მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ მოქმედი პირი შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. ნამდვილად თავისი უფლება ისეთი უფლებაა, რომელიც პირს მინიჭებული აქვს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, ხოლო თავისად დაგულვებული კი - ისეთი, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა, სინამდვილეში, ასეთი უფლება არ გააჩნია ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატიული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე.
4.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობისათვის სავალდებულოა ისეთი ნიშნის არსებობა, როგორიცაა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი მნიშვნელოვანი ზიანი.
4.3. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას - თვითნებობა განზრახი დანაშაულია, მის ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის - ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობას.
4.4. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული №M----- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–-ა“ გ------ გ-------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ------ გ-------–---–ზე გაიცა სესხი 19000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა ფ-------- გ-------–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი ,,მერსედეს ბენცი” S350, სახელმწიფო ნომრით F------ საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გ------ გ-------–---–ს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელს ჰქონდა უფლება მიეღოს საკუთრებაში გირავნობის საგანი და განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია. უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცა სააღსრულებო დოკუმენტი - N------ გირავნობის მოწმობა, რომლითაც ფ-------- გ-------–---–ისგან უნდა გამოთხოვილიყო ზემოაღნიშნული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების გირავნობის საგანი, რაც კანონით დადგენილი წესით განხორციელდა შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედების შედეგად. უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ გ------ გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, სწორედ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩარევითა და სსიპ ,,112“-ის საევაკუაციო სამსახურის დახმარებით მოხერხდა მხოლოდ ფ-------- გ-------–---–ის მფლობელობიდან ავტომანქანის გამოთხოვა და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გ------ გ-------–---–ი, რომელმაც ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სააღსრულებო წარმოებას. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არც თავად ბრალდებული გ------ გ-------–---–ი უარყოფს, მეტიც, სწორედ ბრალდებულმა დაადასტურა, რომ პატრულის თანამშრომელმა მოუწოდა არ გაეწია წინააღმდეგობა ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანისთვის და მოგვიანებით გაერკვია ყველაფერი. დადგენი-–-- ისიც, რომ გ------ გ-------–---–ისთვის ცნობილი, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოხდა ხელშეკრულების საგნის - ავტომანქანის გადაცემა სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ისთვის“. ამასთან, დადგენილა ასევე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ამოღების მომენტში ავტომანქანის ღირებულება იყო სოლიდური და შეადგენდა მინიმუმ 47 194.1 ლარს; 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, ხსენებული ავტომანქანა იმყოფებოდა სს ,,მიკრისაფინანსო ორგანიზაცია ს--- კ-------–ის“ კანონიერ მფლობელობაში, განთავსებული იყო თბილისში, გ--------–--------------- ეზოში მდებარე ავტოსადგომზე საიდანაც მას უნებართვოდ დაეუფლა გ------ გ-------–---–ი. ამით მნიშვნელოვნად დაზარალდა სს ,,მი----------------------------–-ა ს--- კ-------–ის“ ინტერესები.
4.5. ამდენად, სასამართლოს მიჩნია, რომ სახეზეა გ------ გ-------–---–ის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - თვითნებობის, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.
4.6. შესაბამისად, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, დადასტურდა გ------ გ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულისათვის იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის და დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.5. ამ საკითხის შეფასებაშიც, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და თვლის, რომ გ------ გ-------–---–ს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში, მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, არ დადგენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
6.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს გ------ გ-------–---–ის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ------ გ-------–---–ს ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
6.7. უშუალოდ გ------ გ-------–---–ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს - ბრალდებულის მიერ თავისად დაგულვებული ქონების დაცვის სურვილი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენი-–-- ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებულის პიროვნებას - გასათვალისწინებელია, ბრალდებულის კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო სხდომის დარბაზში, ასევე პალატა ითვალისწინებს მის ოჯახურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პრველი ნაწილით სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------ გ-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--------ი ს----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი გ------ გ-------–---–ის მიმართ.
გ------ გ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ელექტრონული დისკები, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ავტომობილი ,,მერსედეს ბენცი” S350, სახელმწიფო ნომრით F----- - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილი