განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
110100118002669114
ინსტანცია
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002669114

საქმე №1/ბ-459-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ კ-----------ის

ადვოკატის _ რ--------- ლ--–--ის

მონაწილეობით,გამართლებულის _ ი-----–- ზ--------ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ი-----–- ზ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------------–----------------------–--------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- ზ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (02 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2012 წლიდან ი---------ე ქორწინებაში იმყოფება ი-----–- ზ--------ესთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ-------------–----------------------–---------ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: ლ---- ზ--------ე (დაბ. 08.10.2012) და ს-------- ზ--------ე (დაბ. 11.02.2017). დაქორწინების შემდეგ, ი-----–- ზ--------ესა და ი---------ეს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის მოტივიც გახდა ქალის მიმართ გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულება, რაც გამოიხატებოდა ი-----–- ზ--------ის მიერ მეუღლის _ ი---------ის გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევაში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის აკრძალვაში, ქცევის და პირადი ცხოვრების კონტროლში. 2018 წლის 23 მაისს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ-------------–----------------------–--------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგო----ეობაში მყოფმა ი-----–- ზ--------ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს _ ი---------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მკლავში ხელის მოკიდებით გაიყვანა სააბაზანოში, სადაც ორივე ხელი მოჰკიდა მხრებში და რამდენჯერმე მიარტყმევინა თავი კედელზე. ი-----–- ზ--------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ი---------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2018 წლის 1 აგვისტოს, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ.------------–----------------------–---------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგო----ეობაში მყოფმა ი-----–- ზ--------ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს _ ი---------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ი---------ე შეეცადა გასცლოდა ი-----–- ზ--------ეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ესროლა ლიმონათის ბოთლი, რომელიც ზურგში მოხვდა მას. განაგრძობდა რა ძალადობას, ი-----–- ზ--------ემ ი---------ეს მარჯვენა ხელი გადაუტრიალა, რის შემდეგაც მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა მარცხენა მკერდის ზედა ნაწილში, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ლ---- ზ--------ე (დაბ. 08.10.2012). ი-----–- ზ--------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ი---------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

2018 წლის 2 აგვისტოს, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ.------------–----------------------–---------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგო----ეობაში მყოფმა ი-----–- ზ--------ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს _ ი---------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რასაც შეესწრო მათი არასრულწოვანი შვილი ლ---- ზ--------ე (დაბ. 08.10.2012). ი-----–- ზ--------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ი---------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

ზემოაღნიშნულის გამო ი-----–- ზ--------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენით:

 

ი-----–- ზ--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 მაისის ეპიზოდი), 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 2 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ი-----–- ზ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს №-------- განჩინებით ა---------– პ-------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდით №3-----------).

 

გამართლებულ ი-----–- ზ--------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ი-----–- ზ--------ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე და სსიპ 112-ის ჩანაწერი დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ-----------ემ, რომელმაც ითხოვა ი-----–- ზ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების (ორი ეპიზოდი) ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ საქმეზე შეკრებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი---------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ ო---- ა------ის, ნ--- ა------ის, ლ--–- კ-----ის და გ-- გ----------ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების _ ნ----–- მ------–-–---–ის და თ------ შ------–--ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, აშკარად და უტყუარად დასტურდება ი-----–- ზ--------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა კ-----------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ ი-----–- ზ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ--------- ლ--–--ემ ითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და არგუმენტებს ი-----–- ზ--------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი-----–- ზ--------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულ ი---------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2012 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი-----–- ზ--------ესთან. მათ ჰყავთ ორი შვილი _ 2012 წლის 8 ოქტომბერს დაბადებული ლ---- ზ--------ე და 2017 წლის 11 თებერვალს დაბადებული ს-------- ზ--------ე. 2018 წლის 23 მაისს, საღამოს საათებში, ქ-------------–----------------------–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მასთან საძინებელ ოთახში შევიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ი-----–- ზ--------ე, რომელმაც აგრესიულად მიმართა, რომ საყვარლები ჰყავდა და შეაგინა დედის მისამართით, რის გამოც განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამის შემდეგ გავიდა აივანზე, რა დროსაც მასთან სწრაფად მივიდა ი-----–- ზ--------ე, შეაგინა დედის მისამართით და უთხრა, თუ როგორ გაბედა მისთვის ეღალატა, რის გამოც განიცადა ძლიერი ფსიქოლოგიური ტანჯვა. ი-----–- მიუახლოვდა მას, მარცხენა ხელი მოჰკიდა მარჯვენა ხელში და ძალით შეიყვანა სააბაზანოში, რა დროსაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი მარჯვენა ხელის არეში. ი-----–-მ შიგა მხრიდან ჩაკეტა საკეტი, შემდეგ ორივე ხელი მძლავრად მოჰკიდა მხრებში და სამჯერ-ოთხჯერ მძლავრად მიარტყმევინა თავი უკანა ნაწილით ფილებით მოპირკეთებულ კედელზე. თითოეული დარტყმისას განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. იმავდროულად ი-----–- აგინებდა დედის მისამართით და მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, რის შედეგადაც განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. რამდენიმე წამში ი-----–-ს ფეხი დაუცდა და წაიქცა, რითაც ისარგებლა მან, გააღო აბაზანის კარები და გაიქცა. ამის შემდეგ თავის შვილთან, ს--------სთან ერთად გადავიდა მეზობლად მცხოვრებ ლ--–- კ-----ესთან, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ. მასთან ყოფნის დროს დაურეკა დედამისს, ნ--- ა------ეს და მასაც მოუყვა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე. დაახლოებით 3 საათში, ლ--–- კ-----ის სახლში მიაკითხეს მშობლებმა ო---- და ნ--- ა------ეებმა. შემდეგ სიტუაციის გარკვევის მიზნით, ისინი მივიდნენ ი-----–- ზ--------ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მის მშობლებს უთხრა, რომ მან უღალატა და მოსთხოვა წაეყვანათ იგი მისი სახლიდან. ამის შემდეგ შვილებთან ერთად წავიდა ქობულეთში, მშობლების სახლში, სადაც ცხოვრობდა 2018 წლის 25 ივლისამდე. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე დაურეკა ი-----–- ზ--------ემ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ვინაიდან, უნდოდა შვილების გამო ერთობლივად გაეგრძელებინათ ცხოვრება, 2018 წლის 25 ივლისს დაბრუნდა ქ.ზესტაფონში, ი-----–- ზ--------ის სახლში. 2018 წლის 1 აგვისტოს, შუადღის საათებში, ი-----–-მ აგრესიულად უთხრა, თუ რატომ უღალატა მას, იგი ეჭვიანობდა ლ--–- კ-----ის მეუღლეზე, მ-----– ჭ----------ეზე. ამის გამო განიცადა ძლიერი ფსიქოლოგიური ტანჯვა. იმავე დღეს, ურთიერთშელაპარაკების დროს, ი-----–- ზ--------ემ ზურგის არეში ესროლა ლიმონათიანი პლასტმატის ბოთლი, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ი-----–- სწრაფად მივიდა მასთან, მძლავრად მოჰკიდა ხელი მარჯვენა ხელზე და გადაუტრიალა, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს ი-----–- მიმართვდა უწმაწური სიტყვებით და აგინებდა დედის მისამართით, რის გამოც განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ი-----–-მ ასევე მძლავრად მოუჭირა მარჯვენა ხელი მკერდის მარცხენა მხარეს, ზედა ნაწილში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-----–- ზ--------ე მარჯვენა ხელით სწვდა მას ყელში და მძლავრად მოუჭირა, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იგი თან აგინებდა დედის მისამართით, რის გამოც განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. 2018 წლის 1 აგვისტოს და 2 აგვისტოს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი ლ---- ზ--------ე. დაზარალებულის განმარტებით, ი-----–- ზ--------ე ეუბნებოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა მას, რადგან იყო ეჭვიანი და მოითხოვდა ტანსაცმელიც მისი შეხედულებისამებრ ჩაეცვა. იგი არ აძლევდა საშუალებას, რომ ურთიერთობა ჰქონოდა მეგობრებთან, მოითხოვდა, ეთქვა, თუ რას აკეთებდა ნათესავებთან, რა ილაპარაკა და ვის შეხვდა. ასევე უზღუდავდა ტელეფონით და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის საშუალებას, გაუთიშა სოციალური ქსელები.

 

მოწმე ო---- ა------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ დაზარალებული ი---------ე არის მისი შვილი. 2018 წლის მაისის თვის ბოლოს, მის მეუღლეს, ნ--- ა------ეს დაურეკა იამ და მოუყვა თავისი მეუღლის _ ი-----–- ზ--------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. ასევე უთხრა, რომ ი-----–-მ გამოაგდო სახლიდან და იმყოფებოდა მეგობართან, რის გამოც ის და მისი მეუღლე ნ--- ა------ე წავიდნენ ქ.ზესტაფონში. ისინი მივიდნენ ი-----–- ზ--------ის მეზობლად მცხოვრები ლ--–- კ-----ის სახლში, სადაც იმყოფებოდა ი---------ე შვილთან _ ს-------- ზ--------ესთან ერთად. იამ უთხრათ, რომ მისმა მეუღლემ, ი-----–- ზ--------ემ ეჭვიანობის გამო მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა საძინებელ ოთახში ყოფნის დროს. მისივე თქმით, ი-----–-მ ძალით შეიყვანა სააბაზანო ოთახში, შიგა მხრიდან ჩაკეტა კარები, რის შემდეგაც ორივე ხელი მძლავრად მოჰკიდა მხრებში და სამი-ოთხჯერ მძლავრად მიარტყმევინა თავი აბაზანის კედელზე. ამის შემდეგ ისინი ესაუბრნენ ი-----–- ზ--------ეს, რომელმაც განუცხადათ, რომ იამ მას უღალატა და მოითხოვა წაეყვანათ იგი მისი სახლიდან. ამის გამო ია ორივე შვილთან ერთად წამოიყვანეს ქობულეთში, თავიანთ ოჯახში. დაახლოებით ივლისის თვის ბოლოს ი---------ე შვილებთან ერთად დაბრუნდა ქ.ზესტაფონში, მეუღლის სახლში. 2018 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 22 საათზე, მან მობილურ ტელეფონზე დაურეკა მის მეუღლეს, ნ--- ა------ეს და უთხრა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- ზ--------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ზურგის არეში ესროლა ლიმონათიანი პოლიეთილენის ბოთლი. მან ასევე გადაუტრიალა ხელი, შემდეგ კი ხელი მოუჭირა მარცხენა მკერდის ზედა ნაწილში. გარდა ამისა, ი---------ემ დედამისს მოუყვა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს, საღამოს საათებში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- ზ--------ემ კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი მძალავრად მოუჭირა ყელის არეში.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მოწმე ნ--- ა------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება).

 

მოწმე ლ--–- კ-----ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, მეუღლესთან _ მ-----– ჭ----------ესთან და შვილთან ერთად. 2018 წლის მაისის თვის ბოლო რიცხვებში, საღამოს საათებში, მასთან, სახლში მივიდა აღელვებული ი---------ე მცირეწლოვან შვილთან, ს--------სთან ერთად. ი---------ემ მას უთხრა, რომ მეუღლემ _ ი-----–- ზ--------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ია მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თავის მშობლებს, რომლებიც დაახლოებით 2-3 საათში მივიდნენ მასთან სახლში, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში ი---–ობლებთან და შვილთან ერთად წავიდა მისი სახლიდან.

 

მოწმე დ--- მ----–----–--ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს სტუმრად ჩავიდა ქ.ზესტაფონში, მამიდაშვილთან _ ი-----–- ზ--------ესთან. იქ ყოფნის დროს ი-----–-სა და მის მეუღლეს, ი---------ეს შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს. როგორც ი---------ემ უთხრა, მეუღლე არ აძლევდა საშუალებას ურთიერთობა ჰქონოდა მეგობრებთან, რაზეც ი-----–-მ უპასუხა, რომ შეეძლო წასულიყო თავის მეგობრებთან. აღნიშნული საუბრის დროს ი-----–- ზ--------ემ ი---------ეს უთხრა, რომ დაუძახებდა იმ პირს, ვინც ეტყოდა, რომ ის იჯდა ვიღაც მამაკაცის ავტომანქანაში. მოწმის განმარტებით, შემდეგ ის გავიდა სახლის მეორე მხარეს არსებულ სააბაზანო ოთახში, ხოლო ვიდრე აივანზე იმყოფებოდა, ი-----–- ზ--------ეს ი---------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ----–- მ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ზ-----------------------–-------------–--–-, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება, რომ ქალბატონი ითხოვდა დახმარებას. როდესაც ტელეფონზე უკავშირდებოდა ინიციატორს, მამაკაცი პასუხობდა და ეუბნებოდა, რომ დახმარება არ იყო საჭირო. შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე მისულებს სახლში დახვდნენ ი-----–- ზ--------ე და დაზარალებული ი---------ე. ეს უკანასკნელი აღელვებული იყო და განმარტავდა, რომ მას თავისი მეუღლე ი-----–- ზ--------ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ვინაიდან, ი-----–- ზ--------ე ცემით დაემუქრა ი---------ეს მათი თანდასწრებით, იგი ადგილზე იქნა დაკავებული.

 

შსს ზ-----------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ნ------ გ-------ის მიერ შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, ი---------ის თანხმობით, განხორციელდა მისი სხეულის დათვალიერება და ფოტოგრაფირება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ი---------ეს მარჯვენა ხელის მაჯაზე, შიდა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოლურჯო-მოწითალო ფერის ჰემატომა. ასევე, მაჯვენა ხელის მკლავზე, შიდა ზედაპირზე აღენიშნებოდა იგივე ფორმისა და ზომის დაზიანება ჰემატომის სახით. ასევე, მარცხენა მკლავისა და მკერდის არეში აღენიშნებოდა დაზიანება მოლურჯო-მოწითალო ფერის ჰემატომის სახით. ასევე, დაზიანებები ჩაწითლების სახით ემჩნეოდა ყელისა და ზურგის არეში. აღნიშნულ დაზიანებებზე ი---------ემ განაცხადა, რომ ისინი მიაყენა მეუღლემ _ ი-----–- ზ--------ემ ფიზიკური ძალადობისას.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2019 წლის 03 აგვისტოს, 03:58_04:06 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ი---------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო მოიისფრო სისხლნაჟღენთი, ზომით 0.5X0.4სმ; მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით 0.4X0.3სმ; მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნებოდა 2, ერთმანეთთან ახლოს მდებარე, უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, თითოეული ზომით: 1)0.5X0.4სმ და 2) 0.3X0.2სმ; მარჯვენა წინა მხრის უკანა ზედაპირზე ქედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით 0.7X0.3სმ; მარჯვენა წინა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სიხლნაჟღენთი, ზომით 4.2X2.7სმ; გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით 3.8X3.5სმ; გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ცენტრალურად შუა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით 0.6X0.3სმ; მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა 2, ერთმანეთთან ახლოს მდებარე, უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, თითოეული ზომით: 1) 3.8X1.6სმ და 2) 0.8X0.5სმ; მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით 1.2X0.5სმ). დაზიანებები განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ ი-----–- ზ--------ისგან 2018 წლის 03 აგვისტოს, 02:20 საათიდან 02:35 საათამდე პერიოდში აღებულ სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა 2.18% ეთილის სპირტი, რაც შეესაბამება ალკოჰოლური თრობის საშუალო ხარისხს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილ ბრალდებაში ი-----–- ზ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ ი-----–- ზ--------ის მიერ ი---------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის, ი---------ის და სამი ირიბი მოწმის _ ო---- ა------ის, ნ--- ა------ის და ლ--–- კ-----ის ჩვენებები. ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი-----–- ზ--------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა სასამართლოს ი-----–- ზ--------ის ბრალეულობაში, მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის, ი---------ის უდავოდ მიჩნეული ჩვენება კი ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან _ პრეიუდიცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის, დაზარალებულ ი---------ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც ი-----–- ზ--------ეს ამხელდა ძალადობის სამივე ეპიზოდში, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა და იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გამოკვლევის გარეშე იღებენ მტკიცებულებად, ესე იგი ისინი თავისუფლდებიან მტკიცების ტვირთისაგან, ხოლო ინფორმაცია კი ავტომატურად იძენს მტკიცებულებით ხასიათს.

საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ წინასწარი გამოძიების სტადიაზე გამოკითხვისას ბრალდებულმა ი-----–- ზ--------ემ 2018 წლის 01 აგვისტოს ეპიზოდში ფაქტობრივად თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ ხსენებულ დღეს თავის მეუღლეს, ი---------ეს ესროლა ლიმონათის ბოთლი, რომელიც მას ზურგში მოხვდა. გამოკითხვისას მან ასევე არ უარყო 2018 წლის 23 მაისს და 2018 წლის 02 აგვისტოს მეუღლესთან კონფლიქტის ფაქტები, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული კონფლიქტების დროს ი---------ეს მხოლოდ შეაგინა დედის მისამართით და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ბრალდებულ ი-----–- ზ--------ის გამოკითხვის ოქმი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც იგი სასამართლოში არ გამოკვლეულა.

 

გარდა ამისა, ხაზი რომც არ გავუსვათ იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ი-----–- ზ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ემყარებოდა არა მხოლოდ დაზარალებულ ი---------ის გამოკითხვის ოქმს, არამედ ასევე სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: ი---------ის სხეულის დათვალიერების ოქმს და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც სრულად არის თანხვდენილი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმთან და რომლებითაც დადგენილია, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით; მოწმე დ--- მ----–----–--ის გამოკითხვის ოქმს, რომელიც, მართალია, უშუალოდ არ შესწრებია ძალადობის ფაქტს, თუმცა დაადასტურა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს ი-----–- ზ--------ესა და ი---------ეს შორის მართლაც მოხდა კონფლიქტი; მოწმე ლ--–- კ-----ის გამოკითხვის ოქმს, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის მაისის თვის ბოლოს ი---------ე მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა მასთან სახლში, რა დროსაც იყო აღელვებული და მოუყვა, რომ მეუღლემ _ ი-----–- ზ--------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; მოწმე ნ----–- მ------–-–---–ის ჩვენებას, რომელმაც განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს დახვდათ აღელვებული ი---------ე, რომელიც განმარტავდა, რომ თავისი მეუღლე, ი-----–- ზ--------ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც ი-----–- ზ--------ე მათი თანდასწრებით დაემუქრა მას ცემით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი-----–- ზ--------ის უდანაშაულობის შესახებ, რადგან ეს პოზიცია არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებიდან და პალატას არ აქვს საფუძველი, არ გაიზიაროს დაზარალებულ ი---------ის გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები, რომლებიც სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–- ზ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 01 აგვისტოს და 2018 წლის 02 აგვისტოს ეპიზოდები), ე.ი. დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 01 აგვისტოს და 2018 წლის 02 აგვისტოს ეპიზოდები). ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გამამართლებელი განაჩენი ი-----–- ზ--------ის მიმართ უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგენილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ი-----–- ზ--------ეს, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის, არ არის ნასამართლევი, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გამამართლებელი განაჩენი ი-----–- ზ--------ის მიმართ.

 

3.ი-----–- ზ--------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 01 აგვისტოს და 2018 წლის 02 აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 01 აგვისტოს ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 02 აგვისტოს ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ზ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი-----–- ზ--------ეს, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 02 აგვისტოდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით, ე.ი სულ 12 (თორმეტი) დღე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით.

 

6.განაჩენი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაწილში აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–- ზ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს №-------- განჩინებით ა---------– პ-------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ, ზ------------------------------–---------------–- მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით №3-----------) დადებული ყადაღა.

 

8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ი-----–- ზ--------ის სისხლის ნიმუში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე და სსიპ 112-ის ჩანაწერი დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/