განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-519-2019 წელი
№010100118002488193
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
13 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი – ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – დ----- კ-------–ის,ადვოკატის – გ---–- თ---------ის,მსჯავრდებულის – ვ------- ი--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ვ------- ი--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ვ------- ი--ე, დაბადებული 2----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასა-მართლობის არ მქონე, მცხოვრები კ-----------------------–-------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით დანაშა-ულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს არასრულწლოვათა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 02 (ორი) ორი წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 01(ერთი) წელი, 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-5 ნაწილების საფუ-ძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ------- ი--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 02 (ორი) ორი წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01(ერთი) წელი , 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველძე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ვ------- ი--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ძარცვისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზ-ნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 21:45 საათზე, ქალაქ ბ------–--------------–---–--------------ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოში ყოფნისას ვ------- ი--ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ი----- ჟ--------ს კუთვნილ ზურგჩანთას მასში არსებულ „ALCATEL“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, „s-------“-ის პლასტიკურ ბარათს, ფულად თანხას – 10 თურქულ ლირას, 260 ლარისა და 13 აშშ დოლარის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ------- ი--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---–- თ---------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ვ------- ი--ის მიმართ დანიშნული სასჯელის ჩათვლას პირობით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლოს სასჯელის განსაზღვრისას უნდა ეხელმძღვანელა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ისე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით. კანონმდებელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებას იმპერატიულად განსაზღვრავს იმ პირის მიმართ, რომელიც საქმის განხილვის დროს გახდა სრულწლოვანი. ვინაიდან ვ------- ი--ეს დანაშაული ჩადენილი ჰქონდა არასრულწლოვნების პერიოდში, სასჯელის განსაზ-ღვრისას მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას ყველა ის შეღავათი, თუ არსებობს ამის სამართლებრივი წინაპირობები, რასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს. კერძოდ, სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა როგორც არასრულ-წლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესი, ისე ამავე კოდექსის 74-ე მუხლის დანაწესი, ვინაიდან ვ------- ი--ე როგორც ბრალად შერაც-ხული დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი პირი, სარგებლობდა უფლებით მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ვ------- ი--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გ---–- თ---------ეს, რომელებიც ითხოვენ ვ------- ი--ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვალას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ დ----- კ-------–ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვ-ლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ვ------- ი--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ------- ი--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინს-ტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმ-დეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზ-ღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ ვ------- ი--ემ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, არის 19 წლის, ითანამშრომლა გამოძიებასთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯუ-ლების კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენებით, ვ------- ი--ეს დაუნიშნა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-3 აბზაცში მითითებულია:
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს განჩენით დანიშნული სასჯელი.“
ხოლო მე-5 აბზაცში მითითებულია:
„სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-5 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი.“
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან ვ------- ი--ემ საქართველოს სისხლის სამა-რთლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 24 მაისს, ხოლო მის მიმართ გორის რაიონული სასა-მართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 2018 წლის 03 აგვისტოს. ე.ი. ვ------- ი--ის მიმართ, მის მიერ 2018 წლის 24 მაისს დანაშაულის ჩადენისას, ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი და შესაბამისად, ის არ იყო ნასამართლო-ბის მქონე.
ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამო-ირიცხოს მითითება საქართველოს სისხლის სამანრთლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე განაცჩენის გაუქმების თაობაზე რადგან აღნიშნული მუხლის სესაბამისად - თუ პირობით მსჯავრდებულმაგამოსაცდელ ვადაში განზრახი დანასაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. კონკრეტულ შემთხვე-ვაში კი ვ------- ი--ეს დანაშაული გამოსაცდელ ვადაში არ ჩაუდენია.
შესაბამისად მას სასჯელი უნდა დაენიშნოს არა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-3 ნაწილების, არამედ 59-ე მუხლის მე-5 და მე-2 ნა-წილების შესაბამისად.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ვ------- ი--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოს სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე განაჩენის გაუქმების თაობაზე.
ვ------- ი--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ სას-ჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ნაწილი 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზ-ღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩე-ნით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ვ------- ი--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდე-ლად, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ვ------- ი--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ვ------- ი--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2018 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 08 მაისამდე და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან – 2019 წლის 08 მაისიდან.
ვ------- ი--ეს დაევალოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხ-დის შემდეგ, ყოფაქცევაზე კონტროლის განსახორციელებლად, 15 დღის ვადაში გამოცხად-დეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება - ვ------- ი--ისგან ამოღებული სპორტული ზედატანი, მაისუ-რი და კეპი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართ-ველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღ-ჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღე-ბის შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში და ვ-------- ი--ისგან ამოღებული სუნის ნიმუში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გადაგ-ზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, განადგურდეს კანონით დადგე-ნილი წესით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – ვ------- ი--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც და-ლუქულ მდგომარეობაში გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ზურგჩანთა, 60 ლარი, 13 აშშ დოლარი, მობილური ტელეფონი, სიმბარათი, პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება ი----- ჟ--------სთან, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით,საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 31 მაისის სხდომის ოქმის ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
marina siraZe