განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002867202
საქმე №1ბ/1346-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
მერი ლაბარტყავას, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-–----------–---–ის, ლ-–----------–--ის
ადვოკატ: ე-–---------–--–---–ის
მსჯავრდებულ: ი------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის ისანი - სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- ი------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის (----------------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: გ------------–---------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–------------–-------------------------–---–--------- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი------------–---–მა ჩაიდინა სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 აგვისტოს, დილის საათებში, ქ-------–-------------------------–--–-------–------------–------------------ მინის დასამზადებელ საამქროში ჯ--–--–----------- თანამშრომლებთან ერთად „სამკუთხა ურიკით“ გადაადგილებდა მინაპაკეტებს, რომლებიც დამაგრებული არ იყო „ურიკაზე“. ურიკის გადაადგილებისას ჯ--–--–-----------ს მხარეს არსებული მინაპაკეტები გადმოყირავდა და ზემოდან დაეცა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ--–--–----------- გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენით:
ი------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ამავე განაჩენით, ო---------–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ი------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნას, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ი------------–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქმეში არსებული საინჟინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უბედური შემთხვევის დროს დარღვეული იქნა შპს „-------------- გენერალური დირექტორის, ა--------------ის მიერ დამტკიცებული მინის საამქროში სამუშაოების შესრულებისას შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნები.
ნორმატივის - „უსაფრთხოების რეგულაციები სამრეწველო ჰიგიენასა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს“ - N16.1 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია უზრუნველყოს შრომითი უსაფრთხოების სამსახურის შექმნა და დაკომპლექტება, ხოლო N16.2 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია საწარმოში შექმნას შრომისათვის უსაფრთხო პირობები.
ამავე ნორმატივის N17.3 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, საწარმოს მთავარი ინჟინერი ვალდებულია ხელმძღვანელობა გაუწიოს შრომის უსაფრთხოების სამსახურს და აკონტროლოს მათ მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
ამავე ნორმატივის N21.1 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, საწარმოში ცეხის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს მუშების შრომის უსაფრთხოება და კონტროლი გაუწიოს მათ მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ------–----–-----მ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული, ზემოაღნიშნული დოკუმენტის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ დასკვნაში მხოლოდ ნორმატივის მიერ ზოგადად დადგენილი წესის ციტირება მოახდინა, რომელიც ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ყველა საწარმოში მთავარი ინჟინერი ანდა ცეხის უფროსი არ არის და ეს ფუნქცია, რიგ შემთხვევებში, ხელმძღვანელობის შეხედულებისამებრ, შესაძლოა დაკისრებული ჰქონდეს ზემოაღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთს ან სხვა თანამდებობის პირსაც.
ი------------–---–მა საქმის სასამართლო განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში პროკურორი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ მოიპოვა არაერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებს ი------------–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენას. აპელანტის აღნიშნულ პოზიციას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ი------------–---–ის ბრალეულობა მოცემული დანაშაულის ჩადენაში. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის საკანონმდებლო კონსტრიქციას, რომლის თანახმად, მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ქმედების ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: მოქმედებას ან უმოქმედობას (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევა); შედეგს (სიცოცხლის მოსპობა) და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის დღეს შპს “------------ის მინის დასამზადებელ საამქროში ჯ--–--–----------- თანამშრომლებთან ერთად „სამკუთხა ურიკით“ გადაადგილებდა მინაპაკეტებს, რომლებიც დამაგრებული არ იყო „ურიკაზე“. ურიკის გადაადგილებისას ჯ--–--–-----------ს მხარეს არსებული მინაპაკეტები გადმოყირავდა და ზემოდან დაეცა მას, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ჯ--–--–----------- გარდაიცვალა. ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ შემთხვევის დროს ი------------–---–ი იყო შპს “------------ის მთავარი ინჟინერის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ აღნიშნული გარემოებები ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად არ ადასტურებენ ი------------–---–ის ბრალეულობას მოცემული დანაშაულის ჩადენაში. პალატა მიიჩნევს, - ბრალდების მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ მთავარ ინჟინერს, - ი------------–---–ს ევალებოდა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დაცვა, რომლის დარღვევამ გამოიწვია კონკრეტული შედეგი, - ჯ--–--–-----------ს გარდაიცვალება. საინჟინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით სხვა გარემოებებთან ერთად დადგინდა, რომ მთავარი ინჟინერი ვალდებულია ხელმძღვანელობა გაუწიოს შრომის უსაფრთხოების სამსახურს და აკონტროლოს მათ მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ავტორის, ექსპერტ რ------–----–-----ს განმარტებით, წარმოდგენილ დასკვნაში მხოლოდ ნორმატიულად, ზოგადად დადგენილი წესის ციტირება მოახდინა, რომელიც ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. ექსპერტის განმარტებით, შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ყველა საწარმოში მთავარი ინჟინერი არ არის და ეს ფუნქცია, რიგ შემთხვევებში, ხელმძღვანელობის შეხედულებისამებრ, შესაძლოა დაკისრებული ჰქონდეს ზემოაღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთს ან სხვა თანამდებობის პირსაც. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შპს „-------------ის გენერალური დირექტორის, ა--------------ის 2017 წლის 14 სექტემბრის N------- განცხადებას, რომლის თანახმად, საამქროში შრომითი უსაფრთხოების პროცესზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მინის საამქროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ო---------–-------–---–ი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ი------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენი ი------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ი------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ი------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გამართლებულ ი------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულება:
ლაზერული დისკი, სამედიცინო ისტორიის ასლები, დანიშვნის ბრძანებები, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ჯ--–--–-----------ს პირადი ნივთები, რომლებიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
მინის ნატეხი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქით, მინის მოზრდილი ნატეხები, მინაპაკეტის დაზიანებული რკინის სილიკონი, გვამური სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი