განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-721-2019 წელი
№050100119003112588
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
14 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ--–-- ჩ------ის ბრალდების №0----------- სისხლის სამართლის საქმე.
შ--–-- ჩ------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ო--------------------–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ჩ-----------–----------–---------ში, მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიონული სასამართ-ლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენ-თა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
შ--–-- ჩ------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფისათვის, რა-მაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 ივლისიდან შ--–-- ჩ------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფე-ბოდა თ-- ა----–---–თან და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხო-ლო 2019 წლის 26 მარტიდან დღემდე შ--–-- ჩ------ე თ-- ა----–---–თან იმყოფება რე-გისტრირებულ ქორწინებაში. შ--–-- ჩ------ე თ-- ა----–---–ს თანაცხოვრების პერიოდ-ში - 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის 04 ივლისის ჩათვლით დროის პერიოდში, ჩ--------------------–----–----------------–---------ში მდებარე საკუთრ საცხოვრებელ სახლში ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწ-მაწური სიტყვებით. შ--–-- ჩ------ეს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა და-ემცირებინა მეუღლე და ეგინებინა მისთვის დედის და სხვა ნათესავების მისამართით. ყოველივე აღნიშნულის გამო თ-- ა----–---–ი თავს გრძნობდა დამცირებულად და გა-ნიცდიდა ტანჯვას. გარდა აღნიშნული ფსიქოლოგიური ძალადობისა, 2019 წლის 04 ივ-ლისს, საღამოს საათებში, ჩ-------------------–----–----------------–---------ში მდებარე საკუთრ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უკმა-ყოფილების ნიადაგზე, შ--–-- ჩ------ემ მეუღლეს - თ-- ა----–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელებით წვდა ყელში და მოუჭირა ძლიერად, რის შემდეგაც სა-ხის არეში რამდენჯერმე ძლიერად გაარტა ხელი, რის შედეგად თ-- ა----–---–მა განი-ცადა ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნ--- მ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს შ--–-- ჩ------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ შ--–-- ჩ------ეს ბოლო პერიოდში ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული მეუღლის – თ-- ა----–---–ის შეურაცხყოფა და დამცირება, რისთვისაც ძირითად მო-ტივს წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმორება და მსჯავრდებულის ეჭვიანობა. შ--–-- ჩ------ეს არ ესაჭიროებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირე-ბინა მეუღლე და ეგინებინა მისთვის დედისა და სხვა ნათესავების მისამართით, რის გამოც თ-- ა----–---–ი თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. შ--–-- ჩ------ის კანონთან კონფლიქტში ყოფნა არ არის პირველი შემთხვევა და მის მიმართ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის მის მიმართ წარსულში გამოყენებული იქნა რო-გორც მკაცრი სასჯელები, ასევე კანონით გათვალისწინეული შეღავათები და სანქციები, თუმცა აღნიშნულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო ანალოგიური ქმედების პრევენ-ცია. მან, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა კვლავ ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხა-სიათის დანაშაული, რაც ცალსახად მიუთითებს მის მიდრეკილებას კანონის მოთხოვ-ნების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიმართ გულ-გრილ დამოკიდებულებაზე.
შ--–-- ჩ------ის მიმართ დანიშნული სასჯელები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს და არ-ღვევს მას. აღნიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ შ--–-- ჩ------ის ინ-ტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- ფ-----------მ, რომელიც თავისი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკ-მაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ შ--–-- ჩ------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო აღნიშნული მუხლით სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გაი-თვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწი-ნებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედე-ბაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნა-შავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლია-ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ შ--–-- ჩ------ემ აღიარა მის მიერ ჩადე-ნილი დანაშაული, დაზარალებული ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას და შ--–-- ჩ------ეს სასჯელი დაუნიშნა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვა-ლისწინებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ შ--–-- ჩხიკვაძისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშ-ნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შე-ვიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
დანაშაულთა ერთობლიობისა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეჯამე-ბისას თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა დამოუკი-დებლად არ გამოიყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტის შესაბამისად დანაშაულთა ერთობლიობისა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეესაბამება საზოგადოე-ბისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით შ--–-- ჩ------ის მიმართ განაჩენთა ერთობ-ლიობის საბოლოო სასჯელის დანიშვნისას 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით საზო-გადოებისათვის სასარგებლო შრომა უნდა შეიცვალოს თავისუფლების აღკვეთით შემ-დეგი გააანგარიშებით: თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და შ--–-- ჩ------ეს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
შ--–-- ჩ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
შ--–-- ჩ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძ-ველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განაჩე-ნით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტი-ლებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთ-ხი) წელი, 02 (ორი) თვე და 03 (სამი) დღე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შ--–-- ჩ------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უნდა შეიცვალოს თავისუფლების აღკვეთით შემდეგი გააანგარიშებით: თავისუფლების აღ-კვეთის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი, სულ 30 დღე, ნაწილობრივ დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინის-ტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 8 თებერ-ვლის გადაწყვეტილებით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 61-ე მუხ-ლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, შ--–-- ჩ------ეს განაჩენთა ერთობ-ლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ შ--–-- ჩ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმ-რობა გაუქმებულია.
შ--–-- ჩ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან – 2019 წლის 5 ივლისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თ-- ა----–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება ჩოხატაურის რაიონულ სამმართვე-ლოში, დაუბრუნდეს თ-- ა----–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – „DVD“ დისკი, რომელიც ინახება ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili