განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
140100117002867910
ინსტანცია
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 140100117002867910

საქმე №1ბ/479-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორების: გ-------------–---–----------------–--------–--

ადვოკატის: ნ--------–--–----

მსჯავრდებულის: მ------------–---–-- მონაწილეობით,შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზ-------–--------–-- და მსჯავრდებულ მ------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--------–--–---- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, მ------------–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ------–-------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---–-------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით, მ------------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ ზ----------------–---–-- სახელით ყალბი დოკუმენტის შედგენისა და მისი გამოყენებით, სს „-–---------------- კუთვნილი 7800 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდების ეპიზოდში და გამართლდა.

მ------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტები; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი ,,ა“, და ,,ბ“ ქვეპუნქტებით 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქრთველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქაართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და--------------–---–- საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ მ------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 12 თებერვლიდან.

მ------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით;

მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

მანვე ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

მსჯავრდებულ მ------------–---–-- ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 16 ივნისამდე, სს „-–---------------- გ-----------–---–----- სერვისცენტრის მენეჯერმა მ------------–---–--, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ამავე ფილიალის მოლარე ოპერატორების სამუშაო კომპიუტერულ პროგრამებში - ე.წ. „იუზერებში“ უნებართვო შეღწევით, შეცვალა სხვადასხვა მოქალაქის სახელზე ბანკში არსებული პერსონალური მონაცემები, იმავე მოლარე ოპერატორების „იუზერების“ გამოყენებით მოტყუებით გაგზავნა ინფორმაცია სს „-–---------------- სათავო ოფისში, თითქოს მოქალაქეები ითხოვდნენ საკრედიტო ბარათების დამზადებას, რის შემდეგაც სს „-–---------------- მიერ დამზადდა 32 საკრედიტო ბარათი და გაეგზავნა მ-------------–---–-. მ------------–---–- მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა აღნიშნულ ბარათებზე რიცხულ თანხებს. ამავე დროს, მ-------------–---–-- ხსენებული მოქალაქეების ნაწილის სახელით გააკეთა სწრაფი სესხი 300-300 ლარის ოდენობით, რაც გადაიტანა შესაბამისი მოქალაქის საკრედიტო ბარათის ანგარიშზე და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თანხებს.

მანვე, 2012 წლის 27 ივლისიდან 2014 წლის 15 მაისამდე, ე------------------ სახელზე ყალბად შეადგინა ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის“ ხელშეკრულებები და სალაროს გასავლის ორდერები, სადაც ე------------------ ნაცვლად მოაწერა ხელი და რაც გამოიყენა სს „-–-------------–--- ამ გზით იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „-–---------------- კუთვნილ 2.676 ლარს.

2012 წლის 16 ნოემბრიდან 2015 წლის 16 თებერვლამდე პერიოდში ლ---–-------------- სახელზე მ------------–---–-- ყალბად შეადგინა ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის“ ხელშეკრულებები და სალაროს გასავლის ორდერები, სადაც ლ---–-------------- ნაცვლად მოაწერა ხელი და გამოიყენა სს „-–-------------–--- იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს

„-–---------------- კუთვნილ 1.916 ლარს.

საბოლოოდ, მ------------–---–- საერთო მიზნითა და ერთიანი განზრახვით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „-–---------------- კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას;

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ------------–---–-- დამნაშავედ ცნობა ზ----------------–---–-- სახელით ყალბი დოკუმენტის შედგენისა და მისი გამოყენებით, სს „-–---------------- კუთვნილი 7800 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდების ეპიზოდში

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის ქმედების სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მსჯავრდების ყველა ეპიზოდში არასაპატიმრო სასჯელის სახით-ჯარიმის გამოყენება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მეტისმეტად მკაცრი, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, მტკიცებულებათა უმეტესი ნაწილი გახადა არასადაოდ, წარსულში არ არის ნასამართლევი და მიისწრაფვის ზიანის ანაზღაურებისკენ. სასამართლოს ასეთი პირობების არსებობისას საპატიმრო სასჯელის ნაცვლად სავსებით შეეძლო გამოეყენებინა ჯარიმა.

ამასთან, აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწლის „ბ’’ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან ე-----------------------–---–-------------- რეალურად არანაირი ზიანი არ მისდგომიათ, ხოლო რაც შეეხება სს „-–---------------- ფაქტის გამოვლენამდე იფარებოდა, როგორც სესხის ძირი თანხა, ასევე პროცენტები.

პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს გარკვეულწილად შეუძლია იმსჯელოს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების თაობაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დადგენისას ყურადღება უნდა გამახვილდეს დანაშაულთა სიმრავლეზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ მ------------–---–-- მიერ ჩადენილი ქმედებები ატარებს აშკარად მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ და უწყვეტ ხასიათს.

დანაშაულის აღიარება, მსჯავრდებულისთვის ვერ იქნება იმის გარანტი, რომ დანაშაულის ხასიათისა და ჩადენის სიხშირის მიუხედავად, სასჯელის დადგენისას ყოველთვის მისი ინტერესების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. სასჯელის მიზანი არის სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყველა ეს კრიტერიუმი უნდა შეფასდეს კონკრეტული გარემოებიდან და ინდივიდიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმალურად იმაზე მითითება, რომ პირმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ან ის წარსულში არ არის ნასამართლევი, სასჯელს უკარგავს სამართლებრივ ეფექტს და მას ფორმალურ ხასიათს სძენს.

მსჯავრდებულ მ------------–---–-- მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს და ამას პალატაც ითვალისწინებს, თუმცა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის გამოყენების საფუძველი ვერ გახდება.

პალატა არ ეთანხმება აპელანტის არგუმენტაციას სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში, ქმედების კავალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან მ------------–---–- არ ედავებიან ე------------------ და ლ---–--------------ათვის ზიანის მიყენებას, ხოლო რაც შეეხება აპელანტის მინიშნებას, რომ ხდებოდა სესხად აღებული თანხის დაფარვა, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ სს „-–--------------- მსჯავრდებულის ქმედებით ზიანი არ მისდგომია.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახის, ასევე მისი ქმედების კავალიფიკაციის შეცვლის საფუძველი არ არსებობს და დაცვის მხარის პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული.

 

2. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ზ----------------–---–-- სახელით ყალბი დოკუმენტის შედგენისა და მისი გამოყენებით, სს „-–---------------- კუთვნილი 7800 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდების ეპიზოდში, გამართლების ნაწილში დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აღნიშნულ ეპიზოდში უტყუარად ადასტურებდნენ მსჯავრდებულის ბრალეულობას.

პალატა მოცემული ეპიზოდის შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით გაამართლა მსჯავრდებული სასამართლომ.

პალატა აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ რეალურად მსჯავრდებულმა მ------------–---–-- მოაწერა ხელი ხელშეკრულებას ზ----------------–---–-- მაგივრად, ფორმალურად შეიცავს სიყალბის ნიშნებს, თუმცა პალატის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ ამის თაობაზე ცნობილი იყო თავად ზ----------------–---–--ათვის და მისი თანხმობით მოაწერა ხელი მსჯავრდებულმა, ამასთან, მსჯავრდებულის განმარტებით, სესხის დაფარვასთან დაკავშირებით, ის თავად დაუდგა თავდებად მის მეუღლეს და მისი სახელფასო ანგარიშიდან მოხდებოდა მისი დაფარვა, ხელშეკრულებასა და სხვა დოკუმენტებზე ხელის მოწერა ატარებს წმინდა ფორმალურ ხასიათს და თავისი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სისხლის სამართლებრივი კუთხით არ უნდა შეფასდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯელობისას სწორედ ქმედების ფორმალურ ხასიათს გაუსვა ხაზი, რასაც პალატა ეთანხმება.

გარდა ამისა, მოწმე ზ----------------–---–-- პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის-მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ბრალდების მხარეს კი სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა მსჯავრდებულის ჩვენებას მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით, არ წარმოუდგენია.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მ------------–---–-- დამნაშავედ ცნობის საფუძველი არ არსებობს და ბრალდების მხარის პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული.

პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ და უდაო მტკიცებულებებს მიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეების: შ--–----------–---–----------–---------–---–-----–-----–------–-–---–------------------------------------------------------–---–--------------------–---–--------------------------–---–------------- და სხვათა ჩვენებებით, აუდიტორული დასკვნებით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებით და საბანკო ამონაწერებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ------------–---–-- ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზ-------–--------–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.მსჯავრდებულ მ-------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--------–--–---- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3.გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. მ------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ ზ----------------–---–-- სახელით ყალბი დოკუმენტის შედგენისა და მისი გამოყენებით, სს „-–---------------- კუთვნილი 7800 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდების ეპიზოდში და გამართლდეს.

მ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი ,,ა“, და ,,ბ“ ქვეპუნქტებით 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------------–---–- საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. მსჯავრდებულ მ------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 12 თებერვლიდან.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

7.ნივთიერი მტკიცებულება.

- ელექტრონული დისკები და საკრედიტო ბარათები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი