განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
160100118002554674
ინსტანცია
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002554674

საქმე №1ბ/838-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის, მარიამ ნანეიშვილის

და გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორის: ზ-----–-----------

ადვოკატის: ო-----------------–-----

მსჯავრდებულის: ე--------------

თარჯიმნების: ა---------–------------------------------------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე-------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-----------------–----- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------- დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–----–------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით, ე------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე------------- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ, ე------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ე-------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 10 ივლისიდან.

ე------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით;

მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

მანვე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მსჯავრდებულ ე-------------- მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ--------–--------–----–----------------–---–----–- მდებარე რესტორან „--–----–-- სამ მეგობართან ერთად მისულმა ე-------------- ითხოვა საჭმელი და ალკოჰოლური სასმელი, რაზეც რესტორნის მფლობელმა ზ--------------- განუცხადა თანხმობა. დაახლოებით 23:00 საათზე, ე-------------- ზ-------------- ამჯერად ერთი კათხა ლუდის დასხმა სთხოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა ლუდის მარაგის ამოწურვის გამო უარი უთხრა. განაწყენებულმა ე-------------- გამოხატა რესტორანში მყოფი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, აგრესიულად მიმართა ზ--------- თუ რატომ ატყუებდა, დაემუქრა ძალადობით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ერთხელ ხელი დაარტყა სახის არეში და დაემუქრა რომ მოკლავდა. მას შემდეგ, რაც რესტორნში ატეხილ ხმაურზე ქუჩიდან დაბრუნებული მოსამსახურე პერსონალი შეეცადა დაეცვა ზ---------- ე------------- გახდა უფრო აგრესიული, დაიწყო ყვირილი, რომ ყველას დახოცავდა და ზ-------------- ორჯერ ისევ ხელი დაარტყა სახის არეში. ამის შემდეგ, მზარეული მ---------------- გადაეფარა რესტორნის მფლობელს, რა დროსაც ე-------------- ჯიბიდან ამოიღო შავი ფერის რკინის მეტალის გასაშლელი დანა, დაიწყო მისი ქნევა და მომსახურე პერსონალს დაემუქრა დახოცვით, ამავე დროს ისინი ხმამაღლა მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით. შეშინებულმა მ----------------- დასახმარებლად პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც ე---------- რესტორნიდან გავიდა და მიიმალა.

2018 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, მ--------–--------–----–----------------–---–----–-, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე------------- თავს დაესხა ჯ------------------------------------------- კუთვნილ პურის საცხობს. მას ხელში ეჭირა დასაკეცი დანა გაშლილ მდგომარეობაში და პურისმცხობელ ს----------–--------- აგრესიული ტონით მოსთხოვა პური მიეცა უფულოდ. მიუხედავად დასაბუთებული უარისა, ე-------------- დაუწყო გინება დედის მისამართით და დანა, რომელიც ხელში ეჭირა მაღლა ამოწია, რომ კარგად დაენახა და დაემუქრა, თუ პურს არ მისცემდა, მოკლავდა. ე------------- აგრძელებდა მუქარას და გინებას, ითხოვდა პურის გადაცემას. ყვირილის ხმაზე ადგილზე მივიდა საცხობის მესაკუთრე ნ------------------- რომელმაც სთხოვა თავი დაენებებინა საცხობში მყოფი თანამშრომლებისათვის. ე-------------- შეწყვიტა პურის გადაცემის მოთხოვნის გამო განხორციელებული მუქარა და გინება, რის შემდეგაც დანა, რომელიც ხელში ეჭირა, ჩაიდო ჯიბეში. ე-------------- ნ------------------ გაიყვანა პურის საცხობის წინ სასაუბროდ, დაახლოებით 20-30 მეტრის მოშორებით, სადაც მოულოდნელად დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი სახის არეში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე-------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო-----------------–------ რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება და ე-------------- უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან როგორც ყაჩაღობის, ისე ხულიგნობის ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ე-------------- ბრალეულობა.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც პირდაპირ მიუთითებს ე---------------- როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და პალატას მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

 

1. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ--------------- განაცხადა, რომ მ--------–-- რაიონის სოფელ ა-–----–- მფლობელობაში აქვს რესტორანი ,---–------- რესტორანი დილის თერთმეტ საათზე იღება და ბოლო კლიენტის წასვლამდე მუშაობს. 2018 წლის 30 აპრილს საღამოს 8-9 საათისთვის რესტორანში იმყოფებოდა ე------------- მეგობრებთან, დაახლოებით ხუთ პირთან ერთად, ასევე დარბაზში იყვნენ სხვა კლიენტებიც. რესტორანში მომუშავე პირები: მ------------------------------------ მზარეული და ორი ოფიციანტი ადგილზე იყვნენ და ემზადებოდნენ სახლში წასასვლელად, რა დროსაც ე----- ლუდი მოითხოვა. დაზარალებულმა მას უთხრა, რომ ლუდი აღარ ჰქონდა და ამის დასტურად აპარატიც აჩვენა. აღნიშნულზე ე----- გამოხატა უკმაყოფილება და აგრესია, ამბობდა, რომ თითქოს ლუდი იყო და მოწმეს არ უნდოდა მისთვის მიცემა. ე---- ბარში შევიდა მაგიდაზე ხელი დაარტყა და მისგან ლუდის დასხმას მოითხოვდა, ამოიღო დანა და დაემუქრა, ამასთანავე სახეში ხელი გაარტყა რა დროსაც განიცადა ტკივილი. ე------------- ხმამაღლა ყვიროდა, ღრიალებდა რესტორანში. სახლში წასასვლელად გამზადებული რესტორნის პერსონალი უკან შემობრუნდა და შეეცადნენ მათ გაშველებას. ვინაიდან ე---- მისი მიმართულებით დანას იქნევდა, შეეშინდა და რესტორნის ეზოში გავიდა, სადაც სხვა კლიენტები იმყოფებოდნენ. თანამშრომელმა მ----------------- კი პოლიციაში დარეკა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ რესტორანში ე-------------- ქმედება 10 წუთი გრძელდებოდა, იქ ბრალდებულის მეგობრების გარდა იყვნენ სხვა კლიენტებიც, რომლებსაც ე----ს მხრიდან ღრიალისა და დანის ქნევის დროს შეეშინდათ და გაიქცნენ.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----------------- განაცხადა, რომ უშაობს მ--------–-- რაიონის სოფელ ა-–----–- მდებარე რესტორან „--–----–-- მზარეულის დამხმარედ. რესტორანს ამუშავებს ზ--------------- 2018 წლის 30 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, სადაც საღამოს შევიდა ე------------- მეგობრებთან ერთად. ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ ე---- ხმამაღლა საუბრობდა და ცუდ ხასიათზე იყო. მათი სამუშაო საათები ამოწურული იყო და რესტორნის პერსონალი წასვლას აპირებდა. ამ დროს ე------------- აგრესიული გახდა იმის გამო, რომ ლუდი გამოილია. ზ----------------- გამოთქვამდა უკმაყოფილებას და ხელი დაარტყა ამ უკანასკნელს. ე-------------- რესტორანში შებრუნებული პერსონალის მიმართაც დაიწყო გინება, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ჯიბიდან შავტარიანი დანა ამოიღო და დაემუქრა მათ, უთხრა, რომ დაჩეხავდა. მოწმეს შეეშინდა და დარეკა პოლიციაში. მან დაადასტურა, რომ ინციდენტის დროს დარბაზში ბევრი ადამიანი მოგროვდა, ბრალდებულს დანა მარჯვენა ხელში ეკავა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ტ---------------- განაცხადა, რომ მუშაობს მ--------–-- რაიონის სოფელ ა-–----–- მდებარე რესტორან „--–----–--. 2018 წლის 30 აპრილს ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც რესტორანში იმყოფებოდა ე------------- მეგობრებთან, დაახლოებით 4-5 პირთან ერთად. რესტორნის ეზოში ერთ მაგიდასთან ასევე ისხდნენ სხვა კლიენტები. მათი სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ პერსონალი გამოვიდა რესტორნიდან, ჩასხდნენ ავტომანქანაში და მოემზადნენ წასასვლელად, რესტორანში დარჩნენ მხოლოდ ზ-------------- და მზარეული. მოწმეს ხმაური შემოესმა, მოიხედა და დაინახა, რომ ე---- ღრიალებდა და ზ------ ურტყამდა. ის, მისი შვილი, მზარეული ქალი და კიდევ ერთი თანამშრომელი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და რესტორანში შევიდნენ. ე-------------- მათ მიმართაც გამოხატა აგრესია და უცენზურო სიტყვებით მიმართა, მოწმე მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის გამოც მისი შვილი და ე---- შელაპარაკდნენ. ამ დროს ქალებმა ყვირილი დაიწყეს ე---- ხელში დანა უკავიაო, რის გამოც მოწმე მის შვილს გადაუდგა წინ. ე-------------- კი უკან დაიხია, მაგიდა გადააბრუნა, ისევ ზ----------------- მივიდა და დარტყმა დაუპირა. თანამშრომლებმა პოლიცია გამოძახეს. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული იცნიდენტის გამო რესტორანში დაახლოებით 15 ადამიანი შეიკრიბა, გარეთ ეზოში მსხდომი კლიენტებიც შიგნით შევიდნენ. ე-------------- ორჯერ ზ------ და ერთხელ მზარეულს დაარტყა.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ნ---------------–---------------–----------------

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--–---------------- განმარტა, რომ ე------------- არის მისი მეგობარი. 2018 წლის 30 აპრილს, იგი ე------------------------------------------------–--------–------------ ერთად მივიდა სოფელ ა-–----–- მდებარე რესტორანში. დაახლოებით ღამის 11-12 საათზე წამოსვლას აპირებდნენ, როდესაც ე----- ზ-------------- უთხრა თითო კათხა ლუდიც მოგვიტანე დავლევთ და წავალთო. ზ--------------- ცუდად უპასუხა რაღაც, რის გამოც ე----ა და ზ------ შორის შეკამათება მოხდა, ხმაურზე რესტორნის პერსონალიც შევიდა და ხალხი შეიკრიბა. მან ე---- გამოიყვანა და სახლში წაიყვანა. იმ დღეს კონფლიქტის გამო სუფრის ფული არ გადაუხდიათ, ფული მოგვიანებით გადაიხადეს.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ე-–--------–-------------------------------------

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე რ-–-------------- განმარტა, რომ 2018 წლის 30 აპრილს დაახლოებით 9 საათზე მეგობართან ა------------------- ერთად იმყოფებოდა მ--------–-- რაიონის სოფელ ა-–----–- მდებარე რესტორანში. ისინი დარბაზში ისხდნენ და არაყს და ლუდს მიირთმევდნენ. მოგვიანებით რესტორანში მოვიდა ე------------- ოთხ მეგობართან ერთად. მათ გარდა რესტორანში არავინ იმყოფებოდა. ე------------- შეკამათება მოუვიდა ზ-----------------, ვინაიდან მას ლუდი არ მიუტანეს. თუმცა ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ე---- მისმა მეგობრებმა წაიყვანეს, მოწმემ და მისმა მეგობარმა კი ქეიფი გააგრძელეს.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე არ----------------

წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-------------- 2018 წლის 30 აპრილს, ძალადობით და ძალადობის მუქარით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და საზოგადოებისადმი გამოხატა აშკარა უპატივცემულობა. როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა განმარტებით, ზ--------------ა და ე------------- შორის შელაპარაკების მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელს ზ--------------- უარი განუცხადა ლუდის დასხმაზე. ზ--------------- და მ----------------- პირდაპირ მიუთითეს, რომ დაპირისპირებისას ე-------------- ამოიღო დანა, რომლითაც დაემუქრა ზ-------------- და ასევე დანას იქნევდა რესტორნის პერსონალის მიმართ. როგორც აღნიშნულმა პირებმა, ასევე რესტორანში მომუშავე სხვა თანამშრომლებმა: ტ----------------, ნ---------------–---------------–--------------- დაადასტურეს, რომ ე-------------- დაარტყა ზ--------------. რესტორანი „--–------- პერსონალის განმარტებით, ე------------- ხმამაღლა ყვიროდა, ღრიალებდა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა თანამშრომლებს, ბრალდებულის მეგობრების გარდა რესტორანში იყვნენ სხვა კლიენტებიც, რომლებიც შეიკრიბნენ შემთხვევის ადგილზე, მათმა ნაწილმა კი რესტორანი დატოვა იმის გამო, რომ შეეშინდათ ე-------------- ქმედების.

პალატა განმარტავს, რომ რესტორან „--–----–-- მომსახურე პირების ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი. ის გარემოება, რომ ტ----------------, ნ---------------–---------------–--------------- ე-------------- ხელში ვერ დაინახეს დანა, არ ქმნის ზ--------------სა და მ----------------ს ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ტ---------------- განმარტებით, მან გაიგო სხვების შეძახილი, რომ ე---- დანა ჰქონდა ხელში. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებით ვერ დადასტურდა, რომ მოწმეებს რაიმე პირადი ინტერესი გააჩნიათ ე-------------- მიმართ, რის გამოც ამოძრავებთ მისი დასჯის სურვილი.

რაც შეეხება ე-------------- მეგობრების განმარტებას, რომ მსჯავრდებულს დანა არ ჰქონია, ასევე ზ----------------- მოუვიდა მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება და მალევე დატოვეს რესტორნის ტერიტორია, ემსახურება ე--------------ათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას, ვინაიდან მათი ჩვენებები დამაჯერებლობას მოკლებულია და ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ურთიერთშეთანხმებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენენ, რომ ე-------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

 

2. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ------------------- განაცხადა, რომ მუშაობს მ--------–-- რაიონ სოფელ ა-–----–- მდებარე საცხობში. 2018 წლის 9 ივლის ღამის საათებში იმყოფებოდა საცხობის გვერდით მდებარე ჩაიხანაში მეგობრებთან ერთად, საცხობში კი იყვნენ ვ-----–-------------- მოწმე ადგა, საცხობიდან პური გამოიტანა და მანქანაში აწყობდა, როდესაც ხმაური შემოესმა. იგი საცხობში შევიდა და დაინახა ე-------------, რომელსაც ხელში დანა ეჭირა და მის დანახვაზე ჩაიდო ჯიბეში. ე---- ბიჭებისგან ითხვოდა პურს, უყვიროდა, ემუქრებოდა და აგინებდა მათ. შემდეგ მოწმეს უთხრა, რომ მხოლოდ მათ ესაუბრათ და გარეთ გამოვიდნენ. საცხობს დაახლოებით 20-30 მეტრით მოშორდნენ, სადაც ე----- მოულოდნელად ცხვირში მუშტი დაარტყა. დაზარალებულმა ტკივილი იგრძნო, შებარბაცდა მაგრამ გონება არ დაუკარგავს. ამავე დროს ე-------------- მარჯვენა ჯიბიდან კვლავ ამოიღო დანა და დაემუქრა. მის დასახმარებლად მივიდნენ ბიჭები, რომელთა დანახვაზეც ბრალდებული გაიქცა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს----------–---------- განაცხადა, რომ მუშაობს სოფელ ა-–----–- მდებარე ნ------------------- საცხობში. 2018 წლის 9 ივლისს იგი ვ-----–-------------- ერთად იმყოფებოდა სამუშაო ადგილას, სადაც ღამის საათებში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე-------------. ამ უკანასკნელს ხელში დანა ეჭირა, იგინებოდა და უფულოდ ითხოვდა პურს. მას ე-------------- მხრიდან დანის დემონსტრირებისას შეეშინდა, სხვა ოთახში გაიქცა და ნ------ დაუძახა. ნ------------------ მივიდა და ე------------- გარეთ გაიყვანა. ვინაიდან ე-------------- ადრეც წაიღო პური საფასურის გადახდის გარეშე, ნ------- გააფრთხილა მოწმე, რომ თუ იგი კვლავ მივიდოდა და უფასოდ მოითხოვდა პურს, მისთვის დაეძახა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-----–------------ განაცხადა, რომ მუშაობდა მ--------–-- რაიონის სოფელ ა-–----–- მდებარე საცხობში, სადაც 2018 წლის 9 ივლისს ღამის საათებში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე-------------. იგი საუბრობდა უცენზურო სიტყვებით, ხელში დანის მსგავსი რაღაც ეჭირა და ს----------–--------- ემუქრებოდა - პური მომეცი, თორემ მოგკლავო. აღნიშნულის გამო ს------ შეეშინდა. ადგილზე მივიდნენ საცხობის მეპატრონეებიც და ე---- გარეთ გაიყვანეს. მოწმემ დაადასტურა, რომ ე------------- მათი საცხობიდან ადრეც მოუთხოვია უფასოდ პური.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ------------------ განაცხადა, რომ მუშაობს სოფელ ა-–----–- მდებარე საცხობში. 2018 წლის 9 ივლისს საღამოს საცხობის გვერდით მდებარე ჩაიხანაში იჯდა, რა დროსაც ხმაური მოესმა. მოწმე წამოდგა და დაინახა, რომ ე------------- და ნ------------------ კამათობდნენ. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ე---- საცხობის თანამშრომლებთან მოსვლია შეკამათება, უფულოდ პური მოუთხოვია და დამუქრებია მათ, რის გამოც ნ------ საყვედური უთქვამს ე----სთვის. ე----- მოწმეს უთხრა, რომ მას დიდ პატივს სცემდა, თუმცა ნ--------- პირადად უნდოდა საუბარი. ისინი მოშორებით გავიდნენ, რა დროსაც ე----- მოულოდნელად ნ------ მუშტი დაარტყა, ხელში შავტარიანი დანა ეჭირა და მის დარტყმასაც აპირებდა ნ------------- თუმცა ბიჭებმა მიირბინეს დასახმარებლად. მათი მიახლოებისას ე---- შეეშინდა და სოფლის მიმართულებით გაიქცა. ე------------- სხვა დროსაც მიდიოდა მათ საცხობში, ბიჭები შეშინებული ყავდა და უფასოდ თხოვდა პურს.

ე-------------ა და საცხობის თანამშრომლებს შორის ურთიერთდაპირისპირების ფაქტი დაადასტურა მოწმე რ------------------–- რომლის განმარტებითაც ე------------- და ნ------------------ ქვემოთ მხარეს ჩავიდნენ. მას ე----ს ხელში დანა ან რამე იარაღი არ დაუნახავს.

ამდენად, ე-------------- მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დეტალებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს მ--------–-- რაიონის სოფელ ა-–----–- მდებარე საცხობის თანამშრომლებმა. მოწმეებმა: ნ------------------- და ს----------–---------- ნათლად განმარტეს, რომ საცხობში მყოფ ე------------- ხელში ეჭირა დანა. მართალია, ვ-----–----------- ზუსტად არ დაუნახავს, რა საგანი ეჭირა მსჯავრდებულს ხელში, თუმცა მან დაადასტურა, რომ ე---- დანის მსგავსი საგნის დემონსტრირებით ითხოვდა ს----------–-------------- პურის მიცემას და ამ მხრივ მისი ჩვენება კიდევ უფრო განამტკიცებს ბრალდების მხარის ვერსიას ე-------------- მიერ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმის განხორციელებას. ასევე შემთხვევის ადგილზე ე-------------- მიერ დანის ფლობის ფაქტი დაადასტურა მოწმე ჯ------------------ც.

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ ს----------–---------- განმარტებით, ე------------- მას არ დამუქრებია, უბრალოდ შეეშინდა, მისთვის რამე არ დაეშავებინა და ამიტომ დაუძახა ნ------------------- აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისას ძალადობის მუქარის გამოვლენის ფორმას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, იგი შეიძლება გამოიხატოს, როგორც სიტყვიერად, ასევე ჟესტებით, იარაღის დემონსტრირებით. მოცემულ შემთხვევაში მოწმეებმა ს----------–---------- და ვ-----–------------ დაადასტურეს, რომ ე-------------- მიერ დანის (დანის მსგავსი საგნის) დემონსტრირებისას ს------ შეეშინდა, რაც მოწმობს, რომ მან ჟესტიკულაციით განხორციელებული დანის გამოყენების მუქარა აღიქვა რეალურად. მოწმეებმა და მათ შორის ნ------------------- დაადასტურეს, რომ მხოლოდ ამ უკანასკნელის გამოჩენამ შეაჩერა ე-------------, რომელმაც გარეთ გაიყვანა იგი და ცალკე გააგრძელეს საუბარი.

ამდენად, პალატა აფასებს რა სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებები სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რომ ე-------------- ჩაიდაინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

მსჯავრდებულის ვერსია, რომ არც ერთი ეპიზოდის დროს დანა თან არ ჰქონია, მასსა და დაზარალებულებს შორის მოხდა მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება, ხოლო ნატიგ მურადოვს უბრალოდ ხელი კრა, ამ უკანასკნელის მიერ მისთვის მკერდზე ხელის კვრის შემდეგ, დამაჯერებლობას მოკლებულია და ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული ობიექტური და მიუკერძოებელი მოწმეების ჩვენებებს.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის არგუმენტაციაზე იმ გარემოებებთან დაკავშირებითაც, რომ რესტორან „--–----–-- მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავდაპირველად გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, ხოლო საცხობში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ე-------------- ქმედება სსკ-ის 151-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, ასევე გამოძიება ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით წარიმართა არაობიექტურად და არასრულყოფილად, ამოღებული არ იქნა დაზარალებულების მიერ მითითებული ცივი იარაღი და შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადსაღებია, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-16 და 166-ე მუხლების თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. ამდენად, ბრალდების მხარე ვალდებულია მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და მათ საფუძველზე განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იხილავს რა სისხლის სამართლის საქმეს წარმოდეგნილი მტკიცებულებების და ე-------------- მიმართ ბრალად წარდეგნილი კვალიფიკაციის ფარგლებში, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ იმ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რისთვისაც მსჯავრი დაედო. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ვიდეოჩანაწერები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში მისი მხრიდან არ მომხდარა .

ამდენად, პალატა აანალიზებს რა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე-------------- ქმედებებს და მას ადეკვატური სასჯელი განუსაზღვრა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ე-------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ე-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 (ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ე-------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

5. მსჯავრდებულ ე------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 ივლისიდან.

6. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი