განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
330100118002346290
ინსტანცია
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002346290

საქმე №1ბ/1609-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორის - ვ----–----------ის,ადვოკატების - თ-------–---–-ს, გ--–-------ის,მსჯავრდებულ - ნ----------------------------–ის,გამართლებულ - გ-----------------ის,თარჯიმნების - ს---------------------ის, ლ--–-------–-–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ----------------------------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-------–---–-ს და თბილისის პროკურატურის პროკურორ ვ----–----------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ-------------------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

ნ----------------------------–ის მიმართ - დაბადებულის 1----–-–---------------ს, პ/№0----------, ი----------–-----------------–-----------–-----------------------–-----------------------------–--------------–--------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ-----------------–----------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

გ-----------------ეს და ნ----------------------------–ს ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 29 სექტემბერს შპს „მ------------ს“ წარმომადგენელ გ-----------------ესა და შპს „ნ--------“ წარმომადგენელ ა---–-----------------------ს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვით შპს „ნ-------“ მიაწვდიდა შპს „მ-----------ს“ საგზაო ბიტუმს, რის სანაცვლოდაც მას უნდა მიეღო 240 145 ლარი.

 

ნ----------------------------–ი კისრულობდა შუამავლობას შპს „მ-----------სა“ და შპს „ნ--------“ შორის დადებული შეთანხმების დროს, რომლის მიხედვით შპს „ნ-------“ მიაწვდიდა შპს „მ-----------ს“ საგზაო ბიტუმს, რის სანაცვლოდაც მას უნდა მიეღო 240 145 ლარი.

 

გ-----------------ე წინასწარ შეუთანხმდა შპს „ნ--------“ შუამავალ მაჰმუდი ყ-----------– ნასერს და ერთად, 2017 წლის 29 სექტემბერს მოტყუებით დაეუფლნენ შპს „ნ--------“ კუთვნილ საგზაო ბიტუმს, ღირებულს 240 145 ლარად, რითაც შპს „ნ-------მ“ მიიღო დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ-----------------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ---------------------------–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ---------------------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

ნ---------------------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 იანვრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა რომ:

 

ნ----------------------------–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გ-----------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ---------------------------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-------–---–მა და თბილისის პროკურორის პროკურორმა ვ----–----------ემ.

 

მსჯავრდებულ ნ----------------------------–ის ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და წარდგენილ ბრალდებაში ნ----------------------------–ის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

დაცვის მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. გამოძიების ეტაპზე და ასევე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თვალნათლივ გამოიკვეთა წარდგენილ ბრალდებაში ნ----------------------------–ის უდანაშაულობა და ის გარემოება, რომ იგი აღმოჩნდა გ-----------------ისა და მისი მეგობრების მხრიდან შეთქმულების მსხვერპლი. აპელანტის მითითებით, გ-----------------ის ჩვენება, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთი პირდაპირი სახის მტკიცებულებაა ნ----------------------------–ის მიმართ, სავსეა ურთირთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი განმარტებებით, ეწინააღმდეგება გამოძიებაში მიცემულ თავისსავე ჩვენებას და მიმართულია პასუხისმგებლობის სრულად ნ----------------------------–ისათვის გადაბრალებაზე. გ-----------------ის ახსნა, თუ რატომ არ გადაუღია თანხის გადაცემის მეორე და მესამე ეტაპები, არის აბსოლუტურად არადამაჯერებელი, მეტიც, სრული სიცრუე, რადგან რეალურად მას ბიტუმის ღირებულების თანხა ყ-----------–------ის არ გადაუცია. 120 000 ლარი, რომელიც გარკვევით ჩანს ფირზე, მან მსჯავრდებულს გადასცა ხ-----------ს თანდასწრებით, ამ ფაქტამდე 10 დღით ადრე და ეს იყო ხაჭაპურიძეების ვალი. რაც შეეხება იმას, რომ გ-----------------ის განმარტებით, თურმე ეს იყო წაქაძის მიერ გადახდილი თანხა, აქაც დიდი შეუსაბამობაა, რადგან წაქაძის მიერ მოხდა 156 542 ლარის გადახდა, ხოლო მათსავე გადაღებულ ფირზე ჩანს როგორ აძლევს იგი ნასერს 120 000 ლარს. სწორედ აღნიშნულის შემდეგ იკისრა ნასერმა შუამავლის როლი შპს „ნ--------ა“ და გ-----------------ეს შორის და დააკავშირა კიდეც ისინი ერთმანეთს, რასაც თვითონაც არ უარყოფს, მაგრამ აქ დასრულდა მისი როლი ამ საქმეში. მყიდველებმა, როგორც საქმეში მოწმეთა ჩვენებებით არის დადგენილი, თანხები გადასცეს გ-----------------ეს და სწორედ მას ჰქონდა ვალდებულება, ეს თანხები კანონით დადგენილი წესით გადაეხადა შპს „ნ--------ათვის“.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და გ-----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ნ----------------------------–ის დამნაშავედ ცნობა როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, ასევე ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პროკურორის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები გ-----------------ის მიმართ ქმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, შესაბამისად, ნ------------------–ის მხრიდანაც ადგილი აქვს ჯგუფურ დანაშაულს. წარმოდგენილი საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ შპს „მ-----------მა“ და მისმა დირექტორმა გ-----------------ემ ერთიდაიგივე ოდენობით საგზაო ბიტუმი შეიძინა 240 145 ლარად, ხოლო გაყიდა 229 427 ლარად. ეს თავისთავად გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ გ-----------------ე და ნ------------------–ი საერთოდ არ ფიქრობდნენ შპს „ნ--------თვთვის“ თანხის გადახდას და ფორმალურად დათანხმდნენ ბიტუმის შეძენას საბაზრო ღირებულებით - 435 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში. ფასის უარყოფითი სხვაობა არის 10 719 ლარი, რის გამოც ასევე უსაფუძვლოა გ-----------------ის განმარტება, რომ იგი დღეში 900 აშშ დოლარის ზიანს ნახავდა, თუ მალევე არ გაყიდდა ბიტუმს. გარდა ამისა, პროკურორის განმარტებით, გ-----------------ემ ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნა დაზარალებულთან მისი საუბრის შინაარს. საუბრისას მან ს-----------ა აყილიაჯიდას განუმარტა, რომ შეხვედროდა მეორე დღეს და საფასურს გადასცემდა ხელზე. ამ პირობებში კი მოწმეთა დაკითხვებით და საქმის ყველა მასალით დადგინდა, რომ გ-----------------ეს ნ------------------–ისთვის უკვე გადაცემული ჰქონდა 120 000 ლარი, თავად კ---------ს განმარტებით - 215 000 ლარი. გ-----------------ემ დაადასტურა, რომ საგზაო ბიტუმით სავსე მანქანები ჯერ დაცლილი არ იყო და მასაც ჰქონდა ეჭვი, რომ არ მოტყუებულიყო. ანუ პირდაპირ აღიარა, რომ აღნიშნული ტყუილი ემსახურებოდა დაზარალებულის ნდობის მოპოვებას, რათა მას არ გაეპროტესტებინა მანქანების დაცლა და საფრთხე არ შექმნოდა მისსა და ნ------------------–ის განზრახვას - დაუფლებოდნენ დიდი ოდენობით ფულად თანხას. ამდენად, ბრალდების მხარის მტკიცებით, გამოკვლეული მტკიცებულებები არ ტოვებენ არანაირ ეჭვს და წარმოაჩენენ ორივე ბრალდებულის შეთანხმებულ მოქმედებას, რომ მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვ----–----------ემ, ასევე მსჯავრდებულმა ნ----------------------------–მა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

გამართლებულმა გ-----------------ემ და მისმა ადვოკატებმა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევაც მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ხოლო შემდეგ, სათანადო ანალიზის საფუძველზე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს------------------–---------მ განაცხადა, რომ იგი არის შპს „ნ--------“ წარმომადგენელი. კომპანია დაკავებული იყო ბიტუმის შემოტანით. მას ბრალდებულებთან - გ-----------------ესთან და ნ---------------------------–თან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. კერძოდ, ნ---------------------------–მა მას გააცნო შპს „მ------------ს“ წარმომადგენელი გ-----------------ე, უთხრა, რომ იგი ნაღდ ფულს იხდიდა და იყო კარგი კლიენტი. გ-----------------ის კომპანიას უნდოდა ბიტუმის შეძენა ანგარიშსწორების პროდუქტის მიწოდების შემდეგ განხორციელების პირობით. 2017 წლის სექტემბრის ბოლოს შპს „ნ-------“ და შპს „მ------------“ შეთანხმდნენ 9 მანქანა ბიტუმის მიწოდებაზე. ერთი ტონის ღირებულება შეადგენდა 435 აშშ დოლარს. მოწმე ს------------------–---------ს განმარტებით, ქონდა მოლოდინი, რომ თანხა უნდა გადაეხადა შპს „მ-----------ს“ მას შემდეგ, რაც მანქანები მივიდოდნენ ადგილზე, თუმცა სანამ დაცლიდნენ. ამასთან, მისი კომპანია ნაღდ ფულს არ იღებდა. შაბათ დილით დაუკავშირდა ნ---------------------------–ს, რათა მას გადაერიცხა თანხა, ხოლო ამ უკანასკნელმა მას გაუგზავნა გ-----------------ის ტელეფონის ნომერი. მართლაც დაურეკა გ-----------------ეს და უთხრა, რომ სწრაფად გადაერიცხა შეთანხმებული თანხა. გ-------მ კი უპასუხა, რომ თანხას მანქანების ჩამოტვირთვის შემდეგ, საღამოს ჩაურიცხავდნენ ანგარიშზე. თარჯიმნის მეშვეობით სამჯერ განუმარტა კ---------ს, რომ სანამ თანხა არ დაჯდებოდა ანგარიშზე, მანქანები არ დაიცლებოდა. რამდენიმე საათში მას დაუკავშირდნენ მანქანის მძღოლები, რომლებმაც უთხრეს, რომ მათზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა ჩამოეცალათ ბიტუმი. ამის გამო წავიდა ნ---------------------------–ის სახლთან რუსთაველზე, სადაც ნასერი არ დახვდა. ყ-----------–-ა ტელეფონით უთხრა, რომ იმყოფებოდა ორთაჭალაში საქმეზე და იქ მისულიყო, მაგრამ მალევე ტელეფონი გამორთო. ამის შემდეგ ვერც გ-----------------ესთან ახერხებდა დაკავშირებას. ს-----------ა ა---–---------ს განმარტებით, იგი მძღოლებს აფრთხილებდა, რომ ბიტუმი არ ჩამოეცალათ, თუმცა ერთ-ერთმა მძღოლმა უთხრა, რომ როგორც ადგილზე მყოფმა პირმა განუცხადათ, კომპანიას გადახდილი ჰქონდა თანხა და ტვირთი უნდა ჩამოეცალათ. ამის შემდეგ წავიდა პოლიციაში და განაცხადა აღნიშნულის შესახებ. გაირკვა, რომ ის ტვირთი, რომელიც ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით „მ------------ს“ სახელზე იყო გაფორმებული, უკვე სხვა კომპანიაზე ჰქონდათ გადაცემული და პოლიციელებმაც განუმარტეს, რომ თუ შეეწინააღმდეგებოდნენ ტვირთის ჩამოზიდვაში, ამ შემთხვევაში ისინი იქნებოდნენ დამნაშავეები. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ 29 სექტემბერს შპს „ნ--------“ გაცემული აქვს 9 ანგარიშ-ფაქტურა, რომელთა მიხედვით, საქონელი გადაცემული აქვს შპს „მ-----------ზე“, ხოლო თანხა საბანკო ანგარიშზე არ ჩარიცხულა, როგორც შეთანხმებული იყო გ-----------------ესთან. მას ნ---------------------------–მა უთხრა, რომ ტვირთის ტრანსპორტირებისთვის, ვინაიდან მანქანები თბილისის გარეთ უნდა ჩამოცლილიყო, საქართველოს კანონმდებლობით, საჭირო იყო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. კვირას ან ორშაბათს შეძლო ნ---------------------------–თან დაკავშირება, რომელმაც უარყო რაიმე თანხის აღების ფაქტი. ხოლო გ-----------------ემ საუბრისას დაუდასტურა, რომ ტვირთი მიიღო და თანხას მთლიანად გადაიხდიდა მეორე დღეს. ისინი 30 სექტემბერს შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მას (ს-----------ა ა---–---------ს) თან ახლდნენ ს---–--------------------–--–---–ი. შეხვედრის დროს გ-----------------ემ უთხრა, რომ თანხა გადახდილი ჰქონდა ნ---------------------------–ისთვის, ნაღდი ანგარიშსწორებიით, ხოლო მის კითხვაზე - თუ რატომ მისცა თანხა ხელზე, გ-------მ უპასუხა, რომ როგორც იცოდა, ყერმესგოლი მათი მეგობარი და თანამშრომელი იყო. ს-----------ა ა---–---------მ მოითხოვა ქვითარი ან მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ გ-----------------ემ აჩვენა ვიდეო-კადრები, სადაც ასახული იყო თანხის გადაცემის პროცესი. ვიდეოში ჩანდა, რომ გადაცემული იყო 120 000 ლარი. გ-----------------ეს უთხრა, რომ ეს თანხის ნახევარი იყო, თუმცა როგორც კ---------მ უპასუხა, ვიდეოში არ ჩანდა დანარჩენი თანხის გადაცემა, თუმცა თანხა სრულად ჰქონდა გადაცემული ყ-----------–-----ის. ამ შეხვედრის შემდეგ იგი (ს-----------ა ა---–---------) დაუკავშირდა ნ---------------------------–ს, რომელმაც კვლავ უთხრა, რომ თანხა არ მიუღია, ხოლო ვიდეოჩანაწერში ასახული თანხა იყო გ-----------------ის პირადი ვალი 40 000 ლარი. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაუმონტაჟეს ფარული კამერა, რათა გადაეღო გ-----------------ესთან შეხვედრა. მისი ჩვენებით გ-----------------ის კომპანიის მხრიდან სულ გადასახდელი იყო 96 696 აშშ დოლარი, რაც დაახლოებით 250 000 ლარს შეადგენდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----------–--------მა განაცხადა, რომ საქმიანობიდან გამომდინარე იცნობს როგორც გ-----------------ეს, ასევე ნ---------------------------–ს. შპს „ნ--------თან“ ორი წლის განმავლობაში აკავშირებდა პარტნიორული ურთიერთობა. კერძოდ, იგი იყო ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერი. 2 წლის წინ, 29 სექტემბერს დაურეკა შპს „ნ--------“ წარმომადგენელმა რ---- ა---–---------მ და უთხრა, რომ დაერეკა ბუღალტერ გ------- ჯ----–--–---–------ს, რათა ამ უკანასკნელს 9 მანქანა ბიტუმი გადაეცა გ-----------------ის კომპანიის - შპს „მ------------სთვის“. მოწმემ მის განმარტებაზე, რომ დალოდებოდნენ თანხის ჩარიცხვას, რ----სგან უარი მიიღო. ამის შემდეგ დაურეკა ჯ----–--–---–ს, რომელმაც ტვირთი გადააწერა შპს „მ-----------ს“. 29 სექტემბერს იყო რელიგიური დღესასწაული, რის გამოც დარჩა მეჩეთში და ტელეფონი მეორე დღის 3 საათამდე გამორთული ჰქონდა. როდესაც გაეღვიძა, ტელეფონზე რ---- აყილიიაჯადისგან მიიღო შეტყობინებები, რომ რაღაც პრობლემები შეექმნათ. მაშინვე დაურეკა რ----ს, რომელმაც უთხრა, რომ ნ---------------------------–ი, რომლის მეშვეობითაც გადასცეს ბიტუმი შპს „მ-----------ს“, ტელეფონს არ პასუხობდა. თავადაც სცადა დაკავშირება, მაგრამ ნ---------------------------–ს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ვინაიდან ბიტუმით დატვირთული მანქანის მძღოლები აცხადებდნენ, რომ ტვირთი უნდა დაეცალათ, მან (ი-----------–--------მა) დაურეკა შემძენი ქარხნის დირექტორს - ირაკლის და ჰკითხა, თუ საიდან მოხვდა ეს ბიტუმი მასთან, რაზეც ირაკლიმ უპასუხა, რომ ის შეიძინა შპს „მ------------სგან“ და თანხაც გადახდილი ჰქონდა - კერძოდ, 400 აშშ დოლარი. ვინაიდან გ-----------------ემ უფრო ძვირად შეიძინა მათგან ბიტუმი, მიხვდა, რომ რაღაც პრობლემა იყო. მან ნ---------------------------–ის ნახვა ვერ მოახერხა და დაურეკა გ-----------------ეს, რომელიც შეპირდა თანხის მეორე დღეს გადახდას. მეორე დღეს თავად (იმზათ სულეიმანოვი), მისი კომპანიის ბუღალტერი და რ---- შეხვდნენ გ-----------------ეს. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ თანხა მისცა ყ-----------–ს და აჩვენა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ასახული იყო 120 000 ლარის გადაცემის ფაქტი. ასევე გ-------მ განუმარტათ, რომ სრული თანხა ჰქონდა ყ-----------–-----ის მიცემული, თუმცა ჩანაწერზე მხოლოდ ნაწილი ჩანდა. რაც შეეხება მათ კითხვას - თუ რატომ გაყიდა ბიტუმი უფრო იაფად, კ---------მ ეს იმით ახსნა, რომ სახელმწიფოს წინაშე რაღაც ვალდებულებები ჰქონდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ჯ----–--–---–მა განაცხადა, რომ იგი არის შპს „ნ--------“ მთავარი ბუღალტერი. დაახლოებით ერთი წლის წინ შპს „ნ-------მ“ 9 ერთეულ მანქანაში მოთავსებული ნავთობის ბიტუმი ბუღალტრულად, მკაცრი აღრიცხვის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერით, გადასცა შპს „მ-----------ს“, თუმცა მოვალეს შესაბამისი თანხა არ ჩაურიცხავს. მან შევსებული ნავთობპროდუქტების ანგარიშ-ფაქტურა, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის მეშვეობით, გაუგზავნა შპს „მ------------ს“ ბუღალტერს, რომელმაც დაადასტურა მიღება. ამის შემდეგ, შაბათს ან კვირა დღეს, შპს „ნ--------“ გაყიდვების მენეჯერთან ერთად მივიდა ფინანსურ პოლიციაში, სადაც გადაამოწმეს დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ საქონელი გადაყიდული იყო უფრო დაბალ ფასად, ვიდრე თვითონ შპს „ნ-------მ“ მიჰყიდა შპს „მ-----------ს“, რის გამოც მაშინვე გაუჩინათ ეჭვი. მოგვიანებით იგი რესტორანში შეხვდა გ-----------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ ბიტუმის საფასური გადასცა ნ---------------------------–ს და აჩვენა 130 000 თუ 140 000 ლარის ყ-----------–------ის ხელზე გადაცემის ვიდეო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------–-----მ განაცხადა, რომ მუშაობდა ნავთობპროდუქტების ექსპორტ-იმპორტზე და გ-----------------ესთან და ნ---------------------------–თან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. გ-----------------ისაგან შეიძინა 5-6 მანქანა - დაახლოებით 120 ტონა ბიტუმი. კერძოდ, გ-----------------ე, ნ---------------------------–თან ერთად შეხვდა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სასტუმროში. შეხვედრაზე მხოლოდ კ--------- ესაუბრებოდა. შეთანხმდნენ, რომ ბიტუმის ტრანსპორტირება ვაზიანიდან უნდა მომხდარიყო, მანქანებს წინ თ------–-----ს მძღოლი ჩაუდგებოდა და აცნობებდა, რომ ბიტუმი მასთან იყო. მოწმემ დაადასტურა, რომ თანხა, ნაღდი ანგარიშსწორებით, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შემდეგ გადაუხადა, მაგრამ ზუსტად ვერ იხსენებს თანხის გადაცემის მომენტს, ეს მოხდა სასტუმროში, თუ მას შემდეგ, როდესაც ბიტუმით დატვირთული მანქანები დანიშნულების ადგილისკენ დაიძრნენ. მოწმის განმარტებით, ბიტუმის გაცხელების შემდეგ, რასაც 24 საათი სჭირდება, მძღოლებმა არ დაცალეს მანქანები, რასაც იმით ხსნიდნენ, რომ ფული არ იყო გადახდილი. თ------–-----მ, როგორც ტვირთის მესაკუთრემ, მოითხოვა ბიტუმის დაცლა და აცხადებდა, რომ თანხა გადახდილი ჰქონდა. დიდი წინააღმდეგობის გაწევის შედეგად, ფინანსური პოლიციის და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების ჩარევის შედეგად, ბიტუმი დაიცალა. ამის შემდეგ პოლიციაში შეხვდა გ-----------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ მისგან აღებული თანხა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა და იმ მიზეზით იმყოფებოდა პოლიციაში, რომ შუამავალ პირს არ გადაესწრო საზღვარზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–----------------ემ განაცხადა, რომ იგი გ-----------------ეს დაეხმარა 6 ერთეულ მანქანაში მოთავსებული ბიტუმის მისთვის ნაცნობ კომპანიაზე გაყიდვაში. საქონლის ღირებულების თანხის გადაცემა მოხდა თ------–-----ს სასტუმროში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც იმყოფებოდნენ ნ-----–----------------ე, როგორც თ------–-----ს წარმომადგენელი; გ-----------------ე და ნ---------------------------–ი. თ------–-----მ გ-----------------ეს გადასცა 6 მანქანა ბიტუმის საფასური, გ-----------------ემ კი თავის მხრივ, თ------–-----ს გადასცა ზედნადები. შემდეგ ავტომანქანაში ყოფნისას, გ-----------------ემ მიღებული თანხა მისი (ნ-----–----------------ის) თანდასწრებით გადასცა ნ---------------------------–ს. ამასთან, კ---------მ ნ-----–----------------ეს სთხოვა თანხის გადაცემა ტელეფონით დაეფიქსირებინა, რადგან ყ-----------–ს რაიმე დოკუმენტი უნდა გადაეცა თანხის მიღების დასადასტურებლად, რაც არ ჰქონდა. მართლაც, თახის გადაცემა დააფიქსირა და ვიდეოჩანაწერი გ-----------------ეს მისცა. მოგვიანებით, როდესაც გ-----------------ესთან ერთად მიდიოდა ლილოს ტერმინალზე, დარეკა თ------–-----მ და შეატყობინა, რომ მძღოლები ბიტუმს არ ცლიდნენ. ამის შემდეგ გ-----------------ე ცდილობდა ნ---------------------------–თან დაკავშირებას, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. გარდა ამისა, გ-----------------ე ნ------------------–ისგან ელოდებოდა ჩეკს, რაც არ მიუღია. ყოველივე აღნიშნულის გამო მან მიმართა ისანი-სამგორის პოლიციას, საიდანაც გადაამისამართეს ძველი თბილისის განყოფილებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ-------–--მ განაცხადა, რომ გ-----------------ესთან აკავშირებდა ბიზნეს ურთიერთობა, კერძოდ, მისგან შეიძინა 2 მანქანა ბიტუმი, რაც იყო დაახლოებით 50 ტონა, ერთი ტონა - 400 აშშ დოლარად. გ-----------------ემ ელექტრონულად გადაუგზავნა ანგარიშ-ფაქტურა, თანხა კი - 50 000 ლარამდე, გადასცა ხელზე. თანხის გადაცემისას გამოიწერა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტაცია, ხოლო ტვირთი დაიცალა ქ-----------------ში. რაიმე ინციდენტს ჩამოცლის დროს ადგილი არ ჰქონია.

 

გ-----------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ წარმოადგენს შპს „მ-----------ს“, რომელიც აწარმოებდა ბიტუმის რეალიზაციას. ნ---------------------------–ი დაუკავშირდა მის ორგანიზაციას და შესთავაზა 9 მანქანა ბიტუმი, ნაღდი ანგარიშსწორების პირობით. მისთვის ნაღდი ანგარიშსწორება არ იყო ხელსაყრელი, რადგან ასეთ შემთხვევაში მას ნაკლები სარგებელი დარჩებოდა, თუმცა ნ---------------------------–ი დაპირდა, რომ იმ 10 აშშ დოლარს, რაც მისთვის (გ-----------------ისთვის) უნდა გადაეხადა შემძენს, თვითონ მისცემდა, თუკი ნაღდი ფულით გაყიდიდა. შეთანხმდნენ, რომ ბიტუმის გაყიდვის შემთხვევაში გ-----------------ე მიიღებდა თავის ანაზღაურებას - 2000 აშშ დოლარს, რაც მიიღო კიდეც ნ---------------------------–ისგან. მან ერთეული ბიტუმი აიღო 440 აშშ დოლარად და გაყიდა 400 აშშ დოლარად, რაც იმით ახსნა, რომ განბაჟების შემდეგ, იმავე დღეს თუ არ მოხდებოდა ამ ნავთობპროდუქტის რეალიზაცია, გადასახდელი იქნებოდა ფრახტი, 100 აშშ დოლარი ერთ მანქანაზე. ანუ თუ ვერ გაყიდიდა, ყოველდღე მეპატრონეს მოუწევდა 900 აშშ დოლარის გადახდა. გ-----------------ის ჩვენებით, ნ---------------------------–მა უთხრა, რომ ანგარიშ-ფაქტურას გამოწერდა შპს „მ-----------ზე“, რის გამოც მისცა კომპანიის რეკვიზიტები და ნახევარ საათში ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები ატვირთული იყო. აღნიშნულით დასტურდებოდა, რომ ნ---------------------------–ი ტვირთის მეპატრონე იყო. ნ---------------------------–ის უთხრა, რომ მანქანები თბილისში შემოეყვანა, რაზეც ნასერი მარტივად დათანხმდა, მეორე დილას კი დაურეკა და ტვირთის მიღება სთხოვა. გ-----------------ის განმარტებით, იგი, როგორც წესი, ფულს საბანკო ანგარიშზე რიცხავდა და თანხის ხელზე მიცემას ერიდებოდა, თუმცა, თუ მხარეებს საერთო ბანკში არ აქვთ გახსნილი ანგარიშები, შეიძლება ჩარიცხული ფული გამყიდველმა რამდენიმე დღე ვერ აიღოს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ნაღდი ანგარიშსწორებით სწორდებოდნენ. მან (გ-----------------ემ) 130 000 ლარი გადასცა ყ-----------–ს და მოითხოვა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გადაცემა, რომლითაც დადასტურდებოდა ფულის მიღება. ყ-----------–-ა უთხრა, რომ რაკი ფულს მთლიანად არ აძლევდა, მხოლოდ ერთ ჩგდ-ს გამოუწერდა, მთლიანი ფულის დაფარვის შემდეგ კი, საბოლოო ჩგდ-ს მისცემდა. გ-----------------ის განმარტებით, ვინაიდან მანქანები ჯერ კიდევ არ იყვნენ შესული ქარხანაში, თავის დაზღვევის მიზნით, გადაიღო ფულის მიცემის ფაქტი. იმ დღეს მანქანების ყველა მძღოლი დაემორჩილა ნ---------------------------–ს. შემდეგ, კვირა დღეს, როდესაც მანქანები მზად იყვნენ დასაცლელად, დაუკავშირდნენ ქარხნებიდან და შეატყობინეს, რომ ტვირთს არ ცლიდნენ. ეს მისთვის საგანგაშო არ ყოფილა, ვინაიდან ფული არ ჰქონდა ბოლომდე გადახდილი. ხ--------------ან ერთად მივიდა ორხევში მდებარე ქარხანაში, რათა შეეტყობინებინა, რომ მანქანები დაიცლებოდა. გზიდან დაურეკა ყ-----------–ს, მაგრამ მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ამის გამო, მაშინვე წავიდა აეროპორტში, რომ გაეგო - უახლოესი ნახევარი საათში ხომ არ იყო დანიშნული ფრენა, ასეთ შემთხვევაში, მისი მოლოდინით, ყ-----------–ი აეროპორტში იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ რეისი დანიშნული იყო ღამის 12-ის ნახევარზე, 5 საათში. სანამ აეროპორტში მივიდოდა, დაურეკა უცხო პიროვნებამ, რომელიც გაეცნო როგორც ვინმე რ---- და იკითხა, თუ სად იყო ყ-----------–ი. უცხო პირმა უთხრა, რომ ტვირთი მისი იყო, ყ-----------–ს ტელეფონი გათიშული ჰქონდა და ჰკითხა, ფულს როდის მისცემდა. ვინაიდან დაეჭვდა, რომ ნ---------------------------–ი აღნიშნული პირის (რ----ს) გვერდით იყო და ერთად მოქმედებდნენ, რ----ს უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა გადახდილი და მეორე დღეს მისცემდა. ამის შემდეგ კი წავიდა პოლიციაში, სადაც ითხოვა, რომ ყ-----------–------ის საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა არ მიეცათ. იმ ღამეს დაურეკა რ----ს და შეუთანხმდა მეორე დღეს, 12:00 საათზე, რესტორან „მაჭახელაში“ შეხვედრაზე. შეხვედრისას რ----ს ახლდა იმზათი. მათ უთხრეს, რომ იყვნენ ტვირთის მეპატრონეები, ნ---------------------------–ი კი მათი წარმომადგენელი იყო. მან (გ-----------------ემ) რ----ს ყველაფერი მოუყვა და ვიდეოც ანახა, რომელზეც ჩანდა, რომ ფული გადახდილი ჰქონდა. ჰკითხეს, თუ რატომ არ გადაიღო დარჩენილი ფულის გადაცემის პროცესი, რაზეც უპასუხა, რომ პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, როდესაც სამნი იყვნენ, შემდეგი ანგარიშსწორებისას მხოლოდ ის და ნ---------------------------–ი იყვნენ და ფულის გადაცემასთან ერთად ვიდეოს გადაღება არ გამოდიოდა; თან მანქანები უკვე ქარხნებში იყო და აღარ სჭირდებოდა თავის დაზღვევა. შემდგომში რ----მ უთხრა, რომ შეხვდა ნ---------------------------–ს, რომელსაც განუცხადებია, რომ ფული არ აუღია. აღნიშნულის გამო რ----ს სთხოვა, რომ შეეხვედრებინა ყ-----------–ი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ როდესაც ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ყ-----------–ი ვერ მოიტყუებოდა და დაადასტურებდა თანხის მიღებას.

 

ბრალდებულმა ნ---------------------------–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გ-----------------ეს არ იცნობდა. მას დაურეკა საიდ რ----მ და უთხრა, რომ ვალეს საზღვარზე 9 მანქანა ბიტუმი ჰქონდა გასაყიდად გაჩერებული და შესთავაზა გაყიდვა. შეეხმიანა ნ-----------------ს, რომელმაც უთხრა, რომ 10 მანაქანა ბიტუმი სჭირდებოდა. სეიდ რ----ს შეუთანხმდა, რომ 410 აშშ დოლარად თუ გაყიდიდა, 10 აშშ დოლარი მისთვის (ნ---------------------------–ისთვის) უნდა მიეცა. შეთანხმდნენ ნაღდი ფულით 410 დოლარის გადახდაზე. ფული წინასწარ უნდა გადაეხადათ, რის შემდეგაც მანქანები დაიცლებოდა. მანქანები საბაჟოდან გამოვიდნენ, ნაწილი ხაშურში გაჩერდა, ორი მანქანა - „აფრიკაში“ და ერთი - ოზურგეთში. ნ---------------------------–ის განმარტებით, ირანიდან დაურეკეს, რომ ნათესავი ავარიაში მოყვა და რაც შეიძლება სწრაფად ჩასულიყო ირანში. იმზათს უთხრა, რომ სწრაფად მისულიყო ტვირთთან და სანამ არ გადაიხდიდნენ, არ ჩამოეტვირთათ. შეხვდა საიდ რ----საც, რომელმაც უთხრა, რომ წასულიყო ირანში და თვითონ ჩამოტვირთავდა. ირანში ყოფნისას დაუკავშირდა კომპანია ,,ნ--------“ ხელმძღვანელი და უთხრა, რომ თბილისში მას აღებული ჰქონდა მისი კომპანიის კუთვნილი ფული და რატომ არ იხდიდა. აღნიშნულზე უპასუხა, რომ რაც აიღო, მისი (ნ---------------------------–ის) კუთვნილი ფული იყო. შემდეგ სეიდ რ----ს უთხრა, რომ ეჩივლა ძმები ხაჭაპურიძეებისთვის და გ-----------------ისთვის. როდესაც გამომძიებელმა დაიბარა, მას ყველაფერი აუხსნა. ნ---------------------------–ის თქმით, გ-----------------ე ორჯერ ყავს ნანახი, პირველად - როდესაც ფულს უხდიდნენ და მეორედ - სასამართლოში. ნ---------------------------–ის განმარტებით, ფული, რომელიც მას გადასცეს და რაც ვიდეოჩანაწერშია დაფიქსირებული, იყო ლ---- ხ-----------ს ვალი, რაც სამი წლის წინ ასესხა. ლ----ს ნაწილი კიდევ დარჩა მისაცემი - სულ 214 000 ლარი ჰქონდა გადასახდელი და მხოლოდ 120 000 ლარი დაუბრუნა. მართალია ფარულ ჩანაწერში რ----ს ეებნება 40 000 ლარი ავიღეო, თუმცა რეალურად 120 000 ლარი ჰქონდა აღებული, რაც მისი კუთვნილი ფული იყო. მან ასევე დაადასტურა თ------–-----სთან ყოფნისა და მისგან ფულის მიღების ფაქტი.

 

2018 წლის 29 იანვრის ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გაჩხრეკილ იქნა ნ---------------------------–ის ბინა, მდებარე ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა #39, ბინა #52, რის შედეგადაც ამოღებული იქნა დოკუმენტაცია, ირანის რესპუბლიკის მიერ ნ---------------------------–ის სახელზე გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი და ორი ცალი შპს ბ------.

 

2018 წლის 17 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ------–-----მ ამოიცნო ნ---------------------------–ი, რომელიც ახლდა გ-----------------ეს 2017 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ-------–--–--------–-----–-------------ში მდებარე სასტუმროს კაფეში. იგი არის ირანელი პიროვნება, დაახლოებით 45 წლის ასაკის, დამახასიათებელი თვალით. აღნიშნული პირი თანხის მიცემის შემდეგ ეხმარებოდა გ-----------------ეს თანხის პოიეთილენის პარკში ჩაყრაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მოპოვებული დოკუმენტაცია, ა---–-----------------------სგან გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერი, ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტაცია და დათვალიერების ოქმები.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას ნ----------------------------–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

დაზარალებული კომპანიის - შპს „ნ--------“ წარმომადგენლებმა ს-----------ა ა---–---------მ, ი-----------–--------მა და გ------- ჯ----–--–---–მა სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს, რომ ნ---------------------------–ი იყო შუამავალი მათსა და გ-----------------ის კომპანიას - შპს „მ-----------ს“ შორის. ნ---------------------------–მა გააცნო ს-----------ა ა---–---------ს შპს „მ------------ს“ წარმომადგენელი გ-----------------ე, უთხრა, რომ იგი ნაღდ ფულს იხდიდა და იყო კარგი კლიენტი. შპს „ნ-------“ და შპს „მ------------“ შეთანხმდნენ 9 მანქანა ბიტუმის მიწოდებაზე, საიდანაც 1 ერთეულის ღირებულება შეადგენდა 435 აშშ დოლარს. ნავთობის ბიტუმი ბუღალტრულად, მკაცრი აღრიცხვის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერით გადაეცა შპს „მ-----------ს“, ბუღალტერმა შევსებული ნავთობპროდუქტების ანგარიშ-ფაქტურა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის მეშვეობით, გაუგზავნა შპს „მ------------ს“ ბუღალტერს, რომელმაც დაადასტურა მიღება. ასევე, დაზარალებულის წარმომადგენელს ნ---------------------------–მა უთხრა, რომ ვინაიდან მანქანები თბილისის გარეთ უნდა ჩამოცლილიყო, საქართველოს კანონმდებლობით, ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო იყო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. შპს „მ-----------ს“ უნდა გადაეხადა შეძენილი ბიტუმის საფასური მას შემდეგ, რაც მანქანები მივიდოდნენ ადგილზე, სანამ დაიცლებოდნენ. თუმცა მათ თანხა არ მიუღიათ არც საბანკო და არც ხელზე ანგარიშსწორებით. როდესაც ტვირთი დასაცლელად მზად იყო, ს-----------ა ა---–--------- დაუკავშირდა ნ-------------- ყ-----------–ს, რათა მას გადაერიცხა თანხა, ხოლო ამ უკანასკნელმა გაუგზავნა გ-----------------ის ტელეფონის ნომერი. სატელეფონო საუბრისას გ-----------------ემ მას განუმარტა, რომ თანხას მეორე დღეს მისცემდა, თუმცა როდესაც შედგა მათი შეხვედა, მეორე დღეს, გ-----------------ემ ს-----------ა ა---–---------ს უთხრა, რომ თანხა გადახდილი ჰქონდა ნ---------------------------–ისთვის, ნაღდი ანგარიშსწორებით, ვიდაიდან ყ-----------–ი მათი მეგობარი და თანამშრომელი ეგონა. ამასთანავე, გ-----------------ემ ვიდეო-კადრები აჩვენა, სადაც ასახული იყო 120 000 ლარის გადაცემის პროცესი. კ---------ს განმარტებით, ვიდეოში არ ჩანდა დანარჩენი თანხის გადაცემა, მაგრამ თანხა სრულად ჰქონდა მიცემული ყ-----------–-----ის.

 

ს-----------ა ა---–---------მ, ი-----------–--------მა და გ------- ჯ----–--–---–მა ასევე განაცხადეს, რომ როგორც გ-----------------ესთან შეხვედრამდე მათთვის გახდა ცნობილი, ის ტვირთი, რომელიც ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით „მ------------ს“ სახელზე იყო გაფორმებული, უკვე სხვა კომპანიაზე ჰქონდათ გადაცემული და იძულებულები გახდნენ, დათანხმებულიყვნენ ავტომანქანების დაცლას. მათი განმარტებით, შპს „ნ--------ათვის“ მიყენებული ზიანი არის დაახლოებით 245 000-250 000 ლარი.

 

შპს „მ------------ს“ მიერ შპს „ნ-------დან“ შეძენილი ნავთობპროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში მსჯავრდებულ ნ---------------------------–ის მონაწილეობა სასამართლოს წინაშე დაადასტურა მოწმე თ------–-----მ. ამ უკანასკნელის განმარტებით, მას გ-----------------ე ნ---------------------------–თან ერთად შეხვდა სასტუმროში. შეთანხმდნენ, რომ იგი შეიძენდა 5-6 მანქანა ბიტუმს. მოწმემ მიუთითა, რომ თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შემდეგ გადაუხადა გ-----------------ეს. აღნიშნული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა მოწმე ნ-----–----------------ემაც და განმარტა, რომ საქონლის ღირებულების თანხის გადაცემა მოხდა თ------–-----ს სასტუმროში, სადაც იმყოფებოდნენ თავად, თ------–-----, გ-----------------ე და ნ---------------------------–ი. თ------–-----მ გ-----------------ეს გადასცა 6 მანქანა ბიტუმის საფასური, რის შემდეგაც ავტომანქანაში ყოფნისას, გ-----------------ემ მიღებული თანხა მისივე თანდასწრებით გადასცა ნ---------------------------–ს. მოწმემ თანხის გადაცემა ასახა ვიდეოჩანაწერზე, რომელიც წარუდგინა გ-----------------ეს. აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არსებობა და ის გარემოება, რომ მასზე ნადვილად ფიქსირდება გ-----------------ის მიერ ნ---------------------------–ისათვის ბიტუმის ღირებულების ნაწილი თანხის გადაცემის ფაქტი, დადასტურებულია არა მხოლოდ გ-----------------ის და ნ-----–----------------ის, არამედ თავად შპს „ნ--------“ წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციითაც.

 

დამაჯერებლობას მოკლებულია ნ---------------------------–ის განმარტება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ვიდოეჩანაწერზე ასახული თანხა იყო მისი კუთვნილება, რომელიც ვალის სახით ემართა ლ---- ხაჭაპურიძეს და დაუბრუნა მაშინ, როდესაც ჩაწერა განახორციელეს. საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებებით, არცერთ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ ნ-----–----------------ე მას შეხვდა ძმის - ლ---- ხ-----------ს ვალის დასაბრუნებლად. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნ---------------------------–მა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ს-----------ა ა---–---------საც. მას განუცხადა, რომ გ-----------------ისაგან აღებული ჰქონდა პირადი თანხა - 40 000 ლარის ოდენობით, მაშინ, როდესაც ჩანაწერზე რ----ს ნანახი ჰონდა, რომ ყ-----------–-ა მიიღო 120 000 ლარი. ურთიერთსაწინააღმდეგოა ნ---------------------------–ის ჩვენება მისი და გ-----------------ის ნაცნობობასთან დაკავშირებითაც. მისი განმარტებით, კ--------- სულ ორჯერ ყვას ნანახი, ერთხელ როდესაც ფულს უხდიდნენ და შემდეგ სასამართლოში, თუმცა მან მოგვიანებით ვერ უარყო ის გარემოება, რომ ისინი ერთად იმყოფებოდნენ თ------–-----ს სანახავად. ასევე, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აპელირებას იმის თაობაზე, რომ თითქოს არ გაუთიშავს მობილური ტელეფონი და არც იმალებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ დამაჯერებელი განმარტებები მისცეს როგორც გ-----------------ემ და ნ-----–----------------ემ, ასევე ს-----------ა ა---–---------მ, ი-----------–--------მა და გ------- ჯ----–--–---–მა. მათი განმარტებით, ბიტუმის დაცლის პერიოდში არერთხელ დაურეკეს ყ-----------–ს, რომელსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა და მასთან მხოლოდ მომდევნო დღეებში შეძლეს კომუნიკაციის დამყარება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიუთითებს, რომ ნ---------------------------–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება მხოლოდ გ-----------------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლებმა და ასევე მათ მიერ გაყიდული ნავთობ პროდუქტების შემძენმა პირმა ცალსახად დაადასტურეს ნ----------------------------–ის როლი ხსენებული პროდუქტის რეალიზაცისა და მის სანაცვლოდ თანხის მიღებაში. მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია და გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებით. მათ შორის, ს-----------ა ა---–---------სგან გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერით და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალებით.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ნ----------------------------–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

რაც შეეხება მის ბარელდებას ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მეირ ჩადენაში, ამ ნაწილში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკამყოფილებენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს და ვერ სცემენ პასუხს კითხვაზე, ნ---------------------------–ი შპს „ნ--------“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისას მოქმედებდა თუ არა ვინმესთან შეთანხმებით და მით უფრო, ეს პიროვნება იყო თუ არა გ-----------------ე.

 

მსჯავრდებული ნ---------------------------–ი საერთოდ უარყოფს ბრალად წარდგენილი დანაშულის ჩადენას, მით უფრო, ვინმესთან შეთანხმებით და აცხადებს, რომ მან გ-----------------ე და შპს „ნ--------“ წარმომადგენლები უბრალოდ დააკავშირა ერთმანეთს; გ-----------------ეს მისთვის შეძენილი ნავთობპროდუქტის ბიტუმის საფასური არ მიუცია და შესაბამისად, იგი ვერც შპს „ნ-------მდე“ მიიტანდა ამ თახას. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ნარეს მაჰმუდ ყ-----------–ს გ-----------------ისაგან აღებული აქვს 120 000 ლარი და აღნიშნული დაფიქსირებულია ვიდეოჩანაწერზეც. ამ თანხის წარმომავლობაზე კი სააპელაციო პალატამ უკვე იქონია მსჯელობა და მიიჩნია, რომ ნ---------------------------–ის განმარტება თანხის მისდამი კუთვნილებასა და მის პირად ვალად მიჩნევასთან დაკავშირებით, მოკლებულია დამაჯერებლობას. გარდა ამისა, გ-----------------ე ადასტურებს, რომ მას ნ---------------------------–ისათვის გადაცემული აქვს შპს „ნ-------დან“ შეძენილი პროდუქტის სრული ღირებულება სამ ნაწილად, მაგრამ მან მხოლოდ პირველი ნაწილი ასახა ვიდეოჩანაწერზე, ვინაიდან თანხის გადაცემის შემდეგ შეხვედრებზე მხოლოდ თავად და ყ-----------–ი იყვნენ და ვიდეოს ვეღარ გადაიღებდა; ამასთან, პირველად თანხის გადაცემა გადაიღო იმის გამო, რომ ჯერ დატვირთული მანქანები ქარხანაში არ იყო შესული და თავი დაიზღვია, ხოლო შემდეგ ჯერზე თანხის გადაცემისას ავტომანქანები ქარხანაში უკვე დასაცლელად იყო გამზადებულები, რის გამოც საეჭვოდ აღარაფერი ეჩვენებოდა. გ-----------------ემ ასევე არ უარყო, რომ მას თავდაპირველად ს-----------ა ა---–---------სთან საუბარში არ უთქვამს თანხის ნ---------------------------–ისთვის გადაცემის შესახებ და განუმარტა, თანხას შეხვედრისას მოგცემო. თუმცა გამართლებულმა აღნიშნული ახსნა იმ გარემოებით, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული, თუ რა მოხდა შეძენილ პროდუქციასთან დაკავშირებით, ამიტომ იფიქრა, პირადად შეხვედრისას უკეთ გაერკვეოდა ვითარებაში და იმაშიც დარწმუნდებოდა, რომ ნ----------------------------–ი და დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლები ერთად არ მოქმედებდნენ მის წინააღმდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს საქმის არსებითი განხილვისას არ წამოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც გ-----------------ის მიერ მიცემული ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა. რაც შეეხება აპელანტი მხარეების განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ ახსნა, თუ რატომ გაიზიარა გ-----------------ის და არა ნ----------------------------–ის ჩვენება, გასათვალისწინებელია, რომ ამ უკანასკნელისგან გასხვავებით, გ-----------------ის ჩვენებაში არ გამოვლენილა ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები; ასევე, მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას განამტკიცებს და მეტ დამაჯერებლობას სძენს საქმეში არსებული სხვა მასალები და შეძენლი ნავთობპროდუქტების რეალიზაციის შემდეგ მისი მოქმედებები. ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმის ჩვენებიდან და ასევე, წერილობითი მტკიცებულებებიდან უშუალოდ არ დგინდება, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე იყო გ-----------------ეც. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელსაც არ ემყარება გ-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება.

 

განსახილველ სისხლის სამართლის საქემზე გამოვლენილი ერთადერთი გარემოება, რამაც შესაძლოა ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნას გონივრული ეჭვი გ-----------------ის დამნაშავეობასთნ დაკავშირებით, არის ის, რომ მისმა კომპანიამ შპს „ნ--------გან“ ერთი ერთეული ბიტუმი შეიძინა 435 აშშ დოლარად, ხოლო გაყიდა ბევრად უფრო იაფად - 400 აშშ დოლარად და ფაქტია, რომ მისი რეალიზაციით ნახა ზარალი. თუმცა ამ გარემოების საპირწონედ ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტებს, რომლებიც დაფიქსირდა გ-----------------ის შემდგომი ქმედებებიდან გამომდინარე, კერძოდ: როგორც კი ს-----------ა ა---–---------მ გ-----------------ეს აცნობა, რომ თანხა კომპანია ,,ნ-------“-ში არ შესულა, გ-----------------ემ სცადა ნ---------------------------–თან დაკავშირება, ხოლო ვინაიდან ვერ დაუკავშირდა, ჯერ გაემართა აეროპორტისკენ, რათა შეემოწმებინა აპირებდა თუ არა ყ-----------–ი უახლოეს საათებში ქვეყნის დატოვებას, შემდეგ კი მიმართა პოლიციის განყოფილებას, მოახსენა მომხდარის შესახებ და ითხოვა ყ-----------–------ის საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მიეცათ. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალებში გ-----------------ის საუბრის დამაჯერებელ და მტკიცე ხასიათზე. ჩანაწერების თანახმად, შპს „ნ--------“ წარმომადგენლებს გ-----------------ე არაეთხელ უმეორებს, რომ მან შეძენილი პროდუქტის ღირებულება სრულად გადასცა ნ---------------------------–ს, იგი დაზარალებულებისგან ითხოვს შეახვედრონ ყ-----------–ს, რა დროსაც დაამტკიცებს, რომ თანხა სრულად აქვს გადაცემული მისთვის და მათ წინაშე არანაირი ვალდებულება თავად არ გააჩნია. იმ პირობებში, როდესაც ბრადლების მხარემ ვერ უზრუნველყო გ-----------------ის ბრალდებულობის დამადასტურებელი პირდაპირი და აშკარა მტკიცებულებების წარმოდგენა, მხოლოდ მის მიერ შეძენილი პროდუქტის იაფად გაყიდვის ფაქტი ვერ გადაწონის ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამოვლენილ გ-----------------ის აქტიურ მცდელობას - დახმარებოდა დაზარალებულ მხარეს ვითარების გარკვევასა და ნ---------------------------–ის მოძიებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ გ-----------------ის მიმართ ბრალდების მარემ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლის მიერ უტყუარობის მაღალი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტის დაცვა, რაც გულისხმობს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას რამდენიმე პირდაპირი, სარწმუნო მტკიცებულების საფუძველზე. მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც საკმარისი იქნებოდა დაცვის მხარის ვერსიის გასაბათილებლად და თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დაადასტურებდა გ-----------------ის მონაწილეობას, ნ---------------------------–ის მიერ ჩადენილ დანაშულებრივ ქმედებაში.

 

პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესში უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგენს განაჩენის დადგენისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელ----ტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. სასამართლო ასევე, ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკამრისია მხოლოდ იმ ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად, რომ ნ----------------------------–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, რის საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ მას განუსაზღვრა, სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების პროპორციული და ადეკვატური სასჯელი. რაც შეეხება აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში გ-----------------ის მონაწილეობას, იგი არ წარმოადგენს უტყუარად, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დადასტურებულ ფაქტს. წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში იძლევიან მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს გ-----------------ის სასარგებლოდ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი გ-----------------ის და ნ----------------------------–ის მიმართ, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის პროკურორ ვ----–----------ის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ნ---------------------------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი;

გ-----------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ-----------------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნ---------------------------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ნ---------------------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

ნ---------------------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 იანვრიდან.

 

ნ---------------------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- კომპაქტ-დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

 

- ნ---------------------------–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული დოკუმენტაცია, ირანის რესპუბლიკის მიერ ნ---------------------------–ის სახელზე გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი და ორი ცალი შპს ბ------ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე