განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
330100118002579911
ინსტანცია
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002579911

საქმე №1ბ/630-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

გიორგი სვანიძის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ლ---------------

ადვოკატის: ვ------------–-------

მსჯავრდებულის: ზ----------–---–--

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ----------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ------------–------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----------–---–-- მიმართ (პ/ნ 1----------- - დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: გ------------------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–---------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენით, ზ----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაუთა ერთობლიობით ზ----------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ზ-----------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.

ზ-----------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის;

მანვე ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 11 ივნისს ზ----------–---–-- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ს----------------- მობილურ ტელეფონში ამ უკანასკნელის ნაცნობის, ა-–-------------- მოკლეტექსტური შეტყობინება ნახა, რომელშიც იგი ს----------------- შეხვედრას სთხოვდა. იმავე დღეს, საღამოს საათებში, ზ----------–---–-- ს----------------- სახელით ა-–------------- გაუგზავნა შეტყობინება და დაიბარა მასთან სახლში. 2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ა-–------------- მივიდა ს---------------------- სახლში, მისამართზე ქ--------–---------------–----------------------------ში, სადაც მას ზ----------–---–- დახვდა, რომელმაც სცემა მას ეჭვიანობის ნიადაგზე - მუშტები ურტყა თავსა და სახეში, რის შედეგადაც ა-–-------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

- ამავე დროს, თავის საცხოვრებელ სახლში, ზ----------–---–-, ძალადობის გამოყენებით, აშკარად დაეუფლა ა-–-------------- კუთვნილ ნივთებს, აშკარად გასტაცა 250 ლარად ღირებული მისი კუთვნილი, ,,სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც ჩაიყვანა ეზოში, სადაც კვალავ ძალადობის გამოყენებით, აშკარად გასტაცა 30 ლარის ოდენობის ფულადი თანხაც. ზ------------–---–-- ქმედებით, ა-–------------- მიადგა 280 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით მსჯავრდებულის გამართლება.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძარცვის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან არ ემყარება პირდაპირ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. რაც მთავარია, მსჯავრდებულის მხრიდან არ დასტურდება ტელეფონის მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ხოლო ფულის წართმევის ფაქტს საერთოდ ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. პალატა უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს ზ----------–---–-- ბრალდების ფორმულირებაზე იმ თვალსაზრისით, რომ ბრალდების მხარე მას ედავება ძალადობის გამოყენებით, როგორც მობილური ტელეფონის, ისე თანხის აშკარად გატაცებას. რასაც თავის მხრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო.

პალატა, ვერ გაიზიარებს ბრალდების ასეთ ფორმულირებას მობილური ტელეფონის აშკარად გატაცების ნაწილში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით და თავად დაზარალებულის ჩვენებით ასეთი რამ არ დასტურდება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ა-–-------------- განმარტა, რომ შემთხვევამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ჯერ ს----------------- შვილობილი (გერი, პირველი ქორწინებოდან) - ე-- გაიცნო, შემდეგ კი - თავად ს-----–- რომლისგანაც შეიტყო, რომ იგი იყო ადვოკატი. როცა საკუთარი სალონის გახსნა გადაწყვიტა, 2018 წლის 11 ივნისს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ს-----------------, რომლისთვისაც იურიდიული საკითხების მოგვარებაში დახმარების თხოვნას აპირებდა, თუმცა, ს------ უთხრა, რომ არ იცნობდა და ტელეფონი გაუთიშა. იფიქრა, რომ ს------ ვერ იცნო და სოციალურ ქსელ „ვაიბერში“ მისთვის თავის შეხსენება გადაწყვიტა. შეტყობინებების საპასუხოდ ს----------------- თავის სახლში დაიბარა. ადგილზე მისულს კარი ს------ გაუღო და მისაღებ ოთახში შეუძღვა. მოულოდნელად ოთახში ზ----------–---–- შემოვიდა, რომელმაც ჯერ მობილური ტელეფონის გათიშვა მოსთხოვა, შემდეგ კი იგი ხელიდან გამოსტაცა. ზ----------–---–- გაბრაზებული იყო, ჯერ ეჩხუბა და მინის საფერფლეც კი ესროლა, შემდეგ კი სცემა კიდეც - ხელები ურტყა თავის არეში.

დაზარალებული ჩვენებაში უთითებს, რომ სახლში შესვლისას მსჯავრდებულმა მოსთხოვა ტელეფონის გათიშვა და მერე გამოართვა ხელიდან, უთხრა დამჯდარიყო სავარძელზე და გასაუბრების შემდეგ მას რამდენჯერმე ხელი დაარტყა. ა-–------------- არ განუცხადებია, რომ ზ----------–---–-- სცემა და შემდეგ წაართვა ტელეფონი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში იგივე დაადასტურა შემთხვევის შემსწრე მოწმე ს-----------------, რომელმაც განმარტა, რომ ა-–-------------- სახლში შესვლის შემდეგ ზ----------–---–-- უთხრა მას, რომ ტელეფონი მაგიდაზე დაედო, რაც შეასრულა კიდეც ამ უკანასკნელმა.

რაც შეეხება მოწმე ვ--–-------------–---–-- მის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ, როდესაც ის თავის მეუღლესთან ერთად ბინაში შევიდა, მსჯავრდებულს უკვე ხელში ეჭირა დაზარალებულის ტელეფონი და ამის შემდეგ, განახორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

პალატა აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, ზ----------–---–-- მიერ დაზარალებულისათვის მობილური ტელეფონის წართმევისას, გამორიცხავს ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული არ ელოდა სახლში ზ----------–---–- და აქედან გამომდინარე, მოულოდნელობის ფაქტორმა განაპირობა, თუნდაც მისი ნების საწინააღმდეგოდ, მსჯავრდებულისათვის ტელეფონის გადაცემა.

ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ----------–---–- არ ჰქონია მობილური ტელეფონის ძარცვის განზრახვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ა-–-------------- რამდენჯერმე განაცხადა, რომ მან თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადასცა ზ----------–---–- მობილური ტელეფონი. იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულისათვის ტელეფონი არ დაუბრუნებია, არ უარყოფს თავად ზ----------–---–-ც, რაც ასევე დასტურდება მოწმეების: ს-----------------, ვ--–-------------–---–-- ჩვენებებით და ჩხრეკის ოქმით.

აპელანტი მსჯავრდებულის უდანაშაულობის მთავარ არგუმენტად იყენებს იმას, რომ ზ----------–---–- გააჩნდა არა მობილურის მისაკუთრების მიზანი, არამედ ტელეფონიდან დაზარალებულის მიერ მისი მეუღლისათვის - ს-----------------თვის გაგზავნილი შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გადაწერა და შემდეგ ტელეფონის დაუბრუნება.

კომპიუტერულ-ტექნოლოგიური ექსპერტიზის №--------- აქტის თანახმად, „ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამების გამოყენებით ტელეფონის და მასში მოთავსებული მეხსიერების ბარათის სკანირების შედეგად დადგინდა, რომ მითითებულ მოწყობილობებში სამომხმარებლო ტიპის ინფორმაცია არ ფიქსირდება. ზემოთ აღნიშნული სპეციალური პროგრამების გამოყენებით მითითებული მოწყობილობებიდან, აღნიშნული პერიოდით დათარიღებული ინფორმაციის აღდეგნა ვერ განხორციელდა.“

შესაბამისად, ტელეფონში ყველა სახის ინფორმაცია წაშლილი იყო და მსჯავრდებული ვერ შეძლებდა რაიმე ინფორმაციის გადმოწერას.

გარდა ამისა, მსჯავრდებულ ზ----------–---–-- განმარტებით, მან დაზარალებულს უთხრა, რომ ის ტელეფონის წასაღებად მაინც არ მივიდოდა, ამიტომ მეორე დღეს ვინმე გამოეგზავნა მასთან და ტელეფონს დაუბრუნებდა. მსჯავრდებულის ჩვენების ეს ნაწილი არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით და მით უმეტეს, არც ვ--–-------------–---–-- ჩვენებით, რომელიც ინციდენტის დროს მსჯავრდებულთან და დაზარალებულთან ერთად იმყოფებოდა.

ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზარალებულისთვის მობილური ტელეფონის აშკარა გატაცების ფაქტს, მაგრამ არა ძალადობის გამოყენებით, რაც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე.

- 2018 წლის 17 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური “----------------------------------------------ის საბაზრო საცალო სარეალიზაციო ღირებულება, ფაქტიური ფიზიკური და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.“

ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ მობილური ტელეფონის ფასის დასადგენად გამოყენებული იქნა საბაზრო ინფორმაცია, რომელიც მიახლოვებულია შეფასების თარიღთან, ასევე სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებში პირდაპირი გამოკითხვით, ინტერნეტ-საიტებზე მოპოვებული ინფორმაციით.

პალატის აზრით, როდესაც ნივთის სასქონლო ფასი დადგენილია საბაზრო ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოკითხვის მეთოდით, რაც არ გამორიცხავს რეალურად ფასის ცვალებადობას და მით უმეტეს, როდესაც ის მიახლოვებულია შეფასების თარიღთან, ასეთ შემთხვევაში ესპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, მისი კატეგორიულობიდან გამომდინარე, ვერ აკმაყოფილებს იმ უტყუარობის სტანდარტს, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს წარდგენილი ბრალდებიდან „მნიშვნელივანი ზიანის“ მაკვალიფიცირებელი ნიშანი უნდა ამოერიცხოს.

 

2. პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა ზ----------–---–-- ძალადობის გამოყენებით დაზარალებულ ა-–------------- აშკარად გასტაცა 30 ლარის ოდენობით ფულადი თანხა, ვინაიდან საქმეში არ მოიპაოვება ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა. სახეზეა მხოლოდ დაზარალებულის ერთი და არათანმიმდევრული ჩვენება, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ა-–-------------- განაცხადა, რომ ვიდრე ავიდოდა ს-----------------თან სახლში, ჯიბეში თან ჰქონდა დაახლოებით 150 ლარამდე თანხა. მაღაზიაში დახარჯა დაახლოებით 40-50 ლარი, ხოლო ტაქსს გადაუხადა 8 ლარი. მოსამართლის შეკითხვებზე მან რამდენჯერმე, კუპიურებზე მითითებით განაცხადა, რომ მას მსჯავრდებულმა წაართვა დაახლოებით 60-70 ლარი, რაშიც დარწმუნებულია. მან კატეგორიულად განმარტა, რომ თანხა, რაც წაართვა მსჯავრდებულმა, 50 ლარზე მეტი იქნებოდა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 14.12.18; 16:29:24-16:54:15).

დაზარალებულის ჩვენება არსებით წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან და ჩხრეკის ოქმთან, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ზ----------–---–-- სახლიდან ამოღებული იქნა დაზარალებულისათვის წართმეული თანხა 30 ლარის ოდენობით.

გარდა აღნიშნულისა, ერთადერთი მოწმე, ვისაც შეიძლებოდა დაედასტურებინა მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის თანხის წართმევის ფაქტი, არის ვ--–---------------–---–-- რომელმაც აღნიშნული უარყო. გარდა იმისა, რომ არც ზ----------–---–- და არც ვ--–---------------–---–- არ ადასტურებენ, დამაჯერებლობას არის მოკლებული ასევე დაზარალებულის ჩვენება, სადაც ის უთითებს, რომ ფულის წართმევის შემდეგ მსჯავრდებულმა მას დაუბრუნა 5 ლარი, რათა სახლში ტაქსით წასულიყო.

პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან დაზარალებულმა ა-–-------------- ვერც გამოძიების და ვერც საქმის სასამართლო განხილვისას ვერ დაასახელა ზ----------–---–-- მიერ დაუფლებული თანხის ზუსტი ოდენობა, ზ----------–---–--ათვის ბრალად შესარაცხი თანხის ოდენობა მიზანშეწონილია განისაზღვროს ბინის ჩხრეკის ოქმთან დაზარალებულის ჩვენების ურთიერთშეჯერებისა და ამ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიერ მიცემული ჩვენების და ჩხრეკის ოქმთან შეჯერება მათი ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსიდან გამომდინარე საფუძველს მოკლებულია, ხოლო სხვა მტკიცებულებებთან ანალიზი შეუძლებელია, ვინაიდან არც ერთი სხვა მტკიცებულებიდან არ დასტურდება, მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის თანხის წართმევის ფაქტი.

პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ ეპიზოდში ვერ იქნა წარმოდგენილი.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ზ----------–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ----------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ზ----------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ზ----------–---–- გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ზ-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაუთა ერთობლიობით ზ----------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ ზ-----------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზ-----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა - გაუქმებულია.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- 3 ცალი 10-ლარიანი კუპიურა და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს დაზარალებულ ა-–-------------;

- მინის ნატეხები - განადგურდეს.

7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი