განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2019
საქმის ნომერი
330100119003128807
ინსტანცია
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003128807

საქმე №1ბ/1530-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის, მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ------–--------ს

ადვოკატ - ზ----------–----ს

მსჯავრდებულ - ი-----–---------–-–---–-ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი-----–---------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ი-----–---------–-–---–-ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), რეგისტრირებულის ქ. თბილისი, მ-–-------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ქუთაისი, ს----------------------ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენით:

ი-----–---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

ი-----–---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობის 2018 წლის ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

ი-----–---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობის 2019 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

ი-----–---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

ი-----–---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-----–---------–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----–---------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის ივნისის ეპიზოდი;

 

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 23 ივნისის ეპიზოდი;

 

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 10 ივნისის ეპიზოდი;

 

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 14 ივნისის ეპიზოდი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2006 წლის ნოემბრიდან ნ-----------–---–- ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–---------–-–---–თან და ჰყავთ საერთო შვილი - 10 წლის ლ------------–-–---–-. თანაცხოვრების დაწყებიდანვე, ი-----–---------–-–---–- სისტემატურად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე ნ-----------–---–ზე. 2018 წლის ივნისში, მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს. 2019 წლის 10 ივნისს, თბილისში, ს------------------------ის მიმდებარედ, შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ი-----–---------–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ-----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2019 წლის 14 ივნისს, თბილისში, ს------------------------ის მიმდებარედ, შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ი-----–---------–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ-----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2019 წლის 23 ივნისს, თბილისში, დიდი დიღომი, პ------–------------ის მიმდებარედ, შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ი-----–---------–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ-----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინა და რამდენჯერმე შეაფურთხა. ი-----–---------–-–---–-ს ქმედებების შედეგად, ნ-----------–---–მა განიცადა ტანჯვა და თავი დამცირებულად იგრძნო.

 

2018 წლის ივნისში, თბილისში, მ-–---------------ში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ი-----–---------–-–---–მა მეუღლეს - ნ-----------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხსაცმელი დაარტყა თავის არეში. ი-----–---------–-–---–-ს ქმედებების შედეგად, ნ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 23 ივნისს, თბილისში, პ------–------------ის მიმდებარედ, შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ი-----–---------–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ-----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში. ი-----–---------–-–---–-ს ქმედების შედეგად, ნ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაზიანება მიიღო თავის არეში.

 

2019 წლის 10 ივნისს, თბილისში, ს------------------------ის მიმდებარედ, შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ი-----–---------–-–---–- ყოფილ მეუღლეს - ნ-----------–---–ს ქონების განადგურებით, კერძოდ, კუთვნილი ავტომანქანის დაწვით დაემუქრა. აღნიშნულის შედეგად, ნ-----------–---–ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

2019 წლის 14 ივნისს, თბილისში, ს------------------------ის მიმდებარედ, შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ი-----–---------–-–---–- ყოფილ მეუღლეს - ნ-----------–---–ს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, ფეხების დამტვრევითა და თვალების ამოთხრით დაემუქრა. აღნიშნულის შედეგად, ნ-----------–---–ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-----–---------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო დანარჩენი ოთხი ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, დაცვის მხარემ სასამართლოში წარადგინა დაზარალებულ ნ-----------–---–-ს სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი, სადაც მითითებულია, რომ მას არ გააჩნდა პრეტენზია ბრალდებულ ი-----–---------–-–---–-ს მიმართ და თანახმა იყო ი-----–---------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული ყოფილიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათი, მათ შორის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა. ამასთან, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, ი-----–---------–-–---–მა სრულად აღიარა წარდგენილი ბრალი ყველა ეპიზოდში და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა სასამართლოში. აპელანტმა აღნიშნა, რომ მას ბრალად ედება ნაკლებად მძიმე დანაშუალების ჩადენა, შესაბამისად, არსებობდა ყველა პირობა, რომ მის მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი გულწრფელი აღიარება, არც დაზარალებულის პოზიცია, არც ის გარემოება, რომ მას გადაწყვეტილი აქვს არ ჰქონდეს კომუნიკაცია მის ყოფილ მეუღლესთან შერიგების მიზნით და ყოვლად დაუსაბუთებლად დაუნიშნა უმკაცრესი სასჯელი.

აპელანტმა აღნიშნა, რომ ის ორი თვე, რაც გაატარა პენიტენციურ დაწესებულებაში, საკმარისი აღმოჩნდა, რათა გაეკეთებინა სწორი დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია იმ ადამიანთან თანაცხოვრების გაგრძელების შესახებ თხოვნა და შერიგება, ვისაც არ სურს აღნიშნული და რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს კონფლიქტი. აპელანტის მითითებით, ის აღარასოდეს შეაწუხებს ყოფილ მეუღლეს მასთან შერიგების გამო, ხოლო კომუნიკაცია ექნება მხოლოდ მათი საერთო შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მონაწილეობა მიიღოს ლ------------–-–---–-ს სწორად აღზრდასა და ჩამოყალიბებაში. ი-----–---------–-–---–-ს განმარტებით, მას არასოდეს ჰქონია სურვილი მისი მეუღლე განეხილა, როგორც უუფლებო სუბიექტი, როგორც ამის შესახებ მითითებულია გასაჩივრებულ განაჩენში. ის მცირედი კონფლიქტები, რაც ხდებოდა მათ შორის, გამოწვეული იყო მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე და დღეის მდგომარეობით ის სრულად ამოწურულია. მის მიმართ წარდგენილ მუქარის ეპიზოდებთან მიმართებით, აპელანტმა განმარტა, რომ მას არც ქონების და არც ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა გააჩნია მისი ყოფილი მეუღლისა და შვილის მიმართ. შესაძლოა, მისი საუბარი კამათის დროს მუქარად აღექვა დაზარალებულს, მაგრამ ის არასოდეს გააკეთებს ამას.

აპელანტი არ დაეთანხმა 2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდს იმ საფუძვლით, რომ მას თავისი ყოფილი მეუღლისთვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა და არ ჩაურტყამს ფეხსაცმელი თავში. მისი მხრიდან ამ ეპიზოდის აღიარება კი გამოწვეული იყო იმ მოტივით, რომ სხვა ეპიზოდებთან ერთად, ეს მიიჩნია უმნიშვნელოდ და მხოლოდ ამ ეპიზოდის გამო, არ სურდა საქმის სრული მოცულობით განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ი-----–---------–-–---–მა თავი დამნაშავედ არ ცნო მისთვის წარდგენილ არც ერთ ეპიზოდში და სრულად გამართლება მოითხოვა, რასაც მხარი დაუჭირა მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულის დაზუსტებულ სააპელაციო მოთხოვნას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის დაზუსტებული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ი-----–---------–-–---–-ს მოსაზრებას, წარდგენილ ბრალდებებში მისი უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი-----–---------–-–---–-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----------–---–-ს, მოწმეების - მ-----------–---–ის, ლ-------------ას, გ--------------–---–ის, ლ------------–-–---–-ს და მ-----–----------ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლის საპირისპირო მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან - პრეიუდიცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებები არ გამოკვლეულა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულმა ი-----–---------–-–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში. სააპელაციო საჩივარში კი სადავოდ გახადა მხოლოდ 2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდი.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–---------–-–---–-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის მოსაზრებას, რომ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების აღიარების შემთხვევაშიც კი, საქმეზე არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალის დასადასტურებლად, ვინაიდან დაზარალებულ ნ-----------–---–-ს მიერ წინასწარი გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაციის გარდა, ი-----–---------–-–---–-ს მიერ ოჯახში ძალადობისა და მუქარის ყველა ეპიზოდი დადასტურებულია მოწმეების: მ-----------–---–ის და ნ-----------–---–-ს მიერ, რომლებიც თავადაც შესწრებიან ი-----–---------–-–---–-ს მიერ ნ-----------–---–-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს და ასევე აღნიშნულის შესახებ მათთვის ცნობილია ნ---- გადმოცემით, კერძოდ:

მოწმე მ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ის არის დაზარალებულ ნ-----------–---–-ს და. იცის, რომ ი-----–---------–-–---–ს ძალიან ბევრჯერ უცემია ნ-----------–---–- სხვადასხვა დროს, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია 2018 წლის ივნისში განშორებამდეც და განუხორციელებია ფიზიკური ძალადობა. 2019 წლის მაისის ბოლოდან მთელი ივნისის განმავლობაში, ი-----–---------–-–---–- ხვდებოდა ნ-----------–---–ს მათ საცხოვრებელ ბინასთან ნ---- ნების საწინააღმდეგოდ. თავისი დისგან შეიტყო და ივნისის დასაწყისში თავადაც შეესწრო, თუ როგორ დახვდა ი-----–---------–-–---–- თავის დას ქუჩაში და როგორ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა კ-----------------ის მიმდებარედ იმის გამო, რომ მასთან საუბარზე და შერიგებაზე ნანამ უთხრა უარი. მისთვის ასევე ცნობილია, რომ 14 ივნისს ი-----–---------–-–---–- დაემუქრა ნ-----------–---–ს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით და ამ უკანასკნელის ავტომანქანის დაწვითაც. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ შერიგების თხოვნით ი-----–---------–-–---–- ერთი თვის განმავლობაში დასდევს და აკონტროლებს ნ-----------–---–ს, ისევ ეჩხუბება და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც დაერთო 23 ივნისის ინციდენტი, როდესაც მამიდის საცხოვრებელ კორპუსთან, დიდ დიღომში, პ------–-------- კორპუსთან მისულ ნ-----------–---–ს დახვდა ი-----–---------–-–---–- და კონფლიქტის დროს თავში ჩაარტყა მუშტი, რის შესახებაც უამბო თავად ნ-----------–---–მა.

 

ნ-----------–---–სა და ი-----–---------–-–---–ს შორის არსებულ კონფლიქტი აღწერა გამოკითხვის ოქმში მოწმე მ-----–-----------მ, რომელმაც განმარტა, რომ არის ნ-----------–---–-ს დედა. 2018 წლის ზაფხულიდან მისი შვილი და შვილიშვილი ლ---- მასთან ცხოვრობდნენ. 2019 წლის მაისის თვიდან ი-----–---------–-–---–- ხშირად ცდილობდა და უკავშირდებოდა ტელეფონით ნ----, ხვდებოდა მას და ცდილობდა შერიგებას. 2019 წლის 24 ივნისს, საღამოს ნ---- სახეზე, მარჯვენა თვალთან შეამჩნია სილურჯე, რა დროსაც შვილმა მას აუხსნა, რომ 23 ივნისს, მამიდასთან მისულს დახვდა ი-----–---------–-–---–-, რომელთან საუბარიც გადაიზარდა კონფლიქტში და მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თავში დაარტყა მუშტი ორჯერ, ნ---- ასევე ჰქონდა კოპი თავზე. მოწმემ განმარტა, რომ ქორწინების განმავლობაში ნ-----------–---–- იყო შიშის, სტრესის და მუდმივი დაძაბულობის ქვეშ, ვინაიდან ი-----–---------–-–---–- ძალიან ხშირად ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას უმიზეზოდ. მისივე განმარტებით, 2019 წლის ივნისის თვეში ი-----–---------–-–---–- ნ-----------–---–ს დაემუქრა მოკვლით, თვალების დათხრით, ფეხების დამტვრევით და ასევე, ნ---- კუთვნილი ავტომანქანის დაწვით.

დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მეტყველებს ასევე შემაკავებელი ორდერიც.

 

ი-----–---------–-–---–-ს მიერ ოჯახში ხშირად განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა არასრუწლოვანმა მოწმემ ლ---- ბ------–-–---–--ც, რომელმაც გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მისი მშობლების - ნ-----------–---–-სა და ი-----–---------–-–---–-ს დაშორების მიზეზი გახდა მამის ცუდი დამოკიდებულება დედასთან. მამა ხშირად უმიზეზოდ იწყებდა ჩხუბს და ეჩხუბებოდა დედას, უხეშად ესაუბრებოდა ხოლმე დედას და უყვიროდა, ეუბნებოდა ცუდ სიტყვებს. მოწმის განმარტებით, ის არაერთხელ შესწრებია ჩხუბის დროს მამამ დედის მიმართულებით რომ ისროლა სხვადასხვა საგნები, ზოგჯერ დაუმტვრევია კიდეც.

პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის განმარტებას, თითქოს არასრულწლოვანი ლ------------–-–---–- დედის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ვინაიდან საქმის მასალებიდან არ დასტურდება ნ-----------–---–-ს მხრიდან შვილის მიმართ განხორციელებული რაიმე ზეწოლის ფაქტი, პირიქით, არასრუწლოვანი მოწმის გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ ნ-----------–---–ს არასოდეს უთქვამს ცუდი ი-----–---------–-–---–ზე. მას მამა ზოგჯერ აკითხავს სკოლაში და მასთან ურთიერთობს ნორმალურად, ხოლო დედა - ნ-----------–---–- არ უშლის მათ ერთმანეთთან ურთიერთობას.

დაცვის მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული დაინტერესებულია ი-----–---------–-–---–-ს საპატიმროში ყოფნით, რაც უკავშირდება მათ ოჯახურ ბიზნესს, რასაც პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო საჩივარს თან ერთვის დაზარალებულ ნ-----------–---–-ს სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მასა და მეუღლეს შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, დანიშნული სასჯელი მიაჩნია მკაცრად და ფიქრობს პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება, ვინაიდან ბავშვს მამა ძალიან უყვარს და მისი პატიმრობის გამო არის სტრესულ მდგომარეობაში.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი-----–---------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის სიტემატური შეურაცხყოფა, ძალადობა, მისი ქონების განადგურების, ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ე. ი. დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება 2018 წლის ივნისის თვეში ი-----–---------–-–---–-ს მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის განხორციელება გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. აღნიშნულთან მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ დისკრიმინაცია არის ქმედება, რომელიც უფლებებს ართმევს ან უზღუდავს გარკვეული ნიშნით გამოყოფილ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას. ის მოიცავს პიროვნებისადმი სხვა ადამიანებისაგან განსხვავებულად ცუდ მოპყრობას მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეულ ჯგუფს მიეკუთვენა. დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს გენდერის, რასის, ეროვნების, რელიგიის, სექსუალობის და სხვა ნიშნებით. გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის წარმომადგენელია და არა - მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას.

 

პალატა მიუთითებს, რომ თანასწორობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით კი გულისხმობს, ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.

 

გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის არსის ზოგადი მიმოხილვის ფონზე, პალატა აღნიშნავს, რომ ირაკლი ბიუღლიშვილის მიერ 2018 წლის ივნისის თვეში განხორციელებული ოჯახური ძალადობისას გენდერული დისკრიმინაციის მოტივზე არ მიუთითებს თავად დაზარალებული ნ-----------–---–-, რომელიც წინასწარი გამოძიებისას გამოკითხვის ოქმში განმარტავს, რომ 2018 წლის ივნისის თვეში, ი-----–---------–-–---–მა, მორიგი კონფლიქტისას მას თავში ჩაარტყა ფეხსაცმელი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ დარწმუნდა, რომ მასთან ცხოვრება აღარ შეეძლო და მიიღო დაშორების გადაწყვეტილება, რაც განახორციელა კიდეც. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდების მხარეს არც სააპელაციო პალატის სხდომაზე წარმოუდგენია, რის გამოც ი-----–---------–-–---–ს 2018 წლის ივნისის თვეში განხორციელებული ოჯახური ძალადობის ეპიზოდიდან უნდა ამოერიცხოს გენდერული დისკრიმინაციის ნიშანი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–---------–-–---–-სათვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი-----–---------–-–---–-სათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი-----–---------–-–---–-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ი-----–---------–-–---–ს 2018 წლის ივნისის თვეში განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდიდან ამოერიცხოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ი-----–---------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

ი-----–---------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობის 2018 წლის ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

ი-----–---------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობის 2019 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

ი-----–---------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

ი-----–---------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-----–---------–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით ი-----–---------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობ, გაუქმებულია.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე