განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
020100119002954682
ინსტანცია
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-733-2019 წელი

№020100119002954682

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

22 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ--- რ------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ--- რ------, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, მცხოვრები ქ. ზ--------–----------------------------------ში, მსჯავრდე-ბულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით და-ნაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალე-ბის მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველო-ბისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარა-ღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთია-ქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

მ--- რ------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის;

– დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

მ--- რ------მ 2019 წლის 27 თებერვალს კ---- რ------ზე უკანონოდ გაასაღა 6,0 გრ ფსი-ქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

მ--- რ------მ 2019 წლის 27 თებერვალს ქ. ზ--------–----------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში ბ---- ჭ------ზე უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენო-ბით 6,3 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ--- რ------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ------ ყ-----–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ--- რ------ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მ--- რ------ აღიარებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად.

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ--- რ------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ--- რ------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინ-სტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრ-დებულმა გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არის მარტოხელა, გარდაეცვალა შვილი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (ჩართულია მჩთ პროგრამაში 01.08.2017 წ.დან და გადის მკურნალობას), უმუშევარია, აცხადებს, რომ აქვს ფინანსური პრობლემები, რის გამოც დაკარგა საცხოვრებელი ბინა და მ--- რ------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით სასჯელად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვა-დით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სას-ჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯა-ვრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სას-ჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი მ--- რ------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ--- რ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასა-მართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ--- რ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბა-მისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ--- რ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვით-მმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საე-ქიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმ-ძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

მ--- რ------ს ზემოაღნიშნული, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმე-დების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

მ--- რ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 27 თებერვლიდან.

ნივთმტკიცება – 5 ცალი DVD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახ-ვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili