განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002749078
საქმე №1ბ/1------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ე--------ს
ადვოკატის: ნ-----------------–----ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----------------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ გ----------–---------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–----–-----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენით, გ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით (სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“ არსებული „ე-–----------ს“ მაღაზიის ეპიზოდი);
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით (სავაჭრო ცენტრ „თ--–--------–ში“ არსებული „ე-–----------ს“ მაღაზიის ეპიზოდი);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
გ-----------------–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვრა შპს „ა--------------–---–--------–----- ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხ--------------) გამოჯანმრთელებამდე.
მსჯავრდებულ გ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.
გ-----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, (ორი ეპიზოდ) რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ---–--–--------–-----–-- ხეივანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „თ---–--------–ში“ არსებულ მაღაზია „ე-–----------დან,“ გ-----------------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „ე-–----------ს“ კუთვნილ სპორტულ ფეხსაცმელს, ღირებულს 44 ლარად;
- 2018 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ---–--–---------–---------------, სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“ მდებარე „ე-–----------ს“ მაღაზიაში, გ-----------------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მაღაზია შპს „ე-–----------ს“ კუთვნილ სპორტულ ფეხსაცმელს, ღირებულს 53 ლარად;
- 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ---–--–------------------–----–----ს ქუჩების კვეთასთან არსებული გაჩერების მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-----------------–---–ი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-----–-–-----–--ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, ღირებულს 550 ლარად;
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის გამართლება ძარცვის ეპიზოდში, ხოლო ქურდობის ნაწილში სასჯელის შეცვლა არასაპატომრო სასჯელის სახით.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტი, ასევე ლომბარდის თანამშრომელის, მოწმე დ---------------ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მას ტელეფონი ჩააბარა 20-25 წლის ახალგაზრადა მამაკაცმა, გ-----------------–---–ი კი არის 19 წლის, რაც ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ე-–----------–-–--მა პირდაპირ მიუთითა გ-----------------–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და განმარტა, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, იმყოფებოდა ქ.თ---–--–------------------–----–----ს ქუჩების კვეთაზე არსებულ ავტობუსის გაჩერებაზე, რა დროსაც მას მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ინგლისურ ენაზე სთხოვა მობილური ტელეფონიდან დარეკვა. მან მობილურ ტელეფონზე კოდი მოხსნა და გადასცა ახალგაზრდა მამაკაცს, რის შემდეგაც იგი გაიქცა. დაახლოებით სამასი მეტრი მისდევდა გაქცეულს, თუმცა ვერ დაეწია. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულმა გასტაცა ისრაელის წარმოების „Gini-ს“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1000 შეკელს. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას თავისუფლად ამოიცნო პიროვნება, რომელმაც მობილური ტელეფონი გასტაცა და მიუთითა, გ-----------------–---–ზე. პიროვნება რომელმაც მობილური ტელეფონი წაართვა, იყო დაახლოებით 20 წლის, ჰქონდა გრძელი თმა და ეცვა ზოლებიანი ტანსაცმელი.
2018 წლის 1 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა - ე-–----------–-–--მა, მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან რიგით მესამე პიროვნება, გ-----------------–---–ი, სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, თმით, ცხვირით, წარბებით, წვერით და საერთო იერით.
პალტა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოწმე დ---------------ემ მიუთითა 20-25 წლის ახალგაზრადა მამაკაცზე, სინამდვილეში კი მსჯავრდებული არის 19 წლის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე დ---------------ემ განმრატა, რომ მას შემდეგ რაც მის მიერ შეძენილი და გამოძიებისთვის საინტერესო მობილური ტელეფონი, პრობლემატური აღმოჩნდა, მან გამოძიებას სრულად მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. მან აღწერა პიროვნება, რომელმაც მობილური ტელეფონი მიჰყიდა და გამომძიებელს წარუდგინა გ-----------------–---–ის პირადობის მოწმობის ასლი, მისივე ხელით შესრულებული მინაწერით. მოწმის განმარტებით, მობილური ტელეფონი იყო შავი ფერის, უცხო კომპანიის მიერ წარმოებული და შეიძინა 100 ლარად. გამყიდველმა პირმა მას წარუდგინა პირადობის მოწმობა და მოხსნა მობილური ტელეფონის კოდი; ასევე ტელეფონში აღმოჩნდა ბრალდებულის რამდენიმე ფოტოსურათი, რის გამოც გამყიდველი პირის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შეჰპარვია და შეიძინა მობილური ტელეფონი. მანვე დაადსტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული პიროვნების ამოცნობის ოქმის სისწორე და განმარტა, რომ მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო გ-----------------–---–ი, რომელიც იქნებოდა დაახლოებით 25-30 წლამდე ასაკის.
2018 წლის 1 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე დ---------------ემ მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე და მარცხნიდან რიგით მეორე პიროვნება - გ-----------------–---–ი, სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, თმით, ცხვირით, წარბებით და საერთო იერით.
პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩვენებისა და ამოცნობის ოქმის გათვალისწინებით მსჯავრდებულის ასაკზე აპელირება, რომელსაც მოწმე მიახლოებით ასახელებს, არამართებულია და მსჯავრდებულის გამართლებას საფუძვლად ვერ დაედება.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გ-----------------–---–მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ და დაცვის მხარეს მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია.
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-----------------–---–ის ქმედებას და მის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდართით დასტურდება, რომ გ-----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, გ-----------------–---–ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ------------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. გ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით (სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------––-“ არსებული „ე-–----------ს“ მაღაზიის ეპიზოდი);
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით (სავაჭრო ცენტრ „თ--–--------–ში“ არსებული „ე-–----------ს“ მაღაზიის ეპიზოდი);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
4. მსჯავრდებულ გ-----------------–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვროს შპს „ა--------------–---–--------–----- ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში‘‘ (ხ--------------) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.
5. მსჯავრდებულ გ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გაუქმებულია.
7. ნივთმტკიცებები: გ-----------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული წითელი და ლურჯი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, გ-----------------–---–ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დ--------------გან ამოღებული სასიგნალო მოწყობილობა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თ---–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში; ლ-------------სგან ამოღებული „GINI“-ს ფირმის მობილური ტელეფონი და საგარანტიო ბარათი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- დ-----------------სგან ამოღებული პირადობის მოწმობის ქსეროასლი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი