განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2019
საქმის ნომერი
330100117001838077
ინსტანცია
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001838077

საქმე №1ბ/562-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის, გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორ - ვ----------------–---–ის,ადვოკატ - რ---–-------------–---–ის,მსჯავრდებულ - ლ----------ის მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლ------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, რეგისტრირებული: ქ------–--------–----–-–---–-------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------------------------, ბინა N---ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით:

 

ლ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ლ----------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–------------------–----------–--–-----–----–----–------------ში, ლ----------ე წინასწარი განზრახვით, ფულადი თანხის მოტყუების გზით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა--------------ს შეუთანხმდა, რომ მის კუთვნილ სს ,,თ-----------ს“ ანგარიშზე - G---------------------, ფულადი თანხის ჩარიცხვის სანაცვლოდ, 60 დღეში ჩამოუყვანდა ,,BMW”-მარკის VIN; W---------------- ავტომანქანას. ა--------------მ, შეთანხმების საფუძველზე სს „თ-----------ს“ ანგარიშზე NG---------------------, 2014 წლის 13 ნოემბერს ჩარიცხა 14 200.00 ლარი და 2014 წლის 02 დეკემბერს ჩარიცხა 12 624.00 დოლარი (23 254 ლარი).

 

ლ----------ის მიერ თაღლითურად მოხდა ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, არ მოხდა ავტომანქანის ჩამოყვანა და აღნიშნული ფულადი თანხა დახარჯულ იქნა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნული ქმედებით საერთო ჯამში დაზარალებულს მიადგა 37 454 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------ემ. აპელანტმა ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ სასჯელი არის არასამართლიანი. პროკურორის განმარტებით, იმისათვის, რომ შენარჩუნდეს საზოგადოების მხრიდან კანონისადმი პატივისცემა და საზოგადოება არ განიმსჭვალოს დაუცველობის განცდით, ასევე, სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციიდან გამომდინარე, რათა მსჯავრდებულს აღარ ჰქონდეს სურვილი, ახალი დანაშაულის ჩადენისა, ლ----------ის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვ----------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულ ლ----------ის ადვოკატმა რ---–-------------–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ლ----------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის ა--------------ს; მოწმეების - კ----------------------------–------ს, ჩვენებებით; ა--------------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმით; ა--------------ს განცხადებით, ა--------------ს ანგარიშის ამონაწერით; ლ----------ესა და ა--------------ს მიმოწერით ელექტრონული ფოსტის საშუალებით და ავტომანქანის ფოტოსურათებით; ლ----------ს ვალის აღიარების ხელშეკრულებით, სესხის ხელშეკრულებით, გრაფიკული ე-----------------/გრ დასკვნით; ეროვნული ბანკის დათვალიერების ოქმით, სს ,,საქართველოს ბანკის“ მიერ წარმოდგენილი დისკის დათვალიერების ოქმით, სს ,,თ-----------ს“ მიერ წარმოდგენილი დისკის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე. მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან, ცხრა წლამდე.

 

მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა კანონმდებლობის ზემოთაღნიშნული მოთხოვნები; შეაფასა ლ----------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; მხედველობაში მიიღო ასევე დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და განსაზღვრა სასჯელი ჯარიმის სახით. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ლ----------ეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ ლ----------ემ საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნო, მსჯავრდებულს ზიანი ნაწილობრივ აქვს ანაზღაურებული და გამოხატავს მზადყოფნას - სრულად აანაზღაუროს ზიანი; პალატა მიიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის დადგენილი სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, სასამართლოს მიერ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, ლ----------ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

ლ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

დისკები რომელიც ერთვის საქმეს და პაკეტი შტრიხკოდით, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივის განყოფილებაში, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე