განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2019
საქმის ნომერი
180210018002331371
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
არბიტრაჟთან დაკავშირებული დავები
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/573-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - შპს ,,ა-–-------–--“

წარმომადგენლები - პ-----------–--–---, ე------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ა--------------–-----–---------“

წარმომადგენელი - ვ---------------------

დირექტორი - ი-–---------–---–-

 

დავის საგანი (ძირითად სარჩელში) - სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ბათილად ცნობა

 

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - რეგისტრირებული (დაცული) სასაქონლო ნიშნების უკანონოდ გამოყენების აღკვეთა; ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვისა და შესაფუთი მასალის განადგურება, რომელიც უნებართვოდ შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.11.2018 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.11.2018 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. შპს ,,ა-–-------–--ს“ (ს/კ2--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

2. შპს ,,ა--------------–------–----------“შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.

2.1 შპს ,,--–-------–--“ აეკრძალა საქონლის ,,საკვები ცხიმები“ შეფუთვაზე რეგისტრიტრებული სასაქონლო ნიშნების Б-------- („საქპატენტში“ რეგისტრაციის ნომერი 2----) და ,,Б------’’ (რეგისტრაციის ნომერი 2----) იდენტური ან აღრევამდე მსგავსი ნიშნების დატანა, ასეთი სახით იმპორტი, რეალიზაციის მიზნით შენახვა, შეთავაზება და გაყიდვები;

2.2 შპს ,,--–-------–--“ დაევალა ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის და შესაფუთი მასალის განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ ზემოხსენებულ ნიშნებს.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

შპს „ა-–-------–--“ წარმოადგენს საკვები ცხიმებისა და რძის გადამამუშავებელ, რძის პროდუქტების დამამზადებელ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს 2007 წლიდან.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ტომი1. ს.ფ 20 - ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ; ტომი 1. ს.ფ 21; - მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

2012 წლიდან შპს „ა-–-------–--“ ყიდულობს შპს „ლ--------------გან“ გოფრირებულ ყუთებს „ბ---------ა ყვითელი“ - ამ ყუთებზე დატანილია სიტყვა „ბ---------ა Б------“. (ეტიკეტი). შპს „ა-–-------–--ს“ შეკვეთით შპს „ლ------------“ 2012 წლის 1 ივნისიდან რეგულარულად ამზადებდა ყუთებს პროდუქციისათვის დასახელებით „ბ---------ა Б------“ (ეტიკეტი), ყუთებზე იყო დატანილი გამოსახულება, რომელიც შპს „ლ------------“ წარუდგინა მოსარჩელემ. 2012 წლის პირველი ივნისიდან 2014 წლის 5 აპრილამდე აღნიშნული ყუთები გადაეცემოდა შპს „ა-–-------–--“. წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2012 წელს „ა-–-------–-მა“ შპს „ლ------------საგან“ 131,619 გოფრირებული ყუთი წარწერით „ბ---------ა“(ყვითელი და ლურჯი) შეიძინა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადებები გოფრირებული ყუთის შესყიდვაზე; ტომი1. ს.ფ 44-82 - წერილი შპს „ლ------------საგან“ თანდართული ეტიკეტის ფერადი გამოსახულებებით; ტომი1. ს.ფ 83-86 - მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

2012 წლიდან შპს „ა-–-------–--“ ყიდის სპრედ „ბ---------ას“ თბილისში გორში, ქობულეთში, თელავში, ქედაში, ერევანში. თანდართული ზედნადებების მიხედვით მხოლოდ 2012 წელს შპს „ა-–-------–-მა“ 123,800 ცალი 5 და 10 კილოგრამიანი შეფუთვა გაყიდა. 2013 წლის მონაცემებით 3,5 და 10 კილოგრამიანი შეფუთვით 18, 683 ყუთი, ხოლო 2014 წელს 12, 823 ყუთი სპრედი „ბ---------ა“ გაიყიდა შპს „ა-–-------–--ს“ მიერ. სასაქონლო ზედნადებების მიხედვით მყიდველებს წარმოადგენენ სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და ინდივიდუალური მეწარმეები საქართველოს მასშტაბით. შეფუთვაზე დატანილი იყო ნიშანი „ბ---------ა Б------“.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადებები სპრედ „ბ---------ას“გაყიდვებზე -2012წ; 2013წ; 2014წ; ტომი1. ს.ფ 86-211; - მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

შპს „ა-–-------–--“ 2010 წლიდან თანამშრომლობს შპს „პ-----------------სთან“, რომელმაც 2011 წლის ნოემბერში დაამზადა სპრედი „ბ---------ას“ შესაფუთი ყუთის დიზაინი. შპს „პ-----------------მ“ დაამზადა 200გ. და 500გ. მოცულობის კარაქის შესაფუთი კოლოფების დიზაინები, რომლებიც გადაეცა შპს „ა-–-------–--“. ამ შეფუთვაზე დატანილი იყო სიტყვა „ბ---------აБ------“.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „პ---------------ას“ მიერ გაცემული ცნობა ყუთის დიზაინის შექმნაზე; ტომი1. ს.ფ 212-214

 

მოსარჩელეს 2013 წლიდან თურქეთიდან შემოაქვს საქართველოში შესაფუთი ყუთი წარწერით „ბ---------ა“. წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებისა და მათზე თანდართული ინვოისების მიხედვით 2014 წელს შპს „ა-–-------–-მა“ თურქეთში კომპანია „ი----------------–---------“-სგან შეიძინა 37500 პლასტმასის კონტეინერი წარწერით „ბ---------ა“. 2015 წელს კი კომპანია„უ------“-სგან 2,912 ცალი პლასტმასის კონტეინერი წარწერით „ბ---------ა“.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საბაჟო დეკლარაციების ასლები, თანდართულიინვოისები; ტომი1. ს.ფ 215-235

 

შპს „ა--------------–------–---------“ 1996 წელს არის რეგისტრირებული, როგორც რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი, ასევე, ზეთის, მარგარინის მაიონეზისა და სხვა ცხიმების მწარმოებელიკომპანია.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან; ტომი1. ს.ფ 226. - მხარეთაახსნა-განმარტებანი;

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“,,affirmanti, nonlegati, incumbit probatio“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე დაამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნასაქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგადმოჰყვებაამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელიშედეგი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი -ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელშედეგსიწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტის საფუძველზე;

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ არაკეთილსინდისიერი განზრახვის ცნების ზუსტი განმარტება არ არსებობს; ამ ცნებას გააჩნია ფართო შინაარსი და უნდა განიმარტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან როგორც ლიტერატურასა და უცხოურ სასამართლო პრაქტიკაშია აღნიშნული, შეუძლებელია ამომწურავად დადგინდეს ის კრიტერიუმები, რომლებიც ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის ცნებას ახასიათებს. ამ თემაზე ევროპის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში (Chokoladefabriken lindts&Sprungli AG v Franz Hauswirth Gmbh, case c529/07, 11 june 2009) განმარტებულია, რომ არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენის რელევანტური მომენტი განმცხადებლის მიერ სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის დროა. უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს შორისაა აპლიკანტის ცოდნა, რომ სხვაკომპანია უკვე იყენებს იდენტურ ან ანალოგიურ სასაქონლო ნიშანს. ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც აჩვენებს რამდენად შეესაბამებოდა აპლიკანტის მოქმედება კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ბიზნესმენისთვის დამახასიათებელი გულმოდგინების სტანდარტებს.

 

შესაბამისად, მოცემულ საქმეში სადავოა მოპასუხემ რა მიზნით დაირეგისტრირა სასაქონლო ნიშნები და არსებობს თუ არა მათი ბათილობის საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სასაქონლო ნიშნების Б-------- („საქპატენტში“ რეგისტრაციის ნომერი 2----) და Б------ (რეგისტრაციის ნომერი 2----) მფლობელია შპს ,,ა-------------–-----–---------’’; მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა წინაპირობები უძღოდა მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირებას, ჰქონდა თუ არა მას სადავო ნიშნების მიმართ უპირატესი ლეგიტიმური ინტერესი და რამდენად კეთილსინდისიერი განზრახვით მოხდა მოპასუხის მიერ დასახელებული სასაქონლო ნიშნების დარეგისტრირება; შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ შპს ,,----------------–-----–---------’’ სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციამდე არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ამ სასაქონლო ნიშანთან, რომ იგი მხოლოდ აკვირდებოდა შპს ,,ა-–-------–--ს’’ მიერ ამ ნიშნით ნიშანდებული საქონლის რეალიზაციისას მიღებულ შედეგებს და მოპოვებულ რეპუტაციას, ვინაიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, სხვისი შექმნილი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მითვისება და ამ გზით ბაზარზე უპირატესობის მოპოვება წარმოადგეს სწორედ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველს;

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ა--------------–-----–---------“ არის მწარმოებელი კომპანია და მფლობელი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებისა - საერთაშორისო კლასიფიკატორის 29-ე კლასის საქონლის მიმართ საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებისა: ,,Б--------’’ საქპატენტში რეგისტრაციის ნომერი2----) და,,Б------’’ (რეგისტრაციის ნომერი2----).

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები „საქპატენტის“ მონაცემთა ბაზიდან; ტომი2. ს.ფ 66-67; - მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

მოსარჩელემ „საქპატენტში“ 2016 წლის 11 აპრილს შეიტანა განაცხადი საიდენტიფიკაციო ნომრით 8------- სასაქონლო ნიშნის „ბ---------ა Б------“ (ეტიკეტი) რეგისტრაციის მოთხოვნით. საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 25 აგვისტოს N------- ბრძანებითა და მასზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნით სასაქონლო ნიშანს „ბ---------ა Б------“ (ეტიკეტი) უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შპს „ა--------------–-----–---------ს“ სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი #2---- „Б-------- ბ----------–--“ (ეტიკეტი) აღრევის შესაძლებლობამდე მსგავსია მოსარჩელის მიერ განცხადებული ნიშნისა #8------- „ბ---------ა Б------“ (ეტიკეტი) რაც სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 5 ქვეპუნქტი „გ“-ს თანახმად წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 25 აგვისტოს #1------ ბრძანება და მასზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნა; ტომი1. ს.ფ 22-26; - მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

2016 წლის 25 აგვისტოს N------- ბრძანება და მასზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელემ დადგენილი წესით გაასაჩივრა „საქპატენტის“ სააპელაციო პალატაში. სააპელაციო პალატის 2017 წლის 20 იანვრის #1-------- გადაწყვეტილებით აპელანტს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სადავო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი #1------ დარჩა ძალაში. სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცდა „საქპატენტის“თავმჯდომარის 2017წლის #-- ბრძანებით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

სააპელაციო საჩივარი; ტომი 1. ს.ფ 27-32 – 2017 წლის 20იანვრის #1-------- გადაწყვეტილება; ტომი 1. ს.ფ 33-40 – 2017 წლის #-- ბრძანება; ტომი 1. 41

 

მოპასუხემ სასაქონლო ნიშნის „Б-------- ბ----------–--“ (ეტიკეტი) სარეგისტრაციოდ განაცხადი „საქპატენტში“ შეიტანა 2016 წლის 9 აპრილს. 2016 წლის 17 აპრილს სასაქონლო ნიშანი „Б-------- ბ----------–--“ (ეტიკეტი) დაჩქარებული წესით დარეგისტრირდა „საქპატენტის“ მიერ ნომრით 2----.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაბეჭდი„საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების ბაზიდან; ტომი1. ს.ფ 42

 

2017 წლის 17 ივლისს მოპასუხემ საქპატენტს წარუდგინა ახალი განაცხადი სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის „Б------“ (საიდ. N-------) რეგისტრაციის მოთხოვნით. აღნიშნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განხორციელდა დაჩქარებული წესით და 2017 წლის 9 აგვისტოს ნიშანი „ Б------“ დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე ნომრით 2----.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაბეჭდი „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების ბაზიდან. ტომი 1. ს.ფ 43 - მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

2017 წლის ოქტომბერში მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს გაფრთხილების წერილით, მოპასუხეს მიეცა ვადა ქსელში არსებული პროდუქციის ამოსაყიდად და უფლებების დამრღვევი ქმედებების შესაწყვეტად.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 19 ოქტომბრის წერილის ასლი; ტომი2. ს.ფ 40-41

 

შპს „ა--------------–-----–---------“ მიუთითებს, რომ შეფუთვებს შეიმუშავებს, დასამზადებლად უკვეთავს და ამზადებინებს პროდუქციას შეფუთვებში მის მიერ შემუშავებული დიზაინითა და სასაქონლო ნიშნების ,,Б------’’ და „Б-------- ბ----------–--“ დატანით 2007 წლიდან უწყვეტად;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - შპს „ა--------------–-----–---------ს“ შეკვეთით შპს „კ---------------“ (ს/კ 205005411) 2007 წელში შეფუთვების დიზაინის ელექტრონული ვერსიის დამამზადებლის დავით მეგენეიშვილის დასტური; ტომი 2. ს.ფ 23;

- შპს „ა--------------–-----–---------ს“ შეკვეთებით შეფუთვების დამამზადებელი კომპანია შპს

„კ---------“-ს (ს/კ 205005411) მენეჯერის დასტური და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები 2007 წლიდან ; ტომი2. ს.ფ 25-29;- შპს „ა--------------–-----–--------ში“ მომუშავე პირების დასტური, რომლებიც კომპანიაში მუშაობდნენ 2007 წელს და შემდგომ; ტომი2. ს.ფ 30 - ი/მ ამრახ ნოვრუზოვის (ს/კ 1--------) დასტური მის მიერ პროდუქციის შესყიდვების შესახებ დაწყებული2007წლიდან და შესაბამისი ანგარიშფაქტურები; ტომი2. ს.ფ 31-36; - უფლებამოსილი ორგანიზაციის - შპს „ჯ-------------------“-ს მიერ 2014 წელს გაცემული ცნობასპრედი„ბ---------ა“-სთვის შტრიხ-კოდის მინიჭების თაობაზე; ტომი2. ს.ფ 37 - შპს „ა--------------–-----–---------ს“ მიერ მიმდინარე პერიოდში (2017-2018 წწ) აღნიშნული ნიშნებით პროდუქციის გაყიდვების დამადასტურებელი ზედნადებები; ტომი2.ს.ფ 38-39; -აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ ტომი 2ს.ფ. 112-115; -სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ყუთების დასახელებით ,,Б------’’ ნიმუშები; - მხარეთაახსნა-განმარტებანი;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.

 

სადავო ფაქტობრივი გარემოების, კერძოდ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ შპს ,,ა-------------–-----–---------’’ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისას ვერ ექნებოდა ლეგიტიმური ინტერესი, ვინაიდან სსდავო სასაქონლო ნიშნის გამოყენება პირველად დაიწყო სწორედ შპს ,,ა-–-------–-მა’’, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა შპს ,,ა-–-------–--ს’’ ყოფილი დირექტორი ს----------------- რომელმაც განმარტა, რომ 2007 წელს მეგობართან ერთად დააარსა შპს ,,ა-–-------–--“, სადაც იყო 50 % - ის წილის მფლობელი; კომპანია მდებარეობს ახალქალაქში და თავიდან აწარმოებდა რძის პროდუქტებს - შედედებულ რძეს, ყველს, ხოლო, 2010 წლიდან უკვე ე.წ. ,,სპრედს’’. მოწმის განმარტებით იგი თავად გაემგზავრა სომხეთში, ქალაქ ერევანში, სადაც იყიდებოდა აღნიშნული დასახელების პროდუქტი ,,Б------’’ და სწორედ აქედან წამოვიდა ეს დასახელებაც, თუმცა, თავიდან სპრედმა მოწონება ვერ დაიმსახურა მომხმარებელში; 2012 წლიდან უკვე დაამზადეს პროდუქციის ახალი შეფუთვა ყვითელ და ლურჯ ფერებში. თავად ცდილობდა სპრედის გემოს დახვეწას, ამ მიზნით რეცეპტი ჩამოიტანა უკრაინიდან, საიდანაც ერთ-ერთმა რეცეპტმა გაამართლა. 2013 -2014 წლებში, სპრედმა დასახელებით ,,Б------’’ დიდი მოწონება დაიმსახურა და ამ წლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით პროდუქტი გაიყიდა. 2015 წელს შპს ,,ა-–-------–-მა„ ძალიან დიდი მოგება ნახა აღნიშნული პროდუქციის გაყიდვებით საქართველოს ბევრს ქალაქში, ქუთაისში, ბორჯომში, ხაშურში, ახალქალაქში. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია, ამ პერიოდში შპს „ა--------------–-----–---------ს“ პროდუქცია მსგავსი დასახელებით ბაზარზე არ ყოფილა. ის უშუალოდ შედიოდა სხვადასხვა ქალაქის ბაზარზე და ათვალიერებდა პროდუქციას. მოწმის განმარტებით, შპს „ა--------------–-----–---------ს“ სპრედი პირველად ბაზარზე გამოჩნდა დაახლოებით 2013-2014 წლებში. მანამდე მსგავსი დასახელების პროდუქცია ბაზარზე არ ყოფილა. 2015 წელს მან თავისი წილი მეგობარს აჩუქა და ამ საქმიანობას ჩამოსცილდა. მოწმის განმარტებით, შესაძლოა მოპასუხე 2007-2008 წლებში თავის საწარმოში აწარმოებდა რაიმე პროდუქტს, თუნდაც სპრედს, თუმცა ბაზარზე სადავო სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქცია არ უნახავს. როდესაც ბაზარზე გამოჩნდა კონკურენტი, შპს ,,--–-------–--’’ არანაირი ზომა არ მიუღია სასაქონლო ნიშნის დასაცავად, ოჯახური პრობლემების გამო.

 

დასახელებული მოწმის არგუმენტების გაბათილების მიზნით სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობით დაიკითხნენ მოწმეები: შპს ,,კ---------ს“ ყოფილმა მენეჯემრმა მოწმე რ--------------- დაადასტურა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე დართული მასალების 24-ე გვერდზე შესრულებული ხელმოწერა მას ეკუთვნის და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შპს ,,კ---------ს“ შპს „ა--------------–-----–---------ს“ ხელმძღვანელობამ შეუკვეთა ყუთის დიზაინი სპრედისთვის. დაახლოებით 2003-2007 წლებში, ზუსტი დრო არ ახსოვს, შპს ,,კ---------ა“ შექმნა ყუთის დიზაინი. სასაქონლო ნიშნის დიზაინი შექმნა დ-------------–---–მა, რაშიც თავად რ--------------– იღებდა მონაწილეობას. როგორც მოწმემ განმარტა, ყუთზე წლების მითითებას მაშინდელი კანონმდებლობა არ ავალდებულებდა.

 

მოწმე დ-------------–---–-- დაადასტურა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე დართული მასალების 23-ე გვერდზე შესრულებული ხელმოწერა მას ეკუთვნის და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შპს „ა--------------–-----–---------ს“ დაკვეთით 2007 წლიდან ამზადებდა სპრედ ,,Б-------ს’’ შესაფუთი ყუთის დიზაინს. მითითებულ პერიოდში იგი მუშაობდა შპს ,,კ---------ს“ დიზაინერად და სწორედ აღნიშნულ კომპანიას დაუკვეთა მოპასუხემ გოფრირებული ყუთის დიზაინი, რომელიც შეასრულა უშუალოდ დ-------------–---–--. პირველად 10 კგ-იანი ყუთის დიზაინი, ხოლო, შემდგომში 2012 წელს 05 კგ-იანი ყუთის დიზაინი, რომელმაც მოგვიანებით 2014 წლიდან კვლავ განიცადა სახეცვლილება.

 

მოწმე ლ------------ დაადასტურა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე დართული მასალების 30-ე გვერდზე შესრულებული ხელმოწერა მას ეკუთვნის. მოწმის განმარტებით შპს „ა--------------–-----–--------ში“ იგი მუშაობდა 1998 წლიდან. ზუსტი წლები არ ახსოვს, თუმცა, დაადასტურა, რომ 2008 წლის ომამდე, სანამ წეროვანში მოხდებოდა დევნილთა მასიური ჩასახლება, - დაახლოებით 2006-2007 წლებში დაიწყო შპს „ა--------------–-----–--------მა“ სპრედის წარმოება. თავად უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ყუთებში დასახელებით ,,Б------’’ მოთავსებული ე.წ. ,,სპრედის’’დასაწყობებაში;

 

ზ--------–----- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე დართული მასალების 30-ე გვერდზე შესრულებული ხელმოწერა მას ეკუთვნის და დაკითხვისას განმარტა, რომ შპს ,,ა---------------–-----–--------–-“ მუშაობდა იმ პერიოდში, როდესაც ,,Б-------ს’’ დასახელებით ყუთებში ხდებოდა კარაქის შეფუთვა. დანამდვილებთ შეუძლია თქვას, რომ ეს ხდებოდა 2007 წლიდან, ვინაიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც კი, კარგადახსოვს, რომ საწარმო მუშაობდადა კარაქს ამზადებდა. დაახლოებით 10 ადამიანი მუშაობდა, რომელთაგან ზოგი ფუთავდა პროდუქციას, ზოფი კრავდა, ზოგიც ყუთებს აწერდა, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

 

მოწმე ა--------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ შპს „ა--------------–-----–---------ს“ მიერ წარმოდგენილი შესაგებლის 25-29 დანართებზე მოცემულ ანგარიშფაქტურებზე შესრულებული ხელმოწერები მას ეკუთვნის და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი 2007-2009 წლების ჩათვლით სწორედ დასახელებული კომპანიიდან ყიდულობდა კარაქს დასახელებით ,,Б------’’, რომელსაც რეალიზებას უკეთებდა ძირითადად მარნეულში. პროდუქტს აგზავნიდა ასევე აზერბაიჯანშიც. აღნიშნულ პროდუქტს იღებდა 10 კგ-იანი ყუთებით წარწერით ,,Б------’’; თავდაპირველად პროდუქტი შედარებით ნაკლებად იყიდებოდა, თუმცა შემდეგ შეფუთვის დიზაინი რამდენჯერმე შეიცვალა და გაყიდვამაც მოიმატა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას თარჯიმნის მონაწილეობით სრულად გააცნეს საქმეში წარმოდგენილი ტექსტი (ტ. 2. ს.ფ 31) , რომლის სისწორეც დაადასტურა ხელმოწერით;

 

წარმოდგენილი წერილობითი მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ა---------------–-----–---------’’ სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციამდე გაცილებით ადრე აწარმოებდა სპრედს დასახელებით ,,Б------’’, რომლის რეალიზაციას ახდენდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ანუ შემხებლობა ჰქონდა ამ სასაქონლო ნიშანთან; შესაბამისად, მას ჰქონდა უპირატესი ლეგიტიმური ინტერესი ამ სასაქონლო ნიშანზე და მოსარჩელის არგუმენტი, რომ მხოლოდ მათი კომპანიის მიერ მოპოვებული დადებითი რეპუტაციისა და ავტორიტეტის გამოყენებით შეეცადა მოპასუხე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას და მისი მიზანი იყო მოსარჩელისათვის არაჯანსაღი კონკურენციის გაწევა, მისთვის კომერციული საქმიანობის შეზღუდვა და არა საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა, სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ პირს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებულიინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (VIII) მუხლით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს მიეკუთვნება საავტორო და მომიჯნავე უფლებები, სასაქონლო და მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და სხვ.

 

,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე #ას-1285-1223-2014).

 

,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაშიშენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა.

 

,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის 10bis მუხლის თანახმად, (1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. (3.1.) ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ.

 

„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს სასაქონლო ნიშანსაც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი ნიშანი, ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს ასევე წარმოადგენს სასაქონლო ნიშნები, რომლის რეგისტრაციის, სარგებლობის და დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

''სასაქონლო ნიშნების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 1. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ _ საქონელი). ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასაქონლო ნიშანი მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია; იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი რეკლამა, საქონლის მიწოდებისას მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის კონტაქტის დამყარების საშუალება. სასაქონლო ნიშნის დანიშნულება არის მომხმარებელს შეუქმნას წარმოდგენა საქონელზე;

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ,,ნიშნის გამოყენებისას, განმსაზღვრელი ფაქტორია პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, ანუ უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს. მომხმარებელს აქვს საშუალება, თავად აირჩიოს სასურველი პროდუქცია, რომელსაც იცნობს და ენდობა, ამდენად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების მიზანი სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია, კონკრეტული პროდუქციის წარმოშობის, მისი მწარმოებლისა და სხვა სპეფიფიკური ნიშან-თვისებების შესახებ, რის გამოც, ირჩევს პროდუქტს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობისან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან" (სუსგ 22/09/2017წ. Nას-825-772-2017).

 

”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28.1-ე მუხლის მიხედვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით (,,ბ“ქვეპუნქტი);

 

სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული ნორმის საფუძველზე სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობისათვის უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოპასუხეს სადავო სასაქონლო ნიშნის იდენტური ნიშნით სარგებლობის მოტივაცია, ანუ მოსარჩელის სახელის მიერ საქართველოში დამკვიდრებულმა ცნობადობის მაღალმა ხარისხმა და ავტორიტეტმა, კარგმა რეპუტაციამ ხომ არ უბიძგა მოპასუხეს გამოეყენებინა მისი კეთილი სახელი საკუთარი კომერციული წარმატებისათვის, რაც ამავდროულად მოსარჩელის ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაზეც მიუთითებდა.

 

არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას დაუშვებლად მიიჩნევს სამრეწველო საკუთრების დაცვის 1882 წლის 20 მარტის პარიზის კონვენცია და შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ დაუშვებელია რაიმე ხანდაზმულობის ვადის დაწესება იმ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობისთვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გამოიყენება არაკეთილსინდისიერი განზრახვით, ასევე ევროსაბჭოს 2009წლის 26თებერვლის 207/2009რეგულაციის (COUNCIL REGULATION(EC)NO 207/2009OF 26 FEBRUARY 2009 ON THE COMMUNITY TRADE MARK) 52(1)(ბ) მუხლის თანახმად, არაკეთილსინდისიერი განზრახვისას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარი უნდა ითქვას ან იგი ბათილად იქნას გამოცხადებული, ანალოგიური პრინციპია მითითებული ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის 2008 წლის 22 ოქტომბრის 2008/95EC დირექტივაშიც, რომლის 3 (2)(დ) მუხლის თანახმად წევრ სახელმწიფოებს უფლებამოსილება ენიჭებათ არაკეთილსინდისიერი განზრახვისას უარი განაცხადონ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე ან ბათილად ცნონ უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი.

 

განსახილველ საქმეში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ სასაქონლო ნიშნების რეგიტრაციის დროისთვის ორივე კომპანია აწარმოებდა სადავო ნიშნით ნიშანდებულ პროდუქციას - ე.წ. სპრედს, აღნიშნული მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ; მოსარჩელის პოზიციით, შპს ,,ა-–-------–--ს’’ მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ოდენობის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა სცოდნოდა მომხმარებელში ამ უკანასკნელის მიერ მოპოვებული დადებითი რეპუტაციის შესახებ და არ უნდა დაერეგიტრირებინა იგი;

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, ცალკე აღებული არ წარმოადგენს მასზე განსაკუთრებული უფლების მოპოვების წინაპირობას, თუმცა, როდესაც უფლების მოპოვება ხდება ისეთ სასაქონლო ნიშანზე, რომელზეც სხვა პირსაც გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი, არსებობს ვარაუდი, რომ რეგისტრაცია ხორციელდება იმ შეგნებით, რომ პირმა მიითვისოს სხვის მიერ რეგისტრაციამდე შექმნილი და ბაზარზე დამკვიდრებული, მაგრამ დაუცველი ნიშანი და მისგან მომდინარე სიკეთე, რაც უდავოდ მოჰყვება მომხმარებელში კარგად ნაცნობ, დადებითი რეპუტაციის მქონე ნიშნით შეფუთული პროდუქციის რეალიზებას. ამასთან, მოპოვებული უფლება ასეთ შემთხვევაში არ ეფუძნება უპირატესი დაცვის ღირს ინტერესს; აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა, რომელმაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან უპირატესი ლეგიტიმური ინტერესის არარსებობა სადავო სასაქონლო ნიშნებთან;

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოდავე კომპანიები არიან ერთმანეთის კონკურენტები, შესაბამისად, მათთვის ორივესთვის კარგად იყო ცნობილი წარმოებული პროდუქციის შესახებ წლების განმავლობაში. ის ფაქტი, რომ მოპასუხემ დაასწრო მოსარჩელე კომპანიას და დაირეგისტრირა სასაქონლო ნიშანი, არ შეიძლება შეფასდეს არაკეთილსინდისიერი განზრახვით ნაკარნახევ ქმედებად, ვინაიდან შპს ,,----------------–-----–---------’’ ნამდვილად აკავშირებდა წლების განმვალობაში აღნიშნულ სასაქონლო ნიშანთან გარკვეული ლეგიტიმური ინტერესი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დასახელებული საწარმო წლების განმავლოაბში ამუშავებდა სასაქონლო ნიშნის დიზაინს და ამ მიზნით ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული შესაბამის პირებთან; სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებზე, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ შპს ,,ა---------------–-----–---------’’ წლების განმავლობაში, კერძოდ 2007-2008 წლიდან სადავო სასაქონლო ნიშნით ,,ბ---------ა’’ აწარმოებდა სპრედს, რომელთა შეფუთვასა და განთავსებას ახდენდა ამავე დასახელების ყუთებში. ამასთან, მოწმე ა--------------------- დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის 2008 წლიდან, იგი ახდენდა კარაქის შესყიდვას მოპასუხე კომპანიიდან და იგი სარეალიზაციოდ გაჰქონდა როგორც საქართვლოს შიგნით, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ ბაზარზე;

 

ამდენად, მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს 2013-2014 წლამდე არ ჰქონდა შემხებლობა სადავო სასაქონლო ნიშანთან და ამ ნიშნის რეგისტრაცია განხოციელდა 2016 წელს მას შემდეგ, რაც შპს ,,ა-–-------–--ს’’ მიერ მოპოვებულ იქნა დადებითი რეპუტაცია და ცნობადობა მომხმარებელში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. სადავო არაა ის ფაქტი, რომ ორივე კომპანია, როგორც შპს ,,ა-–-------–--’’, ასევე შპს ,,ა---------------–-----–---------’’ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე წლების განმავლობაში აწარმოებდნენ მსგავსი დასახელების პროდუქციას, ეს ფაქტი არცერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია საქმის განხილვისას. ის არგუმენტი, რომ შპს ,,ა-–-------–-მა’’ არ მოახდინა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და თავისი უფლებების დაცვა კანონით დადგენილი წესით მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიის ხელმძღვანელობისთვის არ იყო ცნობილი ამის აუცილებლობის შესახებ, ამასთან კომპანიის ყოფილ დირექტორს ჰქონდა ოჯახური პრობლემები, არ არის საკმარისი საფუძველი სასაქონლო ნიშნების განსაკუთრებული უფლების მფლობელის არაკეთილსინდისიერი განზრახვის დასადასტურებლად. სასამართლომ განმარტა, რომ ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც აკავშირებს ლეგიტიმური ინტერესი სასაქონლო ნიშანთან, უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაარეგისტრიროს იგი საქპატენტში კანონით დადგენილი წესით და ამით თავიდან აიცილოს სხვა კომპანიების მხრიდან თავისი შექმნილი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მითვისება;

 

ამდენად, სხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა და დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების ანალიზის შედეგად შეიძლება იმ ძირითადი კრიტერიუმების გამოყოფა, რომლებიც ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის“ არსებობას დაადასტურებს: 1. არაკეთილსინდისიერი განზრახვა უნდა არსებობდეს სარეგისტრაციო განაცხადის გაკეთების დროისთვის. 2) არაკეთილსინდისიერი განზრახვის არსებობის დადასტურება უნდა მოხდეს იმგვარი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც ადასტურებენ კეთილსინდისიერ ქცევასთან შეუთავსებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას. 3. არაკეთილსინდისიერი განზრახვა იმგვარ ქმედებებს გულისხმობს, რომლებიც გამოცდილი და გონიერი მეწარმისათვის დამახასიათებელ გულმოდგინებისა და ეთიკის სტანდარტებიგან გადახვევას წარმოადგენს, 4. არაკეთილსინდისიერიგანზრახვის დადგენისას მხედველობაშიუნდაიქნას მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, 5. განმცხადებლის ცოდნა სასაქონლო ნიშნის მესამე პირის მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით;

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასაქონლო ნიშნის გამოყენება გარკვეულ საქონელზე, თუნდაც მისი რეგისტრაციის გარეშე, ქმნის საფუძველს, რომ აღნიშნულ პროდუქციას დაუკავშირდეს მოცემული ნიშანი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯერ კიდევ 2007-2008 წლიდან შპს ,,ა-------------–-----–---------’’ აწარმოებს სპრედს ,„ბ---------ა Б------“, რაც შეეხება მოსარჩელეს, იგი სადავო პროდუქციას ბაზარზე აქტიურად უშვებს 2012 წლიდან, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან; ის ფაქტი, რომ მოპასუხეს ძირითად სარჩელში წლების განმავლობაში ჰქონდა შემხებლობა სასაქონლო ნიშანთან „ბ---------ა Б------“, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ საწარმოს სახელშკრულებო ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან დასახელებული პროდუქციის შესაფუთი მასალის დიზაინის შესამუშავებლად, ამასთან ახდენდა დასახელებული ნიშნით სპრედის რეალიზაციას, ადასტურებს დასახელებული კომპანიიის ლეგიტიმურ ინტერესს აღნიშნულ ნიშანთან, შესაბამისად, გამორიცხავს ამ უკანასკნელის არაკეთილსინდისიერი მიზნით სხვისი რეპუტაციის მიტაცებისა და არაჯანსაღი კონკურენციის გზით - ნიშნის რეგისტრაციის ფაქტს; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტის დადასტურება, რომ სახეზეა მოპასუხის მხრიდან სხვისი პროდუქციის მითვისებისა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა; ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი პოზიციის დამადასტურებელი დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა სასამართლოში, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მოპასუხემ არაკეთილსინდისიერი განზრახვით დაარეგისტრირა სადავო სასაქონლო ნიშნები მათზე განსაკუთრებული უფლების და ბაზარზე დამკვიდრებული, ამ ნიშანთან დაკავშირებული დადებითი რეპუტაციის მოპოვების მიზნით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ იცოდა მოსარჩელის მიერ ზემოხსენებული ნიშნის გამოყენების თაობაზე, თუმცა, თავაც მოპასუხეს უფრო ადრეული პერიოდიდან ჰქონდა გარკვეული ინტერესები დასახელებულ ნიშანთან და ახდენდა კიდეც დასახელებული სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქციის რეალიზაციას. ის გარემოება, რომ ორივე საწარმო დამოუკიდებლად ახდენდა აღრევამდე მსგავსი ნიშნის გამოყენებას საქართველოს ბაზარზე და მხოლოდ გარკვეული წლების შემდეგ თითქმის ერთდროულად გადაწყვიტეს სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება, ცალკე აღებული არ მოდის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან; მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხე კომპანიამ სულ რამდენიმე დღით დაასწრო სარეგისტრაციო განაცხადის შეტანა საქპატენტში, ცალსახად არ ადასტურებს ამ უკანასკნელის არაკეთილსინდისიერ განზრახვას და არ წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის საფუძველს.

 

სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 3(1) მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის ერთადერთი დანიშნულებაა განასხვავოს ერთი საწარმოს საქონელი ან/და მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მხოლოდ იმ განზრახვით განახორციელა, რომ მოსარჩელისთვის გაეწია არაკეთილსინდიესიერი კონკურენცია, იმ პირობებში, როდესაც ეს უკანასკნელი 2012 წლიდან მოყოლებული უწყვეტად აწარმოებდა დასახელებული ნიშანდებით პროდუქციას და არ მიუღია სათანადო ზომები თავისი უფლებების დასაცავად. იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ შპს ,,----------------–-----–---------’’ წლების განმავლობაში ჰქონდა შემხებლობა სადავო სასაქონლო ნიშნებთან - როგორც რეგისტრაციამდე გარკვეული პერიოდის წინ, ასევე რეგისტრაციის დროისთვისაც, გამორიცხავს დასახელებული საწარმოს არაკეთილსინდისიერი მიზნის გამოკვეთას და დადასტურებას სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,სასაქონლო ნიშნების’’ შესახებ საქართველოს კანონის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ფაქტობრივ შემადგენლობას ადგილი არ აქვს და, ამდენად, არ არსებობს ამ საფუძვლით სადავო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას შეგებებულ სარჩელში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა სადავო სასაქონლო ნიშნების არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაციის ფაქტი, აქედან გამომდინარე შპს ,,ა---------------–-----–---------’’ არის სასაქონლო ნიშნების განსაკუთრებული უფლების მფლობელი, უდავოა, რომ სასაქონლო ნიშნის დაცვაზე ლეგიტიმაცია გააჩნია სასაქონლო ნიშნის მფლობელს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უმნიშვნელოვანესი უფლებებით აღჭურვავს მის მფლობელს, რომელთა შორის არის ისეთი კარდინალური ღონისძიებების უფლება, როგორიცაა ნიშნის გამოყენების აკრძალვა, მოსანიშნი მასალის განადგურება და სხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოპასუხე არის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელი და შესაბამისად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელს წარმოეშობა განსაკუთრებული უფლება ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან; შესაბამისად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ან/და მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

,,სასაქონლო ნიშნების’’ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება: ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე; ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით; გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა; დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება: ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.; ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათიიმპორტიან ექსპორტი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის (შეგებებულ სარჩელში) მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშანი „ბ---------ა Б------“, აღრევამდე მსგავსია მოსარჩელის მიერ დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისა ,,Б--------’’, ხოლო, იდენტურია ასევე მოსარჩელის განსაკურებული უფლების მქონე სასაქონლო ნიშნისა - „ბ---------ა Б------“. საქონელი კი, რომელიც ნიშანდებულია მოპასუხის (შეგებებულ სარჩელში) სასაქონლო ნიშნით, მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის იდენტურია. შესაბამისად, მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი კარგავს თავის დანიშნულებას - განასხვავოს მისით ნიშანდებული საქონელი სხვა საქონლისაგან (განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან);

ასევე, მოპასუხეს გაფრთხილების წერილით, რომლითაც მოპასუხეს მიეცა ვადა ქსელში არსებული პროდუქციის ამოსაყიდად და უფლებების დამრღვევი ქმედებების შესაწყვეტად, თუმცა, უშედეგეოდ.

 

,,სასაქონლო ნიშნების’’ შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ამავე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა; ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ამოღება; გ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი; დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს; ე) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება.

 

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS) შეთანხმების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ან მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელიც იდენტური ან მსგავსია საქონლისა ან მომსახურებისა, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც იდენტური ნიშნის გამოყენება ხდება იდენტურ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით. ზემოთ აღწერილი უფლებები არ უნდა არღვევდეს უკვე არსებულ უფლებებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წევრი სახელმწიფოების მიერ უფლებების მინიჭების შესაძლებლობას მათი გამოყენების საფუძველზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნების იდენტურობა და ერთსა და იმავე საქონლისა და მომსახურებისათვის გამოყენება დადასტურებულია საქმის მასალებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილი მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ (თავდაპირველ სარჩელში) ვერ დაადასტურა მოპასუხე შპს ,,ა---------------–-----–---------ს’’ მიერ არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ფაქტი, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია;

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,ა-–-------–--ს’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,ა---------------–-----–---------ს’’ შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,--–-------–--“ უნდა აეკრძალოს საქონლის ,,საკვები ცხიმები“ შეფუთვაზე რეგისტრიტრებული სასაქონლო ნიშნების Б-------- („საქპატენტში“ რეგისტრაციის ნომერი 2----) და Б------ (რეგისტრაციის ნომერი 2----) იდენტური ან აღრევამდე მსგავსი ნიშნების დატანა, ასეთი სახით იმპორტი, რეალიზაციის მიზნით შენახვა, შეთავაზება და გაყიდვები. ასევე, შპს ,,--–-------–--“ უნდა დაევალოს ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის და შესაფუთი მასალის განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ ზემოხსენებულ ნიშნებს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - სასაქონლო ზედნადებებით, ანგარიშ-ფაქტურებით და გაყიდვების მაღალი მაჩვენებლებით აპელანტმა უტყუარად დაადასტურა, რომ ის პროდუქციას სასაქონლო ნიშანით "ბ---------ა" ყიდდა საქართველოს ტერიტორიაზე ფათო არეალით სულ ცოტა 2012 წლიდან. მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა არა მხოლოდ ის, რომ მან 2007-2009 წლებში რამოდენიმე ცალი კარაქის კოლოფი გაყიდა ნიშნით "ბ---------ა", ან შექმნა ეტიკეტი ასეთი ნიშნით, არამედ ის, რომ გაყიდვების მაღალი მაჩვენებლების შედეგად სადავო სასაქონლო ნიშნის კარგი რეპუტაცია, ნიშნის ცნობადობა სწორედ მისი საქმიანობის შედეგი იყო და შპს "ა-–-------–-მა" სცადა ამ რეპუტაციის მითვისება ნიშნის "ბ---------ა" კოპირებით. არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სადავო სასაქონლო ნიშნით "ბ---------ა" მარკირებული პროდუქციის რეპუტაცია ან რეალიზაციით მიღებული ცნობადობა შპს "ა--------------–------–----------" შექმნილი იყო - ან ხანგრძლივი გამოყენების შედეგად მთელს საქართველში ან გაყიდვების მაღალი მაჩვენებლებით წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

აპელანტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოწმეთა ჩვენებები არ ყოფილა გამყარებული არაიანრი დოკუმენტური მტკიცებულებით. ჩვენებები გაცემული იყო მოპასუხის ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლების მიერ. უფრო მეტიც, აღნიშნული თანამშრომლები არ წარმოადგენდნენ კვალიფიციურ მუშაკებს (მაგ. ბუღალტერს ან მომარაგების/ საწყობის თანამშრომლებს), რომლებსაც შეეძლოთ დამაჯერებელი და დოკუმენტურად დადასტურებული ჩვენებების მიცემა.

 

სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ შპს ,,აგროკორსორციუმ წეროვან"-მა ვერ წარმოადგინა ვერც ერთი დოკუმენტი (ხელშეკრულება, ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც ადასტურებს მის მიერ ჩატარებულ ქმედებებს სადაო სასაქონლო ნიშნის კარგი ავტორიტეტისა და მაღალი ცნობადობის შესაძენად პროდუქციისა „ბ---------ა“ 2007-2016 წლეში.უფრო მეტიც ცნობადობის შეძენის საკმარისი გაყიდვების კი არა, საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი,რომელიც ადასტურებს თუნდაც უმნიშვნელო მოცულობებით გაყიდვებს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ გაიზიარა და დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომ მან დაიწყო ფართო გამოყენება სასაქონლო ნიშნისა "ბ---------ა" 2012 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მოცულობის შეფუთვებზე (5, 10 კგ) და ამ საქონლის რეალიზაცია ხდებოდა როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ასევე, სომხეთში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან - ანგარიშფაქტურებიდან, სასაქონლო ზედნადებებდან აშკარად ცხადი ხდება, რომ მოსარჩელის საქმიანობის შედეგად 2012-2016 წლებში შეექმნა მაღალი ავტორიტეტი და ცნობადობა სადავო სასაქონლო ნიშანს "ბ---------ა" და ასევე ამ ნიშნით მონიშნულ სპრედებს მთელს საქართველოში. მოპასუხემ კი ვერ შეძლო წარმოედგინა სასამართლოში ვერანაირი დოკუმენტი - ინვოისის, სასაქონლო ზედნადებების ან ანგარიშ-ფაქტურების სახით, რომელიც დაადასტურებდა სადავო სასაქონლო ნიშნით მონიშნული პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვების საკმარის მოცულობებს. ერთადერთი რისი წარმოდგენაც შესძლო მოპასუხემ იყო საკუთარ თანამშრომელთა, როგორც მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ვერ ადასტურებს ვერც გაყიდვების მოცულობებს და ვერც არეალს და ვერც გაყიდვების ხანგრძლივობას.

მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება იმისა, რომ 2007-2012 და არც შედგომ, 2016 წლამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხდებოდა მის მიერ წარმოებული საკვები ცხიმების "ბ---------ა" რეალიზაცია ფართო მასშტაბებით, რაც იმის ვარაუდის საფუძველი იქნებოდა, რომ ამ გაყიდვების შედეგად ნიშანი გახდა ცნობადი ან შეიძინა ავტორიტეტი მომხმარებელთა შორის.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს „ა-–-------–--“ წარმოადგენს საკვები ცხიმებისა და რძის გადამამუშავებელ, რძის პროდუქტების დამამზადებელ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს 2007 წლიდან.

2012 წლიდან შპს „ა-–-------–--“ ყიდულობს შპს „ლ--------------გან“ გოფრირებულ ყუთებს „ბ---------ა ყვითელი“ - ამ ყუთებზე დატანილია სიტყვა „ბ---------ა Б------“. (ეტიკეტი). შპს „ა-–-------–--ს“ შეკვეთით შპს „ლ------------“ 2012 წლის 1 ივნისიდან რეგულარულად ამზადებდა ყუთებს პროდუქციისათვის დასახელებით „ბ---------ა Б------“ (ეტიკეტი), ყუთებზე იყო დატანილი გამოსახულება, რომელიც შპს „ლ------------“ წარუდგინა შპს ,,ა-–-------–-მა“. 2012 წლის პირველი ივნისიდან 2014 წლის 5 აპრილამდე აღნიშნული ყუთები გადაეცემოდა შპს „ა-–-------–--“. წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2012 წელს „ა-–-------–-მა“ შპს „ლ------------საგან“ 131,619 გოფრირებული ყუთი წარწერით „ბ---------ა“(ყვითელი და ლურჯი) შეიძინა.

 

2012 წლიდან შპს „ა-–-------–--“ ყიდის სპრედ „ბ---------ას“ თბილისში გორში, ქობულეთში, თელავში, ქედაში, ერევანში. თანდართული ზედნადებების მიხედვით, 2012 წელს შპს „ა-–-------–-მა“ 123,800 ცალი 5 და 10 კილოგრამიანი შეფუთვა გაყიდა. 2013 წლის მონაცემებით 3,5 და 10 კილოგრამიანი შეფუთვით 18, 683 ყუთი, ხოლო, 2014 წელს 12, 823 ყუთი სპრედი „ბ---------ა“ გაიყიდა შპს „ა-–-------–--ს“ მიერ. სასაქონლო ზედნადებების მიხედვით მყიდველებს წარმოადგენენ სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და ინდივიდუალური მეწარმეები საქართველოს მასშტაბით. შეფუთვაზე დატანილი იყო ნიშანი „ბ---------ა Б------“.

 

შპს „ა-–-------–--“ 2010 წლიდან თანამშრომლობს შპს „პ---------------ასთან“, რომელმაც 2011 წლის ნოემბერში დაამზადა სპრედი „ბ---------ას“ შესაფუთი ყუთის დიზაინი. შპს „პ-----------------მ“ დაამზადა 200გ. და 500გ. მოცულობის კარაქის შესაფუთი კოლოფების დიზაინები, რომლებიც გადაეცა შპს „ა-–-------–--“. ამ შეფუთვაზე დატანილი იყო სიტყვა „ბ---------ა Б------“.

 

შპს ,,--–-------–--“ 2013 წლიდან თურქეთიდან შემოაქვს საქართველოში შესაფუთი ყუთი წარწერით „ბ---------ა“. წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებისა და მათზე თანდართული ინვოისების მიხედვით 2014 წელს შპს „ა-–-------–-მა“ თურქეთში კომპანია „ი----------------–---------“-სგან შეიძინა 37500 პლასტმასის კონტეინერი წარწერით „ბ---------ა“. 2015 წელს კი კომპანია „უ------“-სგან 2,912 ცალი პლასტმასის კონტეინერი წარწერით „ბ---------ა“.

 

შპს „ა--------------–------–---------“ 1996 წელს არის რეგისტრირებული, როგორც რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი, ასევე, ზეთის, მარგარინის მაიონეზისა და სხვა ცხიმების მწარმოებელი კომპანია.

 

სასაქონლო ნიშნების Б-------- („საქპატენტში“ რეგისტრაციის ნომერი 2----) და Б------ (რეგისტრაციის ნომერი 2----) მფლობელია შპს ,,ა-------------–-----–---------’’.

 

შპს ,,ა-–-------–-მა“ „საქპატენტში“ 2016 წლის 11 აპრილს შეიტანა განაცხადი საიდენტიფიკაციო ნომრით 8------- სასაქონლო ნიშნის „ბ---------ა Б------“ (ეტიკეტი) რეგისტრაციის მოთხოვნით. საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 25 აგვისტოს N------- ბრძანებითა და მასზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნით სასაქონლო ნიშანს „ბ---------ა Б------“ (ეტიკეტი) უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შპს „ა--------------–-----–---------ს“ სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი #2---- „Б-------- ბ----------–--“ (ეტიკეტი) აღრევის შესაძლებლობამდე მსგავსია შპს ,,ა-–-------–--ს“ მიერ განცხადებული ნიშნისა #8------- „ბ---------ა Б------“ (ეტიკეტი), რაც სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 5 ქვეპუნქტი „გ“-ს თანახმად წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

 

2016 წლის 25 აგვისტოს N------- ბრძანება და მასზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნა შპს ,,ა-–-------–-მა“ დადგენილი წესით გაასაჩივრა „საქპატენტის“ სააპელაციო პალატაში. სააპელაციო პალატის 2017 წლის 20 იანვრის #1-------- გადაწყვეტილებით აპელანტს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სადავო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი #1------ დარჩა ძალაში. სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცდა „საქპატენტის“თავმჯდომარის 2017 წლის #-- ბრძანებით.

 

მოწინააღმდეგე მხარემ სასაქონლო ნიშნის „Б-------- ბ----------–--“ (ეტიკეტი) სარეგისტრაციოდ განაცხადი „საქპატენტში“ შეიტანა 2016 წლის 9 აპრილს. 2016 წლის 17 აპრილს სასაქონლო ნიშანი „Б-------- ბ----------–--“ (ეტიკეტი) დაჩქარებული წესით დარეგისტრირდა „საქპატენტის“ მიერ ნომრით 2----.

 

2017 წლის 17 ივლისს მოწინააღმდეგე მხარემ საქპატენტს წარუდგინა ახალი განაცხადი სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის „Б------“ (საიდ. N-------) რეგისტრაციის მოთხოვნით. აღნიშნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განხორციელდა დაჩქარებული წესით და 2017 წლის 9 აგვისტოს ნიშანი „ Б------“ დარეგისტრირდამოპასუხის სახელზე ნომრით 2----.

 

2017 წლის ოქტომბერში შპს ,,ა-–-------–-მა“ მიმართა შპს ,,ა--------------–-----–--------ს“ გაფრთხილების წერილით, და მას მიეცა ვადა ქსელში არსებული პროდუქციის ამოსაყიდად და უფლებების დამრღვევი ქმედებების შესაწყვეტად.

 

პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ვინაიდან, აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს რეგისტრაციის ბათილობა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში სადავოა, რა მიზნით დაარეგისტრირა მოწინააღმდეგე მხარემ სასაქონლო ნიშნები და არსებობს თუ არა მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ა--------------–-----–---------“ შეფუთვებს შეიმუშავებს, დასამზადებლად უკვეთავს და ამზადებინებს პროდუქციას შეფუთვებში მის მიერ შემუშავებული დიზაინითა და სასაქონლო ნიშნების ,,Б------’’ და „Б-------- ბ----------–--“ დატანით 2007 წლიდან უწყვეტად.

 

საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.

პარიზის კონვენციის მე-8 მუხლი, მისი კავშირის ქვეყნებისგან ითხოვს საფირმო სახელწოდების დაცვას სპეციალური რეგისტრაციის გარეშე. ეს მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როდესაც საფირმო სახელწოდება სასაქონლო ნიშნის ნაწილს წარმოადგენს. კერძოდ, პარიზის კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ”საფირმო სახელწოდება დაცული უნდა იქნეს კავშირის ყველა ქვეყანაში განაცხადის მიწოდების ან რეგისტრირების დავალდებულების გარეშე, მიუხედავად იმისა, შეადგენს თუ არა იგი სასაქონლო ნიშნის ნაწილს”.

 

”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

 

”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ _ საქონელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ანფერთა კომბინაციის გამოყენებით.

 

”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით.

 

მოცემულ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის კეთილსინდისიერების ფაქტი, ვინაიდან, სწორედ აღნიშნული პრინციპით უნდა დაბალანსდეს მხარეთა ინტერესები. კეთილსინდისიერების პრინციპი გამოიყენება სამოქალაქო ბრუნვის იმ მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებისთვისაც ნების ავტონომია ბაზარზე დაუსაბუთებელი (უსაფუძვლო) უპირატესობის მიღების საშუალებად იქცა.

 

სამოქალაქო ურთიერთობებში კეთილსინდისიერებას აქვს ორმაგი შინაარსი:

1. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები;

2. მეორე შემთხვევაში კეთილსინდისიერება არის სუბიექტის მიერ არცოდნა იმისა, რომ მისი ქცევა მართლსაწინააღმდეგოა, ლახავს სხვა პირის უფლებას. ასეთ შემთხვევაში საუბარია კეთილსინდისიერებაზე სუბიექტური გაგებით.

 

კეთილსინდისიერების ერთიანი ცნების შემუშავება შეუძლებელია. სუბიექტის თითოეული ქმედების კეთილსინდისიერების პრინციპთან შესაბამისობაში ანალიზის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული ურთიერთობის სპეციფიკა და ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება-განვითარების თავისებურებები.

 

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას არაკეთილსინდისიერი განზრახვის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული განაცხადის შეტანის მომენტისათვის. ასეთ გარემოებებად პალატას მიაჩნია:

 

- განმცხადებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა, რომ მესამე პირი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის წევრ ერთ ქვეყანაში მაინც იყენებს სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავსი ნიშანს იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის;

- განმცხადებლის განზრახვა, აუკრძალოს მესამე პირს თავისი ნიშნის გამოყენება;

- განცხადებული და მესამე პირის სასაქონლო ნიშნის დაცვის ხარისხი (იხ. სუსგ N541-513-2015, 22.07.2015 წ.).

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ მოდავე კომპანიები არიან ერთმანეთის კონკურენტები, შესაბამისად, მათთვის ორივესთვის კარგად იყო ცნობილი წარმოებული პროდუქციის შესახებ წლების განმავლობაში. ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დაასწრო შპს ,,--–-------–--“ და დაირეგისტრირა სასაქონლო ნიშანი, არ შეიძლება შეფასდეს არაკეთილსინდისიერი განზრახვით ნაკარნახევ ქმედებად, ვინაიდან შპს ,,----------------–-----–---------’’ უდავოდ აკავშირებდა წლების განმვალობაში აღნიშნულ სასაქონლო ნიშანთან გარკვეული ლეგიტიმური ინტერესი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დასახელებული საწარმო წლების განმავლოაბში ამუშავებდა სასაქონლო ნიშნის დიზაინს და ამ მიზნით ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული შესაბამის პირებთან.

 

ამდენად, შპს ,,ა-–-------–--ს“ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს 2013-2014 წლამდე არ ჰქონდა შემხებლობა სადავო სასაქონლო ნიშანთან და ამ ნიშნის რეგისტრაცია განხოციელდა 2016 წელს მას შემდეგ, რაც შპს ,,ა-–-------–--ს’’ მიერ მოპოვებულ იქნა დადებითი რეპუტაცია და ცნობადობა მომხმარებელში, აპელანტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. სადავო არაა ის ფაქტი, რომ ორივე კომპანია, როგორც შპს ,,ა-–-------–--’’, ასევე შპს ,,ა---------------–-----–---------’’ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე წლების განმავლობაში აწარმოებდნენ მსგავსი დასახელების პროდუქციას, ეს ფაქტი არცერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია საქმის განხილვისას. ის არგუმენტი, რომ შპს ,,ა-–-------–-მა’’ არ მოახდინა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და თავისი უფლებების დაცვა კანონით დადგენილი წესით მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიის ხელმძღვანელობისთვის არ იყო ცნობილი ამის აუცილებლობის შესახებ, ამასთან კომპანიის ყოფილ დირექტორს ჰქონდა ოჯახური პრობლემები, არ არის საკმარისი საფუძველი სასაქონლო ნიშნების განსაკუთრებული უფლების მფლობელის არაკეთილსინდისიერი განზრახვის დასადასტურებლად.

 

ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც აკავშირებს ლეგიტიმური ინტერესი სასაქონლო ნიშანთან, უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაარეგისტრიროს იგი საქპატენტში კანონით დადგენილი წესით და ამით თავიდან აიცილოს სხვა კომპანიების მხრიდან თავისი შექმნილი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მითვისება. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის საქპატენტს მიმართა უფრო ადრე, ვიდრე შპს ,,ა-–-------–-მა“, ვერ გახდება რეგისტრაციის ბათილობის წინაპირობა და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ხოლო, რაც შეეხება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

პალატას უდავოდ დაგენილად მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) არის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელი და შესაბამისად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელს წარმოეშობა განსაკუთრებული უფლება ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება: ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით.

 

,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე, ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.

 

,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ა-–-------–--ს“ მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშანი „ბ---------ა Б------“, აღრევამდე მსგავსია შპს ,,ა--------------–-----–---------ს“ მიერ დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისა ,,Б--------’’, ხოლო, იდენტურია შპს ,,ა--------------–-----–---------ს“ განსაკურებული უფლების მქონე სასაქონლო ნიშნისა - „ბ---------ა Б------“. აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ა--------------–------–---------“ არის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელი და შპს ,,ა-–-------–--ს“ მიერ გამოყენებულ სასაქონლო ნიშნებთან სხვაობა იმდენად მინიმალურია, რომ იძლევა სასაქონლო ნიშნების ერთმანეთში აღრევის შესაძლებლობას, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს შპს ,,ა--------------–-----–---------ს“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და შესაბამისად, შპს ,,ა-–-------–--ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და მსჯელობას და მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ა-–-------–--ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა