განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2019
საქმის ნომერი
330210018002483204
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002483204

საქმე №2ბ/2495-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ს---------–----------–-–-------------–--------------------ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - თ----------------–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი--------------------------ია“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ნ------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. შპს „ი--------------------------იამ“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ს---------–----------–-–-------------–--------------------ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: 1) 2----–-–-------------ოს N------ ხელშეკრულებიდან (------------- გამომდინარე დავალიანების - 7 099.20 ლარის გადახდა; 2) 2----–-–------------ის N------– ხელშეკრულებიდან (------------) გამომდინარე დავალიანების - 7 453 ლარის გადახდა; 3) 2----–-–-----------ის N----- ხელშეკრულებიდან (------------- გამომდინარე დავალიანების - 240 ლარის გადახდა.

 

2. შპს „ი---------------------------ია“ სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

შპს „ი---------------------------იას“ და სსიპ თ---–-----------–-–----------------------ს შორის, S----------- ტენდერის საფუძველზე, 2----–-–-------------ოს გაფორმდა ხელშეკრულება N------, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა ტენდერით გათვალისწინებული სამედიცინო საქონელი და გაეწია მასთან დაკავშირებული მომსახურება. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საქონლისა და მომსახურების ღირებულება. ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა 7 200 ლარი.

2----–-–--------------ერს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ტენდერით გათვალისწინებული საქონელი და გაუწია მასთან დაკავშირებული მომსახურება, რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში (2----–-–--------------რის ჩათვლით), 2----–-–--------------რის წერილით მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, რომ შესრულების 7 დღის ვადით დაგვიანების გამო ერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დროულად მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად), რაც შეადგენდა 100.80 ლარს და დაიქვითებოდა შემსყიდველის მიერ ასანაზღაურებელი თანხიდან (ხელშეკრულების 9.7 პუნქტის შესაბამისად). მოპასუხეს დღემდე ასანაზღაურებელი აქვს მოსარჩელის მიმართ 2----–-–--------------რის N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 7 099.20 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც, ხელშეკრულების 7.4 პუნქტის მიხედვით, უნდა მომხდარიყო შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან (2----–-–--------------ერი) 30 სამუშაო დღის ვადაში (2----–-–-----------ერი).

შპს „ი--------------------------იას“ და ს---------–----------–-–-------------–--------------------ს შორის, S----------- ტენდერის საფუძველზე, 2----–-–-------------ს გაფორმდა ხელშეკრულება N------–, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა ტენდერით გათვალისწინებული სამედიცინო საქონელი შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა საქონლის ღირებულება შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში.

შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ტენდერით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად: 1) 2016 წლის 4 თებერვალს - 240 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 2) 2016 წლის 3 მარტს - 1650 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 3) 2016 წლის 11 მარტს - 240 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 4) 2016 წლის 12 აპრილს - 1325 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 5) 2016 წლის 21 მაისს -1325 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 6) 2016 წლის 15 ივნისს - 1140 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 7) 2016 წლის 4 აგვისტოს -1616 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 8) 2016 წლის 11 ოქტომბერს - 70 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 9) 2016 წლის 2 დეკემბერს - 699 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 10) 2016 წლის 2 დეკემბერს - 699 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 11) 2016 წლის 28 დეკემბერს - 168 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი. საერთო ჯამში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 8 833 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი, მოპასუხეს გადახდილი აქვს მხოლოდ 240 ლარი (11.04.2016-ში) და 1140 ლარი (05.07.2016-ში). შესაბამისად, მოპასუხეს დღემდე ასანაზღაურებელი აქვს 7 453 ლარი.

შპს „ი--------------------------იას“ და სსიპ თ---–----------–-–-------------–-------------------ს შორის, S----------- ტენდერის საფუძველზე, 2----–-–-----------ს გაფორმდა ხელშეკრულება N-----, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა ტენდერით გათვალისწინებული სამედიცინო საქონელი შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საქონლის ღირებულება შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის ვადაში.

შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ტენდერით (------------- გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად: 2015 წლის 23 ივნისს, 17 ივლისს, 31 ივლისს, 1 სექტემბერს, 2 ნოემბერს, 18 დეკემბერს, 24 დეკემბერსა და 31 დეკემბერს. მოპასუხეს გადახდილი აქვს შესაბამისი ანაზღაურება, გარდა 2015 წლის 18 დეკემბერს მიწოდებული სამედიცინო საქონლისა - 240 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს დღემდე ასანაზღაურებელი აქვს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 240 ლარი.

 

3. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით ს---------–----------–-–-------------–--------------------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (----------–-------- თანახმად, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება ერთეული ანგიოგრაფიის აპარატის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების თაობაზე, რის საფუძველზეც მოსარჩელის მხრიდან 2----–-–--------------ერს მოხდა ანგიოგრაფიის შეკეთებ, კერძოდ: აპარატს დაზიანებული ჰქონდა: 1. იუპიესის მარეგულირებელი ტრანზისტორები - 4 ც, 2. ტრანზისტორების მართვის პლატა - 4 ც; 3. ძაბვის შემსვლელი მცველები - 3 ც. აპარატმა შეკეთების შემდეგ იმუშავა 10 დღე და დაუზიანდა შეცვლილი დეტალები. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, მოხდა აპარატის თავიდან შეკეთება, რის შემდეგაც აპარატი 8 დღეში კვლავ დაზიანდა და დღეის მდგომარეობით იგი საერთოდ არ მუშაობს, რის გამოც კლინიკამ შეიძინა ახალი აპარატი. ამდენად, მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.

შესაგებელში აღნიშნულია, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში, გაფუჭების შემდეგ საჭირო იყო თურქი მწარმოებლის ჩამოსვლა, რადგან გაკეთების შემთხვევაში ისევ იგივე განმეორდებოდა. მას შემდეგ რაც მოხდა ნაწილების შეცვლა გადაიგზავნა მთელი ინფორმაცია თურქეთში გადასამოწმებლად და როცა ყველა დარწმუნებული იყო წარმომადგენლობის მხრიდან, რომ აპარატს გამართულად უნდა ემუშავა, ამის შემდეგ მოხდა აპარატის ჩართვა. თუმცა, ჩართვიდან რამდენიმე დღეში აპარატს გაუჩნდა ცეცხლი, გამოძახებულ იქნა ინტერმედჯორჯიას ტექნიკური სამსახური და დაადასტურეს, რომ აპარატს დამწვარი ჰქონდა ისეთი დეტალები, რომლებიც შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა.

ხელშეკრულების (-----------–-------- თანახმად, მოსარჩელეს შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განეხორციელებინა 15 კალენდარული დღეს ვადაში - 2----–-–--------------რის ჩათვლით. ვინაიდან, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების 7 დღის ვადით დაგვიანებას. ამავე ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად, მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 100.80 ლარის ოდენობით. ხოლო რაც შეეხება დავალიანებას 7099.20 ლარს, ამ თანხის გადახდას არ ცნობს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა, უფრო მეტიც, კომპანიას მიადგა ზიანი და მოუწია ახალი აპარატის ყიდვა, რის გამოც თვლის, რომ შეუსრულებელი ვალდებულებისათვის თანხის გადახდა არ უნდა დაეკისროთ.

რაც შეეხება 2----–-–------------ის ხელშეკრულებას N---, მოსარჩელეს ამ ხელშეკრულებით მათთვის მიწოდებული აქვს 6 943 ლარის საქონელი, აქედან გადახდილი თანხა შეადგენს 1 380 ლრს და მათ შორის სხვაობას 5 563 ლარს აღიარებს; თუმცა, თავის დროზე ამ თანხის დაფარვა ვერ მოხდა ვინაიდან საანგარიშო წელი იყო გასული და ვალდებულება ვერ აიღეს ხაზინაში, რის გამოც პროცედურულად შეფერხდა თანხის გადახდა. რაც შეეხება ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილ თანხას 240 ლარს ზედნადებით N ელ - 0219580891 და 1650 ლარს ზედნადებით N ე-–------------ არ ეთანხმება, ვინაიდან, არ არსებობს დოკუმენტი, რაც დაადასტურებს საქონლის მიწოდებას.

2----–-–-----------ის 2---- ხელშეკრულების შესახებ მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან მიწოდებულია 11 429 ლარის შესყიდული საქონელი და დოკუმენტაციის მიხედვით თანხა სრულად აქვს დაფარული კომპანიას. 240 ლარის ვალდებულება მიღება-ჩაბარების აქტებით ანდა ზედნადებებებით არ ჩანს, რის გამოც აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება არ წამოშობილა.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ი--------------------------იას“ სარჩელი დაკმაყოფილდა. სსიპ თ---–-----------–-–--------------–---------------------ს შპს „ი--------------------------იას“ სასარგებლოდ დაეკისრა 14 792 ლარის გადახდა.

 

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ თ---–----------–-–-------------–--------------------ის დავალიანება 2----–-–-------------ოს N------ ხელშეკრულებიდან (------------- გამომდინარე შეადგენდა - 7 099.20 ლარს, 2----–-–------------ის N------– ხელშეკრულებიდან (------------) გამომდინარე - 7 453 ლარს, ხოლო, 2----–-–-----------ის N----- ხელშეკრულებიდან (------------- გამომდინარე - 240 ლარს, ჯამში - 14 792 ლარს.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლზე მითითებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო 2----–-–-------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5 563 ლარის ნაწილში, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის 2----–-–-------------ოს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა 7 200 ლარი, 2----–-–------------ის ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა 16 500 ლარი, 2015 წლის 17 ივნისის ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად - 20 060 ლარი.

სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდიდა 2----–-–-------------ოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის და მომსახურების მიღების ფაქტს, თუმცა, განმარტავდა, რომ ვინაიდან შესრულება ნაკლიანი იყო, მისი ღირებულების ანაზღაურების საფუძველი არ არსებობდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 429.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესასრულებლად, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულების საგანი, განახორციელა მისი მონტაჟი და გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტიც. მოპასუხის მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედებები უდავოდ ადასტურებდა მიწოდებული პროდუქტისა და მომსახურების მიღების ფაქტს. ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული იყო მყიდველის ვალდებულება მიიღოს ნასყიდობის საგანი, რაც მოცემულ შემთხვევაში თ---–----------–-–-------------–--------------------მა განახორციელა, სახეზე იყო მისივე ვალდებულება გადაეხადა მიღებული ნასყიდობის საგნის ღირებულება.

მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების დასადასტურებლად მოპასუხის არგუმენტს წარმოადგენდა აპარატის გარკვეული ნაწილების დაზიანება და შეკეთებების შემდეგ ისევ მწყობრიდან გამოსვლა; თუმცა, მოპასუხემ შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მიწოდებული საქონლის შეთანხმებულ ხარისხთან შეუსაბამობის და ამ მიზეზით ანგიოგრაფიის აპარატის გაუმართაობის ფაქტი, თანახმად, სსსკ-ის 102-ე და მე-4 მუხლისა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე, 2----–-–------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანებას აღიარებდა 5 563 ლარის ნაწილში, ხოლო ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 240 ლარის (--------------–-----------) და 1650 ლარის (ზედნადებიელ-0224224272) ვალდებულებას არ ადასტურებდა იმაზე მითითებით, რომ არ არსებობდა საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოპასუხე ასევე ადასტურებდა, 2----–-–-----------ის N----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 11 429 ლარის საქონლის მიწოდების ფაქტს და განმარტავდა, რომ თანხა სრულად ჰქონდა დაფარული, ხოლო 240 ლარის გადახდის ვალდებულება არ არსებობდა, რადგან მისი შესაბამისი საქონელი არ მიუღია.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის აღნიშნული მითითება, ვინაიდან, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილი იქნა საქონლის მიწოდების ფაქტი, რის საწინააღმდეგოდაც მოპასუხის მიერ თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე (სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლი), სასამართლომ მიიჩნია, რომ თ---–----------–-–-------------–--------------------ს მართებდა მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ, 14 792 ლარის შპს „ი--------------------------იას“ სასარგებლოდ გადახდის ვალდებულების შესრულება.

 

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს---------–----------–-–-------------–--------------------მა, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა (გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თ---–----------–-–-------------–--------------------ისათვის შპს „ი--------------------------იას“ სასარგებლოდ 9 229 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში).

 

7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შპს ,,ი--------------------------იასა’’ და თ------------–-----------------------–----ას შორის გაფორმებული ხელშეკრულების N---- ფარგლებში, 2----–-–--------------ერს კლინიკას მიეწოდა ტენდერით S----------- გათვალისწინებული საქონელი და გაუწია მასთან დაკავშირებული მომსახურება, რაზეც გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი.

ხელშეკრულების 1.1 პუნქტით, შესყიდვის ობიექტი იყო 1 ერთეული ანგიოგრაფის შეკეთება და დიაგნოსტირება (CPV 5042000 - სამედიცინო და ქირურგიული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება). მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 6 600 ლარის საქონლის მოწოდებაზე, სადაც ასევე მითითებულია, რომ 2----–-–--------------ერს ჩატარდა სერვისული მომსახურება 600 ლარის ღირებულების, რაც ითვალისწინებდა აპარატის შეკეთებას. თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მიღება-ჩაბარების აქტით მოწოდებული საქონელი და მომსახურება შემსყიდველმა ვერ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ვინაიდან, 20.09.2017 წელს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს მხოლოდ აპარატის ნაწილების მიტანას კლინიკაში და წარმომადგენლის ვიზიტს აპარატის შესაკეთებლად, თუმცა, შედეგი, რაც დადგა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, სასამართლომ არ გაითვალისწინა. კერძოდ, ამის შემდეგ, 10 დღეში აპარატი დაზიანდა, რის გამოც 2017 წლის ოქტომბრის თვეში მოხდა მისი განმეორებით შეკეთება, ხოლო, განმეორებით შეკეთებიდან 8 დღეში აპარატი კვლავ დაზიანდა, რაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ აპარატი რამდენჯერმე შეკეთდა. ამის შემდეგ, კომპანიამ განმარტა, რომ საჭირო იყო თურქი მწარმოებლის ჩამოსვლა, რადგან აპარატი შეკეთების შემდეგ კვლავ დაზიანდებოდა. თურქი მწარმოებლის ჩამოსვლის შემდეგ მოხდა ნაწილების შეცვლა და სრული ინფორმაცია გადაიგზავნა დიაგნოსტირებისათვის მწარმოებელთან. მას შემდეგ, რაც მიიღეს მითითება, რომ აპარატი შეკეთებული იყო და შეიძლებოდა მისი ჩართვა, აპარატს ჩართვის შემდეგ გაუჩნდა ცეცხლი.

აპელანტმა მიუთითა ხელშეკრულების 6.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება სტანდარტებთან შესაბამისობაში, ხოლო, 6.2 პუნქტის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს, ასევე, პირველი მუხლით გათვალისწინებულ მომსახურებაზე და ამ მომსახურების მიწოდებისას გამოყენებულ მასალა-ნაწილებზე ვრცელდებოდა გარანტია არანაკლებ 6 თვე. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ აპარატი არაერთგზის შეკეთდა, რაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ი--------------------------იას წარმომადგენელმაც.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიუთითა შემსყიდველის ვალდებულების წარმოშობაზე, ვინაიდან, შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ მიუღია.

2----–-–-----------ის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რომლის ჯამური ღირებულებაა 20 060 ლარი, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 240.00 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა ხელშეკრულების ფარგლებში შემსყიდველის მხრიდან. აპელანტის განმარტებით, ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, კერძოდ, 20 060 ლარის ფარგლებში, რა ოდენობის სამედიცინო საგნებიც იქნებოდა მოთხოვნილი შემსყიდველის მიერ წლის ბოლომდე, იმ ოდენობით უნდა მომხდარიყო ანაზღაურება.

აპელანტის განმარტებით, ამ პერიოდში მომწოდებლის მიერ, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, მიწოდებულია 11 492 ლარის საქონელი, რაც სრულად არის დაფარული შემსყიდველის მიერ, ხოლო, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი 240 ლარიანი საქონლის მიწოდება შემსყიდველისათვის არ მომხდარა, აღნიშნული საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

ამდენად, სასამართლომ არ გამოიკვლია მოსარჩელე მხარის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულება და არასწორად დაადგინა 240 ლარის გადახდის ვალდებულების წარმოშობა, მხოლოდ, სასაქონლო ზედნადებზე დაყრდნობით.

რაც შეეხება 2016 წლის ხელშეკრულებას, ჯამური ღირებულებით 16 500 ლარი, აპელანტი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. ამ პერიოდის განმავლობაში მიწოდებულია მხოლოდ 6 943 ლარის საქონელი, საიდანაც, გადახდილია 240 ლარი (სასაქონლო ზედნადებები ელ - 0219580891) და 1140 ლარი (სასაქონლო ზედნადები ელ-0243626336), ჯამში, 1380 ლარი, რასაც მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის.

რაც შეეხება სხვაობას, მოთხოვნილ თანხასა (8833 ლარი) და აღიარებულ თანხას (6943 ლარი) შორის, რომელიც 1890 ლარს შეადგენს, აპელანტი არ ეთანხმება იმ მოტივით, რომ მითითებულ თანხაზე არ არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა ამ საქონლის მიწოდებას შემსყიდველისათვის. ამასთან, ხელშეკრულების 5.1 პუნქტით, შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დადასტურდება ,,შემსყიდველის’’ და ,,მიმწოდებლის’’ მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. მოცემულ ორ შემთხვევაში არ არსებობს სათანადო წესით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ, სარჩელზე წარმოდგენილია მხოლოდ სასაქონლო ზედნადები ელ-022422272 - 1 650 ლარზე და სასაქონლო ზედნადები ელ - 0225879777 - თანხით 240 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 1890 ლარს. აღნიშნული თანხის საქონელი კლინიკას არ მიუღია. ამდენად, არც თანხის გადახდის ვალდებულება წარმოშობილა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში, დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

8. 2----–-–-------------ოს შპს „ი--------------------------იას“ და სსიპ თ---–-----------–-–---------------------ს შორის დაიდო N------ ხელშეკრულება.

ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 1 ერთეული ანგიოგრაფიის შეკეთება და დიაგნოსტირება (CPV 5042000 - სამედიცინო და ქირურგიული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება) (1.1 მუხლი); ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 7 200 ლარს (2.1 მუხლი); შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში (2.1 მუხლი); ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2----–-–---------------ით (4.1 მუხლი) (ტომი 1, ს. ფ. 17-21).

 

9. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, რომელიც არეგულირებს შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესს, 1. შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დადასტურდება ,,შემსყიდველისა’’ და ,,მიმწოდებლის’’ მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით; 2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად, ,,შემსყიდველს’’ წარედგინება ანგარიშსწორებისათვის საჭირო ყველა სხვა დოკუმენტი (მე-5 მუხლი).

 

10. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულების მე-6 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების ობიექტის ხარისხს და გარანტიას.

6.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება სტანდარტებთან შესაბამისობაში;

6.2 შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს. ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მომსახურებაზე და ამ მომსახურების მიწოდებისას გამოყენებულ მასალა/ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 6 თვე;

6.3 შემსყიდველი ვალდებულია, წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ აცნობოს „მიმწოდებელს“ შესყიდვის ობიექტის ნაკლის აღმოჩენის შესახებ;

6.4 შეტყობინების მიღების შემდეგ „მიმწოდებელი“ ვალდებულია, შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას არსებული დეფექტები, საკუთარი ხარჯით ან ჩაანაცვლოს ახლით. მიმწოდებელს დაეკისრება, როგორც შესყიდვის ობიექტის დეფექტების აღმოფხვრა, ასევე, აღნიშნული დეფექტების შედეგად შემსყიდველისა და მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

6.5 გამოყენებული მასალები და გაწეული მომსახურება უნდა იყოს მაღალი ხარისხის;

6.6 თუ ,,მიმწოდებელი’’, ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების შემდეგ, არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ,,შემსყიდველს’’ უფლება აქვს ,,მიმწოდებლის’’ ხარჯით უზრუნველყოს არსებული დეფექტების გამოსწორება.

 

11. ხელშეკრულების მეშვიდე თავით მხარეებმა განსაზღვრეს ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი (ვადები).

7.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება „შემსყიდველის“ მიერ მოხდება, შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი(ებ)ის (მიღება - ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელია, ხოლო თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, მაშინ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან), წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო სამუშაო დღის ვადაში;

7.6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ „მიმწოდებელი“ დაარღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებს, დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, „შემსყიდველი“ უფლებამოსილია უარი თქვას სანაცვლო ვალდებულების შესრულებაზე მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს თანხის სრული ოდენობით დაფარვამდე.

 

12. პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულების მე-14 პუნქტზე (ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები).

14.1 ,,შემსყიდველი’’ უფლებამოსილია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად განახორციელოს შემოწმება, რომლის მიზანია შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და ,,შემსყიდველის’’ მოთხოვნებთან;

14.2 ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს ს------–------------------------–---------------------------------------ი;

14.3 შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის ან დეფექტის შესახებ ,,შემსყიდველი’’ დაუყონებლივ წერილობით აცნობებს ,,მიმწოდებელს’’ წუნდების მიზეზების მითითებით.

 

13. 2----–-–--------------ერს შპს „ი--------------------------იასა“ და ს---------–----------–-–-------------–--------------------ს შორის, 2----–-–-------------ოს N------ ხელშეკრულების შესაბამისად, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს ტენდერით გათვალისწინებული საქონლისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ გადაცემის, ხოლო, შემსრულებლის მიერ მიღების ფაქტი. კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მიმწოდებელმა გადასცა და შემსყიდველმა მიიღო სასაქონლო ზედნადებში ჩამოთვლილი საქონელი 6 600 ლარის ღირებულების, ხოლო, სერვისული მომსახურება ჩატარდა - 600 ლარის ღირებულებით (ტომი 1, ს. ფ. 23; მიღება - ჩაბარების აქტი).

 

14. 2----–-–--------------რის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ შესრულების 7 დღის ვადით დაგვიანების გამო ერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დროულად მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად), რაც შეადგენდა 100.80 ლარს. წერილის მიხედვით, ეს თანხა დაიქვითებოდა შემსყიდველის მიერ ასანაზღაურებელი თანხიდან (ხელშეკრულების 9.7 პუნქტის შესაბამისად).

დადგენილია, რომ მოპასუხეს დღემდე ასანაზღაურებელი აქვს 2----–-–-------------ოს N------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 7 099.20 ლარის ოდენობით (7200 – 100.80), რომლის გადახდაც, ხელშეკრულების 7.4 პუნქტის მიხედვით, უნდა მომხდარიყო შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან (2----–-–--------------ერი) 30 სამუშაო დღის ვადაში (2----–-–-----------ერი).

 

15. 2----–-–-------------ს შპს „ი--------------------------იას“ და სსიპ თ---–-----------–-–---------------------ს შორის, S----------- ტენდერის საფუძველზე, გაფორმდა ხელშეკრულება N------–.

ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო-ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა - თანმდევი მომსახურებით (GPV 32300000) (მუხლი 1.1). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 16 500 ლარს (2.1 მუხლი). ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით (4.1 მუხლი).

ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, 1. შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დადასტურდება ,,შემსყიდველისა’’ და ,,მიმწოდებლის’’ მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერებით; 2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად ,,შემსყიდველს’’ წარედგინება ანგარიშსწორებისათვის საჭირო ყველა სხვა დოკუმენტი.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულების 7.4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ანგარიშსწორება ,,შემსყიდველის’’ მიერ მოხდება შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების - მიღება ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ... წარმოდგენიდან არაუგვიანეს 20 დღისა. ხელშეკრულების 9.5 პუნქტით განისაზღვრა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევი მხარის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით. ხოლო, ხელშეკრულების 9.6 პუნქტით - „შემსყიდველი“ უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დააკისროს „მიმწოდებელს“ საურავი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - დროულად მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.3 % ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა (ტომი 1, ს. ფ. 27-31).

 

16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად: 1) 2016 წლის 4 თებერვალს მოხდა 240 ლარის ღირებულების ფარმაცევტული საქონლის მიწოდება (ტომი 1, ს.ფ. 33-34); 2) 2016 წლის 3 მარტს - 1650 ლარის ღირებულების (ს.ფ. 36); 3) 2016 წლის 11 მარტს - 240 ლარის ღირებულების (ს.ფ. 37); 4) 2016 წლის 12 აპრილს - 1325 ლარის ღირებულების (ს.ფ. 38-39); 5) 2016 წლის 21 მაისს - 1325 ლარის ღირებულების (ს.ფ. 40-41); 6) 2016 წლის 15 ივნისს - 1140 ლარის ღირებულების (ს.ფ. 42-43); 7) 2016 წლის 4 აგვისტოს -1616 ლარის ღირებულების (ს.ფ. 44-45); 8) 2016 წლის 11 ოქტომბერს - 70 ლარის ღირებულების (ს.ფ. 46-47); 9) 2016 წლის 09 ნოემბერს - 360 ლარის ღირებულების (ს.ფ. 48-49); 10) 2016 წლის 2 დეკემბერს - 699 ლარის ღირებულების (ს.ფ. 50-51); 11) 2016 წლის 2 დეკემბერს - 699 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 12) 2016 წლის 2 დეკემბერს - 699 ლარის ღირებულების (ს.ფ. 50-51); 13) 2016 წლის 28 დეკემბერს - 168 ლარის ღირებულების (ს.ფ. 52-53). ამდენად, საერთო ჯამში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 8 833 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი.

 

17. მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ 2----–-–------------ის N------– ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს გადახდილი აქვს 240 ლარი (11.04.2016 წ) და 1140 ლარი (05.07.2016 წ).

ამასთან, მოპასუხე (აპელანტი) დარჩენილი 7453.00 ლარიდან (8 833 – 240 – 1 140) აღიარებს 5 563 ლარის დავალიანებას, იგი სადავოდ ხდის 02.03.2016 სასაქონლო ზედნადები ელ-022422272 - თანხით 1 650 ლარი და 11.03.2016 სასაქონლო ზედნადები ელ - 0225879777 - თანხით 240 ლარი, ჯამში 1 890 ლარის პროდუქციის მიღებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ ორ შემთხვევაში არ არსებობს სათანადო წესით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები.

 

18. 2----–-–-----------ს შპს „ი--------------------------იას“ და სსიპ თ---–-----------–-–---------------------ს შორის, S----------- ტენდერის საფუძველზე, გაფორმდა ხელშეკრულება N-----.

ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების საგნები და სახარჯი მასალა (CPV 33100000) (1.1 მუხლი). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 20 060 ლარს (2.1 მუხლი). ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (4.1 მუხლი).

ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, 1. შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დადასტურდება ,,შემსყიდველისა’’ და ,,მიმწოდებლის’’ მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერებით; 2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად ,,შემსყიდველს’’ წარედგინება ანგარიშსწორებისათვის საჭირო ყველა სხვა დოკუმენტი.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულების 7.4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ანგარიშსწორება ,,შემსყიდველის’’ მიერ მოხდება ეტაპობრივად, კონტროლის ჯგუფის დასკვნის, საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების - სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ...წარმოდგენისა და აქტის გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღის სამუშაო ვადაში. ხოლო, 9.5 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევი მხარის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, შეუსრულებელი ვალდებულების 10%-ის ოდენობით. ხოლო, ხელშეკრულების 9.6 პუნქტით - „შემსყიდველი“ უფლებამოსილია შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დააკისროს „მიმწოდებელს“ საურავი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - დროულად მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.3% ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა (ტომი 1, ს.ფ. 54-58).

 

19. მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად: 2015 წლის 23 ივნისს, 17 ივლისს, 31 ივლისს, 1 სექტემბერს, 2 ნოემბერს, 18 დეკემბერს, 24 დეკემბერსა და 31 დეკემბერს.

 

20. მოსარჩელე ადასტურებს, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს შესაბამისი ანაზღაურება, გარდა 2015 წლის 18 დეკემბერს მიწოდებული სამედიცინო საქონლისა 240 ლარის ღირებულებით.

თავის მხრივ, მოპასუხე (აპელანტი) სადავოდ ხდის ამ მიწოდების (განხორციელდა 18.12.2015 სასაქონლო ზედნადებით ელ-0212616438 - თანხით 240 ლარი) მიღებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სათანადო წესით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი.

 

21. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით შპს „ი-------------------------ია“ მოითხოვდა ს---------–----------–-–-------------–--------------------ისათვის 1) 2----–-–-------------ოს N------ ხელშეკრულებიდან (------------- გამომდინარე დავალიანების - 7 099.20 ლარის, 2) 2----–-–------------ის N------–. ხელშეკრულებიდან (------------) გამომდინარე დავალიანების - 7 453 ლარის და 3) 2----–-–-----------ის N----- ხელშეკრულებიდან (------------- გამომდინარე დავალიანების 240 ლარის დაკისრებას. მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხე მხარის მიერ მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდის ვალდებულების დარღვევის ფაქტზე.

 

22. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

23. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ს---------–----------–-–-------------–--------------------ის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას, კერძოდ, საქონლის (მომსახურების) შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებისა და გაწეული მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულებების დარღვევას.

 

24. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

25. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2----–-–-------------ოს ხელშეკრულებით მოსარჩელეს მოპასუხისათვის მომსახურებაც უნდა გაეწია, სახეზეა შერეული ხელშეკრულება (ნასყიდობა და ნარდობა).

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

27. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

28. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

 

29. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე (აპელანტი) ს------–--------------------ი 2----–-–-------------ოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლად მიუთითებს მოსარჩელე მხარის მიერ ნაკლიანი ნივთის მიწოდებაზე.

2----–-–------------ის ხელშეკრულებასთან მიმართებაში მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარეს ამ ხელშეკრულებით მიწოდებული ჰქონდა 6 943 ლარის საქონელი, აქედან მის მიერ გადახდილი თანხა შეადგენდა 1380 ლარს, 5 563 ლარის ნაწილში მოპასუხე ცნობდა სარჩელს; რაც შეეხება ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილ თანხას - 240 ლარს ზედნადებით ელ - 0219580891 და 1650 ლარს ზედნადებით ე-–------------, მოპასუხეს მისი გადახდის ვალდებულება არ უნდა დაკისრებოდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე, 2----–-–-----------ის 2---- ხელშეკრულებასთან მიმართებით, მოპასუხე (აპელანტი) სადავოდ ხდის 18.12.2015 სასაქონლო ზედნადებით ელ-0212616438 - თანხით 240 ლარი განხორციელებულ მიწოდებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ შემთხვევაშიც არ არსებობს სათანადო წესით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი.

 

30. პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. სუსგ, Nას-1298-2018, 22.03.2019წ.)

 

31. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ. 64).

 

32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).

 

33. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა (მოპასუხემ) შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა 2----–-–-------------ოს ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული საქონლის შეთანხმებულ ხარისხთან შეუსაბამობა და ამდენად, ნაკლის მქონე ნივთის მიწოდება.

 

34. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტის წარმომადგენელმა 2--------- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არაჯეროვან შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითა თ---–----------–-–---------------------ის პ------–------------------------–----ის ს------–------------------------–---------------------------------------ის 26.07.2017 წლის წერილსა და ასევე, მოპასუხის წარმომადგენლის 21.06.2018 წლის მოხსენებით ბარათზე (ტომი 1; ს. ფ. 85, 95).

აღნიშნულ დოკუმენტებს, პალატა ვერ მიიჩნევს სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებად; პირველ რიგში, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ორივე დოკუმენტი არის ცალმხრივი და შედგენილია მოპასუხის მხარის თანამშრომლების მიერ; შესაბამისად, ისინი ამ სახის დავაში ვერ ჩაითვლება იურიდიულად სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებებად. ამასთან, პირველი წერილი შედგენილია მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებამდე და ამდენად, იგი, ობიექტურადაც, ვერ გამოდგება სადავო გარემოების (ნაკლიანი შესრულება) დამადასტურებელ მტკიცებულებად, რაც შეეხება მოხსენებით ბარათს, ის შედგენილია 21.06.2018 წელს, მას შემდეგ რაც მოპასუხეს ჩაბარდა განსახილველი სარჩელი.

 

35. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ გაყიდული ნივთის ნაკლის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო სამართალი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, სახელშეკრულებო პირობათა მოდიფიცირების გზით (სამოქალაქო კოდექსის 490-ე, 492-ე მუხლები) რეალური მდგომარეობა შეუსაბამონ სამართლებრივ ურთიერთობას და შეინარჩუნონ ხელშეკრულება.

მოცემულ შემთხვევაში, მყიდველს (აპელანტს) მიწოდებული ნივთის ნივთობრივი ნაკლის გამო ნასყიდობის საგნის მიღებაზე უარი არ განუცხადებია და შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლა არ მოუთხოვია.

 

36. სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას, გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.

მითითებული ნორმის შესაბამისად, ნივთობრივი ნაკლის არსებობის შემთხვევაში, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ნასყიდობის საგნის ფასის შემცირება. დადგენილია, რომ მყიდველს (აპელანტს) არც ფასის შემცირება მოუთხოვია.

 

37. პალატა აღნიშნავს, რომ 2----–-–-------------ოს შპს „ი--------------------------იას“ და სსიპ თ---–-----------–-–---------------------ს შორის დადებული N------ ხელშეკრულება მოპასუხეს ავალდებულებდა ობიექტის ნაკლის აღმოჩენის შესახებ მიმწოდებლის დაუყოვნებლივ ინფორმირებას და ნაკლიანი შესრულების არსებობის შემთხვევაში, გარკვეული პროცედურების დაცვას. კერძოდ, ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია, წერილობითი ფორმით, დაუყოვნებლივ აცნობოს „მიმწოდებელს“ შესყიდვის ობიექტის ნაკლის აღმოჩენის შესახებ. ხოლო, 14.1 მუხლით ,,შემსყიდველი’’ უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად განახორციელოს შემოწმება, რომლის მიზანია შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და ,,შემსყიდველის’’ მოთხოვნებთან; 14.3 მუხლის მიხედვით, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის ან დეფექტის შესახებ ,,შემსყიდველი’’ დაუყონებლივ წერილობით აცნობებს ,,მიმწოდებელს’’ წუნდების მიზეზების მითითებით (ტომი 1; ს.ფ. 17-21).

მოცემულ შემთხვევაში, შემსყიდველს, ზემოაღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული წესით, შედავება ნაკლიან შესრულებაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (2----–-–---------------ის ჩათვლით) არ განუხორციელებია.

 

38. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

39. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ვალდებულია მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.

 

40. ამდენად, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს ვალდებულების შესრულების (თანხის გადახდის) დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

41. ამდენად, იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეს დანარჩენი ორი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოსარჩელე მხარის მიმართ შესრულებული აქვს, ეკისრება მოპასუხეს, რომელსაც არ წარმოუდგენია სადავო ნაწილში მის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მის მიერ შესრულებული იყო, მიწოდებული საქონლის შესაბამისად, , თანხის გადახდის ვალდებულება.

 

42. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ 2----–-–------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1650 ლარისა და 240 ლარის, ხოლო, 2----–-–-----------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 240 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება დადასტურებულია შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით, რომლებსაც ხელს აწერენ მხარეთა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირები.

 

43. რაც შეეხება აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტები, პალატა განმარტავს, რომ არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (შდრ. სუსგ ას-323-307-2011; 01.12.2011 წ).

 

44. ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თ---–----------–-–-------------–--------------------ის დავალიანება 2----–-–-------------ოს N------ ხელშეკრულებიდან (------------- გამომდინარე შეადგენს 7 099.20 ლარს, 2----–-–------------ის N------–. ხელშეკრულებიდან (------------) გამომდინარე - 7 453 ლარს, ხოლო, 2----–-–-----------ის N----- ხელშეკრულებიდან (------------- გამომდინარე - 240 ლარს, ჯამში, დავალიანება 14 792 ლარია, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხე მხარეს ეკისრება.

 

45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ს---------–----------–-–-------------–--------------------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

46. პალატა აღნიშნავს, სააპელაციო საჩივრის ფასის (9 229.00 ლარი) გათვალისწინებით, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (591.69 ლარი) დავის საგნის ღირებულების 4% (369.16 ლარი), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში; დარჩენილი თანხა - 222.53 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ს---------–----------–-–-------------–--------------------ს უკან უნდა დაუბრუნდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს---------–----------–-–-------------–--------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;

 

3. ს---------–----------–-–-------------–--------------------ს უკან დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 222.53 ლარი;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ. გიორგიშვილი