განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2019
საქმის ნომერი
330100117002006316
ინსტანცია
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002006316

საქმე №1ბ/1114-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ-------------ის

თარჯიმნების: ი----------------ის, მ-------------–--ის

ადვოკატების: ს-------------–----ის, მ--------–----ის, გ---------–-----ის,მსჯავრდებულების: კ----------------ის, ლ--–---------ის, ი----------------ს,მ-------–-----ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ-------------ისა და მსჯავრდებულ მ-------–-----ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ი----------------ს, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 3----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–----–------–------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, ლ--–---------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 0----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------–--------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, კ----------------ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 3----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ს--------------------------–---------–-ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---–--–----------–--------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, მ-------–-----ს, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 0----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–---–-------–---------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: კა----------------------–-----–---–--ში, მიმართ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი----------------მ, ლ--–---------ემ, კ----------------ემ და მ-------–-----მ ჩაიდინა კრედიტის უკანონოდ მიღება, ე.ი ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით.

 

ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----ს დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 4 აპრილს, ი-----------------მ სს ,,-----------–---------ში“ შეავსო ავტო სესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 3500 ლარი და წარადგინა შპს ,,ი-–---------------------------ს“ მიერ გაცემული ყალბი №3----------- სალაროს შემოსავლის ორდერი, სადაც მითითებული იყო, რომ, თითქოს, გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა - 8052.10 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, 2016 წლის 4 აპრილს, ი----------------მ სს ,,ს----------–---------დან“ მიიღო კრედიტი 14 300 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2016 წლის 18 აპრილს, ლ--–----------ემ სს ,,-----------–---------ში“ შეავსო ავტო სესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 900 ლარი, ხოლო დამატებით მიუთითა 1800 ლარის შემოსავალი და წარადგინა შპს ,,ი-–---------------------------ს“ მიერ გაცემული ყალბი №1----------- სალაროს შემოსავლის ორდერი, სადაც მითითებული იყო, რომ, თითქოს, გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა -13961,78 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, 2016 წლის 18 აპრილს, ლ--–---------ემ სს ,,ს----------–---------დან“ მიიღო კრედიტი 25 320 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2016 წლის 17 მარტს, მ-------–-----მ სს ,,ს----------–--------ში“ შეავსო ავტო სესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 3000 ლარი და წარადგინა შპს ,,ი-–---------------------------ს“ მიერ გაცემული ყალბი №18/03/2016-1 სალაროს შემოსავლის ორდერი, სადაც მითითებული იყო, რომ, თითქოს, გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა - 15 803 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, 2016 წლის 17 მარტს, მ-------–-----მ სს ,,ს----------–---------დან“ მიიღო კრედიტი 27 770 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2016 წლის 26 აპრილს, კ----------------ემ სს ,,ს----------–--------ში“ შეავსო ავტო სესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 800 ლარი, ხოლო დამატებით მიუთითა 5 000 ლარის შემოსავალი და წარადგინა შპს ,,ი-–---------------------------ს“ მიერ გაცემული ყალბი №2----------- სალაროს შემოსავლის ორდერი, სადაც მითითებული იყო, რომ, თითქოს, გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა -9380,28 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, 2016 წლის 27 აპრილს, კ----------------ემ სს ,,ს----------–---------დან“ მიიღო კრედიტი 17 150 აშშ დოლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენით:

 

ი---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ლ--–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

მ-------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

კ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დ-------------ემ და მსჯავრდებულმა მ-------–-----მ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა - სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულებს განესაზღვროთ უფრო მკაცრი სასჯელი, კერძოდ, გაიზარდოს სასჯელად დანიშნული ჯარიმის ოდენობა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულმა მ-------–-----მ მოითხოვა დანიშნული სასჯელის - ჯარიმის შემცირება და სასჯელის ზომად 1000 ლარის დანიშვნა.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა რა ბრალდების და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულების - ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების - ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმების, სალაროს შემოსავლის ორდერების, ავტოსესხის განაცხადების, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნების, დათვალიერების ოქმების, ამოღების ოქმების, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნების, ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----ს მიერ დანაშაულის აღიარებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----ს მიერ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი, სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების - ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - მინიმალური ოდენობით ჯარიმა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სამართლიანად. დაზარალებულისათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი სრულად არ არის ანაზღაურებული. ამასთან, დანიშნული ჯარიმა ყოველთვის იქნება აღუსრულებელი და იგი ვერ იქნება მსჯავრდებულების რესოციალიზაციის გარანტი (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულების - ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სასჯელის გამკაცრების საფუძვლად უთითებს, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი სრულად არ არის ანაზღაურებული. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული არგუმენტები ვერ გახდება მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, დაუშვებელია, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩება აღუსრულებელი და ვერ მოხდება მათი რესოციალიზაცია, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მის ვარაუდს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულების - ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და ი----------------ს, ლ--–---------ეს, კ----------------ესა და მ-------–-----ს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა დაუმძიმდეთ სასჯელი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებულთა ოჯახურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რომ მსჯავრდებულებმა ნაწილობრივ აანაზღაურეს ზიანი. აგრეთვე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ი----------------მ, ლ--–---------ემ, კ----------------ემ და მ-------–-----მ სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სააპელაციო პალატა, აგრეთვე, აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება სხვა შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ-------–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - სასჯელად დანიშნული ჯარიმის ათას ლარამდე შემცირების შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნა უკანონოა, რადგან საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არის 2 000 ლარი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივი შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----სათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მათი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენი მსჯავრდებულების - ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----ს მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელების ზომა, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ დ-------------ისა და მსჯავრდებულ მ-------–-----ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულების - ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ მ-------–-----ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენი მსჯავრდებულების - ი----------------ს, ლ--–---------ის, კ----------------ისა და მ-------–-----ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ი---------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ი----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

ლ--–---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ლ--–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;

 

მ-------–----- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მ-------–-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განჩინებით მ-------–-----ს (პ/ნ 0----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება 2 000 (ორი ათასი) ლარი გირაოს თანხის ფარგლებში ყადაღადადებულ უძრავ ქონებას (მესაკუთრე: დ-----------–--–-–---–ი - პ/ნ 3----------); მდებარე: ქ-------–-------–-------------ს ტერიტორია, 1 100 კვ. მ. მიწის ნაკვეთი; საკადასტრო კოდი 7-----------) მოეხსნას ყადაღა;

 

კ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ კ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;

 

განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულების - ი----------------ს, ლ--–---------ის, მ-------–-----სა და კ----------------ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე