განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002711430
საქმე №1ბ/1210-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ა-------------–--
ადვოკატის: მ----------------
მსჯავრდებულის: მ------------–--
მონაწილეობით,თბილისის ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-------------–-- და მსჯავრდებულ მ------------–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის მ---------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--------------–--------–----------–-- მიმართ - საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ დაბადებული 1----–-–----------------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–----------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით, მ-------------–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
მ------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ-------------–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 სექტემბრიდან.
მ------------–- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდულად ქ------–--–----------------–-----–---------------------------დან მ------------–- პერიოდულად ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა------------–---–---–-- კუთვნილ ოქროს სამკაულებს და ფულს, ჯამში 69 000 (სამოცდაცხრა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით მ----------–---–---–- მიადგა 69 000 (სამოცდაცხრა ათასი) აშშ დოლარის დიდი ოდენობით ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მ------------–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ქ------–------------------–-----–----------------------------დან მ------------–- პერიოდულად ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა------------–---–---–-- კუთვნილ ოქროს სამკაულებს, ჯამში 1295 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით მ----------–---–---–- მიადგა 1295 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.
ბრალდების მხარემ - თბილისის ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-------------–-- მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მ------------–-- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
დაცვის მხარემ - მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ასევე, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის ალტერნატიული მოთხოვნა, აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში, დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებაის თაობაზე
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სასჯელის შემსუბუქების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის - დაცვის მხარის - მტკიცებით, მ------------–-- ბრალდება აგებულია მხოლოდდამხოლოდ მ----------–---–---–-- ჩვენებაზე, რომლის დაკითხვის პროცესში გამოიკვეთა მეტად მნიშვნელოვანი და საგულისხმო უზუსტობები. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ მ----------–---–---–-- გამოძიების მწარმოებელი ორგანო შეცდომაში შეიყვანა, როდესაც მათ წარუდგინა ე.წ. „------–--------- აღსანიშნავია, რომ მას განცხადებაში დანაშაულის შეტყობინების შესახებ, გასაუბრების ოქმსა და 2018 წლის 8 სექტემბრის გამოკითხვის ოქმში ზემოაღნიშნული მიმოწერა არ უხსენებია, მაგრამ რატომღაც 10 ოქტომბერს მიმართა გამოძიებას განცხადებით, სადაც აღნიშნა, რომ აღნიშნული მესიჯები გაურკვეველ დროსა და ვითარებაში წაეშალა და მას მხოლოდ „------–--------- წარდგენა შეეძლო, რომლის გადამოწმება და უტყუარობაც ვერ დგინდება. რაც შეეხება მის ჩვენებას თითქოსდა მისი კუთვნილი ნივთების ოქროს ბირჟაზე ამოცნობასთან დაკავშირებით, იგი სრულ წინააღმდეგობაშია მოწმეების: მ--------------–------------–--------------------–-–------–----–---–-- მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან. აღნიშნული გარემოებების ანალიზის და სასამართლოში გამოკვლეული მასალების თანახმად მ----------–---–---–-- ჩვენება უნდა იქნას ცნობილი დაუშვებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ის არის ურთიერთსაწინააღმდეგო საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, ხოლო გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით დაზარალებული ვერ ასახელებს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის წყაროს. ანალოგიურ მსჯელობას ავითარებს აპელნატი მოწმე მ--–-----------–---–-- ჩვენებასთან დაკავშირებითაც და ითხოვს, რომ არ მოხდეს მისი გაზიარება სასამართლოს მიერ. ასევე, დაცვის მხარე უთითებს, რომ ბრალდების მხარემ არ დაკითხა------------–---–---–-- მეუღლე, მისი შვილი, ვინმე შ----------------–--------------------------- ორი ქართველი მეგობარი, რომლებიც დაზარალებულს ეხმარებოდნენ სახლის დალაგებაში; არ ჩაატარა მ--------------–-------- ამოღებული ოქროს ნივთების ამოცნობაც. ამდენად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ სცილდება ვარაუდისა და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ უნდა გახდეს მ------------–-- მსჯავრდების საფუძველი.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარეს გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მ------------–-- მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ----------–---–---–-- განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ------–--–----------------–-----–---------------------------ში. მ------------–- არის მისი ნათესავის - ვ----–-------------–-- მეუღლე. 2010 წლის მარტის თვეში მ------------–-- დაზარალებულთან დაიწყო მუშაობა და მის მოვალეობაში შედიოდა სახლის დალაგება. თავდაპირველად მას ყველა ოთახზე მიუწვდებოდა ხელი, თუმცა შემდგომ დაკარგა ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, რის გამოც აღარ ენდობოდა მ---- და კეტავდა კარს. მ----------–---–---–- იხსენებს, რომ ერთ დღეს სახლში იმყოფებოდა მეუღლესთან, შვილიშვილთან და მ------------–---- ერთად, რა დროსაც უჯრაში არსებული 70 000 ლარიდან, 10 000 ლარი დაიკარგა. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც მან მეუღლის მიერ დატოვებული 2380 ლარი შეინახა ბავშვის საძინებელ ოთახში, გადაკეტა კარი, თუმცა გასაღები არ გამოუღია, ვინაიდან იცოდა, რომ იქ არავინ შევიდოდა და წავიდა სამსახურში. სამსახურიდან დაუკავშირდა მ---- და უთხრა, რომ უჯრაში ფული იყო და შეენახა, მ---- კი გადამოწმების შემდეგ უპასუხა, რომ თანხა უჯრაში არ იდო. მან მ------------–- სთხოვა არსად გასულიყო და მივიდოდა, რაზეც მ--- დათანხმდა. მოწმის ჩვენებით, მას სახლში სიგნალიზაცია ჰქონდა დამონტაჟებული და მისდიოდა შეტყობინებები სახლიდან შესვლა-გასვლის თაობაზე, რომლის კოდი ცნობილი იყო მისთვის, მისი მეუღლისთვის და მ----თვის. შესაბამისად, მიუვიდა შეტყობინება, რომ მ--- 1-2 საათში სახლიდან გავიდა. სახლში დაბრუნების შემდეგ გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ თანხა აღარ იდო უჯრაში. ვინაიდან სახლში მ---- გარდა არავინ ყოფილა, დაუკავშირდა მას, რომელმაც უარყო თანხის აღების ფაქტი, თუმცა მოგვიანებით აღიარა. გარდა აღნიშნული ფაქტებისა, 2014 წელს დაზარალებულმა დაკარგა საათი, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, მ---- მეგობარ მამაკაცს მ---- დასთან ერთად ჩაბარებული ჰქონდა ლომბარდში. ამ ფაქტის თაობაზე მას დაუკავშირდა ლ-------------–---, რომელმაც განუმარტა, რომ მ------------–--აგან 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ ჩაიბარა საათი. მოგვიანებით აღნიშნული საათი გამოიტანეს ლომბარდიდან და მ---- დამ მიუტანა სახლში. ასევე, სხვადასხვა დროს მისი სახლიდან დაიკარგა მცირე ოდენობის ფულადი თანხები, „-----------“ საყურეები თავისი ბეჭდით, „------------- ბეჭედი, „-----------“ საათი ბრილიანტის თვლებით, „---------- სამეული ა------------ თვალით. მ----------–---–---–-- განმარტებით, მან მ------------–- მოატყუა, რომ სახლში ვიდეოთვალი ჰქონდა დამონტაჟებული და დაცვის თანამშრომელს ამოაღებინა ჩანაწერი, რის გამოც მ---- შეეშინდა და აღიარა ქურდობის ფაქტი; ისიც უთხრა, რომ ფ-------–-–- სს „-–-------------–-- დალომბარდებული ჰქონდა მისი კუთვნილი „----–------- საყურე. მოწმე მეორე დღეს მივიდა სს „-–-------------–-- და როდესაც ოპერატორმა გადმოალაგა ნივთები, მათ შორის ამოიცნო მისი კუთვნილი „-----------“ კულონი, „------------- ორი საყურე და ბეჭედი, სულ იყო 7-8 ნივთი, თუმცა მათ შორის არ იყო ის საყურე, რის გამოც მივიდნენ ბანკში. მ---- სთხოვა ეთქვა, სად ჩააბარა ეს საყურე და თავად გამოიტანდა მას, ვინაიდან ძვირადღირებული იყო. მ------------–-- უთხრა, რომ ე.წ. „ბავშვთა სამყაროში“ მიჰყიდა შავებში ჩაცმულ ქალბატონს. ამის შემდეგ მ----თან ერთად მივიდა ე.წ. „ბავშვთა სამყაროში“ მდებარე „ოქროს ბირჟაზე“, მ---- მიიყვანა ვინმე „------------ რომელთანაც იპოვა მისი კუთვნილი სამკაულები. მ------------–-- მასთან საუბარში ასევე აღიარა, რომ მისი სახლიდან ნივთებთან ერთად მოპარული ჰქონდა ფულადი თანხაც, რაც სრულად მოახმარა ბინის შეძენას. მან მ---- მოსთხოვა ბინის გაყიდვა და ნივთების უკან დაბრუნება, რაზეც მ---- უპასუხა, რომ გადაეცა მისთვის 25 000 აშშ დოლარი, რათა გამოესყიდა მისი ნივთები, ხოლო სანაცვლოდ სახლს გადაუფორმებდა. გააფორმეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება აღნიშნულ ბინასთან მიმართებაში. მან თანხის ნაწილი 20 000 აშშ დოლარი გადასცა მ----, ხოლო მეორე ნაწილი უნდა გადაეცა 2011 წლის მაისის თვეში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თანხა გადასცა, მ---- არ დაუბრუნებია მისი კუთვნილი ნივთები. დაზარალებული თავისი ნივთების მოსაძებნად დადიოდა ე.წ. „ოქროს ბირჟაზე“, სადაც ერთ-ერთ ქალბატონთან - მ--------- იპოვა მისი სამკაულები: საყურეები და ზურმუხტის თვლიანი ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ბეჭედი. როდესაც იკითხა ფასი, მ--------------–---მ უთხრა, რომ აღნიშნული ნივთები მ------------–-- ჩააბარა და იკითხა მოპარული ხომ არ იყო. მ-------- მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ------------–- დასთან და სიძესთან ერთად იყო მისული მასთან სხვადასხვა ნივთების ჩასაბარებლად. ასევე მან განუმარტა, რომ მ---- მიერ ჩაბარებული ბრილიანტის ჯვარი თავისი ცეპით, „----–------- საყურეები, ბეჭედი და კულონი გაყიდული ჰქონდა. დაზარალებულის განმარტებით, მ------------–-- ქმედებით მიადგა 69 000 აშშ დოლარის ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--------------–---მ განაცხადა, რომ მუშაობდა ე.წ. „-----–----–--------–--- შენობაში ვაგზლის მოედანზე მდებარე „-------------–------ იგი ეწევა ძვირფასი ქვების და ლითონების შესყიდვა-რეალიზაციას. კლიენტს ნივთის ჩაბარებისას სთხოვს პირადობის მოწმობას, რომელსაც უფორმებს შესყიდვის აქტს. აქტში უთითებს გამყიდველის პირად ნომერს, მისამართს და ნივთების ჩამონათვალს, მასზე შესრულებული ხელმოწერით დასტურდება თანხის გადაცემის ფაქტი. მის სამუშაო მაგიდასთან მივიდა ერთი ქალბატონი, რომელიც გაეცნო სახელით „------- და დაიწყო ნივთების დათვალიერება. თავდაპირველად იკითხა საყურის ფასი, ხოლო შემდეგ ზურმუხტისთვლიანი ბეჭდის ფასი. ამ ქალბატონის მოქემდებამ მოწმეს გაუჩინა ეჭვი, ვინაიდან იგი ანერვიულდა. შემდეგ მან განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთების ყიდვა უნდოდა, „ბეს“ სახით დაუტოვებდა 50 ლარს, ნახევარი საათის შუალედში კი მიუტანდა დარჩენილ თანხას და სთხოვა არ გაეყიდა ისინი. მ--------------–---მ გამოართვა თანხა, ნივთები აიღო დახლიდან და სთხოვა გაჰყოლოდა გარეთ. გარეთ გასვლის შემდეგ უთხრა, რომ ისეთი ნივთები აირჩია, რომელიც ერთი პირისგან ჰქონდა ჩაბარებული და ეჭვი ეპარებოდა, რომ ყიდვა უნდოდა. აღნიშნულზე მ------ უთხრა „მ----გან შეიძინეო“ და განუმარტა, რომ ნამდვილად უნდოდა ნივთების შეძენა. დაახლოებით ერთი საათის შუალედში მასთან მივიდა ორი გამომძიებელი, რომლებმაც მოსთხოვეს აქტების წარდგენა. მოწმეს ეს ნივთები მას ჩაბარებული ჰქონდა მ------------–--გან, რომლისგანაც თვეების წინ სხვა ნივთებიც შეიძინა, თუმცა ისინი უკვე გაყიდული ჰქონდა. მან გამომძიებელს ნებაყოფლობით წარუდგინა თეთრი ოქროს საყურე 750 სინჯი (თითო 6-6 ბრილიანტის თვლით), უცხოური წარმოების ბრილიანტის ბეჭედი ზურმუხტით და ბრილიანტებით, უცხოური წარმოების ცირკონის ბეჭედი ყვითელ ოქროში თურქული და ერთი ძველი ქარხნული რუსული ბრილიანტის ბეჭედი. ოთხივე ნივთი იყო ქარხნული წესით სერიულად გამოშვებული, რომლებსაც რაიმე განმასხვავებელი ნიშანი არ აღენიშნებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა: ი-----–------–---–--------------–-----–---–------------------–---–----------------------–---–-------–------------------------–-----------–---–----------–-----------------–--------------------------------–--–---–--------–-–------–----–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება,პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები: მ---------------------------------–--–-–---–------------------–-------------–---------–-------------------------- ნ--------------–-----------------–---------–-- დაადასტურეს, რომ მ------------–- მუშაობდა მ----------–---–---–---- ოჯახში. მ---- 2017 წლის აგვისტოში შეიძინა ბინა, რაშიც მატერიალურად დაეხმარა მამა და მეუღლე. ასევე ნ--------------–------------------------------ განაცხადეს, რომ ერთად არასოდეს ყოფილან ოქროს ბირჟაზე და ნ--------------–-- განმარტებით, არც ოქროს საათი დაუბრუნებია------------–---–---–--ათვის.
რაც შეეხება მოწმე მ-------------------- მან სასამართლოს მოახსენა, რომ მ------------–- იყო მისი ყოფილი მეუღლის ბიძაშვილის მეუღლე. იგი მოწმის დედამთილთან - მ----------–---–---–---- მუშაობდა დიასახლისად. სახლში ცხოვრობდნენ თავად მოწმე, მისი მეუღლე, დედამთილი - მ----------–---–---–-, მამამთილი და მისი ორი შვილი. მას პირადად ჰქონდა საქორწინო ბეჭდები, რომელიც დაკარგა, ხოლო მისმა ყოფილმა მეუღლემ აღიარა, რომ მან აიღო ეს ნივთები. მ----------–---–---–-- იცოდა ამის შესახებ. მ------------------ ყოველთვის საქმის კურსში აყენებდა დედამთილს, რაც მის ყოფილ მეუღლეს შეეხებოდა. სხვა ნივთების დაკარგვის შესახებ კი მას არ სმენია.
2018 წლის 9 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ქ------–--–----------–-----------------ში მდებარე „ო-----------–------------------- მაგიდის მეპატრონისგან მ--------------–------- ამოღებული იქნა ერთი ცალი ოქროსფერი ბეჭედი, ღია ფერის ოთხი ცალი თვლით, რომელსაც ბეჭდის ქვედა მხარეს აწერია რიცხვები 911; ოქროსფერი ბეჭედი ღია ფერის თვლებით გაწყობილი რკალით, რომელსაც ერთმანეთის ჯვარედინად ზედა და ქვედა მხარეს აქვს მომწვანო ფერის თვლები; მოვერცხლისფრო წყვილი საყურე, რომელსაც თითოს აქვს სამი ცალი განშტოება, თითოეულ განშტოებას აქვს ორი ცალი ღია ფერის თვალი, თითო ცალ საყურეს ჯამში ექვსი ცალი ღია ფერის თვალი, ხოლო ორივეს თორმეტი ცალი ღია ფერის თვალი; ოქროსფერი ბეჭედი, რომელსაც მარცხენა და მარჯვენა მხარეს, აქვს სამ-სამი ცალი ღია ფერის თვლები, ჯამში ექვსი ცალი ღია ფერის თვალი, ბეჭედს ზედა შუა ნაწილში მოთავსებული მოზრდილი, ღია ფერის თვალი. გარდა ამისა, ამოღებული იქნა შესყიდვის აქტი 1 ფურცლად, დათარიღებული 10.08.2018 წლით, რომელშიც მითითებულია შემდეგი რეკვიზიტები, გამყიდველის სახელი და გვარი: მ------------–- პ/ნ 2----------- მცხოვრები ზ--------------–-------------------------- საქონლის ნუსხა „--------- ხარისხი-სინჯი, 583, რაოდენობა -გრამი 2,56, ჯვარი 583 სინჯით, 2,02 გრამირაოდენობა, ბეჭედი 583 სინჯით, რაოდენობა-გრამი 5,37, ბეჭედი ბრილიანტის 4 თვალით, 583 სინჯით, 3,16 გრამი, ბეჭედი ბრილიანტის 4 თვალით, 585 სინჯით, 2,64 გრამით, ბეჭედი ბრილიანტის ერთი თვალით 585 სინჯით, ყვითელი 4,2 გრამი, საყურე „------–--- 583 სინჯით 4,05 გრამი, კულონი 583 სინჯით, 1,35 გრამი კობრა ცეპი 583 სინჯით, 3,56 გრამი, დოკუმენტს გრაფა თანხა მივიღეში აღენიშნება ხელმოწერა და საბოლოო ჯამური ფასი 1735 (ათას შვიდას თხუთმეტი) ლარი; 12.12.2017 წლის შესყიდვის აქტი, რომელშიც მითითებულია შემდეგი რეკვიზიტები, გამყიდველის სახელი და გვარი: მ------------–- პ/ნ 2----------- მცხოვრები ზ--------------–------------------------ საქონლის ნუსხა: ცეპი, 585 სინჯით 6,93 გრამი, ცალი საყურე, 585 სინჯით, 1,88 გრამი ბეჭედი ცირკონის 585 სინჯით, 2,4 გრამი, შესყიდვის აქტს გრაფა თანხა მივიღეში აღენიშნება ხელმოწერა და ნაყიდი პროდუქციის საბოლო ფასი 624 ლარი. 08.08.2018 წლით დათარიღებული შესყიდვის აქტი, სადაც წერია მყიდველის სახელი და გვარი: მ------------–- პირადი N------------ ზ--------------–-------------------------–------------------------, გრაფა საქონელში წერია ჯართი, 14,96 გრამი, ფასი 830 ლარი, გრაფა თანხა მივიღეში გაკეთებულია ხელმოწერა; 27.04.2018 წლით დათარიღებული შესყიდვების აქტი, სადაც აღნიშნული სამკაულების ჩამონათვალი: ბრილიანტის საყურე, 750 სინჯით 6,04 გრამი ფასად 800 ლარი; ბეჭედი ბრილიანტის მწვანე თვლებით, 585 სინჯით, 3,57 გრამი, 260 ლარი; ჯართი 583 სინჯით 241 ლარი და ჯართი 583 სინჯით 241 ლარი. ასევე დაბლა გრაფაში მითითებულია ნაყიდი სამკაულების საბოლოო ფასი 1301 ლარი, გრაფა თანხა მივიღეში მითითებულია ხელმოწერა.
2018 წლის 28 დეკემბრის სასაქონლო N--------- დასკვნის თანახმად, მ--------------–------- ამოღებული ოთხი ცალი (დალუქული 2------- სამკაულიდან თითოეული დამზადებულია ძვირფასი ლითონისგან - ოქროსგან. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სამკაულებში ჩამაგრებული თვლები წარმოადგენს დამუშავებულ ძვირფას და არაძვირფას ქვებს. სამკაულები დამზადებულია ქარხნული წესით, ხოლო სამკაულებზე მწარმოებლის დადგენა შეუძლებელია, მწარმოებლის სერთიფიკატის უქონლობის გამო. თეთრი ოქროს საყურის, 750 სინჯის, ბრილიანტის თვლებით 1----------- 6,03 გრ. - 1 წყვილი - საბაზრო ღირებულება 2018 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 670 ლარს; ოქროს ბეჭდის, 583 სინჯის, ბრილიანტის თვლებით 4---------- 3.16 გრ. - 1 ცალი - საბაზრო ღირებულება 2018 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 200 ლარს; ოქროს ბეჭდის, 585 სინჯის, არაძვირფასი და ბრილიანტის თვლებით 9--------- 3.55 გრ. - 1 ცალი - საბაზრო ღირებულება 2018 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 280 ლარს; ოქროს ბეჭდის, 585 სინჯის, არაძვირფასი თვლებით, 2.40 გრ. - 1 ცალი - საბაზრო ღირებულება 2018 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 145 ლარს. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სამკაულების მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 1295 ლარს. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ--------------
2018 წლის 11 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, მ----------–---–---–--გან ამოღებული იქნა 22 ფურცელი ე.წ. „------–--------, საიდანაც 16 ფურცელში მითითებულია ადრესატი „------ შემდეგი 4 ფურცელი „------–------ შეიცავს ქართულ-ლათინურ ასოებით შესრულებულ მიმოწერას, რომელსაც ზედა ნაწილზე აღენიშნება წარწერა „--------------------. ლათინური ასოებით შემდგარ ტექსტებს მარცხენა მხარეს აღენიშნება ლათინური ასო „--- მიმოწერის მეორე მხარეს სახელი ან ინიციალი ფურცელზე არ იკითხება. შემდეგი ორი ფურცლიდან ერთი შესრულებულია ქართული, ხოლო მეორე ლათინური ასოებით. ქართული ასოებით შემდგარ ტექსტის ზედა მხარეს იკითხება წარწერა „--------------------------------------------------“. და გოგონას გამოსახულება სილუეტი. ლათინური ასოებით შემდგარ ტექსტს ზედა ნაწილზე ასევე გამოსახულია გოგონას სილუეტი და წარწერა „--------------------
წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, პალატა განმარტავს, რომ დაცვის მხარის არგუმენტები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მ------------–-- მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის ჩვენებას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მ----------–---–---–-- გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. არც ერთ შემთხვევაში არ დგინდება, რომ მან გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ისეთი არსებითი ხასიათის უართიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, რაც მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა. თავის მხრივ დაცვის მხარეც ვერ ხსნის და სათანადო არგუმენტაციის საფუძველზე ვერ ასაბუთებს, რაში გამოიხატება------------–---–---–-- მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის არსებული შეუსაბამობები.
პალატა მოწმის ჩვენებას იზიარებს და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში აფასებს მ------------–-- მიერ მისთვის მიყენებული ზიანის თვალსაზრისით. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ დაზარალებული ზოგიერთ შემთხვევაში იძლევა ირიბ ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან ჰქონდა ინფორმაცია მ------------–-- მიერ მისი კუთვნილი ნივთების დაუფლების თაობაზე, აღსანიშნავია, რომ მ------------–- მსჯავრი დაედო სხვისი მოძრავი ნივთების ფარულად მისაკუთრებაში მხოლოდ იმ ოდენობით, რა შემთხვევაშიც დაზარალებულის ჩვენება გამყარებული იყო სხვა უტყუარი და აშკარა მტკიცებულებებით.
მ----------–---–---–-- ჩვენება მისი კუთვნილი სამი ცალი ბეჭდის და ერთი წყვილი საყურის მ------------–-- მიერ დაუფლებასთან დაკავშირებით გამყარებულია და სრულ შესაბამისობაშია მოწმე მ--------------–---- ჩვენებასთან, მისი სამუშაო დახლიდან ნივთების ამოღების ოქმთან და ნივთების შესყიდვების აქტებთან. მ--------------–---მ სასამართლოს მოახსენა, რომ დაზარალებულის მიერ ამოცნობილი ოთხივე ნივთი: თეთრი ოქროს საყურე 750 სინჯი, თითო 6-6 ბრილიანტის თვლით, უცხოური წარმოების ბრილიანტის ბეჭედი ზურმუხტით და ბრილიანტებით, უცხოური წარმოების ცირკონის ბეჭედი ყვითელ ოქროში თურქული და ერთი ძველი ქარხნული რუსული ბრილიანტის ბეჭედი, მასთან ჩაბარებული ჰქონდა მსჯავრდებულ მ------------–-. ასევე, მ--------------–-------- ამოღებული შესყიდვების აქტებით დგინდება, რომ თითოეული ნივთის გამყიდველი პირი არის მ------------–-. ვინაიდან დაზარალებულ მ----------–---–---–- ამოსაცნობად წარედგინა მ------------–--, მისი მშობლების და ლ-------------–---ს საცხოვრებელი ბინებიდან ამოღებული, ასევე მ------------–- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული არაერთი ოქროს ნივთი, თუმცა მან განაცხადა, რომ ამ ნივთებიდან არც ერთი არ იყო მისი საკუთრება, პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს იმ გარემოებაში, რომ მ----------–---–---–-- მიერ მ--------------–-------- ამოღებულო ოქროს ნივთები არის სწორედ მისი საკუთრება და იგი ნივთების ამოცნობაში არ შემცდარა.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ მ--------------–-------- ამოღებულ ნივთებზე არ ჩატარებულა ამოცნობა დაზარალებულთან, აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმება პირველი ინსტანციიის სასამართლოს შეფასებას და განმარტავს, რომ დახლზე განთავსებული ნივთები ამოცნობილი იქნა დაზარალებულის მიერ და შემდგომ სწორედ იმის გამო მოხდა მათი ამოღება, რომ დაზარალებული მიუთითებდა ამ ოთხ ნივთზე, როგორც მის საკუთრებაზე, ამდენად, მასთან დამატებით ამოცნობის ჩატარების საჭიროება ამ შემთხვევაში არ არსებობდა.
დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს დაზარალებულის ჩვენებას და წარმოაჩენს, რომ თითქოს იგი ნივთების ამოღების პროცედურებთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის მოწმეების მ-------------–------------–-------------------–-–------–----–---–-- ჩვენებებთან, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. დაზარალებულმა განმარტა, რომ ვინაიდან მ--------------–---მ დაუდასტურა ნივთების მ------------–-- მიერ ჩაბარების ფაქტი, მას მოატყუა, თითქოს აპირებდა მეუღლის მიყვანას, გავიდა გარეთ და დარეკა პოლიციაში. მ----------–---–---–- ადასტურებს, რომ დარეკვის დროს იმყოფებოდა გარეთ და ამასთანავე, თვალყურს ადევნებდა მ--------------–---- დახლს. ამასთან განმარტა, რომ მან მიიყვანა პოლიცია, რა დროსაც მ--------------–---ს მ------------–-- მიერ ჩაბარებული ნივთები დახლზე აღარ ედო და დახლის ქვემოდან მოხდა მათი ამოღება. თუმცა მ----------–---–---–- არ განუმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე არ დაუტოვებია შემთხვევის ადგილი, იქ ელოდებოდა სამართლდამცავებს და ამ პერიოდის განმავლობაში არ გამოკითხულა. ამ მხრივ რაიმე შეუსაბამობა მის ჩვენებას, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებსა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის, არ ვლინდება.
კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც უტყუარად ადასტურებს მ------------–-- მიერ მ----------–---–---–-- კუთვნილი ოქროს სამკაულების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას, არის ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ე.წ. „------–--------- სადაც მ------------–- არ უარყოფს გარკვეული ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს, თავს დამნაშავედ გრძნობს მის წინაშე, პირდება დაზარალებულს, რომ მოძებნის მის სამკაულებს იმ ოქროს ბირჟებზე, სადაც ჩააბარა და ეცდება დააბრუნოს. აღნიშნული მტკიცებულების მოპოვება და დამაგრება სისხლის სამართლის საქმეზე მოხდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა მათ შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მიწოდა ცოტა მოგვიანებით, ვერ წარმოშობს ეჭვს, რომ მიმოწერა არის გაყალბებული და სპეციალურად შექმნილი მ------------–-- მხილების მიზნით იმ ქმედებაში, რაც რელაურად არ ჩაუდენია. ასევე არასწორად წარმოადგენს დაცვის მხარე მ----------–---–---–-- ჩვენებას იმ ნაწილში, თითქოს მან დაადასტურა, რომ ე.წ. „------–--------- ბოლო ორი გვერდი არის არა მასსა და მსჯავრდებულის შვილს - თ---------------–- შორის არსებული, არამედ დაზარალებულსა და მისსავე შვილიშვილს - თ----------------- შორის არსებული მიმოწერა. მ----------–---–---–-- განმარტებით, „------–------- ზედა ნაწილში თ---------------- ფიქსირდება იმის გამო, რომ მან დასურათებული მომოწერა შენახვის მიზნით გადაუგზავნა მის შვილიშვილს - თ-----------------აც.
პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის აპელირებაზე იმ საკითხთან დაკავშირებითაც, რომ ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა------------–---–---–-- მეუღლის და შვილის, ვინმე შ----------------–-- და მისი მეუღლის ორი ქართველი მეგობრის დაკითხვა, რომლებსაც შეეძლოთ დაედასტურებინათ თუ რამდენად გულწრფელი იყო მ----------–---–---–- სასამართლოს წინაშე. სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულების წარმოუდგენლობა არ აკნინებს საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეთა ჩვენებების, ამოღებული ნივთების და საგამოძიებო მოქმედებების ოქმების მტკიცებულებით მნიშვნელობას, რომელთა ურთიერთანალიზის საფუძველზე აშკარაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად ადასტურებს მ------------–-- მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს. ხოლო სწორედ ის გარემოება, რომ არ იქნენ დაკითხული ზემოაღნიშნული პირები, არ ჩატარებულა სხვა საგამოძებო მოქმედებები და სასამართლომ ვერ მიიღო ამომწურავი, უტყუარი ინფორმაცია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, გახდა მ------------–-- გამართლების საფუძველი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებაში, დიდი ოდენობით.
ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ მოიპოვება მ------------–-- ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ------------–-- ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ გათვალისწინებული დანაშაული და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.
2. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მ------------–- დამნაშავედ სცნო, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მის მიერ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც საქმის მასალებიდანაც და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებითაც ჩანდა. როგორც სატელეფონო მიმოწერის, ასევე მოწმეთა დაკითხვით დადასტურებული იქნა რომ მ------------–- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკრების მიზნით დაეუფლა------------–---–---–-- ფულს და ასევე ოქროულობას. ამასთან, მოწმე მ--------------–---მ მიუთითა, რომ გარდა მისგან ამოღებული ოქროს ნივეთებისა, სხვა დროსაც ჩაუბარებია მ------------–- მასთან ოქროს ნივთები, რომელიც მას უკვე გაყიდული ჰქონდა. შესაბამისად სასამართლოს აღნიშნული უნდა მიეღო სარწმუნოდ და მ------------–-- ქმედება დაეკვალიფიცირებინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.
სასამართლო დაზარალებულ მ----------–---–---–-- ჩვენებას იზიარებს, როგორც მ------------–-- მიერ ქურდობის ჩადენის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, თუმცა მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ნაწილში, მისი ჩვენება თავის მხრივ არის ცალკე აღებული ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება. კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ბრალდების მხარე მ------------–-- მიერ დაზარალებულის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების დაუფლების დამადასტურებელ მტკიცებულებებად გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, უთითებს მოწმე მ--------------–---- ჩვენებასა და დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის არსებულ მიმოწერზე. თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოწმე მ--------------–---- ჩვენებით არცერთ შემთხვევაში არ იკვეთება მ------------–-- მიერ დაზარალებულის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით დაუფლება. ამ უკანასკნელისაგან ამოღებული იქნა მხოლოდ დაზარალებულის კუთვნილი სამი ბეჭედი და ერთი წყვილი საყურე. რაც შეეხება მის აპელირებას, რომ მ------------–- ადრეც ჩაუბარებია ნივთები, თავადვე დაადასტურა, რომ ეს ნივთები იყო რეალიზებული და შესაბამისად მათი ამოღება ვერ განხორციელდა, რათა მომხდარიყო მათი შეფასება, დაზრალებულის ნივთებსა და მათ შორის იდენტურობის დადგენა და ზიანის ოდენობის განსაზღვრა. ამასთან, მოცემული საქმის ფარგლებში არ არის დადასტურებული, რომ მ------------–- ყველა ჯერზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ნივთებს აბარებდა მ--------------–---სთან.
რაც შეეხება დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის მიმოწერას, გასათვალსიწინებელია, რომ მ------------–- შეტყობინებებში არ ადასტურებს იმ ქონების სრულად დაუფლებას, რასაც ედავება მას მ----------–---–---–-. მიმოწერიდან ჩანს, რომ საუბარი ძირითადად არის ოქროს ნივთებზე, თუმცა რამდენ ნივთზე და რა ღირებულების, კონკრეტულად არ დგინდება. დაზარალებული ახსენებს ფულად თანხას, უგზავნის ოქროს სამკაულების ფოტოსურათებს, რათა კარგად გაიხსენოს, თუმცა მ------------–-- განმარტებით, ყველა მათგანი არ ახსოვს, მას ყველა არ აუღია და ასევე უარყოფს, რომ მისი ბინიდან აიღო ფულადი თანხა.
ამდენად, პალატა აანალიზებს რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ისინი და გამოიტანა სწორი სამართლებრივი დასკვნები. ბრალდების მხარის მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ მ------------–-- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------------–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრას, პალატა მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც იზრდება თავად მ------------–-- ასაკოვან მშობლებთან, ასევე მის დასთან და სიძესთან. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატას მიზნაშეწონილად მიაჩნია მ------------–-- მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკეთის მინიმალური ზომა, რაც იქნება მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და ადეკვატური სასჯელი და გახდება გარანტი იმისა, რომ სრულად იქნეს მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4. მ-------------–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
მ------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ მ------------–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 სექტემბრიდან.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ------------–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ქ------–--–----------–-----------------ში მდებარე „ოქროს ბირჟიდან“ ამოღებული ოქროს ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ქ------–--–----------–-----------------ში მდებარე „ოქროს ბირჟიდან“ ამოღებული ოთხი ცალი შესყიდვის აქტი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- დაზარალებულ მ----------–---–---–--გან ამოღებული მასალა ე.წ. „------–--------- დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი