განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-574-2019 წელი
№020100119003053417
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
27 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – მ--- ჯ-----ს,ადვოკატის – რ-------- ზ-------ს,მსჯავრდებულის – თ------ ქ--–----ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე გა-ნიხილა თ------ ქ--–----ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
თ------ ქ--–----, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული გ--––----------–------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ზ---------–------------------------------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამარ-თლოს 2019 წლის 5 ივლისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებუ-ლი აქვს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
თ------ ქ--–----ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ძარცვისათვის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
– დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუს-რულებლობისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 მაისს ზ----------------------------–-------ში, გ---------------------ში თ------ ქ--–---- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ყო-ფილი მეუღლის - გ--------- გ---------ს კუთვნილ, 200 ლარის ღირებულების ტელე-ფონს.
2019 წლის 15 თებერვალს დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე ზუგდიდის რაიონუ-ლი სასამართლოს გადაწყვეტილებით თ------ ქ--–----ს 6 თვით აეკრძალა მსხვერ-პლთან – გ--------- გ---------სთან, მის საცხოვრებელ სახლთან და ნებისმიერ იმ ადგილ-თან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე ყოველგვარი კომუნიკაცია (მათ შორის სატელეფონო საუბარი) მსხვერპლთან. თ------ ქ--–----მ დაარღვია 2019 წლის 15 თებერვალს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 14 მაისს მივიდა გ--------- გ---------სთან სახლში ზ----------------------------–-------ში, გ---------------------ში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ------ ქ--–----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ-------- ზ-------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს თ------ ქ--–----ს გამართ-ლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინეულირ დანაშაულისათვის წარდგენილი ბრალდების ნაწილ-ში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ თ------ ქ--–---- თავს დამნაშავედ ცნობს საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გან-მარტავს, რომ მართალია მას შეზღუდული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან და შვილებთან მიახლოება, მაგრამ მას მოენატრა შვილები, რომლებიც ძალიან უყვარს და უნდოდა ბავშვების მონახულება, რის გამოც 2019 წლის 14 მაისს მივიდა ყოფილი მეუღლის გ---------- გ---------ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გ--------- გ---------მ დანახვისთა-ნავე უთხრა ბავშვებს არ გაკარებოდა და არ მოფერებოდა და არ დარჩენილიყო მათთან და სწრაფად დაეტოვებინა იქაურობა. ამასთან გ--------- გ---------მ ტელეფონით და-იწყო პოლიციაში დარეკვა, რის გამოც თ------ ქ--–----მ მას წაართვა ტელეფონი, რათა არ დაერეკა პოლიციაში, რადგან უკვე მიდიოდა და თუ პოლიციაში დარეკავდა, მაშინ ადგილი ექნებოდა ორდერის დარღვევას და დააკავებდნენ.
სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ მსჯავრდებულს ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება არ სურდა, არამედ ამის მიზეზი იყო მისი ყო-ფილი მეუღლის მიერ პოლიციაში დარეკვის თავიდან აცილება.
თ------ ქ--–----სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი არის მეტისმეტად მკაცრი, როგორც ჩადენი-ლი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, ისე მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასა-მართლოს უფლება ჰქონდა გამოეყენებინა აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალის-წინებული მსუბუქი სასჯელი – პირობითი მსჯავრი.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, თ------ ქ--–----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ-------- ზ--------ს, რომლებიც ითხოვენ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ მ--- ჯ-----ს, რომელიც გასაჩივრებულ გა-ნაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვ-ლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეში არსე-ბული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული შეტყობინების ოქმით (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოში ცნობილი იქნა პრეიუდიციულად) ირკვევა, რომ გ--------- გ---------ს ოჯახში მიუვარდა ყოფილი მეუღლე, რომელმაც წაართვა ტელეფონი და დააშინა მცირეწლოვანი ბავშვები.
საქმეში არსებული, 2019 წლის 15 მაისის ამოღების ოქმის (მხარეთა შეთანხმების სა-ფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოში ცნობილი იქნა პრეიუდიციულად) თანახმად, თ------ ქ--–----სგან ამოღებულ იქნა გ--------- გ---------ს კუთვნილი ტელე-ფონი.
საქმეში არსებული, 2019 წლის 15 მაისის ამოცნობის ოქმის (მხარეთა შეთანხმების სა-ფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოში ცნობილი იქნა პრეიუდიციულად) თანახმად გ--------- გ---------მ მისთვის წარდგენილი 4 მობილური ტელეფონიდან ამო-იცნო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც 2019 წლის 14 მაისს მის საცხოვრებელ სახლში წაართვა თ------ ქ--–----მ.
მსჯავრდებულმა თ------ ქ--–----მ წინასწარ გამოძიებაში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 14 მაისს ის ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მისი ყოფილი მეუღლის გ--------- გ---------ს საცხოვრებელ სახლში შვილების სანახავად, რომლებიც ძალიან ენატრებოდნენ. შესვლის შემდეგ მან გ---------ს თხოვა მისთვის მიეცა თავისი კუთვნი-ლი მობილური ტელეფონი, რათა არ დაერეკა პოლიციაში, რადგან მის მიმართ ამოწერი-ლი იყო შემაკავებელი ორდერი. გ---------მ ტელეფონი არ გადასცა, რის შემდეგაც მან წაართვა გ---------ს მობილური ტელეფონი და თხოვა დამშვიდებულიყო და მშვიდად ელაპარაკათ. გ--------- არ დამშვიდდა, რის შემდეგაც ტელეფონი ჩაიდო ჯიბეში და წავიდა გ---------ს სახლიდან. იგი აპირებდა ტელეფონის დაბრუნებას, როცა გ--------- დამშვიდდებოდა.
მსჯავრდებულმა თ------ ქ--–----მ პირველი ინსტანციის სასამართლოში თავი დამნა-შავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამ-ნაშავედ არ ცნო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალდებულმა გ--------- გ---------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარ-გებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღ-ლის – თ------ ქ--–----ს წინააღმდეგ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაცას თ------ ქ---–-----ს გამართლების თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ეთანხმება დაცვის მხარის იმ პოზოციას, რომ ძარცვის, როგორც სა-კუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისაკუთრების მიზანი. აქედან გამომდინარე, თუ პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვის ქონებას მისი დროებითი გამოყენებისა და კვლავ მესაკუთრეზე დაბრუ-ნების მიზნით, სახეზე არაა მაშინ სახეზე არ გვაქვს დდაუფლებითი დანაშაულის შემად-გენლობა.
მისაკუთრების მიზანი დაკავშირებულია საკუთრების სამართლებრივ კატეგორიასთან და მისთვის დამახასიათებელია მფლობელობა, სარგებლოლბა და განკარგვა. ამ სამი ნიშნიდან უმთავრესია განკარგვის უფლება, რადგან მფლობელობისა და სარგებლობის უფლება, შეიძლება არამესაკუთრესაც ჰქონდეს გადაცემული.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ------ ქ--–----, მეუღლის ტელეფონს დაეუფლა 2019 წლის 14 მაისს. ხოლო აღნიშნული ტელეფონი მისგან ამოღებული იქნა 15 მაისს, პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ამდენად, თ------ ქ--–----ს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფლად განეკარგა აღნიშნული ნივთი და მისი დაბრუნების სურვილის შემთხვევაში - შესაძლებლობაც, დაებრუნებინა ტელეფონი მესაკუთრისათვის. თუმცა არც უცდია მისი დაბრუნება და დაუფლებულ ტელეფონთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯა-ვრდებულ თ------ ქ--–----ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვა-ლიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ა“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება თ------ ქ--–----ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას თ------ ქ--–----ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანი-შნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყი-სები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზ-ღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და თ------ ქ--–----ს მიერ ჩადე-ნილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედე-გის გათვალისწინებით დანაშაულთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებულ განა-ჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი თ------ ქ--–----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
თ------ ქ--–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სა-სამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ------ ქ--–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 3811-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ------ ქ--–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთ-ხი) წლის ვადით.
თ------ ქ--–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 15 მაისიდან.
ნივთმტკიცება – ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili