განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2019
საქმის ნომერი
330100118002672876
ინსტანცია
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002672876

საქმე №1ბ/665-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

6 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ქორიძე

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ა------ ხ------ (პირადი ნომერი 0----------), დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–--------–----------------------------------------------–----------------–--------–-------------------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ორი ეპიზოდი).

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15(თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ადვოკატი: ა-----– ჩოფიკაშვილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა------ ხ------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----– ჩოფიკაშვილმა და ითხოვა მსჯავრდებულ ა------ ხ------ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა------ ხ------მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,00899 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, საიდანაც ნაწილი - 0,00138 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1 ცალად დაფასოებული თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით 100 ლარად, უკანონოდ გაასაღა გ------- ქ------–---–ზე - 2018 წლის 5 სექტემბერს, თბილისში ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. ნაწილი - 0,00612 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1 ცალად დაფასოებული თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილი 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა გ------- ქ------–---–ზე - 2018 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, რ---------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

2018 წლის 12 სექტემბერს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თბილისში, ვაგზლის მოედანი №2, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა------ ხ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა - 0,00149 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის შემცველი 1 ცალად დაფასოებული თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული, თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი):

 

მოწმე გ------- ქ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ორჯერ მიიღო მონაწილეობა საკონტროლო შესყიდვაში. კერძოდ, 2018 წლის 4 სექტემბერს თბილისში, გაიცნო ა------ ხ------, რომელმაც ფულის სანაცვლოდ შესთავაზა - ამფეტამინი ან სუბუტექსი. მიღებული შეთავაზების შესახებ მოწმემ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. 2018 წლის 5 სექტემბერს, ა------ ხ------მ დაურეკა და უთხრა, რომ შეეძლო მიეყიდა სუბუტექსი, 1 აბი 200 ლარად, შესაბამისად ნახევარი აბი 100 ლარად. ა------ ხ------ს ნუცუბიძის ქუჩაზე შეხვედრაზე შეუთანხმდა, თუმცა დათქმულ ადგილზე მისვლისას დაურეკა ა------ ხ------მ და უთხრა, რომ მისულიყო ბუკიას ბაღთან. შეხვედრაზე გ------- ჩ------ესთან და ა-----– ნ-–--–-–---–თან ერთად წავიდა. ავტომანქანა გააჩერეს პეკინის ქუჩაზე, ა-----– ნ-–--–-–---–ი დარჩა ავტომანქანაში, თავად კი გ------- ჩ------ესთან ერთად შეხვდა ა------ ხ------ს. გ------- ჩ------ე მეგობრად გააცნო. საკონტროლო შესყიდვისთვის ა-----– ნ-–--–-–---–ის მიერ გადაცემული 100 ლარი გადასცა ა------ ხ------ს და მისგან მიიღო ქაღალდში გახვეული ნივთიერება. ნარკოტიკული საშუალების შეძენის შემდეგ, თვითონ და გ------- ჩ------ე მივიდნენ ა-----– ნ-–--–-–---–თან, რომელმაც მისგან ამოიღო ა------ ხ------საგან შეძენილი პაკეტი.

 

მოწმე გ------- ჩ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ა------ ხ------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე. გ------- ქ------–---–ს დაუკავშირდა ა------ ხ------, რომელსაც მისთვის უნდა მიეყიდა ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი 1 აბი 200 ლარად, შესაბამისად, ნახევარი აბი 100 ლარად. შეხვედრის ადგილზე მივიდნენ საქმის გამომძიებელი ა-----– ნ-–--–-–---–ი, გ------- ქ------–---–ი და გ------- ჩ------ე, თუმცა ა------ ხ------მ დაურეკა გ------- ქ------–---–ს და უთხრა, რომ შეხვდებოდა პეკინზე, ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლისას ა-----– ნ-–--–-–---–ი დარჩა ავტომანქანაში, გ------- ქ------–---–ი და თვითონ კი შეხვდნენ ა------ ხ------ს, რომელსაც გ------- ქ------–---–მა იგი გააცნო, როგორც მეგობარი. შეთანხმებისამებრ გადასცეს ფული და მიიღეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც მივიდნენ ა-----– ნ-–--–-–---–თან, რომელმაც ამოიღო შეძენილი პაკეტი და ადგილზე დალუქა.

 

მოწმე ა-----– ნ-–--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს ა------ ხ------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე დაიწყო გამოძიება გ------- ქ------–---–ის პატაკის საფუძველზე. მოცემული საქმის ფარგლებში შსს-ს სპეციალური ფონდიდან გამოიტანა ფული და ნაწილი 2018 წლის 5 სექტემბერს გადასცა გ------- ქ------–---–ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელთან, გ------- ჩ------ესთან და შ--–-- წ--–------სთან ერთად დაახლოებით 15:00 საათზე წავიდა ა------ ხ------სთან შესახვედრად, თუმცა ამ უკანასკნელმა შეხვედრის ადგილი შეცვალა. შესაბამისად, გაემართნენ პეკინის ქუჩაზე მდებარე ბუკიას ბაღისკენ. მოწმემ განმარტა, რომ ის შ--–-- წ--–------სთან ერთად დარჩა ავტომანქანაში, ხოლო გ------- ჩ------ე და გ------- ქ------–---–ი შეხვდნენ ა------ ხ------ს და შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება, რაც ადგილზევე იქნა ამოღებული და დალუქული მის მიერ. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ პირველი შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება არ მომხდარა.

 

მოწმე შ--–-- წ--–------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 5 სექტემბერს, გ------- ქ------–---–თან, გ------- ჩ------ესთან და ა-----– ნ-–--–-–---–თან ერთად მივიდა ბუკიას ბაღში. ის და ა-----– ნ-–--–-–---–ი იმყოფებოდნენ ავტომობილში, როდესაც გ------- ქ------–---–მა საკონტროლო შესყიდვით ა------ ხ------საგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რაც შემდეგ მისი თანდასწრებით გადასცა გამომძიებელ ა-----– ნ-–--–-–---–ს. ამოღებასთან დაკავშირებით შედგა ოქმი, რომელსაც მოაწერეს ხელი. ასევე, მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. ბინის ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.

 

გამომძიებელ გ------- ქ------–---–ის 2018 წლის 4 სექტემბრის პატაკით დადგენილია, 2018 წლის 4 სექტემბერს თბილისში გაიცნო ა------ ხ------, რომელმაც შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსის და ამფეტამინის შეძენა, ამასთან მისცა მობილური ტელეფონის ნომერი 5--------, რათა სურვილის შემთხვევაში დაკავშირებოდა.

 

გამომძიებელ გ------- ქ------–---–ის 2018 წლის 5 სექტემბრის პატაკით დადგენილია, მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ა------ ხ------ და უთხრა, რომ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსი, ნახევარი აბის ფასი კი იყო 100 ლარი. მანვე, დაუთქვა შეხვედრა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის დასაწყისში, სადაც მიჰყიდდა აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას.

 

2018 წლის 5 სექტემბრის, ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად ა-----– ნ-–--–-–---–მა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ გ------- ქ------–---–ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა ფულადი თანხა - 2 ცალი 50 ლარიანი კუპიურა.

 

2018 წლის 5 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში პეკინის ქ----ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული იქნა 1 ცალი მოთეთრო ფერის ქაღალდის წონაკი, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასით.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტის 2018 წლის 6 სექტემბერს დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული: თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 0,07 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0,00138 გრამს.

ექსპერტებმა ნ----- ო-----------ემ და გ-------– ქ----–----ემ, სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაადატურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი):

 

მოწმე გ------- ქ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს, ა------ ხ------მ სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ კიდევ შეეძლო სუბუტექსი მიყიდვა. ამჯერად ა-----– ნ-–--–-–---–მა მისცა 200 ლარი, მოწმემ და გ------- ჩ------ემ დაიმაგრეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები და რუსთაველის გამზირზე „ხინკლის სახლთან“ შეხვდნენ ა------ ხ------ს. ა-----– ნ-–--–-–---–ი კვლავ ავტომანქანაში ელოდებოდა, ამჯერად რესტორან „მაკდონალდსთან“. შეხვედრისას ა------ ხ------მ ხელი ჩამოართვა მას და იმავდროულად ჩაუდო ქაღალდში გახვეული ნივთიერება, თავად კი მისცა 200 ლარი. საუბრისას ა------ ხ------მ თქვა, რომ ჰქონდა იარაღი. მის კითხვაზე, რა იარაღი იყო, ა------ ხ------მ უპასუხა: „არაფერი“. ტანსაცმელზე იარაღი არ ეტყობოდა. მოწმე გადავიდა ა-----– ნ-–--–-–---–თან და გადასცა შეძენილი პაკეტი, გ------- ჩ------ე კი გაყვა ა------ ხ------ს. მოწმემ განმარტა, რომ სატელეფონო საუბარისას შეხვედრის ადგილს ყოველთვის ა------ ხ------ ირჩევდა.

 

მოწმე გ------- ჩ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს, ა-----– ხ------ დაუკავშირდა გ------- ქ------–---–ს, შეთანხმდნენ რუსთაველზე შეხვედრაზე. თვითონ და გ------- ქ------–---–ი აღიჭურვნენ ვიდეოჩამწერი მოწყობილობით და რ---------–-----7-თან, ა-----– ნ-–--–-–---–ის მიერ გ------- ქ------–---–ისათვის გადაცემული 200 ლარით, შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება. შეხვედრისას ა------ ხ------მ გადაკოცნა გ------- ქ------–---–ი და იმავდროულად მისცა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შეძენის შემდეგ გამორთეს ჩამწერი მოწყობილობა, გ------- ქ------–---–ი წავიდა ავტომანქანისკენ, ხოლო მოწმე გაყვა ა------ ხ------ს, რომელიც მივიდა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, რადგან ამ უკანასკნელმა საუბრისას განმარტა, რომ ჰქონდა იარაღი.

 

მოწმე ა-----– ნ-–--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს ღამის საათებში გ------- ქ------–---–თან და გ------- ჩ------ესთან ერთად ავტომანქანით მივიდა რუსთაველის გამზირზე, თავად გაჩერდა რესტორან „მაკდონალდსთან“, გ------- ქ------–---–ი და გ------- ჩ------ე კი გაჩერდნენ იქვე მდებარე სს „თი-ბი-სი“ ბანკის ფილიალთან, ცოტა ხანში გადავიდნენ გზის მეორე მხარეს, როგორც მოგვიანებით გაიგო, ა------ ხ------ს მოთხოვნით. საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა „ხინკლის სახლთან“, რის შემდეგაც ავტომანქანასთან დაბრუნებული გ------- ქ------–---–ისგან ამოიღო შეძენილი ნივთიერება, რაც შემდგომ ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. გ------- ქ------–---–ისგან გაიგო, რომ საუბრისას ა------ ხ------მ განმარტა, რომ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, გ------- ჩ------ე გაჰყვა გადამოწმების მიზნით, თუმცა ა------ ხ------ სახლში მივიდა. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მოხდა მეორე შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება.

 

მოწმე გ------- ქ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის 4 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ა------ ხ------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე, გამოძიების ფარგლებში შედგა საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

 

2018 წლის 7 სექტემბრის ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, ა-----– ნ-–--–-–---–მა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ გ------- ქ------–---–ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა ფულადი თანხა - 200 ლარის ოდენობით, 4 ცალი 50 ლარიანი კუპიურით.

 

2018 წლის 7 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში ძმები კაკაბაძეების ქ.№2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული იქნა 1 ცალი მოთეთრო ფერის ქაღალდის წონაკი, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერებით.

 

2018 წლის 10 სექტემბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის №2279/სქ-2647/ქრ დასკვნის თანახმად: გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული: თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილი, წონით - 0,4012 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას -ბუპრენორფინს, წონით - 0,00612 გრამს.

ექსპერტებმა ნ----- წ---–-----მა და გ-------– ქ----–----ემ, სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაადატურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

2018 წლის 2 ოქტომბრის შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N205/ფ დასკვნის თანახმად: ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოგრამებში არსებული აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.

მოწმე დ----- გ-------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ კონვერტის ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული, კონვერტში იყო 2 ცალი ლაზერული დისკი, რომელიც გადაეცა ჰაბიტოსკოპიურ განყოფილებას, შემდეგი კვლევის გასაგრძელებლად.

 

2018 წლის 19 ნოემბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N723/ჰ-ფ-ვ-ტ დასკვნის თანახმად: გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. სს N090040918003 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებული პიროვნებების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სსN090040918003 საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ა------ი ვ--–------ის ძე ხ------ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ--------ემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. მოწმემ განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ქონდა 2 ცალი დალუქული თეთრი კონვერტი, მასში მოთავსებული DVD დისკზე ასახული ფარული საგამოძიებო მოქმედების ვიდეო ჩანაწერებით.

 

ნარკოტიკული საშულების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის:

 

მოწმე გ------- ქ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, 2018 წლის 12 სექტემბერს, ა------ ხ------ შეეხმიანა და ისევ შესთავაზა სუბოტექსის შეძენა და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. შეხვედრის ადგილას მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს ა------ ხ------.

 

მოწმე ა-----– ნ-–--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, ბ------ მ-----–-–---–თან და ა---------– მ----–---–თან ერთად სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა ა------ ხ------, რომელსაც გადასცეს განჩინება და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჯიბიდან ამოუღეს ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით და დააკავეს. ჰოსტელში, სადაც ა------ ხ------, მისივე განმარტებით, ათევდა ღამეს, ჩატარებული ჩხრეკისას ასევე ნანახი და ამოღებულ იქნა პისტოლეტი.

 

მოწმე ა---------– მ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედებები. 2018 წლის 12 სექტემბერს, ბ------ მ-----–-–---–თან ერთად მიიღო მონაწილეობა ა------ ხ------ს პირად ჩხრეკასა და დაკავებაში. ჩხრეკისას, ბრალდებულს შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ბ------ მ-----–-–---–მა ამოუღო პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მოთეთრო ფერის ფხვნილი. ჩხრეკის შემდეგ დააკავეს ა------ ხ------, ა-----– ნ-–--–-–---–მა განუმარტა უფლებები. ა------ ხ------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც მტკიცებულების განადგურება უცდია. მან განაცხადა, რომ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ნაქირავები ჰქონდა ოთახი, სადაც ინახავდა პისტოლეტს. მითითებულ მისამართზე, ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებული იქნა პისტოლეტი, რომელიც დაილუქა.

 

მოწმე ი-–--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე მონაწილეობა მიიღო ა------ ხ------ს პიროვნების, საცხოვრებელი სახლის და დაბადების თარიღის დადგენაში.

 

მოწმე მ-----– ფ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ექიმ- ნარკოლოგი. მუშაობს ბუპრენორფინის ჩანაცვლების პროგრამაში, რომელშიც ჩართულია ა------ ხ------. ეს უკანასკნელი ღებულობს ბუპრენორფინის ჩამნაცვლებელ მედიკამენტს. იგი ბუპრენორფინის ჩანაცვლების პროგრამაში ჩაერთო აგვისტოდან, 3-4 ჯერ მიიღო, თუმცა პრეპარატი არასდროს გაუტანია საავადმყოფოდან, ყოველთვის იქვე იღებდა. ზოგადად პაციენტები ექთნის და დაცვის თანამშრომლის მეთვალყურეობთ იდებენ ენის ქვეშ პრეპარატს, შემდეგ აყოლებენ წყალს, რის შემდეგაც გადიან კაბინეტიდან.

 

2018 წლის 12 სექტემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ვაგზლის მოედანი №2 ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ა------ ხ------.

 

2018 წლის 12 სექტემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა------ ხ------საგან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტის წონაკი, მასში მოთავსებული ქაღალდით და ფხვნილისებრი ნივთიერებით. ოქმის შენიშვნის თანახმად, ბრალდებული პირადად გაეცნო მისი პირადი ჩხრეკის ოქმს, თუმცა ხელის მოწერაზე განაცხადა უარი, მიზეზი კი არ დაუსახელებია, მასვე გადაეცა ოქმის ასლი.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 12 სექტემბრის N7021779 დასკვნის შესაბამისად, ა------ ხ------ კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა: ნარკოტიკული საშუალებების ბუპრენორფინის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას), ამფეტამინის, მეტამფეტამინის შემცველობა. ფსიქოტროპული ნივთიერება არ დადგინდა.

მოწმე მ--- ღ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 12 სექტემბერს გაცემული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ შემოწმებულ პირს პრეტენზია არ გამოუთქვამს და შენიშვნა არ დაუფიქსირებია.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 13 სექტემბერს N2346/სქ-2714/ქრ დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ა------ ხ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 0,1395 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0,00149 გრამს.

მოწმეებმა ნ----- ო-----------ემ და პ------ წ--–---–--ემ დაადასტურეს მათ მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

ა------ ხ------ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა საპატიმრო სასჯელის სახით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2018 წლის 12 სექტემბერს თბილისში, კოსტავას ქ. №47/6-ში მდებარე „ჟაჟა ჰოსტელის“ ოთახი - „რომას“ ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა ვერცხლისფერი პისტოლეტი, წარწერით „WALTHER”.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტი არის პლასტმასისაგან დამზადებული პისტოლეტის მაგვარი სანთებელა და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

 

სასამართლო სხდომაზე ა------ ხ------მ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში არის უდანაშაულო და პოლიციელების პროვოკაციის მსხვერპლი. კერძოდ, მას მობილური ტელეფონის ნომერზე - 5-------- უკავშირდებოდა პოლიციის თანამშრომელი გ------- ქ------–---–ი, ტელეფონის ნომრით 5--------. მას გ------- ქ------–---–ი და გ------- ჩ------ე გაეცნენ, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები. გ------- ქ------–---–ი ხშირად სთხოვდა, ინტერნეტით ერთად გამოეწერათ ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც არაერთხელ აუხსნა, როგორ უნდა გამოეწერა ნარკოტიკული საშუალება, მაგრამ გ------- ქ------–---–ს სურდა, რომ ა------ ხ------ს შეეძინა, რადგან თვითონ ვერ ახერხებდა - არ ჰქონდა სრული თანხა. დიდი ხვეწნის შემდეგ, იგი დათანხმდა გ------- ქ------–---–ს და შესთავაზა, რომ თავისი ფულით შეიძენდა ნარკოტიკულ საშუალებას მისთვის, გადაცემისას კი გამოართმევდა ფულს. ჯამში საჭირო იყო 200 ლარი, საიდანაც 100 ლარს დებდა თავისი წილი ნარკოტიკული საშუალებისათვის, 100 ლარს კი გ------- ქ------–---–ისთვის, რომელსაც ეს უკანასკნელი მისცემდა შეხვედრისას. ასეც მოხდა, Viber-ში ნომერზე +----------- მოითხოვა კონკრეტული რაოდენობის და სახეობის ნარკოტიკული საშუალება, მითითებულ ანგარიშის ნომერზე გადარიცხა ფული და მიიღო შეტყობინება, სადაც მითითებული იყო ნარკოტიკული საშუალების მდებარეობის ზუსტი კოორდინატები და სურათი. ხშირია შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთად ყიდულობს ნარკოტიკულ საშუალებას ამ ხერხით. შესაბამისად, ამ გზით შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც თავის ფულით ქონდა ნაყიდი გ------- ქ------–---–ისათვის, 2018 წლის 7 სექტემბერს გადასცა ამ უკანასკნელს, მისგან კი აიღო შესაბამისი თანხა; ანუ 2018 წლის 7 სექტემბერს, საღამოს საათებში, რუსთაველზე შეხვდა გ------- ჩ------ეს და გ------- ქ------–---–ს და გადასცა თავისი ფულით შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომლის სანაცვლოდაც გამოართვა მისი წილის ფული. აღნიშნული შეხვედრა წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი ტელეფონით. 2018 წლის 5 სექტემბერს არ შეხვედრია გ------- ქ------–---–ს და არც ნარკოტიკული საშუალება გადაუცია მისთვის. მას არასდროს გაუყიდია ნარკოტიკული საშუალება, მხოლოდ მომხმარებელია. 2018 წლის 12 სექტემბერს დააკავეს, მას ურეკავდა გ------- ქ------–---–ი, რომელიც შეხვედრას სთხოვდა, მაგრამ მას არ ეცალა და უთხრა, რომ იყო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული ნარკოტიკული საშუალება უნდოდა პირადი მოხმარებისათვის. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 4 სექტემბრიდან ქ------–---–მა 32-ჯერ დაურეკა და მიწერა შეტყობინებები. ნარკოტიკული საშუალების ერთად შეძენაზე შეთანხმდნენ სატელეფონო საუბრით. ნარკოტიკული საშუალება „Viber- ით“ შეიძინა და თავად გაყო შუაზე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა------ ხ------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა------ ხ------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ორივე ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით პირის მსჯავრდებისათვის.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა 2018 წლის 5 სექტემბერს განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის აუდიო-ვიდეო გადაღება, ორივე შემთხვევაში, როგორც 5, ისე 7 სექტემბერს არ ჩატარადა დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბილოგიური ან სხვა სახის ექსპერტიზები, ასევე სხვა საგამოძიებო მოქმედებები, პირველი ინსტანციის სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს და ნარკოტიკული საშუალების გასაღების ორივე ეპიზოდში ა------ ხ------სათვის არ უნდა დაედო მსჯავრი.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტიცებულებებში, კერძოდ მოწმეების გ------- ქ------–---–ის, გ------- ჩ------ის, ა-----– ნ-–--–-–---–ის და შ--–-- წ--–------ს ჩვენებებში დეტალურად და თანამიმდევრულად არის აღწერილი თითოეული შესყიდვის ფაქტი, ისინი შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტიცებულებებთან და პალატას მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ამასთან, არც დაცვის მხარეს არ წამოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მათ მიკერძოებაში და დაინტერესებაში დაარწმუნებდა.

 

კერძოდ, მოწმე გ------- ქ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან 4 სექტემბერს, გაიცნო ა------ ხ------, რომელმაც ფულის სანაცვლოდ შესთავაზა ამფეტამინი ან სუბუტექსი, აღნიშნულის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, დაიწყო გამოძიება და გამოძიების პროცესში გამომძიებელ ა-----– ნ-–--–-–---–ის მიერ, შესაბამისი ფულადი ფონდიდან გამოყოფილი იქნა ფულადი თანხა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, სწორედ აღნიშნული ფულით, 2018 წლის 5 სექტემბერს 100 ლარად, ხოლო 7 სექტემბერს 200 ლარად, მან გამომძიებელ გ------- ჩ------ესთან ერთად ა------ ხ------საგან მოახდინა ნარკოტიკული საშუალების შესყიდვა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, ორივეჯერ, ავტომანქანაში გადასცა ა-----– ნ-–--–-–---–ს, 2018 წლის 5 სექტემბერს, ავტომანქანაში ნარკოტიკული საშუალებების გადაცემა მოხდა მოწმე გ------- ჩ------ის და შ--–-- წ--–------ს თანდასწრებით. ა-----– ნ-–--–-–---–მა მოახდინა აღნიშნული ნივთიერებების კანონით დადგენილი წესით ამოღება და დალუქვა. მოწმე გ------- ქ------–---–ის ჩვენება სრულად შესაბამისობაშია, მოწმეების გ------- ჩ------ის, ა-----– ნ-–--–-–---–ის და შ--–-- წ--–------ს ჩვენებებთან. გ------- ჩ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ორივე შესყიდვის დროს თან ახლდა გ------- ქ------–---–ს და შეძენა ორივე შემთხვევაში მისი თანდასწრებით განხორციელდა, მისივე თანდასწრებით გადასცა ავტომანქანაში გამომძიებელ ა-----– ნ-–--–-–---–ს გ------- ქ------–---–მა 2018 წლის 5 სექტემბერს ა------ ხ------საგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომელმაც კანონის შესაბამისად მოახდინა აღნიშნული ნივთიერების ამოღება და დალუქვა. 2018 წლის 5 სექტემბერს, ა------ ხ------საგან შეძენილი ნივთიერების ა-----– ნ-–--–-–---–ისათვის ავტომანქანაში გადაცემის ფაქტს ასევე ადასტურებს მოწმე შ--–-- წ--–------ს ჩვენება, რომელიც ა-----– ნ-–--–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში და ელოდებოდა ოპერაციის დასრულებას.

 

მოწმეების გ------- ქ------–---–ის და გ------- ჩ------ის ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია მოწმე ა-----– ნ-–--–-–---–ის ჩვენებასთან, რითაც დადგენილია, რომ გ------- ქ------–---–ის პატაკის საფუძველზე დაწყებული გამოძიების მსვლელობისას, მის მიერ ა------ ხ------საგან ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძენად გამოყოფილი იქნა თანხა, რომელიც გადაეცა გ------- ქ------–---–ს და ამ უკანასკნელმა, სწორედ აღნიშნული თანხით, ა------ ხ------საგან 2018 წლის 5 და 7 სექტემბერს, ერთ შემთხვევაში 100 ლარად, ხოლო მეორე შემთხვევაში 200 ლარად, შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები. შეძენის ფაქტს ესწრებოდა მოწმე გ------- ჩ------ე, ხოლო თვითონ 2018 წლის 5 სექტემბერს შ--–-- წ--–------სთან ერთად, ხოლო 2018 წლის 7 სექტემბერს მარტო, იცდიდა ავტომანქანაში, სადაც მოხდა სწორედ გ------- ქ------–---–ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშულებების ამოღება და კანონის შესაბამისად დალუქვა.

 

გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ა------ ხ------ს მიერ ნარკოტიკული საშულებების გასაღების ჩადენა დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ ფულადი თანხის გადაცემის ოქმებით, 2018 წლის 5 სექტემბრისა და 2018 წლის 7 სექტემბრის ამოღების ოქმებით, რომლებიც სასამართლოს განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერით, რომლებიც სრულ შესაბამისობაში და თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ა------ ხ------ს გ------- ქ------–---–ისათვის ნარკოტიკული საშუალების მიყიდვის განზრახვა კი არ ჰქონდა, არამედ დაეხმარა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში და რომ გასაღების ნაწილში პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.

აღნიშნული პალატას მიაჩნია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა მოახდინონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და გამოკვეთილი არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ტეიშეირა დე კასტრო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Teixeira de Castro v. Portugal), 9.06.1998, №44/1997/828/1034). ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „რამანაუსკასი ლიტვის წინააღმდეგ“ (Ramanauskas v. Lithuania), 5.02.2008, №74420/01). თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, იკვეთება დანაშაულის პროვოკაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „მალინინასი ლიტვის წინააღმდეგ“ (Malininas v. Lithuania), 1.07.2008, №10071/04), ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „მილინიენე ლიტვის წინააღმდეგ“ (Miliniene v. Lithuania), 24.06.2008, №74355/01).

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ მოწმეების ა-----– ნ-–--–-–---–ის, გ------- ქ------–---–ის და გ------- ჩ------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ საკონტროლო შესყიდვები განხორციელდა მას შემდეგ, რაც ა------ ხ------მ გ------- ქ------–---–ს შესთავაზა ნარკოტიკული საშუალებები - მეტამფეტამინი ან სუბუქტექსი ფულის სანაცვლოდ და ამ უკანასკნელმა აღნიშნულის თაობაზე პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 2018 წლის 5 და 7 სექტემბერს, გ------- ქ------–---–ი და გ------- ჩ------ე მივიდნენ თვითონ ა------ ხ------ს მიერ შერჩეულ შეხვედრის ადგილზე და მისგან ერთ შემთხვევაში 100, ხოლო მეორე შემთხვევაში 200 ლარად, შეიძინეს ნარკოტიკული საშულება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზების დასკვნის შესაბამისად აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი თეთრი ფერის ფხვნილი. გარდა ამისა, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო მასალით, რომელიც ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინების საფუძველზე, დადგენილია, რომ როდესაც ა------ ხ------ გ------- ქ------–---–ს აწვდის თეთრ შეკვრას, მის შეკითვაზე იმავდროულად პასუხობს: „კაია, რომ მომაქვს ბავშვი ხომ არ ვარ?“, „100 ლარისაა“, „და მეტიც არის რა“, ამასთან კითხულობს: „ამფიზე დავრეკო?“, ველოდები და მივალ დოლიძეზე და ანუ „კაროჩე“ რა 10 წუთის „ბაზარია“. შესაბამისად, მისი ეს სიტყვები გამორიცხავს გ------- ქ------–---–ისა და გ------- ჩ------ის მხრიდან პროვოკაციას და პირიქით საპირისპიროდ ადასტურებს მის დაინტერესებას და ამგვარი ურთიერთობის არაერთჯერადობას.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა------ ხ------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების გასაღება (ორი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა------ ხ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ა------ ხ------სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა------ ხ------ს, როგორც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით, ისე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებებისათვის დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი ა------ ხ------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ა------ ხ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალები, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა უნდა განადგურდეს; ა------ ხ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი 2 ცალ DVD დისკზე, შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა------ ხ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----– ჩოფიკაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა------ ხ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა------ ხ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.

 

ა------ ხ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 სექტემბერიდან.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15(თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ა------ ხ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: გ------- ქ------–---–ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ა------ ხ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა განადგურდეს;

ა------ ხ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი 2 ცალ DVD დისკზე, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/გ. ჯეირანაშვილი/