განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-751-2019 წელი
№110100119003179014
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
29 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ------ ს---–-----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ------ ს---–-----–--ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ზ----------–------–-------------------ში, მსჯავრდებულია ზე-სტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერ-თობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩა-თვლილი აქვს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
მ------ ს---–-----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფი-სათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა;
– ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარი-სათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვ-ლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
1995 წლიდან, ნ---- ქ-----–---–ი ქორწინებაში იმყოფება მ------ ს---–-----–--ესთან, ისინი ერთად ცხოვრობენ ზ----------–------–-------------------ში. 2019 წლის ივნისის თვიდან (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), 2019 წლის 28 ივლისამდე, ნასვამ მდგომა-რეობაში მყოფი მ------ ს---–-----–--ე მეუღლეს ნ---- ქ-----–---–ს, მომხდარი ურთი-ერთშელაპარაკების გამო, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თითოეუ-ლი ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ---- ქ-----–---–ი განიცდიდა ტანჯვას.
1995 წლიდან, ნ---- ქ-----–---–ი ქორწინებაში იმყოფება მ------ ს---–-----–--ესთან, ისინი ერთად ცხოვრობენ ზ----------–------–-------------------ში. 2019 წლის 28 ივ-ლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ზ----------–------–-------------------ში მდებარე სა-ცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ეჭვიანობის საფუძველზე მომხდარი ურთიერთშელა-პარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ------ ს---–-----–--ემ, სიტყვიერი შეუ-რაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ---- ქ-----–---–ს, რის შემდეგაც ხელის დარტყმით ჩაამ-სხვრია საცხოვრებელი სახლის კარის მინა, ამავდროულად სიცოცხლის მოსპობით დაე-მუქრა ნ---- ქ-----–---–ს. აღნიშნული ნ---- ქ-----–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნ-და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კ---- ს-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ------ ს---–-----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს აქვთ კონფლიქტური დამოკიდებულება, მ------ ს---–-----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუ-ქი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმ-ძიმეს, გარემოებებს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ------ ს---–-----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ ს---–-----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირ-ველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლ-საწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორ-ციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვ-რება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მ------ ს---–-----–--ემ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, წარსულში არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მ------ ს---–-----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწი-ნებით დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაუნიშნა – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძვე-ლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი მ------ ს---–-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ------ ს---–-----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიო-ნული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ ს---–-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვა-ლოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე დანაშაულისათვის დანიშწნული სასჯელი და საბოლოოდ მ------ ს---–-----–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
მ------ ს---–-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გა-უქმებულია.
მ------ ს---–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 28 ივლისიდან 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, მ------ ს---–-----–--ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინად-რობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცე-ვაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრ-დებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
დამატებით სასჯელის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტრო-ლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსუ-რათები CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამს-ხვრევები და მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili