განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003045937
საქმე №1ბ/1680-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ზ-------------–-ას,ადვოკატ - ზ-------------–-–---–ის მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ზ-------------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლ--------–--------------–-----ს მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული - 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–--------------------------------------------------------ში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით:
ლ----------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა -ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ლ---------–-----მ ჩაიდინა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 10 იანვარს, დაფუძნებული იქნა შპს „C------------------------” (ს/ნ 4--------). საწარმოს იურიდიული მისამართია: ქ-------–------------------------------------------–----------–----------------------------------------------------, ბინა 87. საწარმოს საქმიანობის სფეროდ განისაზღვრა საღებავების წარმოება და რეალიზაცია. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამავე წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რეგიონალური გაყიდვების აგენტის პოზიციაზე მუშაობდა ლ---------–-----. მის ვალდებულებას, სხვა საკითხებთან ერთად, წარმოადგენდა საწარმოს პროდუქციის მიწოდება დამკვეთებისთვის და შესაბამისი ანაზღაურების მიღება. საქმიანობის პროცესში, ლ---------–-----მ მიითვისა საწარმოს პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შპს „C-------------------------G” (ს/ნ 4--------) კუთვნილი თანხა 4665.83 ლარი, რამაც საწარმოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ზ-------------–-ამ და ითხოვა მასში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი, არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ზ-------------–-ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულ ლ---------–----ის ადვოკატმა ზ-------------–-–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ზ-------------–-ას საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ლ---------–----ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის - მ--------–---------------–---ს და მოწმეების - ვ------------–-------------------------------------------------–---------------–------------------–------------–------------–--–-----------------------–---–------------------------–---–-------------------------------–--------------------–-----------------------------------------------------–----------------ის გამოკითხვის ოქმებით; დათვალიერების 2019 წლის 17 იანვრის ოქმით; დათვალიერების 2019 წლის 24 იანვრის ოქმით; შრომითი ხელშეკრულების, ხელშეკრულების დანართების, სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშფაქტურების ამოღების 2019 წლის 22 თებერვლის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის 2019 წლის 22 თებერვლის ოქმით; თემატური რევიზიის 2019 წლის 29 მაისის აქტით; ელექტრონული საინფორმაციო ბაზების დათვალიერების 2019 წლის 04 და 13 ივნისის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ლ---------–----ის მიზანი თავიდანვე იყო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა საწარმოს პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შპს „C-------------------------G” (ს/ნ 4--------) კუთვნილი თანხა - 4665.83 ლარის ოდენობით, რაც განახორციელა კიდეც და დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშული და პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო:
დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე. მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან, შვიდ წლამდე, თანამდეობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა კანონმდებლობის ზემოთაღნიშნული მოთხოვნები; შეაფასა ლ---------–----ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; მხედველობაში მიიღო ასევე დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და განსაზღვრა სასჯელი ჯარიმის სახით. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ლ---------–-----ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, აღიარებს დანაშაულს, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულისადმი მიყენებული ზიანი ნაწილობრივ არის ანაზღაურებული, არ არის ნასამართლევი, ჩადენილი დანაშაულისათვის დადგენილი სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, სასამართლოს მიერ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ლ---------–----ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას; ამასთანავე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის მიერ ქმედება ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ლ---------–-----ს დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა - სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
ლ----------–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს -ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.
ლ---------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ლ---------–----ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულეები:
გამოთხოვილი DVD დისკი - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე