განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142219700098051
საქმე №1/აგ-146-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ--–-- კ------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენით:
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ შ--–-- კ------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
შ--–-- კ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ შ--–-- კ------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
შ--–-- კ------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამი წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
შ--–-- კ------–---–ს აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყო გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:
შ--–-- კ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
შ--–-- კ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ, შ--–-- კ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.
შ--–-- კ------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამი წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძვნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
შ--–-- კ------–---–ს აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
2019 წლის 6 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა შ--–-- კ------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა შ--–-- კ------–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა და მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ შ--–-- კ------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით; სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
მოცემულ შემთხვევაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენით, შ--–-- კ------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. შ--–-- კ------–---–ს 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. აღნიშნული შეზღუდვების ვადის დინება დაიწყო გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული შ--–-- კ------–---–ი უნდა გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. რაც შეეხება სასჯელს, შ--–-- კ------–---–ითვის აღნიშნული განაჩენით ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩათვლილია პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით - მოხდილია. საქმეში წარმოდგენილი პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომართვით დასტურდება, რომ დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული საზოდოებისათვის სასარგებლო შრომა შ--–-- კ------–---–მა მოიხადა 2014 წლის 9 იანვარს. ხოლო შ--–-- კ------–---–ისთვის აღნიშნული განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები დღეის მდგომარეობით აღდგენილია.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, შ--–-- კ------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მასვე, მსჯავრი დაედო ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ვინაიდან ჩამორთმეული ქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართავდა ავტომობილს) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, შ--–-- კ------–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. შ--–-- კ------–---–ს 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძვნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. აღნიშნული შეზღუდვების ვადის დინება დაიწყო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება), შესაბამისად, მსჯავრდებული შ--–-- კ------–---–ი უნდა გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. პალატა მიიჩნევს, რომ შ--–-- კ------–---–ი ასევე უნდა გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამარლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან შემდეგ გარემოებათა გამო:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენით შ--–-- კ------–---–ი მსჯავრდებული იქნა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისათვის, რისთვისაც დაენიშნა სასჯელი და სამი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით შ--–-- კ------–---–ის მსჯავრდების საფუძველი. როგორც აღინიშნა, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი). შესაბამისად, შ--–-- კ------–---–ი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება იმ ქმედებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის (სსკ-ის 381 მუხლი) შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც. შესაბამისად, ვინაიდან სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის მსჯავრდება გამოიწვია შ--–-- კ------–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებამ, რაც დღეის მდგომარეობით აღარ არის დასჯადი, შ--–-- კ------–---–ი უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. (საქმეზე წარმოდგენილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მომართვიდან ირკვევა, რომ შ--–-- კ------–---–ს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით გადახდილი არ აქვს). შ--–-- კ------–---–ს აღნიშნული განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები დღეის მდგომარეობით აღდგენილი აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ შ--–-- კ------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ--–-- კ------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე:
ცვლილება შევიდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენში.
შ--–-- კ------–---–ი გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
ცვლილება შევიდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენში.
მსჯავრდებული შ--–-- კ------–---–ი გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისაგან 2000 ლარის ოდენობით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
მანუჩარ კაპანაძე