განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2019
საქმის ნომერი
020100118002755286
ინსტანცია
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002755286

№1/ბ-761-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ---- ნ----ს ძე ნ---------ს მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ზუგდიდი, დ--------ს ქუჩა N8-.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით კ---- ნ---------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118- ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 7 ნოემბერს, დილის საათებში, ქ.ზუგდიდში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, კ---- ნ---------მ მეუღლესთან - ე-- თ--------სთან და შვილთან მ------ ნ---------სთან ერთად ფიზიკურად იძალადა დაზე - ნ---- ნ---------ზე და დისშვილზე - ქ--------ა ე-----ზე, რომლებთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ ნ---- ნ---------ს თმაზე მოქაჩა, მარჯვენა ხელის მუშტი რამოდენიმეჯერ ძლიერად დაარტყა თავში და ზურგზე, ერთხელ მუცელში ჩაარტყა ფეხი, რის გამოც ნ. ნ--------- წაიქცა, წაქცეულს სახეზე ტუჩებთან ერთხელ გაარტყა ხელი, აღნიშნული ქმედებებით ნ---- ნ---------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ხმაურზე ოთახში შემოვიდა ნ---- ნ---------ს შვილი - ქ--------ა ე-----, რა დროსაც კ---- ნ---------მ ნ---- ნ---------ს ჩაარტყა მუშტი თავში და ფეხი მუცელში, აღნიშნულით ნ---- ნ---------მ ისევ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგ კ---- ნ---------მ გასაშველებლად მოსულ ნ---- ნ---------ს შვილს- ქ--------ა ე-----ს მოქაჩა თმაზე, ორივე ხელის მუშტი დაახლოებით ათჯერ ძლიერად ჩაარტყა თავში და კისრის არეში, ხოლო ცხვირზე, მუცელზე და მარცხენა მუხლზე ორ-ორჯერ დაარტყა ფეხი და მუხლი, რის შედეგად ქ--------ე ე-----მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. კ---- ნ---------ს, ე-- თ--------ს და მ------ ნ---------ს მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ---- ნ---------მ და ქ--------ა ე-----მ მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლო 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით კ---- ნ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-31, 12-ე და 13-ე ნაწილების თანახმად გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით და აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 11 სექტემბრის N02/18/შ/პ/ზ-021 გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელი შინაპატიმრობის სახით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიე--ტა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ---- ნ---------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ოდენობით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლო 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა-----------ს მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით - წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილის სრულად დამატება.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ---- ნ---------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ქ--------ა ე-----ს და ნ---- ნ---------ს ასევე, ე-- თ--------ს, მ------ ნ---------ს, ლ-–-------ს, ნ---- ნ---------ს, თ---------- ნ---------ს და გ------–- ნ---------ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით, ანაწმენდების და ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სსგს ზუგდიდის სრ სამსახურიდან მიღებული მასალებით, ცნობებით ნასამართლობისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ, ნივთმტკიცებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ კ---- ნ---------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ კ---- ნ---------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტების სანქციის ფარგლებში, რაც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს კ---- ნ---------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელი განესაზღვროს ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლო 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი კ---- ნ---------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

კ---- ნ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-31, 12-ე და 13-ე ნაწილების თანახმად გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით და აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 11 სექტემბრის N02/18/შ/პ/ზ-021 გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელი შინაპატიმრობის სახით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიე--ტოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ---- ნ---------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ოდენობით.

მსჯავრდებულ კ---- ნ---------ს სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეწყოს სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 30 სექტემბრიდან.

მსჯავრდებულ კ---- ნ---------ს დანიშნულ სასჯელში მოხდილად ჩაეთვალოს 2019 წლის 07 ნოემბრიდან - 2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით (6 დღე) პერიოდი.

გაუქმებულია მსჯავრდებულ კ---- ნ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გამოყენებული ღონისძიება.

კ---- ნ---------ს დაუბრუნდეს აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მოეხსნას ყადაღა გ------–- ნ---------ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ზუგდიდი, დ--------ს ქუჩა N8--ში, საკადასტრო კოდი 43.31.42.011).

ნივთმტკიცება: ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე