განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002622630
საქმე №1ბ/878-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნ----------------–---–--
ადვოკატების: მ--------------–---–--------–--–----------–---–--
მსჯავრდებულის: ზ-----------–---–--
თარჯიმნის: ი------------------
მონაწილეობით,თ--–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------------------------–---–-- მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------ პ/ნ 2----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და მცხოვრები: თ--–---- რაიონი სოფელი ქ------------–---- დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სისხლის სამართლის საქმის მიხედვით ზ-----------–---–- ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ -საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
მანვე ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ - საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
მანვე ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი, პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ - საქართველოს სსკ-ის 111, 137-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ზ-----------–---–-- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
-2018 წლის 2 აგვისტოს ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე ქალაქ თ--–--–-- თ--–---- რაიონის სოფელ ქ------------–--–- მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ზ-----------–---–- თავის მეუღლეს ე------------------ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, ზ-----------–---–-- აიღო სახლში არსებული ელექტრო დამაკავშირებელი, გაეკიდა ე------------------ და ემუქრებოდა, რომ აღნიშნული საგნით დაახრჩობდა მას. ე------------------ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა განხორციელების საფუძვლიანი შიში და გაიქცა სახლიდან.
- 2018 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის 24 ივნისის ჩათვლით პერიოდში თ--–---- რაიონის სოფელ ქ------------–--–- საკუთარ საცხოვრებელ სახლში ზ-----------–---–- სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს ე------------------, კერძოდ, ხელის გამოყენებით ცემდა მას თავის არეში.
- 2018 წლის 26 ივლისსთ--–---- რაიონის სოფელ ქ------------–--–- საკუთარ საცხოვრებელ სახლში ზ-----------–---–-- გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა ე------------------ თავის არეში, რა დროსაც ე----------------- განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ზ-----------–---–-- მხრიდან განხორციელებული სისტემატური ფიზიკური ძალადობის შედეგად ე----------------- განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.
- 2017 წლის იანვარში დღის საათებში თ--–---- რაიონის სოფელ ქ------------–--–- მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლში ზ-----------–---–-- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ორსულ მეუღლეს ე------------------, კერძოდ, ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, იმავდროულად, ლანძღავდა მას. იმავე დღეს ღამის საათებში, სიცივეში გააგდო სახლიდან და არ აძლევდა ოთახში შესვლის საშუალებას. ე------------------ მასზე განხორცილებული ფიზიკური ძალადობის დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2016 წლის მაისის თვიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში ზ-----------–---–- სისტემატურად, ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა ორსულ მეუღლეს ე------------------, რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
- 2018 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში თ--–---- რაიონის სოფელ ქ------------–--–- საკუთარ საცხოვრებელ სახლში ზ-----------–---–- სისტემატურად, ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა თავის მეუღლეს ე------------------. ე----------------- მის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
- 2018 წლის 25 ივნისს ღამის საათებში თ--–---- რაიონის სოფელ ქ------------–--–- საკუთარ საცხოვრებელი სახლის საძინებელში ზ-----------–---–-- ძალადობით გააუპატიურა თავისი მეუღლე ე-----------------, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა მას. კერძოდ, სექსუალური ხასიათის შეღწევა განახორციელა თავისი სასქესო ორგანოს გამოყენებით ე------------------ უკანა ტანში, რა დროსაც რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტი ე------------------ წელის არეში. ე------------------- ძალადობის დროს განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
თ--–---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით, ზ-----------–---–- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (2018 წლის თებერვლის თვიდან 24 ივნისის ეპიზოდში) და გამართლდა.
ზ-----------–---–-, ასევე ნაწილობრივ გამართლდა და საქართველოს სსკ-ის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის თვის ეპიზოდი)წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა მაკვალიფიცირებელი ნიშანი „ძალადობა“.
ზ-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის თვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2 აგვისტოს ეპიზოდი), საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ-----------–---–- განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ-----------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 3 აგვისტოდან, 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო - 8(რვა)თვე და 14(თოთხმეტი) დღე და პატიმრობაში ყოფნის ერთი დღის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის - 5 საათზე გადაანგარიშებით, დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათი - ჩაეთვალა მოხდილად.
ზ-----------–---–-- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ -საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ზ-----------–---–-- ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 2 აგვისტოს ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე ქალაქ თ--–--–-- თ--–---- რაიონის სოფელ ქ------------–--–- მდებარე საკუთარ საცხოვრებლ სახლში ზ-----------–---–- თავის მეუღლეს ე------------------ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, ზ-----------–---–-- აიღო სახლში არსებული ელექტრო დამაკავშირებელი, გაეკიდა ე------------------ და ემუქრებოდა, რომ აღნიშნული საგნით დაახრჩობდა მას. ე------------------ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა განხორციელების საფუძვლიანი შიში და გაიქცა სახლიდან.
- 2016 წლის მაისის თვიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში ზ-----------–---–- სისტემატურად, ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა ორსულ მეუღლეს ე------------------. 2017 წლის იანვარში, დღის საათებში თ--–---- რაიონის სოფელ ქ------------–--–- მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ზ-----------–---–-- სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს - ე------------------. იმავე დღეს ღამის საათებში, სიცივეში გააგდო სახლიდან და არ აძლევდა ოთახში შესვლის საშუალებას. ე----------------- სისტემატური შეურაცხყოფით განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
- 2018 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში თ--–---- რაიონის სოფელ ქ------------–--–- საკუთარ საცხოვრებელ სახლში ზ-----------–---–- სისტემატურად, ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა თავის მეუღლეს ე------------------. ე----------------- სისტემატური შეურაცხყოფით განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ--–---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზ-----------–---–-- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის თვის ეპიზოდი)წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელი ნიშანით - „ძალადობით“, ხოლო სასჯელის სახით ბრალდების ყველა ეპიზოდში თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებების გამართლების, ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან მაკვალიფიცირებელი ნიშნის „ძალადობის“ ამორიცხვის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც უტყარად ადასტურებენ ზ-----------–---–-- ბრალეულობას. ასევე, სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, მის მიმართ გამოიყენა ზედმეტად ლმობიერ სასჯელი.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ ე------------------ ჩვენების მიხედვით, ის მეუღლესთან ზ-----------–---–---- ერთად ცხოვრობდა 6 წლის განმავლობაში. ჰყავთ ორი შვილი: ხუთი წლის ა--------- და ერთი წლისა და ექვსი თვის ე---–-- ზ-----------–---–---- კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფება. ზ-----------–---–-- მიერ მის მიმართ წარსულში განხორციელებული ძალადობის შესახებ პოლიციასთვის არ მიუმართავს. მან იმის თაობაზე, თუ როგორ სცემდა მეუღლე, უამბო სოციალურ მუშაკებს, კერძოდ, ა-------------–---–-- ამის შემდეგ, საღამოს მასთან მივიდნენ სოციალური მუშაკები, ა----------------------- და კითხვები დაუსვეს მას, მის მეუღლეს და მულს - ლ---------–---–-- იგი როდესაც სოციალურ მუშაკებს უყვებოდა თავის მდგომარეობაზე, ამ დროს ზ-----------–---–- აგრესიული გახდა და მისკენ გაიწია. ამის დანახვაზე სოციალურმა მუშაკებმა თქვეს, რომ ჩარევა იყო საჭირო. იგი მივიდა პოლიციაში და მოუყვა მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე. მისივე განმარტებით, როდესაც ე---–---- ფეხმძიმედ იყო, მისი მეუღლე მთვრალი იყო და აგინებდა, სცემდა, თავში ურტყამდა მუშტს, ხან სილას. დაზიანებებს არ ღებულობდა, რადგან ზ-----------–---–- ისეთ ადგილზე არ ურტყამდა, რომ დატყობოდა. მთვრალმა მეუღლემ ის, შვილთან ა---------სთან ერთად სახლიდან სიცივეში გააგდო. მან შვილთან ერთად მეზობლის კაკლის ხის ქვეშ გაატარა საღამო, შემდეგ მეზობელი გავიდა გარეთ და თავისთან შეიყვანა და იქ გაატარა ღამე. ორსულობის პერიოდში მეუღლეს მასზე სხვა დროსაც უძალადია. თუმცა ბავშვის გაჩენის შემდეგ, ცოტა ხანი მეუღლე მასზე აღარ ძალადობდა. როდესაც ბავშვი ერთი წლის გახდა, ზ----- ძალადობა განაგრძო, რაც თებერვლიდან ივლისამდე გრძელდებოდა. მეუღლე ურტყამდა მას, მუშტიც დაურტყამს, აგინებდა, გარეთ აგდებდა, ორსულობის პერიოდშიც გაუგდია გარეთ. მასზე ძალადობას მისი მული ლ--– შეესწრო, რომელიც იმ დროს რუსეთიდან იყო ჩამოსული. ერთხელ იგი შვილს თმას უკრავდა და ბავშვი ტიროდა. ამის გამო ზ----- იგი ცემა, მაგრამ ლ--- არაფერი უთქვამს. დაზარალებულის განმარტებით, ზ-------------–---–- მის მიმართ სექსუალური ძალადობაც განუხორციელებია, კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, თავისი შვილი ა--------- დედამისს ჰყავდა წაყვანილი. მეორე შვილი ე---–- დააძინა და თვითონ ცუდად იყო, წელი ტკიოდა და დასაძინებლად დაწვა. ამ დროს ზ---- გარეთ იყო გასული და მთვრალი შევიდა და უთხრა, რომ ამდგარიყო. რადგან არ დგებოდა, ძალით ააყენა, აიძულებდა სქესობრივ კავშირს, მაგრამ უარი უთხრა. შემდეგ დააგდო ლოგინზე, სცემდა და როდესაც ძალა დაკარგა მან, მაშინ უკანა ტანიდან დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. ამ დროს მან დაზიანებები მიიღო. ამ დღის შემდეგ იგი ძალიან ცუდად გახდა და ფეხზე ვერ დგებოდა. გამოკითხვის შემდეგ, როდესაც პოლიციიდან დაბრუნდა სახლში, ზ----- ჩხუბი დაუწყო, აგინებდა მას. აიღო დენის დამაგრძელებელი სადენი, გაეკიდა და ემუქრებოდა, რომ დაახრჩობდა. ის გადახტა ფანჯრიდან და გაიქცა. მივიდა მეზობელთან შ--------------–---–----- ზ---- მასთან მივიდა შ-------- სახლში და უთხრა, რომ მეორე დღეს ბავშვი წაეყვანა და წასულიყო თავის მშობლებთან. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ მუშაკს ა--------– ესაუბრა.
დაზარალებულმა უჩვენა, რომ მან პოლიციაში ამოიცნო სადენი, რითიც დასახრჩობად მისდევდა ზ-----------–---–-. მისი მეუღლე ხშირად სვამდა და როცა მთვრალი იყო, სულ ძალადობდა მასზე, ფსიქიკურადაც და ფიზიკურადაც. მას ყველაფერი ტკიოდა. შიშის გამო პოლიციაში არ მიდიოდა და თავის ნათესავებსაც ვერ ეუბნებოდა. იგი ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ და ფიზიკურ ტანჯვას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ე------------------ უკანა ტანის არეში რაიმე ახალი მექანიკური დაზაიანება არ აღენიშნება. უკანა ტანის მიდამოში აღენიშნება ნაწიბური, რაც წარმოადგენს ამავე მიდამოში არსებული ნასკდომის შეხორცების შემდგომ კვალს, რომელიც შესაძლოა განვითარებულიყო რაიმე ბლაგვი საგნის მოქმედებით(მათ შორის მამაკაცის ერეგირებული ასოთი)მისი ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან, ნასკდომის განვითრებიდან გასულია 2 კვირაზე მეტი. ასევე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ე------------------ უკანა ტანის მიდამოში აღენიშნება მოზრდილი(ბუასილი)კვანძი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ე------------------ სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სწორედ ამ მტკიცებულებებს იყენებს. სხვა რაიმე პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის გაუპატიურების, ან მასზედ განხორციელებული სისტემატური ცემისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტს, სასამართლოში არ გამოკვლეულა.
2018 წლის 15 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად ვერ დგინდება დაზარალებულის უკანა ტანის მიდამოში არსებული დაზიანების მიყენების მექანიზმი, ვინაიდან ის შესაძლებელია განვითარებულიყო, როგორც რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ან შესაძლებელია ყოფილიყო იმ დაავადების (ბუასილი) შედეგი, რომელიც აღენიშნებოდა დაზარალებულს. ამდენად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, სავარაუდო ხასიათისაა და პირის მსჯავრდებას საფუძვლად ვერ დაედება.
რაც შეეხება 2018 წლის 8 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მისი მიხედვით დაზარალებულს სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება და როგორც მტკიცებულება, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად აღებული ვერ ქმნის ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც თავის მხრივ აუცილებელი პირობაა გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა არასრულწლოვანი ა--------- ე-----–---–-- მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, რომელიც დაიკითხა კანონის სრული დაცვით და ადასტურებდა მამის მიერ დედაზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულწლოვანი მოწმის ა--------- ე-----–---–-- ჩვენება არ გაიზიარა იმ მოტივით, რომ სასამართლომ ვერ შეძლო ბავშვის ფსიქოლოგიური პორტრეტის შეფასება, ვინაიდან საქმეზე დაკითხული არ ყოფილა ფსიქოლოგი რ-----------------–-–---–-, რომელიც ესწრებოდა არასრულწლოვნის გამოკითხვას.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან იმისათვის, რომ 5 წლის ბავშვის ჩვენება გამოყენებული იქნეს როგორც მტკიცებულება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აუცილებელია სასამართლო დარწმუნდეს ბავშვი როგორ აღიქვამს და რა სიზუსტით გადმოსცემს მოვლენებს, როგორია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ინფორმაციის გადმოცემისას. ა--------- ე-----–---–-- გამოკითხვის ოქმი კი ამის საშუალებას ობიექტურად არ იძლევა. სწორედ ამიტომ იყო საჭირო თუნდაც გამოძიების პროცესში მომხდარიყო ფსიქოლოგის გამოკითხვა, რაც არ მომხდარა.
ამდენად, საქართველოს სსკ-ის 111, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებების ნაწილში ზ-----------–---–-- ბრალეულობის შესაფასებლად სასამართლოს რჩება მხოლოდ ერთი მტკიცებულება, დაზარალებულ ე------------------ ჩვენება.
პალატა განმარტავს, რომ კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. კონკრეტულ შემთხვევაში კი ფაქტობრივად არსებობს მხოლოდ დაზარალებულ ე------------------ ჩვენება, რომელიც ცალკე აღებული ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ შეიძლება დაედოს პირის მსჯავრდებას და გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 111, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებების, ასევე საქართველოს სსკ-ის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან მაკვალიფიცირებელი ნიშნის „ძალადობის“ ამორიცხვის ნაწილში, მსჯავრდებულ ზ-----------–---–-- ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ-----------–---–-- ბრალდების სამ ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
პალატის აზრით, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენა საკმაოდ მსუბუქი სასჯელის სახე, მით უმეტეს, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით საერთოდ გაათავისუფლა სასჯელის მოხდისაგან.
პალატა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვისას მხედველობაში იღებს ოჯახური დანაშაულის მომეტებულ სოციალურად საშიშ ხასიათს, ასევე, კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედების ინტენსიურ, განგრძობად ხასიათს და მიიჩნევს, რომ შემაკავებელი პრევენციის თვალსაზრისით მიზანშეწონილია ზ-----------–---–-- მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებული იქნეს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ არის და თავს დამნაშავედ ცნობს ბრლალდების იმ ეპიზოდებში, რაშიც მსჯავრი დაედო, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და სასჯელის გამკაცრების კუთხით თ--–---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ--–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თ--–---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
3. ზ-----------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
- ზ-----------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის თებერვლის თვიდან 24 ივნისის ეპიზოდში) და გამართლდეს.
- ზ-----------–---–-, ნაწილობრივ გამართლდეს და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის თვის ეპიზოდი)წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს მაკვალიფიცირებელი ნიშანი - „ძალადობა“.
- ზ-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის თვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2 აგვისტოს ეპიზოდი), საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით ეპიზოდი) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ-----------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.
4. მსჯავრდებულ ზ---- ე-----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 3 აგვისტოდან 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
5.პირობითი სასჯელის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ზ-----------–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზ-----------–---–-- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.
7. ნივთმტკიცება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ელექტრო დამაგრძელებელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი