განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
330210016001278251
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001278251

საქმე №2ბ/5764-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, მიხეილ გოგიშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტები - მ-----– ძ-----ა, ი----- ყ------–---–ი

წარმომადგენელი - გ----------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ რ-------- მ-------–---–ი

წარმომადგენელი - ი--------------ე

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ-------- მ-------–---–მა და მოითხოვა ამხანაგობა "-----ის", მის დამფუძნებელ წევრებს გ------- ქ---–---–ს, მ-----– ძ-----ას, ი----- ყ------–---–ს, რ-------- მ-------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროთ 15 480 აშშ დოლარის გადახდა. ასევე ითხოვა ამხანაგობა "-----ის", მის დამფუძნებელ წევრებს გ------- ქ---–---–ს, მ-----– ძ-----ას, ი----- ყ------–---–ს, რ-------- მ-------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროთ 1258 აშშ დოლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 208 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.1. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, რ-------- მ-------–---–ს და ამხანაგობა "-----ს" შორის გაფორმებული გაცვლის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე რ-------- მ-------–---–ს გადაეცა ქ.თბილისი, ა-–--------ის გ-------ი, #34-ში მდებარე ბინა #14, 86 კვმ. გადაცემული ბინა დატვირთული იყო იპოთეკით სს "-----------–--- ბანკის" სასარგებლოდ. მოპასუხე ვალდებულებას იღებდა, რომ ბინის ექსპლუატაციაში მიღებიდან 3 თვის ვადაში ბინას გაათავისუფლებდა იპოთეკისაგან. ბინა მიღებულია ექსპლუატაციაში 2014 წლის 16 ივლისს. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა მშენებელმა ბინა არ გაათავისუფლა უფლებრივი დატვირთვისაგან, რის გამოც იძულებული გახდა აეღო სესხი და შეესრულებინა ამხანაგობის ვალდებულება.

 

2. მოპასუხის შესაგებელი:

 

2.1. მოპასუხე გ------- ქ---–---–მა სარჩელი არ ცნო წარმოდგენილი შესაგებლით, თუმცა სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების უარმყოფი მოსაზრებები არ მიუთითებია.

 

2.2. მოპასუხე მ-----– ძ-----ამ ასევე არ ცნო სარჩელი წარმოდგენილი შესაგებლით, თუმცა სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების უარმყოფი მოსაზრებები არ მიუთითებია.

 

2.3. მოპასუხე ი-----ი ყ------–---–მა ასევე სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ ვინაიდან სს "-----------–--- ბანკის" მიმართ მოპასუხის ვალდებულება 15 480 აშშ დოლარის მოთოვნის თაობაზე დადასტურებული არ არის სასამართლოს ან სხვა საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ბანკის ეს მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. მოსარჩელე ვერ უთითებს, თუ რომელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა ბანკის ეს მოთხოვნა. შესაბამისად, მოსარჩელემ ყოველგვარი მოკვლევის და დასაბუთების გარეშე გადაუხადა ბანკს არ არსებული მოთხოვნის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება მოსარჩელისათვის ამხანაგობას არ გააჩნია.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით რ-------- მ-------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე - ამხანაგობა "-----ის" დამფუძნებელ წევრებს გ------- ქ---–---–ს, მ-----– ძ-----ას, ი----- ყ------–---–ს, რ-------- მ-------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისრათ 15480 აშშ დოლარის გადახდა. რ-------- მ-------–---–ს უარი ეთქვა მოპასუხეებისათვის 1258 აშშ დოლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე 208 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამხანაგობა "-----ის" დამფუძნებელ წევრებს გ------- ქ---–---–ს, მ-----– ძ-----ას, ი----- ყ------–---–ს რ-------- მ-------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 1154.04 (80 %) ლარის გადახდა. (იხ.გადაწყვეტილება)

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ-----– ძ-----ამ და ი----- ყ------–---–მა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

4.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ აღნიშნა და საერთოდ არ იმსჯელა მ-----– ძ-----ას სახელით წარდგენილ განცხადებაში დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ და ი----- ყ------–---–ის შესაგებელში. აღნიშნულში მითითებულია ის გარემოებები, რომ 2013 წლის 07 თებერვალს, „-----------–--- ბანკმა #2------ წერილით მიმართა ამხანაგობა „-----ი“-ს თავმჯდომარეს ი-----ი ყ------–---–ს, სადაც მიუთითა, რომ ბანკს, მათ შორის 2006 წლის 29 ივნისს გაფორმებული #5------- რეესტრის #1----- იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა არ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული იპოთეკა ექვემდებარებოდა გაუქმებას. იმავე დღეს ბანკმა თავისი 25/2889 წერილით საჯარო რეესტრისადმი, უარი განაცხადა ზემოთაღნიშნულ იპოთეკაზე, რომელიც რეგისტრირებული იყო ამხანაგობა მარსის კუთვნილ ქ. თბილისში, ალ. ყ------ის გ-------ი #34-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს.კ. 01.1.4.03.042..139 ფართით - 4020 კვ.მ. მიწისა და შენობის მთელ ფართობზე. როდესაც სს „-----------–--- ბანკმა“ 2015 წლის 29 ივლისის #25/17963 წერილით მიმართა მესაკუთრეს, ბანკზე 15480 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, 2006 წლის 29 ივნისის #5------- რეესტრის #1----- იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, ამით ფაქტობრივად მან მოატყუა რ-------- მ-------–---–ი და ხელმეორედ გადაახდევინა მას ამ იპოთეკით უზრუნველყოფილი და მოპასუხის მიერ უკვე შესრულებული ვალდებულების თანხა.

 

4.2. აპელანტების განმარტებით, ბანკის მოთხოვნა 15480 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმების თაობაზე, არ ყოფილა გამყარებული სასამართლოს ან სხვა საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით და ასეთი დაუსაბუთებელი მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა გადახდას მესაკუთრის მხრიდან, რადგან ის მოთხოვნა, რაც წარუდგინა ბანკმა მესაკუთრეს, შესრულებული ჰქონდა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის მხრიდან კრედიტორის დაკმაყოფილებისათვის გადახდილი ფულადი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 292-ე მუხლი, რომლის თანახმად უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.

 

7. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო გარემოებებისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

7.1. ამხანაგობა "-----ს" და რ-------- მ-------–---–ს შორის 05.03.2013 წელს დადებული გაცვლის ხელშეკრულებით, რ-------- მ-------–---–ს საკუთრებაში გადაეცა ამხანაგობა "-----ში" 86.0 კვმ. ბინა #14. საკადასტრო კოდით #0----------------------.

 

7.2. 12.03. 2013 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია 05.07.2006 წლის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკა სს "-----------–--- ბანკის" სასარგებლოდ, ასევე სს "-----------–--- ბანკის" სასარგებლოდ", 23.10.2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებული მეორე იპოთეკა, ასევე სს "-----------–--- ბანკის" სასარგებლოდ.

 

7.3. 05.03.2013 წელს დადებული გაცვლის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად ამხანაგობა ვალდებულებას იღებდა მშენებარე კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებიდან 3 თვის განმავლობაში გაეთავისუფლებინა ბინა უფლებრივი შეზღუდვისაგან.

 

7.4. ქ. თბილისი, ყ------ის გ-------ი #34-ში მდებარე მშენებარე კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული იქნა 2014 წლის 16 ივლისს.

 

7.5. 07.02.2013 წლის საქართველოს ბანკის წერილების თანახმად სს „-----------–--- ბანკსა“ და ამხანაგობა „-----ს“ შორის გაფორმებული 29.06.2006 წ. #5------- იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „-----------–--- ბანკს“ მოთხოვნა არ გააჩნია.

 

7.6. 29.07.2015 წლის წერილით, რ-------- მ-------–---–ს განემარტა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება #5-------, დამოწმებული 29.06.2006წ და 23.10.2012 წელს დამოწმებული #5-------–, იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამხანაგობა "-----ის" ანგარიშზე 15 480 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, სს „-----------–--- ბანკი“ უძრავ ქონებას გაათავისუფლებდა უფლებრივი შეზღუდვისაგან.

 

7.7. 21.05.2015 წელს რ-------- მ-------–---–მა წერილით მიმართა ამხანაგობა მარსის თავმჯდომარეს ი-----ი ყ------–---–ს და ითხოვა წერილის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში ხელშეკრულების საგნის ბანკის იპოთეკისაგან განთავისუფლება.

 

7.8. რ-------- მ-------–---–მა სს "-----------–--- ბანკთან" გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხი და დაფარა ამხანაგობა "-----ის" დავალიანება 30.07.2015 წელს, რის შემდგომაც 30.07.2015 წელს სს "-----------–--- ბანკმა" გასცა თანხმობა იპოთეკის გაუქმების შესახებ.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ რ-------- მ-------–---–ის მიერ 15 480 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ განხორციელდა სს „-----------–--- ბანკის“ იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, რომლის თაობაზეც აღნიშნული უფლების განხორციელებამდე ეცნობა ამხანაგობა „,-----ის“ თავმჯდომარეს ი-----ი ყ------–---–ს, რომელსაც არანაირი ღონისძიება არ განუხორციელებია.

 

8. პალატა განმარტავს, რომ იპოთეკის სანივთო უფლების აქცესორული ბუნება ნიშნავს არა იპოთეკით უზრუნველყოფილი საგნის შეძენის შემთხვევაში ვალდებულების შემძენზე გადასვლას, არამედ იპოთეკის არსებობას მანამ, ვიდრე იარსებებდა უზრუნველყოფილი მოთხოვნა. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე გახდა ქონების მესაკუთრე, რომელიც სხვა პირის ვალდებულებას უზრუნველყოფდა. იგი რაიმე სამართლებრივ ურთიერთობაში სესხის ხელშეკრულების კრედიტორთან ან მოვალესთან არ იმყოფებოდა, ამასთანავე, მან შეასრულა კრედიტორის (გამსესხებელი) წინაშე მოვალის ვალდებულება. ამ ფაქტების სამართლებრივი ანალიზისათვის პალატამ ხელმძღვანელობს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (იხ სუსგ საქმეზე ას-363-339-2017)

 

აღნიშნულის შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იპოთეკის მესაკუთრის მიერ ვალდებულების შესრულების გამო მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოვალის (ვალდებული პირი) მიმართ და მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ დასაბუთებულია.

 

ამასთან რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა გადახდას, რადგან ის მოთხოვნა, რაც წარუდგინა ბანკმა მესაკუთრეს, შესრულებული ჰქონდა, აღნიშნულს პალატა ვერ გაზიარებს და მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეზეა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სს „-----------–--- ბანკის“ მიმართ ვალდებულება შესრულებული ჰქონდა და კრედიტორს არ ჰქონდა მოთხოვნის უფლება მესაკუთრის მიმართ. საქმეზე წარმოდგენილი 21.05.2015 წლის რ-------- მ-------–---–ის წერილით ამხანაგობა მარსის თავმჯდომარეს ი-----ი ყ------–---–ის მიმართ, რომელიც ჩაბარდა ამ უკანასკნელს, დგინდება რომ, მესაკუთრე ითხოვა წერილის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში ხელშეკრულების საგნის ბანკის იპოთეკისაგან განთავისუფლებას. ამ წერილის საპასუხოდ კი ამხანაგობამ არც გადახდის ვალდებულება იკისრა და არც „-----------–--- ბანკის" 07.02.2013 წლის წერილების შესახებ აცნობა მოსარჩელეს. ყოველივეს შემდგომ კი მესაკუთრემ თავად შეასრულა კრედიტორის წინაშე ვალდებულება.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ-----– ძ-----ას და ი----- ყ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

მიხეილ გოგიშვილი