განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117001816150
საქმე №1ბ/740-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ნ--------------–--
ადვოკატის: მ----------------
მონაწილეობით,ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო---------------- მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ რეგისტრირებული: გ--–----------–------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენით, ო--------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ო---------------- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 იანვარს, ღამის საათებში, ქ-------–--–------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო---------------მ სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა იქვე მდგარი „------------- ფირმის ა/მანქანის (სახ. №---------- ორ ცალ გვერდითა უკანა ხედვის სარკეს, რა დროსაც მისი ქმედება აღკვეთეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–--- რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ო---------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო კანონის მოთხოვნებს და დაუსაბუთებლად გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით: ოპერატიული ინფორმაციით, გამომძიებლების - ი-----–-------------------------------------------------------–---–-- ჩვენებებით და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, ასევე, დაზარალებულ ვ-–------------------------------–-–----------------- ჩვენებებით, ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ო---------------- მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სასამართლომ თავისი ინტერპრეტაციით გადმოსცა მოწმე ლ-–-------–----- ჩვენება, რაც არ შეესაბამებოდა თავად მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებას.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო არ დაეყრდნო საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცეულებებს, რომლებიც საკმარისი იყო ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
აპელანტის ასეთი მსჯელობა აშკარად არ გამომდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ 2017 წლის 17 იანვარს ღამის საათებში, თ---–--–------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო---------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მუქი ფერის ჩარჩოში ჩასმული ავტომანქანის გევრდითი უკანა ხედვის სარკე, ხოლო მის მფლობელობაში არსებული „------------- მარკის, სახ. ნომრით S--------- ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ანალოგიური მეორე სარკე. ასევე, ზემოხსენებულ მისამართზე განთავსებული ლ-–----------------- კუთვნილი, „------------- მარკის, სახ. ნომრით - M--------- ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად დგინდება, რომ ავტომანქანის კარზე, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, დამონტაჟებულია სარკის ბუდეები, რომლებშიც არ არის სარკეები. თუმცა, მოწმეთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა ვერ მიიჩნევს უტყუარ გარემოებად, რომ აღნიშნული ავტომანქანის სარკეები არის სწორედ ისინი, რაც ამოღებული იქნა ო---------------- პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას და სწორედ ეს უკანასკნელი დაეუფლა ლ-–----------------- კუთვნილი ავტომანქანის სარკეებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------------ განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქ.თ---–--–------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ო---------------, რომელმაც იქვე გაჩერებული „------------- მარკის ავტომანქანიდან მოიპარა უკანა ხედვის ორი ცალი სარკე, მათგან ერთი უნდა ჰქონოდა თან, ხოლო მეორე მის სარგებლობაში არსებულ იმავე მარკის ავტომანქანაში. მოწმემ აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–------------- განაცხადა, რომ 2017 წლის იანვრის მდგომარეობით, მუშაობდა ქ. თბილისის გ-–-----------–------- სამმართველოს მ--- განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. შემთხვევის დღეს, თანამშრომელ ზ------------ ინფორმაციული პატაკის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ქ.თ---–--–------–-------------ის მიმდებარედ მყოფ ო---------------- მოპარული ჰქონდა „------------- ფირმის ავტომანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკეები, მოწმე თანამშრომლებთან - გ--------------–---–--------------------------------- ერთად გავიდა ხსენებულ მისამართზე. მათ შემთხვევის ადგილზე შენიშნეს პიროვნება, რომელიც ვინაობის დადგენის შემდეგ აღმოჩნდა ო---------------. ამ უკანასკნელს წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რის შემდეგაც ჩატარდა პირადი ჩხრეკა და ო---------------- ხელიდან ამოღებული იქნა „------------- მარკის ავტომანქანის სარკე. მათ ასევე ჩაატარეს ო---------------- მფლობელობაში არსებული იმავე ფირმის ავტომანქანის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს ანალოგიური მეორე სარკე. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პატაკში მითითებული ავტომანქანაც, რომელსაც ვიზუალური დათვალიერების შედეგად არ აღმოაჩნდა არც ერთი სარკე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------–---–-- განაცხადა, რომ 2017 წლის 17 იანვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თანამშრომელ ზ------------ მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან - ი-----–------------------------------------------ ერთად გავიდა ქ------–--–------–--- ქუჩაზე. მათ შემთხვევის ადგილზე შენიშნეს პიროვნება, რომელსაც წარუდგინეს მოწმობები, გამოკითხეს ვინაობა და დადგინდა, რომ იყო ო---------------. ასევე, ტერიტორიის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პატაკში ნახსენებ ავტომანქანას არ ჰქონდა უკანა ხედვის სარკეები. ამის შემდეგ ო---------------- გაეცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ და მისი პირადი ჩხრეკისას მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა „------------- ფირმის მუქი ფერის ჩარჩოში ჩასმული ავტომანქანის სარკე. ამის შემდეგ, მათ ჩაატარეს ო---------------- მფლობელობაში არსებული იმავე ფირმის ავტომანქანის ჩხრეკა, საიდანაც, კარის სათავსოდან ამოიღეს ანალოგიური ფორმის მეორე სარკე. ავტომანქანის ჩხრეკის დასრულების შემდეგ განხორციელდა ო---------------- დაკავება.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე რ-------------------
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა გ------------–-------–---–--------–-----------–--------------------------------–-------------------–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
ზემოაღნიშნული პირების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია საქმის მასალებში წარმოდგენილ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებთან, კერძოდ:
2017 წლის 17 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ო---------------- პირადი ჩხრეკისას, მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა მუქი ფერის პლასტმასის ჩარჩოში ჩასმული გვერდითა უკანა ხედვის სარკე. სარკის ზედაპირი არის უსწორმასწორო, გააჩნია ორი ცალი ლითონის და ერთი ცალი თეთრი პლასტმასის სამაგრი.
2017 წლის 17 იანვრის ავტომანქანა „------------- ჩხრეკის ოქმის თანახმად, ო---------------- მფლობელობაში არსებული „------------- ფირმის ავტომანქანის (სახ. №---------) წინა მარცხენა კარის სათავსოდან, ამოღებული იქნა ერთი ცალი გვერდითა უკანა ხედვის სარკე, რომელიც ჩასმულია მუქი ფერის პლასტმასის ჩარჩოში, სარკის უკანა ზედაპირი არის უსწორმასწორო, გააჩნია ორი ცალი ლითონის და ერთი ცალი პლასტმასის სამაგრი.
2017 წლის 17 იანვრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ლ-–----------------- კუთვნილი „--------------–--- მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით M--------- ავტომანქანის კარებზე მარჯვენა და მარცხენა მხარეს დამონტაჟებული იყო გვერდითა ხედვის სარკეების ბუდეები, რომლებშიც თავად სარკეები არ იყო. სხვა დაზიანება ავტომანქანას არ აღენიშნებოდა. აღნიშნული ავტომანქანა ექსპერტებმა დაამუშავეს სპეციალური ფხვნილით, თუმცა საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი არ დადგენილა, რაიმე სახის კვალი ამოღებული არ ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილას გამოცხადებული და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციის თანამშორმლების ჩვენებები ერთი შეხედვით არის თანმიმდევრული, ხოლო შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების ოქმები სრულყოფილი, მათ საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის გამყარებული ისეთი ხასიათის უტყუარი მტკიცებულებით, რომლებიც აშკარად მიუთითებდნენ ო---------------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. სამართალდამცავები არ არიან უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემსწრე პირები, მათ არ დაუნახავთ ჰქონდა თუ არა რაიმე შემხებლობა ო---------------- დაზარალებულის კუთვნილ ავტომანქანასთან. ბრალდებული მხოლოდ „------------- მარკის ავტომანქანის სარკით ხელში შენიშნეს პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ. მათი ჩვენებების ანალიზის შედეგად შეუძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ ო----------------აგან ამოღებული და იქვე მდგომი „------------- მარკის ავტომანქანიდან დაუფლებული სარკეები არის ერთდაიგივე. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ამ ნაწილში ვერ აკმაყოფილებენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს.
საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ო---------------- მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილია დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, რა დროსაც ავტომანქანის შესაბამისი მასალით დამუშავების შედეგად მასზე არ გამოვლინდა არანაირი სახის კვალი. ო---------------- შემხებლობა დაზარალებულის კუთვნილ ავტომანქანასთან არ დასტურდება არც საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ 2017 წლის 17 იანვარს შემთხვევის ადგილზე მყოფ ო----------------თან ახლოს გაჩერებულ „--------------–--- მარკის ავტომანქანასზე, სახ. ნომრით M--------- დამონტაჟებულ გვერდითა ხედვის სარკის ბუდეებში აღარ იყო თავად სარკეები, არ მიუთითებს ო---------------- მიერ მათ დაუფლებაზე, ვინაიდან თავად დაზარალებულებსაც არ შეუძლიათ განმარტონ, თუ როდის ნახეს ბოლოს მათი ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა საარკეებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ვ-–------------------------- განაცხადა, რომ 2017 წლის 17 იანვარს იმყოფებოდა ქალაქგარეთ, რა დროსაც დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი და შეატყობინა მის საკუთრებაში არსებული „------------- ფირმის ავტომანქანაზე (სახ. №---------- დამაგრებული გვერდითა უკანა ხედვის სარკეების ქურდობის შესახებ. მოწმის განმარტებით, ამ დროს კუთვნილი ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა ქ. თ---–--–------–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დააყენა შემთხვევიდან დაახლოებით 3 დღით ადრე. ამის შემდეგ, იგი დაუკავშირდა თავის შვილს - ლ-–------------------ რომელიც მივიდა შემთხვევის ადგილზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–----------------- განაცხადა, რომ მისი ოჯახის კუთვნილი „------------- ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით M--------- შემთხვევის ადგილზე დააყენეს შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე. 2017 წლის 17 იანვარს, საღამოს საათებში, მას დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც გავიდა ხსენებულ ავტომანქანასთან და ნახა, რომ მას აღარ ჰქონდა გვერდითა უკანა ხედვის სარკეები. მოწმემ ჩვენების მიცემისას არ გამორიცხა დამნაშავის მიერ ავტომანქანის სარკეების წინა დღით მოპარვაც, ვინაიდან სადავო სარკეები ბოლოს როდის შენიშნა ავტომანქანაზე არ ახსოვს.
რაც შეეხება ბრალდებულ ო---------------- პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ავტომანქანის სარკეების და „------------- მარკის ავტომანქანიდან, სახ. ნომრით M--------- მოხსნილი სარკეების იდენტურობას, აღსანიშნავია, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი ავტომანქანის მარჯვენა გვერდითა უკანა ხედვის სარკის მინაზე არსებული დაზიანება დამახასიათებელია მისი როგორც მკვრივი, ასევე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) ურთიერთქმედებისათვის. გამოკვლევაზე წარმოდგენილი სარკეები დამზადებულია ქარხნული წესით და თავისი ფორმით, აგებულებითა და მათზე დატანილი მარკირებების მიხედვით, წარმოადგენენ მარჯვენა და მარცხენა გვერდითა უკანა ხედვის სარკეებს, რომლებიც განკუთვნილია 1999 წელს გამოშვებული ავტომანქანებისთვის „M---------------------- ხოლო კონკრეტულად მიეკუთვნება თუ არა წარმოდგენილი დეტალები „------------- ფირმის ავტომანქანას (სახ. №---------- მოცემულ შემთხვევაში დადგენა შეუძლებელია. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ------------------
ამდენად, წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულისაგან ამოღებული და დაზარალებულის კუთვნილი ნივთების იდენტურობის თვალსაზრისით არ არის კატეგორიული ხასიათის. იმ პირობებში, როდესაც თავად ო---------------ც სარგებლობდა „------------- მარკის ავტომანქანით, დასკვნის შედეგებიდან გამომდინარე შეუძლებელია მტკიცება, რომ ო---------------- ხელში და მის ავტომანქანაში არსებული სარკეები მოხსნილი ჰქონდა ნამდვილად M-------- სახელმწიფო ნომრების მქონე „------------- ფირმის ავტომანქანიდან.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე წარმოაჩენს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსს, თუმცა ვერ უთითებს, რომელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ქმნის იმ ლოგიკურ ჯაჭვს, რომელთა საფუძველზეც შეიძლება შეფასდეს პირის ბრალეულობა. მოცემულ შემთხვევაში საეჭვოა არაერთი ფაქტობრივი გარემოება, ყოველგვარი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ლ-–--–-----–--- ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 15 იანვარს საკუთარი (ლ-–--–-----–---) „------------- ფირმის ავტომანქანით (სახ. №--------) წამოიყვანა მეგობარმა გ------------–---–------------–--–- და მიიყვანა ე--–--- ქუჩაზე მცხოვრები ნათესავის - ო---------------- სახლთან. მისი კუთვნილი ავტომანქანა გააჩერა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 16 იანვარს, იგი ფეხით წავიდა პირად საქმეებზე, ხოლო ავტომანქანის გასაღები დატოვა ო--------- და ურჩია ნივთების ჩალაგება, რადგან ეს უკანასკნელი დასავლეთში მასთან ერთად აპირებდა უკან დაბრუნებას. გვიან ღამით ფეხით გადაადგილდებოდა ო---------------- საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რა დროსაც გზად შენიშნა პოლიციის თანამშრომლები და ო---------------. მოწმემ ადგილზე მისვლისას გაარკვია, რომ ეს უკანასკნელი დაკავებული იყო ბრალდებულის სახით, თუმცა ქმედების დეტალები მისთვის უცნობია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–-------–----- განაცხადა, რომ არის ო---------------- დიდი ხნის მეგობარი. გარკვეული პერიოდით ადრე, ზუსტად წელი არ ახსოვს, მან ო---------------- ე-–----- ბაზრობაზე მდებარე მისივე ოფისიდან აჩუქა „------------- ფირმის ავტომანქანის ნაწილები, მათ შორის იყო გვერდითა უკანა ხედვის სარკეებიც. მოწმემ პროკურორის კითხვაზე დააზუსტა, რომ ო---------------- გადასცა თვითონ სარკე, ბუდის გარეშე, იგი ვერ ხვდება კითხვას რა იგულიხმება სარკის ბუდეში, მის მიერ მიცემული სარკე იყო თავის ჩასასმელში, სადაც მიმაგრებულია სარკე. ნივთის გაჩუქებიდან დაახლოებით 1 კვირაში, მან კვლავ ნახა ო---------------, რომელმაც უთხრა, რომ მისი ნაჩუქარი ნივთების გამო დააკავეს პოლიციელებმა. ვინაიდან აღნიშნული ნივთები ლ-–-------–---- ჰქონდა პირადად შეძენლი და ეკუთვნოდა მას, ო---------------- უთხრა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებინა ადვოკატისთვის და საჭიროების შემთხვევაში მისცემდა ჩვენებას. თავად ო---------------- კი იგი არ ჰყავდა ნახსენები სამართალდამცავებთან, ვინაიდან პრობლემები არ შეექმნა მისთვის.
ბრალდების მხარე ცდილობს მოწმე ლ-–-------–----- ჩვენება განმარტოს იმგვარად, თითქოს მან იცრუა სასამართლოს წინაშე და ამოძრავებდა მხოლოდ ო----------------ათვის პასუხისმგებლობის არიდების მიზანი, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია ცალსახად იმის მტკიცება, რომ ლ-–-------–----- ო---------------- სარკეები აჩუქა თავისივე ბუდით, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელისაგან ამოღებული იქნა სარკეები ბუდის გარეშე, მხოლოდ სამაგრებით (ჩარჩოებით). მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ იგი ვერ ხვდება რა იგულისხმება სარკის ბუდეში, მისი განმარტებით, სარკე იყო თავისი ჩასასმელით. ხოლო მისი ჩვენებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის მტკიცება ეს ჩასასმელი არის სარკის ჩარჩო, რომლითაც შემდგომში სარკე მაგრდება ბუდეზე, თუ უშუალოდ სარკის ბუდე. ამდენად, მსგავსი შინაარსის ინფორმაციის საფუძველზე, მოწმის ცალსახა დისკრედიტაცია დაუშვებელია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ო---------------- მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არ ემყარება მოწმე ლ-–-------–----- ჩვენებას. განსახილველ შემთხვევაში არსებითია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ვ----------------------- კუთვნილი ავტომანქანიდან სარკეების ო---------------- მიერ მოხსნის ფაქტს, ო---------------- შემხებლობას ხსენებულ ავტომანქანასთან და მისგან ამოღებული და დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანის სარკეების იდენტურობას. აღნიშნული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები შეუძლებელია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ო---------------- ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ო---------------- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ო--------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ო---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
5. გამართლებულ ო---------------- უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
- ო---------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი სარკე სამაგრებით, ასევე მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი სარკე სამაგრებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
- 2 ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.
7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი