განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119003030882
საქმე №1ბ/1596-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ა----------–---–--
მსჯავრდებულის: ნ-----------------–---–--
მონაწილეობით,თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------------------------------------–---–-- მიმართ, დაბადებული 1-----–-–----------–---- პ/ნ 2----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ------–-------------------------–------------–---------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სისხლის სამართლის საქმის მიხედვით ნ-----------------–---–- ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია- საქართველოს სსკ-ის 111178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
მანვე, ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა-საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ნ-----------------–---–-- ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 01 მაისს, დაახლოვებით 14:00 საათზე, ქ------–--------------------------თან არსებული გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ №-- მიკროავტობუსების გაჩერებასთან ნ-----------------–---–-- რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს თ---------------- როგორც ქალს და მის ყოფილ მეუღლეს არ ჰქონდა მუშაობის უფლება, უნდა ყოფილიყო ბავშვებთან სახლში, უნდა დამორჩილებოდა ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის მითითებებს და ,,ქალისთვის შესაბამისი სოციალური როლი” უნდა მოერგო. თ--------------- ნების საწინააღმდეგოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა ამ უკანასკნელის სამსუნგის ფირმის ,,----ის 600 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს, რითაც თ--------------- მიადგა 600 (ექვსასი) ლარის მნიშნვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
- 2019 წლის 1 მაისს, დაახლოვებით 17:00 საათზე, ქ------–----------------------–---------- ქუჩის კვეთასთან ნ-----------------–---–-- რომელსაც მიჩნდა, რომ მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს თ---------------- როგორც ქალს და მის ყოფილ მეუღლეს არ ჰქონდა მუშაობის უფლება, უნდა ყოფილიყო ბავშვებთან სახლში, უნდა დამორჩილებოდა ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის მითითებებს და ,,ქალისთვის შესაბამისი სოციალური როლი“ უნდა მოერგო. თ-------------- ფსიქიკურად აიძულებდა არ წასულიყო საზღვარგარეთ, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, განუცხადა, რომ ვერ წავიდოდა საზღვარგარეთ და მისი ნათქვამის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც თ-------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდგომ წ---------- ქუჩიდან, სახლში მიმავალ თ-------------- მობილური ტელეფონის მეშვეობით კვლავ დაემუქრა ნ-----------------–---–- მოკვლით, განუცხადა, რომ მაინც არ გაახარებდა, მოკლავდა და ვერსად წავიდოდა, რა დროსაც თ--------------- კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ნ-----------------–---–-- თ--------------- ფსიქიკურად აიძულა არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლება იყო, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა, რომ არ წასულიყო საზღვარაგარეთ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით, ნ-----------------–---–- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა წარდგენილ ბარალდებაში;
ნ-----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი)წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 400(ოთხასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ნ-----------------–---–-- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთას, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი)წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 400(ოთხასი)ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ნ-----------------–---–- სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2019 წლის 2 მაისიდან 2019 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
ნ-----------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 1 მაისს, დაახლოვებით 17:00 საათზე, ქ------–----------------------–---------- ქუჩის კვეთასთან ნ-----------------–---–-- რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს თ---------------- როგორც ქალს და მის ყოფილ მეუღლეს არ ჰქონდა მუშაობის უფლება, უნდა ყოფილიყო ბავშვებთან სახლში, უნდა დამორჩილებოდა ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის მითითებებს და ,,ქალისთვის შესაბამისი სოციალური როლი“ უნდა მოერგო. თ-------------- ფსიქიკურად აიძულებდა არ წასულიყო საზღვარგარეთ, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, განუცხადა, რომ ვერ წავიდოდა საზღვარგარეთ და მისი ნათქვამის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც თ-------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდგომ წ---------- ქუჩიდან, სახლში მიმავალ თ-------------- მობილური ტელეფონის მეშვეობით კვლავ დაემუქრა ნ-----------------–---–- მოკვლით, განუცხადა, რომ მაინც არ გაახარებდა, მოკლავდა და ვერსად წავიდოდა, რა დროსაც თ--------------- კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ნ-----------------–---–-- თ--------------- ფსიქიკურად აიძულა არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლება იყო, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა, რომ არ წასულიყო საზღვარაგარეთ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნ-----------------–---–-- საქართველოს სსკ-ის 111,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დაზარალებულისა და მოწმე ნ-----–------------- ჩვენებებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებდნენ ნ-----------------–---–-- ბრალეულობას ბრალდების ამ ეპიზოდში.
დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ თ-------------- ჩვენებით დგინდება, რომ 2009 წელს დაქორწინდა ნ-----------------–---–---- 2019 წელს სამსახურის დაწყების შემდეგ აერია ურთიართობა მეუღლესთან. ნ-------------------–---–- ეჭვიანობდა, ხშირად ხვდებოდა ქუჩაში, სთხოვდა სამსახური დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც 2019 წელს პოლიციის მიერ მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოწერა. 2019 წლის 1 მაისს მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ ისადილეს ვ-----–-- მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნ--------- უთხრა ტელეფონი ეთხოვებინა მისთვის, რათა ენახა მოკლეტექსტური შეტყობინებები. ბევრი თხოვნის შემდეგ გადასცა ტელეფონი ნოდარს. დაზარალებულის განმარტებით, არ უნდოდა, მეუღლეს ტელეფონი ენახა, რადგანაც მასში ჰქონდა პ---–------–- გასამაგზავრებელი ბილეთები და მას არ ჰქონია იმის განცდა, რომ ტელეფონს არ დაუბრუნებდა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 3.07.19; 17:36:54 -17:39:07). ის დაბრუნებაზე უარის თქმის შემდეგ წავიდა სახლში დედასთან. საღამოს საათებში ნ-----------------–---–- ეკონტაქტებოდა დედის ტელეფონზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც იძლებული გახდა მომხდარი ფაქტი ეცნობებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. დაზარალებულმა მიუთითა, რომ მან პოლიციაში მომხდარის შესახებ განაცხადა არა იმიტომ, რომ მისმა მეუღლემ ტელეფონი წაართვა, არამედ მისი მხრიდან მუქარის გამო. ჩვენების მიცემისას ყველა სიტყვისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ტელეფონის ძარცვა მისი მეუღლის მხრიდან იყო შეუძლებელი და არც უთქვამს, რომ ტელეფონი წაართვეს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 3.07.19; 17:47:02-17:48:37).
პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე მსჯავრდებულის ქმედებაში არ არსებობს ძარცვის, არც ობიექტური და არც სუბიექტური ნიშანი. მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ნივთის აშკარა დაუფლებას, ვინაიდან თ-------------- ჩვენებიდან დასტურდება, რომ მან თავად გადასცა ტელეფონი ნ-----------------–---–-- რაც გამორიცხავს მსჯავრდებულის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას. ასევე, დაზარალებულის ჩვენებით არ დასტურდება მსჯავრდებულის ქმედებაში ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რადგანაც დაზარალებულის განმარტებით, მეუღლე ეჭვიანობდა და ტელეფონი გამოართვა მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დათვალიერების მიზნით და არც ჰქონია იმის განცდა, რომ ტელეფონს არ დაუბრუნებდა.
ამდენად, დაზარალებულის ჩვენების ანალიზის საფუძველზე, მსჯავრდებულის ქმედებაში ძარცვის შემადგენლობისათვის აუცილებელი ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების არარსებობის გამო, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დაასაბუთოს მსჯავრდებულ ნ-----------------–---–-- მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტი.
აც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას ნ-----–------------- გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით. მოწმე არსად არ უთითებს, რომ მის შვილს ყოფილმა მეუღლემ წაართვა ტელეფონი. ამასთან, ის უშუალო ფაქტის შემსწრე მოწმე არ არის და გადმოსცემს თ-------------- ნათქვამს, რომელიც თავის მხრივ გამორიცხავს ტელეფონის ძარცვის ფაქტს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედებას საქართველოს სსკ-ის 111178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და არ არსებობს მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი.
- პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ-----------------–---–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაწილით წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ისე მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებით.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ნ-----------------–---–-- როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელი და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ნ------------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ი 111 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ნ------------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 400(ოთხასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ნ------------------–---–-- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი)წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 400(ოთხასი)ლარის ოდენობით.
4. მსჯავრდებულ ნ------------------–---–- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 2 მაისიდან 2019 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ------------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო - გაუქმებულია.
6. ნივთმტკიცება:
- მობილური ტელეფონი და ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი