განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001657347
საქმე №3ბ/1800-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - დ----- მ---------ე
წარმომადგენლები - დ----- ვ-–------ი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ლ--- ჯ---–--ე
მესამე პირები (ასკ 16.2 მუხლი) - მ-----–- ს------–--ე, მ--–---- ი-----–---ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
1.1.აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დ----- მ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 1----–-–-----------------ს ,,ს---------------ის” მიერ ც-----ი მ---------ის სახელზე გაიცა №----- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ც-----ი მ---------ეს გადაეცა გ-–----ში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (№---). აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართული სქემატური გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთზე იდგა შენობა-ნაგებობა. მიწის ნაკვეთის (ს/კ №------------) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, 2----–-–-----------------ს ც-----ი მ---------ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისი, სოფელ გ-–----ში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 1----–-–----------------ის №----- მიღება-ჩაბარების აქტი.
2----–-–---------------ს გაცემული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ც-----ი მ---------ემ 3 თვის ვადით მ--–---- ი-----–---ს ასესხა 2360 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა ც-----ი მ---------ის საკუთრებაში არსებული 0.06 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი გ-–----ი (ს/კ№------------). სანოტარო აქტის თანახმად, ც-----ი მ---------ის საკუთრების უფლება დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის 1-----–-–------------------ის №----- მიღება-ჩაბარების აქტით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.
მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ,,ბ----------ის“ 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ--–---- ი-----–---ის საარბიტრაჟო პრეტენზია და ც-----ი მ---------ეს მ--–---- ი-----–---ის სასარგებლოდ დაეკისრა 2360 აშშ დოლარის გადახდა. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2-----–-–-----------–--ის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–---------------–ის №--------------- განკარგულებით მ--–---- ი-----–---ს საკუთრებაში გადაეცა უძრავ ქონება - 0.06 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, სოფელ გ-–----ში.
2----–-–------------ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №--------------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ--–---- ი-----–---ის განცხადება და მის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სოფელ გ-–----ში არსებული 604 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა (ს/კ №------------. ნაკვეთის წინა ნომერი №------------). 2-----–-–--------------- გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------–ის №--------------- განკარგულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №----- (ტომი 1, ს/ფ 145-147).
- 2----–-–---------------ს გაცემული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 1. ს/ფ 150-154).
- 2----–-–---------------–ის განკარგულება (ტომი 1, ს/ფ 157).
- 2----–-–------------ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №--------------- გადაწყვეტილება - (ტომი 1, ს/ფ 39).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს/ფ 40-41 ).
2.2. 2-----–-–--------------–ს გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ--–---- ი-----–---მა მ-----–- ს------–--ეს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, სოფელი გ-–----ი 604 კვ.მ. საკ.კოდი №------------ მასზე მდგარი შენობა-ნეგებობა №-- 2-----–-–--------------–ს მ-----–- ს------–--ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა ქ.თბილისი, სოფელ გ-–----ში მდებარე 604 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მის სახელზე.
2----–-–------------–ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----–- ს------–--ის განცხადება და მის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სოფელ გ-–----ში არსებული 604 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა (ს/კ №------------. ნაკვეთის წინა ნომერი №------------). 2------–-–----------------–ს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2----–-–------------–ის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–------------–ის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება - (ტომი 1, ს/ფ 173-174).
- მ-----–- ს------–--ის განცხადება - (ტომი 1, ს/ფ 172).
- 2--------–-–--------------------–ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №--------------- გადაწყვეტილება - (ტომი 1, ს/ფ 177)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - (ტომი 1ს/ფ 178-179).
2.3. 2----–-–------------–ს მ--–---- ი-----–---მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ჩანაწერის გაუქმება და საკუთრების უფლების აღდგენა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, სოფელი გ-–----ი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2-------–-–------------------–- მიღებული იქნა №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რომლითაც დაკმაყოფილდა მ--–---- ი-----–---ის განცხადება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მდებარე: თბილისი, სოფელი გ-–----ი 604 კვ.მ.
საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------–ის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, სოფელი გ-–----ში მდებარე უძრავი ქონება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 604 კვ.მეტრი, (ს/კ №------------. ნაკვეთის წინა ნომერი №------------) აღრიცხულია მ--–---- ი-----–---ის სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია 2----–-–------------–ის განცხადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება -
- მ--–---- ი-----–---ის განცხადება (ტომი 1, ს/ფ 181-182)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2------–-–----------------–ის №--------------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს/ფ 184).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს/ფ 185-186).
2.4. 1----–-–---------------ს ,,ს---------------ის” მიერ დ----- მ---------ის სახელზე გაიცა №----- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დ----- მ---------ეს გადაეცა გ-–----ში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (№---). აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართული სქემატური გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთზე იდგა შენობა-ნაგებობა.
2----–-–---------------ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ----- მ---------ის განცხადება და მის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სოფელ გ-–----ში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №------------). 2----–-–---------------ს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 1----–-–--------------ის №----- მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება -
- №----- მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს/ფ 202-204).
- 2----–-–---------------ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №--------------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს/ფ 208).
2.5. 2----–-–---------------ს დ----- მ---------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მათ შორის შპს ,,კ------------“ -ს მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა ქ.თბილისში, სოფელ გ-–----ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი №------------) რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ს სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთისა და საჯარო რეესტრში მ--–---- ი-----–---ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი N------------), საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამასთან, რადგან სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა, აღნიშნული დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნული იქნა მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი თ------- კ--------ე. სადავო საკითხზე მედიატორ ნოტარიუსთან/მედიატორთან დანიშნული იქნა შეხვედრა 2----–-–-----------------ს 15:00-15:30 საათზე მისამართზე ქ--–-------------------------. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეთა გამოცხადება სავალდებულოა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება -
- დ----- მ---------ის განცხადება (ტომი 1, ს/ფ 210-212)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--------–-–-----------------------ს №--------------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს/ფ 226-227).
2.6. 2----–-–---------------ის ნოტარიუს თ------- კ--------ის ინფორმაციით დგინდება, რომ 2------–-–--------------------ს მასთან გამოცხადდა მხოლოდ დ----- მ---------ე და მისი წარმომადგენელი, ხოლო მ--–---- ი-----–---ი სანოტარო ბიუროში არ გამოცხადდა და მედიაცია არ შედგა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება
- 2----–-–---------------ის ნოტარიუს თ------- კ--------ის ინფორმაცია (ტომი 1, ს/ფ 231).
2.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------------ის სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნული იქნა მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი თ------- კ--------ე. სადავო საკითხზე მედიატორ ნოტარიუსთან/მედიატორთან დანიშნული იქნა შეხვედრა 2----–-–------------------ს 15:00-15:30 საათზე, მისამართი ქ--–-------------------------. მხარეები გაფრთხილებულნი იქნენ, რომ დანიშნულ შეხვედრაზე მხარეთა გამოცხადება სავალდებულოა. ამასთან, განემარტათ, რომ შეთანხმების მიუღწევლობის ან სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღებოდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-------–-–-----------------------ის №--------------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს/ფ 234-235).
2.8. 2----–-–------------------- ნოტარიუს თ------- კ--------ის ინფორმაციით დგინდება, რომ 2----–-–------------------- იგი დაუკავშირდა მოდავე მხარეებს. დ----- მ---------ემ და მისმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადეს, მედიაციაზე დანიშნულ დღეს 2----–-–------------------ს 15:00 საათზე გამოცხადებულიყვნენ მის სანოტარო ბიუროში, ხოლო მეორე მხარემ - მ--–---- ი-----–---მა ტელეფონის საშუალებით სასტიკი უარი განაცხადა სადავო საკითხის მედიაციის საშუალებით გადაჭრაზე, იმ მოტივით, რომ მას ყველაფერი სწორად ჰქონდა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში და აღნიშნულ საქმეზე არსებობდა სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ნოტარიუსის განმარტებით, მხარესთან კონსულტაციისა და დავის გარემოებებიდან გამომდინარე, მედიაციის პროცესის წარმოება მხარეებს შორის უპერსპექტივო იყო და მედიაცია შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება
- 2----–-–------------------- ნოტარიუს თ------- კ--------ის ინფორმაცია - (ტომი 1, ს/ფ 214).
2.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------ის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მხარეთა შორის მედიაციის პროცესის წარმოება უპერსპექტივოა და მედიაცია შეწყდა. შესაბამისად, ძალაში დარჩა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №--------------- (--------) გადაწყვეტილება უძრავი ნივთების საკადასტრო კოდები №------------ და N------------ საკადასტრო მონაცემების ზედდებასთან დაკავშირებით. ამასთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე №------------ სარეგისტრაციო განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე და განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის მარეგისტრირებელ ორგანოში წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-------–-–---------------------------ის №--------------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს/ფ 242).
2.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის №--------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2------–-–-------------------ის №--------------- გადაწყვეტილება. (ტომი 1, ს/ფ 243).
2.11. 2----–-–------------------ს დ----- მ---------ის წარმომადგენელმა №--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2----–-–------------------- №--------------- გადაწყვეტილების გაუქმება და ქ.თბილისში, სოფელ გ-–----ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი №------------) რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------ის №------ გადაწყვეტილებით დ----- მ---------ის წარმომადგენლის 2----–-–-------------ის №--------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ----- მ---------ის წარმომადგენლის საჩივარი (ტომი 1, ს/ფ 244-246).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------ის №------ გადაწყვეტილება (ტომი 1, ს/ფ 262-269).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.12. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განმარტა, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი და აქტების გამოცემის მომწესრიგებელ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებთან.
2.13. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნაზე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობაზე, რომელიც დაუსაბუთებლად მიიჩნია და განმარტა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლომ განმარტა, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციაზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთაც არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
დასახელებული კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 2----–-–------------–ს მ-----–- ს------–--ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა ქ.თბილისი, სოფელ გ-–----ში მდებარე 604 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მის სახელზე.
სასამართლომ ასევე მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–------------–ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----–- ს------–--ის განცხადება და მის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სოფელ გ-–----ში არსებული 604 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა (ს/კ №------------. ნაკვეთის წინა ნომერი №------------). 2----–-–------------–ს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2----–-–------------–ის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. სასამართლომ ასევე მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–------------–ს მ--–---- ი-----–---მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ჩანაწერის გაუქმება და აღდგენა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, სოფელი გ-–----ი. ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–------------–ს მიღებული იქნა №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რომლითაც დაკმაყოფილდა მ--–---- ი-----–---ის განცხადება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მდებარე: თბილისი, სოფელი გ-–----ი 604 კვ.მ.
სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ერთ შემთხვევაში ც-----ი მ---------ის, ხოლო მეორე შემთხვევაში მ--–---- ი-----–---ის სახელზე სწორად მოახდინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
სასამართლომ მოიხმო ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამ კანონის 26-ე მუხლის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა)წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ)ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ)ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ)ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
სასამართლომ განმარტა, რომ თავის მხრივ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
სასამართლოს განმარტებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში.
სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.თბილისში, სოფელ გ-–----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №------------) განხორციელდა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ და დაცულ ინფორმაციათა შესაბამისად. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერების არსებობის ფაქტს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დ----- მ---------ის სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის №--------------- და 2----–-–------------–ის №--------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.14. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------ის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა. სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკადასტრო მონაცემების ზედდება – უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მჯუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის(სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი - 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად(მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის(დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის(დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის(მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია(საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის 17.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ამ კანონის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი, რომელშიც მითითებულია წიგნაკის გაცემის წელი, მებაღეობის დასახელება და მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელსაც აქვს მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი.
სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის 18.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც (რომლებიც) მხარეებს აცნობს (აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს (ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიაცია სრულდება სანოტარო მედიაციისათვის მიმართვიდან/საქმეში მედიატორის (მედიატორების) ჩართვიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე უფლება რეგისტრირდება ამ კანონით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–---------------ს დ----- მ---------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მათ შორის შპს ,,კ------------“ -ს მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა ქ.თბილისში, სოფელ გ-–----ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი N------------) რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ს სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთისა და საჯარო რეესტრში მ--–---- ი-----–---ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი N------------), საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამასთან, რადგან სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა, აღნიშნული დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნული იქნა მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი თ------- კ--------ე. მხარეებს ეცნობათ შეხვედრის ადგილი და დრო და განემარტათ, რომ შეხვედრაზე მხარეთა გამოცხადება სავალდებულოა.
მითითებული იქნა იმ დადგენილ გარემოებაზეც, რომ ნოტარიუს თ------- კ--------ესთან გამოცხადდა მხოლოდ დ----- მ---------ე და მისი წარმომადგენელი, ხოლო მ--–---- ი-----–---ი სანოტარო ბიუროში არ გამოცხადდა და მედიაცია არ შედგა. სასამართლომ ასევე მიუთითა დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------------ის სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნული იქნა მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი თ------- კ--------ე. სადავო საკითხზე მედიატორ ნოტარიუსთან/მედიატორთან დანიშნული იქნა შეხვედრა 2-----–-–--------------------ს 15:00-15:30 საათზე, მისამართი ქ--–---------------------------. მხარეები გაფრთხილებულნი იქნენ, რომ დანიშნულ შეხვედრაზე მხარეთა გამოცხადება სავალდებულო იყო. ამასთან, განემარტათ, რომ შეთანხმების მიუღწევლობის ან სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღებოდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს თ------- კ--------ის ინფორმაციით დგინდება, რომ მხარესთან კონსულტაციისა და დავის გარემოებებიდან გამომდინარე, მედიაციის პროცესის წარმოება მხარეებს შორის უპერსპექტივო იყო, რის გამოც მედიაცია შეწყდა. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს იმას, რომ დ----- მ---------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებთან, რომლის მესაკუთრეც არის მ--–---- ი-----–---ი.
2.15. ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21- ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. დასახელებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ ბ)განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; დ)სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. აღნიშნული კანონის 22-ე მუხლის ,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის(მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.
სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-----–-–---------------------ის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მხარეთა შორის მედიაციის პროცესის წარმოება უპერსპექტივოა და მედიაცია შეწყდა. შესაბამისად, ძალაში დარჩა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №--------------- (--------) გადაწყვეტილება უძრავი ნივთების საკადასტრო კოდები N------------ და N------------ საკადასტრო მონაცემების ზედდებასთან დაკავშირებით. ამასთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე №------------ სარეგისტრაციო განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამდასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე და განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის მარეგისტრირებელ ორგანოში წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა. დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულ პირს (დ----- მ---------ეს) არ წარუდგენია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის №--------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------ის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.16. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას - დაევალოს მოპასუხე მხარეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში როდესაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შეცილებითი სარჩელის - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, მავალდებულებელი სარჩელის (ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა) დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა, რადგან ეს მოთხოვნები ურთიერთკავშირში იყო ერთმანეთთან, კუმულაციურია და პირველის დაკმაყოფილებაზე უარი გამორცხავდა მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებასაც.
3. დ----- მ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი დ----- მ---------ე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, რამაც დ----- მ---------ეს მიაყენა ქონებრივი ზიანი. რაც გამოიხატა იმაში, რომ ფაქტიურად დაკარგა საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება. რის გამოც ითხოვს საქმის არსებითად განხილვას და დ----- მ---------ისთვის ქონებაზე სამართლიანი უფლების აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
პალატა მოიხმობს, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
პალატა განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
პალატა მოიხმობს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებს, რომლებშიც კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთაც არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
დადგენილია, რომ 2----–-–------------–ს მ-----–- ს------–--ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა ქ.თბილისი, სოფელ გ-–----ში მდებარე 604 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მის სახელზე.
დადგენილია ისიც, რომ 2----–-–------------–ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----–- ს------–--ის განცხადება და მის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სოფელ გ-–----ში არსებული 604 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა (ს/კ №------------. ნაკვეთის წინა ნომერი №------------). 2----–-–------------–ს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2----–-–------------–ის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ 2----–-–------------–ს მ--–---- ი-----–---მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ჩანაწერის გაუქმება და საკუთრების უფლების აღდგენა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, სოფელი გ-–----ი. ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–------------–ს მიღებული იქნა №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რომლითაც დაკმაყოფილდა მ--–---- ი-----–---ის განცხადება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მდებარე: თბილისი, სოფელი გ-–----ი 604 კვ.მ.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის და ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, უდავოა, რომ ც-----ი მ---------ესა და მ--–---- ი-----–---ის სახელზე მართებულად მოხდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
პალატა მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.თბილისში, სოფელ გ-–----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №------------) განხორციელდა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ და დაცულ ინფორმაციათა შესაბამისად და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი - 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
ამავე კანონის 17.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი, რომელშიც მითითებულია წიგნაკის გაცემის წელი, მებაღეობის დასახელება და მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელსაც აქვს მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი.
საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ მე-18 მუხლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც (რომლებიც) მხარეებს აცნობს(აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს (ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიაცია სრულდება სანოტარო მედიაციისათვის მიმართვიდან/საქმეში მედიატორის(მედიატორების) ჩართვიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე უფლება რეგისტრირდება ამ კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ 2----–-–---------------ს დ----- მ---------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მათ შორის შპს ,,კ------------“ -ს მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა ქ.თბილისში, სოფელ გ-–----ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი №------------ ) რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია.
დადგენილია, ისიც, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ს სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთისა და საჯარო რეესტრში მ--–---- ი-----–---ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი N------------), საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამასთან, რადგან სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავა, აღნიშნული დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნული იქნა მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი თ------- კ--------ე. მხარეებს ეცნობათ შეხვედრის ადგილი და დრო და განემარტათ, რომ შეხვედრაზე მხარეთა გამოცხადება სავალდებულოა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ნოტარიუს თ------- კ--------ესთან გამოცხადდა მხოლოდ დ----- მ---------ე და მისი წარმომადგენელი, ხოლო მ--–---- ი-----–---ი სანოტარო ბიუროში არ გამოცხადდა, რის გამოც მედიაცია არ შედგა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------------ის სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნული იქნა მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი თ------- კ--------ე. სადავო საკითხზე მედიატორ ნოტარიუსთან/მედიატორთან დანიშნული იქნა შეხვედრა 2-----–-–--------------------ს 15:00-15:30 საათზე, მისამართი ქ--–---------------------------. მხარეები გაფრთხილებულნი იქნენ, რომ დანიშნულ შეხვედრაზე მხარეთა გამოცხადება სავალდებულოა. ამასთან, განემარტათ, რომ შეთანხმების მიუღწევლობის ან სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღებოდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საქმეში არსებული ნოტარიუს თ------- კ--------ის ინფორმაციით დგინდება, რომ მხარესთან კონსულტაციისა და დავის გარემოებებიდან გამომდინარე, მედიაციის პროცესის წარმოება მხარეებს შორის უპერსპექტივოდ იქნა მიჩნეული და მედიაცია შეწყდა. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ დ----- მ---------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებთან, რომლის მესაკუთრეც არის მ--–---- ი-----–---ი.
პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ ბ)განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; დ)სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. ხოლო კანონის 22-ე მუხლის ,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
პალატა მოიხმობს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის(მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-----–-–---------------------ის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მხარეთა შორის მედიაციის პროცესის წარმოება უპერსპექტივო იყო და მედიაცია შეწყდა. შესაბამისად, ძალაში დარჩა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №--------------- (--------) გადაწყვეტილება უძრავი ნივთების საკადასტრო კოდები №------------ და N------------ საკადასტრო მონაცემების ზედდებასთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე №------------ სარეგისტრაციო განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამდასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე და განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის მარეგისტრირებელ ორგანოში წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა.
დადგენილია ასევე, ისიც რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულ პირს (დ----- მ---------ეს) არ წარუდგენია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის №--------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
პალატა მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
პალტა მიიჩნევს, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------ის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
განსახილველ შემთხვევაში დ----- მ---------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა