განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
060100119003117868
ინსტანცია
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100119003117868

საქმე №1/ბ-747-2019 წელი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

12 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები : მარინე იმერლიშვილი

ვერა დოლიძე

 

სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე

 

პროკურორის – გ--- გ--–--ის

ადვოკატის - პ---–- კ------ის

მსჯავრდებულის – ლ-----–----ას

მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის - ზ---- შ-----ს მონაწილეობით,დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- ზ----ს ძე შ-----ს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი 6----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ქ. სამტრედია, კ--–--ის ქ. N27;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 298-ე, 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის დ------- ვ------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი ლ-----–----ას მიმართ დარჩეს უცვლელი:

ლ-----–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს, თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით; ამავე კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან ლ-----–----ას დანიშნული სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის, ვადა შეუმცირდეს ¼-ით და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.

 

არასრულწლოვან მსჯავრდებულ ლ-----–----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 26 ივნისიდან 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები, რაც დალუქული სახით ინახება სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; ამოღებული ერთი ცალი ხმოვანი პისტოლეტი, რაც ასევე დალუქული სახით ინახება სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განკარგვის მიზნით გადაეგზავნოს შსს შესაბამის სამსახურს; ხოლო 2019 წლის 12 ივლისს გამოთხოვილი ვიდეოსათვალათვალო კამერების ჩანაწერი გადატანილი DVD დისკზე, რაც დალუქული სახით თან ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

ვერა დოლიძე