განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
050100119003051912
ინსტანცია
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119003051912

საქმე №1/ბ-710-2019 წელი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

12 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები : ვერა დოლიძე

მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე

 

პროკურორის – შ----- ჩ----ის

ადვოკატის - მ------–---–---ს

მსჯავრდებულის – ვ-–- კ-–--ის

მსჯავრდებულის საპროცესო წარმომადგენლის - ც----- უ----–--ის მონაწილეობით,დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–- მ----ს ძე კ-–--ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი 6----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქუთაისი, თ------–---–-ს ქ. N189, ბინა N33;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 298-ე, 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ-–- კ-–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---- გ--------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენში ვ-–- კ-–--ის მიმართ შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ვ-–- კ-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით (2017 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" "ბ", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", ქვეპუნქტებით (2017 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი, ბათუმში ჩადენილი ქმედება) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ", "დ" ქვეპუნქტებით (2017 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი, ქობულეთში ჩადენილი ქმედება) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ვ-–- კ-–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით, შთანთქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენით (განაჩენთა ერთობლიობით) დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ვ-–- კ-–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ-–- კ-–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 29 ნოემბრიდან (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენი) აგრეთვე, ვ-–- კ-–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 08 ოქტომბრიდან 2017 წლის 04 ნოემბრის ჩათვლით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - სამი ცალი მონიტორი, ერთი ცალი რესივერი, ერთი ცალი ნოუთბუქი, ერთი ცალი პულტი, ერთი ცალი ადაპტორი, ორი ცალი ტყავის შალითა, ორი ცალი მიკროფონი, ერთი ცალი მრავალფუნქციური კომბაინი, ორი ცალი პროცესორი, ერთი ცალი ტელევიზორი და ხელის ორი რადიოსადგური, რომლებიც ხელწერილით ჩაბარდა შპს "მ----------------"-ის დირექტორს, ბ----- ნ--------ეს, დარჩეს შპს "მ----------------"-ის მფლობელობაში; ორი ცალი აკუმულატორი, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა რ----–-- ა-–---ს, დარჩეს მის მფლობელობაში; გ---- გ--------ის კუთვნილი ორი ცალი აკუმულატორი, რომელიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გ---- გ--------ეს; ა---------– თ---------ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანა BMW, სახელმწიფო ნომრით H--------, რომელიც დგას ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს ა---------– თ---------ეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მარინე იმერლიშვილი