განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.07.2019
საქმის ნომერი
150310017002099744
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/ 264-18, 150310017002099744

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - თ--------–---–-

 

აპელანტი (მოპასუხე) - ვ------- ლ--------ი

წარმომადგენელი - ნ-----–------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი

წარმომადგენლები - მ------------ა, ა-–-----------–--–-----–---–-

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - თ--------–---–-

 

მესამე პირი - სს ,,საქართველოს ბანკი“

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტების მოთხოვნა - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ---------------- სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 მაისის რეგისტრაციის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება (უძრავ ნივთზე ს/კ 6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია) მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ მონაცემებთან ზედდების ნაწილში (განცხ. N8-----------); ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის რეგისტრაციის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება (უძრავ ნივთზე ს/კ 6----------- რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია) მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ მონაცემებთან ზედდების ნაწილში (განცხ. N8-----------); ბათილად იქნა ცნობილი ს/კ 6----------- რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ მონაცემებთან ზედდების ნაწილში (განცხ. N8-----------); ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 ივნისის რეგისტრაციის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება (უძრავ ნივთზე ს/კ 6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია); ბათილად იქნა ცნობილი ს/კ 6----------- რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; ამავე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები

 

მ---------------- სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდმა 1990 წლის 10 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბ------------- რაიონის სოფელ ე-----------ში მოქალაქე ა---------------- ძე კალმიკოვისგან შეიძინა ორი საცხოვრებელი სახლი, რომლებიც განლაგებული იყო 4400 და 2600 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთებზე. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ადიგენის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორის სახელმწიფო ნოტარიუს ი. გ--------–---–ის მიერ, ხოლო შემდგომ რეგისტრირებულ იქნა ბ------------- ტექ. აღრიცხვის ბიუროში და ასევე დარეგისტრირდა გ------–----ის აღმასკომის სახალხო დეპუტატთა სოფლის საბჭოში.

 

აღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებას თან ერთვოდა საცხოვრებელი სახლების ტექნიკური პასპორტი, სადაც აღწერილია საცხოვრებელი სახლების აზომვითი ნახაზი და მიწის ფართების ოდენობა (ს.ფ. 15-19, 145-152, 168-183).

 

2017 წლის 06 ივლისს მ---------------- სახელობის საადგილმამულო ფონდმა ნინოწმინდის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განაცხადით (განცხ. N8-----------), აღნიშნული საცხოვრებელი სახლების რეგისტრაციის მიზნით და წარადგინა შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

მარეგისტრირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ არსებობდა ზედდება საჯარო რეესტრში ს.კ. 6----------- და ს.კ. 6----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთების საკადასტრო აზომვით ნახაზსა და მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს შორის.

 

აღსანიშნავია, რომ 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდება ფაქტობრივად სრულად ფიქსირდება (ს.ფ. 21-22, 256-258).

 

საჯარო რეესტრში ს/კ 6----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო აქტებია - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 მაისის რეგისტრაციის შესახებ N8-------------- (ს.ფ. 225) და 2017 წლის 29 მაისის რეგისტრაციის შესახებ N8-------------- (ს.ფ. 226) გადაწყვეტილებები. კერძოდ N8-------------- გადაწყვეტილებით 30.03.16 წელს რეგისტრირებულია ს/კ 6----------- უძრავი ქონება 5700 კვ.მ. ფართით, რომელიც მოპასუხე ვ------- ლ--------მა მიიღო მემკვიდრეობით (სანოტარო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე), რომელიც მანამდე რეგისტრირებული იყო ს/კ 6------------ით, ხოლო N8-------------- გადაწყვეტილებით 29.05.17 წელს შეტანილ იქნა ცვლილებები ს/კ 6----------- უძრავი ქონების მონაცემებში.

 

აღსანიშნავია რომ, 6----------- ს/კოდით რეგისტრირებული იყო 8032,25 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თუმცა იგივე სანოტარო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოპასუხე ვ------- ლ--------მა მიიღო: 1) 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული 6----------- ს/კოდით; 2) 4129 კვ.მ. მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული 6----------- ს/კოდით; და 3) უკვე აღნიშნული 5700 კვ.მ. რეგისტრირებული 6----------- ს/კოდით. გამოდის, რომ მოპასუხე ვ------- ლ--------მა მისთვის მემკვიდრეობით განკუთვნილი 8032,25 კვ.მ. -ის ნაცვლად მიიღო 10 329 კვ.მ. შესაბამისად, სახეზეა შეუსაბამობა მემკვიდრეობით მიღებული ფართის ნაწილში ვ------- ლ--------ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციისას. აღნიშნული საკითხი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციისას და მონაცემებში ცვლილებების შეტანისას არ იყო შესწავლილი, მოპასუხე მხარემ აღნიშნული შეუსაბამობა სასამართლოშიც ვერ განმარტა.

 

სასამართლოს მითითებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში ერთ-ერთი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საარქივო ცნობა, თუმცა ამ ცნობით დასტურდება მოპასუხის მშობლის მეტაქსი ლ--------ის საკუთრების უფლება და არა ვ------- ლ--------ის (ს.ფ. 23-24, 30-35, 259-265).

 

საჯარო რეესტრში ს/კ 6----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემები ვ------- ლ--------ის მიერ წარმოდგენილი ტექ. პასპორტი და საკადასტრო ნახაზები (ზედდების ნაწილში) არ შეესაბამება რეესტრში შენახული საინვენტარიზაციო გეგმას და ცნობა დახასიათებას, კერძოდ საზღვრების კონფიგურაციით და შენობა-ნაგებობების აღწერის ნაწილში მითითებული 07/1 შენობა- ნაგებობა არ არის რეესტრში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმასა და ცნობა-დახასიათებაში, რა დროსაც აღნიშნული 07/1 შენობა-ნაგებობა შეესაბამება სწორედ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ა-----------–------ის ტექ. პასპორტის ნახაზს (ს.ფ.176-183, 235-239);

 

საჯარო რეესტრში ს/კ 6----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო აქტს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 ივნისის რეგისტრაციის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 255).

 

საჯარო რეესტრში ს/კ 6----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მიწის ნაკვეთის კატეგორია მითითებულია როგორც სასოფლო- სამეურნეო (სახნავი), ხოლო საფუძვლად მითითებულია განაწილების სია N16 (ანუ რეფორმის დროს განაწილებული მიწის ნაკვეთი). სასამართლოს მითითებით მეზობლად რეგისტრირებული უძრავ ქონებებს გააჩნიათ საცხოვრებელი სახლის ტექ. პასპორტები. უფრო მეტიც, სადავო მიწის საკადასტრო ნახაზში არ არის აღნიშნული შენობა-ნაგებობები, თუნდაც დანგრეული სახლი და ბოსელი (ნანგრევები). ამასთან საზღვრების კონფიგურაციით და დანგრეული სახლის და ბოსლის მდებარეობის გათვალისწინებით იგი შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანდრეი კალმიკოვის ტექ. პასპორტის ნახაზს (ს.ფ.26-27, 168-176, 215-217);

 

დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ვინაიდან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოტანილია 2017 წლის 17 აგვისტოს, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2017 წლის 21 აგვისტოს, ხოლო სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილია 2017 წლის 21 სექტემბერს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი-მესამე ნაწილების თანახმად, 1) ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 2) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 3) თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გამოიკვლია სულ მინიმუმ ორი აშკარად არსებული სადავო გარემოება: მემკვიდრეობით მიღებული ფართის შეუსაბამობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემების შეუსაბამობა. კერძოდ:

 

მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ნიშნავს – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვას, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, რეგისტრაცია ხდება რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. ამდენად, რეგისტრაციისას დასადგენია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა, მისი ნამდვილობა და შესაბამისობა.

 

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრში ს/კ 6----------- უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია სამკვიდრო მოწმობა და საარქივო ცნობა, თუმცა ამ ცნობით დასტურდება მოპასუხის მშობლის მეტაქსი ლ--------ის საკუთრების უფლება და არა ვ------- ლ--------ის. რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობას, დადგენილია, რომ მოპასუხე ვ------- ლ--------მა მისთვის მემკვიდრეობით განკუთვნილი 8032,25 კვ.მ.-ის ნაცვლად მიიღო 10329 კვ.მ., რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სხვადასხვა საკადასტრო კოდებით (იხ. 3.3.). შესაბამისად, სახეზეა შეუსაბამობა მემკვიდრეობით მიღებული ფართის ნაწილში ვ------- ლ--------ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციისას. აღნიშნული საკითხი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციისას და მონაცემებში ცვლილებების შეტანისას არ იყო შესწავლილი, მოპასუხე მხარემ აღნიშნული შეუსაბამობა სასამართლოშიც ვერ განმარტა. ანუ ვ------- ლ--------ის მიერ სამკვიდრო მოწმობით მიღებული ფართის ოდენობა სადავოა და შესაბამისად, დასადგენია სწორად დარეგისტრირებისათვის.

 

აღსანიშნავია რომ, საჯარო რეესტრში ს/კ 6----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემები ვ------- ლ--------ის მიერ წარმოდგენილი ტექ. პასპორტი და საკადასტრო ნახაზები (ზედდების ნაწილში) არ შეესაბამება რეესტრში შენახული საინვენტარიზაციო გეგმას და ცნობა-დახასიათებას, კერძოდ საზღვრების კონფიგურაციით და შენობა-ნაგებობების აღწერის ნაწილში მითითებული N07/1 შენობა-ნაგებობა არ არის რეესტრში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმასა და ცნობა-დახასიათებაში. ამდენად, აღნიშნული N07/1 შენობა-ნაგებობა შეესაბამება სწორედ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ა-----------–------ის ტექ. პასპორტის ნახაზს (იხ. 3.4.). ამასთან საჯარო რეესტრში ს/კ 6----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის კატეგორიად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), ხოლო საფუძვლად მითითებულია განაწილების სია N16 (ანუ რეფორმის დროს განაწილებული მიწის ნაკვეთი), რა დროსაც მეზობლად რეგისტრირებული უძრავ ქონებებს გააჩნიათ საცხოვრებელი სახლის ტექ. პასპორტები. სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზში არ არის აღნიშნული შენობა-ნაგებობები, თუნდაც დანგრეული სახლი და ბოსელი (ნანგრევები). ამასთან, საზღვრების კონფიგურაციით და დანგრეული სახლის და ბოსლის მდებარეობის გათვალისწინებით იგი სწორედაც რომ შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ა-----------–------ის ტექ. პასპორტის ნახაზს (იხ. 3.5.).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 111-ე მუხლის შესაბამისად, 1. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. 2. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი ვალდებულია საჯარო რეესტრში უფლების/ვალდებულების რეგისტრაციისათვის წარსადგენი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შეადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის შესაბამისად, რომლითაც ასევე განისაზღვრება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე N 4 ბრძანების შესაბამისად საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ამასთან საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია (მუხლი 25). საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) შენობა-ნაგებობა; გ) ცალკე უფლების ობიექტი (მუხლი 26).

 

ამავე ინსტრუქციის 14-ე მუხლის 30-ე პუნქტის შესაბამისად (რეგისტრაციის დამატებითი პირობები), თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია-რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოთხოვნილია შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე, ხოლო გარემოებათა გამოკვლევით დასტურდება, რომ აღნიშნული ნაგებობა რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის აღარ არსებობს, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთზე შენობა–ნაგებობის/ერთეულის მესაკუთრის წილის შესაბამისად, ხოლო, თუ წილის დადგენა შეუძლებელია, რეგისტრაცია წარმოებს შენობა-ნაგებობაზე/ერთეულზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემებით, მიწის ნაკვეთის პროპორციულ წილზე და რეგისტრირებულ მონაცემებში შენობა-ნაგებობას/ერთეულს უკეთდება აღნიშვნა “დანგრეული“.

 

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ნორმები დარღვეული იყო, რეგისტრატორის მიერ ჯეროვნად არ იყო შესრულებული თავისი ვალდებულებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვ------- ლ--------მა არასწორად წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზები, სამკვიდრო ქონების დარეგისტრირებას იმაზე მეტს ითხოვდა, ვიდრე ეკუთვნოდა მემკვიდრეობით, ხოლო მარეგისტრირებელმა ორგანომ არ შეისწავლა ეს სადავო გარემოებები სათანადო წესით.

 

აქედან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, აღნიშნული საკითხები (სამკვიდრო მოწმობით მიღებული ფართების და აზომვითი ნახაზის მონაცემების შეუსაბამობა) ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებებია და უძრავი ქონებების რეგისტრაციისას მათი სწორად და ზუსტად დადგენის შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რომლითაც ზედდების ნაწილში შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის ინტერესების შელახვის აცილება. შესაბამისად გასაჩივრებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებები და თვით რეგისტრაციები არსებითად ეწინააღმდეგებოდა საჯარო რეესტრის შესახებ კანონს (ასევე აღნიშნული „ინსტრუქციას“), დარღვეული იყო მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (სზაკ-ის 95-ე და 96-ე მუხლები). აქედან გამომდინარე არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს N3------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან მიმართებით აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის სარეგისტრაციო გადაწყვეტილებაზე საჩივრის გამო ზემდგომ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს N3------ გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, აღნიშნულ აქტთან მიმართებით დაცულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და რეკვიზიტები, აქტი დასაბუთებულია და დასაბუთების შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს; აქტი კანონით დადგენილ ვადებში და წესით ჩაბარდა განმცხადებელს. შესაბამისად, აღნიშნული გასაჩივრებული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქედან გამომდინარე არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურს 2016 წლის 30 მარტს წარედგინა ვ------- ლ--------ის სარეგისტრაციო განცხადება N82016194312, რომლითაც მოთხოვნილი იყო მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ნინოწმინდის რაიონი სოფელი ე-----------. განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელ. ვერსია, ცნობა-დახასიათება საინვენტარიზაციო გეგმა, სამკვიდრო მოწმობა და საარქივო ცნობა.

 

2016 წლის 04 აპრილს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და განმცხადებელს განემარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან განცხადებას დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ 1% მეტად აღემატებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს. აპელანტის მითითებით, გარდა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი 5700 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა, სარეგისტრაციო სამსახურში მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებული იყო 8032 კვ.მ. მიწის ნაკვეთი , ს/კ. 6-----------, და უკვე მემკვიდრეობით მიღებული ნაკვეთი 6----------- - 500კვ.მ. რეგისტრირებული და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნაკვეთების ჯამი სცდებოდა რეფორმით მიღებულ ნორმას (1.25 ჰა). ამასთანავე დამატებით წარმოსადგენი იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ცნობა) ან სათანადო წესით დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც დადასტურდებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ურთიერთშესაბამისობა.

 

2016 წლის 04 მაისს დამატებით წარმოდგენილი იქნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ------–----ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამასთანავე 2016 წლის 12 აპრილს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნა სხვა სარეგისტრაციო განცხადებაც, სადაც მოთხოვნილი იქნა ნინოწმინდის სოფელ ე-----------ში მდებარე ს/კ 6----------- რეგისტრირებული 8032,25 კვ.მ მიწის ნაკვეთის მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, განცხადებას თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად ფართობი შემცირდა 4129 კვ.მ-მდე. 2016 წლის 26 აპრილს განახლდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ყველა საფუძველი განმცხადებლის მიერ აღმოფხვრილი იქნა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ N8--------------, წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის: სამკვიდრო მოწმობის, საარქივო ცნო ისა, ცნობა დახასიათებისა და დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე და გა მცხადებლის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ნინოწმინდის რაიონის სოფელ ე-----------ში მდებარე 5700 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი.

 

2017 წლის 22 მაისს ვ------- ლევონინაის მიერ ზემოთ აღნიშნულ ნივთთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნა მეორე სარეგისტრაციო განცხადება N8-----------, რომლითაც ითხოვდა უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას, კერძოდ წარმოდგენილი იყო შენობა-ნაგებობების შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზები.

 

2017 წლის 29 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ N8-------------- რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ დაზუსტდა უკვე რეგისტრირებული შენობანაგებობების შიდა საერთო სასარგებლო ფართები. რაც შეეხება ნინოწმინდის რაიონის სოფელ ე-----------ში მდებარე მეორე უძრავ ნივთს, განმცხადებლის მიერ 2014 წლის 19 ივნის ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იქნა სარეგისტრაციო განცხადება N8-----------, რომლითაც მოთხოვნილი იქნა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. განცხადებას ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები. აღნიშნული უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით განმცხადებლის სახელზე რეგისტრირებული იყო 2000 წლის 31 აგვისტოდან, (განცხადების რეგისტრაციის N6-----------, ს/კ 6-----------). წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეესაბამებოდა რეგისტრირებულ მონაცემებს და ამასთანავე არ ფიქსირდებოდა ზედდება უკვე რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან.

 

აპელანტის მითითებით, 2014 წლის 25 ივნისს, ვინაიდან არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ N8-----------.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შესაძლებელია აღიძრას სარჩელი მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო რაც შეეხება რეგისტრაციის ბათილად ცნობას, აღნიშნულს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს, შესაბამისად აპელანტისათვის გაუგებარია, რა სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ.

 

ვ------- ლ--------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმეში არსებული ინფორმაციით დგინდება, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით 2000 წლის 31 აგვისტოს აპელანტის ოჯახის სახელზე, ნინოწმინდის რაიონი სოფელ ე-----------ში დარეგისტრირდა: სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების, დაუზუსტებელი ფართობი 5155,51 კვ.მ უძრავი ნივთი (უფლების დამდგენი დოკუმენტი: განაწილების სია 16) რომელსაც მიენიჭა საკადასტრო კოდი: 6-----------. აღნიშნულის შემდგომ, 2014 წლის 19 ივნისს ვ.ლ--------მა მოითხოვა საზღვრების და ფართობის დაზუსტება, რაც დაკამაყოფილდა და დაზუსტდა ს.კ. 6----------- რეგისტრირებული უძრავი ნივთი საკადასტრო მონაცემები და უკვე დაზუსტებულ - 4000.00 კვ.მ სადავო უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი: 6-----------. აპელანტის მითითებით, ვ. ლ--------ის მარწმუნებულის სახელზე ამჟამად არსებული სადავო ქონება, საკადასტრო კოდი: 6----------- რეგისტრირებულია განაწილების N16 სიის საფუძველზე, რაც წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს და აღნიშნული მოსარჩელე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა.

 

რაც შეეხება ვ.ლ--------ის სახელზე არსებული სადავო ქონებას (ს/კ 6-----------), აღნიშნული მიწის ნაკვეთი, N21 განაწილების სიის საფუძველზე, რეგისტრირებული ჰქონდა მეტაქსი ლ--------ს. აპელანტის მითითებით N16 განაწილების სიისა და ასევე N21 განაწილების სიის მიმართ ვ.ლ--------ს კანონიერი ნდობა გააჩნდა და არ უზრუნია რეფორმის პერიოდში სხვა ალტერნატიული მიწის ნაკვეთების მიღებაზე. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებით ვ. ლ--------ი დარჩება რეფორმის შედეგად კომლებზე (ოჯახებზე) გადასაცემი მიწის ნაკვეთების გარეშე, რითაც შეილახება მისი კონსტიტუციური უფლებები დ ინტერესები.

 

აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით კერძოდ: 2017 წლის 13 ნოემბერს Nაა2------------ საარქივო ცნობით ირკვევა, რომ 1986-1996 წლებში ა-----------–------ის კომლში ირიცხებოდნენ სხვა პირებიც და მას იმ დროს მოქმედი კანონის მიხედვით უფლება არ ჰქონდა მისი საკუთრება გაეყიდა ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობის გარეშე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 ნოემბრის წერილის თანახმად, ა-----------–------ს სადავო 4400 კვ.მ და 2600 კვ.მ. ქონება აღრიცხული აქვს 1990 წელს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, რაც იმაზე მეტყველებს რომ ვერ მიყიდიდა ფონდს აღნიშნულ ქონებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 ნოემბრის Nტტ2--------9 წერილით ირკვევა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში მ---------------- სახელობის საქართველოს საადგილმამულო მოსახლეობის განსახლების და დამხმარების ფონდს და ა---------------- ძე კალმიკოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (1990 წლის 10 აგვისტოს) მასალებში არ ინახება, რაც მეტყველებს იმაზე რომ მათ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ დაურეგისტრირებიათ ტექ.აღრიცხვის ბიუროში ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 მაისის N8-------------- გადაწყვეტილების (ს.კ. 6----------- უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაციის შესახებ), 2017 წლის 29 მაისის N8-------------- გადაწყვეტილების (საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ს.კ. 6-----------), 2014 წლის 25 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილების (ს.კ. 6----------- უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სააპელაციო პალატა სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ---------------- სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდმა 1990 წლის 10 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბ------------- რაიონის სოფელ ე-----------ში მოქალაქე ა---------------- ძე კალმიკოვისგან შეიძინა ორი საცხოვრებელი სახლი, რომლებიც განლაგებულია 4400 და 2600 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე. იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ადიგენის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორის სახელმწიფო ნოტარიუს ი. გ--------–---–ის მიერ, შემდგომ რეგისტრირებულ იქნა ბ------------- ტექ. აღრიცხვის ბიუროში და ასევე გ------–----ის აღმასკომის სახალხო დეპუტატთა სოფლის საბჭოში. აღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებას თან ერთვოდა საცხოვრებელი სახლების ტექნიკური პასპორტი, სადაც აღწერილი იყო საცხოვრებელი სახლების აზომვითი ნახაზი და მიწის ფართების ოდენობა (ს.ფ. 15).

 

2017 წლის 06 ივლისს, მ---------------- სახელობის საადგილმამულო ფონდმა ნინოწმინდის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართა განაცხადით (N8-----------) აღნიშნული საცხოვრებელი სახლების რეგისტრაციის მიზნით და წარადგინა შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივლისის N8------------03 და N8-------------- გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო განცხადებით წარმოდგენილი უძრავი ნივთი ზედდებაში მოდიოდა ვართან ლ--------ის საკუთრებაში არსებულ N6----------- და N6----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან (ს.ფ. 20-22), რაც გამორიცხავდა მითითებულ უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციას.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის ცნობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივში მისამართზე ნინოწმინდა, სოფ. ე-----------, წარდგენილია ა---------------- ძე კალმიკოვის ორი უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი. სააღრიცხვო მასალები აღრიცხულია 1990 წელს. ერთ ბარათში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი დაფიქსირებულია 2600 კვ.მ., ხოლო მეორეში - 4400 კვ.მ. ამასთანავე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები მასალაში წარდგენილი არ არის. ამდენად, მ---------------- სახელობის საქართველოს საადგილმამულო მოსახლეობის განსახლების და დახმარების ფონდს და ანდრეი სემიონის ძე კალმიკოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (1990 წლის 10 აგვისტოს) რეგისტრირებული 4400 კვ.მ.ზე და 2600 კვ.მ.ზე მასალებში არ ინახება (ს.ფ. 186).

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის ცნობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილია საარქივო მასალა მისამართით - ნინოწმინდა, სოფელი ე-----------“. ტექნიკური აღირიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებელეთა/მესაკუთრეთა სია) მითითებულია ანდრეი სემიონის ძე კალმიკოვ. საფუძველი - ტექნიკური პასპორტი აღრიცხული 1990 წელს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) ფართით - 62.1. კვ.მ., ლიტერი „ს1“ (დამხმარე) ფართით - 32.0 კვ.მ., ლიტერი „ს2“ (დამხმარე) ფართით - 90.0 კვ.მ. აღნიშნული საარქივო მასალის შესაბამის გრაფაში მიწის ნაკვეთის საერთო ფართად მითითებულია - 4400.0 კვ.მ (ს.ფ. 188).

 

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის არქივის 2017 წლის 13 ნოემბრის NAA2------------ საარქივო ცნობის შესაბამისად, ახალქალაქის რაიონულ არქივში დაცული ნინოწმინდის (ყოფილი ბ-------------) რაიონის გ------–----ის ს/ს სოფელ ეფრემოვკის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერებით დასტურდება, რომ კომლის უფროსად ფიქსირდება ა-----------–------. კომლი ამოწერილია ტულას მხარე, კამენსკის რ-ნი. პირადი ანგარიში გაუქმებულია. 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში ანდრეი სემიონის ძე კალმიკოვის კომლი არ ირიცხება. 1997-2000 წლების საკომლო წიგნი არქივში დაცვაზე არ შესულა (ს.ფ. 187).

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ახალაქალაქის არქივის 2015 წლის 12 აგვისტოს NA-------------- საარქივო ცნობის თანახმად, ახალქალაქის რაიონულ არქივში დაცული ნინოწმინდის (ყოფილი ბ-------------) რაიონის გ------–----ის ს/ს სოფელ ეფრემოვკის 1986-1996, 2001-2005 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ფიქსირდება მ------ი (დოკუმენტებში ასეა) ლ--------ი. კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება: საცხოვრებელი სახლი აშენებული 1962 წელს, საერთო სასარგებლო ფართობი - 63 კვ., მათ შორის საცხოვრებელი - 60 კვ.მ., სულ მიწა - 0.83 ჰა., მათ შორის განაშენიანება - 0.03 ჰა. ლ-------- მ------ი ოგანესის ასული - კომლის უფროსის პირად საკუთრებაში ირიცხება სულ მიწა სახნავი - 1,25 ჰა. 1997-1999 წლების საკომლო წიგნი არქივში დაცვაზე არ შესულა. ნინოწმინდის რაიონის სოფლების მაცხოვებლებზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის სოფელ ეფრემოვკის სია არქივში დაცვაზე არ შესულა (ს.ფ. 33).

 

2015 წლის 16 სექტემბრის N1-------- სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ვ------- ლ--------მა მ------ი ლ--------ის შვილმა და პირველი რიგის მემკვიდრემ ფაქტობრივი დაუფლების გზით, მემკვიდრეობით მიიღო მ------ი ლ--------ის სამკვიდრო ქონება, რომელიც წარმოადგენდა ყველა ქონებრივ და არაქონებრივ უფლება/მოვალეობას, ყველა სამოქალაქო აქტივსა და პასივს (უძრავ-მოძრავი ქონება მათი რეგისტრაციის, რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის) უფლებით, ფულადი სახსრები, საბანკო ანგარიშები, პენსია-შემწეობები, საავტორო და მომიჯნავე უფლებები და ა.შ.), რომელიც მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის ეკუთვნოდა, მათ შორის უძრავი ქონებას შემდეგი მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ნინოწმინდა, კოდი - 65, სექტორი - გ------–----ა, კოდი -13, კვარტლის N 06, ნაკვეთის N - 043, დაუზუსტებელი ფართობი - 8032.25 კვ.მ., მისამართი - რაიონი ნინოწმინდა, სოფ. ე-----------, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო - სამეურნეო. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება. მესაკუთრე - მეტაქსი ლევანიან (ს.ფ. 30-32).

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მ---------------- სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ვართან ლ--------ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ს.კ. 6----------- და ს.კ. 6----------- მიწის ნაკვეთებზე რეგისტრაციის ბათილად ცნობა. კერძოდ, ნაკვეთის არასწორი მდებარეობის მითითების გამო რეგისტრაციის გაუქმება, რამაც გამოიწვია სადავო მიწის ნაკვეთთა ზედდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, მოქალაქე ა---------------- ძე კალმიკოვისაგან შეძენილ მიწის ნაკვეთებთან. ამდენად, სადავოა არა მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენი დოკუმენტების ნამდვილობა, არამედ მიწის ნაკვეთთა პარამეტრები და ადგილმდებარეობა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 4400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობი და საზღვრები სრულად მოიცავს ვ------- ლ--------ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 6-----------) საზღვრებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2000 წლის 31 აგვისტოს დარეგისტრირდა ვარდი ლევანიანის ოჯახის სახელზე ნინოწმინდის რაიონის სოფელ ე-----------ში. დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაუზუსტებელი ფართობით 5155,51 კვ.მ. უძრავი ნივთი (უფლების დამდგენი დოკუმენტი: განაწილების სია N16), რომელსაც მიენიჭა საკადასტრო კოდი: 6----------- (ს.ფ. 51).

 

2014 წლის 19 ივნისს, ვ------- ლ--------მა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრების და ფართობის დაზუსტება. რეგისტრაციის შესახებ ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის N8-------------- (25.06.2014) გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა, დაზუსტდა N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასატრო მონაცემები და 4000.00 კვ.მ. უძრავ ნივთს მიენიჭა N6----------- საკადასტრო კოდი (ს.ფ. 26).

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდებას, სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დადგინდეს ვარდი ლევანიანის სახელზე ჯერ კიდევ 2000 წლის 31 აგვისტოს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 6-----------), დაუზუსტებელი ფართობი - 5155,51 კვ.მ. რამდენად ზუსტი ადგილმდებარეობით იქნა რეგისტრირებული, ვინაიდან აღნიშნული საქმეში არსებული ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დგინდება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტი განაწილების სია N16 სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული არ არის და ამდენად იგი სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის პროცესში ვერ იქნა შეფასებული (ს.ფ. 29).

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 2600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მდებარეობას საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზით დასტურდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი ნაწილობრივ ზედდებაშია ვ------- ლ--------ის საკუთრებად რეგისტრირებულ ს.კ. 6----------- მიწის ნაკვეთთან.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2016 წლის 29 მარტს ვ------- ლ--------მა N882016194312 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ნინოწმინდის რაიონის სოფელ ე-----------ში, მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. რეგისტრაციის შესახებ ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის N8-------------- (04.05.2016) გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და 5700.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ. 6-----------) დარეგისტრირდა ვ------- ლ--------ის საკუთრების უფლება (უფლების დამდგენი დოკუმენტი N1-------- სამკვიდრო მოწმობა (დამოწმების თარიღი: 16.09.2015, ნოტარიუსი რომან კოსტანიანი); NA-------------- საარქივო ცნობა (დამოწმების თარიღი: 12.08.2015, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, ახალქალაქის არქივი)).

 

ვ------- ლ--------მა 2017 წლის 22 მაისს N8----------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ნინოწმინდა, სოფ. ე----------- 1-ლი ქ. N62-ში მდებარე უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია (ზონა - ნინოწმინდა, სექტორი - გ------–----ა). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის N8-------------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა უძრავ ნივთში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდა (ს.ფ. 226).

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის თანახმად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი (პირველი პუნქტი). საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი (მე-2 პუნქტი). ამასთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, თუმცა აღნიშნული ასევე გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრირებული უფლების გადამოწმებას და არა უკვე წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადების არსებობის გამო, შემდგომში წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის უარყოფას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურს განსახილველ შემთხვევაში მ---------------- სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის მიერ ა---------------- ძე კალმიკოვისგან 1990 წლის 10 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბ------------- რაიონის სოფელ ე-----------ში შეძენილი 4400 და 2600 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციოდ წარდგენისას, ზუსტად უნდა დაედგინა რამდენად იდენტური იყო მ---------------- სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და ვ------- ლ--------ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების პარამეტრები და ადგილმდებარეობა. რა დროსაც უნდა შემოწმებულიყო რამდენად სწორი მონაცემებით განხორციელდა ზედდებაში მყოფი ვ------- ლ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სადავო რეგისტრაციის საფუძვლად არსებული მიწის განაწილების N16 აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში არ იძებნება, ხოლო გარდაცვლილი მ------ი ლ--------ის სამკვიდრო მოწმობა და 2015 წლის 12 აგვისტოს NA-------------- საარქივო ცნობა ვ------- ლ--------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების საშუალებას არ ქმნის.

 

მარეგისტრირებელ ორგანოს გადამოწმების ვალდებულება უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირველესად სწორედ იგი წარმოადგენს მასთან რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობის გარანტს. განსახილველ შემთხვევაში კი გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება (ს.კ. 6----------- უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაციის შესახებ), 2017 წლის 29 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება (საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ს.კ. 6-----------) და 2014 წლის 25 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუწვევია დაინტერესებული პირები, მოწმეები, წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მტკიცებულებები არ განუხილავს ერთობლიობაში, არ დაუდგენია ვ------- ლ--------ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულია საკითხის გადაწყვეტის მიზნით არათუ გამოიკვლიოს ესა თუ ის დოკუმენტი, არამედ თავად დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველგვარი საეჭვოობის თავიდან აცილების მიზნით ასევე შეეძლო ადგილზე დაეთვალიერებინა და უშუალოდ ადგილზე არსებული სიტუაციის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ ამ მუხლით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. სწორედ ამიტომ სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იმ პირობებში, როდესაც სრულად შესწავლილი, გამოკვლეული და დადგენილი არ არის სადავო გარემოებები, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

 

რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება პირდაპირ სასამართლოში და კანონით დადგენილი არ არის მისი ერთჯერადი გასაჩივრების შესაძლებლობა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელე მ---------------- სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლების და დახმარების ფონდის სასარგებლოდ. აპელანტების ვ------- ლ--------ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150-150 ლარის ოდენობით კი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის და ვ------- ლ--------ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. მ---------------- სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლების და დახმარების ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება (ს/კ 6----------- უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ), 2017 წლის 29 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება (საკუთრების უფლების რეგიატრაცია უძრავ ნივთზე ს/კ 6-----------), 2014 წლის 25 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება (ს/კ 6----------- უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

5. მ---------------- სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 აგვისტოს N 3-----გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მ---------------- სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის (ს/კ 2--------) სასარგებლოდ;

 

7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით და ვ------- ლ--------ის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე

გელა ბადრიაშვილი