განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.10.2019
საქმის ნომერი
330310017002149025
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1749-19

N330310017002149025

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - მ------------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ---------------ე

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, აღიაროს მოსარჩელე მ---------------ის მიერ ბ--------------------------------------ში 1----–-–----------------------–-–------------–-მდე მუშაობა სამხედრო სამსახურში ნამსახურობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასევე დაევალა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის წარდგინებით მიმართვა, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნება სამხედრო პენსია.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. 1975 წლის 25 ივლისს, ა---––------------ის სამხედრო კომისარიატის მიერ, მ---------------ის (დაბ. 0--------- წ.) სახელზე გაიცა სამხედრო ბილეთი - H---------- და მას მიენიჭა რიგითის წოდება.

 

ამავე სამხედრო ბილეთის შესაბამისად, 1989 წლის 29 ივნისის №1-- ბრძანებით მას მიენიჭა უფროსი სერჟანტის წოდება (ს.ფ. 35-37).

 

1.2.2. საქმეში წარმოდგენილი მ---------------ის შრომის წიგნაკით დგინდება, რომ 06.01.1976 წლიდან იგი მიღებულია ა---------------–-----–------------------------------–-------------------------------ში სამკურნალო განყოფილებაში მედდად. 1980 წლის 1 ოქტომბრიდან იგი გადაყვანილია უფროსი მედდის თანამდებობაზე. 1990 წლის 14 სექტემბრიდან იგი გადაყვანილია განყოფილების მედდად. 1993 წლის 14 მარტიდან კი მ---------------ე გათავისუფლებულია სანატორიუმის დაშლასთან დაკავშირებით. 1993 წლის 12 აპრილიდან მ---------------ე მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ბ--------------------------------------ში მედდის თანამდებობაზე, ხოლო 2001 წლის 30 აპრილს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების და რეორგანიზაციის გამო (ს.ფ. 40).

 

1.2.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1999 წლის 27 დეკემბრის №1--- ბრძანებით, სამხედრო სანატორიუმ - „ბ----------ს“ ახალ შტატზე №1-------- გადასვლასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით მომუშავე პირები გაწვეული იქნენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში, ჩაირიცხნენ შეიარაღებული ძალების რიგებში, მიენიჭათ სამხედრო წოდება - „რიგითი“ და დაინიშნენ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად 1999 წლის 25 ივლისიდან, მათ შორის რიგითი - მ---------------ე, სამედიცინო ქვეგანყოფილების მედდად.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2000 წლის 29 დეკემბრის №1--- ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 13 დეკემბრის №1-- ბრძანების თანახმად, სამხედრო სანატორიუმ „ბ----------ს“ შტატის (№1--------) გაუქმებასთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და გაყვანილი იქნენ კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, მათ შორის რიგითი - მ---------------ე, სამედიცინო ქვეგანყოფილების მედდა.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2001 წლის 14 ივნისის №1--- ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 13 დეკემბრის №1-- ბრძანების თანახმად, სამხედრო სანატორიუმ - „ბ----------ს“ შტატის (№1--------) გაუქმებასთან დაკავშირებით, კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, სამხედრო სანატორიუმ - „ბ----------ს“ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები დათხოვნილი იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან საქართველოს კანონის „სამხედრო მოსამსახურეების შესახებ“ მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) და ჩაირიცხნენ რეზერვში 2001 წლის 1 მაისიდან, მათ შორის რიგითი - მ---------------ე, სამედიცინო განყოფილების მედდა (ს.ფ. 116-118).

 

1.2.4. ბ----------ს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2017 წლის 19 ივლისის №14 ცნობით დგინდება, რომ მ---------------ე (დაბ. 1--- წ.) 1999 წლის 25 ივლისიდან 2000 წლის 29 დეკემბრამდე მსახურობდა სამხედრო სანატორიუმ - „ბ----------ს“ სამედიცინო ქვეგანყოფილებაში მედდის თანამდებობაზე, საიდანაც 2000 წლის 29 დეკემბერს გაყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, ხოლო 2001 წლის პირველ მაისს დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა რეზერვში (ს.ფ. 64).

 

1.2.5. 2017 წლის 9 ოქტომბერს, მ---------------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების შესაბამისად მოითხოვა ცნობის გაცემა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, სტაჟის გადაანგარიშების მიხედვით.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ოქტომბრის №M---------------- წერილით მ---------------ეს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ პირადი საქმის მიხედვით, განმცხადებლის 1999 წლის 25 ივლისიდან 2001 წლის 1 მაისამდე სამხედრო სამსახურში ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს, რის გამოც მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ განცხადება წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით (ს.ფ. 18, 60).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია ????????, ??????? ??????? ????????????, ??????????? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ????????? ????????????, ?????????? ?????? ?????????? ????????????, ??????????? ????????????????? ?? ????????? ??????????? ?????????? ????????????, ??????????? ??????????????? ?? ?????????? ???????????? ???????????? ????????? ?????, ??????????? ???????? ??????????? ??????????? ?????????? ?????? ???????????????? ??????????????? ????? ???????????? ???????????? .

 

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).

 

ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმებით მოწესრიგებულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე და წელთა ნამსახურობის დაანგარიშების საფუძვლები. კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მომსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირები, ამასთან, მათი წელთა ნამსახურობა დაითვლება ბრძანებით კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ოქტომბრის №M---------------- წერილით, მ---------------ეს, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რადგან მ---------------ის პირადი საქმის მიხედვით, მისი 1999 წლის 25 ივლისიდან 2001 წლის 1 მაისამდე სამხედრო სამსახურში ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს.

 

საამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება და მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1975 წლის 25 ივლისს, ა---––------------ის სამხედრო კომისარიატის მიერ, მ---------------ის (დაბ. 0--------- წ.) სახელზე გაიცა სამხედრო ბილეთი - H---------- (ს.ფ. 35-37) და მიენიჭა რიგითის წოდება, ხოლო მოგვიანებით, 1989 წლის 29 ივნისის №1-- ბრძანებით მიენიჭა უფროსი სერჟანტის წოდება. ასევე საქმეში წარმოდგენილი მ---------------ის შრომის წიგნაკით (ს.ფ. 40) დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1976 წლის 6 იანვრიდან იგი მიღებულია ა---------------–-----–------------------------------–-------------------------------ში სამკურნალო განყოფილებაში მედდად, 1980 წლის 1 ოქტომბრიდან იგი გადაყვანილია უფროსი მედდის თანამდებობაზე, 1990 წლის 14 სექტემბრიდან იგი გადაყვანილია განყოფილების მედდად, 1993 წლის 14 მარტიდან კი მ---------------ე გათავისუფლებულია სანატორიუმის დაშლასთან დაკავშირებით. 1993 წლის 12 აპრილიდან მ---------------ე მიღებული იქნა უკვე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ბ--------------------------------------ში მედდის თანამდებობაზე, ხოლო 2001 წლის 30 აპრილს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების და რეორგანიზაციის გამო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს 1975 წელს მინიჭებული აქვს რიგითის წოდება და 1976 წლიდან მუშაობდა ჯერ ა---------------–-----–------------------------------–-------------------------------ში მედდად, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ბ--------------------------------------ში ისევ მედდის თანამდებობაზე, ხოლო მოგვიანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1999 წლის 27 დეკემბრის №1--- ბრძანებით კვლავ იქნა გაწვეული ნამდვილ სამხედრო სამსახურში, ჩაირიცხა შეიარაღებული ძალების რიგებში, მიენიჭა თავიდან სამხედრო წოდება - რიგითი და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად - სამედიცინო ქვეგანყოფილების მედდად 1999 წლის 25 ივლისიდან, 1----–-–----------------------–-–------------–-მდე მ---------------ის ნამსახურობა უნდა ჩაითვალოს სამხედრო სამსახურში ნამსახურობად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის საფუძველზე, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უნდა აღიაროს მოსარჩელე მ---------------ის მიერ ბ--------------------------------------ში, 1----–-–----------------------–-–------------–-მდე მუშაობა სამხედრო სამსახურში ნამსახურობად და შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს სოციალურ მომსახურების სააგენტოს მიმართოს წარდგინებით, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნება სამხედრო პენსია.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა საქალაქო სასამართლოს 04.10.2018წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მ---------------ეს სამხედრო ბილეთის მიხედვით მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება „რიგითი“, უნდა ჩაითვალოს, რომ იგი ბოჯომის სანატორიუმში მუშაობდა, როგორც სამხედრო მოსამსახურე. პირადი საქმითა და ბ----------ს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 19.07.2017წ. N14 წერილით დგინდება, რომ მ---------------ე სამხედრო სამსახურში მსახურობდა 1999 წლის 25 ივლისიდან 2000 წლის 29 დეკემბრამდე, ხოლო სამხედრო ბილეთის მიხედვით, მ---------------ის ძირითადი სამოქალაქო სპეციალობაა მედდა და იგი სანატორიუმში მსახურობდა, როგორც მედდა. ამდენად, ვინაიდან მ---------------ე სანატორიუმში მსახურობდა სამოქალაქო მედდად და არა სამხედრო მედდად, მისი სამხედრო წელთა ნამსახურობა შეადგენს 1999 წლის 25 ივლისიდან 2000 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდს და მას 20 წელი არ უმსახურია.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-8 მუხლი შეეხება ????????, ??????? ??????? ????????????, ??????????? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ????????? ????????????, ?????????? ?????? ?????????? ????????????, ??????????? ????????????????? ?? ????????? ??????????? ?????????? ????????????, ??????????? ??????????????? ?? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ???????-????????? ?????? ???????????????? ???????? ?????????? ???????????? ?????????? ??????????????? ? ????????? ??????????? ??????? ???????????? ????????? ?????, ??????????? ???????? ??????????? ??????????? ?????????? ?????? ???????????????? ??????????????? ????? ???????????? ???????????? ს.

 

პალატა ასევე მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 16.1 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. 16.4 მუხლის თანახმად კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

 

დადგენილია, რომ 09.10.2017წ. მ---------------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანების შესაბამისად, მოითხოვა ცნობის გაცემა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, სტაჟის გადაანგარიშების მიხედვით. აღნიშნული განცხადების პასუხად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 13.10.2017წ. №M---------------- წერილით მ---------------ეს ეცნობა, რომ პირადი საქმის მიხედვით, განმცხადებლის 1999 წლის 25 ივლისიდან 2001 წლის 1 მაისამდე სამხედრო სამსახურში ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს, შესაბამისად, არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მ---------------ე 1----–-–----------------------–-–------------–-მდე მსახურობდა, როგორც სამხედრო მოსამსახურე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 25.07.1975წ. ა---––------------ის სამხედრო კომისარიატმა მ---------------ის სახელზე გასცა სამხედრო ბილეთი H---------- და მიანიჭა რიგითის წოდება. ამავე პირს 29.06.1989წ. №1-- ბრძანებით მიენიჭა უფროსი სერჟანტის წოდება. საქმეზე წარმოდგენილი მ---------------ის შრომის წიგნაკით დადგენილია, რომ 1976 წლის 6 იანვრიდან იგი მიღებულია ა---------------–-----–------------------------------–-------------------------------ში სამკურნალო განყოფილებაში მედდად, 1980 წლის 1 ოქტომბრიდან კი, გადაყვანილია უფროსი მედდის თანამდებობაზე. 1990 წლის 14 სექტემბრიდან გადაყვანილია განყოფილების მედდად, ხოლო 1993 წლის 14 მარტიდან გათავისუფლდა სანატორიუმის დაშლასთან დაკავშირებით. 1993 წლის 12 აპრილიდან მ---------------ე მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ბ--------------------------------------ში, მედდის თანამდებობაზე, ხოლო 2001 წლის 30 აპრილს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შტატების შემცირებისა და რეორგანიზაციის გამო.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს 1975 წელს მინიჭებული აქვს რიგითის წოდება და 1976 წლიდან მუშაობდა ჯერ ა---------------–-----–------------------------------–-------------------------------ში მედდად, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ბ--------------------------------------ში ისევ მედდის თანამდებობაზე, ამასთან, მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1999 წლის 27 დეკემბრის №1--- ბრძანებით კვლავ იქნა გაწვეული ნამდვილ სამხედრო სამსახურში, ჩაირიცხა შეიარაღებული ძალების რიგებში, თავიდან მიენიჭა სამხედრო წოდება - რიგითი და დაინიშნა სამედიცინო ქვეგანყოფილების მედდად 1999 წლის 25 ივლისიდან, 1----–-–----------------------–-–------------–-მდე მ---------------ის ნამსახურობა უნდა ჩაითვალოს სამხედრო სამსახურში ნამსახურობად. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უნდა აღიაროს 1----–-–----------------------–-–------------–-მდე მ---------------ის მიერ ბ--------------------------------------ში მუშაობა სამხედრო სამსახურში ნამსახურობად და შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს სოციალურ მომსახურების სააგენტოს მიმართოს წარდგინებით, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნება სამხედრო პენსია.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი