განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100119002974222
საქმე №1/ბ-664-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე
პროკურორის - რ----- ბ---–----ის
ადვოკატის - პ---–- კ------ის
მსჯავრდებულის - მ---–---- მ------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ---–---- მ------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ძ---–-----ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ---–---- მ------ემ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი ან მეტი წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
1.3 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1 2016 წლის 14 დეკემბრიდან - 2019 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, კირნათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძ---–-----ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, არასრულწლოვანი შვილების, მ------ მ------ის (დაბ: 1---------), ნ---- მ------ის (დაბ: 2---------) და ა---- მ------ის (დაბ: 2---------) თანდასწრებით, მ---–---- მ------ე, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, ფიზიკური ძალის გამოყენებით, კერძოდ, ხელების სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დარტყმებით, სისტემატურად ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა თავისი ოჯახის წევრის - მეუღლის ი---- მ------ის მიმართ. 2016 წლის 14 დეკემბრის შემდეგ, მ---–---- მ------ის მიერ, ი---- მ------ის მიმართ ფიზიკური ძალადობა განმეორდა 2017 წლის 27 იანვარს, 2017 წლის 14 მაისს, 2017 წლის 16 ნოემბერს, 2019 წლის 20 იანვარს და 2019 წლის 2 თებერვალს, კერძოდ: 2016 წლის 14 დეკემბერს, მ---–---- მ------ემ, თავისი ოჯახის წევრი - მეუღლე ი---- მ------ე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, წააქცია და რამდენჯერმე თავი დაარტყმევინა იატაკზე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2017 წლის 27 იანვარს, მ---–---- მ------ემ, თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი---- მ------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 14 მაისს, მ---–---- მ------ემ, თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი---- მ------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახეში მუშტის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 16 ნოემბერს, მ---–---- მ------ემ, თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი---- მ------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ხელის დარტყმებით, მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. 2019 წლის 20 იანვარს, მ---–---- მ------ემ, შვილის ნ---- მ------ის ძალადობისაგან დაცვის მიზნით გასაშველებლად მისულ თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი---- მ------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გულმკერდის არეში ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 2 თებერვალს, მ---–---- მ------ემ, თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი---- მ------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გულმკერდის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.2 2016 წლის დეკემბრის თვიდან - 2019 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, კირნათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძ---–-----ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მ---–---- მ------ე, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების, მ------ მ------ის (დაბ: 1---------), ნ---- მ------ის (დაბ: 2---------) და ა---- მ------ის (დაბ: 2---------) თანდასწრებით, ლანძღვა-გინებით, დამცინავი, დამამცირებელი და უწმაწური სიტყვების გამოყენებით, სისტემატურად აშანტაჟებდა, შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის მეუღლეს ი---- მ------ეს და ასევე არასრულწლოვან შვილებს მ------ მ------ეს და ნ---- მ------ეს, რამაც გამოიწვია სულიერი ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრავმა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.3 2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, კირნათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძ---–-----ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მ---–---- მ------ე, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების, მ------ მ------ის (დაბ: 1---------) და ა---- მ------ის (დაბ: 2---------) თანდასწრებით, თავის ოჯახის წევრს - არასრულწლოვან შვილს ნ---- მ------ეს (დაბ: 2---------), სხეულის სხვადასხვა ნაწილში ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, ასევე, შვილის ნ---- მ------ის ძალადობისაგან დაცვის მიზნით გასაშველებლად მისულ თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს ი---- მ------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გულმკერდის არეში ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, ძალადობრივ ქმედებას არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენით მ---–---- მ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 111-126 მუხლის მეორე ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ მ---–---- მ------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2019 წლის 03 თებერვლიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული მ---–---- მ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, ვინიადან მას არანაიარი დანაშაული, ძალადობა ან მუქარა არ ჩაუდენია, იგი არის პროვოკაციის მსხვერპლი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა მტკიცებულებების გამოკვლევა და შეფასება.
პროკურორს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ მ---–---- მ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ---–- კ------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა მ---–---- მ------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯვარდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ---–---- მ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ ი---- მ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 1999 წლიდან იმყოფება ქორწინებაში მ---–---- მ------ესთან და ჰყავთ სამი შვილი. ბოლო ხუთი წელია მასს და მის მეუღლეს შორის დაიძაბა ურთიერთობა და მისი მეუღლე ტყუილად, უმიზეზოდ ეჩხუბებოდა, კერძოდ, 2016 წლის 14 დეკემბერს ეჩხუბა და აივანზე ასფალტზე არტყმევინა თავი, რამაც ტკივილი გამოიწვია, რის შემდეგაც თვითონ მ---–---- მ------ემ დარეკა 112-ში და უთხრა, რომ ცოლი ცემა და უშველეთო. 2017 წელს 27 იანვარს ისევ ეჩხუბა, დაუწყო დარტყმა გაშლილი ხელით თავის და გულის არეში, რა დროსაც იგრძნო ტკივილი. სულ იტანჯებოდა, ლანძღავდა, აგინებდა ყოველთვის. 2017 წლის 14 მაისს სამზარეულოში გალახა, მაშინაც ტკივილი და სულიერი ტანჯვა განიცადა. ამ ყველაფერს მისი სამივე შვილი ყოველთვის ესწრებოდა. 2017 წლის 16 ნოემბერს გალახა და გალანძღა უწმაწური სიტყვებით. 2019 წლის 20 იანვარს მათ შვილს ნ---- მ------ეს ეჩხუბა და გალახა, რის გამოც გადაეფარა და მაშინაც მოხვდა ერთი-ორი მუშტი და ძლიერი ტკივილი განიცადა. 2019 წლის 3 თებერვალს მისმა შვილებმა ნ----მ და ა----მ იჩხუბეს, რა დროსაც ისევ მოხვდა მისი გაშლილი ხელი გულის და თავის არეში, ამავე დროს მ---–---- მ------ემ აიღო რკინის ჯოხი და ის უნდა ჩაერტყა, მაგრამ მეზობელმა ო--------- ბ-----ემ გადააგდებინა და გადაარჩინა. ამის გამო მის შვილს ნ----ს ძალიან შეეშინდა და დარეკა 112-ზე. სულიერ ტკივილს და შეურაცხყოფას განიცდიან ისიც და ბავშვებიც, ყველას აგინებდა, ბავშვებსაც ლანძღავდა, არ აინტერესებდა ბავშვების სწავლა-განათლება, აძულებდა პატარა გოგოს მის თავს, ეუბნებოდა ცუდი ქალიაო. ბავშვებიც განიცდიან სულიერ ტანჯვას. ბავშვებსაც და მასაც სცემდა ხშირად, ღამე ეშინოდათ დაძინება.
არასრულწლოვან დაზარალებულ ნ---- მ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მევლუ მუითიძე არის მისი მამა, რაც ახსოვს ბავშვობიდან ყოველთვის იყო ჩხუბი მათ ოჯახში. რაც მამას არ მოსწონდა თუ რამეს ეტყოდნენ უყვიროდა და სცემდა. ბოლოს 20 იანვარი იყო, რომ მამა გაუბრაზდა ტელევიზორში სერიალის ყურების გამო. მასთან მივიდა და რამდენჯერმე დაარტყა, სანამ დედა მივიდა და გადაეფარა, მერე დედას დაარტყა. რომ ვეღარ მიწვდა აფურთხებდა და ფეხი, რომ დაიბანა ის ბინძური წყალი გადაასხა. იმ დღის მერე არ ელაპარაკებოდა და ცდილობდა მისგან თავი შორის დაეჭირა, მაგრამ სადაც წავიდოდნენ იქ მიყვებოდა, ლანძღავდა და ცემდა. 25 იანვარს, საღამოს 8 საათი იყო მის ძმას დასძინებოდა ტელევიზორის ყურებისას, მამასაც ეძინა, როდის წამოდგა ვერ შენიშნა და დაიწყო ყვირილი მისი მისამართით. შემდეგ მივიდა და ძმას დაუწყო ცემა, რადგან მას ვერაფერი უთხრა, რომ არ ელაპარაკებოდა და მძინარე ბავშვი ცემით შეიყვანა ოთახში, თვითონაც გაერიდა, რომ რამე არ ეთქვა, რადგან დედა არ იყო და ვერ დაიცავდა. რიცხვი არ ახსოვს მის ძმას ასწავლიდა დედა და დედამ უთხრა წკეპლა მოეტანა, რაზეც მისმა ძმამ დაიწყო კივილი, ამ დროს მამამისი მუშაობდა ეზოში და ამაზე გაბრაზდა, დედასაც დაუწყო გინება არ ხარ კარგი დედაო, იქ იყო მეზობელი ო--------- ბ-----ე, ამ დროს აიღო რკინის ჯოხი და უნდოდა დაერტყა დედისთვის, თვითონ დედას გადაეფარა, მეზობელმა გამოართვა და მეორე აიღო უცებ, მოიქნია, მაგრამ ასცდა. ამდენის მოთმენა, რომ არ შეეძლო და ვეღარ უძლებდა და დარეკა პოლიციაში. მალევე მივიდნენ, ამაზეც გაბრაზდა რატომ დარეკეო.
დაზარალებულის ჩვენებით, მამა ყოველთვის ჩხუბობდა უმიზეზოდ, ტელევიზორს ყურებისას ჩაეძინებოდა და რომ გაეღვიძებოდა ისევ ყვიროდა და ჩხუბობდა რაზე ვერ მიხვდებოდი, მასაც ვერ იტანდა, ამბობდა ჩემი შვილები არ ხართ, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა თქვენ ხართო, სულ ასე ელაპარაკებოდა, მამის სითბო რაა არ იციან. ეს ყველაფერი დიდი ხანი გრძელდებოდა, რაც ახსოვს ბავშვობიდან, ყოველდღიური ჩხუბი იყო, ილანძღებოდა ყველას მისამართით, მერე ცემდა მათაც და დედასაც. აივანზე, რომ თავი არტყმევინა თვითონ და მისი ძმა იყვნენ სახლში, მასაც მოუქნია და კარებზე მიარტყა ხელი. ყველაფერი ხდებოდა მათი თანდასწრებით. მის დას ეუბნებოდა სულელი ხარ, შენგან არაფერი გამოვაო. თუ რამე მოტივაცია ჰქონდათ ცდილობდა ჩაეხშო, სკოლაშიც არ უნდა იაროთო, თუ რამე წარმატება ჰქონდათ სიგელები ეგ არაფერს ნიშნავს ტუალეტში წავიღებო. ეს ყველაფერი გრძელდება სისტემატიურად ბოლო 5-6 წელია, მანამდეც ჩხუბობდა და ყვიროდა, მაგრამ ყოველდღიური არ იყო, ეს ბოლო წლებია ყოველდღიურად ასეა. ჩხუბს უმიზეზოდ იწყებდა. იყო შემთხვევა პური მოზილა და რაღაც ნამცეცი იყო და ამაზე გაბრაზდა და გალახა. ტელევიზორს, რომ უყურებდა და სცემა სახლში იყო დედა და ა---- და ძლიერი ტკივილი იგრძნო, გალურჯებულიც ჰქონდა.
არასრულწლოვან დაზარალებულ მ------ მ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მამა, მ---–---- მ------ე ბოლო სამი წელია ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს შვილებს და მეუღლეს, ელემენტარულ რამეზეც ღიზიანდებოდა. პირველად 2016 წელს პოლიციაში თვითონ დარეკა ცოლს ვკლავ და უშველეთო. ბოლო შემთხვევის დროს მისმა დამ დარეკა, თვითონ სახლში არ იყო, რკინა უნდოდა დედისთვის დაერტყა. ღამითაც შესულა დედასთან და ხმაურზე, რომ გავიდოდნენ და დედას გადაეფარებოდნენ მათაც ხვდებოდათ მისი ხელი. სწავლაზეც უშლიდა, სკოლაში სიარულის ღირსიც არა ხართო. 2016 წელს დედას სახლის დალაგება უნდოდა და წადი თუ მასე შეგიძლია ნაკვეთში იმუშავეო და ცემაზე გადავიდა, ხელი დაარტყა სახეში და გულმკერდის არეში, მერე თარიღი არ ახსოვს აივანზე სცემა და სახლიდან წავიდნენ რამდენიმე დღით დედის სოფელში. მისი ძმა ა----ც ესწრებოდა ხოლმე, ერთხელ ღამითაც სცემა ა----, რადგან დივანზე ჩაეძინა და ვერ დაინახეს, ამ დროს მის დას არ ელაპარაკებოდა და ა----ს დაუწყო ცემა, მის დას, რომ ვერაფერი უთხრა. მის დასაც სწავლის გამოც ეჩხუბებოდა თქვენს სიგელებს ტუალეტში ჩავყრი, მხოლოდ იქ გამოდგებაო, დედათქვენს რატომ იცავთ, ის არ არის კარგი ქალი, ცუდ გზას ადგას, არ ვიცი სად დადის, სად მუშაობსო და ნ----მ, რომ დაიცვა დედა და გადაეფარა ნ----საც მოხვდა. მასაც და ნ----საც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თარიღები კონკრეტულად არ ახსოვს, მაგრამ ერთხელ დედას ტელეფონით ვერ დაუკავშირდა, რადგან დედა მუშაობდა და ვერ დაელაპარაკა, რომ იცოდა მისი ჩხუბის ამბავი და არ მოესმინათ მის თანამშრომლებს, ამიტომ ეჩხუბა და სცემა დედა, რომ მისი საბუთები მიიტანა პოლიციაში, რომ არ დაეპატიმრებინათ.
მოწმის სახით დაკითხვისას ა-----– ფ----------ემ განმარტა, რომ ი---- მ------ე მისი ბიძაშვილია. 2016 წლის დეკემბერში დილით მათთან დარეკა ი---- მ------ემ, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და ითხოვდა დახმარებას. ადგილზე რომ ავიდნენ, იყო კამათი და მ---–----ი ამბობდა, რომ დაარტყა, იქაც გაგრძელდა მათ შორის კინკლაობა. ბავშვები იყვნენ შეშინებულები, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ განმეორდა ანალოგიური სიტუაცია, 2017 წლის ნოემბერში. ადგილზე, რომ მივიდნენ ანალოგიური სიტუაცია დახვდა, იყვნენ ნაჩხუბრები, ბავშვებიც სახლში იყვნენ, ტიროდნენ და ამბობდნენ დედას ურტყამს და გვეშინია აღარ გვინდა გაჩერებაო. ამის შემდეგ კიდევ განმეორდა რამდენჯერმე ასეთი შემთხვევა.
ანალოგიურად განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ი---- მ------ის ძმამ დ----- ფ----------ემ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის დ----- ფ----------ის 2017 წლის 27 ოქტომბრის და 2017 წლის 16 ნოემბრის გამოკითხვის ოქმი, რაც მან დაადასტურა. გამოკითხვის ოქმების მიხედვით 2016 წლის დეკემბრის თვეში ბიძამისს ა------ ფ----------ეს მობილურზე დაურეკა მისმა დამ ი---- მ------ემ და გაირკვა, რომ უთანხმოება ჰქონდა მის მეუღლესთან. ბიძაშვილთა, ა-----– ფ----------ესთან ერთად ავიდნენ მისი დის ოჯახში, სადაც სახლში დახვდა მისი და ი---- მ------ე და დისშვილები, ასევე სახლში იყო მ---–---- მ------ე. მისი დისგან ცნობილი გახდა, რომ შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც მ---–---- მ------ემ ხელი ჰკრა და წააქცია, ამ საუბარში მათ, ისევ დაიწყეს კამათი, რის შემდეგაც მისი და და დისშვილები წამოიყვანა თავის სახლში, ხოლო ორი კვირის შემდეგ ისევ დააბრუნა მათ სახლში. აღნიშნულის შემდეგ მისი დისგან შეიტყო, რომ 2017 წლის მაისის თვეში ისევ ჰქონია მის მეუღლესთან კონფლიქტური სიტუაცია, რა დროსაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2017 წლის 16 ნოემბერს დილით დაახლოებით 08:00 საათზე დაურეკა მის დას ი---- მ------ეს, რა დროსაც ტელეფონიდან გაიგონა ჩხუბის ხმა, ი---- მ------ე ტიროდა და უთხრა, რომ მ---–----მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბიძაშვილთან ა-----– ფ----------ესთან და სოფლის გამგებელ თ------ დ--------ესთან ერთად მივიდნენ მ---–---- მ------ესთან სახლში, სადაც ი---- და მისი შვილები დახვდნენ ნამტირალევი. ბავშვების თქმით მ---–---- მ------ემ ი---- მ------ეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მოწმის სახით დაკითხულ მ---–---- მ------ის ნათესავის რ----- მ------ის განმარტებით ირკვევა, რომ 2019 წლის 2 თებერვალს იმყოფებოდა მ---–---- მ------ესთან სამუშაოდ. საღამოს მ---–---- მ------ემ და მისმა მეუღლემ დაიწყეს ერთმანეთთან კამათი და მიაყენეს ერთმანეთს შეურაცხყოფა ბავშვებს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის რ----- მ------ის 2019 წლის 3 თებერვლის გამოკითხვის ოქმი, რაც რ----- მ------ემ დაადასტურა. გამოკითხვის ოქმის მიხედვით მ---–---- მ------ის ოჯახში არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ იცის მთელმა სოფელმა. 2019 წლის 02 თებერვალს ეხმარებოდა მ---–---- მ------ეს ჭიშკრის შეკეთებაში. საღამოს საათებში ბავშვებმა ნ----მ და ა----მ ერთმანეთში იჩხუბეს, რასაც მოჰყვა მ---–---- მ------ეს და მის მეუღლეს ი---- მ------ეს შორის შელაპარაკება, რა დროსაც მ---–----იმ დედის მისამართით შეაგინა ი----ს. მას არასდროს დაუნახავს, რომ მ---–----ის ი----სთვის მიეყენებინოს ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოწმის სახით დაკითხვისას მ---–---- მ------ის მეზობელმა ო--------- ბ-----ემ განმარტა, რომ ა.წ. 2 თებერვალს ეხმარებოდა მ---–---- მ------ეს. შუადღით მ---–---- მ------ის პატარა შვილთან დაკავშირებით ერთმანეთში შეკამათდნენ მ---–---- მ------ე და მისი მეუღლე, რა დროსაც იყო უცენზურო სიტყვებით მიმართვები, მ---–---- მ------ეს ეჭირა რკინის ნაჭერი, რაც გამოართვა, რადგან დაძაბული სიტუაცია იყო.
მოწმის სახით დაკითხვისას გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ძ---–-----ში თ------ დ--------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს დაურეკა უბნის რწმუნებულმა რ----- შ-----ემ, რომ მ---–---- მ------ეს და ი---- მ------ეს შორის იყო ოჯახური კონფლიქტი, რის გამოც დახვდა გზაზე და ერთად წავიდნენ მ---–---- მ------ის სახლისკენ, თუმცა გზად შეხვდათ მ---–---- მ------ის ცოლის ძმა, ბიძაშვილი, ი---- მ------ე და მისი ბავშვები, რა დროსაც ი---- მ------ე მოუყვა მას თუ რა მოხდა, რომ იყო ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის თ------ დ--------ის 2017 წლის 31 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმი ნაწილობრივ, რაც მან დაადასტურა. გამოკითხვის ოქმის მიხედვით 2016 წლის 14 დეკემბერს ღამის საათებში ტელეფონზე დაუკავშირდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ----- შ-----ე და სთხოვა გაყოლოდა მ---–---- მ------ის საცხოვრებელ სახლში, რადგან მათ ჰქონდათ ოჯახური უთანხმოება და ხელვაჩაურის პოლიციაში შესული იყო შეტყობინება. პოლიციის თანამშრომლებთან ერთად წავიდა მ---–---- მ------ის სახლისკენ, რა დროსაც გზაში შეხვდათ ა/მანქანა, რომელშიც ისხდნენ ი---- მ------ე, მისი შვილები და უცნობი მამაკაცები. მის კითხვაზე ი---- მ------ემ უპასუხა, რომ მ---–----იმ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ----- შ-----ემ განმარტა, რომ 2017 წლის დეკემბერში ორჯერ და შემდეგ მაისში მიღებული იქნა შეტყობინებები და გასულები იყვნენ ადგილზე. შეტყობინება იყო შემოსული ასევე თვითონ მ---–---- მ------ისგანაც ოჯახური ძალადობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც გამოკითხა მ---–---- მ------ე და მისი მეუღლე და გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მ---–---- მ------ე განმარტავდა, რომ ნერვებს ვერ თოკავდა და მეუღლე სცემა. 2018 წლის თებერვალში მის მიერ გამოკითხული იქნა ი---- მ------ე, რა დროსაც მან განაცხადა რეაგირება არ მიეცათ საქმისთვის, კატეგორიულად მოითხოვდა არ გამოეკითხათ მ---–---- მ------ე, რადგან ამას შესაძლოა გამოეწვია ოჯახში კონფლიქტი და ჰქონდა შიში.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული მტკიცებულებების: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათები, შეტყობინებები, შემაკავებელი ორდერის ოქმები და შემაკავებელი ორდერები, 15.12.2016 წლის და 15.05.2017 წლის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები, ქორწინების აქტის ჩანაწერი, დაბადების აქტების ჩანაწერები, დაკავების ოქმი, 112-დან გამოთხოვილი აუდიოფაილები CD-R დისკზე.
მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თ----------------------------–-----–-------------------------------------------------------------------–------------------------–--მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ და ქ------- დ-------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ღ-------- უ-----–---–მა და მ------ მ---------–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და აღნიშნეს, რომ შესაძლებელია ფიზიკური ზემოქმედების დროს კვალი არ დარჩეს და დაზარალებულს დაზიანება არ აღენიშნებოდეს.
მსჯავრდებულმა მ---–---- მ------ემ განმარტა, რომ მისი მეუღლე და შვილები პროვოკაციებს უწყობდნენ, რაზედაც თვითონაც პასუხს სცემდა, რადგან მეუღლე ეძახდა მათხოვარს. მათ შორის ჩხუბის მიზეზი იყო ის, რომ მის ავადმყოფ ძმას აძლევდა ამჟავებულ და ერთი კვირის საჭმელს. მას მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მის მეუღლეს და მას შორის იყო კამათი, მაგრამ ფიზიკური ჩხუბი არ ჰქონიათ, მათი შვილები არ ესწრებოდნენ, მის შვილთან ნ---- მ------ესთან კონფლიქტი არ ჰქონია, არასოდეს უყვირია მისთვის და არ დაურტყამს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:
ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;
ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისი გამართლების თაობაზე, იმ მოტივით, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, რომ არის პროვოკაციის მსხვერპლი და რომ სასამართლომ არასწორად შესაფასა საქმეში არსებული მრკიცებულებები, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან მსჯავრდებულის განმარტებები არსებითად ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ ზემოაღნიშნულ მრტკიცებულებათა ერთობლიობას, სასამართლოს მხედველობაში აქვს დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები.
პალატა კიდევ ერთხელ მიაპყრობს ყურადღებას დაზარალებულ ი---- მ------ის, ასევე არასრულწლოვანი დაზარალებულების ნ---- მ------ის და მ------ მ------ის ჩვენებებს, ისინი დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერენ მ---–---- მ------ის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ. დაზარალებულების ჩვენებები თანხვედრაშია საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან, მათ შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
აქვე პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს სააპელაციო საჩივრით რაიმე ახალი გარემოება ან არგუმენტი, რაც მის უდანაშაულობას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულ მ---–---- მ------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება - საქართველოს სსკ-ის 111-126 მუხლის მეორე ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მისი გამართლების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ---–---- მ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენი მ---–---- მ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ---–---- მ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126 მუხლის მეორე ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე- 2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახე და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111-126 მუხლის მეორე ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე- 2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ---–---- მ------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მ---–---- მ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების დღიდან - 2019 წლის 03 თებერვლიდან.
ნივთმტკიცებად წარმოდგენილი 112-დან გამოთხოვილი აუდიოფაილები CD-R დისკზე, შენახული იქნეს საქმესთან ერთად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე