განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100115784418-1ბ/1333-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ---–--–---–-–---–-
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ-------–-----------------–----აძე, დაბადებული 19---–-–-----------------, პირადი №----------7, მცხოვრები: ქ. თბ--–--------------–---------------–-- ამჟამად ძებნილი;
ადვოკატები: ს--–-------------–---–-------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი და 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი;
დისპოზიცია: განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის მიმართ;
სასჯელი: სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა 07(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გი--–--–---–-–---–-ა და მოითხოვა ცვლილება იქნეს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენში გრ-----–----–------ის მიმართ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია 2006 წლის 30 მაისამდე მდგომარეობით) მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 18 წლით, ხოლო 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდეს და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 წლით;
დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
საბრალდებო დასკვნის თანახმად:
გრ-----–----–------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის მიმართ. გრ-----–----–------ის ზ/აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2002 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ-------------–------------------------------------------------–---–- ბრუნდებოდნენ სახლში, რა დროსაც რთვ--–---- ქუჩის დასაწყისში მდებარე სკვერში დაინახეს გ------------------ რომელიც ეკამათებოდა გრ-----–----–------ეს. აღნიშნული კამათი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც გრიგოლ კალანდაძემ თანნაქონი მჭრელი საგნით (სავარაუდოდ დანით) გულ-მკერდის არეში დაჭრა გ------------------ რომელმაც დატოვა შემთხვევის ადგილი. აღნიშნულის დანახვაზე გ-------------–--ემ მუშტი დაარტყა გრ-----–----–------ეს. მომხდარით განაწყენებულმა გრ-----–----–------ემ გადაწყვიტა რა გ-------------–--ისათვის მიეყენებინა სასიკვდილო ჭრილობა, ამოიღო თანნაქონი მჭრელი საგანი (სავარაუდოდ დანა) და დაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გ----------------ა და გ-------------–--ე სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გადაყვანილ იქნენ თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალში, სადაც მიუხედავად გაწეული კვალიფიციური დახმარებისა გ----------------ა გარდაიცვალა, ხოლო გ-------------–--ე სიკვდილს გადაურჩა. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საბრალდებო დასკვნის თანახმად, გრ-----–----–------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ- ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით.
სასამართლომ დაადგინა:
გრ-----–----–------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და სსკ- ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გრ-----–----–------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით კერძოდ: დაზარალებულ გ-------------–--ის ჩვენებით, მოწმეების გ-----------------------------------–---–-----------------------------------------------------–--------------------–--------------------- სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული მოწმე ლე----------- ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის გრ-----–----–------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის კოდექსი, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სასამართლოში განხილვისას) მე-10 მუხლი, რომლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი პრაქტიკით ადასტურებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა. მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ქმედების განხორციელებას ყოველგვარი მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე. მკვლელობის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ და შედეგი სიკვდილის სახით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დისპოზიცია კი დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობის მცდელობას მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ, მკვლელობას ორი პირის მიმართ. აღნიშნული დანაშაულის განხორციელების აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გრ-----–----–------ის მიერ ჩადენილი ქმედების განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის მიმართ, რაც ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას კერძოდ, დაზარალებულ გ-------------–--ის ჩვენებას, მოწმეების გი----------------------------------–---–-----------------------------------------------------–--------------------–-------------------ს ჩვენებებს, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული მოწმე ლე----------- ჩვენებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ექსპერტიზის დასკვნებს.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ გ------–--ისა და კონფლიქტის უშუალო შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2002 წლის 18 ივნისს გვიან ღამით, თბილისში, რთვ--–---- ქუჩაზე არსებულ სკვერში კონფლიქტი მოხდა ჯერ გრ-----–----–------ესა და გ----------------ას, ხოლო შემდეგ - გრ-----–----–------ესა და გ-------------–--ეს შორის, ამასთან საგანი (სავარაუდოდ დანა) მოწმეებმა დააფიქსირეს მხოლოდ მსჯავრდებულის ხელში. მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გ----–-------- რაღაც საგნიანი ხელი მოუქნია გ-------უას, იმავე მოწმეთა ჩვენებებითა და დაზარალებულ გ------–--ის განმარტებით კი დასტურდება, რომ სავარაუდოდ დანით მიაყენა დაზიანება განსასჯელმა გ------–--ესაძეც. მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან, რომელთა თანახმად, გ------–--ეს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება - მუცლის წინა კედლის ნაკვეთი ბრმა შემავალი ჭრილობა ღვიძლის დაზიანებით, ხოლო გ-------უას - გულმკერდის მარცხენა ნახევარში ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობით ელენთისა და მარცხენა თირკმლის დაზიანებით, რაც მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას და მიზეზობრივ კავშირშია სიკვდილთან, ორივე შემთხვევაში ჭრილობები მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის გამოყენებით.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, აგრეთვე ექსპერტიზის დასკვნები) 2002 წლის 18 ივნისს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა და გ----–-------- ქმედებების გეგმაზომიერება, კონფლიქტისა და დაპირსპირების შედეგად, თანნაქონი მჭრელი თვისებების მქონე საგნით (სავარაუდოდ დანით) გ-------უასა და გ------–--ისათვის დაზიანებების მიყენება გ----–-------- მიერ, ხსენებული დაზიანებების ხარისხი და ლოკალიზაცია, მთელი სიცხადით ადასტურებს გრ-----–----–------ის განზრახვას, რომ შურისძიების მოტივით, სიცოცხლე მოესპო ორი მოწინააღმდეგისათვის, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მის ხელთ არსებული მჭრელი საგნით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ორივე მათგანს, რასაც მოჰყვა გ-------უას სიკვდილი, გ------–--ეს კი კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გრ-----–----–------ის მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ამავდროულად, პალატა მიუთითებს,რომ ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულ გრ-----–----–------ის მხილების კუთხით წარდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული, კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურსამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მსჯავრდებულ გრ-----–----–------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის მიმართ.
საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულ გრ-----–----–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის: სახეზეა განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალის წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი და 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გრ-----–----–------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია;
გრ-----–----–------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ მიიმალა და იგი დღემდე იმყოფება ძებნაში;
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ გრ-----–----–------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და განმარტავს, რომ სასჯელი პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე, სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე, მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული, როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას.
პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეულია ყველა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რაც გავლენას მოახდენდა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის ხასიათზე, ხარისხზე და ახასიათებდა მის პიროვნებას, ხოლო რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გრ-----–----–------ის მიმართ დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ გრ-----–----–------ე მიიმალა და იგი დღემდე იმყოფება ძებნაში. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებით ნათლად გამოიკვეთა მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, გრ-----–----–------ის მხრიდან მართლწესრიგის ნორმების განსაკუთრებული უპატივცემულობა და უგულებელყოფა.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონი და გრ-----–----–------ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა გაუნახევრდეს და საბოლოოდ, მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ გრ-----–----–------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 503–ე მუხლით, 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ---–--–---–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. გრ-----–----–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (18.06.2002წ მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ გრ-----–----–------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
5. ცნობად იქნას მიღებული, რომ გრ-----–----–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება –პატიმრობა, გაუქმებულია;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მ.თეთრაული
ხ. კიკილაშვილი