განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003118355
საქმე №1ბ/1584-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-------–---–------ის,მსჯავრდებულ: გ--------------–--–ის,ადვოკატ: ა---------–------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ--------------–--–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა---------–------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------------------------–--–ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ დაბადებულის 19---–-–------------------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ------------------–-----–---------------------------–ი და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-----–-----------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 აგვისტოს განაჩენით გ--------------–--–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ--------------–--–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქა თანაბარი სასჯელი და გ--------------–--–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ--------------–--–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივნისამდე დროის პერიოდში გ--------------–--–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ტ---------------–-ს. კერძოდ, ცემდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა და ლანძღავდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.
2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 25 ივნისამდე დროის პერიოდში გ--------------–--–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ტ---------------–-ს, კერძოდ, უთხრა, რომ დანის და იარაღის შეძენის შემთხვევაში მათი გამოყენებით მოუსპობდა სიცოცხლეს, რის შედეგადაც ტ---------------–-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--------------–--–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა---------–------------ემ, რომელთაც მოითხოვეს გ--------------–--–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ--------------–--–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ--------------–--–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ტ---------------–-ს და მოწმეების - მ---------------–---–------–-–--------–---------------------------–------------------------- გამოკითხვის ოქმებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემცველი ინფორმაციის დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
დაზარალებულ ტ---------------–-ს 26.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში სამუშაოდ, რა დროსაც გაიცნო საქართველოს მოქალაქე 19---–-–---------–--- დაბადებული გ--------------–--–ი. 2017 წლის სექტემბრის თვეში დაიწყეს თანაცხოვრება, დაიწერეს ჯვარი. თავდაპირველად ურთიერთობა იყო ნორმალური. 2017 წლის დეკემბერის თვეში გ--------------–--–ი გახდა აგრესიული, გაურკვეველი მიზეზით მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ტ---------–- დაახლოებით 5 თვის განმავლობაში, ფეხმძიმობის პერიოდში ცხოვრობდა გ---------------–--–ის სახლში, მდებარე ქ-------–-----–-------------------. ორსულობის პერიოდშიც, ბრალდებული განაგრძობდა, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობას. 2018 წლის 1 აპრილს, ტ---------------–- აპირებდა სვანეთში წასვლას კაფეს გასახსნელად, რა დროსაც გ--------------–--–ი გახდა აგრესიული და ტ--------–-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სხეულზე სხვადასხვა ადგილას ეტყობოდა ფიზიკური დაზიანებების კვალი, სისხლჩაქცევებისა და სილურჯეების სახით. აღნიშნულთან დაკავშირებით ტ--------–-ს არ მიუმართავს პოლიციისთვის. სიტუაციის განსამუხტად, 2018 წლის 2-3 აპრილს იგი წავიდა სტუმრად სვანეთში მეგობართან, ა-–-–--------–-----სთან, საიდანაც დაბრუნდა თბილისში, იმავე თვის 28-29 აპრილს და განაგრძო დამოუკიდებლად ქირით ცხოვრება. ფაქტობრივი გაშორების მიუხედავად გ--------------–--–ი უკავშირდებოდა ტელეფონით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა რომ იყო ,,ბოზი“. რთული ორსულობის გამო ექიმის დანიშნულებით ტ---------–-ს დაენიშნა წოლითი რეჟიმი. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 11 მაისს, გ-------–--–მა კვლავ იძალადა მასზე ფიზიკურად, ხელები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, შედეგად ტ---------–-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ტ---------–- 2018 წლის 22 მაისიდან 27 დეკემბრის ჩათვლით ცხოვრობდა კიევში, სადაც იმშობიარა კიდეც. გ--------------–--–ის თხოვნით დაბრუნდა თბილისში გ-------–--–ის საცხოვრებელ სახლში ბავშვთან ერთად. 2019 წლის 11 თებერვალს გ-------–--–მა ისევ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახეში, ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში დამატებით მიუთითებს, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი არ არსებობდა, თუმცა გ--------–--–ი უცებ ხდებოდა აგრესიული და ტ---------–-ზე ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ტ---------–- სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ბავშვთან ერთად გაიქცა სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა ქირით, ქ-------–--–----------------------ში. ცალკე ცხოვრების მიუხედავად გ--------–--–ი სოციალური ქსელით და მობილური ტელეფონით მინიმუმ 2 კვირაში ერთხელ განაგრძობდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ თითოეული ფიზიკური ძალადობის დროს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ხოლო სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო სულიერ ტანჯვას განიცდიდა.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით ტ---------------–-მ, გ--------------–--–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
გამოძიების ეტაზპე თარჯიმნის მონაწილეობით დათვალიერდა ტ---------------–-ს ტელეფონი სადაც ინახებოდა გ--------------–--–ის მიერ დაზარალებულისთვის Whats app-ში გაგზავნილი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინებები, შეტყობინებებში გ--------------–--–ი ასევე ადასტურებს ფიზიკური ძალადობის ფაქტებს.
2018 წლის 4 ოქტომბრის მოკლეტექსტური შეტყობინებები: ტ------- ეკითხება გ--------------–--–ს: რატომ მწერ, რატომ მეკონტაქტები ასეთ ცუდ ადამიანს, გ--- პასუხობს (დაზარალებულის განმარტებით გ--- გ--------------–--–ია): რომ გითხრა შენ არაფერი გაქვს კარგი, რომ გითხრა, გააჩინე შვილი შენ ბოზო ეს ჩემი პირველი ბავშვია, ტ------- პასუხობს: ბავშვისთვის მე ვაკეთებ ბევრ რამეს შენ ის ლამის იყო მოკალი, რას მასხარაობ ახლა განა ეს შენთვის მნიშვნელოვანია? ნუ იტყუები!! ამის შემდეგ, მამაკაცი ემუქრება შემდეგი ტექსტით „მე შენ დანამდვილებით მოგკლავ ბოზო ტ----“, „მე შენ რომ გცემე ამას არ აქვს გამართლება, მაგრამ არ მერიდება, რომ გითხრა პირდაპირ დიდი სიამოვნებით გესროდი“, ტ------- პასუხობს, რომ შენ ყველა საქციელს ამართლებ, შენ ასევე მცემე მე ორსული ქალი. შენ უბრალოდ ორსული და ფეხმძიმე ქალი კი არ ცემე, არამედ მძიმედ ფეხმძიმეობის ქალი მცემეო. ამის შემდეგ გ--- პასუხობს: გეუბნები ტონს ცვლი, მე შენ მოგკლავ, ვერ გიტან, უბრალოდ ორგანულად ვერ გიტან. ბოზო.
2019 წლის 30 აპრილს 20:19 სთ-ზე facebook-ზე ტ---------------–- გ--------------–--–ს წერს: მე კარს არ გაგიღებ და დავრეკავ პოლიციაში, რაზედაც გ------- პასუხობს, შენ ყველაფერი ცუდისკენ შეატრიალე, ბოზო პოლიციას გამოიძახებ იმიტომ, რომ მე დავიწყებ შენს ცემას, ღირსებას გეფიცები. ტ---------------–- წერს, მიეცი მ------ს საშუალება, რომ წყნარად დაიძინოს, გ-------ს რეაქცია : „შენ უკვე ყველაფერ საზღვარს გადააბიჯე ფეხი“.
2019 წლის 02 მაისს 09:04 სთ-ზე ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კვლავ მიმდინარეობს კომუნიკაცია: ტ------- წერს, რომ გთხოვ არ მომწერო, მე აღარ გიპასუხებ, გაქცევა შენ ამას როგორც მოიხსენიებ, იყო იმიტომ რომ შენ მე მცემდი და ეს ყველაფერი იყო ორსულობამდე, ფსიქოლოგთან მიდი. გ--------------–--–ის პასუხი „შენ ხომ ბავშვის დედა ხარ მალე გცემ, როგორც საჭიროა, მე შენ დაგიმტკიცებ იმას, რომ გაბრაზებაზე უარესი არაფერი არ არის.
დაზარალებულის მეგობრის მოწმე მა--------------–---–ის 26.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ გ--------------–--–ი ძალადობდა მეუღლეზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, სცემდა და ამყოფებდა სტრესსა და შიშში.
მოწმე ა-–-–--------–-----ს 27.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მან ტ---------------–-სგან არაერთხელ შეიტყო, რომ მეუღლე გ--------------–--–ი სისტემატურად ძალადობა მასზე. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ტ---------–-ს ორსულობის პერიოდშიც. 2018 წლის 2-3 აპრილს, ფეხმძიმედ მყოფი დაზარალებული, თავდაცვის მიზნით გაიქცა სახლიდან და ა-–-–--------–-----სთან ერთად წავიდა სვანეთში. ორსულობის პერიოდში ტ---------–-ს ექიმის მიერ დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი, მიუხედავად ამისა გ--------------–--–ი, აგრძელებდა მასზე როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც დაზარალებული ორსულობის პერიოდში დაბრუნდა კიევში საცხოვრებლად. ტ--------–- ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცდიდა ძლიერ სულიერ ტანჯვას, იყო შეშინებული.
მოწმე ნ------------------–ის 27.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 ივნისს შესასრულებლად დაეწერა მოქალაქე ტ---------------–-ს განცხადება, რომელიც ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გამოცემას მისი ყოფილი მეუღლის - გ--------------–--–ის მიმართ. ტ---------------–- გასაუბრებისას იყო ემოციურად აღელვებული. შემაკავებელი ორდერის განხილვისას და შესაბამისი ოქმის შედგენისას, მსხვერპლმა ტ---------------–-მ განაცხადა, რომ მეუღლე წარსულში ფიზიკურად ძალადობდა მასზე. იგი საუბრობდა, რომ გ------- გ------–- იყო გაუწონასწორებელი, აგრესიული პიროვნება. ტ---------------–-ს განმარტებით 2019 წლის თებერვლის თვეში, გ--------------–--–მა ფიზიკურად იძალადა მასზე, გადაუკეტა სასუნთქი გზები, მკლავებზე მოუჭირა ხელი, შემდეგ თავში დაარტყა. მსხვერპლის მიერ ძალადობის შესახებ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოება ასახული იქნა შემაკავებელი ორდერის ოქმში.
შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელიც აღწერს მსხვერპლის მიერ პოლიციელისთვის მიწოდებული ფიზიკური ძალადობის ფაქტებს და ამ ინფორმაციის სიზუსტეს მსხვერპლი ხელმოწერით ადასტურებს, - მტკიცდება, რომ 2019 წლის თებერვლის თვეში, გ--------------–--–მა ფიზიკურად იძალადა ტ---------------–-ზე, კერძოდ, გადაუკეტა სასუნთქი გზები, მკლავებზე მოუჭირა ხელი და ხელი დაარტყა თავის არეში. მსხვერპლი აღნიშნავს, რომ მსგავს ქმედებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, იქვე მსხვერპლი მიუთითებს, რომ 2018 წლის მაისის თვეში ფეხმძიმობის დროს გ--------------–--–მა მეუღლეს მოქაჩა თმებში, გადაუკეტა სასუნთქი გზები და დაარტყა ხელი.
მოწმე ი---------------ს 27.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ არის კლინიკა „ალტრა ვიტას“ დირექტორი და ტ---------------–-ს პირადი მეანგინეკოლოგი. ტ---------------–-ს პირველ და მეორე ტრიმესტრში ჰქონდა ორსულობის შეწყვეტის საშიშროება, რის გამოც დანიშნული იყო წოლითი რეჟიმი. 2018 წლის მაისის თვეში, დაზარალებულმა მიმართა დაწესებულებას და განუცხადა, რომ მიემგზავრებოდა უკრაინაში, ვინაიდან მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ემუქრებოდა საფრთხე. მას ოჯახური პრობლემების გამო ჰქონდა ემოციური ფონი, რის გამოც შესაძლებელია საფრთხე შექმნოდა ორსულობის პროგრესირებას. ტ---------------–- ექიმთან საუბრობდა, რომ უთანხმოება ჰქონდა მეუღლესთან გ--------------–--–თან. მოწმე გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ პაციენტის მეუღლე - გ--------------–--–ი, რომელსაც იგი კლინიკაში შეხვდა, არის ემოციური პიროვნება, ფეთქებადი ხასიათის.
დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ თანაცხოვრების პერიოდში გ--------------–--–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ტ---------------–-ს, იგივე გამოკითხვის ოქმით და მოკლეტექსტური შეტყობინებებით მტკიცდება, რომ დაშორების მიუხედავად გ--------------–--–ი 2 კვირაში ერთხელ უკავშირდებოდა მსხვერპლს და მიმართავდა სიტყვებით ,,ბოზი“, ,,ძუკნა“, ,,საქონელი“. სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა იმაზე მეტჯერ და ხშირად ადგილი ვიდრე თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრება ითვალისწინებს. შეურაცხყოფის სიხშირეს და ინტენსივობას მოწმობს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შედეგის თვალსაზრისით - მსხვერპლმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. გარდა აღნიშნულისა, აშკარაა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო იმდენად დამთრგუნველი და დამამცირებელი, რომ მსხვერპლი ამ დამოკიდებულებას მეუღლის მხრიდან არ ეგუებოდა და პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს.
სასამართლომ პრეიუდიციული ფაქტებითა და მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა, რომ ტ---------------–- 2017 წლის სექტემბრის თვიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ--------------–--–თან. გ--------------–--–ი 2017 წლის დეკემბრიდან - 2019 წლის ივნისის ჩათვლით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ტ------- მ------–-ს, გარდა აღნიშნულისა ფიზიკურად ძალადობდა მასზე თანაცხოვრების სხვადასხვა პერიოდში. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა მსხვერპლში ტანჯვას, ხოლო ფიზიკური ძალადობა ტკივილს იწვევდა.
დაზარალებულ ტ---------------–-ს 26.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს, სახლში, გ--------------–--–მა უმიზეზოდ დაიწყო კონფლიქტი, აიღო ცხელი წყლით სავსე ჩაიდანი, მიადო ტ---------–-ს, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი შვილი ეკავა და დაემუქრა თავზე მდუღარე წყლის გადასხმით, დაზარალებულს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ ბრალდებული მდუღარე წყალს ნამდვილად გადაასხამდა. მუქარის შემდეგ ტ---------–- საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადავიდა, ამის მიუხედავად გ--------–--–მა ტელეფონით და სოციალური ქსელით განაგრძო მუქარის ფაქტები. 2019 წლის 24 ივნისს, გ-------–--–მა ტ---------–-ს facebook პროფილიდან მისწერა, რომ სასამართლოს მეშვეობით არ გაარკვევდა ურთიერთობას, დასაკარგი არაფერი ჰქონდა, დაიწყებდა მასზე ნადირობას, სასამართლოში მხოლოდ მაშინ გაარკვევდა საქმეს, როდესაც მის გამო დაიჭერდნენ, როგორც კი მიუვიდოდა სასამართლოს უწყება აიღებდა დანას ან შეიძენდა იარაღს და შეუსრულებდა დანაპირებს, - მოუსპობდა სიცოცხლეს. ტ---------–- მეუღლის მხრიდან გამოთქმული მუქარების გამო განიცდიდა სულიერ ტანჯვას, ეშინოდა და იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში. მუქარით შეშინებულმა დაურეკა მეგობარს მა--------------–---–ს, დეტალურად მოუყვა ფაქტები და სთხოვა დახმარება. ციტატა გამოკითხვის ოქმიდან ,,სანამ პოლიციაში მივიდოდი, მთელი ამ ორი დღის განმავლობაში ვიყავი მარტო, ვნერვიულობ, მეშინია გ-------მ არ მომკლას“.
მუქარის ფაქტებს მოწმობს გ---------------–--–ის მიერ მსხვერპლისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები:
2018 წლის 4 ოქტომბრის მოკლეტექსტური შეტყობინებები: გ--------------–--–ი ემუქრება ტ---------------–-ს შემდეგი ტექსტით „მე შენ დანამდვილებით მოგკლავ ბოზო ტ----“, „მე შენ რომ გცემე ამას არ აქვს გამართლება, მაგრამ არ მერიდება, რომ გითხრა პირდაპირ დიდი სიამოვნებით გესროდი“, 2019 წლის 02 მაისის facebook შეტყობინებები: ტ---------------–- გ--------------–--–ს წერს: გთხოვ არ მომწერო, მე აღარ გიპასუხებ, გაქცევა შენ ამას როგორც მოიხსენიებ, იყო იმიტომ რომ შენ მე მცემდი და ეს ყველაფერი იყო ორსულობამდე, ფსიქოლოგთან მიდი. გ---------------–--–ის პასუხი „შენ ხომ ბავშვის დედა ხარ მალე გცემ, როგორც საჭიროა, მე შენ დაგიმტკიცებ იმას, რომ გაბრაზებაზე უარესი არაფერი არ არის. 2019 წლის 24 ივნისის 08:51 სთ-ზე ტ---------------–- წერს გ--------------–--–ს: „მე დღესვე ავიღებ ორდერს რომ შენ ჩემთან მოახლოვება ვერ შეძლო შენ ემუქრები ჩემს ცხოვრებას, რის შემდეგაც გ--------------–--–ი პასუხობს: როგორც კი შემატყობინებენ ამის შესახებ ავიღებ დანას !!!!! ან კიდე ვიმუშავებ, იმდენს რომ შევიძინო იარაღი !!! შენ ყველა ჩემი მოთმინების რესურსი ამოწურე და ყველაზე ცუდი აირჩიე.
2019 წლის 28 ივნისს დათვალიერდა ტ------- მ------–-ს facebook პირადი გვერდი.
T------------a განაახლა სტატუსი 25 ივნისს, 12:59-ზე:
ჩემი ყველაზე ვრცელი და გულახდილი პოსტი ფეისბუქის ისტორიაში. პოსტი, რომლის დაწერასაც დიდხანს ვერ ვბედავდი. ახლა გავბედე, რადგან ჩემს სიცოცხლეს ემუქრებიან. შემდეგ გრძელი საკითხავია, რისთვისაც მომიტევეთ. საქართველოში მამაკაცის გამო არ ჩამოვსულვარ. კარგია, რომ დროთა განმავლობაში ეს ბევრისთვის თვალსაჩინო გახდა. მამაკაცს 7 თვის შემდეგ შევხვდი. საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა მასთან შეხვედრამდე გადავწყვიტე, როგორც ყავის კაფეს გახსნა. თბილისში საცხოვრებლად კი მამაკაცის გამო გადმოვედი..., ...ჰოდა ერთხელ მანქანაში მან ხელი მკრა მხარში. მე გადავირიე, ვერც გავიგე რა ხდება საერთოდ. შემდეგ მე მშვიდად ვუთხარი თუ მსგავსი რამ განმეორდებოდა, გრძნობების მიუხედავად, წავალ. შემდეგ კიდევ მკრა ხელი სახლში და სხვა და სხვა სიტყვებით მლანძღავდა, რომ ქალი არ ვარ, რომ ძუკნა ვარ და ასე შემდეგ. მიზეზი - მე აღშფოთებული ვიყავი იმით, რომ ღამის 3 საათზე მოვიდა სახლში და კაზინოში წააგო 600$..., ...1 აპრილს მან მცემა, (ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის დაკარგვის საშიშროება მქონდა, მანამდე ექიმთან ვიყავი და ნახევრად წოლითი რეჟიმი უნდა დამეცვა) და მე უბრალოდ გამოვედი წყობილებიდან. მე არ ვიცი რა მოხდა, ჰორმონები, თვითშენარჩუნების ინსტიქტი, თუ რაღაც ცხოველური ინსტიქტი, მაგრამ მე დავამტვრიე ღვინო, ჭურჭლის ნაწილი და საერთოდ სახლში მოვაწყე ნამდვილი ნგრევა, ჩავალაგე ზოგიერთი ნივთები და წავედი. ვიქირავე ბინა და პირველი დღე ვტიროდი, როგორც გიჟი... შემდეგ ჩავრთე თავი..., ...სვანეთში გატარებული ერთი თვის შემდეგ, თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი საქმეების გამო და ექიმთან უნდა მივსულიყავი. ექიმთან გაირკვა რომ ჰემატომა მაქვს და 2 კვირა უნდა ვიწვე. ქალაქში არცერთი ახლობელი არ მყავდა((( მე დავნაღვლიანდი, ვტიროდი. მას მოჰქონდა ჩემთვის წყალი და საჭმელი. ერთხელაც მოვიდა და პირდაპირ კარებიდან დაიწყო ჩემი დამცირება, მეუბნებოდა რომ ქალი არ ვარ, რომ არაჯანსაღ შვილს გავაჩენ, რომ ცხოვრება დავუნგრიე. მე გავაგდე..., ... მე დავბრუნდი 5 დღით, ის არ იყო ქალაქში 4 დღე, როცა დაბრუნდა მორიგი ჯოჯოხეთი დატრიალდა. ის მცემდა მე და ამტვრევდა ყველაფერს სახლში. ღამის პირველ საათზე უკვე უძლური იმდენად, რომ ლაპარაკის თავიც არ მქონდა მან სასტუმროში წამიყვანა. ჩვენ მივდიოდით მანქანით და მთელი გზა იმეორებდა, რომ მე ავადმყოფ ბავშვს გავაჩენ... მე ვტიროდი, ვხვდებოდი, რომ თბილისში დარჩენა მთელი ზაფხული არ მინდოდა და სვანეთში ვერ მივდიოდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. კიევში დაბრუნების შემდეგ მე მივხვდი რომ ეს ტკივილი არ უნდა ვატარო, ან კიბო და მსგავსი არ ამცდება. ეს არ მინდოდა. იმ მომენტისთვის უკვე ბევრი მქონდა წაკითხული იმაზე, რომ უამრავი გოგონა წლობით ატარებს ამ ისტორიებს თავის თავში, აგროვებენ ამ ტკივილს... ეს ჩემი გზა არ იყო..., ... შემდეგ მე დავბრუნდი საქართველოში და ძალიან მინდოდა მ------ს ჰყოლოდა მოსიყვარულე მამა. ძალიან გულწრფელად მინდა ვთქვა გ---მ გამოგვაგდო მე და მ------ ჩვენი ბინიდან, თან წინასწარ მცემა როცა მ------ იყო 3 თვის. გ--- არ ღებულობს და არც არასოდეს მიუღია რაიმე ფინანსური მონაწილეობა მ------ს ცხოვრებაში. არასდროს გამოუხატავს მასთან შეხვედრის და დროის გატარების სურვილი. მასთან იმ შემთხვევაში მოვიდოდა თუ მეც ვიქნებოდი სახლში, რომ მოეყოლა ის თუ მე რა საქონელი ვარ და ჩემი ენერგიით დანაყრებულიყო..., ...ამ მომენტისათვის ის მემუქრება. ემუქრება პირდაპირ ჩემს სიცოცხლეს.
შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელიც აღწერს მსხვერპლის მიერ გადმოცემულ ფაქტებს დასტურდება, რომ 2019 წლის 24 ივნისს დაზარალებულს - გ--------------–--–მა სოციალურ ქსელში გაუგზავნა მუქარის შემცველი მესიჯები. მსხვერპლის განმარტებით მოძალადე არის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი და მისი მხრიდან მოსალოდნელია მუქარის განმეორება.
მოწმე მა--------------–---–ის 26.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებული ტ---------------–-ს მიმართ ახორცილებდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას. ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. სცემდა და ამყოფებდა სტრესსა და შიშში. გ--------–--–ი ურეკავდა დაზარალებულს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მოწმეს ტ--------–-მ უამბო, რომ გ--------------–--–ი ერთხელ დაემუქრა ცხელი წყლის თავზე გადასხმით, მაშინ როდესაც ხელში ეჭირა მათი მცირეწლოვანი შვილი. გ--------------–--–ი დაზარალებულს თანაცხოვრების პერიოდშიც და შემდგომ ამყოფებდა სტრესში, არ აძლევდა ნორმალური ცხოვრების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაშორდნენ, მაინც წერდა, ურეკავდა და ემუქრებოდა.
2019 წლის 24 ივნისს, მოწმეს დაუკავშირდა ტ---------------–- და უთხრა, რომ მისი ყოფილი მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე უთხრა, რომ იარაღს ან დანას შეიძენდა და აუსრულებდა მუქარას, მოუსპობდა სიცოცხლეს. დაზარალებულმა მოწმეს წააკითხა, გ--------------–--–ის მიერ მიწერილი მოკლეტექსტური შეტყობინებები, რომლებიც შეიცავდა მუქარის ტექსტებს, ასევე შეურაცხმყოფელ სიტყვებს.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შიხანის განგაშის თვითშეფასების შკალის მიხედვით ტ---------------–-ს შოთვის დონე აღემატება ნორმას.
მოწმე ა-–-–---------–-----ს 27.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 24 ივნისს, მოწმეს დაუკავშირდა ტ---------------–- და უთხრა, რომ ყოფილი მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე უთხრა, რომ შეიძენდა იარაღს ან დანას და აუსრულებდა მუქარას, მოუსპობდა სიცოცხლეს. დაზარალებულმა მოწმეს წააკითხა გ--------------–--–ის მიერ მიწერილი მოკლეტექსტური შეტყობინებები, რომლებიც შეიცავდა მუქარის ტექსტებს, ასევე შეურაცხმყოფელ სიტყვებს.
დაზარალებული გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ მეუღლის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც წინ უძღოდა ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი ტ---------------–-ს მიმართ, დაზარალებულის მხრიდან რეალურად იქნა აღქმული და შიშობდა, რომ გ--------–--–ს შესაძლოა მართლაც მოეკლა იგი, სწორედ ამ შიშის გამო დახმარებისთვის მიმართა მეგობრებს და დარეკა პოლიციაში.
აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის დამამძმებელი გარემოებები: დანაშაულის სიმრავლე (ჩადენილია 2 მუხლით გათვალისწინებული ქმედება), ფიზიკური ძალადობის მასშტაბი (მრავალჯერადი), მუქარის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ასევე სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გ---------------–--–ის მიერ ჩადენილია მასშტაბური ფიზიკური ძალადობა და მუქარა ჩადენილია მეუღლის მიმართ, ფიზიკურ ძალადობას და მუქარას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, დანაშაული ჩადენილი იყო ორსული ქალის მიმართ, მსხვერპლის მიმართ მუქარას წინ უსწრებდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა, ბოლო ქმედება ჩადენილი იყო იარაღის მუქარის გამოყენებით, მოძალადის განზრახმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა მსხვერპლს მიაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ--------------–--–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმ------ვს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ--------------–--–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა---------–------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--------------–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ--------------–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქოს თანაბარი სასჯელი და გ--------------–--–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით გ--------------–--–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი