განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
330100118002423566
ინსტანცია
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002423566

საქმე №1/ბ-1167-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ----------–ის,მსჯავრდებულის: მ---------–-–---–ის,ადვოკატების: ს------------------ის, ს-------------–----ის,მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ---------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ---------–-–---–ის მიმართ, პ--------------- დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის: გ---------------–---–--------------------–ი, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით მ---------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ---------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი;

 

მ---------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 08 იანვარს, დღის საათებში, მ----------–-–---–ი იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, დაცვის სამსახურის დასაცავ ობიექტზე, მდებარე ქ-------–----------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დ----------------ეს იდაყვის სახეში დარტყმით და მის მიმართ სხვაგვარი ძალმომრეობითი მოქმედებებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მსჯავრდებულ მ---------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს------------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, მ---------–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამართლებებლი განაჩენის გამოტანა.

აპელანტი აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლოს მიერ მ---------–-–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო დ----------------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაში, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარემ, აღნიშნული ბრალის დასადასტურებლად საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი, უტყუარი და დამაჯერებელი, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერ ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მ---------–-–---–ის ბრალეულობაში.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ მ---------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება მ---------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

 

დაზარალებულმა დ----------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, საკუთარი ავტომანქანით, დედასთან ერთად მივიდა „----------- მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სადგურის შესასვლელთან ახლოს მანქანის პარკირებისთვის თავისუფალი ადგილი შენიშნა და მანქანის დასაყენებლად მანევრირება დაიწყო, რა დროსაც მას მიუახლოვდა ბრალდებული მ---------–-–---–ი, რომელმაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით აუკრძალა მანქანის დაყენება, იმ მიზეზით, რომ იმ ადგილას ტაქსები ჩერდებოდნენ. როცა ბრალდებულს ჰკითხა, თუ რატომ უზღუდავდა უფლებას, როცა ამკრძალავი ნიშანი არსად იყო, მან უპასუხა, რომ პარკირების ადგილს ის აკონტროლებდა და ასე სურდა. შეკამათდნენ. ბრალდებული იყო აგრესიული, - მისი ვარაუდით, იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, - და თავს არ ანებებდა, ჯერ აგინა, შემდეგ კი მისი მანქანის კარი გამოაღო, ერთი ხელით სალონიდან გადაათრია, მეორე ხელის იდაყვი კი ძლიერად ამოარტყა ყბაში. იმდენად ეტკინა, რომ არ ახსოვს მ---------–-–---–მა მას შემდეგ კიდევ ორი დარტყმა მიაყენა თუ სამი. ამის შემდეგ ბრალდებულმა მის ძმაზე გადაინაცვლა, რომელსაც მის დასახმარებლად დედამისმა დაურეკა. ძმამ შეძლო და ბრალდებული გაარიდა. მაშინღა შენიშნა, რომ მ---------–-–---–ს, - რომელიც უბნის ბიჭი ეგონა, - დაცვის თანამშრომლის ქურთუკი ეცვა. სანამ დედამისის მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდებოდნენ, დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფით გაგრძელდა.

 

მოწმე მ-------------------მ, დაზარალებული დ-----------------ის დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ როცა დ-----მა თავისუფალ ადგილზე მანქანის დაყენება დაიწყო ბრალდებულმა გაჩერება აუკრძალა. სთხოვეს მას, რომ მანქანის დაყენების შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ მ---------–-–---–ი, რომელიც, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მივარდა მათ მანქანას, ჯერ მანქანას მთელი ძალით ურტყა ხელები, შემდეგ კი მძღოლის კარი გამოაღო, დ------ სახეში ამოარტყა ხელი და ხელით სახე მოუჭყლიტა. შეეშინდა და მეორე ვაჟიშვილს დაურეკა, რომელიც მალევე მოვიდა და ბრალდებული დ------ გაარიდა. ამასობაში მისი გამოძახების საფუძველზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ, რომლებმაც საბოლოოდ განმუხტეს სიტუაცია. მოწმემ აღნიშნა, რომ მის შვილს, დ------ ბრალდებულისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თავად მან კი წყალი შეასხა, როცა მ---------–-–---–ი მის შვილს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

 

მოწმე გ----------------მ, დაზარალებული დ----------------ის ძმამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაკავებულია მგზავრთა გადაყვანით გორი- თბილისის მიმართულებით და მგზავრთა ასაყვანად ჩერდება დიდუბის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის დღესაც იმყოფებოდა დიდუბეში, რა დროსაც დედამ დაურეკა და უთხრა, რომ დ------ ეჩხუბებოდნენ და სასწრაფოდ მიეხედა მათთვის. ერთ წუთში მათთან იყო და დაინახა, რომ ბრალდებულმა საჭესთან მჯდომ დ------ სახეში იდაყვი დაატყა. მივიდა მათთან და გააკავა ბრალდებული, დ-----თან მიახლოვების საშუალება რომ არ მიეცა, რის გამოც ეს უკანასკნელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ბრალდებულისთვის თავად არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რადგან მისი ჩაცმულობით მიხვდა, რომ იგი პოლიციელი იყო.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 08 იანვარს ჩატარებული შემოწმებისას მოქ. დ----------------ეს გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა, მარცხენა საფეთქლის მიდამოში ეტყობოდა შესიება, მარცხენა ყურის ნიჟარის წინა ზედაპირზე კი - მოწითალო ფერის უბანი.

 

საქმეზე გამოკვლეული აუდიოჩანაწერებითა და ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების შესახებ ოქმით დგინდება, რომ მეტროსადგურ „------------ან“ მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე 2018 წლის 08 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამო შსს სსიპ „112“-ში დაფიქსირდა რამდენიმე შეტყობინება, კერძოდ:

 

2018 წლის 08 იანვარს 10:48, 10:53, 10:54, 10:56 და 10:59 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს - „112“-ს არაერთგზის, საპატრულო პოლიციის გამოძახების მიზნით, დაუკავშირდა მ-------------------, რომლის განმარტებითაც დიდუბის ბაზრობის ტერიტორიაზე მის შვილს უცნობმა მამაკაცმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ბაზრობის ტერიტორიაზე ავტომანქანის გაჩერების გამო; საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს 2018 წლის 08 იანვარს 10:52 საათზე დაუკავშირდა მოქ.კა---------------ი, რომელმაც განაცხადა, რომ დიდუბის ბაზრობის ტერიტორიაზე მისთვის უცნობი ადამიანები ჩხუბობდნენ, ავტომანქანის გაჩერების გამო;

2018 წლის 08 იანვარს, 11:01 საათზე შსს სსიპ „112“-ს დაუკავშირდა დ----------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ სადგომზე მანქანის გაჩერებისას უცნობმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ყბაში მოარტყა ხელი, ვინაიდან, ამ უკანასკნელის განმარტებით, ის ადგილი „ძველი ბიჭების“ იყო.

 

მ---------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობდა შპს „--–-–-------------------------–-“ განყოფილების უფროსად. შემთხვევის დღეს, დაზარალებული დ----------------ე არ ემორჩილებოდა დაცვის თანამშრომელს - კა---------------ს, რომელიც ეუბნებოდა, რომ შერჩეულ ადგილზე მანქანის გაჩერება არ შეიძლებოდა. თავი ვალდებულად ჩათვალა მათთან მისულიყო. დაზარალებულმა და მისმა მგზავრებმა - დედამ და ძმამ, გინება დაუწყეს. თავად არცერთი მათგანისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. კონფლიქტისთვის თავი რომ აერიდებინა, კა---------------ს საპატრულო პოლიციის გამოძახება სთხოვა. პატრულის თანამშრომლები ადგილზე მალევე მივიდნენ და სიტუაცია განმუხტეს.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს მ---------–-–---–ის ბრალეულობას, რადგან სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მ---------–-–---–ის პოზიციას ეწინააღმდეგება დაზარალებული დ----------------ის და შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების - დაზარალებულის დედისა და ძმის ჩვენებები, რომელთა თანახმადაც მ---------–-–---–მა, რომელიც გააბრაზა დაზარალებულის მიერ მისი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობამ, გამოაღო ავტომანქანის კარი, მოკიდა საჭესთან მჯდომ დ----------------ეს ხელი და ძალის გამოყენებით მისი ავტომანქანიდან გადმოთრევა სცადა, რა დროსაც მეორე ხელი ამოარტყა ყბაში.

 

დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების უტყუარობის შეფასებისას, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თითოეული მათგანის, როგორც ინფორმაციის პირველწყაროს, სანდოობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ გააჩნია, რადგან არანაირი მოტივი, რომელიც მ---------–-–---–ის მამხილებელ პირებს უბიძგებდა მისთვის დაებრალებინათ დანაშაული, საქმის სასამართლო განხილვისას არ გამოკვეთილა. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, როგორც ერთმანეთთან, ისე, სხვა მტკიცებულებებთან თანმხვედრია. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ბრალდების მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც ინციდენტის შემდეგ დ----------------ეს სახეზე აღენიშნებოდა შესიება და სიწითლე, ასევე - ამ პირთა მიერ შსს სსიპ „112“-ში განხორციელებული, სპონტანური და შესაბამისად, - სარწმუნოობის მაღალი ხარისხის მქონე შეტყობინებებით.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, დაზარალებულის განმარტების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ---------–-–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი მოქმედებები და დარტყმა იყო საკმაო სიძლიერის, ფიზიკური ტკივილი რომ გამოეწვია, მითუფრო, რომ შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევისას დ----------------ეს ჯერ ისევ აღენიშნებოდა საფეთქლის მიდამოში - შესიება, მარცხენა ყურის ნიჟარის ზედაპირზე კი - მოწითალო ფერის უბანი. შესაბამისად, სასამართლო სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის ძალადობრივმა მოქმედებებმა დ----------------ეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მ---------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მ---------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ---------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ---------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ლაზერული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი