განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N120100118002684267N1/ბ-771-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ------ ქ-----–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ------- მ----–---ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პირადი №3----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ნ----–-------------------------–--------;
ადვოკატი - გ------- მ---------ე.
თარჯიმანი - ი-----------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ორი პირის მიმართ).
სასჯელი:
17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენის გაუქმება და გ------- მ----–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:
▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავად გ------- მ----–---საც ჰქონდა მიყენებული დაზიანებები, ამიტომ მისი ქმედებები გამოწვეული იყო თავდაცვის მიზნით და იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში;
▪ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ გ------- მ----–---ს ჰქონდა აღნიშნულ პირთა მოკვლის განზრახვა. აწ გარდაცვლილები დაუპატიჟებლად მივიდნენ მასთან სტუმრად და იქცეოდნენ არაეთიკურად, რაზეც გ------- მ----–---მა მათ მისცა არაერთი შენიშვნა, რა დროსაც მოულოდნელად იგრძნო ძლიერი დარტყმა. წამიერად დაკარგა გონებაც, შესაბამისად გონზე მოსვლის შემდეგ მან ინსტიქტურად მოძებნა იქვე არსებული დანა და იქნევდა უმისამართოდ, ამიტომ არ იცის რა ადგილებში ხვდებოდათ მის მიერ მოქნეული დანა დაზარალებულებს. მისი ერთადერთი მიზანი იყო თავი დაეცვა ამ პირთაგან;
▪ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ გ------- მ----–---ი გაეკიდა ერთ-ერთ გარდაცვლილს;
▪ გ------- მ----–---ი განიცდის მომხდარს, მას არ სურდა ასეთი შედეგის დადგომა;
▪ გ------- მ----–---ს მიყენებული დარტყმის შედეგად ჰქონდა გაუსაძლისი თავის ტკივილები, თუმცა სათანადო მკურნალობა და გამოკვლევები არ ჩატარებია. დღემდე აწუხებს ტკივილები, რის გამოც მისი სხეული სამჯერ იყო პარალიზებული (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ------- მ----–---ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარეოებათა გამო:
▪ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ გ------- მ----–---მა ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ რიგი მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით მიიჩნია უდავო მტკიცებულებად, თუმცა განაჩენის დადგენისას არ გაითვალისწინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ბრალდებულის პიროვნება;
▪ გ------- მ----–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. ასევე, მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს და არის მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გ------- მ----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 აგვისტოს, ღამის საათებში, ნ----–-------------------------–-------ში, გ------- მ----–---მა, შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს პ---–- მ-------ს საცხოვრებელ სახლში, ხოლო ს------ პ---------ს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რის შედეგადაც პ---–- მ-------ი და ს------ პ---------ი მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალნენ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით, გ------- მ----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გ--–----- პ--–-----ის შეტყობინება, რომლის თანახმად, ნ----–-------------------------–-------ში უგონო ადამიანი ეგდო ქუჩაში, გასისხლიანებული და ვარაუდობდა, რომ იყო გარდაცვლილი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს 06:30 საათიდან 1!:20 საათამდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ნ----–-------------------------–-------ში. დათვალიერება დაიწყო სოფლის საავტომობილო გზიდან, სადაც შუა ნაწილში მიწაზე ნანახი იქნა მამაკაცის გვამი გულაღმა მდგომარეობაში, რომლის სხეული მოსვრილი იყო სისხლისმაგვარი ლაქებით. გვამის მიმდებარედ ასევე აღინიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. შემდეგ დათვალიერება გაგრძელდა გ------- მ----–---ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რომელიც მდებარეობს დაახლოებით 70 მეტრში. შესასვლელიდან დაახლოებით 10 მეტრში ბალახზე აღინიშნებოდა დიდი ზომის სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მიემართებოდა ეზოს ბოლოში მდებარე ხევისკენ, სადაც ხის ქვეშ, უკანა ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან დაახლოებით 12 მეტრში ძირს გულაღმა მდგომარეობაში ნანახი იქნა მეორე გვამი. დათვალიერების შედეგად ასევე ნანახი და ამოღებული იქნა სხვადასხვა ადგილიდან (მათ შორის სახლიდან) სისხლისმაგვარი ლაქები, ს------ პ---------ის მობილური ტელეფონი, ს------ პ---------ის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, ერთი ცალი მაჯის საათი, ორი ცალი მინის ბოთლი, ორი ცალი სათვალე, ჭურჭელი, ორი წყვილი ჩუსტი, ერთი ცალი ცული, სამი ცალი დანა, ერთი ღერი სიგარეტი, ერთი კოლოფი სიგარეტი ორი ღერით, პ---–- მ-------ის მობილური ტელეფონი, პ---–- მ-------ის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, ოთხი ცალი დანა, რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, მიკრონაწილაკები, ანაწმენდები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე მ------- ა--------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ნ----–-------------------------–----------–ი. 2018 წლის 10 აგვისტოს, ნინოწმინდიდან ჩავიდა ს------–-------ში. გზად შეხვდა მეუღლის ბიძაშვილი - გ------- მ----–---ი, რომელმაც შეიპატიჟა სახლში. გ------- მ----–---მა გაშალა სუფრა, დაურეკა ე-------- ც---------ს და თხოვა მისვლა, რომელიც დაახლოებით 5-10 წუთში მივიდა მათთან. ამის შემდეგ მათთან მივიდა ვ---- პ--–-----ი, რომელსაც ასევე დაურეკა გ------- მ----–---მა, თხოვა მისვლა და პურის მიტანა. უკვე იყო გვიანი, როდესაც ე-------- ც---------ს დაურეკა ვიღაცამ და თხოვა შეხვედრა. საუბრიდან 10 წუთის შემდეგ ე--------ი გავიდა და ნახევარ საათში ორ ნასვამ პირთან ერთად დაბრუნდა უკან, რომლებსაც ხელში ეჭირათ არყის ბოთლები, რომელთაგან ერთი იყო სავსე, ერთი კი თითქმის ცარიელი. გ------- მ----–---მა მათთვის მაგიდასთან მიიტანა თეფშები. თავად მალევე ადგა და წავიდა სახლში, მისი იქ ყოფნის პერიოდში კი კამათს და ჩხუბს ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ------- მ----–---ი არის წყნარი ბუნების ადამიანი, რომელიც არასდროს ჩხუბობდა და ყოველთვის იქცეოდა წყნარად.
მოწმე ე-------- ც---------მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 16:30 საათზე დაურეკა მ------- ა--------მა და უთხრა, რომ გ------- მ----–---ს მოტეხილი ჰქონდა ფეხი და მისულიყო მის სანახავად. გ-------ის სახლში მისვლისას სუფრა იყო გაშლილი, სახლში კი იმყოფებოდნენ გ------- მ----–---ი და მ------- ა--------ი, რომლებიც გახუმრებიან, რათა შეკრებილიყვნენ და ექეიფათ. ისინი დასხდნენ სუფრასთან, მიირთმევდნენ და საუბრობდნენ. მათ შეუერთდათ ვ---- პ--–-----ი, რომელმაც მიიტანა პური, შემდეგ კი ა------- პ----------ი. ცოტა ხანში მას დაურეკეს ნაცნობებმა პ---–- მ-------მა და ს------ პ---------მა და თხოვეს ნინოწმინდიდან სოფელში წაყვანა. გ------- მ----–---მა შეთავაზა, აღნიშნული პირები მასთან მიეყვანა სტუმრად და ერთად გაეგრძელებინათ ქეიფი, რაზეც დათანხმდა. ამის შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პ---–- მ-------ი და ს------ პ---------ი ტაქსით მივიდნენ ს------–-------ში მდებარე ა------- პ----------ის კუთვნილ მაღაზიასთან, სადაც შეიძინეს არაყი. მათ გ------- მ----–---თან სტუმრად დაპატიჟეს ა------- პ----------იც, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა და უთხრა, რომ შეუერთდებოდა მოგვიანებით. მოწმის ჩვენებით, მან პ---–- მ-------ი და ს------ პ---------ი მაღაზიიდან წაიყვანა გ------- მ----–---ის სახლში. დაახლოებით ნახევარ საათში გ-------თან მივიდა ა------- პ----------იც. ისინი გ------- მ----–---თან ქეიფობდნენ დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში, თავიდან სადღეგრძელოებს ამბობდა გ------- მ----–---ი, ამ პირთა მისვლის შემდეგ კი სადღეგრძელოს ამბობდა ყველა. მ------- ა--------ი და ვ---- პ--–-----ი წავიდნენ ადრე, სუფრასთან კი მასთან ერთად დარჩნენ ა------- პ----------ი, ს------ პ---------ი, პ---–- მ-------ი და თავად გ------- მ----–---ი. მოწმის განმარტებით, გ------- მ----–---ი არის წყნარი და მშრომელი კაცი, რომელმაც სუფრასთან წარმოთქვა ჯარისკაცის სადღეგრძელო, რაც არ მოეწონათ პ---–- მ-------სა და ს------ პ---------ს. პ---–- მ-------სა და გ------- მ----–---ს შორის მოხდა გაუგებრობა, რა დროსაც გ------- მ----–---მა მაგიდას ჯერ მუშტი დაარტყა, შემდეგ კი ხელი ჰკრა. ისინი ცდილობდნენ მის დაწყნარებას. გ------- მ----–---ი და პ---–- მ-------ი ექაჩებოდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ს------ პ---------მა აიღო სკამი და დაარტყა გ------- მ----–---ს. მას და ა------- პ----------ს შეეშინდათ და გაიქცნენ გარეთ, თუმცა გარეთ გამოქცევამდე დაინახა, რომ გ------- მ----–---მა პ---–- მ-------ს დაარტყა მუშტი და ეს უკანასკნელი წაიქცა. დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ გ------- მ----–---ის შეტრიალების შემდეგ დაინახა, რომ მას ხელში ეჭირა დანა, რომელიც გაიქნია პ---–- მ-------ის მიმართულებით. მათთან ერთად სახლიდან ასევე გაიქცა ს------ პ---------ი და წავიდა ეკლესიისკენ. მათ მისდევდა გ------- მ----–---იც. იგი წაიქცა ეზოს კართან, ასევე წაიქცა ს------ პ---------იც, თუმცა ორივე ადგნენ და გაიქცნენ. მან დაინახა, რომ ს------ პ---------ს უკნიდან შეახტა გ------- მ----–---ი, რის შემდეგაც ორივე წაიქცნენ. იყო სიბნელე, გარბოდა სწრაფად და შეეჯახა კედელს, ამის შემდეგ კი არაფერი დაუნახავს, პირდაპირ წავიდა სახლში. მოგვიანებით მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ა------- პ----------მა განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, საღამოს საათებში იმყოფებოდა მამის კუთვნილ მაღაზიაში, რა დროსაც მივიდა ,,ფორდის“ ფირმის ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ორი რუსი მამაკაცი, რომელთაგან ერთს - ს------ს იცნობდა, რადგან ეს უკანასკნელი ხელოსნად მუშაობდა სოფელში. ერთ-ერთ მათგანს ხელში ეჭირა ნახევრად დაცლილი არყის ბოთლი. ამ პირების მისვლის შემდეგ მათთან მივიდა ე-------- ც---------ი, რომელმაც მაღაზიაში იყიდა არაყი. ე--------მა დაპატიჟა გ------- მ----–---თან სახლში და დაახლოებით 10-15 წუთში წავიდა. ამის შემდეგ მან დაკეტა მაღაზია, აიღო არაყი, ხორცი და წავიდა გ------- მ----–---თან სტუმრად. მისვლისას იქ დახვდნენ ე-------- ც---------ი, გ------- მ----–---ი, მ------- ა--------ი, ვ---- პ--–-----ი, ს------ და მასთან ერთად მყოფი პირი. მ------- ა--------მა თქვა სადღეგრძელო და მალევე წავიდა. იმ ორ პირს კი ჰქონდათ კონფლიქტი, კერძოდ, ხშირად გადიოდნენ გარეთ და კამათობდნენ, ერთი ცდილობდა წარმოეჩინა თავისი უპირატესობა, მეორე კი ეუბნებოდა, რომ ცუდად იქცეოდა და მოქცეულიყო კარგად. მ------- ა--------ის შემდეგ წავიდა ვ---- პ--–-----ი. თავიდან ყველაფერი იყო ნორმალურად, მხოლო ის ორი პირი კამათობდა, გ------- მ----–---ი კი ემსახურებოდა სუფრას. სასმელის დასრულების შემდეგ დაიწყეს მაგიდის ალაგება, თუმცა ს------ და მასთან ერთად მყოფი პირი კიდევ ეკამათებოდნენ ერთმანეთს, რის გამოც გ------- მ----–---მა მაგიდაზე დაარტყა ხელი და უთხრა გაჩერებულიყვნენ. ამ დროს ს------მ გ------- მ----–---ს ჩაარტყა სკამი, რის შემდეგაც გ------- მ----–---მა ხელში აიღო დანა, რომლითაც აშინებდა იმ ორ პირს. მან იცოდა, რომ მას გ------- მ----–---ი არ დაარტყამდა, თუმცა მაინც შეეშინდა და გაიქცა კარისკენ, რა დროსაც დაინახა, რომ პ---–- მ-------მა ამოიღო დანა ე.წ. ,,ბაბაჩკა“. გარეთ გასვლის შემდეგ კი შეტრიალდა და დაინახა, რომ გ------- მ----–---ს და პ---–- მ-------ს ხელში ეჭირათ დანები. გ------- მ----–---მა პ---–- მ-------ს დაარტყა დანა. ამ დროს ე-------- ც---------ი იყო შიგნით და გარბოდა გარეთ. სახლიდან გამოიქცა ს------ პ---------იც. მოწმის განმარტებით, იგი ეზოს ღობის ერთ-ერთი შესასვლელიდან გაიქცა გარეთ და იქ დაიმალა, შემდეგ კი აპირებდა სახლისკენ წასვლას, რა დროსაც დაინახა, რომ ჯერ ე-------- ც---------ი და ერთი რუსი გავიდნენ გარეთ, რომლებსაც მისდევდა გ------- მ----–---ი, ბოლოს კი კვნესით გავიდა მეორე რუსი, რომელსაც გ------- მ----–---მა დაარტყა დანა. რუსი პირი, რომელიც დაჭრა გ------- მ----–---მა, ეზოში ხოხავდა ძირს.
მოწმე ა------- პ----------ის ჩვენებით, მას არ ახსოვს კონკრეტულად ვინ დაიწყო კონფლიქტი, რადგან ალაგებდა მაგიდას და მიტრიალებისას დაინახა, რომ გ------- მ----–---მა ამოატრიალა მაგიდა, ს------მ კი აიღო ხის სკამი და დაარტყა გ------- მ----–---ს, რომლიც იდგა ფეხზე. ამ დროს გ------- მ----–---მა აიღო დანა, მას თავი არსად მიურტყამს. მეორე სტუმარი გ------- მ----–---ისგან დაახლოებით 3-4 მეტრის მოშორებით იდგა. დანა, რომელიც ეჭირა გ-------ს, იყო შავი და ჰქონდა 20-30 სმ სიგრძის პირი. ამ დროს პ---–- მ-------ი დანით ხელში იდგა კარებში. მას შეეშინდა, რომ შემთხვევით მისთვის არ დაერტყათ დანა და გაიქცა გარეთ, შემდეგ შეტრიალდა და დაინახა, რომ გ------- მ----–---მა ორჯერ დაარტყა ერთ-ერთ რუსს. მოწმის განმარტებით, გ------- მ----–---ი სკამის დარტყმამ უფრო გააღიზიანა და ამ დროს დაარტყა იმ პირს დანა. ეზო განათებული იყო თუ არა არ ახსოვს, თუმცა გზაზე განათება არის. იგი გზიდან დაახლოებით 30-40 მეტრში გაჩერდა და დაინახა, რომ გ------- მ----–---ი მისდევდა ს------ს და ე--------ს, მეორე რუსი კი კვნესით მიხოხავდა ეზოში. თავად გაიქცა სახლისკენ, მაგრამ სახლში არ შესულა, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი იდგა კართან. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ დაწყნარდა და გავიდა უკან, რათა გაეგო რა ხდებოდა. მან გარედან დაინახა, რომ გ------- მ----–---ი რეცხავდა სამზარეულოს იატაკს, ის პირი კი, ვისაც გ------- მ----–---მა დაარტყა დანა, იქ აღარ იყო.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე ვ---- პ--–-----ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს საღამოს, სოფლის ფურნეში იყიდა პური, მივიდა გ------- მ----–---ის სახლში და შეუერთდა მოქეიფეებს. სუფრაზე იმყოფებოდნენ: მ------- ა--------ი, ე-------- ც---------ი და გ------- მ----–---ი. როგორც მისთვისაა ცნობილი, ე-------- ც---------ს დაურეკეს ს------ პ---------მა და პ---–- მ-------მა. გ------- მ----–---მა ე-------- ც---------ს უთხრა, რომ თუ წასვლა უნდოდა წასულიყო, მაგრამ მასთან არავინ მიეყვანა. ე-------- ც---------მა აღნიშნული პირები მაინც დაპატიჟა სტუმრად გ------- მ----–---ის სახლში. ს------ პ---------ი და პ---–- მ-------ი მათთან მისვლისას იყვნენ ნასვამები და ხელში ეჭირათ არყის ბოთლი. მათ დაიწყეს ერთად ქეიფი. პ---–- მ-------ი საუბრისას ხმარობდა ქურდულ ჟარგონებს, არ იქცეოდა წესიერად, საუბრობდა რუსულად და ამბობდა, რომ იჯდა ციხეში და მიყვებოდა ქურდულ ცხოვრებას, რის გამოც ს------ პ---------ი და პ---–- მ-------ი შეკამათდნენ სუფრაზე. ს------ პ---------მა პ---–- მ-------ი გაიყვანა გარეთ და მისცა შენიშვნა. ამის შემდეგ სუფრას შეუერთდა ა------- პ----------ი, თავად და მ------- ა--------მა კი დატოვეს იქაურობა. დაახლოებით საათნახევარი იმყოფებოდა სახლში, შემდეგ კი სახლიდან ფეხით წავიდა გ------- მ----–---ის სახლისკენ, რა დროსაც დაინახა, რომ სახლთან გარეთ იდგა მანქანა, სახლში კი ენთო სინათლე. იგი შევიდა აღნიშნულ სახლში, რათა გაეგო რა ხდებოდა. მას გ------- მ----–---მა უთხრა, რომ მოუვიდა ჩხუბი, თავადაც დაარტყა. ვინაიდან ორივე იყვნენ მთვრალები, მისი ნათქვამი სერიოზულად არ აღუქვამს და წავიდა სახლში. მეორე დღეს დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეიტყო, რომ გ------- მ----–---ის სახლში მომხდარა ჩხუბი და მკვლელობა. მას გ------- მ----–---ის ოჯახში რამდენჯერმე უქეიფია, მაგრამ კამათი და გაუგებრობა არ მომხდარა, გ------- მ----–---ი ფხიზელიც და მთვრალიც არის წყნარი ადამიანი, მაგრამ თუ აბრაზებენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თავადაც ღიზიანდება. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის ღამეს ე-------- ც---------ი წინასწარ გ------- მ----–---ს არ შეთანხმებია, რომ აპირებდა სტუმრების დაპატიჟებას. იმ პირებს ე-------- ც---------ი დახვდა გარეთ და შეიპატიჟა გ------- მ----–---ის ოჯახში.
მოწმე გ--–----- პ--–-----ის ჩვენებით, ცხოვრობს ს------–-------ში და მუშაობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენელის თანამდებობაზე, ს----ის ერთეულში. 2018 წლის 11 აგვისტოს გამთენიისას იმყოფებოდა სახლში და ეძინა. დაახლოებით სამ საათზე დაურეკა გ------- მ----–---მა და უთხრა, რომ სასწრაფოდ მისულიყო მასთან სახლში. შეეშინდა და დაურეკა ო----- მ----–---ს, რომელსაც უთხრა, რომ მის ბიძაშვილს სურდა მისულიყო მასთან სახლში და თხოვა გაყოლა. გ------- მ----–---თან მისვლისას, გ-------ი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ამ უკანასკნელისგან შეიტყვეს, რომ მასთან სტუმრად მივიდნენ თანასოფლელის მუშები, დალიეს და ემუქრებოდნენ დანით. ამასთან, იგი დაჭრეს დანით, რის გამოც შუბლზე ჰქონდა ნაკაწრი და ფეხზე აღენიშნებოდა დაზიანება, შემდეგ კი იმ ორმა პირმა დატოვა მისი სახლი. მან ურჩია, რომ პატარა ნაკაწრის გამო პოლიცია არ გამოეძახებინა, რადგან გათენდებოდა და შერიგდებოდნენ, რაზეც გ------- მ----–---ი დაეთანხმა. სახლიდან გასვლისას იფიქრა, რომ შესაძლოა ის ორი პირი უკან მიბრუნებულიყო გ------- მ----–---თან და კვლავ მომხდარიყო კამათი, ამიტომ გადაწყვიტა უკან მიბრუნება. გ------- მ----–---ის სახლთან მიახლობისას გზაზე ნახეს ადამიანის გვამი, ამიტომ დაურეკა უბნის უფროსს - ე------ პ-----------ს და გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მოწმის განმარტებით, ზოგადად გ------- მ----–---ი არის ნორმალური და შრომისმოყვარე პიროვნება, რომელსაც სოფელში სცემენ პატივს.
მოწმე ო----- მ----–---მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წელს 11 აგვისტოს, ღამის საათებში, მას დაურეკა სოფლის რწმუნებულმა გ--–----- პ--–-----მა და უთხრა, რომ გ------- მ----–---ი თხოვდა მისვლას სახლში. ისინი მივიდნენ გ------- მ----–---თან, რომელიც რეცხავდა ჭურჭელს, იყო მშვიდი და სახლში არეულობის კვალი არ შეიმჩნეოდა. გ--–----- პ--–-----ის კითხვაზე - რა მოხდა, გ-------მა უპასუხა, რომ ჰყავდა სტუმრები, რომლებმაც მას დაარტყეს. მან შენიშნა, რომ გ-------ს შუბლზე ჰქონდა ჭრილობა, რომელიც მისი აზრით უნდა ყოფილიყო დანით მიყენებული. მათ გ------- მ----–---მა უთხრა, რომ აპირებდა პოლიციის გამოძახებას, რადგან ე-------- ც---------მა მასთან სტუმრად მიიყვანა ორი პირი, რომლებთანაც მოუვიდა ჩხუბი. მან გ------- მ----–---ს ურჩია დაწყნარებულიყო, დილით დაელაპარაკებოდნენ ე-------- ც---------ს და შეარიგებდნენ იმ პირებთან, ვისთანაც იჩხუბა. აღნიშნულზე გ------- მ----–---ი დათანხმდა და მათ დატოვეს მისი სახლი. თუმცა შემდეგ, გ--–----- პ--–-----მა გადაიფიქრა წასვლა და მას უთხრა დარჩენილიყვნენ, რათა ის ორი პირი არ დაბრუნებულიყო უკან, რაზეც დათანხმდა. შემდეგ გადაწყვიტეს გზას გაყოლოდნენ და გაეგოთ სად ცხოვრობდნენ ის პირები. მათ აუხვიეს ეკლესიისკენ და დაინახეს, რომ ეკლესიიდან დაახლოებით 30 მეტრის და გ------- მ----–---ის სახლიდან 100 მეტრის დაშორებით დახვდათ ადამიანის გვამი. მათ გადაწყვიტეს პოლიციაში დარეკვა. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მოწმის განმარტებით, გ------- მ----–---ი არის ხელოსანი, არ სვამდა სისტემატურად და ფხიზელიც და ნასვამიც იყო მშვიდი და წყნარი პიროვნება.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა მოწმე ე------ პ-----------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით ოთხ საათზე სამსახურის ტელეფონზე დაურეკა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ს----ის ერთეულში გ--–----- პ--–-----მა და უთხრა, რომ მისულიყო სასწრაფოდ, რადგან გზაზე ახალგაზრდა პირი იყო გარდაცვლილი. მან ასევე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, ვინაიდან, არ იცოდა, აღნიშნული პირი იყო თუ არა გარდაცვლილი. იგი სამსახურებრივი ავტომანქანით დაუყოვნებლივ წავიდა სოფელ ს----ისკენ. შემთხვევის ადგილზე ნახა გ--–----- პ--–-----ის ავტომანქანა და გზაზე განთავსებული დაახლოებით 30-35 წლის ასაკის, მისთვის უცნობი მამაკაცის გვამი. ამ დროს ადგილზე მივიდნენ პოლიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. თავად კი, თანამშრომელ დ----- ფ---–---–--ესთან ერთად წავიდა გ------- მ----–---ის სახლისკენ, რომლის შესასვლელ კართან იყო სისხლი. მათ ასევე ნახეს სათვალეები და ხელის საათი. ისინი გაესაუბრნენ გ------- მ----–---ს, რომელმაც განუმარტა მათ, რომ მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ თანასოფლელები და სვამდნენ, რა დროსაც მოუვიდათ შელაპარაკება. კერძოდ, ემუქრებოდნენ დანით, შემდეგ დაარტყეს და შუბლზე აღენიშნებოდა ნაკაწრი. მანვე აღნიშნა, რომ გარეთ გავიდნენ კამათით. გ------- მ----–---ს ტანსაცმელზე ეტყობოდა სისხლის ლაქები, რამაც გამოიწვია ეჭვი. მოწმის გამარტებით, ისინი ასევე გაესაუბრნენ ა------- პ----------ს, რომელმაც უთხრა, რომ კონფლიქტის დროს გ------- მ----–---მა დანით დაჭრა ერთ-ერთი პირი. ადგილზე მიიღო გ------- მ----–---ის დაკავების გადაწყვეტილება, რის შესახებაც შეუთანხმდა ხელმძღვანელობასაც. მან დააკავა გ------- მ----–---ი დ----- ფ---–---–--ესთან ერთად და აუხსნა მისი უფლებები მისთვის გასაგებ სომხურ ენაზე. იქვე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, თუმცა ოქმები შეადგინეს ნინოწმინდის რაიონის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ვინაიდან თან არ ჰქონდა სათანადო აღჭურვილობა. თანაც ხალხი უკვე გროვდებოდა და დაკავებული გაარიდეს სოფელს. გარდაცვლილი პირი იყო ს------ პ---------ი, რომელიც იყო ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე, მეორე პირის - პ---–- მ-------ის გვამი ნახეს გ------- მ----–---ის სახლის ეზოში.
ანალოგიური გარემოებები დაადასტურა მოწმე დ----- ფ---–---–--ემ. მისი ჩვენებით, სახლში შესვლისას გ------- მ----–---ი რეცხავდა ჭურჭელს, იატაკი კი იყო სველი და ეტყობოდა, რომ იყო ახალი მოწმენდილი. შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს იყო სისხლის გუბე. გ------- მ----–---ს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები და შუბლზე ჰქონდა სისხლნაჟღენთი. აღნიშნულმა პირმა განმარტა, რომ ჰყავდა სტუმრები, რომლებთანაც სუფრაზე მოუვიდა კამათი, მას მიაყენეს შეურაცხყოფა, შემდეგ კი გავიდნენ სახლიდან და რა მოხდა არ იცოდა.
მოწმე ო----- ს--------ის ჩვენებით, დიდი ხანია იცნობს გ------- მ----–---ს, რომელიც არის კარგი ადამიანი და ეხმარება ყველას.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი----- მ-------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გარდაცვლილი პ---–- მ-------ი იყო მისი ძმა, რომელიც იყო ხელოსანი და ბოლო პერიოდში ს------ პ---------თან ერთად მუშაობდა ახალქალაქის მხარეში. 2018 წლის 10 აგვისტოს, ს------ს ნათესავებისგან შეიტყო მომხდარის შესახებ.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ---------ა პ---------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ს------ პ---------ი იყო მისი შვილი, რომელიც იყო წყნარი და განათლებული ადამიანი. იყო ხელოსანი და ამუშავებდა ხეს. ბოლო პერიოდში პ---–- მ-------თან ერთად ს------–-------ს ერთ-ერთი მაცხოვრებლის ოჯახში აკეთებდა რემონტს. მომხდარი ფაქტის შესახებ იცის მხოლოდ ის, რომ ისინი სტუმრად დაპატიჟა გ------- მ----–---მა. ს------ს უნდოდა სადღეგრძელოს თქმა, რაც არ მოეწონა გ-------ს და მაგიდაზე დაარტყა ხელი, აღნიშნულს კი მოჰყვა კონფლიქტი.
ბრალდებულმა გ------- მ----–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, სოფელში ბიჭებთან ერთად შლიდა მანქანას, რა დროსაც მასთან მივიდა მ------- ა--------ი, რომელმაც მანქანით სახლში წაყვანა შესთავაზა. სახლში მისვლისას მათ დალიეს ყავა, შემდეგ კი დაურეკეს ე-------- ც---------ს, რომელსაც უთხრეს, თითქოსდა გ------- მ----–---ს მოტეხილი ჰქოდა ფეხი და მისულიყო მის სანახავად. ე-------- ც---------ის მისვლამდე ხორციც შეიწვა. მასთან დარეკა ვ---- პ--–-----მაც, რომელსაც უთხრა, მისულიყო მათთან და მიეტანა პური. სახლში მის გარდა იყვნენ ე-------- ც---------ი, ვ---- პ--–-----ი და მ------- ა--------ი, რომლებიც ქეიფობდნენ და საუბრობდნენ მშვიდად. ამ დროს ე-------- ც---------ს დაურეკეს აწ გარდაცვლილმა პირებმა და თხოვეს სოფლის ცენტრში დახვედრა. მას ე-------- ც---------მა უთხრა, რომ სურდა ამ პირების მასთან მიპატიჟება, რაზეც უთხრა უარი. ე-------- ც---------ი წავიდა ამ პირებთან შესახვედრად, უკან დაბრუნებულმა კი მიიყვანა ხსენებული ორი პირიც. მას არ ესიამოვნა ამ პირთა სტუმრობა და უსაყვედურა ე-------- ც---------ს, რაზეც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ არ იყვნენ ცუდი პიროვნებები და ცოტა ხანში წაიყვანდა. ყველამ ერთად განაგრძეს სუფრასთან ქეიფი და არყის დალევა. ამ პირთა მისვლის შემდეგ წავიდა მ------- ა--------ი. იმ ორი პირიდან ერთ-ერთი საუბრობდა ჟარგონებით და ცუდი სიტყვებით, რის გამოც მისცა შენიშვნა და უთხრა შეეწყვიტა ქურდული ჟარგონებით საუბარი. ამ დროს მასთან სახლში მივიდა ა------- პ----------ი, რომელიც დაპატიჟა ე-------- ც---------მა. აღნიშნულმა პირმა მიიტანა არაყი, ,,ბორჯომი“, საკვები და შეუერთდა მათ სუფრას. ის პირი კი კვლავ აგრძელებდა ვ---- პ--–-----თან ქურდული ჟარგონებით საუბარს, რაზეც კვლავ მისცა შენიშვნა და უთხრა, რომ იმყოფებოდა სტუმრად და მოქცეულიყო ისე, როგორც შეეფერებოდა სტუმარს. ცოტა ხანში აღნიშნული პირი მისმა თანმხლებმა მეორე პირმა გაიყვანა გარეთ და ასეთი საქციელის გამო მისცა შენიშვნა. ამ პირთა სახლში შებრუნების შემდეგ, მან სუფრაზე მყოფებს შესთავაზა მეგობრობის სადღეგრძელო და ახსენა ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც მსახურობდა ყარაბაღში და ითხოვა დაელიათ მისი სადღეგრძელოც. ამის გამო ამ ორი პირიდან ერთ-ერთმა, სახელად ს------მ, მისცა შენიშვნა იმ საფუძვლით, რომ ის ახსენებდა ქურდებს, მასპინძელი კი ამბობდა ,,ძაღლების“ სადღეგრძელოს.
გ------- მ----–---ის განმარტებით, ს------ს დაწყნარების შემდეგ სუფრასთან იმყოფებოდნენ თავად, ე-------- ც---------ი, ს------ მეგობართან ერთად და ა------- პ----------ი, ვ---- პ--–-----ი კი წავიდა. ქეიფის დაასრულების შემდეგ ე-------- ც---------ი გავიდა საპირფარეშოში, ა------- პ----------მა კი შესთავაზა, რომ აალაგებდა მაგიდას. თავად იჯდა სკამზე და აპირებდა სიგარეტისთვის მოკიდებას, ამ დროს დაინახა, რომ ს------ ადგა ფეხზე, რის შემდეგაც თავის არეში იგრძნო ძლიერი დარტყმა. მას ამ დრომდე ეგონა, რომ ს------მ ჩაარტყა ხელი, თუმცა ა------- პ----------ის დაკითხვისას გაიგო, რომ მას ს------მ ჩაარტყა სკამი, თუმცა რის გამო დაარტყა არ იცის, რადგან მათ კონფლიქტი არ ჰქონიათ. გონზე მოსვლის შემდეგ ადგა ფეხზე და დაინახა, რომ ის ორი პირი იდგა კართან, ა------- პ----------ი და ე-------- ც---------ი კი არ იყვნენ ოთახში. ფეხზე წამოდგომისას ამ ორიდან ქერა მამაკაცმა, შავგვრემანს რუსულად უთხრა ,,უყურე ეს კიდევ ადგა ფეხზე“, რის შემდეგაც შავგვრემანმა მაგიდიდან აიღო დანა და დაესხა თავს, კერძოდ, მოარტყა თავის არეში. აღნიშნული პირი მოიგერია ფეხის მოქნევით. მისივე განმარტებით, ამ დროს თითქოს გათიშული იყო, ნელ-ნელა გონზე მოსვლისას შეამჩნია, რომ ამ ორი პირიდან ერთ-ერთი იყო ძირს, მეორე კი გაიქცა გარეთ. იგი გაეკიდა მას, მაგრამ მამაკაცი გაიქცა ჭიშკრიდან. იგი დაბრუნდა უკან, თუმცა ის პირი, რომელიც მანამდე ძირს ეგდო, ოთახში აღარ დახვდა. ვინაიდან არ იცოდა როგორ დაერეკა პოლიციაში, დაურეკა გ--–----- პ--–-----ს, რომელსაც უთხრა მომხდარის შესახებ და თხოვა მასთან მისვლა. ჩხუბის დროს ჭიშკრიდან გარეთ არ გასულა და არც რომელიმე მათგანს გაკიდებია, არც ის დაუნახავს, მათ ვინმე გაეკიდა თუ არა. სახლში დაბრუნების შემდეგ მან დაიბანა სისხლიანი სახე, დაასუფთავა სახლი, მორეცხა თავისივე სისხლით დასვრილი იატაკი და დარეცხა ჭურჭელი, ვინაიდან მაგიდა იყო გადატრიალებული და ყველაფერი ეყარა ძირს. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ სად ან როდის დაარტყა დანა პ---–- მ-------ს,არ ახსოვს, რადგან არ იყო გონზე და ვერ აკონტროლებდა თავს. მას ხელში ეჭირა ორი დანა, რომელიც აიღო სამზარეულოს მაგიდიდან. ერთი დანა იყო გრძელი და ჰქონდა ნაცრისფერი ტარი, მეორე კი იყო შავტარიანი მოკლე დანა. მას არ ახსოვს დანის დარტყმის მომენტი, რადგან იცავდა თავს და არ იყო გონზე. სკამი, რომელიც მას ჩაარტყა ს------ პ---------მა, იყო დაახლოებით 5-6 კილოგრამი.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს 03:45 საათზე დაკავებული იქნა გ------- მ----–---ი. დაკავებულს ვიზუალურად შუბლის არეში აღენიშნებოდა ნაკაწრი, წარბებს შუა ადგილას აღენიშნებოდა სიწითლე, მარცხენა თვალის ბუდის არეში აღენიშნებოდა შესიება მოლურჯო ფერის, კისრის არეში სიწითლეები, თავის უკანა მხარეს შესიება, ტუჩის ორივე მხარეს სიწითლეები. მარჯვენა ხელის იდაყვის არეში, ასევე ზურგზე, მარჯვენა და მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა სიწითლეები. ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, მისგან ამოღებული იქნა მის სახელზე გაცემული ID ბარათი, მოკლემკლავიანი ნაცრისფერი მაისური, ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლებით, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. შავი ფერის ტყავისმაგვარი ქამარი, ვერცხლისფერი ჯვარი ჯაჭვით. მოშავო ფერის პირსახოცი, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მათემატიკის ფურცელზე სომხურ ენაზე შესრულებული ნაწერით, ოც ლარიანი კუპიურა, კრიკეტის ფირმის მოშავო ფერის სანთებელა, 2 ცალი მოშავო ფერის წინდა, მოშავო ფერის ტყავისმაგვარი ფეხსაცმელი. ფეხსაცმელს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული ნივთები და საგნები დაილუქა სათანადო წესით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2018 წლის 18 ოქტომბრის ექსპერტიზის N--------- დასკვნით:
პ---–- მ-------ის გვამს აღენიშნებოდა I. ყელის არეში ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; II. მარჯვენა შუა აქსილარულ ხაზზე ნეკნთა რკალის დაბლა ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა წვრილი ნაწლავების დაზიანებით. III. მეორე ჭრილობის 2 სმ-ით ზემოთ ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა ღვიძლის დაზიანებით. IV. წელის მარჯვენა არეში ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; V. მარცხენა დუნდულოს ზემო შიგნითა კვადრატში ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა. მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე. აქედან ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აქედან II და III ჭრილობები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანების გამო, ხოლო I, IV და V ჭრილობები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები როგორც თითოეული ცალ-ცალკე, ასევე ყველა ერთად აღებული, ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია სიკვდილამდე უახლოეს მომენტში.
▪ პ---–- მ-------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია ღვიძლის, წვრილი ნაწლავებისა და ასევე სხეულზე არსებული მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად განვითარებული. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 2-4 საათისა და არა უმეტეს 12-14 საათისა.
▪ დაზიანებები მიყენებულია თუ არა ერთი და იგივე იარაღით, ამისათვის მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის გამოკვლევა, რომელიც ეცვა დაზარალებულს დაზიანების მიყენების მომენტში.
▪ სისხლის ქიმიური გამოკვლევით მასში აღმოჩნდა 2,96% ეთილის სპირტი, ხოლო ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
▪ ს------ პ---------ის და პ---–- მ-------ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუა არა ერთი და იგივე საგნით ამისათვის მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლების გამოკვლევა, რომლებიც ეცვათ დაზარალებულებს დაზიანების მიყენების მომეტში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2018 წლის 18 ოქტომბრის ექსპერტიზის N--------- დასკვნით:
▪ ს------ პ---------ის გვამს აღენიშნებოდა I. მარცხენა ბარძაყის ქვემო მესამედის წინა ზედაპირზე ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; II. ყელის წინა ზედაპირზე მარცხნივ ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; III. კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე შუა მესამედში ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; IV.მარჯვენა ძუძუს ოდნავ ქვემოთ ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით; V. მარჯვენა შუა აქსილარულ ხაზზე II-III ნეკნების საპროექციოდ ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა ფილტვისა და მარჯვენა წინა გულის დაზიანებით; VI. მარჯვენა მხარის ზემო მესამედის წინა მედიალურ ზედაპირზე აღენიშნება ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; VII. მუცლის მარცხენა ქვემო არეში წინა აქსილარულ ხაზზე ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა წვრილი ნაწლავის დაზიანებით; VIII. მარცხენა ქვემო მესამედის უკანა ზედაპირზე ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; IX. მარჯვენა ბეჭის ხაზსა და მარჯვენა პარავერტებრალურ ხაზებს შორის IV-V ნეკნების საპროექციოდ აღენიშნება განივრად მდებარე ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით; X. მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე აღენიშნება მოწითალო ფერის უფუფხო ნაჭდევი; XI. ცხვირის ზურგზე მოწითალო ფერის უფუფხო ნაჭდევი; XII. მარცხენა წინამხრის ზემო მესამედის მედიალურ ზედაპირზე მოწითალო ფერის უფუფხო ნაჭდევი; XIII. მარჯვენა წინამხრის მედიალურ ზედაპირზე სიგრძივად მდებარე ხაზოვანი ფორმის მოწითალო ფერის უფუფხო ნაჭდევები; XIV. წელის მარჯვენა არეში აღენიშნება მოწითალო მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. აღნიშნული ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აქედან დაზიანებები: I, II, III, VI, VIII დაზიანებები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო; დაზიანებები: IV, V, VII, IX - ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანების გამო, ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია სიკვდილამდე უახლოეს მომენტში.
▪ ს------ პ---------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია მარჯვენა წინა გულის, მარჯვენა ფილტვის, წვრილი ნაწლავის ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა და ასევე სხეულზე არსებული მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად განვითარებული. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 2-4 საათისა და არა უმეტეს 12-14 საათისა.
▪ დაზიანებები მიყენებულია თუ არა ერთი და იგივე იარაღით, ამისათვის მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის გამოკვლევა, რომელიც ეცვა დაზარალებულს დაზიანების მიყენების მომენტში.
▪ სისხლის ქიმიური გამოკვლევით მასში აღმოჩნდა 2,59 % ეთილის სპირტი, ხოლო ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
▪ ს------ პ---------ის და პ---–- მ-------ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუ არა ერთი და იგივე საგნით, ამისათვის მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლების გამოკვლევა, რომლებიც ეცვათ დაზარალებულებს დაზიანების მიყენების მომენტში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2018 წლის 13 აგვისტოს ექსპერტიზის N---------- დასკვნით, გ------- მ----–---ის სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2018 წლის 13 აგვისტოს ექსპერტიზის N---------- დასკვნით, მ------- ა--------ის სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2018 წლის 13 აგვისტოს ექსპერტიზის N---------- დასკვნით, რომ ა------- პ----------ის სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2018 წლის 13 აგვისტოს ექსპერტიზის N---------- დასკვნით, ვ---- პ--–-----ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2018 წლის 13 აგვისტოს ექსპერტიზის N---------- დასკვნით, ე-------- ც---------ის სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნებოდა.
ექსპერტმა დ----- მ------–---–მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და განმარტა, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს, ნინოწმინდის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შენობაში მის მიერ გამოკვლეულ იქნა ს------ პ---------ის გვამი. გარეგნული დათვალიერებით გვამს აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვემო მესამედში სწორკიდეებიანი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა 1X3 სმ-ზე, ყელის შუა არეში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა სიგრძივად მდებარე ზომით 1X4 სმ-ზე, კისრის მარცხენა გვერდის ზედაპირზე შუა მესამედში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა 1X2 სმ-ზე, მარცხენა მკერდის ოდნავ დაბლა განივრად მდებარე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ზომით 1,5X4 სმ-ზე, მარჯვენა შუა მეორე-მესამე ნეკნების საპროექციოდ ოდნავ ირიბად მდებარე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა 1.5X3 სმ-ზე, მარცხენა მხრის ზემო მესამედის წინა მედიალურ ზედაპირზე ზედაპირული ნაკვეთი ჭრილობა სიგრძით 4 სმ, მარცხენა მუცლის ქვემო არეში განივად მდებარე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა 5X7 სმ-ზე, სადაც გამოსული იყო ნაწლავების მარყუჟი, მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე ქვემო მესამედში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა 1X3სმ-ზე, მარჯვენა არავერტიკალური და ბეჭის ხაზებს შორის მეოთხე-მეხუთე ნეკნებს შუა აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა 1X3 სმ-ზე, ჭრილობის არხი მიემართებოდა პირდაპირ, უკნიდან წინ; მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე მოწითალო ფერის ნაჭდევი 2X3 სმ-ზე, ზურგზე აღენიშნებოდა მოწითლო ფერის ნაჭდევი 03X05 სმ-ზე მის ირგვლივ ლურჯი სისხლნაჟღენთი 1X3 სმ-ზე, მარცხენა წინამხრის წინა მედიალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა იგივე ხასიათის ნაჭდევი, მარჯვენა წინამხრის წინა მედიალურ ზედაპირზე სიგრძივად მდებარე ნაჭდევები საერთო ფართის 3X10 სმ-ზე, წელის მარჯვენა არეში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა წინაგულში აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა და მარცხნივ წვრილ ნაწლავებში აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები.
მოწმის განმარტებით, მან ასევე გამოიკვლია პ---–- მ-------ის გვამი, რომელსაც ყელის არეში აღენიშნებოდა ირიბად მდებარე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა, რომელიც იწყებოდა კისრის ზემო მესამედის მარცხენა გვერდითი ზედაპირიდან და მთავრდებოდა ყელის შუა არეში ქვემო მესამედში, 1X10 სმ-ზე. მარჯვენა წინა აქსილარულ ხაზზე ნეკნის დაბლა აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა და ჭრილობაში გამოსული იყო წვრილი ნაწლავების მარყუჟები. აღნიშნული ჭრილობის ზემოთ 2 სმ-ით მაღლა აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა 1X2 სმ-ზე, რომელიც მიემართებოდა მარჯვნიდან მარცხნივ, წინიდან უკან და ოდნავ ქვემოდან ზევით, ასევე აღენიშნებოდა წელის მარჯვენა არეში ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა ზომით 1X3 სმ-ზე. მარცხენა დუნდულის ზემო შიგნითა კვადრატში აღენიშნებოდა განივრად მდებარე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ზომით 1X3 სმ-ზე, მარჯვენა მუხლის არეში ნაჭდევები, მარჯვენა მუხლის არეში ზემოთ სისხლნაჟღენთები, მარჯვენა წვივის ზემო მესამედის მედიალურ ზედაპირზე ნაჭდევი, მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში ნაჭდევი, მარცხენა მუხლის არეში აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი, მარცხენა მუხლის ზემო მესამედში წინა მედიალურ ზედაპირზე ნაჭდევი, წინა ზედაპირზე ნაჭდევი, მარცხენა იდაყვის წინა ზედაპირზე, სახსრის წინა ზედაპირზე ნაჭდევი, მარცხენა ქვემო ქუთუთოს ოდნავ დაბლა აღენიშნებოდა ნაჭდევი. მარცხენა თვალბუდის გარე კუთხესთან აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, შუბლთხემის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი 5X6 სმ-ზე და თხემის მარცხენა წინა არეში აღენიშნებოდა ნაჭდევი. გარდა ზემოაღნიშნულისა 2018 წლის 11 აგვისტოს, 14:03 საათზე, ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში შეამოწმა მოქალაქე გ------- მ----–---ი, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს, სხეულზე მარჯვენა მხრის არეში აღენიშნებოდა ნაჭდევი, მარჯვენა ბეჭის არეში 3 სისხლნაჟღენთი, მარჯვენა მხრის უკანა მესამედზე ნაჭდევი, მარცხენა წინამხრის ზემო მესამედის არეში უკანა ზედაპირზე ნაჭდევი, მარჯვენა ბეჭის ზემოთ სისხლნაჟღენთი მოლურჯო მოწითლო ფერის, შუბლის მარცხენა არეში ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის მოწითალო ფერით დაფარული ნაჭდევი, რომელიც არ სცდებოდა ლოკალიზებულ დონეს სიგრძით 4 სმ. ქვემო ტუჩის მარჯვენა არეში აღენიშნებოდა ნაჭდევი 03X04 სმ-ზე. გარდა ამისა, მის მიერ 2018 წლის 12 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამომძიებელ რ----- ქ-----–---–ის მიერ წარდგენილი იქნა ოთხი პიროვნება: პ--–-----ი, პ----------ი, ა--------ი და ც---------ი, რომლებსაც სუბიექტური გასინჯვით ჩივილები არ აღენიშნებოდათ. ობიექტური გასინჯვით, გარეგანი დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2018 წლის 01 ოქტომბრის ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ:
▪ გ------- მ----–---ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ------- მ----–---ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ------- მ----–---ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ------- მ----–---ი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ------- მ----–---ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გ------- მ----–---ი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. გ------- მ----–---ს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი.
▪ გ------- მ----–---ი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
▪ გ------- მ----–---ი დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებაზე და ქცევაზე.
მტკიცებულებათა ნაწილი, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, ნიმუშის აღების ოქმები, ექსპერტის დასკვნები, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც გ------- მ----–---ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (ვრცლად იხ. 2014 წლის 12 თებერვლის უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N142აპ-13).
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N227აპ-16).
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ასევე აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას, მკვლელობას ორი ან მეტი პირის მიმართ, კანონმდებელი მასში მოიაზრებს დამნაშავის განზრახვას - სიცოცხლე მოუსპოს ორ ან მეტ პირს.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ნ----–-------------------------–-------ში მდებარე გ------- მ----–---ის საცხოვრებელ სახლში სხვა პირებთან ერთად სტუმად იმყოფებოდნენ პ---–- მ-------ი და ს------ პ---------ი, რომლებთანაც შელაპარაკება მოუვიდა გ------- მ----–---ს. ასევე სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ხსენებულ დღეს დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ პ---–- მ-------ი და ს------ პ---------ი.
დაცვის მხარე, ერთის მხრივ, უარყოფს გ------- მ----–---ის მიერ ეზოს გარეთ ს------ პ---------ისთვის დაზიანებების მიყენებას, ხოლო მეორეს მხრივ, ითხოვს გ------- მ----–---ის ქმედების მიჩნევას აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. გ------- მ----–---ის განმარტებით, მას აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ჯერ სკამი ჩაარტყა, შემდეგ კი დანით მიაყენა დაზიანებები, რის შემდეგაც მან აიღო იქვე განთავსებული დანა და თავის დაცვის მიზნით იქნევდა გაურკვეველი მიმართულებით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს შემდეგი:
1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;
2. ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს;
3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;
4. თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).
ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს გ------- მ----–---ის ყოფნას აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ გ------- მ----–---ის სახლში. როგორც ე-------- ც---------მა, ისე ა------- პ----------მა, აღწერეს სახლში განვითარებული მოვლენები როგორც პ---–- მ-------ის და ს------ პ---------ის მისვლამდე, ასევე მათი მისვლის შემდეგ. დადგენილია, რომ ს------ პ---------მა გ------- მ----–---ს სკამი ჩაარტყა თავის არეში, რის შემდეგაც გ------- მ----–---მა ხელში აიღო დანა. ა------- პ----------ის ჩვენებით, პ---–- მ-------მა ამის შემდეგ აიღო დანა. დადგენილია, რომ გ------- მ----–---მა თავდაპირველად დაზიანება მიაყენა პ---–- მ-------ს, ხოლო შემდეგ გაეკიდა გაქცეულ ს------ პ---------ს. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით და ექსპერტთა ჩვენებებით დადგენილია ის მრავლობითი ჭრილობები, რაც აღენიშნებოდათ როგორც პ---–- მ-------ის, ისე ს------ პ---------ის გვამებს.
მოწმე ა------- პ----------ის ჩვენებით, მან დაინახა, რომ ჯერ ე-------- ც---------ი და ერთი რუსი გავიდნენ გარეთ, რომლებსაც მისდევდა გ------- მ----–---ი, ბოლოს კი კვნესით გავიდა მეორე რუსი, რომელიც ეზოში ხოხავდა ძირს. მოწმის ზემოაღნიშნულ ჩვენებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ პ---–- მ-------ის გვამი ნანახი იქნა არა გ------- მ----–---ის სახლში, სადაც მოხდა მისთვის დაზიანებების მიყენება, არამედ გ------- მ----–---ის სახლის ეზოში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შესასვლელიდან დაახლოებით 10 მეტრში ბალახზე აღინიშნებოდა დიდი ზომის სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მიემართებოდა ეზოს ბოლოში მდებარე ხევისკენ, სადაც ხის ქვეშ, უკანა ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან დაახლოებით 12 მეტრში ძირს გულაღმა მდგომარეობაში ნანახი იქნა მეორე გვამი.
ე-------- ც---------ის ჩვენებით, მას გ------- მ----–---ის მიერ დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ გ------- მ----–---ის შეტრიალების შემდეგ დაინახა, რომ მას ხელში ეჭირა დანა, რომელიც გაიქნია პ---–- მ-------ის მიმართულებით. მასთან და ა------- პ----------თან ერთად სახლიდან ასევე გაიქცა ს------ პ---------ი და წავიდა ეკლესიისკენ. მათ მისდევდა გ------- მ----–---იც. იგი წაიქცა ეზოს კართან, ასევე წაიქცა ს------ პ---------იც, თუმცა ორივე ადგნენ და გაიქცნენ. მან დაინახა, რომ ს------ პ---------ს უკნიდან შეახტა გ------- მ----–---ი, რის შემდეგაც ორივე წაიქცნენ. მოწმის ჩვენება ასევე შესაბამისობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, სადაც მითითებულია ს------ პ---------ის გვამის მდებარეობა.
პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სხვა პირობების არსებობასთან ერთად, აუცილებელი მოგერიების დროს თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას. გარდა მოწმეთა ჩვენებისა, უნდა შეფასდეს გ------- მ----–---ის ბრალდებულის სახით სასამართლოში დაკითხვისას მიცემული ჩვენებაც. გ------- მ----–---ის ჩვენებით, სკამის ჩარტყმის შემდეგ გონზე მოვიდა, ადგა ფეხზე და დაინახა, რომ ის ორი პირი იდგა კართან, ა------- პ----------ი და ე-------- ც---------ი კი არ იყვნენ ოთახში. ამ ორიდან შავგვრემანმა მაგიდიდან აიღო დანა და დაესხა თავს, კერძოდ, მოარტყა თავის არეში. აღნიშნული პირი მოიგერია ფეხის მოქნევით. მისივე განმარტებით, ამ დროს თითქოს გათიშული იყო, ნელ-ნელა გონზე მოსვლისას შეამჩნია, რომ ამ ორი პირიდან ერთ-ერთი იყო ძირს, მეორე კი გაიქცა გარეთ. იგი გაეკიდა მას, მაგრამ მამაკაცი გაიქცა ჭიშკრიდან. იგი დაბრუნდა უკან, თუმცა ის პირი, რომელიც მანამდე ძირს ეგდო, ოთახში აღარ დახვდა. გ------- მ----–---ის ჩვენება პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, წინააღმდეგობაშია მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. კერძოდ, ჭრილობების ლოკალიზაცია და ხარისხი დადგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნებით, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის გ------- მ----–---ის ჩვენებასთან. დანის ქნევა მოსაგერიებლად და შემავალი ჭრილობების მიყენება, ვერ შეფასდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნად. ფაქტი, რომ გ------- მ----–---ს მიღებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ვერ გახდება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ყოფნის დადასტურების საფუძველი. გარდა ამისა, გ------- მ----–---ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა როგორც პ---–- მ-------ის, ისე ს------ პ---------ის სისხლის კვალი, შესაბამისად, ის ფაქტი, თითქოს გ------- მ----–---ი ს------ პ---------ს არ გაკიდებია, რომლის გვამიც ნანახი იქნა გზაზე, ასევე ვერ იქნება გაზიარებული.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ------- მ----–---ი სკამის თავში ჩარტყმის შემდეგ ვერ აცნობიერებდა მისი მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება ვერ გახდება გ------- მ----–---ის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება. გასათვალისწინებელია ექსპერტიზის N--------- დასკვნაც, რომლის თანახმად, გ------- მ----–---ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, ასევე არ იყო ფსიქიკურად დაავადებული და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამავე დასკვნით, გ------- მ----–---ი დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებაზე და ქცევაზე.
გ------- მ----–---ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს, გარდა მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, რომლებიც შესაბამისობაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, ასევე გამორიცხავს მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, ასევე ის გარემოება, რომ პ---–- მ-------ისთვის მრავლობითი დაზიანებების მიყენების შემდეგ გ------- მ----–---ი გაეკიდა ს------ პ---------ს, რომელსაც ასევე მიაყენა სხვადასხვა ხარისხის მრავლობითი დაზიანება. გასათვალისწინებელია ჭრილობების მიმართულებები, აწ გარდაცვლილთა სხეულზე არსებული დაზიანებები, რაოდენობა, ლოკალიზაცია, ხარისხი, რაც თავად გ------- მ----–---ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი მეტყველებს განზრახვაზე და არა თავდაცვით მოტივირებულ მოქმედებაზე. შესაბამისად უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოს გ------- მ----–---ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ გ------- მ----–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განაჩენით დანიშნული სასჯელის შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განსასაზღვრად, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხე ან საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან და სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი გ------- მ----–---ს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ გ------- მ----–---ისთვის მინიმუმთან მიახლოვებული სასჯელის დანიშვნა არასამართლიანია ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ჭრილობების რაოდენობის, ლოკალიზაციის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით. ამასთან, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, დადებითად დახასიათების და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია სასჯელის მაქსიმუმის, ან მასთან მიახლოვებული სასჯელის დანიშვნა, შესაბამისად, უნდა განესაზღვროს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც წარდგენილი ბრალდების ხასიათის და ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისია.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ გ------- მ----–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი, ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მ------ ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------- მ----–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მ------ ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გ------- მ----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ------- მ----–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 აგვისტოდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
§ 2 ცალი CD დისკი დალუქული ერთ პაკეტად, 1 ცალი CD დისკი დალუქული ერთ პაკეტად, 2 ცალი DVD დისკი დალუქული ერთ პაკეტად, 1 ცალი DVD დისკი დალუქული ერთ პაკეტად - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;
§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პ---–- მ-------ის საფულე ნივთებით, სათვალე, ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, პ---–- მ-------ის ჯიბიდან ამოღებული ხურდა ფული, პ---–- მ-------ის ტანსაცმელი დალუქული ერთ ფუთად - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ი----- მ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
§ ს------ პ---------ის ტანსაცმელი დალუქული ერთ ფუთად, ერთი ცალი ბეჭედი, სათვალე, შავი ფერის მობილური ტელეფონი, მაჯის საათი და ფული - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ვ---------ა პ---------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
§ გ------- მ----–---ის ტანსაცმელი დალუქული ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კომუფლირებული ქურთუკი დალუქული ერთ ფუთად, ერთი წყვილი რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ------- მ----–---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
§ ა------- პ----------ის, მ------- ა--------ის, ე-------- ც---------ის, ვ---- პ--–-----ის ტანსაცმელი დალუქული ერთ ფუთად - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს.
§ ავტომანქანა „ვ---------დან“ ამოღებული მიკრონაწილაკები დალუქული F--------- ლუქით, ა------- პ----------ის ხელის თითების ანაბეჭდები, ვ---- პ--–-----ის ხელის თითების ანაბეჭდები, ე-------- ც---------ის ხელის თითების ანაბეჭდები, გ------- მ----–---ის ხელის თითების ანაბეჭდები, პ---–- მ-------ის ხელის თითების ანაბეჭდები, ს------ პ---------ის ხელის თითების ანაბეჭდები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები დალუქული ცალ-ცალკე ორ ფუთად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სიგარეტის ღერი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ანაწმენდები, ს------ პ---------ის ფრჩხილების ნიმუში, პ---–- მ-------ის ფრჩხილების ნიმუში, ს------ პ---------ის სისხლის ნიმუში, პ---–- მ-------ის სისხლის ნიმუში, გ------- მ----–---ის სისხლის ნიმუში, ა------- პ----------ის სისხლის ნიმუში, ვ---- პ--–-----ის სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი წყვილი ჩუსტი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფი ღერებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ცული, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჭურჭელი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ბოთლი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ბოთლი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე