განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.10.2019
საქმის ნომერი
330310018002722763
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1592-19

N330310018002722763

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი

მოსამართლეები - მირანდა ერემაძე

დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ლ----------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

წარმომადგენელი - ზ------------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება

 

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ლ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. 2018 წლის 27 სექტემბერს ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა N1------- განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა წერილობითი ფორმით ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ თუ ვინ მიიღო 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო ქონება, მემკვიდრეობის მიმღები პირების მითითებით. ასევე, რომელი ნოტარიუსის მიერ გაიცა 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო მოწმობა და ვისზე გაიცა. ამავე განცხადებაში განმცხადებელმა მიუთითა, რომ ითხოვს ინფორმაციას პ--–---------------ას სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შესახებ, მემკვიდრეების მითითებით. განცხადებას თან დაერთო 10 ლარის ოდენობით, ინფორმაციის გაცემის საზღაურის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 39-40).

 

1.2.2. ლ----------ის წარმომადგენლის ზ----------–---–ის 2018 წლის 27 სექტემბრის N1------- განცხადების პასუხად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2018 წლის 03 ოქტომბერს N1------- წერილით მიმართა ზ----------–---–ს და სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით აცნობა შემდეგი: ,,1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა ათი ჩანაწერი შემდეგი სახით: 2018 წლის 27 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ჯ---------–ის მიერ ზ----------–---–ის მიმართ გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეგისტრაციის N1--------); 2018 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ჯ---------–ის მიერ ზ----------–---–ის და ლ----------ის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N1--------); 2018 წლის 12 სექტემბერს ნოტარიუს დ. ო-----–--ის მიერ ლ----------ის მიმართ (წარმომადგენელი ზ----------–---–ი) გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეგისტრაციის N1--------); 2018 წლის 12 სექტემბერს ნოტარიუს დ. ო-----–--ის მიერ ლ----------ის სახელით (წარმომადგენელი ზ----------–---–ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N---------); 2009 წლის 22 აპრილს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება; 2008 წლის 21 მარტს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ზ----------–---–ის მიმართ შესრულებულია სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედება (მიღებულია გადაწყვეტილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; რეგისტრაციის N0-------; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 11 ნოემბერი N2/3----08-ით); 2008 წლის 25 იანვარს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ზ----------–---–ის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N2---); 2007 წლის 24 დეკემბერს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ლ----------ის სახელით (წარმომადგენელი თ-----------------ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N2----); 2007 წლის 19 ივნისს ნოტარიუს ლ. დ------–---–ის მიერ ლ----------ის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N2----); 2002 წლის 18 ივლისს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ნ--–-----------ის სახელით (რწმუნებული ზ----------–---–ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N2---).“

 

ამავე აქტში მიეთითა, რომ გადახდილია საზღაური - 40 (ორმოცი) ლარი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 41).

 

1.2.3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N1------- წერილით ლ----------ის მინდობილ პირს ზ----------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ოქტომბრის ინფორმაციაში (რეგისტრაციის N1-------), რითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია ნოტარიუს ნ.ხ-----–---ის სამემკვიდრეო რეესტრში 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას (ფ------------ა) თაობაზე არსებული ჩანაწერის და ამავე მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე, სამემკვიდრეო რეესტრის და უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის გ. გ------–---–ის სანოტარო არქივის მონაცემებზე დაყრდნობით შეტანილი იქნა ცვლილებები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,2008 წლის 21 მარტს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრში (რეგისტრაციის N0-------()4) დაინტერესებული პირის ზ----------–---–ის მიმართ შესრულებულია სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედება - სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ჩანაწერი ნოტარიუსის მიერ გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის (საქმე N2/3----08) გადაწყვეტილებით, შემდეგი მიზეზით: ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის 2008 წლის 21 მარტის N2---------- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. სარჩელის ნოტარიუსისთვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.“ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N1------- წერილში ასევე მიეთითა, რომ ,,1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდრო ქონების თაობაზე სამემკვიდრეო რეესტრში მოიძებნა შემდეგი ჩანაწერები: 2009 წლის 21 ივლისს ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრის ლ----------ის მიმართ გაცემულია წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის N0--------). მამკვიდრებლები - ა-–-------------------------–--ე და პ--–---------------------–------------ა (ფ------------ა); 2009 წლის 6 ივნისს ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრის ლ----------ის მიმართ გაცემულია წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის N0--------). მამკვიდრებლები - ა-–-------------------------–--ე, ა--------------------–------–------ი (ფ------------ა), პ--–---------------------–------------ა (ფ------------ა) და ე-–-----------------–------------ა.“

 

ამავე აქტში მითითებულ იქნა, რომ გადახდილია საზღაური - 20 (ოცი) ლარი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 42).

 

1.2.4. 2018 წლის 27 სექტემბერს, ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა N1------- განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუს ნ-----------–---ის 21.03.2008 წლის N2---------- უარის თქმის შესახებ დადგენილების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.11.2009 წლის N2/3----08 გადაწყვეტილებით ბათილად ცნობის ფაქტი, ასახულია თუ არა სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში, როდის იქნა რეგისტრირებული და რა ნომრით იქნა დარეგისტრირებული. ამავე განცხადებაში, განმცხადებელმა მოითხოვა ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო მოწმობის ლ----------ეზე გაცემის სანოტარო მოქმედება რეგისტრირებულია თუ არა ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში, როდის და რა ნომრით. განცხადებას თან დაერთო 25 ლარის ოდენობით, ინფორმაციის გაცემის საზღაურის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 45-46).

 

1.2.5. ლ----------ის წარმომადგენლის ზ----------–---–ის 2018 წლის 27 სექტემბრის N1------- განცხადების პასუხად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2018 წლის 03 ოქტომბერს N1------- წერილით მიმართა ზ----------–---–ს და სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით აცნობა შემდეგი: ,,1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა ათი ჩანაწერი შემდეგი სახით: 2018 წლის 27 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ჯ---------–ის მიერ ზ----------–---–ის მიმართ გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეგისტრაციის N1--------); 2018 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ჯ---------–ის მიერ ზ----------–---–ის და ლ----------ის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N1--------); 2018 წლის 12 სექტემბერს ნოტარიუს დ. ო-----–--ის მიერ ლ----------ის მიმართ (წარმომადგენელი ზ----------–---–ი) გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეგისტრაციის N1--------); 2018 წლის 12 სექტემბერს ნოტარიუს დ. ო-----–--ის მიერ ლ----------ის სახელით (წარმომადგენელი ზ----------–---–ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N---------); 2009 წლის 22 აპრილს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება; 2008 წლის 21 მარტს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ზ----------–---–ის მიმართ შესრულებულია სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედება (მიღებულია გადაწყვეტილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; რეგისტრაციის N0-------; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 11 ნოემბერს N2/3----08-ით); 2008 წლის 25 იანვარს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ზ----------–---–ის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N2---); 2007 წლის 24 დეკემბერს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ლ----------ის სახელით (წარმომადგენელი თ-----------------ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N2----); 2007 წლის 19 ივნისს ნოტარიუს ლ. დ------–---–ის მიერ ლ----------ის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N2----); 2002 წლის 18 ივლისს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ნ--–-----------ის სახელით (რწმუნებული ზ----------–---–ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N2---).“

 

ამავე აქტში მიეთითა, რომ გადახდილია საზღაური - 40 (ორმოცი) ლარი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 47).

 

1.2.6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N1------- წერილით ლ----------ის მინდობილ პირს ზ----------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ოქტომბრის ინფორმაციაში (რეგისტრაციის N1-------), რითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას (ფ------------ა) სამკვიდრო ქონების თაობაზე, სამემკვიდრეო რეესტრის და უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის გ.გ------–---–ის სანოტარო არქივის მონაცემებზე დაყრდნობით შეტანილი იქნა ცვლილებები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდრო ქონების თაობაზე სამემკვიდრეო რეესტრში მოიძებნა შემდეგი ჩანაწერები: 2009 წლის 21 ივლისს ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრის ლ----------ის მიმართ გაცემულია წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის N0--------). მამკვიდრებლები - ა-–-------------------------–--ე და პ--–---------------------–------------ა (ფ------------ა); 2009 წლის 6 ივნისს ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრის ლ----------ის მიმართ გაცემულია წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის N0--------). მამკვიდრებლები - ა-–-------------------------–--ე, ა--------------------–------–------ი (ფ------------ა), პ--–---------------------–------------ა (ფ------------ა) და ე-–-----------------–------------ა.“

 

ამავე აქტში მიეთითა, რომ გადახდილია საზღაური - 10 (ათი) ლარი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 48).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N165/ს ბრძანებით დამტკიცდა ,,სამსახურებრივი ინსტრუქცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ“, რომელიც აწესრიგებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული უფლებამოსილებაშეწყვეტილი და უფლებამოსილებაშეჩერებული ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები სანოტარო არქივიდან დოკუმენტების/ინფორმაციის გაცემის წესს და პირობებს. მითითებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანოტარო არქივიდან დოკუმენტის/ინფორმაციის მიღების მსურველი დაინტერესებული პირი/განმცხადებელი ავსებს განაცხადის ფორმულარს, რომელშიც მითითებული იქნება: დაინტერესებული პირის/განმცხადებლის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, მოსაძიებელი დოკუმენტის და/ან ინფორმაციის რეკვიზიტები: სანოტარო აქტის დამმოწმებელი ნოტარიუსის ვინაობა, სანოტარო აქტის დამოწმების თარიღი, რეგისტრაციის ნომერი, მასში მონაწილე მხარეები, მამკვიდრებლის ვინაობა, გარდაცვალების თარიღი და დოკუმენტის/ინფორმაციის მოძებნისთვის სხვა მაიდენტიფიცირებელი რეკვიზიტები, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, განცხადებას უნდა ერთოდეს წინასწარი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განმცხადებელი უფლებამოსილია, განცხადებაში მიუთითოს დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის შესახებ. ამავე სამსახურებრივი ინსტრუქციის მე-6 მუხლი ადგენს, რომ ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლები და ინფორმაცია გაიცემა „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლით დადგენილ ვადებში, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების/ინფორმაციის გაცემისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესის და მომსახურების ვადების“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია საფასურის შემდეგი ოდენობები: საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის ან დოკუმენტების არარსებობის, სანოტარო მოქმედების შეუსრულებლობის თაობაზე ინფორმაციის/ცნობის გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში - 10 ლარი. ამასთანავე, თუ ინფორმაცია/ცნობა შეიცავს რამდენიმე ნოტარიუსის არქივში დაცული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას, საფასურის ოდენობა იზრდება შესაბამისი ჯერადობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა N1------- განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა წერილობითი ფორმით ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ თუ ვინ მიიღო 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო ქონება, მემკვიდრეობის მიმღები პირების მითითებით. ასევე, რომელი ნოტარიუსის მიერ გაიცა 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო მოწმობა და ვისზე გაიცა. ამავე განცხადებაში განმცხადებელმა მიუთითა, რომ ითხოვს ინფორმაციას პ--–---------------ას სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შესახებ, მემკვიდრეების მითითებით. განცხადებას თან დაერთო 10 ლარის ოდენობით, ინფორმაციის გაცემის საზღაურის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე დღეს ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა N1------- განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუს ნ-----------–---ის 21.03.2008 წლის N2---------- უარის თქმის შესახებ დადგენილების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.11.2009 წლის N2/3----08 გადაწყვეტილებით ბათილად ცნობის ფაქტი, ასახულია თუ არა სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში, როდის იქნა რეგისტრირებული და რა ნომრით იქნა დარეგისტრირებული. ამავე განცხადებაში, განმცხადებელმა მოითხოვა ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას (ქორწინებამდე ფ------------ას) სამკვიდრო მოწმობის ლ----------ეზე გაცემის სანოტარო მოქმედება რეგისტრირებულია თუ არა ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში, როდის და რა ნომრით. განცხადებას თან დაერთო 25 ლარის ოდენობით, ინფორმაციის გაცემის საზღაურის დამადასტურებელი ქვითარი.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N165/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ სამსახურებრივი ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის აპარატის დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად, პალატის სანოტარო არქივიდან გამოთხოვილი დოკუმენტის/ინფორმაციის მოძიება და გასაცემად მომზადება ევალება ნოტარიუსთა პალატის აპარატის სანოტარო არქივის სამსახურს, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, სანოტარო არქივში დაცული დოკუმენტებიდან ინფორმაცია და/ან დოკუმენტის დამოწმებული ასლი გაიცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის პალატის სანოტარო არქივის სამსახურის მთავარი სპეციალისტის და/ან პალატის სანოტარო არქივის სამსახურის სპეციალისტის ხელმოწერით. ამავე სამსახურებრივი ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივის სამსახურს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. სანოტარო არქივის სამსახური უფლებამოსილია, გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ამ წესით დადგენილ ფარგლებში მომზადებულ ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ლ----------ის წარმომადგენლის ზ----------–---–ის 2018 წლის 27 სექტემბრის N1------- და N1------- განცხადებების პასუხად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2018 წლის 03 ოქტომბერს N1------- და N1------- წერილებით მიმართა ზ----------–---–ს და სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით აცნობა შემდეგი: ,,1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა ათი ჩანაწერი შემდეგი სახით: 2018 წლის 27 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ჯ---------–ის მიერ ზ----------–---–ის მიმართ გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეგისტრაციის N1--------); 2018 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუს ნ. ჯ---------–ის მიერ ზ----------–---–ის და ლ----------ის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N1--------); 2018 წლის 12 სექტემბერს ნოტარიუს დ. ო-----–--ის მიერ ლ----------ის მიმართ (წარმომადგენელი ზ----------–---–ი) გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (რეგისტრაციის N1--------); 2018 წლის 12 სექტემბერს ნოტარიუს დ. ო-----–--ის მიერ ლ----------ის სახელით (წარმომადგენელი ზ----------–---–ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N---------); 2009 წლის 22 აპრილს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება; 2008 წლის 21 მარტს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ზ----------–---–ის მიმართ შესრულებულია სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედება (მიღებულია გადაწყვეტილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; რეგისტრაციის N0-------; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 11 ნოემბერი N2/3----08-ით); 2008 წლის 25 იანვარს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ზ----------–---–ის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N2---); 2007 წლის 24 დეკემბერს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ლ----------ის სახელით (წარმომადგენელი თ-----------------ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N2----); 2007 წლის 19 ივნისს ნოტარიუს ლ. დ------–---–ის მიერ ლ----------ის სახელით დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N2----); 2002 წლის 18 ივლისს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის მიერ ნ--–-----------ის სახელით (რწმუნებული ზ----------–---–ი) დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N2---).“ ამავე აქტებში მიეთითა, რომ გადახდილია საზღაური - 40 (ორმოცი) ლარი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N1------- წერილით ლ----------ის მინდობილ პირს ზ----------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ოქტომბრის ინფორმაციაში (რეგისტრაციის N1-------), რითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის სამემკვიდრეო რეესტრში 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას (ფ------------ა) თაობაზე არსებული ჩანაწერის და ამავე მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე, სამემკვიდრეო რეესტრის და უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის გ. გ------–---–ის სანოტარო არქივის მონაცემებზე დაყრდნობით შეტანილი იქნა ცვლილებები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,2008 წლის 21 მარტს ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრში (რეგისტრაციის N0-------()4) დაინტერესებული პირის ზ----------–---–ის მიმართ შესრულებულია სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედება - სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ჩანაწერი ნოტარიუსის მიერ გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის (საქმე N2/3----08) გადაწყვეტილებით, შემდეგი მიზეზით: ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნ. ხ-----–---ის 2008 წლის 21 მარტის N2---------- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. სარჩელის ნოტარიუსისთვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდეს“, ხოლო ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N1------- წერილით ლ----------ის მინდობილ პირს ზ----------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის ინფორმაციაში (რეგისტრაციის N1-------), რითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას (ფ------------ა) სამკვიდრო ქონების თაობაზე, სამემკვიდრეო რეესტრის და უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის გ.გ------–---–ის სანოტარო არქივის მონაცემებზე დაყრდნობით ასევე შეტანილი იქნა ცვლილებები. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის N1------- და N1------- წერილებში მიეთითა, რომ ,,1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდრო ქონების თაობაზე სამემკვიდრეო რეესტრში მოიძებნა შემდეგი ჩანაწერები: 2009 წლის 21 ივლისს ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრის ლ----------ის მიმართ გაცემულია წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის N0--------). მამკვიდრებლები - ა-–-------------------------–--ე და პ--–---------------------–------------ა (ფ------------ა); 2009 წლის 6 ივნისს ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრის ლ----------ის მიმართ გაცემულია წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (რეგისტრაციის N0--------). მამკვიდრებლები - ა-–-------------------------–--ე, ა--------------------–------–------ი (ფ------------ა), პ--–---------------------–------------ა (ფ------------ა) და ე-–-----------------–------------ა.“

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ არასრულყოფილად გასცა მის მიერ 2018 წლის 27 სექტემბრის N1------- და N1------- განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაცია. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2018 წლის 3 ოქტომბრის N1------- და N1------- აქტებით პალატამ გასცა ისეთი ინფორმაცია, რაც მის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა. 2018 წლის 19 ოქტომბრის N1------- აქტთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ აქტში მითითებული ნოტარიუს გ-----------–---–ის 21.07.2009 წლის N0-------- და N0-------- წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობების საფუძველზე გამოიტანა მცდარი დასკვნები. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ 2009 წელს გაცემული არცერთი წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა არ ადასტურებს ლ----------ის მიერ 1913 წელს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდროს მიღების ფაქტს, რის გამოც ნოტარიუსი გ-----------–---–ის მიერ 21.07.2009 წელს 0-------- ნომრით რეგისტრირებული წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა არ არის 1913 წელს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდროს ლ----------ის მიერ მიღების ფაქტის დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ არ გასცა მის მიერ მოთხოვნილი სრული და ზუსტი ინფორმაცია, რითაც დაირღვა მისი უფლებები.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ასევე მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ლ----------ის წარმომადგენლის ზ----------–---–ის მიერ 2018 წლის 27 სექტემბრის N1------- და N1------- განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაცია გასცა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N165/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ სამსახურებრივი ინსტრუქციითა“ და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესითა და მომსახურების ვადებით“ განსაზღვრული ნორმების სრული დაცვით. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის N1------- და N1------- და 2018 წლის 19 ოქტომბრის N1------- და N1------- აქტები მომზადებული იქნა არქივის სამსახურის სპეციალისტის მიერ და ხელმოწერილი და შტამპდასმულია ელექტრონულად, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N165/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ სამსახურებრივი ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნორმებს.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მართალია, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის N1------- და N1------- აქტებში არქივის სამსახურის სპეციალისტის მიერ მითითებული იქნა სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებში არსებული ათივე ჩანაწერი, რომელიც მოიძებნა 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდრო ქონების თაობაზე, თუმცა 2018 წლის 19 ოქტომბრის N1------- და N1------- აქტებით ცვლილება შევიდა 2018 წლის 3 ოქტომბრის N1------- და N1------- აქტებში და განმცხადებელს მიეწოდა მის მიერ კონკრეტულად მოთხოვნილი ინფორმაცია. ამდენად, მოპასუხე მხარემ განმეორებით განახორციელა კვლევა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებსა და უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის გ. გ------–---–ის სანოტარო არქივის მონაცემებზე დაყრდნობით გასცა კონკრეტული და დაზუსტებული ინფორმაცია. სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია, რომ ინფორმაციის გაცემის საფასურმა, ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით (19.10.2018 წლის N1------- აქტის შემთხვევაში გაცემული იქნა ორი ნოტარიუსის არქივში დაცული ინფორმაცია, ხოლო 19.10.2018 წლის N1------- აქტის შემთხვევაში - ერთი ნოტარიუსის არქივში დაცული ინფორმაცია), შეადგინა 20 და 10 ლარი, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების“ 41-ე მუხლის პირველ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ წესს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ ინფორმაციის გაცემა არ მოიცავს პალატის მონაცემებში დაცული სხვადასხვა ნოტარიუსების მიერ სხვადასხვა სანოტარო მოქმედებების ფარგლებში მიღებული სამართლებრივი აქტების კანონიერების კვლევას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის აპელირება კონკრეტული ნოტარიუსის მიერ გაცემული წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობების შინაარსთან დაკავშირებით, მოცემული დავის ფარგლებში არარელევანტურია და ვერ იქნება განხილული წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცა მასთან არსებული ინფორმაცია სრულად, შესაბამისად, სასამართლო ვერ დაავალებს მოპასუხეს ისეთი ინფორმაციის გაცემას, რაც არ არის დაცული მასთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ----------ის სარჩელი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ოქტომბრის N1-------, N1------- და 2018 წლის 19 ოქტომბრის N1-------, N1------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.04.2019წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

აპელანტი ასევე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.12.2018წ. განჩინების გაუქმებას, რომლითაც მას უარი ეთქვა წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხის მიერ წარმოებული სამემკვიდრეო საქმეთა ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან ამონაწერით დადგენილი ფაქტი. აღნიშნული ამონაწერით არ დგინდება, რომ 2009 წლის 21 ივლისს, ყოფილმა ნოტარიუსმა გ. გ------–---–მა სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან ელექტრონული რეესტრის მემკვიდრის აღწერის შესაბამის გრაფაში საერთოდ არ მიუთითა მამკვიდრებელი ვინაობა. შესაბამისად, მოპასუხის არქივის თანამშრომელი დ. გ--------–ი, სამემკვიდრეო საქმეთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის მონაცემებით ვერაფრით დაადგენდა მოპასუხის 19.10.2018წ. N1------- და N1------- გასაჩივრებულ აქტებში მითითებულ ფაქტს, რომ თითქოს ყოფილმა ნოტარიუსმა გ. გ------–---–მა 21.07.2009წ. NO-------- წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით უკვე გასცა 1913 წელს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდროს მიღების ფაქტის დამადასტურებელი მოწმობა, რაც არ იქნა გათვალისწინებული მოსამართლის მიერ და ამ ფაქტის შეფასებისაგან თავის არიდებით დაუშვა უსწორობა. მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.3, 3.6 პუნქტებში მოსამართლე ადასტურებს ყოფილი ნოტარიუსის მიერ 21.07.2009წ. N0-------- რეესტრით გაცემული მოწმობით დადასტურებული ინფორმაციის მოძიებას და გაცემას სამემკვიდრეო საქმეთა ერთიანი ელექტრონული რეესტრის მონაცემებიდან, ეს უსწორო ფაქტია. მოსარჩელის 05.02.2019წ. განცხადებით წარდგენილი სამემკვიდრეო საქმეთა ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან ამონაწერი, პირიქით ადასტურებს, რომ მოპასუხის არქივის თანამშრომელი გასცდა თავის უფლებამოსილებას და გასაჩივრებულ N1------- და N1------- აქტებს საფუძვლად დაუდო ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ 21.07.2009წ. გაცემული წარმომადგენლობით მემკვიდრეობის უფლების მოწმობით დადგენილი ფაქტის საკუთარი სამართლებრივი შეფასებები, რისი უფლებამოსილებაც, არქივის თანამშრომელ დ. გ--------–ს არ ჰქონდა.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ 10.12.2018წ. განჩინებით უსაფუძვლოდ უარი უთხრა მოსარჩელეს, მოპასუხისაგან წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, მოსამართლე მარტივად დარწმუნდებოდა, რომ დ. გ--------–ს არ ჰქონდა უფლება, შეეფასებინა ნოტარიუსი გ. გ------–---–ის მიერ 21.07.2009წ. გამოცემული NO-------- წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით დადგენილი ფაქტი და შეცდომა დაუშვა ამ ფაქტის შეფასებისას. სამემკვიდრეო საქმეთა ერთიანი ელექტრონული რეესტრში ყოფილი ნოტარიუსი , გ. გ------–---–ის მიერ 21.07.2009წ. NO-------- რეესტრით სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე, მემკვიდრეს ვერ დაადგენდა, რადგან მემკვიდრის გრაფაში მოსარჩელე მემკვიდრედ მითითებული არ არის. ასევე ვერც მამკვიდრებლებს (ა. ს-----ესა და პ. კ---------ას) დაადგენდა, რადგან ელექტრონულ რეესტრში მამკვიდრებელი აღწერილი არ არის, ხოლო გ. გ------–---–ის 21.07.2009წ. N0-------- წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობასაც და მის შინაარსსაც, მოპასუხის არქივის თანამშრომელი დ. გ--------–ი სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში ვერ გაეცნობოდა, რადგან აღნიშნული აქტი ელექტრონულ რეესტრში მიბმული არ არის, რასაც ადასტურებს 05.02.2019წ. განცხადებით წარდგენილი მტკიცებულება - სამემკვიდრეო საქმეთა ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან ამონაწერი, რაც არ გაითვალისწინა მოსამართლემ, ფაქტების დადგენაში დაუშვა უსწორობა და მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დაცული მოსარჩელის უფლებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანმა მოსამართლემ არ გაითვალისწინა, რომ ზ----------–---–ი 27.09.2019წ. N1------- და N1------- ნომრებით რეგისტრირებული განცხადებებით, მოპასუხისაგან ითხოვდა 01.02.1913წ. გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების თაობაზე ინფორმაციის მიღებას. მოსამართლემ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე არ ითხოვდა სხვადასხვა ნოტარიუსების მიერ პ--–---------------------–------------ას სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით აღძრული განცხადებების საფუძველზე სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ ინფორმაციას, რაც გაცემულია გასაჩივრებული აქტებით. დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 96-ე მუხლების მოთხოვნები, რაც მოპასუხის 03.10.2018წ. N1------- და N1------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი იყო, თუმცა სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის განცხადებები.

 

აპელანტის მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ ყოფილი ნოტარიუსი, 04.12.2009 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, 21.07.2009 წლის N0-------- წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ვერ დაადასტურებდა პ--–---------------------–------------ას სამკვიდროს მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობით მიღების ფაქტს და ვერ გასცემდა ამ ფაქტის დამადასტურებელ სამკვიდრო მოწმობას, რაზეც არასწორად და უფლებამოსილების გადამეტებით მცდარი ინფორმაცია გასცა არქივის თანამშრომელმა დ. გ--------–მა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, არსებული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 10 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინებით უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოპასუხისაგან წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს რომ გამოეთხოვა დ. გ--------–ის პროფესიის თაობაზე ინფორმაცია, დარწმუნდებოდა, რომ დ. გ--------–ს არ ჰქონდა უფლება, შეეფასებინა ნოტარიუს გ. გ------–---–ის მიერ 21.07.2009წ. გამოცემული N0-------- წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით დადგენილი ფაქტი და მან შეცდომა დაუშვა ამ ფაქტის შეფასებისას.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული უფლებამოსილებაშეწყვეტილი და უფლებამოსილებაშეჩერებული ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები სანოტარო არქივიდან დოკუმენტების/ინფორმაციის გაცემის წესს და პირობებს ადგენს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 29.12.2017წ. N165/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,სამსახურებრივი ინსტრუქცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ“. აღნიშნული ინსტრუქციის 2.1 მუხლის თანახმად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის აპარატის დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად, პალატის სანოტარო არქივიდან გამოთხოვილი დოკუმენტის/ინფორმაციის მოძიება და გასაცემად მომზადება ევალება ნოტარიუსთა პალატის აპარატის სანოტარო არქივის სამსახურს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სანოტარო არქივში დაცული დოკუმენტებიდან ინფორმაცია და/ან დოკუმენტის დამოწმებული ასლი გაიცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის პალატის სანოტარო არქივის სამსახურის მთავარი სპეციალისტის და/ან პალატის სანოტარო არქივის სამსახურის სპეციალისტის ხელმოწერით. ამავე ინსტრუქციის 4.1 მუხლის შესაბამისად, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივის სამსახურს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. სანოტარო არქივის სამსახური უფლებამოსილია, გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ამ წესით დადგენილ ფარგლებში მომზადებულ ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტებს.

 

მითითებული ინსტრუქციის 3.1 მუხლის თანახმად, სანოტარო არქივიდან დოკუმენტის/ინფორმაციის მიღების მსურველი დაინტერესებული პირი/განმცხადებელი ავსებს განაცხადის ფორმულარს, ხოლო 3.2 მუხლის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს წინასწარი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განმცხადებელი უფლებამოსილია, განცხადებაში მიუთითოს დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის შესახებ. ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის თანახმად, ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლები და ინფორმაცია გაიცემა „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 29.12.2011წ. №507 დადგენილების 41-ე მუხლით დადგენილ ვადებში, ხოლო 7.1 მუხლის თანახმად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების/ინფორმაციის გაცემისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება 29.12.2011წ. №507 დადგენილების 41-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში.

 

საქართველოს მთავრობის 29.12.2011წ. №507 დადგენილებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესის და მომსახურების ვადების“ 41.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია საფასურის შემდეგი ოდენობები: საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის ან დოკუმენტების არარსებობის, სანოტარო მოქმედების შეუსრულებლობის თაობაზე ინფორმაციის/ცნობის გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში - 10 ლარი. ამასთანავე, თუ ინფორმაცია/ცნობა შეიცავს რამდენიმე ნოტარიუსის არქივში დაცული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას, საფასურის ოდენობა იზრდება შესაბამისი ჯერადობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლიანად მიიჩნევს იმ გარემებებზე მითითებით, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ არასრულყოფილად გასცა მის მიერ 27.09.2018წ. N1------- და N1------- განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაცია. ამასთანავე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ 03.10.2018წ. N1------- და N1------- აქტებით პალატამ გასცა ისეთი ინფორმაცია, რაც მის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა. 19.10.2018წ. N1------- აქტთან დაკავშირებით მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ, აქტში მითითებული ნოტარიუსის - გ-----------–---–ის 21.07.2009წ. N0-------- და N0-------- წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობების საფუძველზე გამოიტანა მცდარი დასკვნები, ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ 2009 წელს გაცემული არცერთი წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა არ ადასტურებს ლ----------ის მიერ 1913 წელს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდროს მიღების ფაქტს, რის გამოც, ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ 21.07.2009წ. N0-------- ნომრით რეგისტრირებული წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა არ არის 1913 წელს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდროს ლ----------ის მიერ მიღების ფაქტის დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ არ გასცა მის მიერ მოთხოვნილი სრული და ზუსტი ინფორმაცია, რითაც დაირღვა მისი უფლებები.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ასევე მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 27 სექტემბრის N1------- და N1------- განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, ზემოაღნიშნული ნორმების სრული დაცვით. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 03.10.2018წ. N1-------, N1------- და 19.10.2018წ. N1-------, N1------- აქტები მომზადებულ იქნა არქივის სამსახურის სპეციალისტის მიერ, ხელმოწერილი და შტამპდასმულია ელექტრონულად, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 29.12.2017წ. N165/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივიდან დოკუმენტის ასლის და ინფორმაციის გაცემის წესის შესახებ სამსახურებრივი ინსტრუქციის“ შესაბამის ნორმებს. ამასთანავე, მართალია, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 03.10.2018წ. N1------- და N1------- აქტებში არქივის სამსახურის სპეციალისტის მიერ მითითებულ იქნა სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებში არსებული ათივე ჩანაწერი, რომელიც მოიძებნა 1----–-–---------------–ს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ას სამკვიდრო ქონების თაობაზე, თუმცა 19.10.2018წ. N1------- და N1------- აქტებით ცვლილება შევიდა 03.10.2018წ. N1------- და N1------- აქტებში და განმცხადებლისათვის მიწოდებულ იქნა მის მიერ კონკრეტულად მოთხოვნილი ინფორმაცია. ამდენად, მოპასუხე მხარემ განმეორებით განახორციელა კვლევა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებსა და უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის გ. გ------–---–ის სანოტარო არქივის მონაცემებზე დაყრდნობით გასცა კონკრეტული და დაზუსტებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის გაცემის საფასურმა, ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, შეადგინა 20 და 10 ლარი, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის 29.12.2011წ. №507 დადგენილებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების“ 41.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ წესს. ამასთან, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ ინფორმაციის გაცემა არ მოიცავს პალატის მონაცემებში დაცული სხვადასხვა ნოტარიუსების მიერ სხვადასხვა სანოტარო მოქმედებების ფარგლებში მიღებული სამართლებრივი აქტების კანონიერების კვლევას. შესაბამისად, აპელანტის აპელირება კონკრეტული ნოტარიუსის მიერ გაცემული წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობების შინაარსთან დაკავშირებით, მოცემული დავის ფარგლებში არარელევანტურია და ვერ იქნება განხილული წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში.

 

ამდენად, უდავოა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცა მასთან არსებული ინფორმაცია სრულად, შესაბამისად, სასამართლო ვერ დაავალებს მოპასუხეს ისეთი ინფორმაციის გაცემას, რაც არ არის დაცული მასთან. საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ლ----------ის სარჩელი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 03.10.2018წ. N1-------, N1------- და 19.10.2018წ. N1-------, N1------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

 

მოსარჩელე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა, საქმეზე წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 102.2 მუხლის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103.1 მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. 103.2 მუხლის თანახმად კი, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. 104.1 მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

 

მითითებული კოდექსის 134.3 მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა. 134.4 მუხლის თანახმად კი, წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.

 

საქალაქო სასამართლოს 10.12.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის შტატგარეშე თანამშრომლის - დ---------------–ის პროფესიის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვას. პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა გამოთხოვილი ინფორმაციის კავშირი განსახილველ დავის საგანთან, ინფორმაციის მნიშვნელობა საქმისათვის. ამდენად, მოთხოვნა საქალაქო სასამართლოს 10.12.2018წ. განჩნების გაუქმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: ხატია არდაზიშვილი

 

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

 

დავით ახალბედაშვილი