განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2019
საქმის ნომერი
330100117002024726
ინსტანცია
თარიღი
24.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002024726

საქმე №1/ბ 1410-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი,2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ზ--------------–---

ადვოკატის: ხ-------------–--–----

მსჯავრდებულის: დ-------------–---–--

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ-------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ---------------------------–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:------–--–-------------------------------------------------–------------------------------ში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით, დ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით, დ-------------–---–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დ-------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ-------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2017 წლის 5 ივნისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით მოხდილი პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 4 ოქტომბრიდან - იმავე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.

დ-------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 03:25 საათზე, დ-------------–---–--------–--–----------–---–----–-------------------–------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ი-----–--------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა ფულადი თანხა რვა ლარის ოდენობით, რის შემდეგაც დაზარალებულს მოსთხოვა ძვირფასეულობა, რაზეც დაზარალებულმა განუცხადა უარი, ვინაიდან არ ჰქონდა. დ-------------–---–- ასევე ცდილობდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ი-----–--------–---–-- მობილურ ტელეფონს, რა დროსაც ის დაზარალებულმა მოიგერია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ-------------–---–--- რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში, მსჯავრდებულმა ადვოკატთან შეთანხმებით დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, არ დაეთანხმა სასჯელის დანიშვნის პრინციპს და ითხოვა დანაშაულთა ერთობლიობით, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მიერ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის შთანთქმა.

სააპელაციო სასამართლოში, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა ობიექტურად და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ დ-------------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის ი-----–--------–---–-- ჩვენებით, მოწმეების: ე-–----–----–---–-------------–----------------–----------------–---–-------------–-----------------------–---–------------------------------------------------------------------------------------–---–------------------------–-–------------ ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური, ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას დეტალურად იმსჯელა, როგორც ცალკე აღებული დანაშაულისათვის, ასე საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის პრინციპთან დაკავშირებით, რასაც პალატა ეთანხმება.

მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ დ-------------–---–- საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით, დ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, მითითებული მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ-------------–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ დ-------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. დ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით, დ-------------–---–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დ-------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.მსჯავრდებულ დ-------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2017 წლის 5 ივნისის 03:40 საათიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით მოხდილი პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 4 ოქტომბრიდან - იმავე წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით.

5.სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

-ფულადი თანხა რკინის მონეტები; „-------- ფირმის მობილური ტელეფონი; მოგრძო ფორმის მცირე ზომის დეტალი; პოლიეთილენის პაკეტი მასში არსებული დოკუმენტებით და მოწითალო ფერის მაისურით; სათვალე; საფულე ფულადი თანხით; ორი პოლიეთილენის პაკეტი და პლასტიკური ბარათი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

-დ-------------–---–-- ნერწყვის ნიმუში და ქუდის ფორმის ნაჭერი, რომლებიც გადაგზავნილი იყო ლ----------------–-- სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე მცირე ზომის მკვნეტავი; სიგარეტი „მალბოროს“ კოლოფი; ი-----–--------–---–-- ნერწყვის ნიმუში და ხელთათმანები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

პისტოლეტი მჭიდით, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, ჩაწერილი კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი