განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002689065
საქმე №1/ბ-377-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე
პროკურორის - თ-------- გ----–---–ის
გამართლებულის - ზ------ ვ----------იას
ადვოკატის- რ---- პ----ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ ჯ-------ის ძე ვ----------იას მიმართ - დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ჭ------ის ჩიხი N4;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ზ------ ვ----------იას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 სექტემბერს, დღის საათებში, ზ------ ვ----------იამ, ქ. ბათუმში, დ. თავდადებულის ქN67-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, მეუღლეს ნ---- მ-------ეს, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, ფეხი დაარტყა მარცხენა მუხლის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენით ზ------ ვ----------ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ------ კ---–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გამამართლებელი განაჩენი, ზ------ ვ----------ია ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ------ ვ----------იას წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნ---- მ-------ის გარეგნული დათვალიერების ოქმი, მოწმეების - დ---- კ---–--–--ის, დ--–--–- ხ----–--–--ას, ა-–---------- ხ----–--–--ას, შ--–-- მ-------ის, პ----- ს--------ის, მ--–---- შ---–---–ის ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები, დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი და ზ------ ვ----------ია ცნობილ იქნას დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი რ---- პ----ე პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებელით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს ბრალადების მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი ზ------ ვ----------იას მიმართ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს თ-------- გ----–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ ზ------ ვ----------იას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ---- პ----ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ზ------ ვ----------იას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:
საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს ნ---- მ-------ემ შეატყობინა პოლიციის მეოთხე განყოფილებას, რომ ზ------ ვ----------იამ მის დედაზე დ--–--–- ხ----–--–--აზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ბათუმში, თავდადებულის ქუჩაზე მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა;
დაზარალებულ ნ---- მ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს შუადღე იქნებოდა, დაუკავშირდა მისი დედა დ--–--–- ხ----–--–--ა და აცნობა, რომ ზ------ ვ----------ია დახვდა სკოლასთან, ერთი ბავშვი ჰყავდა სკოლ-–ი დატოვებული, მეორე თან ახლდა, რომელიც ზ------ს არ მიეკარა და ამის გამო სიდედრს მიაყენა შეურაცხყოფა, მთელს ქუჩას ესმოდა მისი ხმა; დედამ სახლიდან დაურეკა და ამის შესახებ უამბო და ჰკითხა რჩევა, როგორ მოქცეულიყო, მან უთხრა, რომ გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია და რეაგირებას მოახდენდნენ; თავად სამსახურში იყო, შემდეგ წავიდა განყოფილებაში, რომელიც ტერიტორიულად ეკუთვნოდა იმ ადგილს, სადაც ინციდენტი მოხდა; პუშკინის კვეთასთან შეხვდა ზ------ ვ----------იას; გაყვა უკან, ის მიდიოდა ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით და ეუბნებოდა თუ შვილები უნდოდა სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო, ამაზე გაბრაზებული ზ------ი შემობრუნდა და ფეხი მიარტყა მუხლზე, იგრძნო ძლიერი ტკივილი, მივიდა განყოფილებაში და განაცხადა, მეორე დღეს მოახდინეს მისი სხეულის დათვალიერება გადაუღეს სურათები;
დაზარალებულის განმარტებით, უკან მიყვებოდა იმიტომ რომ აგინებდა, ემუქრებოდა და აღნიშნულზე პასუხს სთხოვდა; ნასვამიც იყო ალბათ, ფეხი გაკრა, რამდენიმე დღის შემდეგაც ჰქონდა ჩალურჯება; უშუალოდ ინციდენტი მოხდა სახლის საპირისპირო მხარეს მრავალსართულიანი სახლის დასაწყისში; ფეხი ჰქონდა ჩასისხლიანებული, ძლივს მივიდა სკოლამდე;
პირველად იმ დღეს შეხვდა სახლიდან გამოსული მეოთხე სკოლ-–ი პუშკინის ქუჩასთან მისვლამდე, გადაკვეთა თავდადებულის ქუჩა პუშკინის მიმართულებით, ახლოს იყო პუშკინის ქუჩასთან; მის ძმა შ--–-- მ-------ე და ახლობელი ა-–---------- ხ----–--–--ა იმ ინციდენტის დღეს ნახა მოგვიანებით, მის ძმას სამსახურის მანქანა ჰყავს, თეთრი ფერის ფურგონის ტიპის; მასთან ხშირად მოდის, ბავშვებს ნახულობს; საქმეში არსებულ ფოტოსურათზე ჩანს რომ მსგავსი მანქანაა;
დაზარალებულის განმარტებით, ზ------თან შეხვედრისას ისაუბრეს დაახლოებით 1-2 წუთი და გააგრძელა გზა ჭავჭავაძის მიმართულებით; ის გადმოსული იყო პუშკინის მხარეს და ამ დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიყენებული არ ჰქონდა; ზ------ი თან ბრუნდებოდა, გზადაგზა აგინებდა და აგრძელებდა გზას, მისდევდა უკან იმ მიზნით, რომ უნდოდა ეკითხა, თუ რატომ მიაყენა შეურაცხყოფა მის დედას ბავშვის თანხლებით; დარტყმამდე მიდიოდა ჭავჭავაძის მიმართულებით ბინასთან ახლოს კუთხეში, ბინის მოპირდაპირე მხარეს გადასული არ იყო; ამის შემდეგ მობრუნდა უკან, გააგრძელა გზა სკოლისკენ, შემდეგ ამავე ქუჩაზე ისვე მოხვდა, ამ ინციდენტის შემდეგ გამოიყვანა ბავშვის სკოლიდან, დატოვა ჩანთა, სახლიდან მეოთხე სკოლამდე და დაბრუნდა; მანძილის გათვლას ვერ ახდენს; ერთი საათი არ დაჭირდებოდა, ნახევარ საათზე მეტი დაჭირდა თუ არა, ვერ ამბობს; საქმის მასალებში სურათზე გამოსახული ტერიტორია არის სასტუმრო „ფ-----“, თავდადებულის ქუჩის მარჯვენა მხარეს, კიბეზე ასასვლელი არის ჭავჭავაძის ქუჩიდან; მისი მოძრაობა რაც აღწერილია ჩანაწერით ამ ქუჩაზე ჭავჭავაძის ქუჩისკენაა მიმართული, ეს ის დროა, სანამ სკოლ-–ი მივიდოდა; ამ დროს ინციდენტი არ არის მომხდარი, შეხვდა ზ------ს და მიყვება უკან; დროში სხვაობაა 4 წუთი; პიროვნება რომელიც სურათზე ჩანს ვერ აზუსტებს, რომ შ--–--ა ვერ ხედავს, რა ეცვა იმ დღეს შ--–--ს, არ იცის, მისი ძმა იმ დღეს მოგვიანებით ნახა; ეცვა მაისური;
დაზარალებულმა დაადასტურა, რომ პუშკინის ქუჩის კვეთაში, თავდადებულის ქუჩაზე არის მაღაზიები; დედას დ--–--–- ხ----–--–--ას არ აქვს მობილური ტელეფონი, მან დაურეკა სახლის ტელეფონით; ბავშვის ნახვას მეუღლეს არ უშლიდა, თავად ბავშვები იკავებდნენ თავს მასთან შეხვედრისას, არ ეკარებოდნენ; მანვე დაადასტურა მეუღლესსთან სამოქალაქო წესით დავის არსებობის შესახებ.
მოწმე დ--–--–- ხ----–--–--ას ჩვენებით ირკვევა, 2018 წლის 24 სექტემბერს შვილიშვილი დატოვა სკოლ-–ი, გადმოკვეთა ქუჩა, ახლდა თან მეორე პატარა ბავშვი, დაინახა ყოფილი სიძე ზ------ ვ----------ია; მიახლოებისას ბავშვმა დაიწყო ტირილი, შემობრუნდა და მას დაუწყო გინება, თავად ცდილობდა გაეჩუმებინა, გადავიდა გზაზე 30-40 მეტრის მოშორებით და ხმა ისევ ესმოდა, თან შეურაცხყოფა მიაყენა და თან ხელები მოუჭირა მაგრად, ისე, რომ ძალიან ეტკინა, თუმცა ამის თაობაზე განყოფილებაში, როცა გამოკითხეს, არ უთქვამს; ზ------ი ისე იყო აღელვებული, რომ რას ჩადიოდა, თავადაც არ იცოდა; დარეკა 112-ში, მალევე მოვიდნენ, გამოიძახეს სასწრაფო, განყოფილებაში მოყვა რაც მოხდა; ხელებიც აჩვენა იქ, დალურჯებული ჰქონდა, მიუხედავად პოლიციის თანამშრომლის მიმართვისა, არ დააფიქსირა და არ წასულა ექსპერტიზაზე შესამოწმებლად; ზ------ის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის; შემდეგ გაიგო, რომ იმ დღეს მისი შვილისთვის ასევე მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნული მოყვა მისი შვილმა, ნ----მ.
მოწმე ა-–---------- ხ----–--–--ას ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობდა მამიდაშვილთან შ--–-- მ-------ესთან ერთად, 2018 წლის 24 სექტემბერს გაიგო რომ მამიდასთან, დ--–--–- ხ----–--–--ასთან ყოფილ სიძეს მოსვლია შელაპარაკება, საღამოს გააგებინა მამიდამ ამის თაობაზე; ზ------ ვ----------იასა და ნ---- მ-------ეს შორის კონფლიქტია, ისინი განქორწინებულები არიან; შემთხვევის დღეს საერთოდ არ შეხვედრია ზ------ ვ----------იას; მამიდამ უთხრა მომხდარის შესახებ, დაახლოებით საღამოს ექვსი - შვიდი საათისთვის, მამიდაშვილთან იყო მანქანაში, შ--–-- მ-------ემაც გაიგო; შ--–-- გაბრაზდა; დედამისს აღიშნულის შესახებ უკვე პოლიციაში გაცხადებული ჰქონდა და განყოფილებაში იმყოფებოდა; მათი სამსახურებრივი ავტომანქანა თეთრი ფერისაა; მოწმემ აღნიშნა, რომ 24 სექტემბერს მათ არ უნახავთ ზ------ ვ----------ია.
მოწმე შ--–-- მ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ არის დაზარალებულ ნ---- მ-------ის ძმა. 2018 წლის 24 სექტემბერს მუშაობდა; გაიგო ინციდენტის თაობაზე, მაგრამ არ ჩათვალა საჭიროდ მაშინვე მოეხდინა რეაგირება; მხოლოდ მოგვიანებით მივიდა სახლში; კონფლიქტის შესახებ გადმოცემით შეიტყო, რომ ჯერ მის დედას შეხვდა და მიაყენა შეურაცხყოფა ზ------ ვ----------იამ, ხოლო შემდეგ მის დასთან მოუვიდა შეკამათება, მის დას დაზიანება მუხლთან ჰქონდა; იმ დღეს თავისი ავტომანქანით იმყოფებოდა თუ არა არ ახსოვს, ისე ზოგადად ხშირად უწევს ამ ქუჩაზე ყოფნა, თითქმის ყოველდღე, ძირითადად აჩერებს ავტომანქანას იქ, სადაც მისი და ცხოვრობს და გადადის ფეხით; არ ახსოვს ზუსტად იმ დღეს სად გააჩერა და როდის,იმ დღეს შეიძლება იყო იმ ქუჩაზე, ზუსტად ის დღე არ ახსოვს; საქმის მასალებში არსებულ ფოტოსურათებზე გამოსახული ავტომანქანა შეიძლება იყოს და შეიძლება არც იყოს მისი ავტომანქანა; პუშკინის ქუჩაზეც მაღაზიაში თითქმის ყოველდღიურად უწევდა მისვლა; მოწმემ განმარტა, რომ იგი ტელეფონით ზ------ ვ----------იას არ დაკავშირებია არც შეხვედრია მას, შუადღე გადასული იქნებოდა, იყო ა-–---------- ხ----–--–--ასთან ერთად; მან ასევე უარყო ცემის და ფიზიკური შეუარცხყოფის მიყენების ფაქტი.
მოწმე კ---- ჭ-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ზ------ ვ----------იას მეუღლის ძმა შ--–-- მ-------ე დაუკავშირდა და სთხოვა მიეცა ზ------ის ტელეფონის ნომერი, ამის შემდეგ მასთან კავშირი არ ჰქონია; თუ არ ცდება გასული წლის 24 სექტემბერი იყო; მისმა მეუღლემ უთხრა, რომ ზ------ის ნომერს კითხულობდნენ, არ დაინტერესებულა რატომ ესაჭიროებოდა ეს ნომერი; ზ------მა კი დაუდასტურა, რომ მისი ნომერი იყო შესული და იცის რომ შეხვდნენ, კონფლიქტი მოუვიდა; ზ------ისგან გაიგო, რომ სცემა ნ---- მ-------ის ძმამ და მამიდაშვილმა.
მოწმე ი--- მ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ბათუმში, თავდადებულის ქ. N4-ში შენობის პირველ სართულზე აქვს მაღაზია, მაღაზიას შემოსასვლელი აქვს, როგორც პუშკინის ქუჩის, ისე თავდადებულის ქუჩის მხრიდან. 2018 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 30 მეტრში დაინახა, სამი მამაკაცი და ერთი ქალი კამათობდნენ; არცერთს არ იცნობდა, ერთი მამაკაცი დაბლა იყო წაქცეული და ორი ზემოდან სცემდა; იყო გაწევა, შემდეგ მანქანიდან ბიჭები გადმოვიდნენ გააშველეს, ჩასვეს და წაიყვანეს; ახსოვს, რომ იქ მყოფ ქალს წითელი თმა ჰქონდა, რა ეცვა არ ახსოვს, თავდაპირველად მაღაზიასთან ჩამოიარეს საუბრით, მაგრამ, რომ გაიარეს ქუჩა, იქ მოხდა შეკამათება და ცემა; მისი მაღაზია ზუსტად მდებარეობს თავდადებულის ქუჩაზე პუშკინის და შაუმიანის ქუჩების კვეთასთან, ჭავჭავაძის ქუჩიდან მომავალისთვის მარცხენა მხარეს; მათი მხრიდან პუშკინის ქუჩა გადაკვეთილი იყო და უკვე მარჯვენა მხარეს იყო ჩხუბი და თავად მარცხენა მხარეს იყო, მწვანე ფერის ერთ სართულიან სახლთან.
მოწმის სახით დაკითხვისას ჯ------- ქ--------–-–---–მა განაცხადა, რომ ის ზ------ ვ----------იას წარმომადგენელია სამოქალაქო სამართალწარმოების საქმეებზე, დავა მიმდინარეობს 2015 წლიდან ზ------ ვ----------იასა და ნ---- მ-------ეს შორის, დავის საგანია განქორწინება, შვილების ნახვის დღეების განსაზღვრა და ქონებრივი სკითხები; მხარესთან შეხვედრა მორიგებასთან დაკავშირებით ჰქონია; ქალბატონი ნ---- მ-------ე არ აძლევდა უფლებას ენახა ბავშვები ზ------ ვ----------იას და ამ პრობლემის გამო მიმართა სასამართლოს; გამოიცა დროებითი განკარგულება, დადგინდა ბავშვის ნახვის დღეები, სოციალურმა სამსახურმა სცადა განჩინების აღსრულება, მაგრამ იყო დაპირისპირებები და შეხვედრების ჩაშლა ხდებოდა; ქალბატონმა განაცხადა პოლიციაში რომ მეუღლემ იძალადა, ამასთან დაკავშირებით მას დაუკავშირდა ზ------ი და თხოვა გაყოლოდა განყოფილებაში; გამოკითხვის შედეგად შედგა შემაკავებელი ორდერი და ზ------ს აეკრძალა მიახლოება, გაასაჩივრა და მხოლოდ ბავშვების ნახვის ნაწილში გააუქმა სასამართლომ, აღსრულების პროცესი გრძელდებოდა ნ---- მ-------ის ქმედებების გამო სოციალურმა სამსახურმა სამართალდარღვევის ოქმიც შეადგინა; ის ბინა, სადაც ეს ქალბატონი ცხოვრობს, არის ზ------ის საკუთრებაც და მას იქ ცხოვრების საშუალებას არ აძლევს; იმ დღეს განყოფილებაში ზ------ის გამოკითხვისას იცის, რომ კვლავ შემოვიდა შეტყობინება, რომ მეუღლემ იძალადა თითქოს ნ---- მ-------ეზე და თავად განყოფილების თანამშრომლებიც მიხვდნენ, რომ ერთი და იგივე პირის მიმართ იგივე პირის მხრიდან შემოვიდა შეტყობინება და ქალბატონი მეუღლის ძალადობაზე ატყობინებდა პოლიციას, რომ თითქოს ეს ხდებოდა და ამ დროს ზ------ ვ----------ია იმყოფებოდა განყოფილებაში, დასაბუთებულად სავარაუდო რა თქმა უნდა იყო ის ფაქტი, რომ ნ---- მ-------ე პოლიციის განყოფილებას აწვდიდა ცრუ ინფორმაციას; პოლიციის თანამშრომლებმაც ამ შეტყობინებაზე როგორც იცის რეაგირებაც უკვე აღარ მოახდინეს, რადგან აშკარად ცრუ ინფორმაცია იყო, სავარაუდო მოძალადე პოლიციის განყოფილებაში იყო იმ დროს და გამოირიცხებოდა მისგან რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენა;
მოწმე ლ-–ა მ-----–--ემ განაცხადა, რომ სოციალურ სამსახურში მუშაობდა და მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა ბავშვების ნახვის დღეების თაობაზე გამოტანილი განჩინების აღსრულება; კონკრეტულად მოცემულ მხარეებს შორის განჩინება ნაწილობრივ აღსრულდა ნ---- მ-------ის წინააღმდეგობების გამო; მოწმის განმარტებით, ზოგჯერ საჭირო ხდებოდა პოლიციის თანამშრომლების ჩარევაც.
მოწმის ო----- კ----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს დაახლოებით 16:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში გადაადგილდებოდა ბათუმში თავდადებულის ქუჩაზე, შენიშნა ზ------ ვ----------ია, რომელიც მიდიოდა პუშკინის მიმართულებით, დაუძახა, შემობრუნებისას დაინახა, რომ სახეზე სდიოდა სისხლი და იყო დაკაწრული, გაფითრებული და აღელვებული, მოიკითხა მისი მდგომარეობა, კითხვაზე ზ------მა უპასუხა, რომ ცემეს ყოფილმა ცოლისძმამ, ცოლის ბიძაშვილმა და ყოფილმა მეუღლემ; გამვლელების თვალწინ დააგდეს ქვაფენილზე და უმოწყალოდ ცემეს; წაიყვანა პუშკინის და თავდადებულის ქუჩების კვეთაში, დასვა სკვერში, მიუტანა წყალი და დაეხმარა, რომ მოებანა სისხლიანი ადგილები; იქ ისხდნენ დაახლოებით 40 წუთი; ცოტა დამშვიდდა და ამის შემდეგ წავიდა თავისივე ავტომანქანით; ის ზ------ ვ----------იას იცნობს, როგორც გაწონასწორებულ და მშვიდ პიროვნებას; მას არ უკითხავს ჩხუბის მიზეზზე და არც ამ ფაქტს შესწრებია თავად
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------, 29.10.2018წ. დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ნ---- მ-------ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი; არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღ-------- უ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს დადგენილების საფუძველზე ნ---- მ-------ის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე გაცემული იქნა დასკვნა; ნაჭდევი არის 4,2 X 2,7 ზომით, ის მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებითაა განვითარებული; შესამოწმებელი პირის მიერ გადმოცემული აღწერილობაა მითითებული დასკვნის ნაწილში; მას დაზიანება შეეძლო მიეღო სხვა ვითარებაშიც, ვითარების დადგენა მისი კომპეტენცია არ არის, მან უბრალოდ რაც დააფიქსირა შესამოწმებელმა პირმა, განაცხადა აღნიშნული.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------- 05.11.2018წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად (27.09.18წ, 14:13სთ) ზ------ ვ----------იას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს;
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ განაცხადა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე 27 სექტემბერს ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა, შესამოწმებელ პირს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხვადასხვა ადგილზე სულ 7 ნაჭდევი და ერთი სისხლნაჟღენთი; ეს ერთჯერადი მოქმედებით არაა გამოწვეული; შესამოწმებელი პირის გადმოცემით მიუთითა დასკვნაში, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება, თავად აღნიშნულს არ განსაზღვრავს, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ზ------ ვ----------ია დაკავებულია 2018 წლის 24 სექტემბერს, დაკავების ზუსტი დრო: 21:30სთ; დაკავების ადგილი: ბათუმი ჭ------ის ჩიხი N4-ის მიმდებარე ტერიტორია; დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა - სახის და შუბლზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები, მარჯვენა ხელის მკლავზე და იდაყვზე აქვს ნაკაწრები; ნაკაწრები აქვს მკერდის ზედა, კისრის წინა და უკანა მიდამოებში; ზურგის უკანა მარცხენა მხარეს და შუაში ბეჭებს შორის აქვს სხვადასხვა ზომის ფუფხები; ასევე აღენიშნება მრავლობითი ნაკაწრები ზურგის ქვედა მარცხენა ნაწილში; მარცხენა ხელის იღლიის ფოსოში აქვს წვრილ-წვრილი ფუფხები.
საქმეში წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით 03.10.2018წ. დადგენილია, რომ ზ------ ვ----------იამ მიუთითა ის ადგილი, სადაც 2018 წლის 24 სექტემბერს დღის საათებში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა შ--–-- მ-------ემ და ა-–---------- ხ----–--–--ამ, რომელთაც თან ახლდა ნ---- მ-------ე; ზ------ ვ----------იას მითითებით ავტომანქანა გააჩერა თავდადებულის და პუშკინის ქუჩების კვეთაში, სადაც მარჯვენა მხარეს გაუჩერა ავტომანქანა შ--–-- მ-------ემ და ანიშნა, რომ გაჩერებულიყო; ამის შემდეგ ავტომანქანით გადავიდა თავდადებულის ქუჩაზე და დაახლოებით 15 მეტრში გააჩერა, გადმოვიდა ფეხით სავალ ნაწილზე, რა დროსაც მასთან მიახლოებულმა ა-–---------- ხ----–--–--ამ, შ--–-- მ-------ემ და ნ---- მ-------ემ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა; რის შედეგადაც ცხვირიდან და პირის ღრუდან მოდიოდა სისხლი, სისხლის მოსაბანად გადაკვეთა პუშკინის ქუჩა და თავდადებულის ქუჩაზე მივიდა მრავალსართულიანი კორპუსის წინ განთავსებულ ფანტანთან; იქ შეხვდა მისი მეზობელი ო----- კ----------ი, ის დაყვეს სკვერში რამდენიმე ხანი ,.... აღნიშნული თან დასურათებულია, რაც დაერთო ოქმს.
საქმეში წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით 04.10.2018წ. დადგენილია, რომ ნ---- მ-------ემ აჩვენა ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა, რა დროსაც მას ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა;
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასტუმრო „ფ-----დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 24 სექტემბერს 16:30:50 საათზე კადრში ჩანს, რომ დ. თავდადებულის ქუჩაზე ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება ნ---- მ-------ე;
16:35:14 საათზე კადრში ჩანს, რომ გადაადგილდება ზ------ ვ----------ია თავდადებულის ქუჩაზე პუშკინის ქუჩის მხრიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით, 16:35:22 საათზე კადრში ჩანს, რომ მას უკან მიყვება ნ---- მ-------ე. ორივე მათგანი გადაადგილდება ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით;
16:37:03 საათზე ნ---- მ-------ე ბრუნდება უკან თავდადებულის ქუჩაზე და ჭავჭავაძის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება;
16:39:36 საათზე კადრში შემოსული მამაკაცი - ზ------ ვ----------ია თავდადებულის ქუჩაზე გადაადგილდება ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით; 16:40:16 საათზე ის ბრუნდება უკან პუშკინის ქუჩიდან ჭავჭავაძის მიმართულებით; 16:41:19 საათზე კადრში ჩანს სამი მამაკაცი, რომლებიც ფეხით მოძრაობენ ავტომანქანებისთვის განკუთვნილ ტროტუარზე, და რომელთაგან ერთი არის ზ------ ვ----------ია;
მეორე ჩანაწერის მიხედვით, რომლითაც დაფიქსირებულია სასტუმრო „ფ-----ს“ ქუჩის მხარე პუშკინის ქუჩის მიმართულებით 16:30:56 საათზე კადრში ჩანს, ამავე მიმართულებით მოძრავი ნ---- მ-------ე, 16:35:05 საათზე კადრში ჩანს ზ------ ვ----------ია, რომელიც გადაადგილდება ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით, მას რამოდენიმე მეტრის დაშორებით მოყვება ნ---- მ-------ე; 16:37:10 საათზე ნ---- მ-------ე ფეხით ბრუნდება უკან; 16:39:41სთ კადრში შემოსული მამაკაცი ზ------ ვ----------ია გადაადგილდება პუშკინის ქუჩის მიმართულებით მარტო, ზ------ ვ----------ია მალევე ბრუნდება ისევ უკან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით;
განმეორებით ვიდეოფაილის ჩვენებისას 16:30:56საათზე კადრში ნ---- მ-------ის ფეხით გადაადგილების დროს ჩანს „ფურგონის“ ტიპის ავტომანქანა, ის ჩერდება მარჯვენა მხარეს ტროტუართან, იქედან გადმოდის ორი მამაკაცი, ნ---- მ-------ის განმარტებით ავტომანქანა გავს მისი ძმის შ--–-- მ-------ის სამსახურებრივ ავტომანქანას, ასევე მანქანიდან გადმოსული მამაკაცი გავს მის ძმას, თუმცა დაზუსტებით ვერ აცხადებს, ამასთან განმარტავს, რომ მას მისი ძმა იმ დროს - ფეხით გადაადგილებისას არ შეუმჩნევია; კადრში ჩანს, რომ ნ---- მ-------ე გზას აგრძელებდა პირდაპირ პუშკინის ქუჩის მიმართულებით; 16:38:24 საათზე აღნიშნული ავტომანქანა იწყებს მოძრაობას პუშკინის ქუჩის მიმართულებით;
ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მომართვით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს თავდადებულისა და პუშკინის კვეთაში არსებული ვიდეოჩანაწერების ამოღება შეუძლებელია, რადგან დღის აღნიშნულ მონაკვეთში მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები;
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა მონაწილეობით დათვალიერებული და გამოკვლეული იქნა ვიდეოკამერების ჩანაწერები და ფოტოსურათები, ასევე ფოტოსურათები, რომლებიც ასახავენ საგამოძიებო მოქმედებას, - საგამოძიებო ექსპერიმენტს;
მხარეები დათვალიერებისას აღნიშნავენ ჩანაწერში არსებულ ტერიტორიაზე ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებას;
ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მიმავალ ნ---- მ-------ეს ვიზუალურად ეტყობა მუხლთან არსებული დაზიანების კვალი;
დაზარალებული ნ---- მ-------ე მიუთითებს, რომ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაში, იმ მიმართულებით მიმავალს კი უკვე დაზიანების კვალი ეტყობა; კერძოდ:
დათვალიერებით დასტურდება შემდეგი: 16:30:56 საათზე ქუჩაში მოძრაობს პუშკინის ქუჩისკენ ნ---- მ-------ე; 16:35:17 საათზე ზ------ ვ----------ია მოძრაობს ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით და მას 16:35:25 საათზე უკან მოყვება ნ---- მ-------ე ; უკვე ისინი ამ დროს მიდიან ჭავჭავაძის მიმართულებით; 16:37:13 სთ ნ---- მ-------ე ბრუნდება უკან სწრაფი ნაბიჯებით; 16:39:39 სთ ზ------ ვ----------ია მოდის პუშკინის ქუჩაზე 16:40:17 სთ მიდის ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით; 16:41:19 საათზე ბრალდებული გადაადგილდება ორ პირთან ერთად;
მეორე ჩანაწერის დათვალიერებით დასტურდება, რომ ზ------ ვ----------ია გადაადგილდება ავტომანქანით 16:30:07სთ, სავარაუდოდ ის ჩერდება შუქნიშანთან, გვერდით ასევე შუქნიშანთან ჩერდება თეთრი ფერის ფურგონის ტიპის მანქანა;
16:30:57სთ ნ---- მ-------ე მოძრაობს და მას აჩერებს მამაკაცი, სავარაუდოდ მისი ძმა, მაგრამ კომუნიკაცია არ ჩანს 16:35:05 სთ-ზე ზ------ ვ----------იას აღელვებული მოსდევს ნ---- მ-------ე.
დათვალიერებისას დაცვის მხარის განმარტებით იქვე არის ფანტანი და ბრალდებული მოდის ნაცემი ფანტანისკენ, რომ მოიბანოს სისხლი და მას უკან მოყვება ნ---- მ-------ე უკვე დაზიანებული ფეხით;
16:35:22 წთ-ზე დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ დაზარალებულს მუხლთან უკვე აქვს დაზიანება და ამ დროს მიდის ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით; დაზრალებული განმარტავდა გამოკვლევისას, რომ მას დაზიანება ზ------ ვ----------იამ მიაყენა ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან, რაც წინაარმდეგობაში მოდის ბრალდებულის ჩვენებასთან და ასევე წინააღმდეგობაში მოდის ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებთან;
მხარეთა მიერ გამოკვლეული ჩანაწერის მიხედვით ბრალდებული და დაზარალებული ნამდვილად მიემართებიან ჭავჭავაძის ქუჩისკენ, თუმცა ჭავჭავაძის ქუჩაზე გასვლამდე ჩანაწერით და ჩანაწერიდან ამოღებული ფოტოსურათების ჩანს, რომ დაზიანება უკვე სახეზეა და ეჭვს გარეშეა რომ ბრალდებული და დაზარალებულიც უკვე დაზიანებებითაა ამ ჩანაწერში;
მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების გამომძიებლები - დ---- კ---–--–--ე, თენგიზ ქობულაძე, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი პ----- ს--------ე, ექსპერტები არჩილ ავალიანი და ბონდო ანთაძე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში და საპროცესო იძულების ღონისძიებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ღონისძიებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე.
გამართლებულმა ზ------ ვ----------იამ განმარტა, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს სურდა ბავშვისთვის სკოლ-–ი მიეკითხა, აინტერესებდა რომელ სკოლ-–ი მიიყვანდნენ; ჯერ პირველ საჯარო სკოლ-–ი, შემდეგ მეორე საჯარო სკოლ-–ი მივიდა და ელოდებოდა; შემდეგ გაიგო, რომ ეს უბანი ეკუთვნოდა მეოთხე საჯარო სკოლას, შესაძლებელი იყო, რომ იქ შეიყვანდა ბავშვს მისი ყოფილი მეუღლე; იდგა სკოლასთან; ბავშვები შესულები იყვნენ; არც დაუნახავს ყოფილი სიდედრი, რომ გაიარა, თავად მიუბრუნდა და დაუწყო საუბარი, თან ახლდა უმცროსი ბავშვი; შეეცადა ბავშვთან მისვლას, მაგრამ ბავშვმა არ მოისურვა; ქალბატონმა დ--–--–- ხ----–--–--ამ განაცხადა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ასეთი რამ მისი მხრიდან არ ყოფილა, ბავშვებს საერთოდ არ ახვედრებენ, მათი სურვილია, რომ მათთან შეხება არ ჰქონდეს.
ამის შედეგ წავიდა სახლში, მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ შ--–-- მ-------ე, ნ---- მ-------ის ძმა ეძებდა მისი ტელეფონის ნომერს; იყო კიდეც შემოსული ზარი, ტელეფონი დატოვებული ჰქონდა სახლში და შესაბამისად ვერც უპასუხა; მოგვიანებით გადაურეკა, მაგრამ არავინ უპასუხა; მანქანით მოძრაობდა, ჭავჭავაძიდან თავდადებულის ქუჩის კვეთაში, შუქნიშანზე გაჩერდა, მარჯვენა მხრიდან გაჩერდა ასევე შუქნიშანთან მანქანა და ანიშნეს გაეჩერებინა; გადაკვეთა პუშკინის ქუჩა და თავდადებულის ქუჩაზე გააჩერა; მანქანიდან რომ გადმოვიდა უკვე ახლოს იყვნენ, წინ მოდიოდა ა-–---------- ხ----–--–--ა უკან მოყვებოდა ნ---- მ-------ე და მისი ძმა შ--–-- მ-------ე, სიტყვაც არ უთქვამთ, პირდაპირ დაარტყეს; ჩხუბი მოხდა, გააშველეს, გადმოიყვანეს პუშკინის ქუჩით და წამოვიდა ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს ფანტანისკენ, რომ პირი დაებანა, პირი სისხლით ჰქონდა მოსვრილი; ამის შემდეგ შეხვდა მისი მეგობარი ო----- კ----------ი, მან ურჩია, რომ დაესვენა და შემდეგ წასულიყო; გადავიდნენ, იქვე სკვერში დაჯდა, ო-----მა ხელსახოცი მიუტანა; სახლში იყო, როცა მიაკითხეს განყოფილებიდან.
ზ------ ვ----------იას განმარტებით, დაზიანებები რაც ექსპერტმა დაადგინა, მიიღო ჩხუბის დროს, ვინ სად მიაყენა, ვერ იტყვის კონკრეტულად, პირველად დაარტყა ა-–---------- ხ----–--–--ამ, ყბაში თითით პირში უკან ექაჩებოდა ნ---- იყო თუ მისი ძმა არ იცის, ისინი ორივე უკანა მხრიდან იდგნენ, ხოლო ა-–---------- ხ----–--–--ა იყო წინ; ზურგის არეში ჰქონდა ასევე დაზიანება, კონკრეტულად ვინ უკბინა არ იცის; მას დაზიანება ნ---- მ-------ისათვის იმ დღეს არ მიუყენებია, არც მანამდე და არც შემდეგ ფიზიკური შეეხება რა ყოფილა; ნ---- მ-------ემ შესაძლებელია დაზიანება მიიღო ჩხუბის დროს. ეს ინციდენტი მიმდინარეობდა დაახლოებით 5 წუთი; ვიდეოჩანაწერზე არსებული ორი პირიდან, რომლებიც მას მიყვებიან ამ კამათის შემდეგ, როცა წყალს ეძებდა, ერთი - ო----- კ----------ია, მეორეს არ იცნობს, მას ახლდა; მივიდნენ წყალთან , შემდეგ წავიდნენ სკვერში დასაჯდომად, ავტომანქანაც იქ ჰყავდა.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:
ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;
ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ზ------ ვ----------იას ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ---- მ-------ის ჩვენებას, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა ზ. ვ----------იამ ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაში, კერძოდ, ზ------ი შემობრუნდა და ფეხი მიარტყა მუხლზე, იგრძნო ძლიერი ტკივილი, მივიდა განყოფილებაში და განაცხადა, მეორე დღეს მოახდინეს მისი სხეულის დათვალიერება, გადაუღეს სურათები.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გააანალიზებისა და ურთიერშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარეს გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ზ------ ვ----------იას ბრალეულობის დასადასტურებლად (რომ ზ------ ვ----------იამ 2018 წლის 24 სექტემბერს განახორციელა ძალადობა ნ---- მ-------ის მიმართ) არ წარუდგენია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, იკვეთება ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ მიუთითებენ ზ------ ვ----------იას მიმართ ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაზე.
პალატა აქვე ყურადღებას მიაპყრობს თვით ზ. ვ----------იას პოზიციას, რომელიც თანმიმდევრულად აღწერს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2018 წლის 24 სექტემბერს, რომ მას პირიქით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მასზე ძალადობა განახორციელეს მისი ყოფილი მეუღლის ძმამ, ბიძაშვილმა და თავად ყოფილმა მეუღლემ. საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ზ. ვ----------იას სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა არეში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ზ------ ვ----------იას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით. საყურადღებოა ასევე მოწმეების შ--–-- მ-------ის და ალ. ხ----–--–--ას ჩვენებები, რომლებმაც უარყვეს რაიმე სახის ძალადობის განხორციელება ზ. ვ----------იას მიმართ, თუმცა არ გამოურიცხავთ იმ დღეს (2018 წლის 24 სექტემბერს) იმ ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ზ. ვ----------იას მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის ზურგის არეშიც. მოწმე ი. მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაინახა სამი მამაკაცი და ერთი ქალი თუ როგორ კამათობდნენ, ერთი მამაკაცი დაბლა იყო წაქცეული და ორი ზემოდან ცემდა. ზ. ვ----------იას ჩვენება თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერთან, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის და ფოტოსურათების გამოკვლევით დასტურდება, რომ ნ---- მ-------ე ჭავჭავაძის ქუჩისკენ გადაადგილებისას, როცა უკან მიყვება ზ------ ვ----------იას, ფეხზე უკვე აქვს დაზიანება, ეს გარკვევით ჩანს როგორც ჩანაწერში, ისე ჩანაწერიდან ამოღებული ფოტოსურათიდან. თუ ყურადღებას მივაქცევთ ნ---- მ-------ის ჩვენებას, ის სხვანაირად აღწერს და მიუთითებს გარემოებებზე, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მას ზ------ ვ----------იამ დაზიანება მიაყენა ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან, მაშინ როცა ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ამ ტერიტორიამდე მისვლამდე დაზიანება ფეხზე უკვე აქვს, სხვა სახის დაზიანებას ბრალდება ზ------ ვ----------იას არ ედავება. ამავე ჩანაწერით დასტურდება, რომ ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მიმავალ ზ------ ვ----------იას უკვე დაზიანებები აქვს სახეზე. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე ო. კ----------ის ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს, თავდადებულის ქუჩაზე გადაადგილებისას შენიშნა ზ------ ვ----------ია, რომელსაც სახეზე სდიოდა სისხლი იყო დაკაწრული და აღელვებული და უთხრა, რომ ცემეს ყოფილმა ცოლისძმამ, ცოლის ბიძაშვილმა და ყოფილმა ცოლმა. მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ მან ზ. ვ----------ია მიიყვანა იქვე არსებულ სკვერში, მიუტანა წყალი და დაეხმარა, რომ მოებანა სისხლიანი ადგილები.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ზ------ ვ----------იამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- მ-------ეს. საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ფაქტის თვითმხილველი მხოლოდ დაზარალებულია, ასევე, დადგენილია, რომ მას წლებია კონფლიქტური ურთიერთობები აქვს ზ. ვ----------იასთან, მიმდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმეების განხილვა სასამართლოში. ასევე დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ვიდეოსათვალთავლო კამერების ჩანაწერებთან.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ვერ ადასტურებენ, რომ ზ------ ვ----------იამ 2018 წლის 24 სექტემბერს განახორციელა ძალადობა ნ---- მ-------ის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------ ვ----------იას მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა იგი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენი ზ------ ვ----------იას მიმართ დარჩეს უცვლელი.
ზ------ ვ----------ია ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულ ზ------ ვ----------იას განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ზ------ ვ----------იას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; ყადაღა მოეხსნას ჯ------- ვ----------იას (პ/ნ 6----------), საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ბათუმი, ჭ------ის ქN 4 : (ზონა - ბ--------------------------------------–----------------------- - 10 000 (ათი ათასი) ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულთან და დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ფოტოების ამსახველი 02 ცალი CD დისკი და ინდ. მეწარმე ,,ჯ----–---------სგან“ წარმოდგენილი (სასტუმრო ,,ფ-----’’) ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთო საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე