განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002569445
საქმე №1/ბ-577-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე
პროკურორის - ო-–--- მ------–---–ის,მსჯავრდებულის - ლ---- ლ--------------ის
ადვოკატის - მ--------------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- გ-----ს ძე ლ--------------ის მიმართ - დაბადებული 1---------წ. პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ. ბათუმი, ფ-------–--–ის გამზირი N312, ბინა N17; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, დ---------ს ქ. N27, ბინა N7;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ---- ლ--------------ემ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის და რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულმა ლ---- ლ--------------ემ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბათუმში, პ--–----ს ქ. N35ბ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ლ---- ნ-----–--–---–ს ყელიდან ჩამოაგლიჯა ოქროს ჯვარი და ოქროს ძეწკვი და ნაძარცვი ნივთით შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრში, ლ---- ლ--------------ემ გადააგდო ნაძარცვი ნივთი, ვინაიდან მას დაედევნა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მყოფი გ-- მ----–--ე, რომელმაც დაზარალებულს დაუბრუნა ნაძარცვი ნივთი. ლ---- ლ--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ---- ნ-----–--–---–ს შესაძლოა მისდგომოდა 825 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით ლ---- ლ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 05 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ლ---- ლ--------------ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ლ---- ლ--------------ეს განესაზღვრა 05 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 28 ივნისიდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებული ლ---- ლ--------------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ--------------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი ლ---- ლ--------------ის მიმართ და გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩვრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა ლ. ლ--------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სასამართლო სხდომაზე მართალია მოწმეებმა დაადასტურეს ძარცვის ფაქტი, მაგრამ განმარტეს, რომ მათ მძარცველის ამოცნობა არ შეუძლიათ, რადგან მისი სახე არ დაუნახავთ, ანუ პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ძარცვა ლ---- ლ--------------ემ ჩაიდინა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.გამოძიების ეტაპზე ლ---- ლ--------------ემ ფატობრივად დაიბრალა დანაშაული, მოსალოდნელი სასჯელის შიშით, ვინაიდან იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადაში, ამდენად, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და ის არ უნდა დასდებოდა საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არის არასარწმუნო, არადამაჯერებელი, ურთიერთშეუთანხმებელი, რის გამოც არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ლ---- ლ--------------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--------------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ო-–--- მ------–---–ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ---- ლ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ---- ლ--------------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
დაზარალებულ ლ---- ნ-----–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობდა ქ. ბათუმში, პ--–----ს ქუჩაზე სამსართულიან სამხედრო ბინებში მე-2 სართულზე. 2018 წლის 20 ივნისს ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში. ეზოში არავინ იყო. მე-2 სართულზე რომ ავიდა, გაიგონა ფეხის ხმა, მე-3 სართულზე გაყიდული იყო ბინა და დაინტერესდა ვინ იყო ახალი მეზობელი. მესამე სართულიდან წამოვიდა უცხო მამაკაცი, რომელმაც უმტკივნეულოდ და ოსტატურად მოგლიჯა ყელსაბამი და სადარბაზოდან გაიქცა. სახლში აღარ შესულა და დაედევნა უკან ყვირილით ,,მიშველეთ, დამეხმარეთ’’. ვიღაც ბიჭები დაედევნენ. საღ აზრზე ვერ იყო, სურსათის მაღაზიასთან შეჩერდა, სადაც ,,კაპლი’’ დაალევინეს, ამ დროს ვიღაცამ დარეკა პოლიციაში. რამდენიმე წუთში უთხრეს, რომ ყელსაბამი დაუბრუნდა, რომ გ-- მ----–--ე დაედევნა დამნაშავეს და მანვე დაუბრუნა ,,ცეპი’’. სტრესულ მდგომარეობაში იყო და ამიტომ დამნაშავის ამოცნობა არ შეუძლია.
მოწმე ო----- გ--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 20 ივნისს, ქ. ბათუმში, პ--–----ს ქუჩაზე, საამშენებლო მასალისათვის იმყოფებოდა, რა დროსაც დაინახა, რომ სამსართულიანი ბინიდან მოკლე შორტში და შავ მაისურში ჩაცმული ბიჭი გამორბოდა. 2-3 წუთის მერე ქალი გამოვიდა, რომლისთვისაც ,,ცეპი’’ წაურთმევია და შველას ითხოვდა. მძარცველის სახე, რომელსაც ბიჭები გაედევნენ, ახსოვს. ახლოს ჩაურბინა და პირდაპირ უყურებდა სახეზე.
2018 წლის 28 ივნისს, ო----- გ--–--ის მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ო----- გ--–--ემ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ ადგილას მდგომი მამაკაცი, რომელსაც მინიჭებული აქვს N1. მისივე განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი მან ნახა 2018 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც მიდიოდა ქ. ბათუმში, პ--–----ს ქ. N35ბ კორპუსის სახლისკენ, სადაც სადარბაზოდან გაიგონა ქალის კივილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. სადარბაზოდან აღნიშნული მამაკაცი გამოვარდა გარეთ, ახლოს ჩაურბინა და გაიქცა პ--–----ს ქუჩისკენ. მაშინათვე იმავე სადარბაზოდან გამოვიდა ქალი, გასდია იმ მამაკაცს, კიოდა და მიუთითებდა მამაკაცისაკენ, რომ ყელსაბამი ჩამოგლიჯა და გააჩერეთო. აღნიშნულ მამაკაცს უკან დაედევნენ სტადიონზე მყოფი ახალგაზრდები. მოგვიანებით ხალხისგან გაიგო, რომ იმ ბიჭებმა, რომლებიც მძარცველს გაედევნენ, ქალს ყელსაბამი დაუბრუნესო. მისივე განმარტებით N1 ნომრით მამაკაცი ამოიცნო უპრობლემოდ, ვინაიდან მან ძალიან ახლოს ჩაურბინა, თან ხელში ეჭირა ყელსაბამი, რომლის ბოლოები აქეთ იქეთ იქნეოდა. მას ეცვა შავი ფერის თეთრ წარწერებიანი მაისური და შავი ფერის მოკლე შარვალი. ო----- გ--–--ის მიერ ამოცნობილი პირი, არის ლ---- ლ--------------ე.
2018 წლის 28 ივნისს, ლ---- ლ--------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები ჩასხდნენ სამსახურებრივ ავტომანქანაში და ლ---- ლ--------------ის მითითებით გავიდნენ ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქ. N5-ში მდებარე ,,ბ----------–----ს'' შენობასთან, წერეთლის ქუჩის მხრიდან, სადაც ლ---- ლ--------------ემ მიუთითა, რომ აღნიშნულ ადგილას დაინახა ზემოთ ხსენებული ქალი 2018 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, რომელსაც ეცვა შავი ფერის კაბა, ასევე მიუთითა იქვე განთავსებულ სლოტ კლუბზე წარწერით „გ-----------“ და განმარტა რომ აღნიშნულ სლოტ კლუბში 2018 წლის 20 ივნისს წააგო 1200 ლარი. მისივე განმარტებით, ბათუმი პლაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმეჯერ ჰყავდა ნანახი აღნიშნული ქალბატონი, რომელსაც 2018 წლის 20 ივნისს ყელზე ეკიდა ყელსაბამი, რომლის დაუფლებაც გადაწყვიტა იმ მომენტში. ამის შემდეგ ლ---- ლ--------------ის მითითებით გავიდნენ ქ. ბათუმში, პ--–----ს ქ. N35-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოსთან, სადაც ლ---- ლ--------------ემ მიუთითა, რომ იქ დაელოდა ქ. ბათუმში, ბ----------–----ში ნანახ ქალს, რომელიც მისი ვარაუდით იმ სადარბაზოში ცხოვრობდა, რადგან ადრეც ყავდა ნანახი იგი იმ სადარბაზოში. დაელოდა და იმ სადარბაზოში, კიბეებზე შეაწყვიტა ქალს ყელსაბამი. შემდეგ მიუთითა 9--------ს ქუჩისკენ, საითაც გაიქცა. მისი მითითებით, გავიდნენ 9--------ს ქუჩაზე, შემდეგ სასტუმრო ,,ე-–-------–--თან'' მისვლამდე დაახლოებით 20 მეტრში მიუთითა, რომ წაიქცა აღნიშნულ ადგილას. შემდეგ მისივე მითითებით გავიდნენ ზ------ ბ-----ის ქუჩის შესახვევთან, წერეთლის ქუჩის მხარეს, სადაც მოსახვევთან დაახლოებით 20 მეტრში დააგდო ძირს ყელსაბამი. შემდეგ მან მიუთითა წერეთლისა და ბ-----ის ქუჩების კვეთასთან არსებულ კვების ობიექტზე და განმარტა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შევიდა აღნიშნულ სასადილოში, სადაც დაიმუშავა ჭრილობა რაც მიიღო წაქცევის შედეგად. შემდეგ დალია ერთი კათხა ლუდი და წავიდა სახლში. ლ---- ლ--------------ის მითითებით, გავიდნენ ფრიდონ ხალვაშის მიმართულებით, ჭავჭავაძის ქუჩის გავლით. ფრიდონ ხალვაშის ქუჩიდან გადავიდნენ დ---------ს ქუჩაზე და მივიდნენ ლ---- ლ--------------ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე დ---------ს ქ. N27-ში, ბინა N7-ში, სადაც მიუთითა ტანსაცმელი, რომელიც თავის საძინებელ ოთახში ლოგინის გვერდით ჰქონდა დალაგებული - შავი ფერის მაისური და შავი ფერის მოკლე შარვალი.
აღნიშნული ტანსაცმელი და სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ეცვა ლ---- ლ--------------ეს შემთხვევის დღეს, ამოღებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.
საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირმა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა მ--–---- ც-–--–--ემ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა და შედეგები.
მოწმე გ-- მ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ გაიგონა ქალის ყვირილის ხმა - ,,მიშველეთო". მივიდა ქალთან, რომელმაც უთხრა, რომ ყელსაბამი შეაწყვიტეს და ხელი გაიშვირა -,,გარბისო". გაეკიდა მძარცველს. პუშკინზე ცხრიანების ეზო გაიარა, 9--------ს ქუჩით წავიდა, შემდეგ ბ-----ის ჩასახვევია, სადაც სასტუმრო ,,ბ----ს'' გაცდა. იქ მეორადი ტანსაცმელი იყიდება. შესძახა გაჩერებულიყო, მაგრამ გამტაცებელმა ოქრო დააგდო და უკანმოუხედავად გაიქცა. ნივთები აიღო და წამოიღო. მძარცველი სახეზე არ დაუნახავს, შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა. ყელსაბამი და ჯვარი პატრონს, ლ---- ნ-----–--–---–ს დაუბრუნა, მონაწილეობა მიიღო ვიდეოკამერების დათვალიერებაში.
2018 წლის 23 ივნისს, გ-- მ----–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ქ. ბათუმში, პ--–----ს ქუჩა N35-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სტადიონთან გ-- მ----–--ემ მიუთითა ადგილი სადაც იდგა 2018 წლის 20 ივნისს და გაიგონა ლ---- ნ-----–--–---–ის ყვირილის ხმა - შეაჩერეთ ოქროს ყელსაბამი ჩამომგლიჯაო და დაინახა იქვე სირბილით მიმავალი შავი ფერის შარვალში და შავი ფერის მაისურში ჩაცმული ბიჭი, რომელსაც გაეკიდა უკნიდან, რის შემდეგაც გ-- მ----–--ე შეჩერდა პ--–----სა და 9--------ს ქუჩების კვეთაში იქვე სავაჭრო ფართის წინ, საიდანაც მისდევდა 9--------ს ქუჩისკენ. აღნიშნულ ადგილს აკონტროლებს სავაჭრო ფართის პ--–----ს ქუჩა N37-ში ადგილზე დამონტაჟებული ვიდეო კამერა. შემდეგ გადადის პ--–----სა და 9--------ს ქუჩების კვეთაში მეორე მხარეს, სადაც იქვე პ--–----სა და 9--------ს ქუჩების კვეთაში განთავსებულია მერიის მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი ვიდეო კამერები, რომლებიც დამონტაჟებულია სპეციალურ გარე განათების ძელზე. გაიარა 9--------ს ქუჩის მიმართულებით და ზ------ ბ-----ის შესახვევისკენ შეუხვია და შიგნითა ადგილისაკენ, საითკენაც გარბოდა ის შავტანსაცმლიანი ბიჭი. გ-- მ----–--ემ გაიარა ზ------ ბ-----ის შესახვევი და შეჩერდა სასტუმრო „ე-–-------–--ის“ წინ მდებარე ზ------ ბ-----ის შესახვევის №15-ის წინ და აჩვენა საითკენაც გაიქცა ის ბიჭი. აღნიშნულ ადგილას მდებარეობს სასტუმრო „ე-–-------–--ი“ (ყოფილი სასტუმრო „ბ----“). ფასადზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები. შემდეგ მიუთითა ადგილი, სადაც დააგდო ხსენებულმა ბიჭმა ცეპი, რომელიც აიღო და მიბრუნდა და მიუტანა ლია ნ-----–--–---–ის 9--------ს ქუჩის №15-ში მდებარე მაღაზიაში და გადასცა მას.
საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირმა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა მ--–---- ც-–--–--ემ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა და შედეგები.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 ივნისს მოწმე გ-- მ----–--ის თანდასწრებით გახსნილი და დათვალიერებული იქნა ნივთმტკიცება, ქ. ბათუმში, პ--–----სა და 9--------ს ქუჩების კვეთაში განთავსებული ქ. ბათუმის მერიის კუთვნილი ვიდეოკამერის ჩანაწერი.
ვიდეოკადრებში 16:58 საათზე ასახულია 9--------ს ქუჩაზე, პ--–----ს ქუჩის მხრიდან სირბილით შესული და ჭავჭავაძის ქუჩისკენ სირბილით მიმავალი მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის მაისური, შავი ფერის მოკლე შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელები. აღნიშნულმა მამაკაცმა შეუხვია ზ. ბ-----ის შესახვევით. მას უკან მიყვება შავ და თეთრ ზოლებიან მაისურში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელზედაც გ-- მ----–--ე ამბობს, რომ არის თვითონ. გ-- მ----–--ეს უკან მიყვება ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთს აცვია თეთრი მაისური, მეორეს ნაცრისფერი მოკლე შარვალი. გ-- მ----–--ე შავ მაისურიან და შავ მოკლე შარვლიან პიროვნებას გაყვა ზ. ბ-----ის შესახვევისკენ. 16:59 საათზე პ--–----ს ქუჩიდან 9--------ს ქუჩაზე შემოდის ლ---- ნ-----–--–---–ი, რომელზედაც გ-- მ----–--ემ განაცხადა, რომ არის მისი მეზობელი და აღნიშნულ ჩანაწერამდე დაახლოებით ორი წუთის უკან გაიგონა ლ---- ნ-----–--–---–ის კივილი, რომელიც იძახდა, რომ მიშველეთ, ,,ცეპი’’ შემაწყვიტა და გააჩერეთო და მიუთითებდა 9--------ს ქუჩისკენ სირბილით მიმავალ ზემოხსენებულ შავ მაისურში და შავ მოკლე შარვალში ჩაცმულ მამაკაცისაკენ, რომელსაც დაედევნა მაშინათვე. 17:05 საათზე ბ-----ის ქუჩის შესახვევიდან დაბრუნდნენ 9 მარტის ქუჩაზე გ-- მ----–--ე და მასთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა. გ-- მ----–--ე რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად მივიდა ლ---- ნ-----–--–---–თან და შემდეგ წავიდა პ--–----ს ქუჩისაკენ. გ-- მ----–--ის განმარტებით, აღნიშნულ დროს მან ლ---- ნ-----–--–---–ს დაუბრუნა შეწყვეტილი ოქროს ყელსაბამი და ჯვარი, რომელიც ძირს დააგდო ზემოაღნიშნულ ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილმა შავ მაისურში და შავი ფერის მოკლე შარვალში ჩაცმულმა მამაკაცმა, რომელმაც შეაწყვიტა ლ---- ნ-----–--–---–ს ოქროს ყელსაბამი და ჯვარი და რომელიც მან ძირს დააგდო ქ. ბათუმში, ბ-----ის შესახვევში, წერეთლის ქუჩის კვეთასთან მისვლამდე დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით, როდესაც ის და მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდები მისდევდნენ აღნიშნულ პიროვნებას და უძახდნენ, რომ ყელსაბამი და ჯვარი დაეგდო და აღნიშნულმა პიროვნებამ, ვიდრე ის და მისი თანმხლები ახალგაზრდები დაეწეოდნენ, ყელსაბამი ჯვართან ერთად ძირს დააგდო. აღნიშნული ნივთი ლ---- ნ-----–--–---–ს დაუბრუნა.
მოწმე ნ----- გ-------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში და აქედან გამომდინარე იცნობს ლ---- ლ--------------ეს, რომელიც სასჯელს ყაჩაღობისათვის იხდიდა. სასჯელის მოხდის შემდეგ გამოცხადდა ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში. მოხდა გასაუბრება. იცის, რომ დაკავებულია ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. მონაწილეობა მიიღო ვიდეოფაილების დათვალიერებაში, სადაც ამოიცნო ლ---- ლ--------------ე.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 ივნისს, მოწმე ნ----- გ-------ის თანდასწრებით გახსნილი და დათვალიერებული იქნა წერეთლის ქუჩა N14-ში მდებარე ინდ. მეწარმე ნიაზ ბოლქვაძის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვიდეოკამერების ჩანაწერები.
ვიდეოჩანაწერის მიხედვით, 17:06 საათზე ბ-----ის შესახვევის მხრიდან წერეთლის ქუჩაზე, ბ-----ის ქუჩის კვეთისკენ, ქვეითად მოძრაობს შავ მაისურში, შავ მოკლე შარვალში და მოშავო ფერის სპორტულ ფეხსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სხეულზე, კერძოდ, მუხლებზე და იდაყვებზე აღენიშნება დაზიანების ნიშნები. აღნიშნული მამაკაცი შედის ვალუტის პუნქტის გვერდით მდებარე კვების ობიექტში, საიდანაც 17:20 საათიდან 17:23 საათამდე დროის პერიოდში რამდენჯერმე შევიდა და გამოვიდა, ხოლო 17:23 საათზე გაშორდა აღნიშნულ ტერიტორიას.
ნ----- გ-------ის განმარტებით, შავ მაისურში, შავ მოკლე შარვალში და მოშავო ფერის სპორტულ ფეხსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი არის ლ---- გ-----ს ძე ლ--------------ე, დაბადებული 1--------- წელს, პ/ნ 6----------, მცხ. ქ. ბათუმი, დ---------ს ქუჩა, რეგისტრირებულია ქალაქი ბათუმი, ფ------------–--–-----------------, ბინა 17-ში.
ლ---- ლ--------------ეს, რომელიც ნასამართლევია ყაჩაღობისთვის, კარგად იცნობს. ციხიდან გათავისუფლდა დაახლოებით ორი წლის უკან. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ არაერთხელ ჰყავს ნანახი. ნახა და ესაუბრა ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს შენობაში. მას კარგად იცნობს სახეზე და აღნიშნულ ვიდეოკადრებში კარგადაა ასახული ლ---- ლ--------------ის სახე და მის ამოცნობაში ეჭვი არ ეპარება.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 26 ივლისის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ყელსაბამს აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად ტეხვით განვითარებული დაზიანება. ჯვარზე გარეშე მექანიკური ხასიათის ზემოქმედების კვლები არ აღინიშნება.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- მ---------ემ დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე.
სასაქონლო ექსპერტიზის 2018 წლის 28 ივლისის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ 9, 85 გრამი საიუველირო ნაკეთობების ოქროს ძეწკვისა და ჯვრის საერთო საბაზრო ღირებულება, 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, შეადგენს 825.00 ლარს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ----- ქ-----ემ დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე.
პალატა განმარტავს, რომ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოხატება, ამ დროს ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების დაუფლება ხდება თვალნათლივ, ან იმ პირისთვის, ვის საკუთრებაში ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ან სხვა ადამიანისათვის. ძარცვა დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება და იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებით გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. ამდენად, იმისათვის, რომ დანაშაული დამთავრებულად ჩაითვალოს, არ არის სავალდებულო, დამნაშავის მიერ ქონების ფაქტობრივად გამოყენება. საკმარისია მას ჰქონდეს ამისი შესაძლებლობა, მაგრამ თუ დანაშაულის სუბიექტს არა აქვს რეალური შესაძლებლობა ისარგებლოს ან განკარგოს ეს ქონება, ქმედება დაკვალიფიცირდება, როგორც სხვისი ქონების უკანონოდ დაუფლების მცდელობა.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას ლ---- ლ--------------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი პირდაპირი მტკიცებულება მისი ბრალეულობის დასადასტურებლად, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასარწმუნო, არადამაჯერებელი და ურთიერთშეუთანხმებელია, აღნიშნულ მოსაზრებებს პალატა არ იზიარებს და კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებს.
დაზარალებულ ლ. ნ-----–--–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ საცხოვრებელი ბინის მე-2 სართულზე მას უცნობმა მამაკაცმა ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ყელსაბამი ჯვრით და გაიქცა, იგი დაედევნა დამნაშავეს, ითხოვდა შველას. რამდენიმე წუთში მას გ-- მ----–--ემ, რომელიც დაედევნა მძარცველს, დაუბრუნა მისი ნივთები. მოწმე გ-- მ----–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან გაიგონა ქალის ყვირილის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა და ხელს იშვერდა მამაკაცისკენ, რომელიც გარბოდა, იგი დაედევნა ამ მამაკაცს, შესძახა, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ გამტაცებელმა ოქროს ნივთი ძირს დააგდო და თვითონ უკანმოუხედავად გაიქცა, მძარცველი სახეზე არ დაუნახავს, დაგდებული ნივთი აიღო და დაუბრუნა მესაკუთრეს.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე ო. გ--–--ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მან დაინახა უცხო მამაკაცი, რომელიც გარბოდა, მას უკან მოყვებოდა ქალი, რომელიც ითხოვდა შველას და ხელს იშვერდა ამ მამაკაცისკენ, რომელსაც მისთვის ყელსაბამი წაურთმევია, ამ მამაკაცმა მას ახლოს ჩაურბინა და პირდაპირ დაინახა მისი სახე. ო. გ--–--ის მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ ო. გ--–--ემ ამოიცნო ლ. ლ--------------ე, რომელსაც ხელში ეჭირა ყელსაბამი და გარბოდა.
პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომლის მიხედვითაც, ლ---- ლ--------------ემ ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩასადენად. მან საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს მიუთითა ის ადგილები, სადაც მოძრაობდა შემთხვევის დღეს. აღნიშნული ემთხვევა იმ ადგილებს, რომლებზედაც მიუთითა გ-- მ----–--ემ (პირი, რომელიც მისდევდა ლ---- ლ--------------ეს). ასევე ლ. ლ--------------ის მითითებების საფუძველზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მისი სახლიდან ამოღებულ იქნა ის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ ლ---- ლ--------------ის მიერ ძარცვის მცდელობის ჩადენა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით, ასევე, მოწმე ნ. გ-------ის ჩვენებით, რომელმაც ამოიცნო ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პიროვნება, როგორც ლ---- ლ--------------ე.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც უტყუარად დასტურდება ლ---- ლ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2018 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბათუმში, პ--–----ს ქ. N35ბ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ლ---- ნ-----–--–---–ს ყელიდან ჩამოაგლიჯა ოქროს ჯვარი და ოქროს ძეწკვი და ნაძარცვი ნივთით შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრში, ლ---- ლ--------------ემ გადააგდო ნაძარცვი ნივთი, ვინაიდან მას დაედევნა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მყოფი გ-- მ----–--ე, რომელმაც დაზარალებულს დაუბრუნა ნაძარცვი ნივთი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- ლ--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყურად დასტურდება, რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულის გამართლების და შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. გასაჩივრებული განაჩენი ლ---- ლ--------------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ---- ლ--------------ის და მისი ინტერესების დამცველია ადვოკატის მ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ლ---- ლ--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ლ---- ლ--------------ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლ---- ლ--------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლ---- ლ--------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 ივნისიდან.
ნივთმტკიცებები - ლ---- ნ-----–--–---–ისაგან ამოღებული ყელსაბამი და ჯვარი, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ლ---- ლ--------------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოთვალის ჩანაწერები DVD დისკებზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე