განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
330100118002558034
ინსტანცია
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002558034

საქმე №1ბ/672-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძისა მდივნობით,პროკურორის: თ---------------–----

ადვოკატის: გ----------------

მსჯავრდებულის: თ----------–----–-–---–--

მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ-----------–----–-–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ თ----------–----–-–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–---------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენით, თ----------–----–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ თ----------–----–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივნისიდან.

თ----------–----–-–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 17:10 საათზე, ქ-------–--–-------------–------------–--------------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია-------–----------- ავტობუსში, თ----------–----–-–---–- ფარულად დაეუფლა მ-------------------------–--------------- ფირმის (მოდელი: P------- მობილურ ტელეფონს, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით მ-------------------------–---- მიადგა 280 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ----------–----–-–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლემაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

- აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაოდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა თ----------–----–-–---–-- ბრალეულობას. სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ მოწმე ზ---------------- ირიბ ჩვენებას. გამოძიების მიე საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა არსებითი დაღღვევით, სასამართლოს განჩინების გარეშე იქნა მოპოვებული კომპიუტერული ინფორმაცია, კერძოდ, სალომბარდე ხელშეკრულებები, რაც დაადასტურეს თავად ლომბარდის თანამშრომლებმა: ი-----–--–------------–--–---------------------–---–---–--- ამასთან, აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლოში თითქოს ამოიცნეს ბრალდებული და ტყუილად დაადეს ხელი თ----------–----–-–---–-. მათი განმარტებით, ბრალდებულს ერქვა ზ--------------- და იცოდნენ, რომ მის სქმეზე იყვნენ მოწვეულნი სასამართლოში.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და არსებით წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ქმნიან მტკიცებულებათა იმ ჯაჭვს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მსჯავრდებულ თამაზ ბულბულაშვილზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ მ-------------------------–---- უჩვენა, რომ 2018 წლის 25 იანვარს, დედამისთან - ჯ---–---------------–-------- ერთად მგზავრობდა №-- ავტობუსით. ავტობუსში ასვლის დროს შენიშნა მამაკაცი, რომელიც მიუხედავად თავისუფალი ადგილებისა, იდგა მის სიახლოვეს. აღნიშნულ მამაკაცს მხოლოდ მას შემდეგ დააკვირდა, რაც ავტობუსის დამუხრუჭების შემდეგ მისკენ გადაიწია და აშკარად შეეხო. მამაკაცი მასთან შეხებიდან მალევე (გაჩერდა თუ არა ავტობუსი) ჩავიდა ავტობუსიდან. ვინაიდან თავად ავტობუსში იყო ახალი ასული, მოემზადა სამგზავრო ბილეთის ასაღებად და ხელი ჩაიყო ჯიბეში, თუმცა აღმოაჩინა, რომ „--------- ფირმის (მოდელი: P------- მობილური ტელეფონი თან აღარ ჰქონდა. მაშინვე მიხვდა, რომ მისი კუთვნილი ნივთი, მასთან რამდენიმე წამის წინ ახლოს მდგომმა მამაკაცმა ამოაცალა, თუმცა ვინაიდან ავტობუსს იმ მომენტში დაწყებული ჰქონდა სვლა, ვერ შეძლო ჩასვლა. როგორცკი დედამისთან ერთად ავტობუსიდან ჩავიდა მომდევნო გაჩერებაზე და მაშინვე დაუკავშირდნენ ს--------ის სამსახურს. ამის შემდეგ, ის წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში. დაზარალებულმა ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ მისი ტელეფონი მოიპარა თ----------–----–-–---–--- რომელიც მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაში მონაწილეობისას ამოიცნო არაერთი ფიზიკური მახასიათებლით.

2018 წლის 6 ივნიისის პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, მ-------------------------–---- ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თ----------–----–-–---–-, როგორც ის პირი, ვინც 2018 წლის 25 იანვარს, №-- ავტობუსით მგზავრობისას, მას მოპარა მობილური ტელეფონი. დაზარალებულმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო აღნაგობით, სახის მოყვანილობით, ცხვირის ფორმით, თვალებისა და წარბების ფორმითა და თმის ფერით.

2018 წლის 8 თებერვლის ამოღების ოქმის მიხედვით, ქ-------–--–---------------------------ში განთავსებულ ინდ. მეწარმე „--------–--–---–--- ლომბარდიდან ამოღებულ იქნა „-------------------------------–--------- ფირმის მობილური ტელეფონები მათ შორის, მოპარული და თ--------------- მიერ ჩაბარებული „--------- ფირმის (მოდელი: P------- მობილური ტელეფონი, იმეი-კოდებით: 8----------------------------------- საერთო ჯამში 6 ცალი, აგრეთვე სალომბარდო ხელშეკრულებები, რომლებიც ადასტურებს ზემოაღნიშნული 6 ცალი მობილური ტელეფონის ზ---------------- მიერ ჩაბარების ფაქტს. ინდ. მეწარმე „--------–--–---–--- ლომბარდიდან ასევე ამოღებულ იქნა 1 ცალი სალომბარდო №---- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზ---------------მ ამავე ლომბარდში ჩააბარა „----------- ფირმის (მოდელი: G---- მობილური ტელეფონი, რომელიც გაიყიდა 2017 წლის 24 დეკემბერს.

2018 წლის 24 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, დაზარალებულ მ-------------------------–----- და მისი კანონიერი წარმომადგენლის - ჯ---–---------------–---- მონაწილეობით, დათვალიერდა ინდ. მეწარმე „--------–--–---–--- ლომბარდიდან ამოღებული „--------- ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი-კოდებით: 8----------------------------------- დათვალიერებისას მ-------------------------–---- დადასტურებულად განაცხადა, რომ აღნიშნული სწორედ ის მობილური ტელეფონია, რომელიც მას 2018 წლის 25 იანვარს მოპარეს №-- ავტობუსით მგზავრობის დროს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ზ---------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 25 იანვარს, დაუკავშირდა მეგობარი - გ-------------------–---–-- რომელმაც შესთავაზა თ----------–----–-–---–-- მიერ მოპარული მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება და შემდეგ ფულს გაყოფა. ხსენებული მობილური ტელეფონი იყო „--------- ფირმის (მოდელი: P-------, ოქროსფერი და იდო სილიკონის ჩასადებში. გ-------------------–---–-- განმარტებით, მობილური ტელეფონი მას გადასცა თავად თ----------–----–-–---–------------------------–---–-- მას იმიტომ შესთავაზა ნივთის ლომბარდში ჩაბარება, რომ თავად არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამის შემდეგ, ისინი წავიდნენ ქ-------–--–---------------------------ში მდებარე ლომბარდში, სადაც თავად ჩააბარა მობილური ტელეფონი, ხოლო შედეგად აღებული თანხა 200 ლარის ოდენობით გადაინაწილეს შემდეგნაირად: 70 ლარი გადასცეს თ------- ხოლო 65-65 ლარი გაინაწილეს მან და გ-------------------–---–--- ის არ შესწრებია თ----------–----–-–---–--თვის თანხის გადაცემის მომენტს, ვინაიდან ფულის გადაცემაზე პასუხისმგებლობა გ-------------------–---–-- იკისრა. მოწმემ დაადასტურა, რომ თ----------–----–-–---–-- მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მოძრავი ნივთების ლომბარდში ჩაბარება, გ-------------------–---–---- ერთად სხვა დროსაც არაერთხელ განუხორციელებია. თავად თ----------–----–-–---–- ნივთის დალომბარდებაში არასოდეს მონაწილეობდა.

2018 წლის 31 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხდედვით ზ---------------მ გამოძიებას მიუთითა ის ლომბარდები, სადაც იგი გ-------------------–---–---- ერთად აბარებდა თ----------–----–-–---–-- მიერ გადაცემულ მობილურ ტელეფონებს, მათ შორის იყო ქ.------–-----------------------------ში მდებარე ლომბარდი, სადაც 2018 წლის 25 იანვარს ჩააბარა „--------- ფირმის (მოდელი: P------- მოპარული მობილური ტელეფონი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურა ზ---------------მ.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ თითქოს გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო მხოლოდ ზ---------------- ირიბ ჩვენებას. მართალია აღნიშნული მოწმე უშალოდ ფაქტის შემსწრე მოწმე არ არის, მაგრამ მის ჩვენებაში მითითებული ინფორმაცია შესაბამისობაშია პირდაპირ მტკიცებულებასთან-დაზარალებული ჩვენებასთან- ამოღების ოქმებთან, სალომბარდე ხელშეკრულებებთან და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმთან.

პალატის აზრით, სწორედ ეს მტკიცებულებები ერთობლიობაში ქმნიან იმ მტკიცებულებათა ერთიან ჯაჭვს, რომლებიც ადასტურებენ თ----------–----–-–---–-- ბრალეულობას.

ამასთან, დაცვის მხარემ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ შეძლო დაესაბუთებინა, თუ რა პირადი ინტერესი უნდა ჰქონოდათ დაზარალებულ მ-------------------------–---- და მოწმე ზ---------------ს თ----------–----–-–---–-- მიმართ დანაშაულში მხილებისა და პასუხისმგებლობის დამძიმების მიზნით მიეცათ ცრუ ჩვენება, მითუმეტეს, რომ დაზარალებული საერთოდ არ იცნობდა მას, ხოლო ზ--------------- მსჯავრდებულის ბავშვობის მეგობარია.

დაცვის მხარე ასევე აპელირებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმე გ-------------------–---–-- რომელიც არსებითად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიდა გამოძიებას, ამით კი დაცვის მხარეს შესაძლებლობა არ მიეცა აღნიშნული მოწმე სასამართლოში დაეკითხა.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსს-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, როგორც ბრალდების მხარე, რომ მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა და ამ უფლებით სარგებლობა ნადვილად არ იწვევეს მტკიცების ტვირთის დაცვის მხარეზე გადატანას. ბუნებრივია, თუკი ბრალდების მხარე სრულად გამოიკვლევდა გამოძიების ეტაპზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

- პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებამ საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით მოიპოვა კომპიუტერული ინფორმაცია.

საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის თანახმად, თუ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების შუამდგომლობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ იმ ლომბარდის თანამშრომლები, საიდანაც მოხდა სალომბარდო ხელშეკრულებებისა და ზ---------------- მიერ ჩაბარებული მობილური ტელეფონების ამოღება.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეებმა: ირ---–--–--------------–--–-------------------–---–---–-- განმარტეს, რომ ტელეფონის დალომბარდების შემთხვევაში ხდება პიროვნების იდენტიფიკაცია მისი პირადობის მოწმობის მიხედვით და მისი მონაცემები, ასევე დასალომბარდებელი ნივთის მონაცემები შეჰყავთ კომპიუტერში. ამის შემდეგ ორ ეგზემპლარად დგება ხელშეკრულება, იბეჭდება, რომელზედაც ხელს აწერს ორივე მხარე. ხელშეკრულების ერთი დედანი რჩება მათთან, რომელიც ტელეფონთან ერთად ინახება ლომბარდის საცავში, ხოლო ხელშეკრულების მეორე პირი რჩება ჩამბარებელთან.

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოძიების მიერ არ მომხდარა კომპიუტერის ბაზაში შენახული ინფორმაციის მექანიკურად გადმოწერა და სისხლის სამართლის საქმეში მოთავსება. გამოძიებამ ამოიღო სწორედ დედანი ხელშეკრულებები, რომელიც ინახებოდა ლომბარდში და არა კომპიუტერულ ბაზაში. რასაც ადასტურებს საქმეში არსებული „--------- ფირმის (მოდელი: P------- მობილური ტელეფონთან დაკავშირებით, ზ---------------სა და ლომბარდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ, მოწმეების ი-----–--–--------------–--–-------------------–---–---–-- სასამართლოში მიცემული ჩვენებების მისეულ ინტერპრეტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნული მოწმეების ჩვენებებთან.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლოში თითქოს ამოიცნეს ბრალდებული და ტყუილად დაადეს ხელი თ----------–----–-–---–-. მათი განმარტებით, ბრალდებულს ერქვა ზ--------------- და იცოდნენ, რომ მის საქმეზე იყვნენ მოწვეულნი სასამართლოში.

პალატა აღნიშნავს, რომ არცერთ დასახელებულ მოწმეს ასეთი რამ არ განუცხადებია. მოწმე ი-----–--–------ განაცხადა, რომ ზ--------------- მათი ლომბარდის ხშირი სტუმარია და აქედან ეცნობა, ხოლო პირადად არ იცნობას მას.

მოწმე ი-----–--–---- განმარტა, რომ ზ--------------- დაამახსოვრდა იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიკითხა და მასთან გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულებები ამოიღეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური განმარტება მისცა თ--------–---–---–--–- რომელმაც მიუთითა, რომ არც ზ----------------- და არც ბრალდებულს(თ----------–----–-–---–-) არ იცნობს.

ამდენად, პალატა აანალიზებს, სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად გამოიკვლია მტკიცებულებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ----------–----–-–---–-- ქმედებას და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა თ----------–----–-–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ თ----------–----–-–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. თ-----------–----–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.მსჯავრდებულ თ-----------–----–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივნისიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თ-----------–----–-–---–- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია;

6. ნივთმტკიცება:

1 (ერთი) ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დაზარალებულ მ-------------------------–---- და მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტათ ამკ-ს 25-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

8. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი