განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2019
საქმის ნომერი
330100119002858188
ინსტანცია
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119002858188, №1ბ/1032-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ------------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - რ--–----- თ-----------ის ასული ა-–-–------------ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–----------------–----------------------------;

 

ადვოკატი - ი----- ბ----–--.

 

თარჯიმანი - ფ-------- ა---------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

სასჯელი:

 

10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება, შემდეგ გარემოებათა გამო: რ--–----- ა-–-–------------ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან, რის შედეგადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, ჰყავს პატარა შვილი (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან აღნიშნული განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით, რ--–----- ა-–-–------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

 

რ--–----- ა-–-–------------მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 11,444991 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი მოყავისფრო ფერის ნივთიერება, რაც 2019 წლის 26 იანვარს საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა თბილისში, ს------–-----------–--------------------------------ში მდებარე რ--–----- ა-–-–------------ს ბინის ჩხრეკისას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით, რ--–----- ა-–-–------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა რ--–----- ა-–-–------------ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 იანვრიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, რ--–----- ა-–-–------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, დაცვის მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რ--–----- ა-–-–------------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ--–----- ა-–-–------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. გარდა რ--–----- ა-–-–------------ს მიერ სააპელაციო სასამართლოში დაფიქსირებული პოზიციისა, მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეების: შ---------–-–---–-------–------------–---------–---------–--------------–-----------–----–---–----------------------------–--------–--------------–---------------------–-------------–--------–---–---------------------–---–ის ჩვენებებით, N--------------- ექსპერტიზის დასკვნით და ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა პრეიუდიციად.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ--–----- ა-–-–------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი----- ბ----–--ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ვინაიდან, აღნიშნული ნივთიერებები არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით, აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადაა შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი რ--–----- ა-–-–------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას, წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვისაც. უნდა აღინიშნოს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა და ქმედების განხორციელების სახე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა), ნარკოტიკული საშუალების სახეობა („ჰეროინი“) და მისი ოდენობა (11,444991 გრამი, როდესაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების საწყისი ოდენობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილისთვის განსაზღვრულია 1 გრამიდან) არ იძლევა სასჯელის შემცირების საფუძველს.

 

სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გაითვალისწინა ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

დაცვის მხარის პოზიცია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა შეიცვალა პოზიცია და თავს სრულად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მისი თანამშრომლობის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, შემდეგ გარემოებათა გამო: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, დუმილის უფლების გამოყენების, ან წარდგენილი ბრალდების უარყოფის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნეს მოაზრებული როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. განაჩენიდან არ იკვეთება, რომ რ--–----- ა-–-–------------ს მიმართ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული იქნა სწორედ იმის გამო, რომ მან წარდგენილი ბრალდება არ დაადასტურა. პირიქით, სასჯელის დასაბუთებისას აღნიშნულია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნდა და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის ფონზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია მსჯავრდებულისთვის მინიმუმთან მიახლოვებული სასჯელის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. დანიშნულ სასჯელს პალატა ასევე მიიჩნევს სამართლიანად, ვინაიდან, წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან, ნარკოტიკული საშუალების სახეობიდან, ოდენობიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი რ--–----- ა-–-–------------ს მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ--–----- ა-–-–------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი----- ბ----–--ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

რ--–----- ა-–-–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის ვადის ათვლა რ--–----- ა-–-–------------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 იანვრიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, რ--–----- ა-–-–------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ასევე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ რ--–----- ა-–-–------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

§ პირადი ნივთები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

§ 1 ცალი ლაზერული დისკი - რ--–----- ა-–-–------------ს ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტომასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე