განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2019
საქმის ნომერი
020211419700094344
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020211419700094344

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-990-2015 11 დეკემბერი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე(მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ინდირა მაშანეიშვილი

თეიმურაზ სიხარულიძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე): დ-------- შ---–--------, ს-----–--- კ-----------, ვ-–-------- შ---–-------- მემკვიდრე ს-----–--- კ----------- და ე-–--- შ---–-------- უფლებამონაცვლე- ლ------ კ----------

წარმომადგენელი: ლ---- ვ----–---–-

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ი.ბ.ა „----------- 4--“

წარმომადგენელი: ი-–-- ბ------, შ----- ჯ---–---

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ქ.ბ-------- მ-----

წარმომადგენელი: მ--- ჭ------

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): საქართველოს ფ-------- ს------------

განმცხადებლები: ც----- კ--------, ნ---- გ----------, ვ----–---- ბ--------, ი-----–------, ე----- ჩ---------

წარმომადგენელი: ე---–--- მ--------

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება-ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის, ლ------ კ----------- დაზუსტებული მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება

 

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეთა-დ-------- შ---–--------, ს-----–--- კ----------- და ე-–--- შ---–-------- მითითებით, ბ-------- სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ლე---------------–---–------------------------–----–-----------------------–-------------------- კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის, რომლის წევრთა სიაც, ბ-------- სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დამტკიცდა 1989 წელს. დამტკიცებულ სიაში მითითებულნი არიან დ-------- შ---–-------, ს-----–--- კ----------, ე-–--- შ---–------- და აწ გარდაცვლილი ვ-–-------- შ---–-------, რომლის მემკვიდრესაც ს-----–--- კ---------- წარმოადგენდა.

მოსარჩელეებს აშენებულ სახლში უნდა მიეღოთ 105 კვმ. საცხოვრებელი ფართი. მიუხედავად იმისა, რომ უნდა აშენებულიყო 9 სართულიანი სახლი, ფაქტობრივად აშენდა მხოლოდ ნაწილი, რაც ბ-------- მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, ექსპლოატაციაში იქნა მიღებული.

ვინაიდან, მოსარჩელეთა მიერ, სრულად იქნა შეტანილი მათი წილის შესაბამისი ფულადი თანხები, ხოლო საცხოვრებელი ფართი არ გადაცემიათ, მოითხოვეს, მოპასუხეებს მათ სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ 105 კვ.მ ფართის სანაცვლოდ 52920 ლარის გადახდა.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

1. დ-------- შ---–--------, ს-----–--- კ-----------, ვ-–-------- შ---–-------- მემკვიდრე ს-----–--- კ----------- და ე-–--- შ---–------ სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელეთა მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდი-–--.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. ბ-------- სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 29 მაისის N329 გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ლე---------------–---–------------------------–----–-----------------------–-------------------- კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის;

 

2.2. ბ-------- სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის გადაწყვეტილებებით დამტკიცდა, N42 საამშენებლო კოოპერატივის წევრთა სია, სადაც მითითებულნი არიან დ-------- შ---–-------, ს-----–--- კ----------, ე-–--- შ---–------- და აწ გარდაცვლილი ვ-–-------- შ---–------- (რომლის მემკვიდრეა ს-----–--- კ----------).

 

2.3. ქ. ბ-------- მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 03 ივლისის N01-01/21 გადაწყვეტილებით, ექსპლოატაციაში იქნა მიღებული ქ---------–--------------------–----------------- კოოპერატიული მრავალბინიანი სახლი (საერთო ფართი-3779,2 კვ.მ, შენობის საერთო ფართი-3248,41 კვ.მ, აივნების ფართი- 539,79 კვ.მ ).

 

2.4. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეები აღიარებულნი არიან ამხანაგობის წევრებად, თუმცა ვერ უთითებენ, კონკრეტულად სად მდებარეობს მათზე გადასაცემი 105 კვ.მ ფართი, რომლის შესაბამის ანაზღაურებასაც ითხოვენ.

 

2.5. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 394-ე, 409-ე, 412-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, 102-ე, მუხლების თანახმად, მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მათ მიერ მითითებული გარემოებების დადასტურდება, რაც გამორიცხავს თანხის დაკისრების თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტთა განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მათ მოთხოვნას. ისინი ითხოვდნენ თანხას, არა საერთო საკუთრებაში არსებული ფართიდან (შენატანის პროპორციიდან გამომდინარე), არამედ, 105 კვ.მ საცხოვრებელი ფართიდან, რომლის მიუღებლობით მიადგათ ზიანი.

ასევე, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, თითქოსდა მათ ვერ მიუთითეს, თუ სად მდებარეობდა მათზე გადასაცემი 105 კვ.მ ფართი. საქმეში არსებული მკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ეს ფართი მდებარეობს რ---------------ში, სადაც საცხოვრებელი ბინების განაწილება, იმ დროს არსებული წესით ხორციელდებოდა კენჭისყრით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენი-–--, რომ მოცემულ დავაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, დ-------- შ---–--------, ს-----–--- კ-----------, ვ-–-------- შ---–-------- მემკვიდრე ს-----–--- კ----------- და ე-–--- შ---–-------- უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ლ------ კ----------.

 

4.2. დადგენი-–--, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ლ------ კ----------- სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ბმა ,,ა---------- 4--“-ს, მის სასარგებლოდ დაეკისრა 25 956 ლარის და 1058 ლარის გადახდა.

 

4.3. დადგენი-–--, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, ც----- კ--------ს, ნ---- გ-----------, ვ----–---- ბ---------, ი-----–------ს, ე----- ჩ---------- განცხადების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და განახლდა, ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, ლ------ კ----------- სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება.

2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გამოტანისას, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში ასახული სამართლებრივ დასაბუთება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, მოსარჩელე მხარე დავობდა ამხანაგობის ქონების განაწილების კანონიერებაზე, მოცემულ შემთხვევაში, დავა გამომდინარეობდა, არა სარჩელში მოპასუხედ დასახელებულ პირებთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, არამედ თავად ამხანაგობის წევრებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. ასეთ დროს, მოპასუხეს, არა ა----------, არამედ მისი ის წევრები წარმოადგენდნენ, რომლებმაც, მოსარჩელის მტკიცებით, სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვიეს.

შესაბამისად, მოცემული დავის განხილვისას, ამხანაგობის თავმჯდომარეს, ამხანაგობის წევრების სასამართლოში წარმოდგენა შეეძლო, მხოლოდ სსსკ-ის 93-ე, 96-ე, 98-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რაც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა.

 

4.4. დადგენი-–--, რომ საქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.07.2016წ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.10.2019წ. განჩინებებში ასახული დასაბუთების გათვალისწინებით, დააზუსტა მოთხოვნა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე.

 

4.5. სააპელაციო სასამართლო, დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნიდან და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2-4-ე მუხლების და 208-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფი-–-- უფლების სასამართლო წესით დაცვა. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.

გარდა ამისა, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს-ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

4.6. იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხე) ცნო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ხელახალი განხილვისათვის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, მე-3 და 208-ე მუხლის შესაბამისად, ლ------ კ----------- დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

4.7. გარდა ზემოაღნიშნული მოტივებისა, პალატა დამატებით განმარტავს:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბ-------- საქალაქო სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, ისე მიიღო და განიხილა დ-------- შ---–--------, ს-----–--- კ-----------, ვ-–-------- შ---–-------- მემკვიდრე ს-----–--- კ----------- და ე-–--- შ---–-------- სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე, რომ არ გამოურკვევია სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებულ პირთა წრე, რომელთა მიმართაც აღნიშნული ინტერესი იყო მიმართული.

ასევე, სსსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად არ განუხილავს, მოცემულ დავაში მოპასუხედ დასახელებული საქართველოს ფ-------- ს------------სა და ქ. ბ-------- მერიის სათანადოობის საკითხი და სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით შეეხო ისეთ პირთა უფლებებს -ი.ბ.ა „----------- 4--“-ს წევრებს, მათ შორის მოცემულ საქმეში განმცხადებლებს: ც----- კ--------ს, ნ---- გ----------ს, ვ----–---- ბ--------ს, ი-----–------ს და ე----- ჩ---------ს, რომლებიც საქმეში ჩაბმული არ იყვნენ მოპასუხედ, აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის 385-ე, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების დამატებითი საფუძველია;

საქმის ხელახალი განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გაარკვიოს მოპასუხედ დასახელებული საქართველოს ფ-------- ს------------სა და ქ. ბ-------- მერიის სათანადოობის საკითხი და განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, თვლის, რომ თავდაპირველ მოსარჩელეთა უფლებამონაცვლის-ლ------ კ----------- დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საქმე N2-722/11 საქმე დ-------- შ---–--------, ს-----–--- კ-----------, ვ-–-------- შ---–-------- მემკვიდრე ს-----–--- კ----------- და ე-–--- შ---–-------- უფლებამნაცვლის-ლ------ კ----------- სარჩელისა გამო, ი.ბ.ა „----------- 4--“-ს, ქ.ბ-------- მ------- და საქართველოს ფ-------- ს------------ს წინააღმდეგ, თანხის დაკისრების შესახებ, ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულიაამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

ვინაიდან, მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, საპროცესო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს, მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ------ კ----------- დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე N2-722/11;

3. სამოქალაქო საქმე დ-------- შ---–--------, ს-----–--- კ-----------, ვ-–-------- შ---–-------- მემკვიდრე ს-----–--- კ----------- და ე-–--- შ---–-------- უფლებამონაცვლის- ლ------ კ----------- სარჩელისა გამო, ი.ბ.ა „----------- 4--“-ს, ქ.ბ-------- მ------- და საქართველოს ფ-------- ს------------ს წინააღმდეგ, თანხის დაკისრების შესახებ, ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საპროცესო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი გადაწყდეს, მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობი-–-- განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

თავმჯდომარე ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები ინდირა მაშანეიშვილი

 

თეიმურაზ სიხარულიძე